ამაში საგანგაშო არაფერია, ეს უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობაა... არამგონია მე "შემთხვევითობის მომხრე" ვიყო... შემთხვევით არაფერი ხდებაო, იტყვიან... და მე ამ ფრაზას ვეთანხმები (მაგრამ დარწმუნებული მაინც არაფერში ვარ)... უბრალოდ გააჩნია ვის როგორ ესმის ეს... და მგონი, ეს უკვე სხვა საკითხია... და ის რომ გონი სამყარომ შექმნა, როგორც სხვა დანარჩენი ყველაფერი, ამაში მე, პირადად უცნაურს ვერაფერს ვხედავ... უბრალოდ, ადამიანი "ეგოა" და ამ "ეგო"-დან გამომდინარე, ქვეცნობიერად, თავისი თავი ყველაზე უფრო სრულყოფილ არსებად მიაჩნია სამყაროში... ამიტომ მან ისე წარმოიდგინა, რომ გონი ისევ თავის მსგავსმა (ანუ, კი - პრიქით, რელიგიურად ადამიანია ღთვის მსგავსი, მაგრამ აქ ახლა, ეს არაა მთავარი) არსებამ შექმნა... და სხვანაირი (ასე ვთქვათ) შემქმნელი ყოველივე ამისა, წარმოუდგენლად მიაჩნია... და რადგან ის (ადამიანი) გონიერია.., გონია (დააკვირდი სიტყვა - გონიას,) რომ გონის შემქმნელიც იმის მსგავსი უნდა იყოს... მაგრამ საქმეც იმაშია, რომ IMHO, ჩვენი გონი მხოლოდ მგონიაა... ყველას თავისი გონია... ჭეშმარიტება კი ერთია და საქმეც იმაშია იმ ერთ ჭეშმარიტებამდე, ჯერ ვერცერთმა "გონიამ" (გონმა) ვერ მიაღწია.. ;) ეს უბრალოდ ჩემი აზრია და იმედია ისე არ გამიგებ, რომ შენ (ან ვინმეს) რწმენას ცუდად ვეხები..