Jump to content
Planeta.Ge

Valefor

პლანეტელი
  • პოსტები

    99
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი Valefor

  1. donadoni ივრითის ფონტი ჯერ არ დამიყენებია და კლავიატურაზეც არ მაქვს ებრაული შრიფტი თუ ამოაგდებ ამ სიტყვას ან თარგმნიდან ან ტექსტიდან უნდა დააკოპირო ამაში არის რაიმე საღრიჭინო? რას მომწერ? გეკითხები დაასახელე წყარო საიდან შეასრულეს იეჰოვას მოწმეებმა თარგმანი სახელწოდებით "ახალი ქვეყნიერების თარგმანი". ვერ დამისახელებ, გინდა გითხრა რატომ? ნაგლეჯი აქედან, ნაგლეჯი იქიდან და რაღაც აბსურდი შეაკოწიწეს. თორის კი ჯერ მარტო ივრითზე შესრულებული ვერსიის 4000 ეგზემპლიარი არსებობს დაახლოვებით, აი ამ 4000 ვერსიიდან ერთი დამისახელე, საიდან თარგმნეთ აქთ და შემდეგ ვიმსჯელოთ სხვა ვერსიებთან შედარებით რამდენად სარწმუნოა ის ტექსტი საიდანაც იეჰოვას მოწმეებმა თარგმნეთ რა დღესაც ნაყოფს გასინჯავ იმ დღესვე მოკვდებიო, მე კი გითხარი თუ გნებავს მოგართმევ რაბინ კუკის მიერ შესრულებულ რუსულენოვან თარგმანს სადაც სიტყვა დღე არ წერია და წყაროსაც თორის იმ ვერსიისა საიდანაც თარგმნა. თუმცა არა მგონია ამას შენთვის არსებითი მნიშვნელობა ქონდეს, იმიტომ რომ სახელგანთქმული აღაპეს ფსიქოლოგიურ პორტრეტს უკვე 2 წლის ბავშვიც კი ცნობს ონლაინ სივრცეში.
  2. Shaten ეგ ჩვეულებრივი ბიბლია მთაწმინდელის თარგმანია, რომელიც ასევე კაციშვილმა არ იცის საიდან შეასრულა ისევე როგორც არავინ არ იცის საიდან რა თარგმნეს იეჰოვას მოწმეებმა, ასე რომ არ გახლავთ სარწმუნო თარგმანი. თარგმანს რომელსაც ვერ ასახელებ საიდან შეასრულე ეწოდება საეჭვო.
  3. მე იმას არ ვამტკიცებ რომ ივრითზე შესრულებულ თორასა და თანახში ტეტრაგრამა იჰვჰ არ წერია, ცილისწამებას არ ვიყოთ. მე ვთქვი რომ სახელი იეჰოვა არ წერია, 4 თანხმოვანი იჰვჰ და იეჰოვა ერთმანეთისაგან განსხვავდება. გარდა ამისა აი ეგ იჰვჰ-ც არ წერია ყველგან სადაც აქთ-ში გაქვთ ჩაწერილი, მაგალითად ძველი აღთქმის რამოდენიმე წიგნში და ახალი აღთქმის ბერძნულ წერილებში, შენ ვერ დაასახელებ ვერც ერთ ბერძნულენოვან ტექსტს სადაც ებრაული თანხმოვნები იჰვჰ ეწერება, არადა აგერ ახალ აღთქმაში დაახლოვებით 270 ადგილზე გიწერიათ აქთ-ში.
  4. donadoni შენ ალბათ გგონია რომ პირადში მწერ, ღია ფორუმზე რომ წერ და ამ წერილებს სხვებიც კითხულობენ ამაზე თუ დაფიქრებულხარ, რეებს ვიპარავ? რა არის ნაგლად დაბრალებაზე გადახვედი? მე წყარო დაგისახელე სადაც სიტყვა დღე არ წერია, ეხლა გელოდები დაასახელე შენ წყარო საიდანაც იეჰოვას მოწმეებმა ახალი ქვეყნიერების თარგმანი შეასრულეთ და გავარკვიოთ მე ვიპარავ თუ თქვენ ამატებთ.
