...შენ ახლა იწყებ წაკითხვას და მე ვწერ იმისათვის რომ წაიკითხო. ვცხოვრობთ და გვინდა ყველაფერი იმისათვის რომ სხვამაც გაიგოს და არა იმისათვის რომ უბრალოდ ასე გვინდა. დამოკიდებული სხვაზე ასე დავარქმევდი ცხოვრების ამ ნაწილს. როგორც კი ჩნდება დამოკიდებულება ჩნდება აზრი, მაშინ როცა აზრი გაქვს დაკარგული. სამწუხაროდ ძალიან ძნელია გააცნობიერო და იცხოვრო ისე რომ არ იყო დამოკიდებული და არავინ თქვას რომ ეს შეუძლია. ვიღაცა დედაზე, ვიღაცა მამაზე, ვიღაცა ცოლზე, ვიღაცა რაღაცაზე და ასე შემდეგ, ყველა ერთად კი ფულზე. ეს ის ფენომენია, რომლის გარშემო ტრიალებს სამყარო, ეს ის ენერგიაა რაც ჭირდება ყველას რელიგიურ ფანატიკოსსაც და ათეისტსაც. არაერთი ადამიანი გარყვნილა, გაბოროტებული, გამწარებულა და გაბედნიერებულა ამ ფენომენით, თუმცა ფულის გარეშე ცხოვრება ხშირ შემთხვევაში აბოროტებს და აგოთვერნებს უმრავლესობას. არაერთხელ მომისმენია, არაერთისგან რომ ფული მის ცხოვრებაში არაფერს ნიშნავს და როგორც კი ეს მესმის, წითელი ნათურა მექანიკურად ინთება, -- არ ენდო!!! --- რადგან ასეთი ადამიანი მზადაა იმისათვის რომ მიიღოს სასურველი საკუთარ დედასაც კი ჩაუწვება ლოგინში. გულწრფელობა აი რა მაკლია ადამიანებთან ურთიერთობაში, მესმის რომ იდეალისტი ვარ და ეს სისულელეა, მაგრამ ძალიან მიჭირს უკვე უფრო ვიდრე ადრე ამის ატანა. მეც ისევე დამოკიდებული ვარ და ისევე მინდა და მომწონს. ისევე ვფიქრობ, ისევე ვცდილობ ისევე მინდა მქონდეს ბევრი ფული და დიდი შემოსავალი, მაგრამ არა ყველაფრის ხარჯზე. ვაკვირდები გაბოროტებულ ადამიანებს რაც ასე ბევრია საქართველოში, ვაკვირდები რამდენად შენიღბულები მიღიმიან და "მემეგობრებიან", ვიცი ზუსტად რომ სალამიც არაა გულწრფელი და არც მოკითხვა. ეს ცოტა ძნელია გაიგო, მაგრამ გესმის რომ ის ასე ხედავს საკუთარი თავის დამკვიდრების საშუალებას, როცა დგება მომენტი და მას ეს არ სჭირდება, როცა ჩნდება უნიღბო სახე ...ძალიან ამაზრზენი ხდებიან ფული არ რყვნის =, იგი აჩენს ადამიანის რეალურ სახეს, აჩენს და ავლენს იმ დამალულ ზრახვებს რაც მანამდე აწუხებდა. მაგრამ ვაი თუ დაკარგა ის რაც ასე სანუკვარი იყო და მოიპოვა, აი იქ ნახე მერე გაბოროტება. ცხოვრებას ნიჭი ჭირდება, ნიჭი შეისუნთქო მისი ყოველი წამი. მე ეს არ გამომდის და უამრავი დრო მაქვს დაკარგული დეპრესიასა და სასოწარკვეთაში. მენანება, ახლა მენანება თითეული წამი. მაგრამ მეც ხომ დამოკიდებული ვარ ბევრ რამეზე და ეს არ მინდა და სწორედ ამაზე ავხდი დამოკიდებული. ყველა ადამიაისთვის მინდოდა და ამა თუ იმსაქციელისთვის ახსნა მომეძებნა, ვცდილობდი საკუთარ თავში მომეძებნა ძალა მეპატიებინა და დამევიწყებინა. მაგრამ ერთი რამ არ გავითვალისწინე -- უნდა აპატიო, მაგრამ არ უნდა დაივიწყო. ვინც არ უნდა იყოს, მეგობარი, თანამშრომელი თუ საკუთარი ოჯხის წევრი. ***** ვსწავლობ საკუთარ თავს ვაპატიო ის რაც სხვებს უკვე ვაპატიე. ...როცა ამას შევძლებ, ვიცი ბევრი რამ შეიცვლება