Jump to content
Planeta.Ge

Valefor

პლანეტელი
  • პოსტები

    99
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი Valefor

  1. Siknadmo ვის რამდენი რუსი ყავს დახოცილი ეს არ ამართლებს ბანდიტური ჯგუფის უცხო სახელმწიფოში თავხედურად შეჭრასა და მეტიც ამ ქვეყნის მოქალაქეების მძევლებად აყვანას, ისინი თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდნენ რუსეთის მიერ და როგორც იძახიან შევიწროვებულნი იძულებული გახდნენ საქართველოში გადმოსულიყვნენ, მაშინ მათ პირველსავე სასაზღვრო საგუშაგოზე უნდა ჩაებარებინათ იარაღი და მოეთხოვათ პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში. ვფიქრობ ამ შემთხვევაში ისინი მიიღებდნენ ამ თავშესაფარს. მაგრამ ისინი როგორც იყვნენ დაჩვეულები ასე ნაურაზე ქვეყნის ტერიტორიის დარღვევას, მარადიორობას, ყაჩაღობასა და ძარცვა გლეჯას, ისევ ის ძველი დრო ეგონათ. ჰო და ხომ მიიღეს საკადრისი? თან რომ არ ნებდებიან ამაშია საქმე, იმედი მაქვს ბანდფორმირების დანარჩენ წევრებს ცოცხლად აიყვანენ და სასჯელს მოიხდიან ჩადენილი დანაშაულებებისათვის რაც მათ საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინეს, ასეთი მინიმუმ სამია: 1. საზღვრის უკანონო გადაკვეთა, 2. მოქალაქეთა გატაცება მძევლად ხელში ჩაგდების მიზნით და 3. შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა სამართალდამცავი ორგანოებისათვის რასაც მოჰყვა მათი სიცოცხლის მოსპობა. ვიღაცამ რომ სადღაც ოდესღაც რუსის ჯარისკაცები დახოცა ეს მას არ აძლევს უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე ასე ჯალალ ედ დინივით ითარეშოს, ვენაცვალე ჩვენს სპეცნაზს, ასეთ პირობებში რომ ქვეყანაში შემოჭრილი ბანდ ფორმირების თარეში აღკვეთეს.
  2. Shaten გააჩნია რას ეძახით ჭეშმარიტებას. მე შემიძლია ამ შემთხვევაში კაბალაზე ვისაუბრო და გითხრათ, ეს მოძღვრება ბრმა რწმენას არ ითხოვს, კაბალისტი არავის ეუბნება არასოდეს მღვდელმსახურივით, აი რომ მოკვდები მერე ნახავ თურმე რომ არსებობს, კაბალისტი იძახის რომ მოკვდები ვეღარაფერს ნახავ, თუ რაიმე სანახავი და შესაცნობია ეს ცოცხალმა უნდა ქნა, მოკლედ კაბალა ამ სიცოცხლეშივე სთავაზობს ადამიანს შეიმეცნოს ის რაზედაც რელიგია ბრმა რწმენას ითხოვს.
  3. საერთოდ კაბალისტი არ ნიშნავს ვინმეს ან რამის მიმდევარს, ამ სიტყვით აღინიშნებიან ის ადამიანები რომლებიც ფლობენ ცოდნას ჩვენი მატერიალური სამყაროს მიღმიერზე, შეიძლება იყო კაბალისტი და ამავდროულად ორთოდოქსი, ან კათოლიკე, ინდუისტი ან სულაც ათეისტი. ეს სტატუსი არ იჭრება პიროვნების მრწამსის საკითხში და არ ცვლის მას. კაბალა რელიგიაზე მაღლა დგას, ვინაიდან რელიგია დაიბადა იქ სადაც სიბრძნე ანუ კაბალა მოკვდა.
  4. Shaten არ წერენ ტყუილს, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი, კაბალაც არის და კაბალაც, მისი მრავალი სახე და მიმდინარეობა არსებობს, მაგ: ბერგის კაბალა, ლურეანული კაბალა, მარცხენა ხელის გზის მიმდინარეობის კაბალა, შავი კაბალა და ა.შ საერთოდ სიტყვა კაბალა ნიშნავს გადმოცემას, ზეპირ გადმოცემას სიბრძნისას, შემდგომ აი ამ სიბრძნეს რა მიზნებისათვის იყენებს ადამიანი იმისდა მიხედვით ერქმევა მას სახელი, კაბალას მიღწევებს მასონური ორგანიზაციებიც იყენებენ, მაგრამ ამით თავად სიბრძნეს არც არაფერი აკლდება და არ ემატება, კაბალა იარაღია, მაგალითად დანით თქვენ შეგიძლიათ კაცი მოკლათ ან პურზე კარაქი გადაუსვათ, ვინ არის დამნაშავე დანა თუ თქვენ? მე ლურეანული კაბალას მიმდევარი ვარ რომლის დეფინიციაც შემდეგია: XX საუკუნის უდიდესი კაბალისტი რაბი იეჰუდა აშლაგი – ბაალ სულამი კაბალის ასეთ განმარტებას იძლევა: „კაბალა, არც მეტი და არც ნაკლები, წარმოადგენს უმაღლესი ძალების ზემოდან ქვემოთ დაშვების მიზეზ-შედეგობრივ თანმიმდევრობას, რომელიც აბსოლუტურ და მუდმივ კანონებს ექვემდებარება. ძალების, რომლებიც გაერთიანებული და მიმართულია ერთი უაღრესად მაღალი მიზნის მისაღწევად, რასაც „ადამიანისათვის შემქმნელის ამქვეყნად გამოვლენა“ ეწოდება. ეს ციტატა სწორედ მე დავამატე ვიკიში.
  5. Shaten გამოაკელი მსოფლიოს ათეისტთა და რაციონალურად მოაზროვნეთა რიცხვი და მიიღებ უაზროდ ფულის მყრელთა კასტას, აბა მითხარით სულელი არ არის ადამიანი როდესაც ეუბნებიან 1 წელში აპოკალიფსი მოხდება, მაინც ყველაფერი ოხრად დაგრჩება და გაყიდე შენი ქონება და ორგანიზაციას შეწირეო, ისიც რომ დგება ყიდის და ცივ ქვაზე რჩება? არა ეს ჭორი შაკლ გრუბერმა აუგორა მათ, ალბათ სიონის ბრძენთა საიდუმლო ოქმებს გულისხმობ, პროვოკაციაა ეს ყველაფერი, ჰიტლერი ამ ოქმებს ლამის სკოლაში ასწავლიდა ბავშვებს რომ როგორმე ებრაელთა მასობრივი ხოცვა ჟლეტა გაემართლებინა, სხვათაშორის ამ ოქმთა შედგენაში რუსეთის სპეც სამსახურების კვალი იკვეთება, როგორც მახსოვს საფრანგეთის ჟანდარმერიის ერთ ერთმა მაღალჩინოსანმა შექმნა რუსეთის სპეც სამსახურების დაკვეთითა და მონაწილეობით, შემდეგ როდესაც მეორე მსოფლიო ომამდე მკვდ აქტიურად თანამშრომლობდა სს-თან, აწვდიდნენ რა ამ ინფორმაციას და აქეზებდნენ ებრაელთა წინააღმდეგ მიმართულ გენოციდში. ებრაელთა გარკვეულ რელიგიურ ჯგუფებს მართლაც აქვს პრეტენზია მსოფლიო ბატონობაზე, მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ "სად არის ებრაელების საბლატაო" რეალურად მსოფლიოს უდიდეს ნაწილს აშშ მართავს, აშშ-ს ხელისუფლების მაღალ და საშუალო ეშელონებში კი ასევე უხეშად რომ ითქვას "იტალიელებს მიყავთ პარადი" და ისინი არ დაუშვებენ ებრაელების მსგავს განავარდებებს.