  5. donadoni მოკლედ აღაპე ხარ და შენთან საუბარს რომ აზრი არ აქვს, ამას დიდი ხანია უკვე მივხვდი. ხათრით ბოლო პოსტს დაგიწერ. ამოხეული არ იყო ადგილზეა, აი იეჰოვას მოწმეებს აქვთ ჩაკერებული რაღაც რაღაცეები "სიტყვა დღესთან" ერთად სახელი იეჰოვაც. როგორ გიმტკიცებ აბა ტყუილებს შენ მითხარი რომელი წყაროდან თარგმნეთ აქთ, წყარო დაასახელე და მე დაგიდებ რაბინ კუკის მიერ შესრულებულ თარგმანს სადაც სიტყვა დღე არ წერია და თორის იმ ვარიანტსაც დაგიდებ წყაროს სახით სადაც არ წერია სიტყვა დღე.
  6. donadoni და რა იცი რომ არ მაქვს წაკითხული ივრითზე შესრულებული თორა და თანახი? ან რა იცი რომ თალმუდებს არ ვიცნობ, ან კიდევ რაბინებსა და ხახამებს, აშქენაზებსა და კაბალისტებს? ხომ არ იცი ვის ესაუბრები? არ წერია არც ივრითზე შესრულებულ თორაში სიტყვა დღე, სამაგიეროდ ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანში წერია: აი ციტატაც: 17მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“. ეს წერია იმ თარგმანში რომლის არც წყაროა ცნობილი საიდან ითარგმნა და არც მთარგმნელთა ვინაობა და ამის შემდეგ კიდევ მეუბნები რომ იეჰოვას მოწმეებთან შეხება არ გაქვს? მოკლედ აღაპე თუ ხარ მომწერე პირადში და გეტყვი ვინც ვარ
  7. donadoni ახალ თორას თუ წერ ეგ არ ვიცი მაგრამ მოსეს მიერ დაწერილ თორაში შენს მიერ მითითებულ მუხლში სიტყვა დღე საერთოდ არ წერია, იქ წერია შემდეგი: დაბადება თავი 2 მუხლები 16-17 16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. 17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით. ნახე რა წერია? როგორც კი შეჭამ, მოკვდებით ეხლა მანახვე შენ ბიბლიიდან ციტატა სადაც ეწერება ის, რასაც შენ იძახდი რომ წერიაო, ანუ აი ეს სიტყვები: " siketis da borotebis xidan ar chamo,radgan ra dgesac shecham im dgesve mokvdebi" წერია სადმე? არსად ასე რომ აი ეს მსჯელობაც: აბსურდულია.
  8. ის ვერ გავიგე რომ პეტრე მოციქული პირიქით ამბობს ჯიგარ პირიქით ღვთისთვის არის 1000 წელი 1 ადამიანური დღეო ფერშტეენ ზი ბითთე? donadoni და რა მომწერე? ჩვ.წ.აღ-მდე 4000 წლის წინ შექმნა ღმერთმაო, აქ რა აგიხსნა? როდესაც არც ერთი ისტორიული წყარო და არც თვით ბიბლია ამას არ ადასტურებს? ღმერთმა ადამს რა უთხრა? რეებს წერ? ჯერ მე გამარკვიე რის ახსნას ითხოვ.
