Jump to content
Planeta.Ge

De Niro

პლანეტელი
  • პოსტები

    222
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი De Niro

  1. აზრი ჰო არ იციან, თანამედროვე თარგმნები იციან საიდანაც ითარგმნა, მაგრამ მთაწმინდელმა საიდან თარგმნა ეგ არავინ არ იცის.
  2. აზრი მე თუ მკითხავ ამ თემის წამოწევას არ აქვს საერთოდ აზრი, იმიტომ რომ მართლმადიდებლებმა თავადაც კარგად იციან რა, როდის და რატომ დაამახინჯეს, გგონიათ ამ შეხსენებით რაიმე შეიცვლება? არც არაფერი, მაგ კატეგორიას ხალხის მასისა სურს ცდომილებაში ყოფნა და არიან კიდეც, უბრალოდ საწყენია ადამიანი იძახდე ჩვენთან არს ღმერთიო და იღლიაში კი დამახინჯებული ბიბლია გქონდეს ამოჩრილი.
  3. აზრი რა თქმა უნდა ასეა, როდესაც ადამიანს ჭესმარიტი ღვთის სიტყვის ნაცვლად ყურისსაამებელი ზღაპრების მოსმენა ახალისებს, ეს ზღაპრები მეზღაპრეთაგან უნდა მოისმინოს.
  4. lasha kakauridze ამას: 27. რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას.
  5. DonCaredo ხა ხაა მაგარი კაცი ხარ ამდენი ჯერ არ მიცინია, ისე სადღაც მართალი ხარ, ბევრ პოლიციელთან მქონია ურთიერთობა და შეხება სამსახურიდან გამომდინარე და ძალიან განსხვავებული აზროვნების ხალხია, იდეაფიქსს აყოლილი მასა და რაც მთავარია იმის ჯერათ რასაც სჩადიან არადა რასაც სჩადიან ხშირ შემთხვევაში უზნეო უსამართლობაა. კარგი ერთი ის არის რომ დღეს დღეობით აშკარა დანაშაულებზე აღარ და ვეღარ მიდიან ვეღარ ბედავენ მაგრამ ქვეშქვეშობა და მლიქვნელობ-მაბეზღარაობა ისევ შემორჩათ აუცილებელ დამახასიათებელ ატრიბუტიკად. ჰო ძაღლები აგურები და გულები ქურდები ჯვრები და ყვავები)))))))))))))))))
  6. აზრი იეჰოვას მოწმე ხარ? მე იეჰოვა ღმერთის შესახებ ბევრი რამ ვიცი შევისწავლიდი ადრე ბიბლიას მის სიტყვას იეჰოვას მოწმეებთან ერთად ჩემს სოფელში , მაგრამ მერე ომის დროს რო აირია სიტუაცია ყველაფერი გადაწვეს სამეფო დარბაზიც და აქ უკვე თბილისში ვეღარანაირად ვერ მოვახერხე გამეგრძელებინა ურთიერთობა თან პრობლემებიც მაქვს და დამოუკიდებლად განვაგრძობ ღვთის ძიებას.
  7. DonCaredo პაძერჟკას მე სიმართლეს ვაძლევ და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მართალი პოლიციელი იქნება თუ პრისტუპნიკი და გინდაც იმ ქურდული მენტალიტეტით განსაჯე რომლის ასე ვთქვათ გამზიარებლობასაც გატყობ აბა თქვი საქმეში რომ პრისტუპნიკი მტყუანი იყოს და პოლიციელი მართალი ვინ გამართლდება ქურდული დაუწერელი სამართლით? მტყუანი პრისტუპნიკი? თუ მართალი ძაღლი? დროებით მშვიდობიან ძილს გისურვებ.
  8. აზრი ჰო და აბა თუ საშველი აღარ არის შენს პოსტებს რაღა აზრი აქვს?
