Jump to content
Planeta.Ge

De Niro

პლანეტელი
  • პოსტები

    222
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი De Niro

  1. DonCaredo კაი ნუ დაიჯერებ. არც მე არ მომწონს, ძაღლებს კი არ ვვექილობ უბრალოდ მანდ ნაღდად უბედური შემთხვევა მოხდა ასეა ეს.
  2. DonCaredo ძალიან დიდი პრობლემები არ შეგექმნება, არ ხდება რა ესე ჰაერზე, მაგ შემთხვევაში დაადგენენ სიკვდილის გამომწვევ მიზეზს და თუ ამ მიზეზში შენი ბრალეულობა არ გამოიკვეთა არანაირი პრობლემა არ შეგექმნება, დაკითხვებზე გარბენინებენ და ოდნავ უსიამოვნო პროცესია სანამ სიმართლე გაირკვევა თორემ სხვა დანარჩენი რომ ვიღაცამ რაღაც დაგაბრალოს და ა.შ ეგ გამორიცხულია. ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმღებლობას ვერ აიღებს პოლიცია ვერც ზავიძენიაში და ვერც ზავიძენიის გარეთ. თვითონ არ იძიებენ, გენ ინსპექცია ან და პროკურატურა იძიებს ასეთი ტიპის შემთხვევებს. მედია და არასამთავროები არ არიან სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად მათი გამოძიების პროცესში ჩართვა არასავალდებულოა, ისე თუ საჭიროდ მიიჩნევს გამოძიების მწარმოებელი ორგანო ჩართავს კიდეც ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებისა და გამოძიების გამჭვირვალობის მიზნით. რა უნდა დაამტკიცონ? რომ კაცს გული არ გაუხეთქეს ეეს? კაი რა რეებს წერ. ისე სიმართლე რომ გითხრა ვინმე დაიჯერებს თუ არ დაიჯერებს ეგეც მაგრად კიდიათ დამჯერებელიც და არ დამჯერებელიც, აქ საქმე იმაში კი არ არის რომ ვიღაცა რაღაცას არ დაიჯერებს ან დაიჯერებს, აქ საქმე იმაშია რომ პოლიციაზე გაბოროტებულმა კაცმა არარსებული ჭიანჭველიდან სპილო არ უნდა გამოძერწო, ობიექტურად უნდა შეხედო საკითხს.
  3. DonCaredo არ მიწყინო მაგრამ რეალობისაგან ძალიან შორს ხარ, რა კახა თარგამაძე? რის ძაღლების გამპრავებლები? რა სჭირს გირის პოლიციის უბნის ინსპექტორ გამომძიებელს გასაპრავებელი? შენ რომ კაცს ელაპარაკებოდე და უეცრად მოკვდეს, რა მუხლი უნდა წაგიყენონ ბრალდებად? ჯერ არ არსებობს ისეთი დანაშაული შიშით გულის გახეთქვაზე რომ სჯიდნენ ვინმეს, ვთქვათ და მართლაც ანერვიულეს შეაშინეს ამასაც დაარტყა ინფარქტმა და მოკვდა მიეცი აბა იურიდიული კვალიფიკაცია ამ მოქმედებას რა მოხდა რომელი დანაშაული მოხდა? არ არსებობს ასეთი დანაშაული, ეგრე ყველა ინფარქტის შემთხვევისას ვიღაცის დანაშაულში დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ აბა დანაშაული? მოხდა უბედური შემთხვევა და რა საჭიროა ამ ამბის ასე გაფეტიშება, გასაგებია რომ პოლიცია არ მოგწონთ გასაგებია რომ ძაღლების დედას ################## და ასე შემდეგ გაგებები მაგრამ რეალობის შეგრძნება არ უნდა დაკარგო ეს არის მთავარი.