  6. Shaten მასეა, ეს რამაც გამოიწვია უკვე დავწერე, ადამიანთა სიშლეგემ და უვიცობამ. ანალოგიური სიშლეგეა, ეს სიონის ბრძენები, ეს რაღაც ნახევრადგასაიდუმლოვებული ორგანიზაციები, მასონები და ა.შ პატარ პატარა სექტებია შლეგ იუდეველთა წიაღში აღმოცენებული, რას ვიტყვი და ამას: "იქ სადაც არსებობენ სულელები, რატომ არ უნდა იყვნენ ამ სულელთა ხარჯზე ფულის მკეთებლები?"
  7. Shaten სწორედ იუდაიზმია, ის პირველი რელიგია რაც ადამიანებმა არასწორედ გაგებული კაბალისტური წერილების შედეგად ჩამოაყალიბეს მიუმატეს ბაბილონური წარმოდგენები სამყაროსა და ღმერთებზე და შეთხზეს გაუკუღმართებული სავალდებულო წესები, რაც შეეხება ქრისტიანეობის ფუძემდებელ იესოს, მან სცადა ხალხი პირველსწავლებისათვის დაებრუნებინა, რისთვისაც ის მოკლეს. ის იძახდა მამა ჩემშია, ანუ იძახდა რომ სიკეთის სული იყო მასში და არა რაღაც სადღაც ღრუბლებში მჯდომი ღმერთი, იგივე ეხება სიტყვებს მე და მამა ერთი ვართ, ის მიხვდა რომ თავად იყო ამ ერთიანი ენერგიის ნაწილი და ამას სწორედ მაგიტომ იძახდა, მას სურდა რომ კაცობრიობა დაებრუნებინა ამ ძალასთან ვინაიდან ადამიანთა უმრავლესობას გაწყვეტილი აქვს ერთ მთლიანთან კავშირი და გაბნეულნი არიან ცალკეულ ნაწილებად, ამისათვის ის ლოცულობდა: 19. მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით. 20. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით. 21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. 22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. 23. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
  8. laci შეგიძლია ხანდახან პარკშიც გახვიდე სომეხთა და აზერბაიჯანელთა ჩხუბების სანახავად.
  9. laci ინეტში ნანახმა რეკლამამ შემაცდინა. გეტყოდი რაც უნდა აკეთო მაგრამ უხერხულია.
  10. laci დავლიე ეგეც თბილი გულისამრევი გოგირდიანი სითხე, აფსუს ანტალიის კურორტებზე ნაგდებს სად ამომხდა სული? სხვათაშორის პირველად ვიყავი ბორჯომში და ცა და დედამიწა რომ გადაბრუნდეს მე იქ წამსვლელი აღარ ვარ, ჩემი და ქობულეთში იყო და 15 ლარს იხდიდა დღეში, მე კიდევ სადღაც საოჯახო სასტუმროში შეტენილი 40 ლარს მაფრცქვნიდნენ, თან შეყვარებული მყავდა წაყვანილი და ცალკე იმის 40 ლარს ვიხდიდი, მაგაზე გავსკდი ნერვებზე, როგორია გოგონასთან ერთად ჩადიხარ და ესეთ სტავკებს გიხევენ უკან ხო არ წამოვიყვანდი არა? ან მაღაზიაში გამყიდველს დედას ხომ არ ვაგინებდი 1 ბოთლ 0.5 ლიტრიან ლუდს 3 ლარში რომ მტენიდა. მოკლედ უაზროდ და თან მაგრად გავიწეწე, სააკაშვილს კიდევ უხარია ბორჯომელებს საოჯახო სასტუმროები გავაკეთებინე და რეგიონი განვითარდებაო, თბილისელებს თუ დედა მოგვეტყნა და მხოლოდ აზერბაიჯანელებმა და სომხებმა იგრიალეს შევთხარე ეგეთ ბორჯომსაც და ეგეთ დასვენებასაც, მეთქი ერთი 10 დღე დავისვენებ თქო, რა 10 დღე მე-3 დღეს ფული აღარ მქონდა უკვე, თან რაღაც რომ მესიამოვნა კიდევ ჰო არ დავიწყებდი წუწუნს, არაფერი ნორმალური და საინტერესო იქ არ იყო, კოკისპირული წვიმის გარდა რომელიც ძალიან მიყვარს.
  11. ბორჯომში დავისვენე, თუ ამას დასვენება ქვია დღეში 40 ლარს ოთახში ვიხდიდი და პროდუქტში კიდევ გაორმაგებულ ფასს, სააკაშვილის დედას რომ შეცეს ზომბამბველმა ზანგებმა. 3 დღეში სიმწრით მოგროვებული 600 ლარი სად გაფრინდა დღესაც ვერ მოვსულვარ აზრზე.