  9. აზრი არ უნდა მიიტანო გულთან ახლოს ვულგარული გამოხდომები, ვინც ბევრს ნერვიულობს ადრე ბერდება, ვინც ადრე ბერდება მალევე კვდება, შენ შენი გასაკეთებელი და ვალი მოიხადე ღვთისა და კაცის წინაშე და დანარჩენ ღმერთმა იცის.
  10. DonCaredo ეგრე იმ მომენტში თავის დაცვის საშუალება რომ მქონოდა მეც დავიცავდი თავს მაგრამ 4 კაცი რომ გადატენილი ავტომატებით გადგას თავზე და იცი რომ უეჭველი დაგბრიდავენ რამე რომ გააფხაკუნო არა მგონია რამე ქნა და ვერც ვერაფერს იზავ, მერე კი როდესაც დავბრუნდი უკან იმათი საფლავები დამხვდა და ცოლ შვილი კიდე აწიოკებულ გაუპატიურებულიარადა ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული თითოეული მათგანის ოჯახისთვის ყაჩაღები იყვნენ მე აქ თბილისში მაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე და შიდა ქართლის რაიონულ სასამართლოში ვმუშაობდი ადვოკატად, როდესაც დააკავებდნენ ხოლმე ხულიგნობაზე და ქურდობებზე უფასოდ ვიცავდი მაგათ უფლებებს და აი საბოლოვოდ ესე მომექცნენ, მე ვფიქრობ რომ უფალმა იძია შური ჩემი დაჩაგვრის გამო და მე აღარ დამიტოვა შურისძიების საშუალება.
  11. DonCaredo ჰო მაგრამ სანამ ეს მომენტი დადგება მანამდე რომ სხვამ გაანადგუროს რას იზავ? მე მაგალითად ჩემს შემთხვევას მოგიყვები წარმოშვებით გორის რაიონიდან ვარ ომის დროს ჩემი სახლ კარი გადაწვეს ისევ ჩემმა თანასოფლელმა მარადიორებმა და ჩემი საქონელი რაც მყავდა ყველაფერი წამართვეს აბა იმ მომენტში რა უნდა მექნა როდესაც ისევ ქართველი მეზობელი თავზე ავტომატით მედგა და რომც მოვეკალი რუსებს შეეტენებოდათ ჩემი მკვლელობა, მაგათ ეგონათ რომ ეს ომიც წინა ომივით 4 წელი გაგრძელდებოდა და აიშვეს თავისუფლად საყაჩაღოდ, მე ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვედი მანამდე გამოგზავნილი მყავდა ოჯახი აქ ჩემს დასთან მერე მეც წამოცედი ისინი კი ვინც ჩემი სახლ კარი გაზარცვა და ჩემი საქონელი დამიკლა რუსებმა დახოცეს ეხლა გეკითხები რა ვქნა? მე ისევ ეგენი მეცოდებიან სიკვდილისთვის არავინ არ მემეტება.
  12. DonCaredo როგორ არა სამწუხაროდ მყავს კიდევ მტრები. მათი უმრავლესობა კი მდინარემ ცამოატარა, რავიცი საერთოდ მორწმუნე კაცი ვარ, მე ვფიქრობ რომ ჩემი უსამართლოდ დაჩაგვრისთვის უფალმა იძია შური ჩემს გამო. არა ჩვეულებრივი ინდიელთა ანდაზაა, საკმაოდ ბრძნული, მოთმინებას და ცივი გონებით მოქმედებას ასწავლის ადამიანს.
  13. DonCaredo არ ვამტკიცებ არაფერს ხომ დავწერე ზემოთ გამოვთქვამ ვარაუდს რომ უბედური შემთხვევა მოხდა და ამ ვარაუდის საფუძველს მაძლევს ჩემს ხელთ არსებული მიზერული ინფორმაციის ობიექტური ანალიზი, არც იმას გამოვრიცხავ რომ ვცდებოდე და საქმე გაცილებით რთულად იყოს. არსებობს ასეთი ქართული სიტყვა მიტევება ქვია, ეს ხდება იმ დროსა და ისეთ სიტუაციაში როდესაც ძალგიძს მტრის განადგურება მაგრამ უარს ამბობ ამაზე, ეს არ არის ცმორიკობა, ჩმორიკობა ის არის როდესაც ლაჩრობის გამო თავს იკავებ შურისძიებაზე, მაგ ახალგაზრდას კი ცხოვრება წინ აქვს და არ ღირს დარჩენილი წლების ციხეში გატარება. პ.ს ციხეში თუ ხარ ნაჯდომი?
