Jump to content
Planeta.Ge

Beso Beria

პლანეტელი
  • პოსტები

    100
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი Beso Beria

  1. ამ პრესკონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული საზოგადოებისათვის დიდი ხნის წინ ცნობილი და მრავალჯერ დამტკიცებული ფაქტი, კერძოს ეს: "მასმედია იმართება ხელისუფლების მიერ" ზემოთ გაჟღერდა სიტყვები "ბარდაგი", "ბალაგანი", სწორედ ბალაგანის მოწყობის დავალებით იყვნენ ეს ჟურნალისტები მივლენილნი ამ პრესკონფერენციაზე, მაგრამ მათდა სამწუხაროდ და ზოგადად საბედნიეროდ, მათ ვერ შეძლეს ბარდაგის მოწყობა, ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა და მათი ამორალური და უზნეო თავხედური მოქმედებებით კიდევ ერთხელ გაამჟღავნეს საკუთარი რეალური სახე, ამ პრესკონფერენციაზე ვნებათაღელვები, თავხედური ჩაჭრები, რეპლიკები და დაბოღმილ დაბერილი კისრები არის მ. სააკაშვილის მიერ მასმედიაში შექმნილი დიქტატორიის გამოძახილი. ასეთ რეჟიმში მხოლოდ და მხოლოდ ქების ღირსია ბატონ ბიძინა ივანიშვილის კორექტული და მოზომილი პასუხები, ეს არ იყო უბრალო პრეს კონფერენცია, ეს იყო "დიალოგი ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის", მაგრამ ამ უკანასკნელს არ ეყო ვაჟკაცობა პირისპირ დაჯდომოდა ბატონ ბიძინას და გაწვრთნილი "რუპორების" იმედად გაახმოვანა საკუთარი ბოღმანარევი კითხვები, რომელზედაც მიიღო ამომწურავი და ობიექტური პასუხები. დანარჩენი ის რასაც ეთერით გადასცემენ არის მხოლოდ სირცხვილი ქართული საზოგადოების, გამოდის პრეს კონფერენციიდან თავხედი "ვიღაც" ნაციონალური მოძრაობის იატაკქვეშეთში გამოწვრთნილი სწორედ რომ "ვიღაც" და გულისდაწყვეტით აღნიშნავს იმას რომ სრულფასოვნად ვერ შეასრულა მამა მარჩენალის შეკვეთა.
  2. DonCaredo საბანკო გადარიცხვების ამონაწერი (თუმცა ეს არის უტყუარი მტკიცებულება) არ არის ამ შემთხვევაში საჭირო, საკმარისია მხოლოდ ორი ვიდეორგოლი ან აუდიო ჩანაწერი. პირველი: სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი იძახის, რომ ის ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა და მეორე: სადაც ნაციონალური პარტიის წევრები იძახიან, რომ მათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. დადეთ ამ სახის მტკიცებულება და თქვენი ზემოთგამოქვეყნებული პოსტი იქნება უდავო სიმართლე, მანამდე კი პირადად ჩემთვის საეჭვოა.
  3. Ostap მაგ პოსტს ერთი ძალიან დიდი ნაკლი აქვს და ამ ნაკლს სახელად "მტკიცებულებების არ ქონა" ქვია. როდესაც პიროვნება აცხადებს რომ: ურიგო არ იქნება თუ ამ ყველაფერს მტკიცებულებებსაც დაურთავს თან, თქვენი კი მიკვირს ასე ადვილად იჯერებთ, მონათხრობს მტკიცებულებების გარეშე?
  4. Ostap ადამიანის შესახებ მისი საქმეები მეტყველებენ, პირზე კოცნით არა მგონია აქ ვინმე ბატონ მიხეილ სააკაშვილს იცნობდეს, მაგრამ ხომ კარგად იცნობთ ვინც არის და რასაც აკეთებს? მასმედიისა და გლობალური ქსელის ეპოქაში არ არის რთული ადამიანის გაცნობა, დავინტერესდი ამ პიროვნებით და უამრავი ინფორმაცია მოვიპოვე მის შესახებ, ეს კი საკმარისია იმისათვის რომ მისი პიროვნული ხასიათის თვისებები განისაზღვროს, რაც შეეხება მისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის სტატუსს მსგავსი რამ არ მაქვს, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და ამიტომაც არ ვაძლევ თავს უფლებას ბატონი ბიძინას მაგივრად ვისაუბრო მისი სახელით, მე შემიძლია მხოლოდ მის შესახებ ვისაუბრო. ექსპრეზიდენტ ე.შევარდნაძეს სერენადას მაშინ რესპუბლიკური პარტიის გარდა ყველა სხვა დანარჩენი პარტია უმღერდა ექსპრეზიდენტ ზ.გამსახურდიას მომხრეების გარდა და მხოლოდ პარტიები კი არ მღეროდნენ ხმატკბილ ჰანგებზე, ხალხმა დაუჩოქა, როგორც მხსნელსა და გადამრჩენელს, დავიჯერო აღარ გახსოვთ? დრო იყო მაშინ ესეთი "ბნელი და გაურკვეველი" შეცდომები და წარმატებები კი პოლიტიკური პროცესების თანმდევი რეალობაა, ვინ როგორ და რატომ მოიქცა, ეს ყველაფერი, რომ ამოვქექოთ წარსულიდან ნახევარი საქართველო გასაკიცხი დასაგმობი და ლაფდასხმული გამოგვივა. Ostap ნუ ეხლა ეგ სტატია რომ დადეთ, როგორ ფიქრობთ მეწყინება თუ საერო ცხოვრებას თავს გავანებებ და ბერად აღვიკვეცები? ერთი რიგითი ჟურნალისტის ერთი რიგითი სუბიექტური აზრია. რომელსაც ისედაც კარგად იცნობს საზოგადოება და ამ სტატიით რისი თქმა გსურთ? რადგან ქართული რეალობა რუსული ასოებითაა ჩაწერილი, რესპუბლიკელები "მოღალატეები" არიან? პავლოვიჩმა თავისი საქმნელი უკვე ქნა დიდი ხნის წინ მხოლოდ რესპები? მუშათა გლეხთა და წითელარმიელთა პარტიის გარდა, ყველა დანარჩენს კოლექტივის პლანტაციებში ამოხდებოდა სული. ისე უცნაურად მსჯელობთ: ეს ისტორიული ექსკურსები, ივანიშვილის პატარკაციშვილთან შედარებები, რესპუბლიკური პარტიის სერენადები......... უკეთესი ინიციატივები თუ გაქვთ გაგვიმხილეთ ბატონო, ფორუმი იმისაა, რომ მე ჩემსას ვიტყვი თქვენ თქვენსას და ... "ფორუმიც აშენდება" Saturn და დროებით კირკიტაძე დაავიწყდება.
  5. babuagiorgi თავად ბატონო ნამდვილად ბერია გახლავართ, ლავრენტი არა ოღონდ ბესარიონი პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დადებითის მეტი ამ პიროვნების საქმიანობაზე არაფერი მსმენია. ხუმრობა არ მწყინს მაგრამ სვანისა და გიტარის ამბავი ცოტა უადგილოდ მეჩვენება, ვერაფრით ვერ დავუკავშირე ჩემს დიალოგს. DonCaredo თქვენ წარმოიდგინეთ მეც მაგ დღეში ვარ, გვარის გარდა მეგრული მხოლოდ სიამაყე და ცხარე კერძებისადმი მიდრეკილება მაქვს.
  6. Ostap ქვეყანას ყოველთვის ვიღაც მართავს, ხან სამხედრო ხუნტა ხან ავტოკრატი ხან დიქტატორი და ხანაც დემოკრატი, მაგრამ "მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია" პრეზიდენტ სააკაშვილის "მართვად" ქვეყანაში რომ ქველმოქმედებას ეწეოდა, სიტყვა "ქველმოქმედებაში" რიგითი მოქალაქეების დახმარება იგულისხმება, ნაციონალური პარტიის დაფინანსება კი არა. მომავალში ვინ რას და როგორ იზავს ამის დარწმუნებით თქმა მე არ შემიძლია, თუმცა შემიძლია ვივარაუდო, რომ ნებისმიერი სახის უკანონობაზე და ჩადენილ დანაშაულზე მწარე პასუხს აგებინებს იმას ვინც ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ მოქცევით ამოივსო ჯიბეები და სტომაქი, "შემოდგომის ბუზები მწარედ იკბინებიან" სწორედ ამიტომ შეიმჩნევა ხელისუფლებაში ფორიაქი 10 წლის განმავლობაში დაგროვებული ნაძარცვის დაკარგვის შიში აქვთ, იმედს ვიტოვებ რომ ბატონი ბიძინას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, ყველა მტარვალი დამსახურებულ და სამართლიან სასჯელს მიიღებს. უკმაყოფილების გამოთქმა ერთია, რეალური მოქმედებები მეორე, მე ვერ გიპასუხებთ იმ პიროვნების ნაცვლად, პირადად მე რომ ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი მაშინ გეტყოდით რომ, ხელისუფლების მიერ ხალხისათვის წართმეული ქონების სამართლებრივ კონფისკაციას მოვახდენდი და ხელფასებისა და პენსიების სახით უკანვე დავუბრუნებდი მოსახლეობას, ყოველ ღონეს ვიხმარდი კომუნალური გადასახადების ტარიფების მიზერულ დონემდე შესამცირებლად, ინდუსტრიული ობიექტების შექმნით შევქმნიდი ახალ სამუშაო ადგილებს, მაქსიმალურად შევეცდებოდი უმუშევრობის მწვავე პრობლემის აღმოფხვრას, პიროვნებებს რომელთაც ბრალი მიუძღვით ეკონომიკურ, თუ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში სამართლებრივი წესით ვაგებიებდი პასუხს კანონის წინაშე, ელემენტარული სამსახურებრივი გადაცდომებისთვის კი არ მოვითხოვდი არავის დასჯას, უფრო ლმობიერ პოლიტიკას გავატარებდი, თუმცა უღირსებს თანამდებობიდან გავათავისუფლებდი და საკუთარი სინდისის ხმას მივცემდი მსაჯულად, მე ვფიქრობ რომ ძლიერი მაშინ ხარ ადამიანი როდესაც მტერს მოყვარედ გადაიქცევ და არა პირიქით, ძალაუფლება თუ გაქვს მტრის განადგურება ადვილია, აი მისი შემორიგებაა რთული, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა კი სწორედ ეს შეცდომა დაუშვა: "მოყვრად მყოფი და კეთილად განწყობილი საზოგადოება, ქართველი ხალხი მტრებად მოიკიდა" ამ შეცდომას მეორე შეცდომა დაურთო და მტრებად მოკიდებული ხალხის კვლავ მოყვრად ქცევა კი არ სცადა, არამედ ბრძოლა დაუწყო ლაჩრული მეთოდებით, ასეთ მდაბიო საქციელს არა თუ სახელმწიფოს მეთაური უბრალო მოქალაქე არ იკადრებს.
  7. Ostap თქვენმა ამ პოსტმა ქართული მხატვრული ფილმი "გიორგი სააკაძე" გამახსენა, იქ არის ერთი ასეთი ეპიზოდი, როდესაც სამეფო დარბაზში შეკრებილი დიდებულები წინ აღუდგნენ მეფის ინიციატივას ჯარის სარდლობა სააკაძისთვის მიენდო,უთხრეს "ვიღაც უჯიშო აზნაურის დროშის ქვეშ ჩვენ დიდებულები არ ვიომებთო" თითქმის იგივე ვარიანტია: ივანიშვილი არ არის ის კაცი, მომავალ პრეზიდენტად მოაზრებულ უგულავას კალთის ქვეშ გუბერნატორის "მართვად" თანამდებობას დათანხმდეს.
  8. mtidan ამის ოფიციალურად დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს? არსებობს ანგარიშები რომლებზედაც ჯ.სოროსის ფონდიდან ირიცხება ფინანსები? და თუ არა, რით განსხვავდება აბა ეს აზრი კულისებში ყურმოკრული ჭორისაგან? ამ წინადადების მიმართ უფლებას ვიტოვებ ეჭვი გამოვთქვა, თუმცაღა არაფერია გამორიცხული, იმედია ყველა შესაძლო ვარიანტს გაითვალისწინებს ბატონი ბიძინა.
