Jump to content
Planeta.Ge

ჰაჰაჰა

პლანეტელი
  • პოსტები

    104
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი ჰაჰაჰა

  1. ქალი როდესაც ჩუმადაა არ უნდა გააწყვეტინო. მნიშვნელობანი პერიოდი ქალის ცხოვრებაში:8 წლისა უნდა ჩააწვინოთ საწოლში და მოუყვეთ ზღაპრები, 18 წლისას უნდა მოუყვე ზღაპრები რომ ჩაიწვინო საწოლში, 28 წლისა საწოლში რომ ჩაიწვინო ზღაპრებიც კი აღარ არი საჭირო, 38 წლისა თავად გიყვება ზღაპრებს რათა ჩაგიწვინოს საწოლში, 48 წლისა უყვები ზღაპრებს რათა არ ჩაგიწვინოს საწოლში, 58 წლისა თვეების განმავლობაში არ დგები საწოლიდან რათა მის ზღაპრებს არ მოუსმინო. შოუბიზნესის კანონი:რაც უფრო ცუდად მღერის ქალი მით უფრო ნაკლები აცვია. მათთან ძნელია მათ გარეშე შეუძლებელი.
  2. როცა ზაფხული დგება ვრწმუნდები,რომ უკეთესია კოღოები ქონს გწოვდნენ ვიდრე სისხლს .. მშურს ნიანგების-ისინი დაწოლილებიც კი დადიან !
  3. თუ ქალი ფეხებს აბაკუნებს და არ გისმენს, ნუ შეუშლი ხელს, იქნებ ცეკვავს
  4. ისე უბრალოდ ქალი ვარ და ისე უბრალოდ აგიჩემე, იცი რამხელა დარდი ვარ და რამდენი ტყუილი დავიჯერე? ისე უბრალოდ ფიქრი მიყვარს,ღმერთის წინაშე მაქვს დიდი ვალი, ასე უბრალოს თუ ამიტან,მაშინ გამიხდები საფიცარი.... ისე უბრალოდ ქარი ქრის და ალბათ მეც ამიტომ აგიჩემე, ჩემი ქალური სული თრთის და სიმართლის მაინც დაიჯერე.
  5. ეძებე იდეალი, მაგრამ მის ძებნაში არ დაკარგო თავი საკუთარი! იპოვე სიყვარული, მაგრამ მის ძებნაში სხვას არ აურიო გზა-კვალი! იყავი სანატრელი, მაგრამ მონატრებით მას ნუ გააწამებ! თავს ნუ გაექცევი თორემ დაბრუნებას ძლიერ დაინანებ! იყავი ეჭვიანი,- ქალი ეჭვისათვის ღმერთმა გააჩინა. მაგრამ შენი ეჭვით მას ნუ შეამოწმებ, გიჯობს, ეგ არ გინდა! გულში გააღმერთე, მაგრამ ღვთის გულისთვის იმას ნურას ეტყვი! თორემ ღმერთი ვარო, კერპად გაგიხდება, ილოცეო გეტყვის! წასვლას დააპირებს? ნუღარ შეაჩერებ, ის ხომ მაინც წავა... მხოლოდ დაელოდე, ლოცვად იქეცი და ადი ანჩის ხატთან... როცა დაბრუნებულს, თვალებს შეახვედრებ არაფერი კითხო, მხოლოდ გაიღიმე, გულში სიამაყე წამით არ გაივლო!
  6. მომაშველე სუნთქვა და მხოლოდ შენი ღიმილი... თორემ შევრჩი სამყაროს აწყვეტილი ღილივით.
  7. აი, სულ ესა ვარ_ ხრიოკი ნაპირი დამშრალი მდინარის, ვისრუტავ შენს სითბოს და ვიოკებ ხვაშიადს, სანაცვლოდ ვერაფერს, ვერაფერს გპირდები- ვალში ვარ..
