
Shaten
პლანეტელი-
პოსტები
8.479 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
26
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Shaten
-
ა, გასაგებია (ე.ი., ამერიკაში ხართ)...
-
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
Shaten replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ამაზეც, მგონი ეს პასუხი წავა. არ მინდა ერთდაიგივე ვპოსტო... - http://planeta.ge/topic/1953-%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98/page__pid__464148__st__630?do=findComment&comment=464148 -
შენ უბრალოდ ბუნების ქმნილებას ღმერთს მიაწერ, ისევე როგორც ძველი ბერძნები ჭექა-ქუხილს.. - ზევსს, მეტს მე აქ არაფერს არ ვხედავ, IMHO. უბრალოდ ეს შენი აზრია.. ვინ იცის, იქნებ შენ მართალიც ხარ, მაგრამ ამას ვერ დაამტკიცებ.. სწორედ ამიტომ შენი აზრი არ შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტებად, ისევე, როგორც - ჩემი.. და ჩემი უპირატესობა, უბრალოდ იმაშია, რომ ჩემი აზრი, რეალობას არ ცდება.. ანუ მე თავს ვიკავებ იმის დამტკიცებისგან (უფრო სწორედ დამტკიცების მცდელობისგან), რაც ადამიანის თვალით არ ჩანს... და იმ "უხილავს" ჩემს ინტერპრეტაციას არ ვუკეთებ.., - ვტოვებ ისე, როგორიც არის (უხილავად)..
-
ანუ, ალტერნატიული მართლმადიდებელი ხარ? ანუ კონსერვატ-მართლმადიდებლურად არ აზროვნებ, არა? აბა რატომ ფიქრობ რომ ადამიანს აქვს სული და ცხოველს, - არა? ცხოველიც ხომ ცოცხლობს სიკვდილამდე? თუ შენ სულს გონს მიაწერ თუ..? რავი, ვერ გავიგე...
-
ჰო, დედა ტერეზაც მასე იყო... აჰა, ადვილია, ფანჯრიდან გაიხედავ და მანდ არაა..?? ან ფანჯარას თავი რომ დავანებოთ, 5 წლის კიბოთ დაავადედულ ბავშვებს რომ ნახავ, მაშინ მართლა შეუძლებელია ღმერთის არდანახვა..!
-
უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი, რომ თემას საერთოდ არ ვეხები.., მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ დროს "ზუსტად" კი აჩვენებს ეს ფორუმი... -))) (ახლა - 2:48-ა)
-
ანუ მართლმადიდებელი არა ხარ? სხეული ისედაც, როგორ შეიძლება იყოს სულიერი?? სხეული მატერიაა და სულიერებასთან არამგონიაკავშირი ქონდეს. ეს (ყოველშემთხვევაში - თითქმის) ყველა რელიგიაში ასეა... ის კი არა, მე როგორც არარელიგიური, არ გამოვრიცხავ ამას... და ამის ალბათობას ასე.. წარმოვიდგენ... მაგრამ აი, შენ, როგორც ვხედავ ამაში (უკვდავ სულში) დარწმუნებული ხარ, თუ მე არასწორად გავიგე? და თუ სწორად გავიგე, მაინტერესებს, საიდან ხარ ასეთი დარწმუნებული?
-
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
Shaten replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ის რისი აღქმაც შეუძლია ადამიანის თვალს, ის რასაც რეალობაში ხედავ (ან გესმის), ან გრძნობ (ოღონდ საკუთარი, (ან ვინმეს მიერ თავსმოხვეული) ფანტაზიური ინტერპრეტაციის გარეშე).. ჭეშმარიტება და რეალობა ერთმანეთში გეშლება? -
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
Shaten replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
რეალისტი ვარ... ;) -
ჰო და მეც გულგრილად აგავატარე... ;))
-
სრულიად გეთანხმებით.., მაგრამ იდეით სასულიერო პირებს ხომ არ უნდა ჭირდეთ ეს სიმპტომი... და კურიოზიც ის არის, რომ სწორედ ის, რომ სასულიერო პირი იყო, იმიტიომ მისცა ამის უფლება თავის თავს... სხვა ამას არ მეტყოდა, IMHO, ვინც არ უნდა ყოფილიყო... ნებისმიერ შემთხვევაში, სხვას უკომფლიქტოდ მივუგებდი, უბრალოდ - არა-ს და მორჩა... იცით რაშია საქმე.., ჯერ ერთი და ისეთ ადამიანზე ღრენა, რომელიც - უფალმა მოგიტევოთ-ს გიპასუხებს (იდეით), ცოტა უხერხულიცაა... თან როგორც ზემოთ აღვნიშნე, კომფლიქტი არც იყო საჭირო..., მაგრამ მაინც დავუთმე და რატომ? ჩემს გარდა იქ კიდევ ხალხი იყო... ხო აზრზე ხართ, მღვდელს არ დაუთმოო, სატანისტად შემრაცხავდნენ... თან ალბათ დამეთანხმებით რომ საქართველოში, შეიძლება სიტყვაზე ითქვას, რომ გარკვეულწილად, თეოკრატიული ტენდენციაა... მეც ახლა თუ სიმართლე გინდათ დიდად არ მეჩქარებოდა... მეთქი - წავიდეს.., რაღა... კარგი სურვილია - მართლა! ;) ჰო, ჰო, სწორედ ეს არის..!