  9. donadoni მსგავსი რამ დავწერე სადმე? თუმცა ვხვდები რომ შენზე უკეთ და გააზრებულად აღვიქვამ წმინდა წერილს. ანუ ქართული ენის გრამატიკის სწავლებას მთხოვ? ბოლოსართი "თვის" არის სუფიქსი, როდესაც ეს ბოლოსართი დაერთვის არსებით სახელს გამოხატავს მის დამოკიდებულებას რაიმე საკითხთან ან მოვლენასთან, ამ შემთხვევაში კი, უფლისთვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი და ამას წერს პეტრე, შენ კი იძახი რომ ადამიანისთვის არის უფლის ერთი დღე ათასი წელიო. ეხლა ვის დავუჯერო შენ თუ მოციქულს? ვერ ხვდები რომ ეგ ძალად ცინიზმი გამცირებს? ჩემი წარმოდგენით ჯოჯოხეთი და სამოთხე არ არსებობს როგორც რაიმე კონკრეტული ადგილი საწამებლად ან სანეტაროდ განკუთვნილი და უფრო ადამიანის ბუნების, ხასიათის მდგომარეობას გამოხატავს.
  10. donadoni დააციტირე სად რა გეუზრდელე. სხვისი აზრი რა თქმა უნდა მაინტერესებს, მაგრამ სხვისი ალოგიკური და მცდარი აზრი არ მაინტერესებს მას შემდეგ რაც ნათელი ხდება, რომ მცდარი და ალოგიკურია. ნწ. არაააა. ისე მე როგორი ტიპი ვიქნები, ალბათ ასეთი თუ ალბათ ისეთი, ამაზე ცალკე თემა შეგიძლია გახსნა აქ ქვეყნის აღსასრულზე ვისაუბროთ.
  11. donadoni მე კი ვატყობ რომ შენ მისტერ აღაპეს რეინკარნაცია ხარ ფორუმ,გე-დან. რის აზრზე არ ვარ? როდესაც პეტრე მოციქული გარკვევით წერს: უფლისთვის არის ეს ჩვენი ერთი დღე როგორც ათასი წელიო, უფლის-თვის, დააკვირდი სიტყვას, უფ-ლის-თვის, სუფიქსი "თვის" გეუბნება რამეს? აზრზე ეს შენ ვერ მოდიხარ, იმიტომ რომ საზოგადოება საგუშაგო კოშკის ჯურნალის იქით რომ წმინდა წერილი არსებობს და შიგ ჩაწერილ სიტყვებს რომ თავისი მნიშვნელობები აქვს ამას ყურადღებას აღარ აქცევ. არა, პირიქით ვხალისობ ხოლმე, ბიბლიის დიდ მცოდნეებად რომ მოაქვთ თავები და ელემენტარულში იჭრებიან, თუ გინდა გაჩვენებ ახლავე მარტივ მაგალითს რაშიც ამის შემდეგ ჩემთან საუბრის ხალისი ეკარგებათ ხოლმე.
  12. donadoni ნუ უზრდელობ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მიედ მოედები და თან ისე რომ ვერ ხვდები მე შენთვის ეს არ მიკადრებია. მე ღმერთს არაფერს მივაწერ, მე ვთქვი რომ ჩვენთვის ადამიანებისათვის 1 დღე არის 24 საათიანი დროის მონაკვეთი. როგორ გეკადრება? ბიბლიაში რომ პირიქით წერია? 8. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის არის, როგორც ათასი წელი. ანუ რააო? ღმერთის ერთი დღეა ჩვენთვის 1000 წელიო თუ პირიქით ჩვენი 1 დღეა ღვთისთვის 1000 წელიო? ჰა ძვირფასო? დაახლოვებით ვხვდები, ალგებრის წიგნის მაგიერ ხელში ჟურნალი საგუშაგო კოშკი გიჭირავს.
  13. donadoni არა, თეისტი ვარ ოღონდ ღვთის ჩემეული გაგება გამორიცხავს ჭაღარა გულკეთილი მოხუცის ცნებას, ჯადოსნური კვერთხით ხელში და სადღაც ღრუბლებში ტახტზე მჯდომარე პიროვნების გაგებას. ღმერთი ეს სულია, ანუ ძალთა ველები რომელმაც შექმნა სამყარო და მართავს მას ბუნების კანონებით.
