Jump to content
Planeta.Ge

ჰაჰაჰა

პლანეტელი
  • პოსტები

    104
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი ჰაჰაჰა

  1. ჰაჰაჰა იმედია ხუმრობ http://s018.radikal.ru/i510/1305/41/6057ec815882.jpg ვიციდან არ ვიციმდე ვიცი, რომ ვარ, თუმცა არ ვიცი როდემდე… ვიცი, რომ სანამ ვარ, ჩემი ყოფნა ისეთი უნდა იყოს, რომ მიხაროდეს, რომ ვარ, თუმცა ხშირად არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო ეს… ვიცი, რა მტკენს გულს და რა მთრგუნავს, თუმცა ზოგჯერ არ ვიცი, ამათი თავიდან აცილება… ვიცი, ვინ მიყვარს და ვინ არა, თუმცა ზოგჯერ არ ვიცი, როგორ დავიტოვო მარტო ისინი, ვინც მიყვარს და როგორ ამოვძირკვო ისინი, ვინც არ მიყვარს ვიცი, რა მინდოდა და რა არ გამომივიდა. ახლა უკვე ისიც ვიცი, რატომ, თუმცა არ ვიცი, რატომ არ მოვიქეცი ისე, რომ გამოსულიყო, რაც მინდოდა… ვიცი, რომ არ მომწონს ბევრი რამ, რაც არის ახლა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არ ვიცი, როგორი უნდა იყოს, რომ მომწონდეს… ვიცი, რომ მინდა ვიცოდე, ვინ ვინაა, მე კი მხოლოდ ის ვიცი, მე ვინ ვარ და ზოგჯერ ესეც არ ვიცი ბოლომდე… ვიცი, რომ გაუთავებლად ვეძებ ცხოვრების აზრს, ხან მგონია, რომ ვიპოვე და ხან-არა და არ ვიცი, მოვძებნი საბოლოოდ თუ ვერა… ვიცი, რომ ვიგონებ პატარ-პატარა სატყუარებს საკუთარი თავისთვის, თუმცა ხშირად არ ვიცი, რა მოვიგონო…და ამაზე ხშირად ის არ ვიცი, რაში მჭირდება ეს… ვიცი, რომ შემიძლია ვიცინო საკუთარ წარუმატებლობაზე, მწარედ, მაგრამ მაინც და არ ვიცი, ეს რომ არ შემეძლოს, რა მეშველებოდა! ვიცი, რომ იოლად მიჩუყდება გული და მეტირება, თუმცა არ ვიცი, ასე რომ არ იყოს, უკეთესი იქნებოდა თუ არა… ვიცი, რომ ადამიანები ვერ შეიცვლებიან, ვერც მე, ვერც სხვა და არ ვიცი, რატომ ცდილობენ ამას გამუდმებით და მონდომებით. ვიცი, რომ ბევრი რამე ვიპოვე ამ ვიცი-არ ვიცის ჭიდილში, არ ვიცი, კიდევ აღმოვაჩენ რამეს თუ არა საკუთარ თავში, მაგრამ ვიცი, რომ ვცდი და არ გავჩერდები… ვიცი…არ ვიცი… ვიცი…არ ვიცი… ვიცი, რომ გამუდმებით ამ ორ ზმნას შორის ვარ გაჭედილი და ვეხლები აქეთ-იქით… ვიცი, რომ ეს არაა დალხენილი მდგომარეობა, მაგრამ არ ვიცი, ასე რომ არ იყოს, ვითომ უკეთესი იქნებოდა? მგონია, რომ არა…
  2. სიყვარული განა მარტო ადამის და ევასია, სიყვარული ჩვენიც არის, სიყვარული ყველასია, სიყვარული ყველასია, სიყვარული ზიარია, თუ კი გიყვარს წვიმიანი დღეებიც კი მზიანია. გიყვარს? სული დაიმშვიდე, ნუ იქნები ეჭვიანი, სიყვარული ქვეყანაზე უდიდესი ნიჭი არის, სიყვარული როდი გვკითხვას რა გვხურავს და რა გვაცვია, სიყვარულმა აგვაშენა, სიყვარულმა დაგვანგრია. სიყვარული კაზინოა, ცოდვა-მადლის კამათელი, სიყვარულმა დამაღამა და მათენებს სიყვარული, ხან მოსისხლე მტერი არის, ხანაც სისხლის ნათესავი, იმედივით მოკლე არის, უსასრულო ნატვრასავით. როცა უნდა დაღამებს, ხან ძველია, ხან ახალი, ჩვენი დამბადებელია, ბოლოს ჩვენი დამმარხავი. სიყვარული მდინარეა, სიყვარული მორევია, ფეხზე ვეღარ წამომდგარა ვისაც ერთხელ მორევია. მორევია მაგრამ მაინც უსაშველოდ უხარია, სიყვარული მქუხარეა, მაგრამ ზოგჯერ მწუხარეა, სიყვარული ჭოროხია, სიყვარული რიონია, სიყვარული სიცოცხლეა და სიცოცხლის მირონია. სიყვარული განა მარტო რამინის და ვისის არის, ვინც შეყვარებულია ეს ქვეყანა მისი არის, და თუ ზოგჯერ სიყვარული, სიყვარულზე მეტი არის, მაშინ იგი ერთი არის, და ის ერთი ღმერთი არის!!! ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა.. აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო.. სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი.. მთავარია გიყვარდეს.. სიყვარულით გქონდეს გული და სული სავსე.. არ შეგცვალოს ცხოვრების ეკლებმა.. არ გაუფერულდეს შენს სულში ბავშვობიდან წამოღებული ცისარტყველას ფერები.. გიყვარდეს მთელი სამყარო.. და არასოდეს მოითხოვო სიყვარულისთვის სიყვარული, თავმდაბლობისთვის – შექება, სამსახურისთვის – მადლიერება.. ნამდვილი სიყვარული სამაგიეროს არ ითხოვს. ყველა ადამიანში არის ისეთი რაღაც, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს იგი. http://s018.radikal.ru/i510/1305/a4/2a803faa55fa.jpg
  3. ჰო ყოველთვის ასეა... ხშირად მაგვიანდება ერთი წამი, ერთი წუთი, ერთი საათი, ერთი დღე ჰო, ყოველთვის ასეა, ხშირად ვაგვიანებ ერთი წამით, ერთი წუთით, ერთი საათით, ერთი დღით და ეს ერთი თავდაყირა აყენებს ყველაფერს არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის მრჩება საყვარელი ნივთი იქ, სადაც ვიყავი და ისევ უნდა დავბრუნდე და რატომღაც ყოველთვის ვკარგავ ადამიანს რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემი ოცნებები ყოველთვის სრულდება ერთი წამის, წუთის, ერთი საათის, ერთი დღის დაგვიანებით და ხშირად ეს ერთი ძალიან გვიანია არ ვიცი რატომ მაგრამ ახლა შენ - ყველაფერი ხარ ჩემთვის, ის - უკვე არაფერი და ეს ყველაფერი დღეს ხდება არცერთი წამის, არცერთი წუთის, არცერთი საათის, არცერთი დღის დაგვიანებით და ჩემი სადღაც დარჩენილი საყვარელი წიგნი ახლა შენთანაა უკანდასაბრუნებლად იქნებ იმიტომ, რომ აღარ დამაგვიანდეს, ოცნებები დაგვიანებით აღარ ასრულდეს და ციფერბლატმა აღარ მამცნოს ჩემი დროის დაგვიანება ჰო ყოველთვის ასეა... ხშირად მაგვიანდება დაბადებით კი თურმე ზუსტად ერთი თვით, ერთი დღით, ერთი საათით, ერთი წუთით და ერთი წამით ადრე დავიბადე।
  4. არაფერი არ მინდოდა,არაფრისთვის ვიყავ ცოდო,არაფერი არ გამოვა არაფრისთვის უნდა ცადო! :kisa ყველაფერი დავკარგე, როცა ყველაფერს ვეძებდი, მათ შორის არაფერიც და ახლა არაფრის ძებნაში ვპოულობ ყველაფერს"
  5. დგება ხოლმე დღეები, როდესაც ვხვდები, რომ ბედნიერი ვარ. და ეს დღე რომ მოდის, უაზროდ მეღიმება და ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს. ასეთ დღეებში მინდება ყველა ამ ადამიანს სათითაოდ ჩამოვუარო, სათითაოდ გულში ჩავიკრა და ვუთხრა: მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ! რა პატარაა ეს დედამიწა, სიყვარულს ვერსად დაემალები.ეს მერამდენედ,ვითომ შემთხვევით,ერთმანეთს შეხვდნენ ჩვენი თვალები.