  12. Shaten ერთხელ და სამუდამოდ. არც მობილური ტელეფონი დაახლოვებით მასეა, უძველეს ცივილიზაციათაგან ერთ ერთი უძლიერესი სწორედ რომ ბაბილონური (შუამდინარეთის წევრ ქვეყნები) ცივილიზაცია იყო, მაშინ როდესაც ვთქვათ დიდი ბრიტანეთის მიწებზე ტილიანი მაიკებით ხეებზე დახტოდნენ შუმერული ცივილიზაცია უკვე გილგამეშის ეპოსს ქმნიდა, იგივე შეიძლება ითქვას ძველ ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციებზე, ძვ ინდურ ცივილიზაციაზე, მათ ღმერთების მრავალრიცხვოვანი პანთეონი ქონდათ, ისინი რაღაცას ხვდებოდნენ, მაგრამ ვინაიდან ადამიანები იყვნენ თანამედროვე ადამიანთან შედარებით განვითარების დაბალ დონეზე მყოფნი, ბუნების ძალებს აპიროვნულებდნენ და თაყვანს ცემდნენ, მაგალითისათვის ავიღოთ ელვისმტყორცნელი ბერძნული ღმერთი ზევსი, როგორ შეიქმნა ეს ღმერთი ადამიანთა წარმოსახვაში? მათ დაინახეს რომ ელვა ზემოდან ქვემოთ იჭრებოდა ხმელეთზე ეცემოდა ხეებს მიწას და ანადგურებდა, მერე გამოჩნდა ვიღაც დიდთავიანი "ბრძენი" და მოაღო ტყუილების გუდას პირი, ხალხს უთხრა იქ ზემოთ ღრუბლებში ერთი ჩვენი მსგავსი კაცი ცხოვრობს სახელად ზევსი და როდესაც ჩვენი საქციელებით გავანაწყენებთ ელვას გვესვრისო. ხალხმაც დაიჯერა. რომში მაგალითად პლანეტებს ცემდნენ თაყვანს, გეცოდინებათ ომის ღმერთი მარსი. აი დაახლოვებით ასეთი გაგება ქონდათ შუმერებსაც დღეს რომ აქ იეჰოვას მოწმე ჩამეციკლა გინდა თუ არა იეჰოვაა ის უძლიერესი ღმერთი რომელმაც სამყარო შექმნაო ის იეჰოვა რომ შუმერული ღმერთი იგივე შეხინაა ამის შესახებ კრებაზე კი არავინ არაფერს ეუბნება რო. აი იაჰვეს კულტიც ასე ჩამოყალიბდა ისრაელში, როდესაც ამ კაბალისტურ ჯგუფში მოხდა დაცემა, ანუ ინტელექტუალურ სულიერი დაცემა, მათ უპიროვნო ძალა გააპიროვნულეს, შეურჩიეს სახელი და დაუწყეს თაყვანისცემა, თან ყველაფერი მოსეს დააბრალეს მოსეს უწერია ასეო, მოკლედ პირდაპირი მატერიალური მნიშვნელობით აღიქვეს ის რაც მატერიალურ ამბებზე კი არა სულიერ სფეროზე საუბრობდა, არადა მოსემ რაც ჩაწერა თორაში ალბათ უკვე მიხვდი როგორი ენითა და რანაირი ინტერპრეტაციებით არის კოდირებულად დაწერილი. ეს არ იყო წიგნი ყველასათვის, ეს იყო წიგნი ერთეულებისათვის.
  13. Shaten კი დღეს ამ ხალხებს აქვთ ერის სტატუსი მიცემული ისევე როგორც ამერიკელებს, მაგრამ მათი ფუძე სხვაა, ინტერნაციონალური ნაზავია სხვადასხვა მხირერიცხვოვანი ერების წარმომადგენლებისა. მაგალითად ქართველი ერის ფუძე იბერიულ კავკასიური და კოლხური ტომებია, ადგილობრივი მკვიდრნი, რომელთაც ტერიტორია სალაპარაკო ენა და მრწამსი აერთიანებდათ. ებრაელები ასე არ არიან, ეს ხალხი როგორც ერი შედგა ნაწილი პართიელებისაგან (დღევანდელი ირანი) მათ ნაწილს ეგვიპტელები წარმოადგენენ, ბაბილონელები და კართაგენელები დღევანდელ არაბთა წინაპარი ტომები, არ არსებობდა ბუნებაში ერი სახელად ებრაელი, თავად აბრაამი ვინც ეს ხალხები შეკრიბა იყო შუმერი, შუმერთა სახელმწიფო ქალდეის ქალაქ ურის მკვიდრი, წარმართი ქურუმის თერეხის ვაჟი, თავადაც წარმართი, ამ ერის აღმოცენების ისტორია თუ გაინტერესებთ ისევ მცირე პასაჟს დაგიკოპირებთ. უძველეს ქალაქ ურში (თანახის მიხედვით – „ურ ქასდიმ“) დაიბადა პირველი „ოფიციალური“ კაბალისტი – ავრაჰამი (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1900-2000 წლები), რომელიც ჩვენთვის მამა აბრამის სახელითაა ცნობილი. „ოფიციალური“ იმიტომ, რომ ის პირველი არ იყო, ვინც სულიერი სამყარო შეიცნო, არამედ იყო პირველი, ვინც მის მიერ შეძენილი ცოდნა კაბალისტური – სფირების ენით გადმოგვცა. აბრამი წარმართი ქურუმის –თერახის შვილი იყო, ეს უკანსკნელი კი წიგნი „მიდრაშ რაბა“–ს მიხედვით თიხისაგან კერპების დამზადებით და გაყიდვით იყო დაკავებული. დაახლოებით 40 წლის ასაკამდე აბრამიც ამ ოჯახურ საქმიანობაში იყო ჩართული. მიუხედავად ამისა ის გრძნობდა გულის აუხსნელ, დაუოკებელ მისწრაფებას, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევდა. ის რაღაც შინაგანი ინტუიციით ხვდებოდა, რომ მისი თანამედროვეები ცდებიან, რომ კერპებს არავითარი ძალა არ გააჩნია. აი რას სწერს რამბამი თავის „მიშნა თორაში“ (ჰილხოთ ავოდა ზარა) აბრამის ძიების შესახებ: „გაოცებული იყო: როგორ შეიძლება, რომ (დედამიწის ) ეს ბრუნვა მარადიული იყოს და მას არავინ მართავდეს, და ვინ მართავს მას? რამეთუ შეუძლებელია, რომ თვითონ მართავდეს საკუთარ თავს. და არ ჰყავდა მას არც მასწავლებელი და არც მაცნე, არამედ ჩაფლული იყო ურ ქასდიმში (ქალაქ ურში) უგონო კერპთაყვანისმცემელთა შორის. მისი დედ–მამა და მთელი ერი კერპებს ეთაყვანებოდა და ისიც (აბრამიც) მათთან ერთად. მისი გული ადგილს ვერ პოულობდა (დაეხეტებოდა) და ბევრს ფიქრობდა, მანამ სანამ ჭეშმარიტება არ ჰპოვა. და შეიცნო, რომ არსებობს ერთი შემქმნელი და სწორედ ის განაგებს მთელ სამყაროს და სწორედ მან გააჩინა ყველაფერი და ყოველივე არსებულში სხვა არაფერია თუ არა ის...“ ბუნებაზე ხანგრძლივი დაკვირვების, ფიქრისა და კვლევის შედეგად აბრამი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამქვეყნად არსებული ნებისმიერი მოვლენა გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება და რომ ყოველივეს ერთი უმაღლესი ძალა განაგებს. ეს ფუძემდებელი მომენტი იყო არამარტო თვით აბრამის, არამედ მთლიანად კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. აბრამი თავის მეუღლე სარასთან ერთად მთელი ძალებით ცდილობდა, რომ მის მიერ შეძენილი ცოდნა მისი თანამედროვეებისათვის გადაეცა, თუნდაც ეს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად დაჯდომოდა. ..................................................... „... ადგა და დაიწყო ხმამაღალი ხმით ხალხისათვის მოხმობა და ახსნა, რომ მთელ ქვეყანას ერთი შემქმნელი ჰყავს... და დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და სახელმწიფოდან სახელმწიფოში და მოუხმობდა (ქადაგებდა), მანამ სანამ ქნაანის მიწას არ მიაღწია. და რადგანაც ხალხი მას გარს ეხვეოდა და შეკითხვებს უსვამდა, თითოეულს მის შესაფერისად პასუხობდა, მანამ სანამ ჭეშმარიტების გზაზე არ აყენებდა, და ასე მანამ სანამ მის ირგვლივ ათასობით და ათიათასობით ადამიანი არ შეიკრიბა და ისინი აბრამის მიმდვრები – ე.