Jump to content
Planeta.Ge

borka

პლანეტელი
  • პოსტები

    29
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი borka

  1. თქვენ იყავით ტრადიციონალისტი, გაზეთ "ქართველი ერის რედაქტორი" ახლა კონსერვატორი ბრძანდებით? მონარქიისადმი თქვენი დამოკიდებულება და თუ შეიცვალა, გთხოვთ აგვიხსნათ რატომ
  2. რაჭის გუბერნატორი იყავით და რა გააკეთეთ მშობლიური რეგიონისთვის? ერთი დადებითი საქმე მაინც
  3. ხომ არ იგეგმება ჯამრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის გაყოფა?
  4. ემიგრანტ ნარკოდამოკიდებულებულებზე რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ? იქნებ რამე პროექტი დაიგეგმოს, რომლითაც მოხდება მათი უფასო მკურნალობა და შესაბამისად ჩვენ იმიჯსაც არ გააფუჭებენ? ძალიან ბევრია!!!!!!!!!!!!
  5. როგორ შეაფასებდით ემიგრაციის განწყობილებებს? რამდენად ძლიერია ნაცების და ოცნების მხარდაჭერა ?
  6. ლუდვიგ თიბილოვი, ალან ჩოჩიევი და ტორეზა კულუმბეგოვი რას საქმიანობენ? აქვთ რაიმე გავლენა?
  7. მაინტერესებს "იმ" შეხვედრაზე(10წლის წინ) რა მოხდა რომ ყველამ აფხაზეთის აღიარება მოითხოვეთ? დეტალურად მოგვიყევით. რატომ წარმოიქმნა ეს აზრი, რომელიც ამდენი წელია არსებობს. მგონი მიხვდებით რომელ შეხვედრაზეცაა საუბარი....აი ნაცებს რომ სულ პირზე აქვთ გაკრული :დ
  8. საერთოდ 3 საგარეო უწყება რა საჭიროა? ვერაფრით ვიგებ რა მისია შეიძლება ქონდეს საგარეოსგან განსხვავებული
  9. შეგიძლიათ ჩამოთვალოთ "ქართული ოცნების" რამდენიმე სერიოზული სტრატეგიული შეცდომა ? არსებობს" შერჩევითი სამართალი"? ხომ არ თვლით გადაჭარბებულად ბევრი ძველი სახე გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში? ახალგაზრდობის ადგილი აღარაა საერთოდ ამ ქვეყანაში?
  10. ბატონო დავით! დაზღვევა მქონდა, მაგრამ არ გამომიყენებია. ახლა საავადმყოფოში მოვხვდი და გადაუდებელი ოპერაცია მჭირდება. ორშაბათმდე მომცეს ვადა, რომ დაზღვევა მივიტანო. რა შეიძება გავაკეთო ასეთ დროს? სამინისტროს სახელზე განცხადება უკვე თქვენს უწყებაშია.
  11. როგორ დაახასიათებდით ბიძინა ივანიშვილის მენეჯერულ სტილს? რაა თვისებები აქვს, როგორც ხელმძღვანელს, რომელიც მოგწონთ ან პირიქით, ზედმეტად გეჩვენებათ?
  12. ბატონო უჩა! გუნავას საქმეს ახლა გვარამიაც დაემატა, თქვენს მიმართ უკვე უკმაყოფილებასაც გამოთქვამენ. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს და რას არ, ან ვერ აკეთებთ?
  13. ბატონო მამუკა, როგორია თქვენი დამოკიდებულება ,,ნაციონალების" დაჭერებთან დაკავშირებით და ,,უმცირესობის" ვიშვიშზე ,,პოლიტიკური ნიშნით გვდევნიან"-ო..
  14. თქვენი აზრით ჩეჩნეთი რუსებმა სამუდამოდ დაიბრუნეს? ზაკაევს რაიმე ავტორიტეტი აქვს? საერთოდ იქ ვინ მართავს აღლუმს? მარტო კადიროვი