  6. ”...მინდა რომ მიწაზე არ დავდიოდე. დავფრინავდე ბედნიერებისგან. მინდა ყურში ვერცხლის ზარების წკრიალის მუსიკა მესმოდა , მინდოდა ყოველთვის კი არ იყოს , ჩემს გვერდით, არამედ სადღაც შორს და მასზე ვოცნებობდე, საწადელს ადვილად ვერ ვეწეოდე და სულ მისკენ მივისწრაფვოდე. მინდა ისეთ საქამეს ვაკეთებდე, თავაშვებულს რომ ლაგმავდეს და გულგატეხილს ამხნევებდეს." აკაკი მინდა ყველა ის იყოს ჩემს გვერდით ვინც მიყვარს,მინდა ყოველთვის ერთად ვიყოთ! მინდა ბედნიერი ვიყო და მიხაროდეს! მინდა ყოველი წამი ჩემთვის ლამაზი იყოს!მინდა ყველა..ყველა ბედნიერი იყოს! მინდა ყველას თვალებში ბრწყინვალება იყოს!)) მინდა ბედნიერი იყო!!! ოღონდ ისეთი ბედნიერი კი არა, რაღაც მომენტში რომ ყველაფერს ივიწყებ, ფეხებზე იკიდებ და გგონია ბედნიერი ხარ...
  7. ჩემი აზრით ურთიერთობა ნამდვილი და გულწრფელი მაშინ არის როცა ცოტა ან ცოტაზე მეტად ბავშვურია, ბავშვურად სუფთა, ქვიშიანი ფრჩხილებით საკუთარ თავთან გვალაპარაკებს , სახლობანას გვათამაშებს და ყველაზე თამამ ოცნებებს გაოცნებებს. ყველაზე ბავშვური თუ ზრდასრული და მეტად გააზრებული ურთიერთობის დროსაც კი ყველაზე ტკბილი მაინც დასაწყისია . დასაწყისი არ იცი რისი და არც ის იცი თუ რა გაგრძელება ექნება და ექნება თუ არა ბედნიერი დასასრული . დასაწყისი მაინც გულწრფელია . ალბათ ყველაფერი მაინც პირველი და– ნახვით იწყება... დანახვა და გულის აფრიალება , საფეთქელთან არითმიიs შეგძნობით , მერე მცდელობა დაახლოvების , მისი ცოტა გამოგონებით , სანამ ყვეაფერს ბანალურ კალაპოტს მიეცემა , ღამის შუამდე გატეხვით . მერე ისევ ნახვით ... ნახვამდე მოლოდინის და ბოლო 10 წამის მუხლებში შეგრძნობით როცა მის მოახლოვებას დანახვამდე გრძნობ. ოღონდ მართლა გრძნობ თუ გული საერთოდ რამეს გრძნობს...გადაკოცნი და მის ტუჩებს ჰაერში იგრძნობ, შენსას ლოყაზე მიწებებულს და წამის მეასიათასედში ცდილობ მის ჩასუნთქვას... და გგონია რომ ეს იმდენ ხანს იწელება უკვე დაღამდა... დაღამდა კაფის შუშის ვიტირნასთან. მცდელობით ბევრჯერ მოგეყოლა შენი ცხოვრების „ბესტები“ თუმცა, სანამ ის არ გამოგიგონებს მანამდე ყველაფერი სულ ერთია მისთვის . ვნება სახანძრო მანქანის ჭავლზე ძლიერად გასხამს ტვინში და ცდილობ მასთან „ სულიერ“ საუბრებში გადაზარდო . უკვე სახლიდან ურეკავენ, (ან შენ გატყუებს ასე). მერე ანგარიშს ხურავ და ცდილობ წასვალმდე ცოტათი მაინც იზრუნო მასზე . მისივე ქურთუკის აღებას თუ დაგასწრებს მაინც , ანგარიშს ხურავ და ხვდები რომ იწყება რაღაცის დასასრული რაც აღარ განმეორდება . მერე კარებისკენ გარბიხარ იქნებ გაღება მოასწრო და