წ. აბრამის სახლის ხალხი (ანშეი ბეით ავრაჰამ) გახდნენ. და დანერგა მათ გულებში ეს დიდი იდეადა დაწერა წიგნები.“ სწორედ აბრამს მიაწერენ კაბალის პირველი წიგნის – „სეფერ ჰაიეცირა“–ს (შექმნის წიგნის) ავტორობას. ეს წიგნი ტექნიკური კაბალისტური ენითაა დაწერილი. მასში ავტორმა არა მხოლოდ სამყაროს ფარული ნაწილის შეგრძნებით მიღებული შთაბეჭდილებები გადმოგვცა, არამედ მისი სტრუქტურაც წარმოგვიდგინა. წიგნი სავსეა ცხრილებით, გრაფიკებით, ყოველგვარი ფორმულებით - ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხო მათემატიკური გამოსახულებების სახით, რომლებიც ძალების ურთიერთქმედების სხვადასხვა ვარიანტებს ასახავენ. აბრამის ირგვლივ მრავალი თანამოაზრე შეიკრიბა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი კაბალისტური ჯგუფი. ჯგუფი იზრდებოდა, ვითარდებოდა და უმაღლესი ძალის შეცნობის კაბალისტური მეთოდიკაც თანდათანობოთ სრულყოფილ სახეს იძენდა. დროთა განმავლობაში აბრამის შთამომავალთა და თანამოაზრეთა ჯგუფმა მთელი ერის მოცულობა მიიღო და რაოდენობით დაახლოებით სამ მილიონს მიაღწია. მოგვიანებით კაბალისტთა სწორედ ამ ჯგუფს ეწოდა ებრაელი ერი. ანუ ეს არ იყო ერი, რომელიც ბუნებრივად, რაიმე ეთნიკური, რელიგიური ან სოციალური ნიშნების მიხედვით ჩამოყალიბდა, არამედ ერთი სულიერი იდეით შეპყრობილ ადამიანთა ჯგუფი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ის უმაღლესი სამყაროს მეცნიერთა კაბალისტურ ჯგუფს წარმოადგენდა. ჯგუფის წევრები უმაღლესი სამყაროს შეცნობის უნარს თავიანთ ბავშვებშიაც ავითარებდნენ. ისინი ისე იზრდებოდნენ, რომ მათთვის შემქმნელის შეცნობა ორგანული, სავსებით ბუნებრივი იყო. გადმოცემით აბრამის მოსწავლეთა ნაწილმა ამ სწავლების მხოლოდ ნაწილი აითვისა, გამოეყო ძირითად ჯგუფს და განვითარების დამოუკიდებელი გზით წავიდა. (თორა გვაუწყებს აბრაამის მეორე ცოლის - ქთორას შვილებზე, რომლებიც მან აღმოსავლეთისაკენ გაგზავნა.). არსებობს აზრი, რომლის მიხედვითაც სწორედ მოსწავლეთა ეს ნაწილი მეთაურობდა ე.წ. არიელთა ( ძველინდურად - ā́rya, ავესტურად - airya, ძველ სპარსულად – ariya-) ტომს, რომელიც ირანის ზეგანიდან ჩამოვიდა და სამხრეთით ჰიმალაის გავლით ინდოეთში გადავიდა. ძვ.წ. XVIII საუკუნეში ისინი იპყრობენ ჩრდილოეთ ინდოეთს, სადაც თავიანთი სწავლება მიაქვთ. მოგვიანებით ეს სწავლება ²ვედების² სახელწოდებით ჩაიწერა. (ვედები – სანსკრ. वेद „ცოდნა“). ჩვენ შეგვიძლია მსგავსება დავინახოთ სანსკრიტულ სიტყვა ვედსა და ებრაულ „იედას“ შორის, რომელიც ივრითზე ასევე ცოდნას ნიშნავს. შემდგომში უძველესი ვედებისაფუძვლად დაედო უფანიშადის კრებულის შექმნას, რომელიც ინდოური ბრაჰმანიზმის თეორიული საყრდენი გახდა. რაც შეეხება აბრამის წინამორბედებს, კაბალისტები თვლიან, რომ თვით 5771 წლის წინათ მცხოვრები „ადამ ჰარიშონ“–იც (ივრითულად პირველი ადამიანი) კი კაბალისტი იყო, უფრო მეტიც, ისინი მიიჩნევენ რომ მას პირველი ადამიანი იმიტომ კი არ ეწოდა, რომ მართლაც პირველი ჰომო საპიენსი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის მის თანამედროვეთაგან პირველი იყო, ვისშიაც სულიერი სამყაროს, შემქმნელის უშუალო შეცნობის სურვილმა გაიღვიძა. სწორედ ადამს მიეწერება წიგნ „რაზიელ ჰამალახ“–ის (ანგელოზი რაზიელი) ავტორობა. ამ წიგნში ის ანგელოზად წოდებულ, სამყაროს მმართველ ერთიან ძალას აღწერს, რომელიც თავის მხრივ უფრო დაბალი საფეხურის ძალებისაგან (“ქვე-ანგელოზებისაგან”) შედგება. ადამი ამ ძალების აგებულებას, მათ ურთიერთქმედებასა და ჩვენს სამყაროზე გავლენას გადმოგვცემს. ინტერნაციონალია ორივე ერი. ამერიკელი რასაც ეწოდება ერთადერთი ინდიელთა ძირძველ ტომებს, ევროპიდან ჩასულ ემიგრანტებმა რომ ამერიკელები დაირქვეს და ერის სტატუსი მიიღეს ეს იმას არ ნიშნავს რომ თავად ეს ადამიანები არიან ამ კონტინენტზე აღმოცენებული ერის წევრები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისაგან შედგებიან, ისევე როგორც ებრაელები. არანაირად, უბრალოდ ადამიანმა უნდა დაძლიოს შიში სიძველისა, მეტსაც გეტყვით თქვენ როგორც ადამიანი მოსეზე ბევრად განვითარებული ხართ