  14. donadoni რა არის ერთი და იგივე მნიშვნელობის მქონე სიტყვები? ეეს? 8. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის არის, როგორც ათასი წელი და ათასი წელი, როგორც ერთი დღე. ეხლა მე შევეცდები აგიხსნა რომ ამ წინადადებაში ორი ურტიერთგანსხვავებული რამ წერია და მათემატიკის მასწავლებელს ჩემგან გულითადი მოკითხვა გადაეცით. განვიხილოთ წინადადება: . ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის არის, როგორც ათასი წელი. ანუ აქ მისტერ პეტრე გვეუბნება რომ ღვთისთვის 1 დღე ანუ 24 საათიანი დროის მონაკვეთი არის როგორც 1000 წლიანი დროის მონაკვეთი. აი აქ კი: ათასი წელი, როგორც ერთი დღე. იგივე პეტრე ამბობს რომ ღვთისთვის 1000 წელი არის 1 ანუ 24 საათიანი დროის მონაკვეთი. ეხლა რას ნიშნავს ეს: პირველ შემთხვევაში გავიდა ჩვენთვის 24 საათი? ტკაც ღვთისთვის 1000 წელი გავიდა. მეორე შემთხვევაში გავიდა ჩვენთვის 1000 წელი? ღვთისთვის 1 დღე გავიდა. ხვდები ბატონო ჩემო ა ჩიომ იძიოტ რეჩ? თუ მაინც ერთი და იგივე გგონია? შეტრიალებული სიტყვები კი არა რასელის გონებაა დამიჯერე გენაცვალე. პრეკრატიტ, მეგობარო პრეკრატიტ, დააკვირდი რას წერ
  15. donadoni რას ვატრიალებ მეგობარო დავდე აი ეს მუხლი პეტრეს წერილებიდან: ეპისტოლე 2 თავი 3 მუხლი 8 8. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის არის, როგორც ათასი წელი და ათასი წელი, როგორც ერთი დღე. ეხლა შენ თუ მეუბნები, რომ ათასი წელი ღვთისთვის ერთი დღეაო და ამის დასტურად, ამ მუხლის მეორე ნაწილი მოგყავს აი ეს: და ათასი წელი, როგორც ერთი დღე. პირველმა ნაწილმა რაღა დააშავა, სადაც წერია, რომ: 8. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის არის, როგორც ათასი წელი. თუ ეს სიტყვები რადგან არ გაწყობს, ეგრევე წინადადების შუა ნაწილიდან უნდა დავიწყო კითხვა და სასვენი ნიშნის მძიმის წინ რა წერია ყურადღება აღარ მივაქციო?
  16. donadoni "ღმერთის დღე" არ არსებობს, პეტრე მოციქული გვწერს, რომ ღვთისთვის 1 დღე არის, როგორც 1000 წლიანი დროის მონაკვეთი, ჩვენთვის 1 დღე 24 საათიანი დროის მონაკვეთია. აქედან დასკვნა: თუ მოსემ როდესაც თორას წერდა 6 დღეში 6000 წლიანი დროის მონაკვეთი იგულისხმა, აი ეს 6000 წელი რამდენ დღესაც შეიცავს ის უნდა გადაამრავლო 1000-ზე და მიიღებ სამყაროს შექმნის მიახლოებით დროის მონაკვეთს ბიბლიის მიხედვით. შენ არ იცი როდის შეიქმნა ადამი და რამდენი ხანი გავიდა მისი შექმნიდან, ბიბლია ამ ყველაფერზე დუმს. ანუ უკვე დავიბენისავით ამბობ რომ რვთის 1 შემოქმედებითი დღე = 7000 წელს? Mateo Falkone ვხალისობთ, ლოღიკურად
  17. donadoni ალბათ ჯერ არ ხარ (მონათვლამდე), მაგრამ დაინტერესებული ხარ, ან მოუნათლავი მაუწყებელი, ან მსგავსი პაწია თანამდებობის პირი. "მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება" ჯერ არ უსწავლებიათ? ვერ ამჩნევთ, რომ სიტყვა "იგულისხმება"-ს რაღაც ძალიან ხშირად ხმარობთ? ეს იცით რაზედ მიუთითებს?