თურმე გარეთ იღება , ის კი შენს ხელთან კიდებს სახელურს ხელს და გარეთ აღებს. მაგრამ შენ ხომ ეცადე... ესეც გაბედნიერებს და ... გადიხართ იქ სადაც მხოლოდ შენზეა, ყვეალფერი შენზეა სივრცეში . ცოტას გაივლი და ისევ ურეკავენ, იქნებ ისევ სახლიდან... ქუჩის ბოლოს საუბარში ამოკლებ და ცდილობ მისი ხელი შენს ჯიბეში გაათბო. თუ ნება მოგცა... ყველაფრი იწყება თავიდან. ისევ ისე გიფრიალებს გული... ქუჩაც ილევა და დრო დასასრულის . მერე შენ , მთელი შენი სხეულით გამთბარ ხელებს აფარებ ყურებთან, მის უკვე გაყინულ ცხვირს ცოტა ძალადობით ათბობ კისერში და კოცნი ღიმილის კუთხეში. ღიმილის კუთხე ყველაზე ტკბილი კოცნაა კოცნათა შორის როცა მის ტუჩის ერთ მეოთხედს მოიპარავ. მერე შემხვედრ ტაქსს გააჩერებ და გაამგზავრებ რა მნიშვნელობა აქვს სად . შენ უკვე ბედნიერი ხარ... ფიქრობ რომ ეს დასაწყისზე მეტია , მისი ტუჩის ნახევარი შენთვის ყველაფერია , მიდიხარ სახლში. ჭერს მიაპყრობ თვალებს და იოცნებებ მისი ტუჩის დანარჩენ მეასადებზე . მერე ბალიშის ქვეშ ხელებს ამოდებ ოცნებით დაღლილი და მთელი გულით უსურვებ, ძილინებისა ქალბატონო... ირაკლი გაფრინდაშვილი
  8. უფრო სიხარულობს ჩემი სიხარული, შენ რომ იზიარებ, ის რომ იზიარებს. თითქოს სიხარულობს ჩემი მწუხარებაც, შენ რომ იზიარებ, ის რომ იზიარებს. თუა სიხარული, რა საკადრისია, იკითხოს კაცმა, ვისი არი. ვისიც უნდა იყოს, თუა ჭეშმარიტი – ვიზიარებ! არის მწუხარება? – ასეთი კაცი ვარ, არასდროს ვიკითხავ ვისი არი. ვისიც უნდა იყოს, თუა ჭეშმარიტი – ვიზიარებ! მუხრან მაჭავარიანი
  9. - შენ რა იცი ,მე რა ვიცი და რა არა,შენ ხომ მე არ ხარ
  10. - შენ რა იცი ,მე რა ვიცი და რა არა,შენ ხომ მე არ ხარ
  11. - შენ რა იცი ,მე რა ვიცი და რა არა,შენ ხომ მე არ ხარ
  12. - შენ რა იცი ,მე რა ვიცი და რა არაო,შენ ხომ მე არ ხარ
  13. "რა შტერიო-დააბრალა ძმას.. დავთვერიო-დააბრალა სმას... მეხვევაო-დააბრალა ქალს... ვერ ხვდებაო-დააბრალა ხალხს... დავიწვიო-დააბრალა მზეს... რა ბილწიო-დააბრალა ზმნებს... შევბერდიო-დააბრალა ცრემლს... ვერ შეკრა და დააბრალა წრეს... გავცივდიო-დააბრალა თოვლს... არ მიცდიო-დააბრალა დროს... უვიციო-დააბრალა ბრბოს... ცრუ ფიციო-დააბრალა ბოზს... უზრდელიო-დააბრალა შვილს... კურდღელიო-დააბრალა შიშს... თავს ვკარგავო-დააბრალა ფიქრს... რას ვგავარო-დააბრალა ფირს... არ მყოფნისო-დააბრალა ფულს... მაყოვნებსო-დააბრალა პულსს... კარგიაო-დააბრალა ცუდს... ნაღდიაო-დააბრალა ცრუს... მოკლედ ,ყველაფერი,ასე, დააბრალა სხვას ნიკო გომელაური