  14. აზრი არ უნდა აღელდე თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ, მშვიდად უნდა მიიღო არსებული ვითარება და ძმური სიყვარულით დამოძღვრო ხალხი, იმიტომ რომ გუშინდელი მაგინებელი სავლე დღევანდელი მოციქული პავლე გახდა და რა იცი რომ იგივე არ მოხდეს და დღეს შენი შეურაცხმყოფელი ხვალ შენი ძმა არ გახდეს?
  15. აზრი მერე მიმართე ადმინისტრაციას არსებული ვითარების შესახებ ჩააყენე საქმის კურსში მოითხოვე "ვაი მოდერატორის" გადაყენება დაკავებული თანამდებობიდან და შენთვის ჩამორთმეული უფლებამოსილების აღდგენა.
  16. DonCaredo ხო და ხომ უნდა დაადგინოს არა ჯერ გამოძიებამ, რომ იმ კაცს რომელსაც გული გაუსკდა პოლიციის განყოფილებაში იარაღის თავზე დადებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და ამის გამო გაუსკდა გული? ასე წინასწარ ჰაერზე დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სწორედ ამიტომაც მიმდინარეობს რომ გაირკვეს ამ კაცის სიკვდილის მიზეზი შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს იმ შემთხვევაში თუ დადგინდა რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით მაშინ პოლიციელის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მუქარის ნაწილში და არა მკვლელობის ნაწილში, ხოლო თუ გაირკვა რომ ვიღაცამ სიტყვიერად შეაშინა, შეაგინა და ამის გამო აღელდა და გული გაუსკდა მაშინ პოლიციელის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, ისე ყველა ვარიანტში გატისკულია ის პოლიციელი სამსახურიდან უეჭველი გაგდებულია სულ 100% ალალ მართალი რომ იყოს. სადავო და რთული საქმეა, ხომ გეუბნები გასარკვევია ბევრი ნიუანსი თუ ასე ზერელედ მიაჩუჩეჩეს საქმე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები იმისათვის არსებობს რომ ობიექტური სინამდვილე გაარკვიოს, ეს ადვოკატს უნდა ექნა და გაესაჩივრებინა, ბოლო ბოლო სტრაზბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომდე შეიძლება სამართალწარმოების აწევა, რაც შეეხება იმას რომ გამოვა და ვიღაცას მუცელს გამოფატრავს ეს უკვე მითოლოგიის სფეროა და ამ მხრივ ბავშის წაქეზება არასწორი საქციელი, რა უნდა დაღუპოთ საბოლოვოდ? თუ ათჯერ ცხოვრობს ამ ქვეყანაზე და ზედმეტი წლები აქვს გასაფლანგი ციხეში? ჩმორიკი რა შუაშია უსამართლოდ თუ დაჩაგრეს ესე რქებით მიწოლა უარესია აქ ცოტა ცივი გონებით და ჭკვიანურად არის საჭირო მოქმედება სამაგიეროს გადახდის ათასი საშუალება არსებობს, მეც მყავდა მტრები და ინდიელთა ანდაზისა არ იყოს საკმარისად დიდხანს ვიჯექი მდინარის პირას სანამ მდინარემ მათი გვამები არ ჩამოატარა.