  9. Ostap ჩემს პოსტში ირონიის ელემენტები არ შეიმჩნევა, ეს არის ერთი რიგითი მოქალაქის თვალით დანახული რეალობა, განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ ასე რომ თქვენი დამოკიდებულებაც საკითხის მიმართ გასაგები და ნაწილობრივ მისაღებიც კია. საყვარელო მეგობარო ზემოთ დავწერე და კიდევ დავკონკრეტდები, როგორც ჩანს ამას საჭიროება მოითხოვს: ქველმოქმედება თანაგრძნობისა და სიყვარულის ნაყოფია, ეს ორი გრძნობა კი მართავს სამყაროს, უსიყვარულოდ, უგულოდ და შეუბრალებლად სახელმწიფოს მართვის მაგალითი კი აგერ გვიდევს წინ დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმის სახით, სახელმწიფოს მეთაური რაღათქმა უნდა აღჭურვილი უნდა იყოს თანამდებობისთვის შესაბამისი უნარ ჩვევებით, მაგრამ ამ ყველაფერს თუ საკუთარი ხალხის სიყვარული და გაჭირვებულის თანაგრძნობის უნარი არ ახლავს თან მივიღებთ "თეთრ მელას" ან კიდევ ერთ "მონარქ ლირს". "არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა" რა თქმა უნდა ასეთ პიროვნებაზე ვერ ვიტყვი რომ საკუთარი ხალხი არ უყვარს, მაგრამ როდესაც იმდენი აქვთ რომ აღარც კი იციან რომელ ბანკში რამდენი აქვთ შეჩურთული და ხალხის საკეთილდღეოდ კი არაფერს არ აკეთებენ, ასეთებს არ უყვართ საკუთარი სამშობლო, როდესაც კაზინოში გათხლეშილები პრივატში ნახევარ მილიონ დოლარს წააგებენ ხუთას დოლარიან "ფიშკებს" ძუძუებში ჩაუცურებენ მიმტანს და ქუჩაში კი მოხუცს ნაგვის ურნის გვერდით სძინავს ასეთებზე ვერ ვიტყვი რომ სამშობლო უყვართ.
  10. mtidan მოგესალმებით, აღვნიშნავ, რომ რესპუბლიკური პარტიის გაპიარება არ არის ჩემი იდეაფიქსი, ზემოთ დავაფიქსირე ეს არის ჩემი მოკრძალებული სუბიექტური შეხედულება, რაც ალბათ იმითაც არის განპირობებული რომ ნებისმიერ პოლიტიკურ სვლასა თუ გადაწყვეტილებაში ნეგატიურთან ერთად დადებითის დანახვის უნარიც მაქვს, უშეცდომო და სრულყოფილი მხოლოდ ღმერთია, ამიტომაც აღვნიშნე ამ ქვეყანაზე ყველაფერი შეფარდებითია, შევადარე რა რესპუბლიკური პარტია საქართველოში მოღვაწე სხვა პარტიებს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები და უპირატესობა დავინახე ამ პარტიის, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ მაგრამ თუნდაც ინტელექტუალური რესურსის ასპექტში ბევრად აღემატება ამ პარტიის კოლექტივი სხვა დანარჩენი პარტიების წამყვან კადრს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნების ნიჭი ბევრს აკლია, სწორედ გათვლილი პოლიტიკური სვლები, საჯარო პრეს განცხადებები, ლოგიკური და დასაბუთებული იდეები, აი რამაც მომხიბლა ამ პარტიის ლიდერთა საქმიანობისას, თავად ბატონი დავით უსუფაშვილი ყოველთვის დინჯი და ზომიერია, "ენა მოქმედებებზე წინ არ უსწრებს", "სათქმელის წინ ფიქრობს", "არასოდეს გადაუხვევია ზოგადსამართლებრივი პრინციპებისაგან", "არ არის შლეგიანი, მყეფარე და მოძველბიჭო, მონარკომნო ელემენტი", და რაც მთავარია უაზრო ამბიციები არ აწუხებს, ამ პიროვნებამ კარგად იცის პრიმიტიული ჭეშმარიტება, "არ შეეპოტინო მიუწვდომელს" ამიტომ "პარასკევია დღესაო" ამის თქმაც არ უწევს. დაბალანსებული ჩამოყალიბებული და საინტერესო პოლიტიკური წარსულის მქონე პარტიაა, შეცდომები და წარმატებები კი პოლიტიკური პროცესების თანმდევი რეალობაა. მე მესმის თქვენი და ზოგადად ქართული საზოგადოების, ნდობის ფაქტორია, ნდობა კი ძალიან რთული მოსაპოვებელი გახდა ქართველ ხალხში. რამ განაპირობა ეს? გაუთავებელმა იმედგაცრუებებმა, პირადად მე მიუხედავად იმისა რომ უახლოესი ისტორიის შემხედვარე არ მაქვს სრულყოფილი ნდობის საბაბი, მაინც იმედის თვალით ვუყურებ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, იმიტომ რომ ვფიქრობ: "თუ ადამიანი მცირედში ერთგულია, დიდ საქმეშიც ერთგული იქნება საკუთარი ხალხის" მას არასოდეს არავისთვის წამოუყვედრებია ჩადენილი კეთილი საქციელი და ბევრი ისეთი სიკეთე უქმნია რომელიც აღარც კი ახსოვს. პირადად მე თუ მომცა რამე? გიპასუხებთ, არაფერი. მაშ რაღატომ ვუჭერ მხარს? გიპასუხებთ, იმიტომ რომ სხვას მისცა და იმ სხვის ადგილზე მე რომ ვყოფილიყავი დარწმუნებული ვარ არც მე დამამადლიდა გაწეულ ქველმოქმედებას, მე არ ვჭრი ამ საზომით "დამეხმარა თუ არა მე" ჩემთვის მთავარია "დაეხმარა თუ არა იმას, ვისაც ჩემზე მეტად ჭირდება დახმარება" ფაქტები კი მეტყველებს იმაზედ რომ კიი დაეხმარა და ამის უამრავი მაგალითი არსებობს და უამრავი ადამიანის პირით შეიძლება დამოწმდეს ეს. ჩემთვის სულ ერთია, ბატონი ბიძინა იქნება, პეტრე პავლე თუ ივანე, ჩემთვის მთავარია თბილისის ქუჩებში რომ გავივლი მომღიმარი ადამიანების სახეები დავინახო და ნაციონალური პარტიის წევრებს ამ ნიშნით აღარ ვარჩევდე, ვინაიდან დღეს თუ ვინმეს ქუჩაში სახეზე ღიმილი დასთამაშებს უყოყმანოდ შეგიძლიათ მიიჩნიოთ მამალ ნაციონალად.
  11. dire ნებისმიერი ტიპისა და ხარისხის ცინიზმის უებარი წამალი ვიცი სახელად "მოსაუბრისადმი გულთბილი დამოკიდებულება" ქვია. პირადად ჩემზე არ მოქმედებს დიდად მსუბუქი ირონიული ხუმრობები, პირიქით დაძაბულობას ხსნის, იუმორი ეს უმნიშვნელოვანესი იარაღია, მთავარია ხუმრობა არ იყოს ბოროტული და ნახევრად სიმართლე მაინც ერიოს. აი მაგალითად ამ ბატონს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს: DonCaredo დავამატებდი რომ სახის ნაკვთებით უფრო წააგავს, საგვარეულო წიკი და ჰეროინისაგან შეშუპებული თვალის უპეები აკლია მხოლოდ.
  12. dire ნაკლები მოწინააღმდეგე რომ ჰყავდეს მაგიტომ. კიდევ იმიტომ რომ კმაყოფილი საზოგადოება საერთო ეროვნული საქმის კეთების გარანტია. პირადად თქვენთვის კარგი შეიძლება ვერ იყოს, იმიტომ რომ სრულიად უმიზეზოდ "კვახად" მოიხსენიებთ. თუმცა ღა ღმერთმა ქნას, ბატონმა ბიძინამ დაიკავოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა დამერწმუნეთ, რომ იმ ადამიანების მიმართაც ლოიალური იქნება რომლებიც ("ჯერ ბავშვი არ გაჩენილიყო აბრაამს არქმევდნენო" ანდაზისა არ იყოს), ნაადრევ ნეგატიურ დასკვნებს აფრიალებს. თქვენ ამას სერიოზულად კითხულობთ? თუ გგონიათ რომ ბატონ ბიძინას საქმე გამოლევია და ქართულ ფორუმებზე მის მიმართ გამოთქმული აზრების კითხვით არის დაკავებული? როდის აქეთ გახდა ზნეობრივი ნორმა "ბატონოთი" მიმართვა, კომუნისტური მლიქვნელობის ეტალონი? ეს, ჩემო კარგო თანაფორუმელო, ელემენტარული ზრდილობის საკითხია და პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ სასტიკი წინააღმდეგი ვარ ჩვენი პრეზიდენტის, მიერ იძულებით დამკვიდრებული ავტოკრატიული მმართველობის რეჟიმის, რომელიც ავტოკრატიის ფარგლებსაც სცილდება და დიქტატურულ ელემენტებს შეიცავს, მაინც ბატონ მიხეილ სააკაშვილად მოვიხსენიებ. ოპონენტის დამამცირებელ დამაკნინებელ ამპლუაში მოხსენიება ეს შინაგანი სისუსტის ბრალია და ამ სისუსტის შესახებ ჯერ კიდევ პართიის მეფის დარიოსის ანდერძშია ნათქვამი, ეს უკანასკნელი თავის ვაჟს ასე მოძღვრავს: "უწოდე მტერს ლომი, ვინაიდან თუ დაგამარცხა არ შეგრცხვება და იტყვი, რომ ლომმა გძლია, ხოლო თუ გაიმარჯვე დიდი იქნება შენი გამარჯვება როგორც ლომის მძლეველის" ეს კონტექსტი რა თქმა უნდა ბატონ ბიძინას არ ეხება და ამით ხაზს ვუსვავ მხოლოდ ინდივიდების დიპლომატიურ ნიჭს, რომლის ნაკლებობასაც ჯერ კიდევ განიცდის ქართული საზოგადოება. მეგობარო არ შეიძლება პირადი და მცირერიცხვოვანი ჯგუფის კეთილდღეობის განსაზღვრით ისაუბროთ ზოგადზე, ფაქტი ერთია: "ბატონი ბიძინა მისთვის სრულიად უცხო პიროვნებებს დახმარებია", რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენც რომ ყოფილიყავით იმ ვიღაც უცხოს ადგილზე თქვენც მიიღებდით მისგან უანგარო დახმარებას. და თქვენი მოკრძალებული აზრით რას უნდა ითხოვდეს? როგორ ფიქრობთ აკლია კი რამე ბატონ ბიძინას? რა აკლია? ფული იმდენი აქვს საპენსიოდ ეყოფა მთლიან ხელისუფლებას, სახელი და დიდება აქვს, თანამდებობაზეც არავინ ეტყვის უარს ნებისმიერ სახელმწიფოში, რომ მოინდომოს მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, ერთადერთი რაც ბატონ ბიძინას აკლია, ეს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის აღორძინების ხილვაა და იმედი მაქვს ამ დანაკლისსაც უახლოეს მომავალში შეავსებს. იხილავს ბედნიერებით თვალებგაბრწყინებულ ქართველ ხალხს და მისი როგორც ქართველის, როგორც პატრიოტის მისიაც ამით ამოიწურება. ნუ ეხლა როგორ შეიძლება ბატონი ბიძინას ბატონ ბადრი პატარკაციშვილთან შედარება? გარდაცვლილის აუგად მოხსენიება არ არის ლამაზი საქციელი ამიტომ აღარ დავკონკრეტდები მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, ბატონი ბიძინა არასოდეს "გააწეწინებს" თავს საერთაშორისო არენაზე მასხარადაგდებულ პოლიტიკურ გვამებს.