  8. -ბედნიერი ხარ? -არა. -რატომ ვითომ -შენ ვერ გაიგებ. -მართლაც არ მესმის, ძმაო. სიყვარული, სიკეთე, ოჯახი, დაფასება, ფული, ქალები, რა გაკლია რა! -ვერ გაიგებ მაგრამ, შევეცდები აგიხსნა. -სცადე, იქნებ არა ვარ სულელი. -ადამიანები, ზრუნავენ აწმყოზე,მომავალზეც. აქვთ მიზნები და ამ მიზნებამდე მისაღწევად, ათასგვარ ხეხრს ხმარობენ. მნიშვნელობა არ აქვს მიზანს, იქნება ეს, მეორე ნახევრის პოვნა, უბრალოდ ოჯახის და პირადი კეთილდღეობა, ავტორიტეტი, თუ რაიმე სიბილწე. ძალიან ცოტა ცდილობს მიზანს მიაღწიოს, პატიოსნად. და არავინ ცდილობს ეს მიზანი იყოს, ზნეობრივად გამართლებული. ყველას გვაქვს, შემზარავი ძრახვები და აზრები. ეს იმის ბრალია რომ ვართ ზედმეტად ჭკვიანები, მაგრამ არ გაგვაჩნია ამ ჭკუის სამართავი გონი. ყველა ადამიანი ოცნებობს, ოცნებობს ყველაფერზე, გარდა უმანკოებისა... -მოიცა! რა არის უმანკოება -ერთი სიტყვით გეტყვი. უმანკოება ეს, ბავშვობაა. ნუთუ არასოდეს გიოცნებია იყო ბავშვიი, მე საშინლად მინდა ისევ იმ დროში. როცა ვერ ვხედავდი შურს, შუღლს, ბოროტებას. მწამდა რომ, ყველა იყო გულწრფელი, როგორც ლამაზ ზღაპარში. ვერ ვამჩნევდი ადამიანების ფარისევლობას მათი ''კეთილი'' საქციელის მიღმა. ვერ ვამჩნევდი იმ საშინელ, დაძაბულ მზერას, რომლითაც ერთმანეთს უმზერენ და ცდილობენ ერთურთის ბილწი აზრები გაშიფრონ. უბრალოდ, არ მჯეროდა ამ ყველაფრის. აი მაშინ ვიყავი ბედნიერი. ვხვდები რომ ასე სრულყოფილად აღარასოდეს განმეორდება ბედნიერება. -შენ გიჟი ხარ ძმაო
  9. ამაზე ეს გამახსენდა რატომღაც კამკამა, ცისფერ ტბაზე რომ მოოქროვილი, ქუნქულა ღრუბლებიდან ქათქათა თეთრი გედი დაეშვა, ნაპირზე გაწოლილმა ბებერმა გველმა მარტო თავი არ წამოსწია, მთელი ტანით წამოიმართა, აყელყელავდა და შესძახა: _ რა სიხარულია, რა ბედნიერებაა! _ და ისევ აიწია, მთლად კუდზე დადგა. გაოცებულმა გედმა კისერი მოიღერა: _ შენზე ამბობენ, ბრძენიაო. _ მერედა, სიბრიყვე, ან უვიცობა რა შემამჩნიე? _ ისე ყელყელაობ და მაღლ-მაღლაიწევ, თითქოს გაფრენას აპირებდე! _ არა, _იუარა ბრძენმა _ არც ისე უგუნური ვარ, არ ვიცოდე, რომ ვერასოდეს გავფრინდები, მაგრამ იმის ჭკუა_გონება კი მაქვს, ვინც ასე მშვენიერია და ასე თვალწარმტაცად დაფრინავს, მისი ფასი ვიცოდე და დაწოლილმა და მთვლემარემ არ ვუყურო. _ ასე დიდი ბედნიერებაა, რომ დავფრინავ?! _ ვისაც მშვენიერებით აღტაცება შეუძლია, ის უფრო ბედნიერია ვინემ თვითმშვენიერება! ოტია alex არა არ ვარ მაგ ფოტოზე მე
  10. დაიარა ჟრუანტელმა..... ის არ გეტყვის 15 წლის იყავი,როდესაც პირველად გითხარი "მე შენ მიყვარხარ". შენ კი გაწითლდი, თავი დახარე და გაიღიმე. 20 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ". შენ ხელი ხელზე მომკიდე და მაგრად მოუჭირე, გეშინოდა, რომ სადმე არ გავმქრალიყავი. 25 წლის იყავი, როდესაც გითხარი: "მე შენ მიყვარხარ". შენ საუზმეს მიმზადებდი, მომიტრიალდი, შუბლზე მაკოცე და მითხარი: უმჯობესია იჩქარო, სამსახურში არ დაგაგვიანდეს... 30 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ". შენ კი მითხარი: თუ მართლა გიყვარვარ, გთხოვ უფრო ადრე დაბრუნდე სახლში სამსახურის შემდეგ. 