  4. DonCaredo იფიქრე რაც გინდა ეს შენი უფლებაა, ფიქრს არავინ ზღუდავს, საქმე იმაშია რომ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს კაცის ფიქრიც და სიტყვაც, კამერებს რაც შეეხება როგორც ვიცი ამ შემთხვევაზე წინასწარი გამოძიებაა დაწყებული, გაარკვევენ და დაადგენენ რა და როგორ მოხდა, ინფორმაცია კი საჯაროა, გამოძიების დასრულების შემდგომ თავისუფლად შეგიძლია მოიძიო, თუ გაინტერესებს და გაეცნო, მე არ გამოვრიცხავ, რომ ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად დაემართა მაგ ადამიანს გულის შეტევა, გარემო პირობებმა იმოქმედა და ხელი შეუწყო ინფარქტის განვითარებას, მაგრამ იმაში პოლიციის დადანაშაულება რომ კაცს გული გაუხეთქეს არის აბსურდული, როგორ წარმოგიდგენია აბა? მივიდა ეს კაცი განყოფილებაში, იქ დახვდა მონსტრი ინსპექტორი შეხედა და შიშით მოკვდა? ამას რა გაპრავება უნდა? ამბავი ტრაგიკულია და უბედური შემთხვევა მოხდა, თუ ვინმეს რაიმე ბრალი მიუძღვის ამ ადამიანის სიკვდილში ნუ იღელვებ, მგლებივით არიან გენ ინსპექტიიდან დაწყებული პროკურარტურით დამთავრებული ყველანი, გგონია დაინდობენ პოლიციელს ან ხელს დააფარებენ? გასაწირი ნახონ ვინმე და თავად საკუთარი კოლეგები დააჭერენ მაზოლზე ფეხს. ასე ხდება რეალურად. ყველა ერთის წინააღმდეგ გაერთიანდება მგლებივით და გაწირავენ საბაბს ეძებენ რომ საკუთარი კოლეგა ჩაძირონ და საბაბი თუ მიეცათ ხელიდან არ გაუშვებენ ამას. ანდაზა ხომ გახსოვს ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო, ეს ანდაზა წარსულს ჩაბარდა. დახევს კი არა დაგლიჯავს.
  5. laci ვის გაუხეთქეს გული გენაცვალე და ვინ გაუხეთქა? უბნის ინსპექტორმა გული გაუხეთქა კააცს? აბა ეხლა მითხარი აი ეს სასაცილო ხოა? სატირალი რომ არ იყოს? მაგ პიროვნებას ალბათ ადრეც აწუხებდა მსგავსი შეტევები გულის დაავადება და ტრაგიკული შემთხვევა მოხდა რა, ამ ამბის იმ კონტექსტში წარმოჩენა რომ ბუა უბნის ინსპექტორმა საწყალ უმწეო კაცს გული გაუხეთქა მაპატიეთ და სრული აფსურდია.
  6. Patton მოიცა შეურაცხყოფას რატომ აყენებ? კაცმა გითხრა რომ თუ სურვილი გაქვს ჩაერთო დისკუსიაში და შენი სიმართლე (ან საკუთარი აღმსარებლობის) არგუმენტირებულად დაასაბუთო, შენ კიდევ ეგრევე ვილკებს იყრი, ეს რამე ახალი სტილია? შეგიძლია ამის ქნა? აგერ კლავიატურა და აგერ ფორუმი. არ შეგიძლია? დამცირება და შეურაცხყოფა ყველას შეუძლია რა არაა?
  7. dire რა თქმა უნდა შედარებული მაქვს, აბა წინააღმდეგ შემთხვევაში რად დავწერდი იმას რომ არ შეესაბამება? სურვილი თუ გაქვს და ივრითი იცი წერა კითხვის დონეზე თორისა და თანახის ელექტრონულ ვერსიას დავდებ და თავად შეადარე, გინდა მთაწმინდელის, გინდა კიკნაძისა და სონღულაშვილის, გინდა ბაჩანა ბრეგაძის თარგმანს და ძალიან ბევრ ცდომილებასა თუ განზრახ დამახინჯებულ ციტატას ამოიკითხავ. ეგრევე პიროვნულ შეურაცხყოფაზე რომ გადახვედი ეს ხო იცი რომ არგუმენტების არ ქონის ბრალია? სად ვცრუობ აბა? მაშინ როდესაც თავად მართლმადიდებელი მოძღვრები აღიარებენ რომ ჩემს მიერ ზემოთაღნიშნული ციტატები მე-17 საუკუნეში ესპანელი როზენკროცერის ჩამატებულია სამების დოგმატის სწავლების გასამყარებლად? ისე ერთს გეტყვი ჩემთან ამ ენაზე საუბარი არ გინდა რა, ეს იაფფასიანი ტინგიცობები ჩემი სტილი არ არის თუ არგუმენტირებული მსჯელობა შეგიძლია საწინააღმდეგო დაამტკიცე. მანამდე კი ფაქტი ის არის რომ განზრახ თუ მთარგმნელთა დილეტანტიზმის გამო ზემოთაღნიშნული თარგმნები არ შეესაბამება დედნისეულ წყაროს, არ შეესაბამება და ჩემი ბრალია? ეს იმათ უნდა მოკითხოთ ვინც განზრახ დაამახინჯა და კიდევ იმათ ვისი შეკვეთითაც დაამახინჯეს.