  14. Shaten საფლავში. ჯოჯოხეთიც და სამოთხეც ადამიანშია, ამ სიტყვებით გადმოცემულია ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ცვალებადობა, წუხილი ეს ჯოჯოხეთია, სიხარული სამოთხე. რელიგია თხზავს მცდარ წარმოდგენას რომ ადამიანს თითქოსდა აქვს რაღაც პერსონალური სული რომელიც სიკვდილის შემდეგ სადღაც მიფრინავს, არანაირი მსგავსი სული ადამიანს არ გააჩნია, ვინაიდან სული ანუ უპიროვნო ძალა ერთია და ყოვლისმომცველი, აი ეს სული გამოვლინდება სწორედ ხან მკვდარი და ხან ცოცხალი მატერიის სახით, ადამიანი თავად ეს სულია ცოცხალი მატერიის სახით გამოვლინებული, ადამიანი თავად არის გონიერი სული, როდესაც ეს ცოცხალი მატერია კვდება ის უერთდება მკვდარ მატერიას ანუ მიწა იყავ (მკვდარი მატერია) და მიწად იქეც (მკვდარ მატერიად) მკვდარი მატერიიდან კი ცოცხალი მატერიის წარმოქმნას ისევ შემოქმედი ახდენს, ამას აბიოგენეზი ქვია. აი ასე წარმოიქმნა ადამიანი მიწის ელემენტებიდან აბიოგენეზისა და ევოლუციის შედეგად, მკვდარი მიწა გაცოცხლდა, მოსემ ეს პროცესი აღწერა სიტყვებით: ღმერთმა (ბუნების ძალამ) მიწიდან (მკვდარი მატერიიდან) გამოძერწა ( ძერწვა ზემოქმედების პროცესია ამ ძალისა მატერიაზე) ადამიანი ანუ (ცოცხალი მატერია) შთაბერა მას სიცოცხლის სუნთქვა (ნიშნავს რომ ზემოქმედებამ მკვდარ სხეულს მიცა სასიცოცხლო ძალა). ებრაელი ერი როგორც ასეთი არ არსებობს, იმათ ვისაც ცვენ ებრაელებს ვეძახით არის ბაბილონიდან გამოსულ ბედუინთა, შუმერთა, პონტოელთა, ქალდეველთა, ეგვიპტელთა, ასურელთა, სხვათაშორის იბერთა-ც მინტერნაციონალური ნაზავი ებრაელეი ერი არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს ამერიკელი ერი, რაც შეეხება იაშარ-ელს ანუ ისრაელს ამ სიტყვით რაიმე კონკრეტული ერი კი არა ის ადამიანები აღინიშნებიან რომლებიც ილტვიან შემოქმედისაკენ, ისრაელი არის შემოქმედისკენ მავალ ადამიანთა ჯგუფი და ასეთი შეიძლება ებრაელიც იყოს, გურჯაანელი კახელიც და ტულუზელი ფრანგიც, ასეთები რჩეულები მართლაც არიან იმიტომ რომ გამოირჩევიან ზოგადი მასისაგან მიზნით. ვიცნობ, მაგალითად თქვენ სწორედ ისეთივე ადამიანი ხართ როგორც მოსე, ელია და სოლომონი ან თუნდაც იესო, რა სხვაობაა იცით თქვენსა და იესოს შორის? განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ მან თქვენზე ადრე შეძლო იმის გააზრება რასაც ეხლა გწერთ.
  15. Shaten არავითარ პიროვნულ ღმერთს მოსე არ ელაპარაკებოდა, ის ესაუბრებოდა საკუთარ შინაგანს, მოსემ კარგად იცოდა რომ ღმერთი მასში იყო და ეს წერია კიდეც ახალ აღთქმაში: "მათზე მიუთითებდა წინასწარმეტყველებში მყოფი ქრისტეს სულიო" რა სულზეა აქ საუბარი? აი იმ შემოქმედზე რომელიც მარტო მოსეში და ქრისტეში კი არა ყველაშია. უბრალოდ მოსემ დაინახა რომ ღმერთი მასში იყო ალტრუიზმის, ინტელექტის, სამართლიანობის და ა.შ სახით და თორის მეშვეობით საკუთარი განცდები აქვს გადმოცემული, ის წერს მატერიალური მოვლენების სახით საკუთარ განცდებზე, სინაის მთაზე ასვლა სულიერი სიმაღლეების ახალ დონეზე ასვლას, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს და არა სადღაც მაღალ მთაზე აბობღებას, ის შეიძლება ავიდა კიდეც იმ მთაზე, მაგრამ თორაში ის საკუთარი ალპინისტობის შესახებ კი არა საკუთარი სულიერი განვითარების შესახებ წერს. ახლაც არიან სწორედ ისეთი ადამიანები როგორიც მოსე, აბრაამი, სოლომონი, იერემია, ელია და ა.შ იყვნენ, უბრალოდ წინასწარმეტყველი არ არის საკუთარ ხალხში დაფასებული, აგერ იესოც კი როდესაც საკუთარ მხარეში მივიდა უბრალო დურგალს ეძახდნენ არადა ის იყო ადამიანი რომელმაც აბსოლიტურად გამოავლინა საკუთარ თავში შემოქმედი. რწმენას რაც შეეხება, კაბალა არავის არ მოუწოდებს ბრმად დაჯერებისაკენ. კაბალა ამბობს მოდი და იხილე. თან არსებობს მცირერიცხვოვანი ჯგუფია კაბალისტებისა, კაბალა არ არის რელიგია და მის მიმდევრებს არაფერში ჭირდებათ მორწმუნეთა ჯიბეებში ხელების ფათურით კისრები გაისქელონ. მიზანი სხვა აქვთ მათ და ეს მიზანი ასე გამოიყურება, დაემსგავსნენ შემოქმედს ანუ ეგოიზმიდან ალტრუიზმამდე გარდაქმნან საკუთარი შინაგანი, არა მოჩვენებითად არამედ რეალურად.
  16. Shaten კაბალა დოგმებს არ ცნობს, კაბალას აქვს ზოგადი პრინციპები, ერთ ერთი ასეთია "შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი" ეს მოძღვრება მიიჩნევს რომ ვინაიდან ადამიანი ერთი მთლიანი სამყაროს პატარა ნაწილია, სხვა მსგავს ადამიანებთან უნდა ქონდეს მჭიდრო და ალტრუისტული კავშირი, ამას სიყვარულით გაერთიანებას უწოდებს, კაბალასათვის არ არსებობს ბოროტი და კეთილი ადამიანი და საერთოდაც არ არსებობს აბსოლიტურად ბოროტი ან აბსოლიტურად კეთილი ადამიანი, სიკეთეც და ბოროტებაც რაღაც დოზით არსებობს ადამიანში, კაბალა ასწავლის ადამიანს როგორ გარდაიქმნას იგი ბოროტი კაციდან ანუ უეგისტიდან, კეთილ კაცამდე ანუ ალტრუისტამდე, კაბალაში როგორც ვთქვი რაიმე მკაცრად განსაზრვრული წესი დოგმატი და ა.შ არ არსებობს, თვით ის 613 მცნება ანუ მოშეს მიერ შედგენილი რჯულის კანონიც კი არ არის ზოგადსავალდებულო შესასრულებელი წესთა კრებული, ვინაიდან ეს წესები შექმნილია სხვა ეპოქისა და სხვა გეოპოლიტიკურ ფორმაციაში მყოფი ადამიანებისათვის. კაბალაში მე ერთი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინე და კერძოდ ეს: ადამიანი ვითარდება მიუხედავად იმისა სურს თუ არა მას ეს, კაცობრიობა ვითარდება და ეს დაუსრულებელია, პიკი არ არსებობს, კაბალა ამბობს რომ დადგება დრო როდესაც ადამიანი მიხვდება იმას, რომ თავად არის ის ღმერთი ვისაც ეთაყვანება. ცნობს, მაგრამ როგორც ბოროტ ძალას და არა რაღაც ჩლიქებიან კუდიან და რქიან არსებას, რომელიც გამუდმებით მორწმუნეებთან ბრძოლით არის დაკავებული, სატანა ეს წყვდიადია ადამიანის შინაგანში, სიბნელე, ეგოიზმი, ბოროტება და ა.შ ყოველგვარი უარყოფითი, ყველა ადამიანი აღვსილია ამ სულით ანუ ბოროტებით მეტ ნაკლებად, ეს ძალა ადამიანში სხვადასხვა დონეზე გამოვლინდება, უხეშად რომ ვთქვათ ადამიანში 99,9% ეგოიზმია, იგივე ბოროტება, იგივე სატანას სული და 0.1% ალტრუიზმი ანუ სიკეთე ანუ შემოქმედი, აი რომელს განავითარებ და განაცხადებ საკუთარ თავში, იმისდა მიხედვით გეწოდება კეთილი ან ბოროტი. სინამდვილეში კი არც სიკეთე და არც ბოროტება არ არსებობს განზოგადებული სახით რადგან ყოველივე ამას ერთი მთლიანი და განუყოფელი უპიროვნო ძალა ანუ შემოქმედი მოიცავს.