40 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ".შენ სადილს ამზადებდი და მითხარი: კარგი ძვირფასო,მაგრამ გთხოვ ბავშვებს გაკვეთილები გამოჰკითხო. 50 წლის იყავი,როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ".შენ ამ დროს ქსოვდი და გაგეცინა ჩემს სიტყვებზე. 60 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ". შენ გამიღიმე... 70 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ". ჩვენ დივანზე ვისხედით და ჩემს სასიყვარულო წერილს ვკითხულობდით, რომელიც 50 წლის წინ მოგწერე. 80 წლის იყავი, როდესაც შენ მითხარი : მე შენ მიყვარხარ! მე არაფერი მითქვამს, რადგან არ შემეძლო, შენ კი ტირილი დაიწყე. ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე უბედური დღე იყო, ხოლო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი, რადგან შენ მითხარი, რომ გიყვარდი... დააფასეთ ვინც გიყვართ და ხშირად უთხარით სიტყვები: "მე შენ მიყვარხარ". გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არ გექნებათ ამის შესაძლებლობა, ნუ დაკარგავთ მას. mercia merlani წავედი ახლა გვიან მოვალ და დამახვედრე ნაშრომები
  11. ვოვ როცა დავიბადე ვიყავი შავი; როცა გავიზარდე ვიყავი შავი; როდესაც მზეზე დავდივარ, მე კვლავ შავი ვარ; როდესაც მეშინია, მე შავი ვარ; როცა ცუდად ვარ, მე შავი ვარ; და როცა მოვკვდები, მე კვლავ შავად დავრჩები... და თქვენ თეთრები... როდესაც დაიბადე, შენ იყავი ვარდისფერი; როდესაც გაიზარდე, შენ გახდი თეთრი; მზეზე როცა დადიხარ, შენ წითლდები; როცა გცივა, შენ ლურჯდები; როცა გეშინია, შენ ყვითლდები; როცა ცუდად ხარ, შენ მწვანდები, ხოლო როცა კვდები შენ ხარ ნაცრისფერი და თქვენ მე მეძახით ფერადკანიანს?!
  12. ამას გვიმალავდიი ადამიანმა თუ ყური გათხოვა - მეტი მოვლა უნდა ნათხოვარს! რამდენ დროსაც ართმევ, იმდენ ტოლფას სათქმელს თუ არ აძლევ, ჰგავხარ მათხოვარს! ტარიელ ჭანტურია ადამიანები იმ სითბოს ალბათ მხოლოდ 1-2 პროცენტს გამოვხატავთ, რისი რესურსიც გვაქვს. რაღაც ნაწილი გვეზარება, რაღაც ნაწილი გვერიდება, რაღაც ნაწილი გვრცხვენია, რაღაც ნაწილი გვავიწყდება, რაღაც ნაწილი გვინდა მაგრამ იმედგაცრუების გვეშინია საპირისპირო მხრიდან, რაღაც ნაწილი უბრალოდ არც ვიცით რომ გვაქვს და შეგვიძლია გავცეთ, რაღაც ნაწილი გარემო "წესებისგან" ითრგუნება, რაღაც ნაწილი ტეხავს, რაღაც ნაწილი სასაცილოა, რაღაც ნაწილი სიგიჟეა, რაღაც ნაწილი გოიმობაა და ა.შ. ბოლოს რჩება რაღაც 1-2 პროცენტი რომელსაც ხან გამოვხატავთ და ხან იმასაც - არ. ხანდახან, როცა "არაადეკვატურად" ვიქცევი და შედარებით არაახლობელი ადამიანის მიმართ სითბოს გავცემ - ვხვდები, რომ ვარსებობ. ალექსანდრე ლორთქიფანიძე
  13. მე ვარ საიდუმლო, რატომ არ დამმალე... მე ვარ საქმე, შენ კიდევ ერთხელ გადამდე... მე ვარ ფერადი, შენ შავ-თეთრი დამხატე... მე ვარ სიზმარი, შენ უკვე გაიღვიძე... მე ვარ ოცნება, ვერ ამიხდინე... მე ვარ სურვილი, მინდა გინდოდე.... შენ ხარ ცეცხლი, მინდა ვიწვოდე.... და რაც ვიგრძენი, მინდა გრძნობდე შენც და რაც დავთმე, მინდა თმობდე შენც... მე ვარ ბედნიერი როცა შენ ხარ კარგად... რა ვთქვა?.. მიყვარხარ ალბათ... ♥