  17. DonCaredo მაგ ყველაფერს რაც ეხლა შენ დაწერე სახელად ქვია "გამოძალვა" გამოძალვა კი დანაშაულია, ამიტომაც იხდის სასჯელს შენი მეგობრის ბავშვი. მანდ სიცოცხლის მოსპობის მუქარით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებასთან გვაქვს საქმე, ცოტა რღული საქმე კია ისე, გამოძიებას უნდა დაედგინა რამდენად შეესაბამებოდა ეს მუქარა მის რეალურად განხორციელების შესაძლებლობას, მერე უნდა განესაზღვრა გამომძალველის ფსიქიკური დამოკიდებულება ჩადენილი ქმედებისადმი და დამდგარი შედეგისადმი და ა.შ მრავალი ნიუანსია გასათვალისწინებელი.
  18. DonCaredo იმიტომ რომ გულის კუნთის გახეთქვას ბუნებრივი წესით ქვია ინფარქტი, ინფარქტს კი უბედური შემთხვევა. შენ სრული უფლება გაქვს ეჭვი შეიტანო ნებისმიერი პირის მოქმედების კანონიერება არაკანონიერებაში. არ ვამტკიცებ ვარაუდს გამოვთქვამ, ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მე არ ვიკვლევ, მე რომ ვიძიებდე ამ საქმეს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავაშუქებდი გამოძიების მსვლელობას რომ იმ ბნელ ოთახში სადაც კატა არ არის კატის დასაჭერად არ ეწვალათ საზოგადოების ეჭვიან ნაჭილს, საიდან ვიცი და ჩემს ხელთ არსებული მიზერული ინფორმაციიდან და მოვლენების ობიექტურად შეფასების იშვიათი უნარიდან. არ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ მუქარა რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის არ არის განხორციელებული იარაღის გამოყენებით ასე ვიღაც პოლიციელის დაღრიალებაზე ვიღაცის გულის გახეთქვისას არ დგება თქო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. დადგება, ოღონდ არა მკვლელობის არამედ რეალური მუქარის ნაწილში. არ ცადო გინდაც არ მოკვდეს ეს დანაშაულია და თუ გიჩივლეს პასუხს გაგებინებენ. არ დადგება, რატომ არ დადგება ეს რომ აღიქვა იურისტი უნდა იყო, მგლის მიერ დაგლეჯილი ბავშვის გამო მასწავლებელს არავინ დააკისრებს პასუხისმგებლობას. არ ხდება ასე მასწავლებელი არ არის ვალდებული თავის უდანაშაულობა ამტკიცოს ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაუმტკიცონ მას დანაშაული, ამ შემთხვევაში კი დანაშაული მასწავლებლის მხრიდან არ არსებობს, არც მგლის მხრიდან, ასე რომ არ დადგება არავის პასუხისმგებლობის საკითხი, ეს "მასწავლებელი პასუხისმგებელია" შინაურ ხალხურ ამბავში ხოო, მაგრამ იურიდიულად არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. კი ასეა რომც დაადგინონ რომ შეაშინეს და გული გაუსკდა არანაირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება თუ მუქარაში იარაღი არ ფიგურირებს და თუ ფიგურირებს დადგება ოღონდ არა სიცოცხლის მოსპობის არამედ მუქარის როგორც დანაშაულებრივი ქმედების ნაწილში, მე გეუბნებით იურიდიულად როგორც ხდება და როგორც არის, ქართულ ხალხურად თუ გინდათ შინაურულ სამართლიანად მაშინ მოვხსნი გუდას პირს და დავუწყებ "მტარვალ პოლიციელებს" გინებას.
  19. DonCaredo არავინ, აი ვთქვათ წაიყვანა ტყეში ექსკურსიაზე მასწავლებელმა ბავშვები, გამოვარდა მგელი დაგლიჯა ბავშვები და რაა? გგონია ამაზე მასწავლებელის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?
  20. აზრი მთლად ასეც არ არის ბევრ თემას გადავავლე თვალი და საკმაოდ საინტერესო პოსტებიც წავიკითხე.