  17. Shaten კი, კაბალისტი ვარ და ვარ იმიტომ რომ კაბალა ლოგიკურად და რაც მთავარია მეცნიერულ დონეზე ხსნის ისეთ საკითხებს რაზედაც რელიგიური ქურუმები იძახიან: "შვილო ჩემო ეს საიდუმლოა და შენი გონება ვერ ჩაწვდებაო". კაბალა ასეთ სიტყვებს არ იცნობს, ის გეტყვის: " ედემში გველის მუცელში შემძვრალი ეშმაკი კი არ ემასლაათებოდა ევას, არამედ ამ სიტყვებით მოსემ აღწერა ადამიანის შინაგანში მიმდინარე პროცესი, კერძოდ ადამიანის ეგოისტური სურვილების ზეგავლენა მის ხასიათსა და მოქმედებაზე, რამაც ის ალტრუიზმს დააშორა, ანუ გააბოროტა" კაბალა არ გეტყვის გამოგონილ ამბავს რომ იმან ის აცდუნა და მერე დაეცნენ და უკვდავება დაკარგეს მსგავს სისულელეებს თხზავენ ისინი ვინც არ იციან ბიბლიის კითხვა ანუ შტოების ენა და რაც წერია პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ და აღიქვამენ. წააკითხეთ ბიბლია პირდაპირი მნიშვნელობით მორწმუნეს და ის ათეისტი გახდება თუ ადექვატურად აზროვნებს.
  18. Shaten ხალხების უდიდესი შეცდომა სწორედ ის არის, რომ მათ ბიბლიის კითხვა არ იციან და გონიათ რომ იციან, ბიბლია კონკრეტულად ძველი აღთქმის წიგნები, კაბალისტური წერილებია, სადაც ალეგორიულად არის აღწერილი ჩვენი აღქმის ორგანოებისათვის მიუწვდომელი ობიექტური რეალობა, მატერიალურ საგნებთან შედარებით, ბიბლია ე.წ შტოების ენით დაწერილი წიგნია, ამ ენას კი ცოდნა ჭირდება რომ გაერკვე სინამდვილეში რა წერია, თორემ ეს უდიდესი სიბრძნის შემცველი წიგნი დაჩის ზღაპრების წიგნად გადაიქცევა, სადაც გველიც კი ლაპარაკობს და ვინმე სამსონი ვირის ყბით ხოცავს ფილისტიმელთა რეალობაში არ არსებული ერის ათას კაციან რაზმს. საკითხში უკეთ გასარკვევად პატარა ციტატას დაგიკოპირებ კაბალისტური სტატიიდან. მოშე აბრამის მიერ შექმნილი კაბალისტური ჯგუფი თავდაპირველად ქნაანის (დღევანდელი ისრაელის ტერიტორია) მიწაზე დამკვიდრდა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ იძულებული გახდა გვალვის და შიმშილის გამო ეგვიპტეში გადასულიყო. ყველასათვის ცნობილია აბრამის შვილთაშვილი იოსების ისტორია, რომელიც ეგვიპტის ფარაონის მარჯვენა ხელი, და მისი სიზმრების ერთადერთი ამხსნელი იყო. სწორედ იოსების და მისი ძმების ეგვიპტეში დამკვიდრებით დაიწყო ისრაელთა („იაშარ ელ“ – პირდაპირ შემქმნელისაკენ მიმართულთა) ხანგრძლივი ეგვიპტური მონობა, რომელიც ძვ.წ. 1350 წელს მოშეს ანუ მოსეს მეთაურობით ებრაელთა ეგვიპტიდან ცნობილი გამოსვლით დასრულდა, რის შემდეგაც ეს რიცხობრივად უკვე გაზრდილი და ერთ ერად ჩაოყალიბებული კაბალისტური ჯგუფი 40 წელს ატარებს უდაბნოში მანამ, სანამ აღთქმულ ისრაელის მიწას არ უბრუნდება. (აღსანიშნავია, რომ ებრაული ტექსტების უმრავლეობა ჯერ ბერძნულად ითარგმნებოდა, ხოლო შემდეგ ბერძნულიდან ყველა სხვა ენაზე, რამაც ებრაულ სახელებსა და დასახელებებში ასო „შ“–ს ასო „ს“–თ ჩანაცვლება გამოიწვია, ამის მიზეზი ის იყო, რომ ბერძნულში ასო „შ“ არ იხმარება. სწორედ ამის გამო იხმარება სახელები იერუსალიმი, მოსე, სოლომონი და ა.შ. იერუშალაიმის, მოშეს, შლომოს ნაცვლად, როგორც ისინი პირველწყაროებში მოიხსენიება). ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლა და აღთქმული მიწისაკენ უდაბნოში 40 წლიანი სვლა მთელი მსოფლიოსათვის ადამიანის თავისუფლებისაკენ მისწრაფების და სამშობლოს ერთგულების უნიკალურ სიმბოლოდ იქცა, თუმცაღა თვით ამ ჯგუფისათვის ყოველივე ამას გაცილებით უფრო ღრმა, სულიერი მნიშვნელობა გააჩნდა. ებრაელებისათვის ეგვიპტიდან გამოსვლა ადამიანის მიერ მატერიალურ და სულიერ სამყაროებს შორის არსებული ბარიერის გადალახვის და ადამიანის სულიერ სამყაროში თითქოსდა „ხელახლა დაბადების“ სიმბოლოა, სადაც ეგვიპტე და ფარაონი ადამიანის ეგოისტურ სურვილებს ასახიერებს, ხოლო მოშე და ებრაელი ხალხი – ეგოიზმის ტყვეობიდან განთავისუფლებულ ალტრუისტურ სურვილებს. სწორედ ამაზე და არა უბრალოდ ისტორიულ მოვლენებზე მოგვითხრობს მოშე „თორა“–ში (მოშეს ხუთწიგნეული, ძველი აღთქმა). მართალია, დღეს თორა მსოფლიოს პირველ ბესტსელერად ითვლება, მაგრამ მიუხედავად მისი ასეთი პოპულარობისა ცოტას თუ ესმის ამ წიგნის ჭეშმარიტი არსი და მისი დანიშნულება. სიტყვა „თორა“ სიტყვა „ორ“–ისაგანაა წარმოქმნილი, რაც ივრითულად შუქს, ნათელს ნიშნავს. კაბალისტები სწორედ ამ სიტყვით აღწერენ მთელი სამყაროს მმართველ უმაღლეს ძალას. მოშემ ამ წიგნის დასაწერად სპეციალური, ე.