  8. dire როგორ საოცრებებს? ფაქტია რომ მართლმადიდებელი ეკლესიის კურთხევითა და დაკვეთით შესრულებული არც ერთი ქართულენოვანი თარგმანი მთაწმინდელისა და მცხეთის ოთხთავის ჩათვლით არ შეესაბამება ბიბლიის დედნისეულ ტექსტს, არც ივრითულ და არამეულ წერილებს და არც ბერძნულენოვან ე.წ კოინეზე შესრულებულ წერილებს, შესაბამისობას აღარავინ ჩივის შეგნებულად არის დამახინჯებული, მაგალითად იმ მოტივით რომ გაემართლებინათ არაბიბლიური სწავლება სამების დოგმატისა თავხედურად ჩაამატეს ახალი აღთქმის წიგნებში შემდეგი შინაარსის ციტატა "სამნი მოწმობენ ცაზე, მამა, ძე და სულიწმიდა და ეს სამი ერთია" ეს ერთი მაგალითი საკმარისია თუ გავაგრძელო? გარდა ამისა უტიფრულად არის დაფარული ღვთის უზენაესი სახელი იჰვჰ და ჩანაცვლებულია სიტყვა უფლით. კრიტიკა შორს წაგვიყვანს და მაგალითთა განხილვა, სიმართლე მწარეა მაგრამ სიმართლეა, მართლმადიდებლებმა საკუთარ ცრუ და არაბიბლიურ სწავლებას თვითნებურად მოარგეს ღვთის სიტყვა, ანუ დაამახინჯეს უფლის სიტყვები, ეს სხვებმაც ქნეს და მარტო მართლმადიდებლებს არ უქნიათ, მაგრამ ვინაიდან ამ თემის სათაურია: " რატომ არ შეესაბამება მართლმადიდებელი ეკლესიის ბიბლია დედნისეულ ტექსტს?" შესაბამისად ვუპასუხე: და ვინ მასწავლა და სად ვისწავლე თუ როგორ, ამას არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შემდეგი: "მართლმადიდებლებმა დაამახინჯეს ბიბლია"
  9. ეს ყოველივე გასაგებია, ხორციელი სიამე რომ სულიერ განვითარებას გამორიცხავს ვიცი, სწორედ ამიტომ შევეკითხე ღმერთს რა მოხდებოდა, მიგვეღო ხორციელი სიამოვნებანიც, მაგალითად სიმდიდრე, ფუფუნება, სექსი მოწონებულ პარტნიორთან, ალკოჰოლი და ა.შ რაც სიამოვნებს ადამიანს და თან ამავდროულად სამოთხე გვქონოდა გარანტირებული. მე დავსვი კითხვა ეს ორი ერთად რატომ არ შეიძლება, რომ არ შეიძლება ეგ მეც ვიცი.
  10. მართლმადიდებელი ეკლესიის კურთხევით შესრულებული ბიბლიის თარგმნები იმიტომ არ შეესაბამება ბიბლიის დედნისეულ ტექსტს რომ მერე თავად მართლმადიდებლურ დოგმატებთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში.
  11. ღმერთო, რატომ არ შეიძლება ხორციელი სიამეებითაც დავტკბე და ჯილდოდ სამოთხე მივიღო?
  12. სამების დოგმატი რომ სრული მარაზმია ამას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება, რაც შეეხება სულიწმინდის ძალად წარმოჩენას ეს ასეა უპიროვნო ძალაა ასე ვთქვათ ენერგია, მაგრამ აქვე ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია გასათვალისწინებელი ეს ძალა გონიერია და ყოველივე მისით შეიქმნა.