  15. ქალბატონო ხათუნა, ამ დღეებში კიდევ ერთხელ გახმაურდა ტყიბულის ეკოლოგიური პრობლემები. ცნობილია, რომ კომპანია ,,ვუდიმპექსი“, სანიტარული ჭრის მოტივით, უნიკალური ჯიშის, ჯანმრთელ წაბლის ხეებს ანადგურებს. როგორ აპირებთ ამ პრობლემებს შეებრძოლოთ. ვინ გასცემს (რომელი სამინისტრო), სანიტარული ჭრის ლიცენზიებს და კონტროლის რა მექანიზმი აქვს გარემოს დაცვის უწყებას? საზღვრისპირა, პატარა ლიახვის სოფლების მერეთის, არბოს, კოშკის მცხოვრებლებს ზამთრის თვეებში, უფასოდ ურიგდებოდათ შეშა. წელს ამაზე არავინ ზრუნავს. თქვენს სამინისტროს თუ აქვს კავშირი ამ საკითხთან? ,,ნაციონალებს“, სხვა მრავალ ცოდვასთან ერთად, მდინარეების კალაპოტების გაყიდვასაც აბრალებდნენ. საუბარი იყო მდინარე მტკვარის კალაპოტზეც. რას გვეტყვით ამის შესახებ?
  16. თქვენი გადმოსახედიდან ვინ იყო და არის მიხეილ სააკაშვილი? რა მიზეზების გამო შეიძულა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ახლა ბიძინა ივანიშვილზე ვინაა ბიძინა ივანიშვილი? შეინარჩუნებს თუ არა რეიტინგს და ხომ არ თვლით უკვე 2 თვეში უსერიოზულესი შეცდოპმები დაუშვა და აბსოლიტურად არ იცის რა უნდა . მიშა დაამარცხა , დედა უტირა ახალიას. საქმე ? მინდა ობიექტური კლაკონურად ცამოყალიბებული თქვენი აზრი .ნამდვილად საინტერესოა საით მივდივართ მე არ ვიცი
  17. თქვენი პირველი ნაბიჯები რა იქნება? როგორ გესახებათ ურთიერთობა საპარლამენტო უმცირესობასთან? სექსუალური უმცირესობების საკითხი მიგაჩნიათ პრობლემად? ნარკომანია დანაშაულია თუ ავადმყოფობა? როგორ შეაფასებდით ძველი სახალხო დამცველების საქმიანობას? სარალიძე, დევდარიანი,სუბარი, ტუღუში. რა არ მოგწონდათ? რატომ არ უყვართ ენჯეოშნიკები მოსახლეობის ნაწილს?
  18. ქალბატონო ნინა, დღეს თუ მაინც შეგიძლიათ თქვათ, რა იყო თქვენი სამსახურიდან, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობიდან", გამოშვების რეალური მიზეზი. ცხადია, ,,ორგანიზაციულ შეუთავსებლობას" არ ვგულისხმობ.
  19. ბატონო გია,კაცურად და პირდაპირ თქვი რა რის გამო წამოხვედი კოალიციიდან?
  20. კვირას, 14 ოქტომბერს, ლიტვაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პირველი ეგზიტპოლების მიხედვით, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ოპოზიციურმა პარტიებმა, მოქმედი პრემიერის, ანდრიუს კუბილიუსის პარტია კი მესამე ადგილს დასჯერდა. ოპოზიციური ძალების მთავარი წინასაარჩევნო არგუმენტი მთავრობის მიერ გატარებული ხისტი ფისკალური პოლიტიკა იყო, რის უკანაც ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი დგანან. ამგვარად, ლიტვა შეუერთდა ევროკავშირის იმ დანარჩენ ქვეყნებს (ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც მოქმედი მთავრობის შეცვლა ოპოზიციური ძალებით უშუალოდ ევროკავშირის კრიზისმა განაპირობა. ექსპერტების აზრით, ლიტვის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს იმ ევროპელი ლიდერებისათვის, რომლებიც ევროზონის კრიზისის ფონზე საკუთარ ქვეყნებში ფინანსური სეკვესტრიზაციის პოლიტიკას ადგანან.
×
×
  • შექმენი...