  14. მიეცი ადამიანს ყველაფერი, რასაც ისურვებს და ის იმწუთას იგრძნობს, რომ ეს ყველაფერი არ არის. ხან თვალცრემლიანი სიზმრებით გაძინე, ხან გულით გახარე და გულით გაცინე, ხან შენი ხსნა ვიყავ, ხან შენი წამება, ხან რაღაც გითხარი, ხან ენა დამება. ხან შენს მკერდს ვემონე, დავნებდი ხან მკლავებს, ხან ერთნი ვიყავით, ხან ვგავდით ანკლავებს, ხან შენი ტუჩები ტუჩებზე მეკონა, ხან შენთვის შევძრავდი სამყაროს მეგონა... ხან ღმერთად შეგრაცხე, ხან ხატებს გადარე, ხან დამცირებული ჯოჯოხეთს გატარე, ხან ჩოქვით მოვედი, ხან ჩხუბით, ხმაურით, ხან ჩუმად წავედი, ხან აურზაურით. ხან... ისევ მივდივარ და მოვალ, გპირდები! მიყვარხარ! მჭირდები!
  15. mercia merlani მერე დაპოსტე ხოლმე აქ , მე შენი მკითხველი ვიქნები და არა მარტო მე ვარსებობ შენით, ვცხოვრობ შენით, ვსულდგმულობ შენით... ჰო, მე კი მშველის... ღიმილი შენი, ალერსი შენი, ჩურჩული შენი... მაგრამ შენ ?! გყოფნის? ყოფნის შენს ლოდინს? რასაც გიმზადებ? დღევანდელისთვის მე გიხდი ბოდიშს, არ გამიბრაზდე... უბრალოდ ზოგჯერ ამოვიჩემებ -მარტო ჩემი ხარ! და ესეც ალბათ ბრალია იმის... მომნატრებიხარ...
  16. ცოტა სიხარული კმარა, ცოტა სიხარული მარა, ან ის ცოტა, ან ის ცოტა, ან ის ცოტა სად არის? ცოტა სიყვარული კმარა, ცოტა სიყვარული თვარა, რომ შეგლის და რომ გადაგრევს იმისთანა სად არის
  17. mercia merlani ყოჩაღ ,ისე მიყვარს მსგავსი ჩანახატების და აზრების კითხვა მე ჯერ არ მიცდია დაწერა ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს, გამიღვიძებდეს წამით იმედებს, ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს. მასულელებდეს, მიბნევდეს თავგზას მისი თვალების ჩუმი ბრძანება, გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს ჩემი ლომური ამპარტავნება. არ დავირცხვენდი, გითხრათ სიმართლე, არა და არა, არ დავირცხვენდი, ოღონდ მიყვარდეს, მართლა მიყვარდეს გახელებამდის...თავდავიწყებით... ოღონდაც, ღმერთო, გარდასულ ყრმობის ისევ მარგუნე უცხო თრიაქი, ის ღვთაებრივი მაცდური თრობა, შიში, ცახცახი და ფორიაქი...
  18. თუკი შენი მაგვანი ვერ ჰპოვო ვერასოდეს, უებრობა შეიშნე, ოღონდ მარად გახსოვდეს – განდიდების სიგიჟემ თუ გაჩვია შეცდომას, ცას ახედე ჟამი-ჟამ, შეგახსენებს შენს ზომას. კობა ჭუმბურიძე
  19. ვინც მე არ მიცნობს, იფიქრებს რომ მაქვს ცივი გული, ზოგს სულ უგულო ვეგონები, ზოგს მარტოსული. სინამდვილეში, კი გული მაქვს ვით ბავშვი ჩვილი, მერე რა მოხდა.. რომ ვყოფილვარ მე სევდის შვილი. მერე რა მოხდა.. თუ ვაფასებ ჩემს სიტყვას ძვირად, თუ ჩემს სახეზე, არ თამაშობს ღიმილი ხშირად, მერე რა მოხდა.. თუ სიმღერებს არასდროს ვმღერი, მერე რა მოხდა.. თუ ჩემს თვალებს აქვს სევდის ფერი. როცა ჩუმად ვარ და არ ვამბობ მე არცერთ სიტყვას იქნებ იმას ვგრძნობ, რაც რომ სიტყვით არ ძალმიძს ითქვას, მერე რა მოხდა.. თუ ჩემი ხმა არ ისმის ყურში, ყველა მეგობარს... მე ხომ ჩუმად ვიხუტებ გულში
  20. როდის დაიწყო, რაც დაიწყო, რატომ დაიწყო, როდის იქნება რაც არ იყო ან კი რა იყო... რატომ დაინგრა, რაც დაინგრა, უნდა მდგარიყო. საით მიშვებდი, რას მერჩოდი! გზა თუ არ იყო...