  13. აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ დაიბრუნებს, ეს ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს ხალხმა, თავისუფალმა, ღირსეულმა, ბრძოლისუნარიანობის მქონე ხალხმა და არა წაკუზულმა, დაჩაგრულმა, შეშინებულმა და ნამუსახდილმა რემამ, რომელსაც საზოგადოებას მხოლოდ იმიტომ უწოდებენ რომ გარეგნულად წააგვანან საზოგადოებას. ის ვინც პირველი დაიწყებს საუბარს ხელისუფლებიდან მოლაპარაკებებზე, შეთანხმებებზე, აღიარებაზე და ა.შ იქნება საქართველოს უპირობო მტერი ამ იდეებს არანაირი გამართლება არ აქვს, როგორ მე ორივე ფეხი დავკარგე იმის გამო რომ მომავალ თაობას გაერთიანებულ საქართველოში ეცხოვრა და შენ: mama იმის გამო რომ რუსეთში ნატაშა მოტყნა მზად ხარ აღიარო სეპარატისტების დამოუკიდებლობა? ვინც ამას იზავს სახელისუფლებო დონეზე ის გახდება ჩემი და ჩემი თანამებრძოლების სამიზნე, ჩვენს სამიზნედ ყოფნას კი არავის ვურჩევ.
  14. Nukriko საქართველოზეა ეგ სტატია? რაღაც ნიუანსები მეცნობა.
  15. laci ეს გინდ გააუქმე გინდ არა, მაინც არაფრის მომცემი არ არის .. არის 500 შეიარაღებულ კაცს სამთო პირობებში სანამ ძირითადი არმია მოვა ადგილამდე შეუძლია კარგა ხანს შეაჩეროს იერიში, ოსები 3000 კაცამდე აპირებდნენ სამხედრო კონტინგენტის გაზრდას რუსეთის ბიუჯეტის ხარჯზე მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რუსეთს თავისი ჯარისკაცები ბომჟებივით დაყავს, შიმშილით სულს ხდის და ეხლა ოსი გეჩე ხისთავიანი კუდარცების შესანახი თანხის გამოყოფაზე დიდად არ გაიცხელებს თავს. ოსებს მგონი საზღვაო ძალებიც ჰყავთ და წყალქვეშა ფლოტიც. ომის დროს უნდა გესმინა მაგათი სიხშირისთვის სიცილით გაიგუდებოდი.
  16. laci წინ არ უნდა დააყენო. უკან მხოლოდ და მხოლოდ უკან.
  17. Siknadmo Siknadmo დღეს დღეობით საქართველოს არ გააჩნია სხვა გზა, სხვა ხსნა, სიტუაცია დაახლოვებით ისეთია როგორც 2 საუკუნის წინ იყო ან ირანი ან რუსეთი დღეს იგივე ხდება ან ამერიკა ან რუსეთი. ეს ყოველივე ხალხის გადასაწყვეტია ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა ჯერი ხალხზეა. პოზიცია კი ყოველთვის ცალსახა უნდა იყოს, ეგრე არ არის ამერიკიდან შემოსული გრანტებით რომ რუსეთში იგულაო ან რუსული ტანკით ამერიკას შეუტიო. რუსები უბრალოდ გადამგდებები არიან არ არიან საკუთარი სიტყვის შემსრულებლები, ირანსაც ეგენი აქეზებენ, ანდაზა ხომ გაგიგია "წააქეზეს მურია შეაჭამეს მგლებსაო" აი ეს მურიაა დღეს ირანი.