  13. laci დარწმუნებული არც მე გახლავარ, მე უბრალოდ ჩემს კონკრეტულ სუბიექტურ აზრს გამოვთქვავ, პიროვნებისა და პოლიტიკური პარტიის მიმართ, გიზიარებთ ჩემს სიმპათიებს, რომელსაც ზემოთაღნიშნულთა მიერ საქმით გამყარებულ არგუმენტებზე დაყრდნობით ვაფიქსირებ, მომავალში ვინ რას იზავს და როგორ მოიქცევა ამის განჭვრეტა, რომ შემდეძლოს, ეხლა მინიმუმ თეთრი სახლიდან უნდა ვპოსტავდე, ბარაკ ო ბამას მრჩეველის ამპლუაში. გმადლობთ გულთბილი დამოკიდებულებისათვის, იმედია ჩემი აქ ყოფნით უმნიშვნელო წვლილს შევიტან ფორუმის განვითარება-პოპულიზაციაში. ესეთები? როგორ ფიქრობთ, არის რაიმე ამ წინადადებაში საეჭვო ან ალოგიკური? თუ თქვენ უშუალოდ ბატონი ბიძინას უანგაროდ გაცემის ასპექტში შეგაქვთ ეჭვი, გეტყვით რომ ის ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ, ე.შევარდნაძის დროს ეხმარებოდა ხალხს, რა ამოძრავებდა მაშინ? განდიდების მანია? პრეზიდენტობის სურვილი? თუ ბუნებითი ქველმოქმედების უნარი? მე უკანასკნელი უფრო მგონია.
  14. laci ლამაზი დაპირებების ფურცელზე გადატანას რა უნდა? დასვავს იურისტებს მაგიდასთან და ისეთ პროგრამას დააწერინებს, რომ პრეცედენტი არ ექნება საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსების სამომავლო გეგმებთან შედარებით. სამოქმედო გეგმის დაწერა ნახევარ საათში შეუძლია ნებისმიერ საამისოდ დაინტერესებულ პირს, ეს არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი, მთავარია მისი რეალიზაცია და იმის დანახვა, რომ ამ პიროვნებას შეუძლია ყველაზე ლამაზი დაპირების რეალობად ქცევა, თორემ ორატორულ ნიჭიში და ტკბილი ზღაპრების თხზვაში ქართველებს ბადალი არ ჰყავთ. ძალიან კარგი, თუ გაიგეთ. სწორედ ამის აღქმაა "სამოქმედო გეგმის" რეალიზაციის წინაპირობა. იმის გათავისება რომ ბატონი ბიძინა კეთილია ბევრ კითხვას სცემს პასუხს. საქმეც ეგ არის სწორედ, რომ ეს პიროვნება იმიტომ კი არ იქმს სიკეთეს, რომ სხვამ მადლობა მოუხადოს და შარავანდედით შეამკონ, არა, ის უანგაროდ გასცემს, უანგაროდ გაცემა კი დიდსულოვან ადამიანებს ძალუძთ მხოლოდ.
  15. laci სამომავლო გეგმებზე წინასაარჩევნო სააგიტაციო პროგრამის დროს საუბრობენ, რა თქმა უნდა ექნება მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებს კიდეც.
  16. DonCaredo ვერ დაგეთანხმებით, რადგან თამაშში მთლიანი კალოდა თამაშობს, როგორც წესი. რესპუბლიკურ პარტიას რომ ნაციონალურ პარტიასთან თუნდაც მიზერული ინტერესები აკავშირებდეს, მათი პარტიის წარმომადგენლებს სხვადასხვა თანამდებობებზე ვიხილავდით. აქტივისტებს კი ნაციონალური პოლიტ-იდეოლოგიის გამავრცელებლად. dire ვისთვის ბატონი, ვისთვის კვახი, ყველასათვის ვერ იქნები "კარგი". ეს მსუბუქად რომ ვთქვათ არის ტყუილი, სიტყვა "ჩვენთვის"-ში, თუ საკუთარ თავს გულისხმობთ შეიძლება არ მოუცლია, მაგრამ ბატონი ბიძინას ქველმოქმედებაზე უამრავი ადამიანი საუბრობს. მსგავსი ლექსიკით თუ აპირებთ ჩემთან დიალოგს დიალოგი არ შედგება. რაც შეეხება მის პოლიტიკურ ინტერესებს, ეს ბუნებრივია: აქვს თანხა, აქვს გავლენის სფეროები, აქვს ეკონომიკური აღმშენებლობის ნიჭი და რაც მთავარია ჩემს მიერ ზემოთაღნიშნული თვისება: "თანაგრძნობის უნარი მატერიალურად გაჭირვებული ადამიანისადმი" ბიზნესში მისი მიზნები ამოწურულია, მიაღწია იმას რასაც ბევრი ვერ აღწევს "პიკს", ეხლა პოლიტიკის "კეთების" დროა, რადგან მატერიალური კეთილდღეობა "მიწაში დამარხული" ეს იგივეა უმაღლესი განათლება რომ მიიღოთ და გამოსაშვებ საღამოზე დიპლომი დახიოთ. აქვს კაცს ამის ამბიცია და ვთვლი, რომ სრულიად დამსახურებულად და თუ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, ოდნავ მაინც შეამსუბუქებს საქართველოში გამეფებულ სოციალურ სიდუხჭირეს, რა არის ამაში ცუდი? სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა ეს ყოველივე ასე ჟღერს: "ეს კაცი არ არის მშიერმუცელა ფანატიკოსი, რომელსაც თანამდებობა მუცლის ამოსაყორად ჭირდება" ზოგ ზოგიერთებისაგან განსხვავებით. რა უნდა პოლიტიკაში? საქართველოს კეთილდღეობა, რომელიც ეხლა კი არ გახსენებია, როგორც ფიქრობთ, თუ მის მოღვაწეობას გადახედავთ და ობიექტურად შეაფასებთ, მიხვდებით რომ მუდამ ახსოვდა და განა მხოლოდ ახსოვდა, ზრუნავდა კიდეც თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი ბიზნესმენი მაინც რომელმაც საკუთარი ინიციატივით თუნდაც ერთი უფასო საავადმყოფო ააშენა და გახსნა? საავადმყოფოს თავი გავანებოთ თუნდაც ერთი უფასო სასადილო, თუნდაც ერთი უანგაროდ აშენებული საცხოვრებელი სახლი. გახსოვთ ვინმეს ოდესმე მსგავსი რამ? მე არ მახსოვს. იქნებ შემახსენოს ვინმემ? და თუ პიროვნება უანგაროდ სჩადის ქველმოქმედებას ეს არ არის დასაფასებელი? მცირედში იკვეთება ყოველთვის იმის წარმოდგენა რას გააკეთებს პიროვნება "დიდი საქმის" თაოსნობისას.
  17. DonCaredo ამ ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითი და ფარდობითია, სერაფიმები სხედან მეთქი ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ პარტიის წევრებსა და ლიდერებს უღირსს ვერავინ უწოდებს. სახელმწიფო უნდა მართონ იურისტებმა და არა სანტექნიკოს-ელექტრიკოსებმა, პირადად მე რესპუბლიკურ პარტიასთან მიმართებაში არც ერთი სხვა პარტია არ მეგულება კონკურენტუნარიანი, მის ლიდერს კი ბატონ დავით უსუფაშვილს სიამოვნებით ვიხილავდი პრემიერ მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის ამპლუაში, კარგი შეკრული გუნდია, საწინააღმდეგო თუ გაქვთ რამე გაგვიმხილეთ, ან თუ უკეთესი ინიციატივა გაქვთ თქვით, ფორუმი იმისა რომ ვიმსჯელოთ, მიზანი კი მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს თუ ჩვენი მსჯელობა აქ შემომსვლელთაგან ერთს მაინც დააყენებს სწორ და მართებულ პოლიტიკურ კურსზე.
  18. Ostap რა საჭიროა ასეთი ირონია? ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვინც იცნობს ყველამ კარგად იცის რომ ეს პიროვნება, მშენებელი და "საქმის მკეთებელი" ადამიანია, არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა და საკუთარი ინიციატივით, მითითებების გარეშე ააყვავა საკუთარო რეგიონი, დააგო გზები განაახლა სკოლები ააშენა საავადმყოფოები, თანასოფლელებს აუშენა სახლები, აჩუქა ფულადი თანხა და მანქანები, ვინც ამ კაცთან დახმარების სათხოვნელად მისულა ნაცნობი, თუ უცნობი უარით არავინ არ გაუსტუმრებია. საქართველოში რომ ელ ენერგიის მოსვლაზე ურას ყვიროდნენ იმ დროს საჩხერე ჭიათურელებს "ლას ვეგასში" ეგონათ თავი, აძალებდა ვინმე ქველმოქმედებას? კაცი წავიდა და რუსული ფულით საქართველოს რეგიონს აშენებდა, საკუთარ ხალხს კი არ ამოწოვა წურბელასავით უკანასკნელი კაპიკები და შემდეგ იმით ყასიდად აშენებული ფანტანები კი არ აყვედრა 10 წელი, გაქსუებული ღორი არ არის და ბენდუქიძესავით სტრატეგიული ობიექტების გამნიავებელი, რას ერჩით რა აქვს დასაწუნი, რა ქნა ისეთი რომ არ ჰქონდეს უფლება საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა? ამ კაცს ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს, კერძოდ აი ეს: "შეუძლია გაჭირვებული ადამიანის თანაგრძნობა" ვინც მაგის სოფელში ნამყოფია ეცოდინება, რომ დღესაც კი რიგი უდგას სახლთან დახმარების მთხოვნელების. უკმაყოფილო, გამოპანღურებული და უარით დამცირებული მისი სახლიდან ჯერ არავინ წამოსულა, შოულობს "ჭამს" და საწყალი კაციც არ ავიწყდება. ვინმეს რამე წაართვა აქ? არსებობს საქართველოში ერთი კაცი მაინც რომელსაც ბატონ ბიძინასთან შეხება ქონია და იტყვის არ დამეხმარა, დამამცირა და დამჩაგრაო? რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას რომ რესპუბლიკურ პარტიასთან თანამშრომლობს, ამაზე გონივრულს ადამიანი ვერაფერს გააკეთებდა, ვინაიდან ერთადერთი "შეურყვნელი", "ბინძურ პოლიტიკურ ინტრიგებში" არ გარეული, ინტელექტუალური კადრით დაკომპლექტებული, ნებისმიერ გადაწყვეტილებაში სამართალსა და სამართლიანობას დაყრდნობილი, "სუფთა" პოლიტიკური წარსულის მქონე პარტია საქართველოში, რომელსაც შეგიძლია მიანდო საკანონმდებლო საქმიანობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე არის რესპუბლიკური პარტია. ხალხს რომ ორატორული ნიჭით ტრიბუნიდან დარახუნებული სისულელეები იზიდავს ეგ ცნობილია საყოველთაოდ, მაგრამ თუ ადამიანი ობიექტურად დააკვირდება რესპუბლიკური პარტიის მოღვაწეობას დაინახავს ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ამ პარტიისას და ეს პრინციპი ასე ჟღერს "სამართალი ძლიერი, ძალა სამართლიანი" სხვისი პოლიტიკური შეხედულებები არ ვიცი მაგრამ ჩემი სახით რესპუბლიკურ პარტიას მუდამ ეყოლება ერთი უმნიშვნელო მოკრძალებული ამომრჩეველი, რამ გამოიწვია ჩემი სიმპათიები ამ პარტიის მიმართ? ფული არ მოუციათ ჩემთვის და პროტეჟეებად არასოდეს დამდგომიან, მაგრამ, ამ პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებებში ყოველთვის ვხედავდი ობიექტური, მოფიქრებული და რაც მთავარია სამართლიანი იდეების რეალიზაციას.