  21. მეც ძალიან მომწონს ცხენით მიმავალმა ადამიანმა გზაზე დავარდნილი კაცი დაინახა. შეჩერდა, საბრალო ააყენა და უნაგირზე შემოსვა. მაგრამ ამ დროს კაცმა ლაგამს ხელი დაავლო, ცხენი შემოაბრუნა და თავის მხსნელს შესძახა: - არ განრისხდე, ცხენი მოგპარე, ეს ჩემი პროფესიაა, მე ქურდი ვარ. - ამას მივხვდი, - უპასუხა კაცმა დანანებით, - მაგრამ გთხოვ, არავის უთხრა ამის შესახებ. - ნუთუ გრცხვენია, რომ გაგქურდეს? - არა. უბრალოდ, ამის გამგონე ადამიანები რწმენას დაკარგავენ და დაცემულს ადგომაში აღარ დაეხმარებიან.
  22. ხედავ ღიმილს, რომელიც იმდენად თბილია, რომ თვალებიც ვეღარ იტევს. ღიმილს, რომელიც გულს და სულს გითბობს. იმდენად გითბობს, რომ გცხელა. არადა, თოვს. ცივა. ყინავს. მაგრამ არ იმჩნევ.. ან ვერ. უბრალოდ იცი, რომ ღიმილის ერთადერთი ადრესატი შენ ხარ და.. ბედნიერობს სული, სხეულში გამომწყვდეული. სულის მეჯლისი იწყება მაშინ და გრძნობ, როგორი სრულყოფილია ცხოვრება, რომელსაც აქამდე ვერ იტანდი. გეზიზღებოდა თითქოს. იმდენად მივეჩვიეთ მოწყენილობას და პესიმიზმს, რომ ღიმილიც კი გვავიწყდება ხშირად. არა, კი არ გვავიწყდება, ვიღიმით, მაგრამ არა გულით, არა სულით, არამედ ინსტინქტურად. მექანიკურად. და ასეთ ღიმილს თვალებიც ვერ გრძნობენ. უგულო ღიმილია რაა, გამყინავი და არაფრისმთქმელი. უფრო მეტიც, გულსაც კი გტკენს ხშირად ეს უგულობა და უღიმილობა, რომელიც ჰაერივით გჭირდება. გჭირდება რათა დარწმუნდე, რომ ყველაფერი კარგად არის და კარგად იქნება. უბრალოდ იმისთვის, რომ დაინახო, სადღაც, ახლოს, აქვე არსებობს ვიღაც, ვისაც უყვარხარ. შეიძლება ისე არა, როგორც შენ გსურს, მაგრამ მაინც.. შეყვარებული ბიჭი ხელებს უთბობს შეყვარებულ გოგოს. გოგო თავდახრილი დგას და ვერ ხედავს.. ვერ ხედავს, მაგრამ იცის, რომ ბიჭს თბილი, სიყვარულისფერი ღიმილი უფარავს სახეს. ყურებში მუსიკაჩაღვრილი გოგონა მიაპობს ცივ ქუჩას. უმიზეზოდ ეღიმება. ხედავს გზის პირას მდგარ მოხუცს, რომელიც ცდილობს გადაჭრას ქუჩა, მაგრამ შიში და მანქანები ხელს უშლიან. გოგონას ახსენდება მოხუცი ბებო, რომელიც ახლა ალბათ ბუხრის წინ ზის და თბილ წინდებს უქსოვს საყვარელ შვილიშვილს. ეღიმილება. მიდის მოხუცთან, მოხუცი მკლავზე ეყრდნობა მას და ასე სვენებ–სვენებით, გაღიმილიანებულები გადადიან ქუჩის მეორე მხარეს. მერე, გვერდით რომ ჩავუარე, გავიგონე, როგორ ლოცავდა მოხუცი გოგონას და.. მეც გამეღიმა. გარეთ ციოდა. ციოდა ძალიან, მაგრამ ვიღაცის მზრუნველ ხელს ჩემს სულშიც დაენთო ბუხარი. ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა გული სითბოთი და სიყვარულით და.. ვღიმილიანობდი მეც. გავიძახით, ცხოვრება რთულიაო და იმაზე არც კი ვფიქრობთ, რომ შეიძლება ჩვენ თვითონ ვართულებდეთ ყველაფერს. გავიძახით, ცხოვრება ნაცრისფერიაო და იმაზე არავინ ფიქრობს, რომ შეიძლება ცხოვრების მხატვარს საღებავები გაუთავდა და ჩვენი ღიმილი სჭირდება ცხოვრების ხელახლა გასაფერადებლად. მესმის, რომ რთულია დღეს ყველაფერს მარტივად შეხედო, მაგრამ იმას მაინც ნუ დავივიწყებთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.. რომ სიცოცხლე ასე, ბანალურად, მშვენიერია და, რომ ვიღაცას, თუნდაც ერთ ადამიანს, ჰაერივით სჭირდება ჩვენი ღიმილი... გაუღიმეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს. და მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდათ არის, როგორც გგონიათ...
  23. ....ყველაზე დიდი ბედნიერება ...............რამდენი ტკივილი და სევდა ტრიალებს ჩვენ გარშემო, რამდენი ადამიანის გულია ცრემლებად დაღვრილი. ალბათ, კარგიც არის ერთმანეთის გულსა და სულს რომ ვერ ვხედავთ, ერთმანეთის ტანჯვას რომ ვერ ვგრძნობთ, თორემ ვერავის გული ვერ გაუძლებდა ამდენ ტკივილს. ერთი და იგივე დღე ზოგისთვის ცხოვრების დასაწყისია, ზოგისთვის – დასასრული, ზოგისთვის ჩამავალი მზეც ამომავალია, ზოგისთვის – ამომავალიც ჩამავალი.. ერთი და იგივე წუთი ზოგს ღიმილს, სიყვარულს და სიხარულს სჩუქნის, ზოგს კი სამუდამოდ უხურავს ბედნიერების კარს........... მუდმივი ამაღლება და დაცემა – ესაა ჩვენი ცხოვრების რეალური სახე....... და თუ დღეს შენ თვლი, რომ ბედნიერი ხარ, დააფასე ეს, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისთვის......... იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს ვიღაც სხვაც დაჩოქილია, ოღონდ უძლურებისგან, ცხოვრების უსამართლობისგან........ შენ თუ მზე გათბობს ახლა და მზის სხივებს უმზერ ღიმილიანი სახით, ესეც დააფასე, რადგან ზუსტად ამ დროს, ვიღაცის გული მზის ქვეშ სიცივისგან იყინება........ დააფასეთ, ადამიანებო, ყოველი ის წუთი და წამიც, რომელსაც სიხარული თუ არა, ტკივილი მაინც არ მოაქვს თქვენთვის....... ესეც დიდი ბედნიერებაა.. -------------------------- თითქოსდა წინ მივიწევთ, მაგრამ გაუთვიცნობიერებლად ვაფერხებთ საკუთარ თავს.ტექნოლოგიებმა მუდმივი სურვილის მდგომარეობაში ჩაგვაგდო. საკუთარმა ცოდნამ ცინიკოსები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. არადა ტექნოლოგიებზე მეტად ადამიანობა გვჭირდება, სიჭკვიანეზე მეტად კი კეთილშობილება და შემწყნარებლობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს." – ჩარლი ჩაპლინი
  24. ‎- ♥ბავშვი ხარ! - ბავშვი? არ მითხრა.. გავშრი... - ცრემლი გაქვს ხმაში? - გამიშვი სახლში! - ჰო, კარგი.. კარგი... გიყვარდე მაშინ! - და შეენ.. არ გინდა ამას უშველო? - მე? მე შენით ვცოცხლობ ჩემო სულელო ♥...
  25. მიყვარხარ თითქოს ჩემებურად, ცოტა სხვანაირად... პოეტურად... არა როგორ გითხრა... ჩემდაუნებურად.
×
×
  • შექმენი...