  18. მასე არ ვფიქრობ, ჩემთვის ცნობილია, პეტრე მოციქულის თქმული სულიწმინდის მიერ: 8. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის არის, როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე. თქვენ ამ მუხლის მე-2 ნაწილზე (ათასი წელი, როგორც ერთი დღე.) დაყრდნობით აღნიშნეთ, რომ ვინაიდან ღვთისთვის 1000 წელი არის როგორც 1 დღე, მისი ბიბლიაში აღწერილი 6 დღიანი მოღვაწეობა სინამდვილეში 6000 წლიან დროის მონაკვეთს მოიცავსო, მაგრამ ჰოი საკვირველებავ, ამავე მუხლის პირველი ნაწილი ნახეთ რას გვამცნობს? 8. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის არის, როგორც ათასი წელი. ანუ თუ ღმერთმა 6000 წელი მოანდომა სამყაროს შექმნას და მისთვის 1 დღე როგორც 1000 წელია, ჩვენ უნდა დავადგინოთ რამდენი დღეა 6000 წელში და შემდეგ გავამრავლოთ ათასზე, რათა მივიღოთ სამყაროს შექმნის ბიბლიის მიხედვით აღწერილი დროის მონაკვეთის მიახლოვებითი ვარიანტი. შევუდგეთ საქმეს: ჯიბიდან ამოვიღოთ მობილური ტელეფონი შევიდეთ "დაპალნიწელნი ფუნქციებში" მოვძებნოთ კალკულატორი "ოკ" და ჯერ გავარკვიოთ 1 წელი ანუ 365 დღე რამდენი წელია ღვთისთვის ეს მარტივია: თუ მისთვის 1 დღე როგორც 1000 წელია, მაშინ 365 დღე მისთვის 365000 წელიწადი გამოდის. მოკლედ გაირკვა რომ ღვთისთვის დედამიწის 1 წელი არის 365000 წელიწადი. ეხლა გავარკვიოთ 6000 დედამიწის წელიწადიში რამდენი დღეა ამისათვის ჩვენ 6000 უნდა გავამრავლოთ 365-ზე მივიღებთ 2190000 დღეს, ეხლა აი ეს 2190000 დღე უნდა გავამრავლოთ 1000-ზე ღვთისთვის ხომ 1 დღე როგორც 1000 წელია? მივიღეთ რიცხვი 21900000000. ანუ თქვენს მიერ "აღმოჩენილი", მუხლის მიხედვით სამყარო 6000 წლისა კი არა დაახლოვებით 21900000000 წლისა გამოდის(ნაკიან წლებს თუ არ ჩავთვლით), ვინაიდან მაგ მუხლს მეორე ნაწილის გარდა, ანუ ამის გარდა: ათასი წელი, როგორც ერთი დღე. აქვს ფრიად დამაფიქრებელი პირველი ნაწილიც ანუ ეს: 8. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის არის, როგორც ათასი წელი. ეჰ სად არის ჩარლზ ტეიზ რასელი? მაგას უყვარდა მსგავსი გამოთვლები, უეჭველი საზოგადოება საგუშაგო კოშკის ვიცე პრეზიდენტად დამნიშნავდა. სერიოზულად კი მაგ მუხლში არც დედამიწის დღეებზეა საუბარი და არც დედამიწის წლებზე, ღვთისთვის დრო არ არსებობს, ვინიდან ის მარადიულია, არ არსებობს მისთვის არც დღე, არც წელი, არც თვე და დრო სინამდვილეშიც არ არსებობს, მაჯაზე საათი არ ნიშნავს იმას, რომ დრო არსებობს, არც დედამიწის ბრუნვა არ ნიშნავს იმას, რომ დრო არსებობს, არსებობს მარადიულობა და მისი მწარე კანონი "ყველაფერი გადავა". დრო ეს ადამიანის მოგონილი ილუზორული ფრაგმენტებია მარადისობისა, რომლითაც ის საკუთარი "წამიერი" არსებობის დაფიქსირებას ცდილობს მარადისობასთან მიმართებაში.