  14. დავიღალე ამდენი სევდის და უიმედო სიყვარულის დემონსტრირებით. სადაც გავიხედე ყველა საკუთარ ტკივილს დასტირის , ზოგი მიატოვეს ... ღმერთო ჩემო_ გაახილეთ თვალები ... ვინ ღირს თან გაყოლად და გულის გაწვრილებმადე ტირილად ? ნუთუ ვინმე იმსახურებს ამას ? არაა ! დამიჯერედ არავინ! ზოგმა მიატოვა ... უი წახვედი ? ჯანდაბამდე გზა გქონია – მიაძახა ვიღაცამ და ესაა სულ შენი love story ... ზოგს ცალმხრივად უყვარს ... ეს ნამდვილად არ მწამს .გიყვარდეს ვიღაც და ის კი იჯდეს და სხვას უჟუჟუნებდეს ტუშით დამძიმებულ თვალებს –სისულელეა ! … ის შეიყვარე ვინც შეგიყვარებს და იყავი ბედნიერი… რა საჭიროა დაკავდე უაზრო მაზოხიზმით და იტანჯო თავი ! შევწუხდი რა ... გაქცევა მომინდა ამდენი ტკივილიანი ამბების მერე – ხო გაქცევა სადმე შორს _შოოოორს –იქ სადაც ვერავინ მოწვდება გრძნობებს , მაგრამ გულს რა უყო ? სად დავტოვო ? ვის მივაბარო ? __ არ იტოვებს არავინ ზოგმა– ჩემი ‘’გულ’’ებიც ოხრად მრჩება,შენი რათ მინდაო ... ზოგმა– ‘’გულ’’ს ვერ ვენდობი არეულობა იცის და ვერ დავიტოვებო ... ზოგმა –ვაიმე შარშან ისე გადამრია ერთმა ‘’გულ’’მა ,მას მერე ‘’გულის’’ ატანა აღარ მაქვსო... ზოგმა –‘’გულ’’ს ნუ დამანახებ ოღონდ და მილიონი ვალი მქონდეს მირჩევნიაო... ზოგმა – არა გენაცვალე მე და ‘’გული’’ ვერ ვრიგდებით ,ასე რომ სადაც წახვალ თან წაიყვანეო ... არადა მე’’გულ’’ება ეხლა მე ?! : ) სად მაქვს ამის მოვლა–პატრონობის თავი. იქ გრძნობებით ასაზრდოვე _აქ ვნების ცეცხლი შეუნთე, იქ მზრუნველობა არ მოაკლო_აქ სიყვარულით მორწყე დილა –საღამოს ... არა არ მინდა – ვტოვებ ! გამოჩნდება ვინმე ‘’გული’’ანი და დაიტოვებს ... მე კი წავალ და უ’’გულ’’ოდ დავისვენებ ... უუფ რა ნეტარებაა ! აღარავინ გამიწვრილებს _ აღარავინ მატკენს _ აღარავინ ამიჩუყებს_ აღარავინ გამიტეხს_ და საერთოდ აღარავინ შეეხება _გულს ! ესეც ასე, უ’’გულ’’ო ცხოვრებას ვიწყებ და ‘’გული“სხმიერებას ნუ მომთხოვთ ! : )
  15. სულაც არ მინდოდა მაინც გამახსენა. წვიმა არ მინდოდა ზეცამ დამასველა. ნიავი მინდოდა და ქარი დაქროდა, ყიდვა მინდოდა და ჯიბეში რა მქონდა. სითბო მინდოდა და ზამთარი მათოვდა, როდესაც მციოდა არავინ მათბობდა. ღამე მინდოდა და უცბად თენდებოდა წუთი მინდოდა და ჟამი გრძელდებოდა. მეტირებოდა და ცრემლი გამქრალიყო ,ფხიზელს ვეძებდი და ყველა დამთვრალიყო. კეთილს ვეძებდი და ვპოულობდი ბოროტს წინ მივდიოდი და სულ მტოვებდნენ ბოლოს. ჩუმად ვიყავი და ჩუმად ხმა დაბლაო, დავიღლებოდი და ჩქარა რა დაღლაო. ყიდვა მინდოდა და ვკეტავ დაბინდდაო. ჩემ სახლს ვაღებდი და შენ აქ რა გინდაო. არ ვჩხუბობდი და ჩხუბის ბუნტიაო არ მომიპარავს და ეგეც ქურდიაო. რიგში ვიდექი