წ. „შტოების“ ენა გამოიყენა. კაბალისტი სამყაროს როგორც მატერიალურ ასევე სულიერ დონეს, სფეროს აღიქვამს. ის ხედავს, თუ როგორ ეშვება ინორმაცია უსასრულო სულიერი სამყაროდან და თანდათანობით როგორ იღებს ჩვენს სამყაროში მატერიალურ სახეს. კაბალისტები ამტკიცებენ, რომ მატერიალური სამყაროს ნებისმიერ ელემენტს, ობიექტს, საგანს, მოვლენას საკუთარი და გამორჩეული ფესვი გააჩნია სულიერ სამყაროში, რომ ჩვენი სამყარო უბრალოდ სულიერი სამყაროს შედეგი, მისი პროექციაა. სულიერ სამყაროში არ არსებობს სიტყვები. ამიტომ იქ მიმდინარე პროცესების აღსაწერად და თავიანთი ცოდნის სხვებისათვის გადასაცემად კაბალისტები შტოების ანუ შედეგების (იგულისხმება სულიერი მიზეზის, ფესვის მატერიალური შედეგი, გამოვლინება) ენას იყენებენ. ესე იგი თუკი მოშეს რაიმე სულიერი ობიექტის, რაიმე ძალის, ან ამა თუ იმ მოვლენის აღწერა სურდა უმაღლეს სამყაროში, ის მას ჩვენს სამყაროში მისი შედეგის სახელწოდებით მოიხსენიებდა. ასე მაგალითად თუ ჩვენს სამყაროში ეს სულიერი ობიექტი ქვის სახით არსებობდა, მოშე ამ სულიერ ძალას ქვის სახელით მოიხსენიებდა და ა.შ.. სწორედ ასეთი კოდირებული სახის წყალობით თორამ, სხვა კაბალისტური წიგნებისაგან განსხვავებით, ფართო გავრცელება ჰპოვა. ადამიანი, რომელიც გრძნობის ხუთი ორგანოს მეშვეობით აღიქვამს სამყაროს და რომელსაც საკუთარ თავში ჯერ კიდევ არ განუვითარებია სულიერი სამყაროს აღქმის უნარი, ვერ შეძლებს თორის ადეკვატურად აღქმას, რადგან შეუძლებელია შტოების ენის შესწავლა რომელიმე უცხო ენის მსგავსად. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი საგნების და მოვლენების ახალ, დამატებით დასახელებას კი არ ვსწავლობთ, არამედ ამ საგნებისა და მოვლენების მიზეზს, მათ ღრმა, ფაქიზ, დაფარულ სულიერ ფესვს ვწვდებით, ეს კი არა დამატებითი ცოდნის შეძენით, არამედ თვით ადამიანის შინაგანი, თვისობრივი ცვლილებითაა შესაძლებელი.
  19. Shaten სწორედ მაგის თქმა მსურს ის უპიროვნო ძალაა, სამყაროს მმართველი და მამოძრავებელი, თუ გსურთ ბუნების კანონი უწოდეთ, გსურთ სამყაროს მამოძრავებელი ძალა. ბიბლიაში არის საკმაოდ მკაფიო და კონკრეტული მინიშნებები ამის შესახებ, მაგრამ მორწმუნეთა უმეტესობას რა სურს იცით? აი ეს უპიროვნო ძალა აუცილებლად ადამიანს უნდა გავდეს, ქონდეს ყურები, ხელები, ფეხები და ცხვირი, ხანდახან ტუალეტშიც უნდა დადიოდეს, ადამიანს სურს რომ ღმერთი მას ჰგავდეს, არადა არ ჰგავს. წერია ღმერთი არასოდეს არავის უხილავს მხოლოდ მამის წიაღში მყოფმა ძემ განაცხადა თავის თავშიო. განა აკვირდებიან რა წერია, არაა მიდი მაინც თავისას აწვებიან. ღვთის საკუთარ თავში გაცხადება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, იესო არ იყო რაღაც განსაკუთრებული გამონაკლისი, მაგრამ მაინც ყვირიან, განკაცებული ღმერთი არისო, ეგეთი განკაცებული ღმერთია ნებისმიერი ადამიანი, უბრალოდ ამას ვერ ხვდებიან. სინამდვილეს რომ თვალი გაუსწოროს ადამიანმა მიხვდება, რომ ის გონიერი ენერგიაა, ეს მეცნიერულადაც დამტკიცებული ფაქტია, მატერია ენერგიის გაუხეშებული ფორმაა, ნებისმიერი მატერია რომ მცირე ნაწილაკებად დაშალო მიხვალ ამ ენერგიასთან, აი სწორედ ეს ენერგიაა ღმერთი, რომელიც ჩვენს წინ იხატება ადამიანების, მაგიდის, იატაკის, ხეების, ქვების, პლანეტებისა და ზოგადად სამყაროს სახით, ასეთი პეიზაჟი იმიტომ იქმნება, რომ ადამიანს სხვაგვარად არ ძალუძს ამ ენერგიის აღქმა, მისი აღქმის ორგანოები არ იძლევა იმის საშუალებას რომ სამყაროსეული სურათი დაინახოს ისეთი როგორიც ის სინამდვილეში არის.
