გასაგებია.. მჯერა.., მაგრამ ესაა, ეს ოხერი - საპირისპირო სქესთან მეგობრობა.. მოკლედ, მე ასე ვიტყოდი.. (თან მე არასოდეს მყოლია საპირისპირო სქესის მეგობარი, ამიტომ არამგონია ჩემი აზრი ბევრ რამეს წარმოადგენდეს) თუ საპირისპირო სქსესის მეგობრებს ერთმანეთი, ფიზიკურად, ქვეცნობერად მაინც მოწონთ (მხედველობაში მაქვს, როგორც კაცს ქალი მოწონს, ან პირიქით. რადგან ისე, უბრალოდ... შეიძლება კაცსაც მიაჩნდეს, ვინმე კაცი სიმპატიურად, ან ქალს (მითუმეტეს) - ქალი), ასე დასრულდება მათი მეგობრობა.. ან შეიძლება მეგობრობა ვერ ძლევს, ბუნებრივად იმ გრძნობას, რომელიცაა ვნება ქალსა და მამაკაცს შორის (თუ ისინი ერთმანეთისთვის მთლად სიმახინჯეს არ წარმოადგენენ, ან რამე ისეთი არ აკავშირებთ, რის გამოც ნორმალურ ადამიანს, არ გაუჩნდება, ლტოლვა ამა თუ იმ საპირისპირო სქესის ადამიანისადმი...) და ეს ვნება ყოველთვისაა მათში ქვეცნობიერად, რომელიც ადრე თუ გვიან ამოხეთქავს...