  19. http://s017.radikal.ru/i438/1110/40/d4d4ed05e073.jpg ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს. „სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, მინდა ორიოდე სიტყვა საკუთარ თავზეც გითხრათ. ჩემი, როგორც ბიზნესმენის წარმატების მთავარი საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: მე შემიძლია სწრაფად შევაფასო სიტუაცია, მივიღო სწორი გადაწყვეტილება, სწორად შევარჩიო კადრები და კარგი მენეჯმენტის საშუალებით სწრაფად მივაღწიო დასახულ მიზანს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმე სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე უნდა კეთდებოდეს. ასე ვიცხოვრე, ასე მოვედი აქამდე და ასე მიცნობენ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამის დასამტკიცებლად მე გავიხსენებ რამდენიმე დეტალს ჩემი ერთადერთი ინტერვიუდან, რომელიც რუსულ გაზეთ „ვედომოსტს“ მივეცი 2005 წელს (იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ვერაფერს გადაჭარბებულს ინტერვიუში ვერ ვიტყოდი, რადგან ელემენტარულ ცდომილებასაც არავინ მაპატიებდა). ინტერვიუში კარგად ჩანს ჟურნალისტის გამძაფრებული მცდელობა როგორმე მამხილოს რაიმე არაკანონიერებაში, თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ მან ვერაფერს მიაღწია, პირიქით, ამ ინტერვიუში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რამოდენიმე რუსეთისა და არამარტო რუსეთის ბიზნესისთვის უპრეცენდენტო მაგალითები, რომლებსაც დღესაც სიამაყით ვიხსენებ. აი, ერთ-ერთი მათგანი: 1998 წელს, როცა რუსეთის სახელმწიფომ დეფოლტი გამოაცხადა, ჩემი ბანკი ერთადერთი იყო იმ უმსხვილესი ბანკებიდან (სხვადასხვა ტიპის საბანკო რეიტინგებში მე-2_მე-5 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო ფილიალების რაოდენობით მე-2 იყო `სბერბანკის~ შემდეგ), რომელმაც პირნათლად შეასრულა მეანაბრეებთან და ბიზნესპარტნიორებთან ნაკისრი ყველა ვალდებუელბა. იმავე ინტერვიუში მე ვიხსენებ, რუსეთის მაშინდელი ფინანსთა მინისტრის სიტყვებს ევროპისა და ამერიკის გაწბილებულ ბიზნესელიტასთან შეხვედრისას, სადაც ის ამბობდა თუ როგორ ზეწოლას განიცდიდა მათგან, რომ ასე უხეშად გადააგდეს ისინი, რის შედეგადაც უამრავი ფული დაკარგეს რუსეთში და რომ მის მძიმე პოზიციას როგორ ამსუბუქებდა ერთადერთი პრეცენდენტით, რომელიც ჩემი ბანკის საქმიანობით შეიქმნა. ამ პრეცენდენტით და არამარტო ამით, მე უმწიკვლო სახელი მაქვს, როგორც რუსეთის, ისე ევროპის და ამერიკის ბიზნესელიტაში. ამიტომაც როდესაც სააკაშვილის აბსოლუტურად არადიპლომატიური, შეურაცხმყოფელი განცხადების შედეგად რუსეთის მთავრობის მისამართით, რუსეთის მთავრობა ისე გაღიზიანდა, რომ საერთაშორისო სამართლისთვის მიუღებელი და გაუაზრებელი ქართვეელბის დეპორტაცია დაიწყო. მაშინაც კი ვერავინ გაბედა ჩემი ბიზნესისთვის ხელის ხლება. ვფიქრობ, ის გამოცდილება და ის თვისებები, რაც ბიზნესში მრავალწლიანმა მოღვაწეობამ შემძინა, ხელს შემიწყობს სწორად წარვმართო ჩემი საქმიანობა პოლიტიკაშიც. როგორი მენეჯერი ვარ მე, ამის დასამტკიცებლად თუნდაც ის ფაქტი კმარა, რომ ცხრა წელია რუსეთში არ ჩავსულვარ, მაგრამ ჩემს მიერ აწყობილი ბიზნესსტრუქტურები აბსოლუტურად გამართულად მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება და მის მიერ მართული საინფორმაციო საშუალებები ჯიუტად ცდილობენ რუსულ პოლიტიკასთან მიმაბან და ლამის რუსეთის აგენტად გამომაცხადონ, ვერავინ დამისახელებს ამის დამადასტურებელ თუნდაც ერთ ფაქტს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. როგორც ვთქვი, ცხრა წელი რუსეთში არ ვყოფილვარ და ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ზარი ჩემს ტელეფონზე რუსეთის პოლიტიკური წრეებიდან, არ მქონია არცერთი შეხვედრა რუს პოლიტიკოსებთან. საქართველოს ხელისუფლებას ამის გადამოწმება არ გაუჭირდება, თუმცა მათ ამის გადამოწმებაც არ სჭირდებათ – მათ ისედაც შესანიშნავად იციან, რომ არანაირი კავშირი არ მქონია და არ მაქვს რუსულ პოლიტიკასთან. ხელისუფლების მიერ შეთითხნილ ბინძურ ჭორებზე და აბსურდულ ბრალდებებზე თავის მართლებას არ ვაპირებ, ვიტყვი მხოლოდ ერთს – საქმე, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვაკეთებ საქართველოში, თუ სინდისის ნატამალი აქვს, როგორ შეიძლება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს დაუკავშიროს ვინმემ? სად არის აქ ელემენტარული ლოგიკა? საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ნათქვამია. 2008 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, რის გამოც ამ ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე, ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა მთელი სიმძლავღით ამუშავდა, წამოვიდა სიბინძურის ნიაღვარი ტელეეკრანებიდან, გაზეთებიდან, დაიწყო მუქარები, შანტაჟი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ – ჩემს საქმიანობაში შავი ლაქები და ხარვეზები ვერ იპოვეს – ვერც იპოვნიან მას, რაც ბუნებაში არ არსებობს. სხვათაშორის, ამ უსაფუძვლო ბრალდებების გასაბათილებლად გამოიცა საკმაოდ დიდი მოცულობის წიგნი, სადაც ამომწურავი პასუხია გაცემული ცილისმწამებლურ და თითიდან გამოწოვილ ბრალდებებზე. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჟურნალისტებს ვთხოვ ხელახლა ნუ დაიწყებენ საუბარს იმ თემებზე და ხელახლა ნუ მომთხოვენ პასუხს იმ კითხვებზე, რომელზეც პასუხი უკვე გაცემულია. და ბოლოს, რადგან გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში. როგორც ზემოთ ვთქვი, მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს, ყოველთვის ვასრულებ ჩემს სიტყვას და ნაკისრ ვალდებულებას. რადგან ქართველ ხალხს სიტყვას ვაძლევ, რომ მოვალ ხელისუფლებაში, ე.ი. აუცილებლად მოვალ! ხოლო როცა ეს მოხდება, იმასაც გპირდებით, რომ მთელს ჩემს გამოცდილებას, ჩემს ყველა რესურსს საქართველოს აღორძინებას და აყვავებას, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას მოვახმარ. ამასთან ერთად იმასაც გპირდებით, რომ ვიქნები სამართლიანი, ობიექტური, ლმობიერი, ჰუმანური და ამავე დროს უკიდურესად პრინციპული, მკაცრი და მომთხოვნი თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების ამა თუ იმ უბანზე მოუწევთ მუშაობა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მე ძალიან ახლობელ ადამინებსაც არ ვაპატიე, როცა მათ კანონით დაწესებულ ნორმებს და მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს გადაუხვიეს. შეცდომების გამოსწორების შანსი ყველას მიეცემა, მაგრამ არავის არ მიეცემა იმის უფლება, რომ საქვეყნო საქმეები თავის პირად ინტერსებს მოარგოს და სხვის ხარჯზე, ხალხის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობა მოიწყოს. ვიმეორებ, მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში, რადგან სიტყვა მოგეცით, აუცილებლად მოვალ!რატომ მოვედი პოლიტიკაში ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია იმიტომ, რომ ვხედავ სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას. ეს სიტყვები ჩვენს კომფორმიზმით დაავადებულ საზოგადოებაში შეიძლება ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს და სწორედ ამაშია ჩვენი ყოფის უბედურება. არ დავმალავ, სანამ პოლიტიკაში მოსვლას გადავწყვეტდი, ორჯერ დავაპირე საქართველოდან წასვლა. ვისაც არ სჯერა შეუძლია გადაამოწმოს და ნახოს, როგორც დავაბრუნე უკან შეკვეთილი თვითმფრინავები, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ვაჟებმა მითხრეს – შენ შეგიძლია წახვიდე, ეს შენი ნებაა, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებითო. ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო. მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე უფრო კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადასწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. მე შევძელი მეჯობნა საკუთარი თავისთვის, დამეძლია ჩემს თავში შიში, ეჭვი, სკეპტიციზმი, ახლა კი ჯერი თქვენზეა. ახლა თითოეულმა თქვენგანმა, ამ ქვეყნის თითეულმა მოქალაქემ, უნდა შესძლოს საკუთარ თავზე გამარჯვება და საერთო საქვეყნო საქმის გარშემო დარაზმვა. ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი თანაბარნი და თანასწორუფლებიანი ვართ და ყველას თანაბრად გვაწევს პასუხისმგებლობა ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე. პოლიტიკაში იმიტომ მოვდივარ, რომ მივხვდი, მხოლოდ ქველმოქმედებით, ფინანსური დახმარებით და სპონსორობით, ცალკეულ სფეროებში ინვესტიციების ჩადებით და ლოკალური ღონისძიებებით, ქვეყანაში არსებულ საერთო ვითარებას და საერთო მდგომარეობას ვერ შეცვლი, თუ ყოველივე ამას ქვეყნის ხელისუფალთა პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა არ უმაგრებს ზურგს. მე მივხვდი ჩემს შეცდომებს და მივედი იმ დასკვნამდე, რომ საჭირო და აუცილებელია პირველყოვლისა შეიცვალოს პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, შეიცვალოს ზოგადად პოლიტიკოსის და პოლიტიკის არსის და დანიშნულების გაგება ჩვენს ცნობიერებაში. მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად. საქართველოს დასაკარგი კაცი არ ჰყავს, თითოეული ადამიანის პოტენციალი უნდა იქნეს სათანადოდ გამოყენებული და დაფასებული, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მე ყველას ვუწვდი ხელს სათანამშრომლოდ, მათ შორის ჩემს ოპონენტებსაც, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ სანამ გავერთიანდებოდეთ, ყველას და ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი უნდა დაერქვას, ყველა უნდა წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე არა ნიღბით, არამედ ჩვენი ნამდვილი სახით, ყველა უნდა გავთავისუფლდეთ ნებსით თუ უნებლიეთ წამოკიდული ტვირთისაგან. მე მზად ვარ საზოგადოებისგან წამოსულ ნებისმიერ კითხვას გავცე ამომწურავი პასუხი და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც. არც მე ვარ უშეცდომო და ჩემს შეცდომებს არ ვმალავ, ვფიქრობ, ასევე უნდა მოიქცნენ სხვებიც და რაღაცეებზე უარი უნდა თქვან, აი, ამის შემდეგ მე მზად ვარ ნებისმიერ მათგანთან ვითანამშრომლო, სხვანაირად და სხვაგვარად ჩვენი ურთიერთობა არ შედგება. ჩემი აზრით, ჯერ უნდა გაივლოს სადემარკაციო ხაზი, უნდა შეიქმნას ორი პოლუსი და ნათლად უნდა ითქვას, მიზეზთა და მიზეზთა გამო ვისი გვერდით ვერ დავდგები და ვისთან ვერ ვითანამშრომლებ. ვისთან ვერ ვითანამშრომლებ? ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ. ჩემი აზრით, სწორედ ფსევდოოპოზიციური პარტიებია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი ძალა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლების ყველაზე საიმედო მოკავშირედ და პარტნიორად გვევლინება. სინამდვილეში სააკაშვილ.ის ხელისუფლება ამ ფსევდოოპოზიციური ძალების მხრებზე დგას – ეს ძალები უქმნიან სააკაშვილის რეჟიმს დემოკრატიულობის ფონს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე და ფაქტობრივად ერთპარტიულ ქართულ პარლამენტს თავიანთი ფსევდოოპოზიციური მოღვაწეობით მრავალპარტიული პარლამენტის იმიჯს უქმნიან. სწორედ მათ შეაქვთ განხეთქილება და არეულობა ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალების ნებისმიერ წამოწყებაში, ისინი ახშობენ, ანეიტრალებენ და კალაპოტს უცვლიან ხალხის საპროტესტო განწყობას. მე არ მოვერიდები მათ დასახელებას და ღიად ვაცხადებ: ვერ ვითანამშრომლებ “ქრისტიან-დემოკრატებთან”, “ლეიბორისტებთან”, “ახალ მემარჯვენეებთან”, “ედპ”-სთან, “ქართულ პარტიასთან”, თორთლაძის, დავითაიას პარტიებთან. “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერის გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისიფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა. ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ზემოთნახსენები პარტიების ლიდერები შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ეროსი კიწმარიშვილი, ბაჩუკი ქარდავა. დიახ, მე ვერ ვითანამშრომლებ ამ ადამიანებთან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წევრთან ურთიერთობაზე დავთანხმდე, თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური წარსულის რევიზიას შეძლებენ. არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა სოზარ სუბარზე, ადამიანზე, რომელსაც ომბუდსმენის საპასუხისმგებლო პოსტზე ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და რომელსაც არაერთხელ დაუფიქსირებია მტკიცე პოზიცია ხელისუფლების თავნებობის წინააღმდეგ. დიდი გულისტკივილით და სინანულით ვამბობ, რომ სოზარ სუბარი აღმოჩნდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო. თუ ბატონ სოზარს სურვილი ექნება ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას შემოუერთდეს, მე ამას მხოლოდ მივესალმები. კიდევ ვიმეორებ, თანამშრომლობაზე უარს ვაცხადებ ზემოთ დასახელებულ ოპოზიციურ პარტიებთან და არა ამ პარტიების ცალკეულ კეთილსინდისიერ წევრებთან. მასმედია გამომდინარე იქედან, რომ ქართულ მედიასთან მიმართებაში ჩემს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია, საჭიროდ ჩავთვალე აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე განმარტების გაკეთება. სიმართლე მწარეა, მაგრამ თუ ჩვენ არ მივეჩვიეთ მისთვის თვალის გასწორებას, ეს ქვეყანა განწირულია მუდმივ შიშსა და სიცრუეში არსებობისათვის. მე ვეკითხები „მაესტროს“ ჟურნალისტებს და თუნდაც მის ადმინისტრაციასა თუ დამფუძნებლებს – როდესაც ტელევიზიას მართავს ფსევდოოპოზიციონერის ეროსი კიწმარიშვილის კომპანია, ადამიანის, რომელმაც სხვას რომ თავი დავანებოთ, მისივე აღიარებით 2008 წელს დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად დაასამარა ხალხის რეალური არჩევანი, შეიძლება თუ არა რომ ვიღაცას ჰქონდეს ილუზია, რომ ასეთი ტიპის ადამიანი გახდება თავისუფალი სიტყვის გარანტი? მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ მათ: 1. მზად ვარ თქვენს წინაშე ავიღო ყველა ის ფინანსური ვალდებულება, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პირი, კაცმა არ იცის საიდან მოტანილი დაფინანსებით, ასრულებს (ან არ ასრულებს) თქვენს წინაშე. 2. გავაფორმო სარედაქციო დამოუკიდებლობის საგარანტიო ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჟურნალისტის თავისუფლება, თუნდაც კრიტიკული დამოკიდებულება ჩემს პირად მოღვაწეობასთან დაკავშირებით. 3. დასაქმებული იქნება ყველა ქართველი ჟურნალისტი, რომლისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა და პროფესიული ღირსება. ჩვენ ერთად შევუქმნათ მათ საშუალება, გათავისუფლდნენ ფსევდო-კეთილდღეობის მარწუხებიდან. 4. ერთად უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება ხალხს და დავიწყოთ ეს მეოთხე ხელისუფლებით, ანუ თქვენით. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო `მაესტროს~ წამყვან ჟურნალისტს შალვა რამიშვილს. შალვა, შენ როდესაც `დარდუბალას~ აკეთებდი, მე ჩემი ოჯახით პარიზში ვცხოვრობდი. „დარდუბალა“-ს ყოველი გასვლა ეკრანზე ჩვენთვის იყო ნამდვილი დღესასწაული, ნიჭიერების, ტალანტის ნამდვილი ფეიერვერკი. შენ, მაშინ როგორც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის კუმირი იყავი, რომელმაც გასაოცარი ნიჭიერებით წარმოაჩინე ქვეყანაში არსებული დამყაყებულ-დაჭაობებული გარემო და ადამიანებს პირდაპირ უთხარი, რომ ამ ჭაობში ცხოვრება შეურაცხმყოფელია ადამიანის ღირსებისათვის. დღეს რა მოგივიდა, დღეს რა დაგემართა, შალვა? შენ, ასეთი ელვარე ნიჭით დაჯილდოვებული კაცი უნიჭოს როგორ ემსახურები? ნიჭი ღვთისაგან ბოძებული მადლია და შენ ამ მადლს უღირსთა და უკეთურთა სამსახურში როგორ ფლანგავ? შალვა, როგორ ვერ ხვდები, რომ შენს მიერ შექმნილი “დარდუბალა”-ს პერსონაჟებს დაემსგავსე თანდათან? შენ ახლა ახალ “დარდუბალა”-ს უნდა ქმნიდე და ამ დროს სააკაშვილთან გარიგებული “მაესტროს” მეპატრონეები დაგარბენინებენ აღმა-დაღმა ხელისბიჭივით. წამოდი შალვა და ახალი “დარდუბალა”-ს გადაღება დაიწყე, რომლის გამზადებული სიუჟეტი, ძვბელი “დარდუბალა”-ს სიუჟეტზე გაცილებით მძაფრი სიუჟეტი, ახალი ოდიოზური პერსონაჟებით, ცხოვრებამ მაგიდაზე დაგიდო, შენ კი მისი აღება გეზარება. სახალხოდ გაძლევ სიტყვას, შენ დაიწყე ახალი “დარდუბალა”-ს გადაღება და მე დავაფინანსებ! და ბოლოს: ჟურნალისტთა შესანიშნავი კორპუსი მუშაობს “მაესტროში”, შესანიშნავი ახალგაზრდები არიან, ნიჭიერები, ლამაზები, განათლებულნი. მე მათ როგორც საკუთარ შვილებს ისე ვუყურებ და ძალიან განვიცდი იმ მდგომარეობას, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ. ძალიან განვიცდი, რომ „მაესტროსთვის“ ცდება ეკა ბერიძე, ეს უაღრესად ნიჭიერი და ამასთან ერთად მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ჟურნალისტი. გამოსავალი ერთია: ერთად წამოდით ყველანი ამ ორსახოვანი თუ სამსახოვანი ტელევიზიიდან და თქვენი პროფესიით დასაქმების გარანტიას მე გაძლევთ! ახლა კი დავით აქუბარდიას მინდა მივმართო, როგორც მას ქართველი ხალხი სიყვარულით უწოდებს, ბატონ აქუს. ბატონო დავით, მე მახსოვს თქვენი გადაცემა 30 ივნისს, როცა თქვენ ყური აუწიეთ და პოლიტიკურ ფარისევლობაში ამხილეთ „ქრისტიან-დემოკრატები“ და მამუკა კაციტაძე. თქვენ მაშინ ბრწყინვალე იყავით, თქვენი არგუმენტები აბსოლუტურად დამაჯერებელი იყო, თქვენი პოზოცია აბსოლუტურად სწორი. იმავე საღამოს თქვენ ეროსი კიწმარიშვილი გყავდათ სტუმრად და თუ პირველ გადაცემაში თქვენ ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იდექით, კიწმარიშვილთან საუბრისას საოცრად დათრგუნული, ყალბი, უნიათო ბრძანდებოდით და აშკარად გეტყობოდათ, რომ დაკვეთას ასრულებდით. ბატონო დავით, თქვენ ერუდირებული, ანალიზის შესანიშნავი უნარის მქონე ჟურნალისტი ხართ, რომელმაც პროფესიონალურ დონეზე იცით ეკონომიკა, ისტორია, ლიტერატურა, ბრწინვალედ ერკვევით პოლიტიკური ცხოვრების ლაბირინთებში, მაგრამ ხშირად ღალატობთ საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს და სხვადასხვა მოტივით და მიზეზით ფსევდოოპოზიციურ, ფსევდოობიექტურ სუბიექტებს აძლევთ ასპარეზს. ბატონო დავით, არ მინდა მე თქვენი „კავკასია“ – ნურც მომყიდით და ნურც მაჩუქებთ, მაგრამ თქვენ იყავით ობიექტური, მართალი და ობიექტური ოღონდ არა დღეგამოშვებით, არა ხანდახან, არამედ მთლიანად, მთელი 24 საათის განმავლობაში. ფინანსური პრობლემები გიშლით ხელს? არაფერი არ მინდა თქვენგან, ისე დაგეხმარებით, ოღონდ თქვენს თავისუფლებას და საკუთარ მრწამსს ნაძირლებზე ნუ გაყიდით. ჩემი ამასწინანდელი განცხადება „კავკასიის“ თუ „მაესტროს“ ყიდვასთან დაკავშირებით ზოგმა არასწორად გაიგო. მე ჟურნალისტების ყიდვა კი არა მათი გათავისუფლება მინდა იმ შეურაცხმყოფელი და შემოქმედებითი დამოუკიდებლობის შემზღუდველი ატმოსფეროსგან, რომელშიც დღეს მათ უწევთ მუშაობა. მასმედიის მისამართით გაკეთებული ჩემი განცხადების მიზანი იყო, საზოგადოებისთვის დამემტკიცებინა, რომ ამ ვითომ ოპოზიციურ ტელეარხებს სინამდვილეში სააკაშვილი აკონტროლებს და მისი დასტურის და ნებართვის გარეშე, ამ ტელეკომპანიის მესვეურებს რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. მე მიზანს მივაღწიე _ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავიანთი კომენტარებით ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ მათი ორგანიზაციების ნამდვილი მეპატრონე სააკაშვილია. ფსევდოობიექტურობა ფსევდოოპოზიციონერთა კვალდაკვალ უპრიანი იქნება თუ ფსევდოობიექტურობის იმ მავნე ზემოქმედებაზეც ვისაუბრებთ, რომელსაც ფსევდოობიექტურები ახდენენ საზოგადოებას ცხოვრებაზე. დღეს, როდესაც სიცრუის მანქანა მთელი ძალით მუშაობს ადამიანთა ტვინების გამორეცხვაზე და მოდელირებული ვირტუალური ფსევდორეალობის რეალობად და სინამდვილედ წარმოჩენაზე, ძნელია გაარჩიო ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს! ხელისუფლების ძალისხმევით ეგრეთწოდებულ ექსპერტთა, პოლიტოლოგთა, ანალიტიკოსთა, სოციოლოგთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მობილური ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლების მიერ დაწერილ სცენარს ახმოვანებს და უტიფრად ასაღებს შავს თეთრად და პირიქით. ჩვენ ამ ადამიანებს ყოველდღე ვუსმენთ ტელეეკრანებზე, ვკითხულობთ მათ წერილებს, ინტერვიუებს, რომელიც სიმართლის წარმოჩენას კი არა სიმართლის მიჩქმალვას ემსახურება და ცხადია, ადამიანებს სწორი არჩევანის და სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას უხშობს. იმდენად მრავალრიცხოვანია ფსევდოობიექტურთა ჭრელი გუნდი, ყველა მათგანის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა თავისი ნიჭიერებით გამორჩეულ რამდენიმე პიროვნებაზე მაინც შევჩერდები. პირველ რიგში მინდა დავასახელო ია ანთაძე, გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონი, კარგი ანალიტიკოსი, რომელიც ეჭვი მაქვს რომ ზოგჯერ ძალიან ოსტატურად და შენიღბულად ემსახურება ხელისუფლების ინტერესებს. ამის დამადასტურებელი მრავალი მაგალითის დასახელება