  21. აზრი არადა მართლა არ შეესაბამება, აბა რაში მჭირდება რომ ძალად მოვუგონო ასეთი ამბავი, მართლა უამრავი ცდომილებაა, მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმბყრობლების ლოცვა კურთხევით შესრულებულ თარგმანებში ეს გასაგებიცაა აბსოლიტურად იდენტური თარგმანი არ არსებობს აზრი და შინაარსი დაიკარგებოდა თუ აზრობრივ ტექსტობრივად არ გამართავდნენ ტექსტს მაგრამ მე უფრო განზრახ წერილის დამახინჯებაზე ვაკეთებ აქცენტს და ორი ასეთი მაგალითიც მოვიყვანე. 1. ღვთის სახელის იეჰოვას დამალვა სიტყვა უფლის ცნების ქვეშ და 2. არაბიბლიური დოგმატის სამების განსამტკიცებლად თვითნებურად ჩამატებული მუხლი. ეს ორი მაგალითი საკმარისია შემდეგის სათქმელად: "მართლმადიდებლებმა განზრახ დაამახინჯეს ბიბლია, იმისათვის რომ საკუთარი დოგმატური სწავლებებისთვის მოერგოთ" აი ეს არის სინამდვილე.
  22. laci შეიძლება ხაშურში მოკლეს კიდეც კაცი, ადრე კი კლავდნენ ადამიანებს და მაღალი სართულებიდან ყრიდნენ, აგერ ჩემი მეზობელი შევარდნაძის დროს ცემით გახეთქეს ნაღველი გაუხეთქეს და თირკმელები დაუჟეჟეს რომ ნახეს რომ კვდებოდა გამოუშვეს 30 მეტრი გაიარა პოლიციის შენობიდან დაეცა და მოკვდა. აი ეს მკვლელობებია და აი აქ მიუძღვით ბრალი, მაგრამ იმ შემთხვევას რა შემთხვევასაც აქ განვიხილავთ სახელად ქვია უბედური შემთხვევა და აქ პოლიციას ბრალი არ მიუძღვის. არ გამოვრიცხავ და ზემოთ დავწერე კიდეც რომ შეიძლება ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამო დაემართა ის შეტევა, აღელდა და ა.შ, მაგრამ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება ბუნებაში არ არსებობს ასეთი დანაშაული რომ ვიღაცამ ვიღაცას შიშით ან ნერვიულობით გული გაუხეთქოს. პ.ს ჩემზე დარდმა სამი ქალი გადაიყოლა ხუთმა თავი მოიწამლა, რვამ თავი დაიხრჩო პაჟიზნენნი მეკუთვნის
  23. DonCaredo ვერ აიღებს ვერც პასუხისმგებლობას და ვერც გარანტიას ვერ მიცემს. ეგრე ტრანსპორტით რომ გადაადგილდები უსაფრთხოდ ხარ? არ შეიძლება უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდე? ხანძრის ან სტიქიური უბედურების? ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ვერავინ, ეს შემთხვევები კვალიფიცირდება უბედურ შემთხვევებად და ერთ ერთი ასეთი უბედური შემთხვევა მოხდა იმ განყოფილებაშიც, უბრალოდ დრო და ადგილი ბადებს საზოგადოებაში ეჭვს და ჭორის დონეზე მითქმა მოთქმებს თორემ რა იცი რომ მაგ კაცს იმ დღეს პოლიციის განყოფილების გარეთ არ გახეთქვოდა გული? ხოლო თუ მისი სიკვდილის გამომწვევ მიზეზში რაიმენაირად ურევია პოლიციის ხელი ეს ამბავი არ დაიმალება, მაგის ვარიანტი არ არსებობს, არ არის ეხლა ვიღაც გორის უბნის ინსპექტორი ისეთი მაღალჩინოსანი რომ რაღაცის გამო ხელი დააფარონ, შუაზე გაბრდღვნიან გეუბნები ჰაერში გატისკავენ გაათახსირებენ დედას მოუტყნავენ, სულ უბრალოს ტისკებში გაატარებენ და მიზეზი რო ქონდეთ ჯოხს მაგ უბედურზე გადატეხენ ვიღაცაა გახლართული ამ შარში.
  24. lasha_alo იმპორტირებული სპერმა როგორც ალტერნატიული საშუალება არ წავა?
×
×
  • შექმენი...