Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    4
  • comments
    0
  • views
    22.393

პოლიტიკა ქართულად


Nuka Arveladze

2.389 views

ვინ რამდენი, ვინ სად და ვინ როგორ გამოჩნდა და დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში. ვინ რამდენი და რატომ გაოღო და რატომაა ქართულ პოლიტიკაში ყოფნა ყველაზე მომგებიანი ბიზნესი.

შესაძლებელია თუ არა საქართველოს მოსახლეობის დეპოლიტიზაცია იმ ფონზე როცა საქართველოშI ნაბიჯს ვერ გადადგამ რომ არ შეგეხოს ეს ნაწილი.

 

ამასაც მოვესწარით... ეს ის ფრაზაა რომელსაც დაუსრულებლად ვიმეორებდით და ისევ გავიმეორებთ არაერთხელ.

 

რამოდენიმე დღის წინ მომცა საშუალება პარლამენტში პოლიტიკური სტატუსის განხილვისა დამიღებისთვის მედევნებინა თვალყური. პირველი უცბაური ემოცია შენობამ გამოიწვია. ეს არის დიდი სათბური, არც ისე კარგად შეკრული. ეტყობა სიჩქარის ხელი, მოუწესრიგებელი და ვითომ თანამედროვე ელემენტებით გაჟღენთილი.

 

მოკლედ ამ სათბურში შეყრილი ადამიანები ხშირ შემთხვევაში ვერ აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას, ბევრ მათგანს თავი სათბურის ერთერთი მცენარე გონია და ისე გამოგხედავს ლამის თავი უნდა დაუხარო --- ის ხომ სათბურის მცენარეა.

 

განხილვა დაიწყო, პატარა დარბაზი, წითელ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი, არა ეს ნამდვილად არ არის ის შენობა, ეს ისეთივე გაუგებრობაა როგორც გარდან ჩანს.

 

მოკლედ განხილვა დაიწყო და ნაციონალური გუნდის ვარდმა ჩიორამ პირველი გაურკვეველი იდიოტობა თქვა, რითაც გასაგები გახდა რომ დღევანდელი დღე მხოლოდ ამ თემით იქნებოდა გაწელილი. ასეც მოხდა. დროდადრო როცა სიტუაცია დაიძაბებოდა მანდატორების დიდი რიცხვი ოცბენასა და ნაცებს შორის ცოცხალ კედელს კრავდა. აი ასე იცავენ ნაციონალებს. დამიუხედავად ნაციონალების დიდი წვალებისა ოცნებამ პოლიტიკური სტატუსი განსაზღვრა ბევრი ადამიანისთვის. ისტორიული დღე იყო საქართველოში, ისტერიული ნაციონალებისთვის.

 

 

გადაძახილები, ცინიკური შეფასებები, პატრიოტიზმით ვაჭრობის ელემენტებით იყო ნაციონალური არგუმენტები.

 

ოცნება კი აქცენტებს ადამიანურ ფასეულობებზე აკეთებდა და წარსულზე რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს დაუსვა საშინელი დაღი.

 

არ აწამო იწამე ადამიანი

 

აი ეს ლოზუნგია საჭირო რომ გაუკრა ყველა ნაციონალს კარებზე, სარკესთან, ყველგან სადაც მაგათი თვალები მიწვდება.

 

 

პოლიტიკა ქართულად, ასეთია რელობა რომელშიც ვცხოვრობთ. რეალობა რომელიც შეგვიძლია შევცვალოთ. მთავარია არ მოდუნდეს სამოქალაქო სახოგადოება, არ მოდუნდეს ხალხი. ვენდოთ, მაგრამ ვაკონტროლოთ და მოვითხოვოთ.

 

თუ გვინდა რამე სასიკეთო, მე მჯერა რომ გვინდა.

პოლიტიკა ქართულად კი ისეთი პარადოქსია არაერთხელ გავხდებით არაერთი საოცრების მოწმე.

ვერ გეტყვით რომ ყველაფერი უცებ დალაგდება და იქნება,

ვერც იმას რომ ამის შესაძლებლობა მშვიდად მოგვეცემა...

უბრალოდ მე მინდა დავიჯერო რომ შესაძლებელია ეს

შესაძლებელია შეიცვალოს ფრაზა პოლიტიკა ქართულად --- პოლიტიკა საქართველოში.

 

და ყველაზე მთავარი -- პარლამენტი უნდა დაუბრუნდეს დედაქალაქს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...