შეიძლება, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთზე შევჩერდები. ია ანთაძემ ამას წინათ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მე პრორუსულ ძალად, სააკაშვილი კი პროდასავლური ლიბერალური ღირებულებების აპოლოგეტად გამოაცხადა. კი, ბატონო, ია ანთაძემ რაც უნდა ის მიწოდოს, არ მეწყინება, მაგრამ როგორ შეიძლება სააკაშვილში, რომელმაც ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა საქართველოში, ლიბერალობა და პროდასავლურობა დაინახო? როცა გაქვს ავტორიტეტი, როცა საზოგადოება გიცნობს, როგორც კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ჟურნალისტს და ასეთ დასკვნებს აკეთებ, ეს უკვე დანაშაულის ტოლფასი ქმედებაა. ნაკლები საფრთხის შემცველია, ვთქვათ, სოსო ცინცაძის პრიმიტიული და აბდაუბდა მოსაზრებები, რომლებსაც შეგიძლია ყურადღებაც კი არ მიაქციო, იმდენად სუსტი და ცალმხრივია მისი მსჯელობა, მაგრამ როცა ისეთი გონიერი და ანალიტიკური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, როგორიც რამაზ საყვარელიძეა, ზოგჯერ ორმაგი სტანდარტებით თამაშისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, ეს უკვე საგანგაშოა. ამასწინათ რამაზ საყვარელიძის და პაატა ზაქარეიშვილის პაექრობას ვუსმინე. პაატა ზაქარეიშვილი უდაოდ ინტელექტუალური და გონებაგამჭრიახი პოლიტიკოსი, ემოციური პიროვნებაა და თავის მოსაზრებებს ამ გადაცემის დროსაც ემოციურად გამოხატავდა, საყვარელიძე კი `ამშვიდებდა~: _ ნუ ნერვიულობ, ნუ გეშინია, შენ ექიმთან ხარ~ ორჯერ გაუმეორა მან ზაქარეიშვილს ეს ფრაზა, რაც ხულიგნობას უფრო ჰგავს, ვიდრე ინტილიგენტის საქციელს. ექსტაზში შესულმა რამაზმა ისიც კი თქვა, რომ ოპოზიციას იმდენივე მოეთხოვება, რამდენიც ხელისუფლებასო, რაზეც ზაქარეიშვილმა საკადრისი პასუხი გასცა. ამდენი სიცრუისგან, ამდენი ტყუილისგან, ამდენი ფსიქოლოგიური ზეწოლის და ზემოქმედებისგან ჩვენი საზოგადოება შეიძლება მართლაც არის დაავადებული, მაგრამ მისი განკურნება მხოლოდ სიმართლით არის შესაძლებელი და არა ცინიზმით და ლამაზად შეფუთული სიცრუით. დღეს დიდი სიმართლის თქმის დროა! თუ გვინდა რომ ქვეყანა ამ ნახევრად მკვდრული მდგომარეობიდან, ამ შოკიდან გამოვიდეს, პირველ რიგში სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ და ვინც არ არის კახაბერი, კახაბერად არ უნდა გამოვაცხადოთ. სახელისუფლო გუნდი პირდაპირ მინდა განვაცხადო, სახელისუფლო გუნდთან და მის იდეოლოგებთან, ვინც სააკაშვილს ემსახურება, არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რადგან მათთან ყველაფერი გარკვეულია და აქედან გამომდინარე, ფსევდოპოზიციისგან განსხვავებით, მათი არჩევანი, მათი პოზიცია ღია და გამჭირვალეა. ყველას აქვს უფლება უერთგულოს და მხარი დაუჭიროს მას, ვინც მოსწონს როგორც პოლიტიკოსი და როგორც ლიდერი. ამ ადამიანებს სააკაშვილი მოსწონთ, ის მათ პოლიტიკურ გემოვნებას ყოველმხრივ აკმაყოფილებს, გემოვნებაზე კი, როგორც იტყვიან, არ დავობენ. თუმცა ჩემი პირადი აზრით, სწორედ რომ გემოვნებაა მთავარი სადაო და საკამათო… დავით დარჩიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ მელიქიშვილი, პალიკო კუბლაშვილი ამ ხელისუფლების გამოკვეთილი იდეოლოგები არიან. მართალია, ეს იდეოლოგია ხშირად დემაგოგიაში გადადის და პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს მათი არჩევანია. თავის დროზე სააკაშვილს ბევრი უჭერდა მხარს, მათგან ზოგმა კრიტიკულად გადახედა თავის პოზიციას და დროზე წამოვიდა მისი გუნდიდან, ზოგი კი დარჩა და დღემდე მასთანაა. მე მესმის ამ ადამიანების მდგომარეობისა. შეიძლება ზოგს გულით უნდოდეს სახელისუფლო გუნდის დატოვება, მაგრამ ეს არც ისე იოლად მისაღები გადაწყვეტილებაა. ისინი ერთხელ გაკეთებული მცდარი არჩევანის მძევლები არიან და მე მათ უფრო თანაგრძნობით ვუყურებ. მე არ მაქვს მათ მიმართ აგრესიული განწყობა, ის კი არა რომელიმე მათგანმა თავისი პოლიტიკური მრწამსი და პოზიცია რომ შეიცვალოს, არ გამოვრიცხავ, მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობასაც… მე ხელისუფლებასთან ვაიგივებ სამ ტელეკომპანიას: „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ „რუსთავი-2~-ს, „იმედს“ და რაც ზემოთ აღვნიშნე, ეს ამ ტელევიზიების თანამშრომლებსაც ეხებათ. ჩემთვის არ არის პიროვნების შეფასების კრიტერიუმები ვინ მუშაობდა და ვინ მუშაობს სააკაშვილთან, ვინ მუშაობდა და ვინ მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში. გადამწყვეტი ეს არ არის, მთავარია, ადამიანი დროზე მიხვდეს ჩადენილ შეცდომებს და სიკეთისკენ გადადგას ნაბიჯი. როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს დასაკარგი და მისაკვეთი ადამიანები არ ჰყავს. რადგან სახელისუფლო გუნდზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე მინდა მივმართო მერაბიშვილს, რომელსაც ვიცნობ, როგორც კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას. მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. საპატრულო პოლიცია თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურული დანაყოფები რომლებსაც ის სადამსჯელო, ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისთვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ. მერაბიშვილი ხშირად მაოცებდა ხოლმე ეკონომიკის სფეროში საკმაოდ სერიოზული კომპეტენტურობით, თუმცა მეც ბევრჯერ გამიოცებია იგი ჩემი პროფესიიდან შორს მდგარი ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას. საკმაოდ ბევრი ფაქტიდან მხოლოდ ერთს შევახსენებ ვანო მერაბიშვილს. გახსოვს ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება. ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ. ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ. მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდაწყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა: _ ხომ შეიძლება თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო? - სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერს – მეთქი, გავაფრთხილე. მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა. ჩემო ვანო, ერთი ამბავიც მინდა გაგახსენო და ამით დავამთავრებ. ვარდების რევოლუციიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, სააკაშვილი სპეციალურად ჩამოფრინდა ბობოყვათში ჩემთან შესახვედრად (მე იმ დროს ურეკში ვიყავი) და მითხრა, მერაბიშვილი უნდა გავუშვაო. მე მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რომ სააკაშვილს შენი გაშვება გადაეფიქრებინა. მე ის დავარწმუნე, რომ შენ ბუნებით ერთგული კაცი ხარ, გონიერი ორგანიზატორი და წინდახედული მენეჯერი. სააკაშვილმა მაშინ დამიჯერა და არც უნანია, რაც უდაოდ შენი დამსახურებაა. მე მისთვის არასოდეს არ მიმიცია ცუდი რჩევა, არც მისთვის, არც შენთვის. ახლა კი კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცე – ურჩიე სააკაშვილს, რომ დროზე გადადგეს! სააკაშვილი დაიღალა, გამოიფიტა და ქვეყანაც და საკუთარ თავსაც უფსკრულისკენ მიაქანებს, შენ და შენი მასწავლებელი ადეიშვილი კი მას დათვურ სამსახურს უწევთ და ძალაუფლებას უნარჩუნებთ. ეს არ არის გამოსავალი, ეს არ შეიძლება მარადიულად გაგრძელდეს და ასე, ძალისმიერი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ერთ საბედისწერო დღეს შეიძლება დიდი კატასტროფით დამთავრდეს. ურჩიე სააკაშვილს, რომ გადადგეს! ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მას საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება მიეცეს. თუ სააკაშვილი შენს რჩევას ყურად არ იღებს, მაშინ შენ თვითონ გადადექი, რადგან შენთვისაც ეს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია და ამით შენ დარჩები საქართველოში საპატივცემულო და ღირსეულ ადამიანად. მანამდე კი ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, ვანო! ვიცი, მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებული ხართ თუ რატომ გაიგეთ ასე დაგვიანებით ინფორმაცია ჩემი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ. საქმე ის არის, მე ვისარგებლე ჩემს ორგანიზაციაში თქვენს მიერ დავერბოვკებული თქვენი აგენტის უფასო „მომსახურებით“, რომელსაც პერიოდულად ვარწმუნებდი, რომ პოლიტიკაში არასოდეს არ მოვიდოდი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებდა და მალე საქართველოსაც დავტოვებდი. თქვენი აგენტიც იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით, ამიტომაც იყო შოკის მომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის. თქვენ ეს ადამიანი ახლა კი არა, სამი წლის წინათ გადაიბირეთ, ანუ მაშინ, როცა ჩვენს შორის ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა იყო. ასეთები ხართ თქვენ. ასეთი ზნე გაქვთ – დანდობა და სიყვარული არ იცით! თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია. ის ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს. ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ. „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე, ვლაპარაკობდი… თქვენთვის ამის გაგება დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ გაფრთხილებთ, ყველა თქვენი მცდელობა ჩვენს გარშემო ჯაშუშური ქსელის ხლართვისა, ზუსტად ისეთი კრახით დამთავრდება, როგორც ეს დამთავრდა. 