  18. dire და ის რომ ხალხი აღარ დარბის პლაკატებით "რუსეთი მეგობარია" უბრალოდ მკაფიოდ გაიმიჯნა რომ მტერია აი ეს. თემას რაც შეეხება არსი მდგომარეობს იმაში რომ ოსებმა ამ ე.წ "დამოუკიდებლობიდან" ერთადერთი რაც მიიღეს ეს არის 350 კაციანი ბანდა რომელსაც უბრალოდ სირცხვილია არმია უწოდო. ყველა "სიკეთესთან" ერთად მათი როგორც ეთნიკური წარმონაქმნისთვის ეს იყო საბოლოვოდ თავს ლაფს დასხმა რუსეთის მხრიდან. ფულს არ აძლევს რომ ხალხმა ისულდგმულოს, დანგრეულ შენობებსა და საცხოვრებელ სახლებს (რომელიც სხვათაშორის მათსავე ავიაციამ დაანგრია) არ აღადგენს და ხალხს ნანგრევებში უწევს ცხოვრება. გასაძარცვი რაც იყო გაძარცვეს, გამოსახრავი რაც იყო გამოხრეს, აღარ დარჩათ არანაირი რესურსი საარსებოდ, ცხინვალი მათთვის სამხედრო პლაცდარმად გადაიქცა, ეს კი არ მოწონთ ოსებს, მათ ეგონათ რომ რუსეთის სამხედრო ნაწილების სამაჩაბლოში ყოფნის სანაცვლოდ ისინი მატერიალურ უზრუნველყოფას მიიღებდნენ რუსეთისაგან, მაგრამ მწარედ შეცდნენ, ეხლა ნახე როგორი სიტუაციაა? რუსეთიდან არაფერი შეაქვთ საქართველოდან ვერაფერს იღებენ და დარჩა ეს ერთი მუჭა ხალხი მოქცეული ორ სახელმწიფოს შორის მშიერი დანგრეულ ჭერქვეშ, ამით ისინი ოსებს აიძულებენ მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა აიყარნენ საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან და რუსეთის ტერიტორიაზე გადასახლდნენ ამ შემთხვევაში ვლადიკავკაზში არადა მიიღებს მათ რუსეთი სულ 5000 მდე ადამიანი ცხოვრობს ცხინვალსა და მის შემოგარენში ეს რაოდენობა რუსეთისთვის არაფერია მოსკოვში 1 უნივერმაღში ყოველ დილით მილიონი ადამიანი შედის და გამოდის. ანუ ხდება რაა? აი ეს: "ჯერ ჯერობით ასე თამამად ვერ აცხადებს რუსეთი სამაჩაბლოს საკუთარი სახელმწიფოს საზღვრად და აიძულებს ოსებს ან მიმართონ რუსეთს თხოვნით რათა ეს დე ფაქტო არაღიარებული "სახელმწიფო" შეიერთოს და გამოცხადდეს პირდაპირ რუსეთად და არა ოსეთად და ასე შემდეგ, ან კიდევ აიძულებს დაცარიელდეს ეს მხარე მოსახლეობიდან და იქ დარჩეს მხოლოდ მათი ბაზა ე.წ "ვაენი გარადოკი" და ერთი კარუსელი ცხინვალის ვაგზალზე მეტი არც არაფერი არ აქვთ", იგივე სიტუაციაა ოდნავ განსხვავებული აფხაზეთშიც. მათი შეიარაღებული ძალების 350 კაცამდე შემცირებით კი პირდაპირ დასცინის ოს ხალხს. GeoStream რაც არ უნდა იყოს შენი გაღიზიანების მომენტს ვერ ვხვდები რატომ გაქვს ასეთი რეაქცია? "მნიშვნელოვან" მოვლენებზე უკვე არის გახსნილი თემები და საუბრობთ ხო? თუ "უმნიშვნელო თემაში" პოსტვა არ გინდა გაძალებს ვინმე? ანუ ამბობ რომ პრესა.ჯი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს? არ არის ასე, დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია რომ იყოს პრესა.ჯის მხოლოდ ქართველები არ კითხულობდნენ და ატყდებოდა ეგრევე საპასუხო წერილები მათ საინფორმაციო საშუალებებში. ამის გამკეთებლები ყოველთვის გამოჩნდებიან. "მკრთალ ნიუანსს" რას ეძახი? მასხარად რომ იგდებს რუსეთი ოსებს ეს მკრთალი ნიუანსია? შეიძლება შენთვის ასეც არის მაგრამ იმათთვის ვისაც რუსეთს უნდა რომ აჩვენოს ის რომ თითქოსდა რუსეთი ამ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია არ არის მკრთალი ნიუანსი, ეს ერთი ფაქტი, აგერ მეორე ის რომ შიმშილით სული სძვრებათ, მესამე, მეოთხე და ეს ფაქტები აჩვენებს მსოფლიო თანამეგობრობას შემდეგს: " არანაირი კეთილი სურვილები და ასე შემდეგ რუსეთს არ გააჩნია ამ რეგიონში"
  19. GeoStream საცოდავია თუ უბედური საინტერესო ინფორმაციას გადმოგვცემს. კარგი აწი რაიმეს დადებს თუ დავაპირებ ჯერ შენთან გავივლი ცენზურას. აბა შენ თუ ნებართვა არ გაეცი ისე როგორ გავბედავ რაიმეს გამოქვეყნებას. აბა რაა აბა რაა.