  19. თქვენ ფიქრობთ რომ ღმერთი დაიღალა და მე-7 დღეს ანუ მე-7 ათასწლეულს დაისვენა ენერგიების აღსადგენად?
  20. თქვენ ამბობთ რომ სატანას განადგურება მეტაფორულად დედამიწის განადგურებას გამოხატავს? უჩვეულო განმარტებანი გქონიათ აპოკალიფსისა. სიტყვა წუთისოფელი მაინც გეთქვათ, ამ სიტყვაში იესოს მოძღვრების მიხედვით უსამართლობა, ძალმომრეობა, ბოროტება და ცოდვა იგულისხმება ამ უკანასკნელთა გამომწვევ-წამქეზებელ მთავართან ერთად. რა შუაშია აქ დედამიწა? როდესაც საუბარია პლანეტაზე, აქ საუბარი ეხება პლანეტას და არა მასზედ მიმდინარე უარყოფით პროცესებს, ეს პროცესები ანუ ჟამთა დინება ცხოვრების რითმი და ა.შ აღინიშნება სიტყვა წუთისოფელით.
  21. donadoni სად არის ადამიანებზე საუბარი აქ? "ზეცანი გრგვინვით გადაივლიან და საწყიდები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი დაიწვებიან"? ამ წინადადებაში ადამიანს ან მის სინონიმს ხედავთ სადმე? რატომ გგონიათ იეჰოვას მოწმეებს, რომ მხოლოდ თქვენ კითხულობთ სწორედ და მართებულად ბიბლიას და სხვა დანარჩენები კი გონებაშეზღუდულები ვართ? ეგ რიგ შემთხვევებში როდესაც საქმე აშკარა ალეგორიასთან გვაქვს, ასეთი ალეგორიები ბევრია ბიბლიაში. იოანეს გამოცხადების წიგნი თითქმის მთლიანად ალეგორიულია, ვინაიდან იოანე მატერიაში რეალურად მომხდარ ამბავს კი არ აღწერს არამედ ხილვას, ასე რომ ის რაც მან იხილა მატერიალურ საგნებთან შედარებით არის გადმოცემული, იოანისეული თხრობის სტილი ამ შემთხვევაში ვერ გამოგვადგება რადგანაც სიტყვები "ზეცანი გრგვინვით გადაივლიან..........." არამატერიალური ხილვის შედეგად კი არ არის წარმოთქმული, არამედ მომავლის საწინასწარმეტყველებად. როგორც ვხედავ ცდილობთ, ბიბლიის ის მუხლი სადაც დედამიწისა და ზეცის განადგურებაზეა საუბარი, წარმოაჩინოთ როგორც მხატვრული ალეგორია, მაშინ ამავე ლოგიკით, მეც შემიძლია ვთქვა რომ თქვენს მიერ დასახელებული ციტატაც რომელიც დედამიწის მარადიულობას ეხება ალეგორიაა და მაგ სიტყვებში მარადისობაზე და დედამიწაზე კი არ არის საუბარი არამედ ადამიანებზე. აქვე ვსვავ კითხვას რატომ მიგაჩნიათ, რომ ერთი შემთხვევა ალეგორიაა და მეორე კი პირდაპირი გაგებით ნათქვამი? მუხლთა კონტექსტიდან აშკარად ჩანს რომ ორივე შემთხვევაში პლანეტა დედამიწაზეა საუბარი. მე უფრო ვფიქრობ რომ თქვენ ასე გაწყობთ, რათა საკუთარ მოძღვრებას შეუთანხმოთ ღვთის სიტყვა. თქვენ არ იცით მანდ რა იგულისხმება, თქვენ იცით ის, რაც გითხრეს: აქ აი ეს იგულისხმებაო, სინამდვილეში კი დედამიწაში ჩვენი პლანეტა დედამიწა იგულისხმება და არა ხალხი, მიტინგი, ჩაიდანი და ა.შ. აი ამას წმინდა წერილის თვითნებურ-ინტერპრეტირებული და მცდარი განმარტება ქვია. ანუ სამყარო დაახლოვებით 13000 წლისაა?