-
ჰეჰ, სხვათაშორის, დღეს, ტელეფონზე ვურიცხავდი, ჩემს გარდა 2 ადამიანს [ნუ - ვის? რა აზრი აქვს - [ჩემი ოჯახის წევრები]].. შეიძლება ეს სამარცხვინოს იყოს, მაგრამ ყოველთვის გამყიდვლებს ვიხმარიებ ხოლმე ამ შემთხვევაში. ნუ ეტყობა პატოლოგიური შიში მაქვს, რომ შემთხვევით სხვაგან არ ჩავრიცხო, ან ეგთი.. -)) მაგრამ დღეს რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩემით ჩამერიცხა... ვდგევარ, აქეთ მეშინია, რამე "ნი ტო" არ გავაკეთო, მოკლედ ჩავრიცხე ერთ ტელეფონზე (ჩემსაზე).., გავიხედე უკან, მამაო მომადგა [ნუ - ისიც ჩასარიცხად..], ვიბოდიალე.., ჩავრიცხე მეორეც.. -)) და მე-3 [ნომერს]-ს რომ დავუწყე ჩალიჩი ისე, მამაო მეკითხება - თქვენ მორჩით? არ გამოვსულვარ აპარატიდან არც ზურგი შემიქცევია აპარატისთვის, ვდგევარ ისევ ისე.. უბრალოდ ჯერ ნომერს ვეძებ [ნომრის დამახსოვრებაში ხომ 0 ვარ, ჩემიც არ მახსოვს ზოგჯერ -))] და აპარატი ჯერ ისვენებს, მეტი არაფერი... მობრძანდით-მეთქი - მივუგე მამაოს დაუფიქრებლად........ არა.., ნუ.., ხედავ დამიანი დგას აპარატთან.., არ გამოსულა, არც მოტრიალებულა... კი გასაგებია, რომ ჯანჯლობს.., მაგრამ... ეს მისი პრობლემაა... ჩემს წინაც [რიგში] ბევრს უჯანჯლია, მაგრამ ამიტომ არ მიკითხია, - ხომ არ მორჩითო[?], მაშინ როცა ნათლად ვხედავ, რომ არ მორჩენილა... მოკლედ გამოდის მე უფრო "ღვთისნიერად" მოვიქეცი, ვიდრე მამაო.. მე ხომ შემეძლო მეპასუხა - არა..-მეთქი.. თან არც მორწმუნე ვარ მამაოს, [მაინცდამაინც] რომ დავუთმო -)) მაგრამ მე დავუთმე მოყვასს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვაგრძელებდი.. და მისი რიგი [ჯერ] არ იყო... მამაომ კი ითავხედა, ანუ "ეშმაკისნიერად" მოიქცა, - ხედავდა, რომ მე ჯერ არ მქონდა გათავებული ავტომატით სარგებლობა [ნუ თუ სულელი არ იყო] და მაინც მკითხა - მორჩითო? ანუ ეს იმას ნიშნავდა - შენ ჯანჯლობ და მე კი მამაო ვარ და უნდა დამითმოო..! მეტს არაფერს გავაგრძელებ, ან დასკვნების გამოტანებს დავიწყებ, ან იმას, რომ აი ასეთები არიან მამაოები..! და რამე, თუმცა "ანგელოზი" მამაოები არაერთხელ შემხვედრია... მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ერთხელ მართლა გადავეყარე, ღვთისნიერ მამაოს.. ტაქსისტობდა და იაფად გამიყვანა... თან ძალიან თავმდაბალი ჩანდა.. და მართლა ძალიან სასიამოვნო ადამიანი..., მე მას პირდაპირ ვატაკე, - არ ვარ მეთქი მორწმუნე (ნასვამი ვიყავი, თორემ ეს არ უნდა მთქვა მისთვის, IMHO)... და ის ისე ისე სასიამოვნოდ მელაპარაკა... - გზაც არ მიგრძვნია... არა იმას კი არ ვგულისხმობ, რომ მომაქცია... უბრალოდ ძალიან მოზომილად და დინჯად (უემოციოდ) მიფიქსირებდა თავის აზრს... და ისიც ტქვა, თუ ვინ იყო წარსულში და როგორ ნანობდა ამას...