  20. რუსეთი „დამოუკიდებელ“ ცხინვალს „არმიას“ უუქმებს. მოტივი - ფინანსების არქონაა. ორივე ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ადგილობრივი „შეიარაღებული ძალები“ ის მიმართულებაა, რომელშიც მოსკოვი ფულის ჩადებას და განვითარებას არასოდეს ჩქარობდა. ამჟამად ისევ დადგა „სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების“ შემცირების საკითხი. რასაკვირველია, არც მანამდე კოკოითს და მით უმეტეს, ამჟამად, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს არავინ ჰკითხავს, რა ოდენობაზე უნდა დავიდეს ადგილობრივი „არმია“. უკვე ცნობილია, რომ მოსკოვმა მიიღო გადაწყვეტილება და ოსურ ჯარს 350 კაცამდე შეამცირებს. თუმცა მრავალრიცხოვნობით ვერც შემცირებამდე დაიკვეხნიან. ამ დროისთვის, ცხინვალის „შეიარაღებულ ძალებში“ 500-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი ირიცხება, თანაც ისე, რომ ყველა სახეობის საჯარისო შენაერთი ჰყოლიათ. ოსებს, ისედაც არარსებული არმიის კიდევ უფრო შემცირების იდეა არ მოსწონთ. როგორც ამბობენ, ის, რომ მათი „შეიარაღებული ძალები“ დღემდე 500-კაციანი შემადგენლობით შენარჩუნდა, ედუარდ კოკოითის დამსახურება ყოფილა, მაგრამ „ვინ დაიცავს ახლა სამხრეთ ოსეთის ინტერესებს?“ -კითხულობენ ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც საკუთარ თავსაც არ უმხელენ, რომ რუსეთის მიერ ბოძებულმა „დამოუკიდებლობამ“ ასეთი სამწუხარო შედეგები მოიტანა. ცხინვალში თავის დამშვიდებას ცდილობენ: ყველა ქვეყანა ვერ აძლევს თავს უფლებას, მატერიალური მიზეზების გამო, საკუთარი არმია ჰყავდეს და ამის მაგალითად, პარტნიორი ნაურუ და სოლომონის კუნძულები მოჰყავთ. ცხინვალის რეგიონში „ზევიდან“ მისული ბრძანების საფუძველზე, მოსახლეობიდან იარაღი რამდენჯერმე ამოიღეს. უცნობია, დაგეგმილია თუ არა ეს ამჯერადაც, მაგრამ ოსები შეახსენებენ „ვისაც ჯერ არს“, რომ „ოსისათვის სახლში იარაღის ქონა ეროვნული თავისებურებაა“ და რომ საქართველოსთან ომის შემთხვევაში, ვინ არის რუსი, როცა წინა პოზიციებზე ოსები გარბიან… „და ვინ გამოიჩინა ბოლო წლებში გმირობები და ვინ შეინარჩუნა მამული და ხალხი?“ - ასეთ კითხავს სვამენ ცხინვალის „არმიის“ გულშემატკივრები. გამოსავალს მოუძებნიან. რუსეთმა მოახერხა ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობას დღეს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და თუ ოსებს მაინცდამაინც მოუნდებათ ჯარში სამსახური, ამ მოთხოვნილებას რუსულ არმიაში დაიკმაყოფილებენ, მაგრამ რითიღა იიმედოს თავი „სამხრეთ ოსეთმა,“ რომ „დამოუკიდებელია“? ადგილობრივებს არავინ ეკითხება, ვინ სურთ ლიდერად, კრემლიდან მისული „ბრძანებების“ შეუსრულებლობის შემთხვევაში, სპცოპერაციებს უტარებენ, მოსკოვიდან გამოგზავნილ ფულს ისევ მოსკოველი ჩინოვნიკები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ადგილობრივი კადრები ინაწილებენ… რაღა დარჩა იმისგან, რასაც სუვერენული სახელმწიფოს უფლებები ჰქვია? საკუთარი შეიარაღებული ძალებიც ხომ დამოუკიდებელი ქვეყნის ერთ-ერთი ატრიბუტია. 350-კაციანი ჯარი კი გინდ გყოლია და გინდ არა, ეს ის რაოდენობა არ არის, რაც ოსების ამბიციებს დააკმაყოფილებს. მით უმეტეს, თავადვე აღიარებენ, რომ „ქვეყანა საკუთარი შეიარაღებული ძალების გარეშე არასრულფასოვანი წარმონაქმნია“, რომლად ქცევასაც, რუსეთი, ცხინვალის რეგიონს უპირებს. http://presa.ge/new/index.php?m=politics&AID=13242
