Jump to content
Planeta.Ge

borka

პლანეტელი
  • პოსტები

    29
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი borka

  1. რამდენად რთული იქნება ადვოკატობიდან პროკურორობაზე გადართვა? ხომ არ გაგიჩნდათ ნოსტალგია ძველი პროფესიისადმი? როგორ გესახებათ ადვოკატების მომავალი საქართველოში? მივალთ კი სამართლიან სასამართლომდე და თქვენი აზრით, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი?
  2. ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, ივანიშვილმა ლობისტები დაიქირავა ვაშინგტონსა და ბრიუსელში და მისი მილიარდების წყალობაა საქართველოს საკითხი დღის წესრიგში რომ მოხვდაო. ლობისტები არც ხელისუფლებას აკლია. გამოდის, რომ რეალურად რა ხდება არავის აინტერესებს.... მაინტერესებს ევროპარლამენტარები რა წყაროებით იღებენ ინფორმაციას და მოწმდება თუ არა მათი სანდოობის ხარისხი. ოლიგარქები საშიშია პოლიტიკაშიო, _ბრძანებენ ევროპელი პარლამენტარები. სიმდიდრე, როგორც ვიცი, დანაშაული არ არის. რა გამოდის, პოლიტიკაში მხოლოდ ,,გაღლეტილები“ უნდა იყვნენ? ან ვინ იცის, რომ სააკაშვილი ივანიშვილზე მდიდარი არ არის?
  3. რა იყო ის ბოლო წვეთი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგომის გადაწყვეტილება მიგაღებინათ? როგორ ფიქრობთ, რა ქმედებებსაც დღეს ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ჯდება თუ არა სამართლებრივ ჩარჩოებში? ბატონო მინდია! ქართულ სასამართლო სისტემაში ახალი ინსტიტუტი_ სასამართლო მედიაცია შემოდის. იქნებ მარტივად აგვიხსნათ რას ნიშნავს?!
  4. რამდენიმე კითხვა მაქვს: ბატონო ლუკა! როგორც ვიცით, ივანიშვილი მაჟორიტარად კენჭისყრას გთავაზობთ.სახალხო კრებიდან“ თქვენს გარდა, ვინ მიიღებს ასეთ შეთავაზებას? ითქვა, რომ თქვენ და სოსო ჯაჭვლიანი თანახმა ხართ მაჟორიტარად დააყენოთ კანდიდატურები. ვისი სახელით მოხდება ეს, კრების თუ ოცნების. საუბარი იქნებოდა ნინო ბურჯანაძეზეც. როგორი ფორმით აპირებს ივანიშვილი ბურჯანაძესთან ურთიერთობას? უკვე იცით სად იყრით კენჭს თუ არა და როგორ მოხდება რაიონის შერჩევა ბატონო ლუკა, თქვენ გითქვამთ, რომ წვერს მანამ არ მოიპარსავთ, სანამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნებაო. როგორ ფიქრობთ, დიდხანს მოგიწევთ კიდევ წვერის ტარება? გორში ქართველ ოლიმპიელთა მემორიალი მხოლოდ იმის გამო აიღეს, რომ მასზე ივანიშვილთან მყოფი ოლიმპიელების სახელები ეწერა. როგორ უყურებთ ხელისუფლების ამგვარ ქმედებებს.
×
×
  • შექმენი...