და ეს აქ დაიცდისო, მთვრალი ვამბობდი და ამან რა იცისო. სიცოცხლე მინდოდა და სიკვდილი მეტრფოდა ,თბილ სიტყვას ველოდი და არავინ მეტყოდა. მათხოვარს ვხვდებოდი და ფული მეც არ მქონდა ,გვერდს რო აუვლიდი ძუნწოს მეძახოდა. ჯერ ყვავილ დავკრეფდი სადმე თუ გხვდებოდი რაში მჭირდებაო რატომ წუხდებოდი. ლექსებს გიწერდი და მგონი ვერარიო გამომივიდაო ესეც მწერალიო. შველა მინდოდა და არავინ მშველოდა მეტირება და სულ ყველა მღეროდა შორს მივდიოდი და ნეტავ სად ივლისო გული მტკიოდა და ალბათ გაგივლისო. რატომ დადიხარო დღისით ან ღამეო, სიტყვა არ მითქვამს და უკვე დამღალეო ამიტომ ვამბობ და ამიტომ მიკვირსთქო რომ ვსუნთქავ წუხდებით?
  16. მოგესალმებით ყველას ეს თემა ჩემი უსაყვარლესი თემაა და დღეიდან ხშირად მნახავთ აქ :kisa ეს დღეს გადავწყვიტე და რატომ გადავწყვიტე ჯერ არ გადამიწყვეტია - მიყვარხარ! - ღმერთამდე... მის იქეთ ხომ მაინც არაფერია... ჩემში ხარ! - მე ჩემები! - ოცნება ყველას აქვს... ოცნებებში ხარ! - მესამყაროები! - ოცნებებში სულ შენ გხედავ... ...ჩემი სიცოცხლე ხარ ! - მესიცოცხლები! - გულში ჩასახლდი და მას აძგერებ... გულში სისხლზე მეტი ხარ ! - გამისისხლხორცდი! - მეგატონა, პატარა ტკივილებს გულშ ვაგძავნი... მერე სულში... გულში ხარ ! სულში ხარ ! - მეამაყები! - ვამბობ განსაკუთრებული გული გაქვსთქო... ერთადერთი ხარ ! - მებედნიერები! - ბედნიერება ტკივილშია... ჩემი ტკივილი ხარ ! - მეტკივილები! - იმედისფრად... ჩემი იმედი ხარ ! -მენატრები! - წუთში 60 წამი, მე 61 ჯერ მენატრები... წუთში წამზე მეტი ხარ !
  17. კარგი ცოლი ვეტერინაარივითაა, არაფერს გეკითხება, მაგრამ ყველაფერი ესმის "
  18. მე ისეთი ადამიანი ვარ წყენას დიდხანს ვერ ვიმახსოვრებ და ამოტომ ჩაწერა მიწევს ხოლმე
  19. ფესბუქზე ისეთი შემოტევაა ვირუსების, რომ დედა აღარ შედის შვილის გამოგზავნილ ლიკზე!
  20. ცნობისმოყვარეების საყურადღებოდ უფალმა ცხვირი სუნთქვის|თვის მოგცათ გულს ერთი უყვარს, თვალებს კი ბევრი ...
  21. ბოთლში ასხია წყალი ნახევრამდე,ბოთლი ნახევრად სავსეა თუ ნახევრადცარიელი?
  22. -აქ ხარ? -კი -რას შვები? -რავი არაფერს შენ? -რავი არც მე ************************************* - სხვა რას შვები? -რავი არაფერს შენ? -არც მე :ravic:
  23. Saturn ხოო აქ რთულ შემთხვევასან გვაქვს საქმე ჩემო მეორე ნახევარო სადაც არ უნდა იყო, იკაიფე , იცხოვრე და გაიხარე რა დონემდეც შესაძლებელია , მანამ სანამ ერთმანეთს არ შევხვედრილვართ..
  24. მე ყველაზე საყვარელი გოგო ვარ დედამიწაზე......საწინააღმდეგო არ მითხრათ მაინც არ დავიჯერებ
×
×
  • შექმენი...