  21. Lo Janko დააციტირე აბა ჩემი პოსტი სადაც მიწერია რომ აშშ-ს დახმარებით გააკეთეს? დახმარება სხვადასხვა სახისაა, მათ შორის ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური. ეკონომიკურ დახმარებაზე დაფინანსებაზე მქონდა საუბარი. რატომ გგონია რომ ეს ყველაფერი არ ვიცი მიცნობ? იმ დროისთვის არსებობდა საპირწონე სისტემა სახელად საბჭოთა კავშირი რომელიც პირველი შეაკავებდა ჩინეთის აგრესიას იმ შემთხვევაში თუ ამ უკანასკნელთა მხრიდან რაიმე ექსცესს ექნებოდა ადგილი, იმ დროისთვის ჩინეთი მიუხედავად იმისა რომ კომუნისტური მმართველობის რეჟიმის მქონე რესპუბლიკა იყო #1 საფრთხეს პირველ რიგში საბჭოთა კავშირისთვის წარმოადგენდა, ვინაიდან მათ ხელისუფალთ ცოტა განსხვავებული ხედვები და გეგმები ქონდათ, მეორე მსოფლიო ომის დროს 1943 წელს ამხანაგ სტალინთან მიღებაზე იყო ჩინეთის რესპუბლიკის კომ პარტიის დამფუძნებლები ჩენ დუსიუსი და ლი ლისანი მათ ამხანაგ სტალინს შესთავაზეს ასეთი რამ: ჩინეთის კომ რესპუბლიკა შევიდოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმ შემთხვევაში თუ სტალინის გარდაცვალების შემთხვევაში საბჭოთა კავშირს სათავეში ჩაუდგებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მომავალი ლიდერი მაო ძედუნი . სტალინმა წიხლის კვრით გაყარა კაბინეტიდან ორივე და მაოს გადასცა ტაკუნები დაეყენებინა. ძალიან გთხოვ მე–20 საუკუნის მსოფლიოს 21–საუკუნის მსოფლიოს ნუ ადარებ იმ დროს არა მარტო ჩინეთი არამედ მთელი ევროპა, იაპონია, კორეა, საბჭოთა კავშირი და აშშ–ც გადაგვარების ზღვარზე იყო. ძალიან მძიმე საუკუნე იყო. სიტყვა დემოკრატიას მხოლოდ ბერძნულ ლექსიკონებში თუ ამოიკითხავდი. ისტორია დაგავიწყდა თუ შეგახსენო? გგონია არ გაიმეორებენ იმას რასაც ათასწლეულების განმავლობაში გვიკეთებდნენ? ირანს რომ საშუალება მისცე სასომხეთსა და საქართველოს 2 კვირაში საკუთარ გუბერნიებად გამოაცხადებს ჰაა ჰაა შეიძლება აზერბაიჯანს შეღავათი მიცეს, რა გინდა რუსეთმა და ირანმა გაწიწკნონ შუაზე საქართველო? სააკაშვილზე დაბოღმილობით შეიძლება ადამიანმა რელიგიურ ფანატიკოსებს დაუჭიროს მხარი? საშიშია მაგათ ხელში ატომური შეიარაღება ეს გაიგე, მარტო ირანის ხელში კი არა ზოგადად მუსლიმანური სახელმწიფოების ხელში, იქ სადაც ქვეყნის კონსტიტუციას ხალხის ნება კი არა შარიათი აყალიბებს როგორ გინდა რომ დემოკრატიულ პრინციპებზე ისაუბრო? გეთანხმები არის, მაგრამ შენ იცი ირანის ხელისუფლების სამომავლო გეგმები? რუსეთს კიდია, რუსეთს აქვს გარანტიები რომ ირანი მას ვერაფერს დაუშავებს და გინდაც გადაწყვიტოს დაშავება გაუმკლავდება, ჩვენ გვააქვს ამის გარანტიები? ჰაერში გამოკიდებული მეკავშირეების გარეშე დარჩენილი ქვეყანა რომ ვართ რა ვერ ხვდებით? მტრებით გარემოცვილი? ატომურ ბომბს საქართველოზე არავინ არ გააფუჭებს, მითუმეტეს გვერდით რუსეთია, რად გვინდა ატომური ბომბი, ირანის ავიაციას გავუმკლავდებით? მაღალი სიქუსტის რაკეტასაც არ გაიმეტებენ ჩვენთვის, ორ ტაშტს ააფრენენ და მშვიდობით საქართველოვ. Siknadmo მე–19 მე–20 საუკუნეებში სხვა პოლიტიკური ვითარება იყო და იმ დროს საჭიროება მოითხოვდა ასეთ ნაბიჭებს.