  22. donadoni მერე კარგო და კეთილო ადამიანო ბიბლიაში აი ესეც რომ წერია: არ წაგიკითხავს? მაშ ღვთის სიტყვა ფუჭი ყოფილა რადგან ადრე თუ თქვა იარსებებსო, მოგვიანებით აი ეს თქვა: აბა რას იტყვი ფუჭია? თუ სხვა რაღაცაშია საქმე? პირიქით არ ვამბობ ცილს ნუ მწამებ, სწორედ ისე ვამბობ როგორც ბიბლია გვამცნობს ან იქნებ არ უნდა ვენდო ბიბლიას? ღმერთს უნდა დაუჯერო და კარგად გაითავისო მისი სიტყვა, რაც შეეხება მეცნიერულ დასკვნებს აბსურდული არ გახლავს. მეცნიერებს აქვთ თეორიები სამყაროს წარმოშვების შესახებ ტუნდაც დიდი აფეთქების თეორია, სულ არაფერს ეს ჯობია, რელიგიას რა აქვს? ფუუ და 7 დღეში შეიქმნა სამყარო? ვუალა თქვა ღმერთმა და უცბად სად იყო და სად არა ეს ყველაფერი გაჩნდა რასაც აღვიქვამთ? ეს არის მცდარი ინფორმაცია, როგორც ჩანს სიცრუის მსხვერპლი ხარ, ყველა ინფორმაცია არ უნდა აიტაცოს და დაიჯეროს ადამიანმა. ისე ბიბლიის მიხედვით ანგელოზები უნდა ჩამოსულიყვნენ წუთისოფლის გასანადგურებლად და სად არიან? მართალი ხარ, არც ანგელოზები არიან არსად, ასე რომ უცხოპლანეტელებზე საუბრისას ანგელოზებს ნუ ივიწყებ. ეს შენი ნება და უფლებაა.
  23. donadoni სასხვათაშორისო წიგნ ბიბლიიდან ამოღებული ეგ რაღაც სიტყვები შემდეგნაირად ჟღერს: "ზეცანი გრგვინვით გადაივლიან და საწყისები დაიშლებიან დედამიწა და მისი საქმენი დაიწვებიან" მუხლი თავად შეგიძლია მოიძიო, ამის სპეციალისტები კი ხართ. ეს რაც შეეხება რელიგიურ მხარეს პლანეტა დედამიწის განადგურებისა, ეხლა მეცნიერულ მხარესაც შევეხოთ არ გვაწყენს. ცნობილია რომ ვარსკვლავ მზეზე გამუდმებით მიმდინარეობს აფეთქებათა კასკადი რაც თავად ვარსკვლავის მასის მოცულობას ამცირებს, დიდი ზღვა კოვზით რომ ილევა იცი ეგ ანდაზა? ჰო და ერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს ასე დაილევა მზეც. მზის გარეშე კი დედამიწაზე სიცოცხლე წარმოუდგენელია, ეს მხოლოდ ერთი მცირე ასპექტია სხვა ათასი მიზეზის დასახელებაც შეიძლება რაც უდავოდ ადასტურებს რომ პლანეტა დედამიწა ოდესღაც შეწყვეტს თავის არსებობას, იმიტომ რომ მარადიული სამყაროში მხოლოდ ერთია და მას ღმერთს ეძახიან.
×
×
  • შექმენი...