  20. ქვეყნის დასასრულს რაც შეეხება, ოდესღაც შეწყვეტს პლანეტა დედამიწა თავის არსებობას, თუმცა თანამედროვე ეპოქაში არის იმის საშიშროება რომ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით მთლიანად გაანადგუროს პლანეტა ადამიანმა. დალევს 2 სტაქან ვოდკას ვანია, გადაუტრიალდება თავში შარიკი დააკლიკებს ბირთვული ბომბის ამფეთქებელ ღილაკს და იძახეთ მერე იეჰოვამ მყარ საფუძვლებზე დააფუძნა დედამიწაო არ მოირყევა სამარადჟამოდო. პუტინსაც კი შეუძლია მაგ მყარი საფუძვლის მორყევა თითის ერთი მოძრაობით. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
  21. donadoni რომ გაიგო საიდან მოხვედი ჯერ ის უნდა იცოდე ვინ ხარ შენ. შენ კი არ იცი ეს და პირდაპირ ურთულეს კითხვას ცემ მარტივ და მცდარ პასუხს. თქვა ერკიულ პუარომ და მუჭში ჩაახველა. ჩვენი სხეულები შემოქმედმა კი არა ჩვენმა მშობლებმა შექმნეს, აგიხსნა როგორ? მაგრამ ვინ ხარ შენ სხეული ხარ? ხორცის სისხლისა და ძვლების გროვა? რითი განსხვავდება შენი სხეული თუნდაც მიწისგან მასშიც ხომ სწორედ იგივე ქიმიური ელემენტებია რაც შენს სხეულში, რატომ არის მკვდარი მიწა შენ კი ცოცხალი? როგორ აზროვნებ? საიდან მოდის ქიმიურ ელემენტებში ატომებში რომლისაგანაც შედგება შენი სხეული სიცოცხლე? რატომ იგივე ატომებს, იგივე ელემენტებს არ აქვთ სხვა ვითარებაში სიცოცხლისუნარიანობა? როგორ აზროვნებს ის ატომთა გროვა რისგანაც შედგება შენი სხეული? ამ კითხვებს პასუხები ჭირდება, მაგ ზუსტად იგივე ატომები რომ დავალაგოთ იგივე კანონზომიერებით ყველაფერი აბსოლიტური სიზუსტით, მივიღებთ შენ ასლს, ზუსტ კოპიოს, მაგრამ ის არ იქნება ცოცხალი, არამედ იქნება გვამი დალპება და დაიშლება, მაშ რა აცოცხლებს უჯრედს? რა ძალაა ეს? როგორ ააზროვნებს ეს ძალა თავის ტვინს? რომელიც თავის მხრივ სწორედ რომ ატომებისაგან შედგება? და ბოლოს რა არის ატომი ტუ არა ძალთა ველების ურთიერთქმედების შედეგად გაჩენილი მცირე ნაწილაკი? ელექტრონი, ნეიტრონი და პროტონი რომელიც სხვა არაფერია თუ არა დადებითად და უარყოფითად დამუხტული ძალთა ველი, როგორ ქმნის ატომს? ატომი კი მატერიას? აი ამ კითხვებს პასუხები ჭირდება, არ არის რა ეგრე ადვილ გამოსავალს რომ იპოვით ხოლმე, სადღაც ღრუბლებში წყნარად მჯდარმა გულკეთილმა ჭაღარა იეჰოვამ თქვა და ტკაც და უცბად შეიქმნაო. ღმერთი ადამიანი არ არის ის სულ სხვაგვარი და სხვანაირი არსებაა და მოიცავს მთლიან სამყაროს.
  22. donadoni ანუ გგონია რომ კაბალისტობა ამას ნიშნავს? ჩემს მიზნებს რაც შეეხება მრავალი და მრავალფეროვანია, მხილებაც ნაკლებად მიტაცებს, ადამიანი ისეა დაცემული, რომ თუნდაც მიხვდეს რომ ცდება მაინც არ შეიცვლის საკუთარ პოზიციას, ან ძალიან რთულად შეიცვლის და არ აღიარებს. კაი, ერთ ერთ მიზანს გაგიმხელ. ჩემი მიზანია ამოვხსნა, საიდან მოვედით, რანი ვართ და საით მივდივართ. ამ ყველაფერზე ზოგადი პასუხები არსებობს მაგრამ არადამაკმაყოფილებელი. ვინ ხარ შენ? ამ კითხვასაც კი ვერ გასცემ სრულყოფილ პასუხს თუ დაუკვირდები. ბიბლია იძლევა პასუხებს მაგრამ ბევრი ვერ ამჩნევს ამ პასუხებს, ვერ ხედავს, შემოქმედის შთაგონებით დაწერილი სულიერი სახელმძღვანელო დღეს მატერიალური ბიზნესის წყაროდ გადააქციეს, ამიტომაც ბიბლია საკუთარ თავში მალავს ამ პასუხებს. სულიწმინდა კი ხსნის. მოკლედ თავადვეა მისი სიტყვის განმმარტებელი, ამას კაცი ვერ იზავს მშვინვიერი გონებით, თავის დასარუპავად გადაიქცევს წერილს. donadoni ჰოო არ იღუნებოდა
  23. შენ ერთ რამეში ცდები, კერძოდ კი იმაში რომ გგონია ძალიან მაღელვებს ის საკითხი რა ამოიღეს ქართველმა მართლმადიდებლებმა ბიბლიიდან და რა დატოვეს. ეს არ მაღელვებს ამას ვაფიქსირებ ეხლა მეორე საკითხი, ქართველმა მართლმადიდებლებმა თუ ამოიღეს დამალეს და ა.შ და ეს ცოდვაა თქვენ რომ ბერძნულენოვან წერილებში 270 ადგილზე, იქ სადაც არ ეწერა არც ერთ ასლში იჰვჰ ჩაამატეთ თვითნებურად ამას რაღა ქვია? ამოღება ცოდვაა და თვითნებური ჩამატება ღვთისთვის მოსაწონი საქციელი? donadoni გითხარი კაბალისტი ვარ მაგრამ ეს შენთვის ჯერ მძიმე არტილერიაა, ჯერ რასელის თეზისები გაქვს შესასწავლი.
  24. donadoni არც ერთს, მე ფურცელზე დაწერილი საუკუნეების განმავლობაში გადაკეთებულ გადმოკეთებული ასლები არაფერში მჭირდება იმის მისაღწევად რომ ცოცხალი ურთიერთობა ვიქონიო შემოქმედთან, არსებობს ასეთი ძალა წმინდა სული ქვია, როდესაც ეს სული აღავსებს ადამიანს მას აღარ ჭირდება ზედმეტი მასწავლებლები, თავად ღვთის სული ასწავლის ყოველივეს.
  25. donadoni იმიტომ არ წერია რომ ტეტრაგრამა იჰვჰ როგორ ხმოვანდება არავინ არ იცის ზუსტად, ქართველი მეცნიერ მუშაკები კი იეჰოვას მოწმეებივით ასე ნაურაზე და ჰაი ჰარად თვითნებურად არ უკეთებენ ღვთის სახელს საკუთარი ცრუ წარმოდგენებით არაადექვატურ გახმოვანებებს. არ იცის არავინ როგორ წარმოითქმის ეს სახელი და რა უნდა ექნათ იეჰოვა ჩაეწერათ? როგორც თქვენ ქენით? ეს არის ერთ ერთი ვერსია ტეტრაგრამატონის გახმოვანების შესაძლო ათასობით ვარიანტებიდან და რატომ უნდა ავიტაცო? რადგან მე-19 საუკუნეში ვიღაც ბრუკლინელ სოვდაგარს ბურჟუაზიულ ტვინში დაებადა იდეა რომ ასე ხმოვანდება? წყარო დადე საიდან რას აკოპირებ ეგრე იმდენ სათარგმნს მოგცემ ხვალ დილამდე ვერ თარგმნო, შენ მე ალბათ ვიღაც თინეიჯერში გეშლები, ჯერ წყაროს სარწმუნოობა-საეჭვობის საკითხი გავარკვიოთ და თარგმანზე მერე ვიმსჯელოთ. donadoni არა ვარ მართლმადიდებელი კაბალისტი ვარ.
×
×
  • შექმენი...