-
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
Shaten replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მგონი, მართალი ხართ... გეთანხმებით -
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
Shaten replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ერთი, თქვენ ის ჯობია ამიხსნათ, სად გაეცანით ღმერთის დროის ათვლას? და როგორია ის.. (ასე ვთქვათ)? თუ შეიძლება.. ხოლო რაც შეეხება ჩემს მიერ ღმერთის ძიებას, მე ღმერთის ძიება კაი ხანია დავასრულე უკვე... სხვა თაშორის ამ ე.წ. ძიებასთან დაკავშირებით, კონსტანტინე გამსახურდიამ ძალიან საინტერესო აზრი გამოთქვა: "საპატიო ვალია კაცისა არა გლახური ღმერთის ძიება, არამედ თავად უნდა გახდე შემოქმედი, უფლის მეტოქედ"... ეს ისე, უბრალოდ გამახსენდა... -
რათქმაუნდა, გემოვნებაზე არ დაობენ... ;)
-
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
Shaten replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
არაფერი, რა უნდა იყოს..? მაგრამ ეს იმ ხალხისთვის ვინც კონტაქტშია ღმერთთან... ჩვენისთანა ცოდვილებს, მგონი ეპატიებათ ამის გაუგებრობა, არა? და მეტიც - ის ხალხი ვინც ახლოსაა ღმერთთან, IMHO, მოვალენი არიან, - აუხსნან ე.წ. ცოდვილ ხალხს, ის რაც მათთვის გაუგებარია, თუ მე ვცდები..? -
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
Shaten replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
და თქვენთვის გასაგებია..? -
+ სექტემბრისთვის ვაპირებ... ვნახოთ...
-
არამგონია, - მანდ ის იხდის, ვინც დაასწრებს, ან ვინც უფრო ადრე ჩადის... ახლა, თუ ერთად მგზავრობენ, ეს სხვა საკითხია.. იმედია, მაგრამ ჯერ, რატომღაც ვერ ვატყობ.. თუ მამაკაცის მიერ ქალის (გოგოს) დაპატიჯებაზეა საუბარი.., ნუ გააჩნია რას წარმადგენს მანდილოსანი, მამაკაცისთვის... და ისე, საერთოდ.., ასეთ შემთხვევებში, მგონი, ყველა ქვეყანში მამაკაცები ეპატიჟებიან... არამგონია მანდილოსანისადმი პატივისცემის კულტი, მარტო საქართველოში იყოს... ისე ეს, ახლა მოდაშიცაა... ;))) მე პირადად, არ "ტეხავს"ო, ნამდვილად ვერ ვიტყოდი (ჩემთვის).. ვისაც მეტი ფული აქვს... ;)
-
აუ, როგორ ვერ ვიტან ამ წესს! მე ვიმალები, ნაცნობს რომ ვნახავ, უფრო იმიტომ რომ აქეთ არ გადამიხადოს... რა დებილი წესია, მე თუ მკითხავთ! ვერ გავიგე, სხვისი იმედით ვმგზავრობ?! ან შეიძლება არ უდევს იმ კაცს თავისი მგზავრობის ფულის მეტი (ეს საქართველოს ყოფაში, მგონი სულ არ უნდა იყოს გასაკვირი), ხო უნდა ჩავარდეს მაგარ უხერხულობაში, - უი, უკაცრავად ვერ გიხდით... ათასნაირი დაღრეჯილობები... ფუ, რამდენი უაზრო წესი გვაქვს ქართველებს..! ეს პატივისცემა თუ ადამიანის უხერხულობისა და (თქვენი არ იყოს) დისკომფორტში ჩაგდება?! ნუ, ახლა, მე, როგორ მამაკაცი, ასე აღვიქვამ, რომ თუ ვინმემ რამეზე (სადმე) დამპატიჟა, თავს ვალდებულად ვგრძნობ, რომ მომავალში მეც უნდა გადავუხადო.. ნუ, ახლა ყველა შემთხვევას არ ეხება რათქმაუნდა, მაგრამ უმეტს შემთხვევაში, IMHO, ასე გამოდის... ისე კი, ასეთ შემთხვევაში, ვიზეთები, უარს ვამბობ, რამეს ვიგონებ (თუ ადამიანი, რომეიც მეპატიჟება, ძან ახლო არაა), ვუბოდიშებ.., ნუ ვცდილობ, რომ დაპატიჟება ავირიდო... გამოგიტყდებით და უფრო იმიტომ რომ იქეთ დაპატიჟების ზურგი (უი, კინაღამ სხვა დავწერე ) არა მქვს... -))
-
მე ერთნაირად არ მიყვარს, როგორც გაუპარსავი სიარული, ისე გაპარსვის პროცესიც..
-
კარგია.., მაგრამ მე მაინც უფრო ორიგინალი მომწონს - http://www.youtube.com/watch?v=42MAk4_DBFc
-
მე ავიჩემე - ენიო მორეკონე... -))
-
არაფრის, რას ამბობთ..