  22. FRIDRIX კაი გაატარე არაფერი გჭირს. კი, თავს ვერ დაანებებ, გააჩნია რომელ რაზმში მსახურობ. კარგია თუ ასეა. მერე რომელ ჯარისკაცს უხაროდა იქ საკუთარი ხალხის ცემა? შენ რომ აქციის დაშლას ეძალი აბა ეხლა სამოქალაქო საზოგადოებას კითხე რას ეძახიან? არანაირად, ხელისუფლებისთვის, ქვეყნის სამსახური ცოტა უფრო სხვა რაღაცაა, როდესაც გარეშე მტერს უპირისპირდები საკუთარი ხალხის რტყმევა არ არის ქვეყნის სამსახური. ხუმრობასაც ვერ მიმიხვდი, მე არ ვსაუბრობდი რუსული წარმოების იარაღის ამერიკულით ჩანაცვლებაზე.
  23. Siknadmo ჰო და მაგას ვიძახი მეც რომ ჩინელებთან დიალოგი შესაძლებელია, მშრომელი და შეგნებული გაწონასწორებული ხალხია ძალიან ჭკვიანი და ფანატიზმის გარეშე, ღირსებისა და მოვალეობის გრძნობით ამიტომაც დაეხმარა აშშ და ამიტომაც გააჩნია ატომური იარაღი და თან აქ საქართველოში და არც სადმე სხვაგან არავინ ნერვიულობს ჩინეთი რომ ფლობს ამ იარაღს, აი ირანელებთან დიალოგი შეუძლებელია. ქვეყანაში სადაც ჯადოქრობისთვის სიკვდილით სჯიან და თუ მრწამს შეიცვლის მოქალაქე ქვეყნიდან აძევენებ, რომელ დემოკრატიულ პრინციპებზეა საუბარი? ერთი დიდი ღობე უნდა შემოაკრა გარს და საგიჟეთი დააწერო 40 გრადუს სიცხეში რომ ჩადრიდან თვალების მეტი არაფერი უჩანთ და სანამ კაცები საუზმეს არ მოათავებენ ქალს რომ საჭმლის ჭამა ეკრძალება ესეთი ყაიდის ქვეყანა არ არის ღირსი ასეთი დონის ნდობის გამოცხადებისა. Anima Libera ლინკი გახსენი და დევს.
  24. დაჩი მაგ ლოგიკით პირველ რიგში ჩინეთის წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო.
  25. FRIDRIX მე თუ შენთვის რამის სწავლებამ მომიწია შენ ღმერთმა დაგიფაროს. უშიშროების ჯარში მსახურება და სპეც დანიშნულების რაზმში სამსახური სხვადასხვა რამეა. უნდა იყოს. ამის შანსიც აქვთ. ჩემთვის 15 წელი ჭაობი იყო რომელსაც მოფერებით ქვეყნის სამსახურს ეძახიან და შენთვის სამყაროს ვარდისფერ ფერებში აღმქმელი "უშიშროების ჯარში 1 წლიანი სტაჟის მქონე რიგით ჯარისკაცად მომსახურე კაცისთვის" უკვე გასაგებია რატომაც არის "ქვეყნის სამსახური" კაი გააგრძელე 15 წლის ბავშვების დამოძღვრა, ჰო ისა კალაშა ავპ–ზე როგორ გადაცვალონ F1-ით მაგის სწავლება არ დაგავიწყდეს.
×
×
  • შექმენი...