2008 წლის წაგებული ომიდან ორი-სამი თვის შემდეგ შემდეგ, როცა ქვეყანას დიდი არეულობა და ქაოსი ემუქრებოდა, მე თვითონ გავუგზავნე წერილი მიხეილ სააკაშვილს და ვურჩიე გადამდგარიყო. ქართველი ხალხი სულგრძელი, მიმტევებელი ხალხია და გაპატიებს, რაც შეგეშალა. გადადგომა შენ საშუალებას მოგცემს არა მარტო გააგრძელო შენს ქვეყანაში ცხოვრება, არამედ გააგრძელო პოლიტიკური საქმიანობაც – ვწერდი სააკაშვილს. მიშა, შენ ის მიშა ხარ, ხელისუფლებაში რომ მოხვედი და აღმაშენებლის საფლავზე დაიფიცე, რითაც საქართველოს მიანიშნე, რომ აღმაშენებლობას აპირებდი, მაგრამ დრო გავიდა და აღმაშენებლის ნაცვლად ბრეჟნევს დაემსგავსე, ბრეჟნევის ეპოქას მიუახლოვდი. ამის დასტურია თუნდაც შენი ბოლო შეხვედრა თელაველებთან, სადაც დაქირავებული ტაშის დამკვრელები კახელების სახელით გიკრავდნენ ტაშს და – მიშა! მიშას! გაყვიროდენ. შენ და შენი გუნდი ქართველი კაცისათვის წმინდათაწმინდას, ეკლესიასაც კი შეეხეთ და მხცოვანი პატრიარქი, ეს ბრძენი ადამიანი უკიდურესად მძიმე სიტუაციაში ჩააყენეთ. იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდით პატრიარქს, ეკლესიის შიგნით სულმოკლე ადამიანების ძებნა და მათი მოქრთამვა და მოსყიდვა დაიწყეთ. შეჩერდი, მიშა, შენ უფსკრულის პირას დგახარ და შეჩერდი! მე შენთვის არასოდეს მომიცია ჩემი პირადი ინტერესებით ნაკარნახევი რჩევა და ახლაც ჩემი კი არა შენი ინტერესებიდან გამომდინარე გეუბნები ამას – გადადექი! რომელ პოლიტიკურ ძალებთან ვაპირებ თანამშრომლობას? პირველ რიგში მინდა ვახსენო რესპუბლიკური პარტია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტია, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით. თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად ვთვლი პარტია `თავისუფალ დემოკრატებს~, ხოლო მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი წონადი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა. `რესპუბლიკელებისგან~ განსხვავებით ირაკლი ალასანიასთან და მის პარტიასთან შეკითხვები არ მაქვს. ცხადია, ამ მიმართვაში ყველა იმ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ორგანიზაციას ვერ ჩამოვთვლი, ვისთანაც თანამშრომლობას ვაპირებ. უახლოეს ხანებში დრო ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს და ჩვენი მომავალი პარტნიორების სიაც უფრო დაზუსტდება და დაკონკრეტდება. რესპუბლიკურ პარტიასთან მართლაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ჩემი განცხადების შემდეგ, „რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე წევრმა ჩემს მიმართ ძალზე აგრესიული კომენტარები გააკეთა. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ბერძენიშვილს მინდა ვკითხო: იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ „ალია-ჰოლდინგის“ საშუალებით შემოგვიტია და ლაფის სროლა დაგვიწყო, ლევან ბერძენიშვილმა ორჭოფული პოზოცია დაიკავა და მრავალმნიშვნელოვანი ტონით განაცხადა, მე ვიცი, საიდან იშოვა ფული ივანიშვილმა და არ ამალაპარაკოთ ახლაო. ჩვენ ამას მაშინვე გამოვეხმაურეთ და განმარტება მოგთხოვეთ, მაგრამ პასუხს თავი აარიდეთ. თუ თქვენ მართლაც იცით კონკრეტული რამ, კეთილი ინებეთ და ღიად, საჯაროდ მითხარით, თუ არადა. ამ არაფრისმთქმელ ნართაულებს თავი დაანებეთ, ბატონო ლევან! დიდ ბოდიშს ვიხდი, სამგზის ვიხდი ბოდიშს, მაგრამ აქვე მინდა ყველა ოპოზიციურ პარტიას დავუსვა ერთი საერთო და ყველასათვის სავალდებულო კითხვა: – რით არსებობთ თქვენ და საიდან იღებთ პარტიის შესანახ თანხებს, თუ ეს თანხები გაგაჩნიათ? გულუხვ მეგობრებზე აქცენტის გაკეთება არ იკმარებს – ამ „არგუმენტს“ ვერ მივიღებ! ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და სანამ ზუსტი ინფორმაცია არ მექნება, თანამშრომლობაც ვერ შედგება. და ბოლოს, ისევ ჩემს შესახებ… არ მინდა ამ მიმართვის წაკითხვის შემდეგ საზოგადოებას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ, აი, მოვედი მე, ვიღაც უცოდველი კრავი და სხვებს განვიკითხავ და მორალს ვუკითხავ. არა, ეს ასე არ არის, მეც ბევრი შეცდომა დამიშვია და ბევრჯერ შემშლია, რაც ხმამაღლა მიღიარებია და საკუთარი თავი გამიკიცხავს. ჩვენ ყველანი თანაბარუფლებიანი და თანასწორი მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნისა და მე არასოდეს, ვიმეორებ, არასოდეს მიფიქრია, რომ მე ჩემი სიმდიდრით ვინმეზე, მატერიალურად თუნდაც ხელმოკლე ადამიანზე რაიმეთი მეტი ვარ. არც ის მიფიქრია ოდესმე, რომ მე უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ ამ ქვეყნისთვის, ვიდრე უბრალო გლეხი, რომელიც ვაზს უვლის, კალატოზი, რომელიც აგურს აგურზე ადებს, პოეტი, რომელიც ლექსს წერს, სპორტსმენი, რომელიც სპორტში მოღვაწეობს. მთავარია ყველამ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ საქვეყნო საქმისათვის. მიმართვის დასაწყისში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, წასვლა მინდოდა აქედან და ჩემს გადაწყვეტილებას იმით ვხსნიდი, რომ პოლიტიკაში მოსვლით მე თვითონვე ვუარყოფდი ჩემს მიერვე სავალდებულოდ მიჩნეულ ნორმას, რომ მე არასოდეს მოვალ პოლიტიკაში. და მეორე, ქართულ პრესაში გამოქვეყნდა “ვედომოსტში” დაბეჭდილი ინტერვიუს გაგრძელება, სადაც მე ჩამოვაყალიბე ჩემი დამოკიდებულება ქველმოქმედებასთან, რომელშიც ჩემი მსოფლმხედველობა იყო ასახული, პოლიტიკაში მოსვლით კი, ამ მსოფლმხედველობას მთლიანად ვანგრევდი. მაგრამ დიდი სულიერი ჭიდილის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ვცდებოდი, აქედან კი ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი იმის აღიარებამდე, რომ რასაც აქამდე ვაკეთებდი, ზოგი რამ შეცდომა იყო. მე ვაპირებ გამოვასწორო ეს შეცდომა და სრულიად ახლებური მიდგომით და პერსპექტივაზე ორიენტირებული გათვლებით ცხოვრება გავუადვილო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. შეცდომა იყო, მე ვიტყოდი, ღალატის ტოლფასი შეცდომა იყო, საქართველოდან წასვლა რომ დავაპირე. წასვლა ერთია, მაგრამ მერე რა პირით უნდა დაბრუნდე უკან, როცა შენს ქვეყანას იმ დროს მიატოვებ, როცა ძალიან უჭირს. როცა დაბრუნდები, დაგხვდება კი აქ ქვეყანა? როგორც გითხარით, ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა დამარწმუნეს, რომ ვცდებოდი, თუმცა არც იმის უთქმელობა ივარგებს, რომ ჩემი ოჯახიც, სხვა ქართული ოჯახებივით, ორი წლის განმავლობაში ჩურჩულით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის იმედით და თანადგომით შიში ვძლიეთ. შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა – ახლა ხმამაღლა, მთელი ხმით, მთელი საქართველოს და მთელი მსოფლიოს გასაგონად ლაპარაკის დროა, რომ მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ ჩვენი სიმართლე. ჩვენ ერთად უნდა ავიხდინოთ “ქართული ოცნება” – ეს არის ერთიანი, მთლიანი, ძლიერი, სამართლიანი საქართველო!“.
  20. DonCaredo გამარჯვება. Lo Janko გამარჯვება. არა, რატომ მეკითხებით?
  21. ”Civis Romanus Sum” – ”მე რომის მოქალაქე ვარ!” - ამ სიტყვებს რომის იმპერიის ნებისმიერ კუთხეში გაიძახოდნენ ადამიანები იმის იმედით, რომ მათ უფლებებს პატივისცემით მოეპყრობოდნენ, ხოლო თუ მათ უფლებებს შელახავდნენ, ამის ჩამდენი დაისჯებოდა. რომის მოქალაქეობა გულისხმობდა სერიოზულ პასუხისმგებლობებს (ანუ – სამოქალაქო უფლებებს) – ჯარში სამსახურს, გადასახადების გადახდას, არჩევნებში მონაწილეობას და არჩევის უფლებას. და ამავე დროს სერიოზულ მფარველობასაც იმპერიის მხრიდან (პირად უფლებებს) – ხოლო უპირველესი მათ შორის იყო – სამართლიანი სასამართლოს უფლება! სადაც არ უნდა ყოფილიყო რომის მოქალაქე, ვისაც არ უნდა დაეპატიმრებინა იგი, და რაოდენ მძიმეც არ უნდა ყოფილიყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, მას ჰქონდა თავისუფალი სასამართლოს მოთხოვნის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქის უფლების დამრღვევი რომის კანონით უმკაცრესად გასამართლდებოდა. რომის მოქალაქის სიკვდილით დასჯა ღალატისათვის შეიძლებოდა, მაგრამ ამ მუხლით მისი გასამართლება მხოლოდ რომში უნდა მომხდარიყო. პავლე მოციქული, პალესტინაში დააპატიმრეს და ღალატის ბრალდებით უნდოდათ სიკვდილით დაესაჯათ. პავლემ, რომელიც რომის იმპერიის ერთგულ დამცველად ნამდვილად არ მოიაზრებოდა, დაუყონებლივ განაცხადა – რომის მოქალაქე ვარ და მსურს კეისრის სასამართლომ რომში გამასამართლოსო! და მართლაც, ორი თვის განმავლობაში მიჰყავდათ ტუსაღი და რომში არა მარტო გაასამართლეს, არამედ გაამართლეს კიდეც. სიცოცხლის უფლება არ იყო ისე მკაცრად გარანტირებული რომის მოქალაქისათვის, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლება! რომის თავისუფალ მოქალაქეს სასამართლოს გარდა ვერავინ შეუზღუდავდა მის თავისუფლებას – ვერც მაგისტრი, ვერც რომს დაქვემდებარებული სამეფოების და ტერიტორიების ადგილობრივი ტირანები, და ვერც მოვალეები, თუ მოქალაქის მიერ მოთხოვნილი სასამართლო მას გამამტყუნებელ განჩინებას არ მიიღებდა. ამიტომ, როგორც კი მის მიმართ უკანონო მოპყრობას წააწყდებოდა, რომის ნებისმიერი მოქალაქე მაშინვე ხმამაღლა გაჰყვიროდა ამ მაგიურ სიტყვებს – Civis Romanus Sum – და ამის გაგონებაზე ნებისმიერმა უზურპატორმა და მოძალადემ იცოდა, რომ მისი ძალადობის წინააღმდეგ ძლევამოსილი იმპერიის სამართალი იდგა. სიცილიის კორუმპირებულ გუბერნატორ ვერესს, რომელმაც უცხოური გვარის მდიდარი ადამიანი თითქოსდა ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა და მისი ქონება მიისაკუთრა, ციცერონმა ბრალი დასდო უკანონობის აღსრულებაში და ძალადობაში მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ეს ადამიანი, როცა მას სახრჩობელისკენ მიათრევდნენ, მთელი ძალით გაჰყვიროდა – ”მე რომის მოქალაქე ვარ! მოვითხოვ სამართლიან სასამართლოსო!” როცა გაირკვა, რომ მოკლული მართლაც რომის მოქალაქე იყო, გუბერნატორი გაასამართლეს და სიკვდილით დასჯის შიშით იგი ქვეყნიდან გაიქცა. მას მერე დიდი დრო გავიდა. რომის გარდა, იყვნენ და არიან იმპერიები, რომლებიც წინაც და დღესაც ახერხებდნენ თავისი მოქალაქეების უფლებების მსოფლიოში დაცვას. მაგ. 1850 წელს სწორედ იმ ლოზუნგის გამოყენებით დიდი ბრიტანეთის ორგზის პრემიერ-მინისტრმა და იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდმა პალმერსტონმა ათენში გიბრალტარის მოქალაქე მდიდარი ებრაელის დონ პასიფიკოს სახლზე თავდასხმისათვის, რომელშიც საბერძნეთის მინისტრის შვილებიც მონაწილეობდნენ, საბერძნეთს საზღვაო ბლოკადა გამოუცხადა! 8 კვირიანი ბლოკადის შემდეგ საბერძნეთის მთავრობამ სერიოზული კომპენსაცია გადაუხადა დონ პასიფიკოს, რაზეც კმაყოფილმა პალმერსტონმა ბრიტანეთის პარლამენტში განაცხადა, ხომ დავუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ ბრიტანეთის იმპერიის მოქალაქის მიმართ ხელშეუხებლობის რომაული პრინციპი Civis Romanus Sum დღესაც მოქმედებსო! ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა დიდი იმპერიები, ასევე მტკივნეულად რეაგირებს მისი მოქალაქეების უფლებების შელახვაზე და ამერიკელები ამას კმაყოფილებით აღნიშნავენ. საკმაოდ პოპულარულ პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მიერ 1980 წლის არჩევნების პირწმინდად წაგება რონალდ რეიგანთან სწორედ ირანის მიერ აშშ-ის საელჩოს აღების და მძევლების აყვანაზე კარტერის ადმინისტრაციის უსუსური რეაქციას (მძევლების განსათავისუფლებელი ოპერაციის სრულ კრახს) უკავშირდებოდა. ირანელებმა მძევლები რეიგანის ინაგურაციიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს და აიათოლა ჰომეინიმ მთელ მსოფლიოს განუცხადა, ეს ჩვენ დავამარცხეთ ამერიკის პრეზიდენტი კარტერიო. ასევე ალბათ არასოდეს აპატიებენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს მისი თანამოქალაქეები იმას, თუ როგორ დაუთმო მან კადაფის დაჟინებულ მოთხოვნებს და დიპლომატიური დივიდენდების მისაღწევად გაანთავისუფლა ლიბიელი ტერორისტი, რომელმაც 250 უდანაშაულო ადამიანი შოტლანდიური ლოკერბის თავზე ”პან ამერიკენის” თვითმფრინავში ააფეთქა. ისრაელი იმპერია არაა, მაგრამ უმკაცრესად ეკიდება საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვას მთელს მსოფლიოში. ამის მაგალითები მრავლადაა, როცა ისრაელი ლამის ომის დაწყებაზეც კი წასულა თავისი ერთადერთი მოქალაქის თავისუფლების თუ სიცოცხლის დასაცავად. და ალბათ ეს მაგალითები კიდევ უფრო გამდიდრდება – თუნდაც იმ ფასის დემონსტრირებით, რაც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადაიხადოს ისრაელი ბიზნესმენების უკანონო დაპატიმრების და უსამართლო სასამართლოს გამო. ამავდროულად, ამ ქვეყნების სასამართლო სისტემა , რომელიც იდეალური ვერ არის და ვერც იქნება, მაინც აბსოლუტურ უმრავლესობაში უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებების დაცვას სახელმწიფო აპარატის ჩინოვნიკთა თვითნებობებისაგან, მათ საკუთრების უფლებას, მათ ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლებას… ანუ, პიროვნული უფლებების პატივისცემის მოთხოვნა, რასაც ეს იმპერიები თავის მოქალაქეებთან მიმართებაში სხვა ქვეყნებს ავალდებულებენ, საშინაო გარემოშიც ანალოგიურად ვრცელდება. არიან სხვა ტიპის ქვეყნები, რომელთა ხელისუფალნიც, განსხვავებით ზემოთჩამოთვლილთაგან, მხოლოდ არჩევითად ახორციელებენ მოქალაქის უფლებების დაცვას – ქვეყნის გარეთ ისინი გააფთრებით იცავენ თავისი თანამემამულეების უფლებებს (განსაკუთრებით, თუ ეს ”თანამემამულეები” სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან – მაგალითად ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთში), მაგრამ საშინაო ასპარეზზე თავად გვევლინებიან ამავე მოქალაქეების უფლებათა მასიური დარღვევების ავტორებად. ამის მაგალითები მრავლადაა – ”კურსკის” და ”კომსომოლეცის” ტრაგედიების გამოძიებისა და ”ნორდ-ოსტისა” თუ ბესლანის შტურმიდან – ანნა პოლიტკოვსკაიას, სერგეი მაგნიტსკის, პოლ ხლებნიკოვის, ეკატერინა ბაბურინას, მაგომედ ევლოევის და უფლებადამცველების მკვლელობებამდე და მიხეილ ხოდორკოვსკის და პლატონ ლებედევის დაუსრულებელ პატიმრობამდე. რუსეთის კრედო განსხვავებულია რომაულისაგან და, ალბათ, ყველაზე უკეთ, ამ დევიზით გამოიხატება: “Бей своих, чтоб чужие боялись!” ზუსტად ანალოგიურია სხვა ტოტალიტარული რეჟიმების მიდგომებიც – ირანი, სირია, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, კამბოჯა, მიანმა, უზბეკეთი… მათი პატრიოტიზმი ტოტალიტარულია – ანუ მხოლოდ საგარეო სურნელი დაჰკრვს – როცა საკუთარი მოქალაქეების დაცვას მხოლოდ სხვა ქვეყნებისაგან ითხოვენ და საკმაოდ აგრესიულადაც. ხოლო საშინაო მომხმარებაში ტანკებით ასობით მოქალაქის დახოცვა, თუ რეჟიმისადმი არალოიალური ოჯახის წევრების ჯგუფური გაუპატიურებები – ”ნორმალური” საქციელია და ”პატრიოტიზმს ამაგრებს”! და მაინც, დიდხანს რომ არ ვიტირო სხვისი მკვდარი (სამართალს და სამართლიანობას ვგულისხმობ ზოგადად), მინდა იმ უნიკალურ შემთხვევას დავუბრუნდე, რასაც ”დემოკრატიული სინგაპური” და ”კავკასიის შვეიცარია” აქვს შერქმეული მისი უზურპატორისაგან . ესაა საქართველო – პარადოქსების ქვეყანა. თუ პირველი ჯგუფის ქვეყნების მოქალაქეებს მთელ მსოფლიოში შეუძლიათ აცხადონ ამაყად თავისი მოქალაქეობა, ხოლო მეორე ჯგუფის ქვეყნების მოქალაქეებს – მხოლოდ საზღვარგარეთ, საქართველო ის უნიკალური შემთხვევაა, როცა, ამჟამად, ჩემი ღრმა რწმენით, მოქალაქემ თავისი მოქალაქეობა ყველგან და ყოველთვის უნდა დამალოს! სანამ რეჟიმდაცველთა მხრიდან ქვების წვიმა არ წამოსულა და არ ჩავუქოლივართ, შევეცდები ავხსნა ამ ჩემი უაღრესად "ანტიპატრიოტული" მოწოდების მიზეზი. (აქვე მინდა დავამატო, რომ ”მე ქართველი ვარ” დღემდე ამაყად ჟღერს, როგორც ქართველი ხალხის და ეროვნული კულტურის გამოხატულება და არა – ქართული სახელმწიფოსი) რა დაცვას ჰპირდება საქართველოს მოქალაქეობა მის პატრონს საზღვარგარეთ? პრაქტიკულად ნულოვანს. არამცთუ ჩვეულებრივი მოქალაქე, არამედ კარგად გვახსოვს, რომ შევარდნაძის ხელისუფლებამ თავისი დიპლომატიც კი – გიგა მახარაძე – უყოყმანოდ გაუშვა ამერიკულ ციხეში, მაშინ როცა დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენების საშუალება ჰქონდა, რათა ამერიკის მთავრობის მიმართ ლოიალობა დაემტკიცებინა. ხოლო აბსოლიტურად სიმეტრიულ შემთხვევაში, როცა ბულგარელი დიპლომატის მანქანამ თბილისში ორი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა, პირიქით, ყველაფერი გააკეთა, რომ დამნაშავე ჩუმად გაეპარებინა თბილისიდან. საქართველოს მოქალაქის შევარდნაძის დროინდელი უუფლებობა სააკაშვილის ხელისუფლებამ კუბში აიყვანა! ვინმეს გახსენდებათ შემთხვევა, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ინტერესები აქტიურად დაიცვა? სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ დემონსტრაციულად ფეხზე დაიკიდა? თურქეთის ციხეებში გამომწყვედეული ქართველები, რომელთა საქმეების და ციხეში არაადამიანური ყოფის პირობები საქართველოს საერთოდ არ ადარდებს? მალააზიის მიერ ნარკოვაჭრობის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენის მოლოდონში მყოფი ორი ქართველი ქალი, რომელთა საქმის შესახებ გრიგოლ ვაშაძე პერმანენტულად ვერ ახერხებდა მალააზიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას? კადაფის რეჟიმის მიერ დატყვევებული გემის ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მხოლოდ მერე გაახსენდა საქართველოს, რაც მათ ტყვეობიდან თავისით გაქცევა მოახერხეს? უკრაინის მთავრობის მიერ უკანონო მოპყრობის არაერთი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ აეროპორტში უმიზეზოდ დეპორტს უკეთებდნენ და უკან აბრუნებდნენ?.. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობა გამეხებით ისვრის ბრალდებებს და მთელ მსოფლიოში ხმამაღლა ამხელს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დამრღვევს, ეს მაშინ, თუ ეს დამრღვევი რუსეთია. ნება მიბოძეთ, ჩავთვალო, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობისთვის მთავარი მისი მოქალაქეების უფლების დაცვა კი არ არის, არამედ რუსეთისთვის სილის გაწვნის შანსის არგაშვება და ძალიან ბედნიერია, როცა რუსეთი ამ შანსს საკმაოდ ხშირად აძლევს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რა უსუსურად ჩააფლავა საქართველომ ყველაზე სერიოზული შესაძლებლობა, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიც დაეცვა და რუსეთიც სამაგალითოდ გაემათრახებინა, როდესაც თინა ბურჯალიანის მიერ ფართოდ რეკლამირებული საქართველო-რუსეთის საჩივარი ჰააგაში ”შეცდომით” სხვა სასამართლოში შეიტანა, მივხვდებით, რომ ამ ერთეულ შემთხვევებშიც კი, როცა საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე თავისი მოქალაქეების უფლებების დასაცავად ხმის ამოღებას გადაწყვეტს, ის ამას ისე უნიათოდ და არაპროფესიონალურად აკეთებს, რომ ირონიის მეტს ვერაფერს იმკის… მაგრამ დავბრუნდეთ საშინაო ასპარეზზე და იქნებ ნათელი გახდეს., რატომ ”ვერ” იცავს საქართველოს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე… ბოლო-ბოლო, გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებსაც კი უჭირთ ხოლმე საზღვარგარეთ თავისი სიმართლის და სამართლის დაცვა. უბედურება იმაშია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიო ტერორისტებისგან, უცხოეთის უსამართლო სასამართლოებისაგან თუ კორუმპირებული პოლიციელებისაგან, ან თუნდაც – მტრული რეჟიმებისაგან გაცილებით იშვიათად ემუქრებათ საკუთარი უფლებების ამაზრზენი დარღვევა, ვიდრე თავად საქართველოს ხელისუფლებისაგან! საქართველოს უბრალო მოქალაქეს (არ გაგიკვირდეთ, რომ საქართველოში თუ ვინმეს უფლებებია დაცული, სწორედ რომ ”ბრალიანი” მოქალაქეების) ემუქრება: ა) 1 წელი ციხე – 35-ლარიანი ნახევრადდამპალი ფიცრის მოპარვისათვის ბ) 8 წელი ციხე – 4 ცალი ავტოსაბურავის მოპარვისათვის გ) 9 წელი ციხე – საშუალო ზომის გოჭის მოპარვისათვის… მაგრამ დავანებოთ თავი იმ შემთხვევებს, როცა საქმე ქურდების მიმართ გამოტანილ სასჯელის უაზრო სიმკაცრეს ეხება… საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ემუქრება: - მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ადმინისტრაციული პატიმრობა (90 დღემდე) ნებისმიერ მცირე დარღვევაზე, რასაც თუნდაც მხოლოდ ერთი პოლიციელი ”დააფიქსირებს”, მიუხედავად იმისა, თუკი ათობით მოწმემ და ვიდეოკამერამაც კი სულ სხვა რამ დააფიქსირა; - ის, რომ მის მიერ არჩეული ადვოკატი მას ვერ მონახავს, რადგან ძალოვანი სტრუქტურები პატიმრის ადვოკატთან დაუყონებლივი შეხვედრის უფლებას ყოველნაირად ზღუდავენ და მერე მას სახაზინო ადვოკატს მიუჩენენ, რომლის ერთადერთი ამოცანა ის იქნება, რომ აღიარებით ჩვენებაზე ხელი მოაწერინოს და საპროცესო შეთანხმების მასშტაბებზე იჩალიჩოს; - განუსაზღვრელი მასშტაბის ჯარიმა, თუ მისი ბიზნესი ვიღაცას თვალში მოუვიდა, ან თუ უბრალოდ მისი რაიონის საგადასახადო ინსპექცია თვიურ გეგმას ვერ ასრულებს; - დაპატიმრება და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუ შემთხვევით პოლიციის მაღალჩინოსნის საცოლის ან ცოლის ტელეფონზე გაუშვა ზარი; - ნარკოტიკის ან იარაღის ჩადება და შესაბამისი მუხლით დაპატიმრება, ან დევნა-დაპადიეზდება, თუ იგი მთავრობის ნაცვლად ოპოზიციის მხარდაჭერას გადაწყვეტს, ან თუნდაც საკუთარი შრომითი უფლებების დაცვას შეეცდება საპროტესტო მიტინგის ორგანიზებით; - დაპატიმრება მხოლოდ იმიტომ, თუ იგი მიტინგზე მივა დროშით, ან ჩანთაში ექნება დეზოდორი თუ მინერალური წყლის ბოთლი, რომელიც ”კანონმა” შეიძლება თავდასხმის საგნად შერაცხოს; - უსაზღვრო ძალადობა და დემონსტრაციული სისასტიკე პოლიციის მხრიდან, თუ პოლიცია მიტინგის დარღვევის ბრძანებას მიიღებს (რაც სულ არ არის ძნელი დღევანდელი საქართველოს პირობებში); - პოლიციელის ტყვია, თუ პოლიციელის მოთხოვნით მანქანა არ გააჩერა, და კრიმინალის სახელი სიკვდილის შემდეგ, თუ პოლიციელმა თავის გამართლების მიზნით მისი გვამის გვერდით იარაღის დადება გადაწყვიტა; - კანონიერი გზით შეძენილი ქონების კონფისკაცია, დანგრევა ან იძულებითი ჩუქება მთავრობისათვის, თუ ამ უკანასკნელს ასე მოუნდა; ეს ყველაფერი ნოტარიულად ღამის საათებში გადაფორმდება, რადგან საქართველოში უკანონო გარიგებების გასაფორმებლად ნოტარიუსები ღამით მუშაობენ; - ბინძური პასკვილების და ვიდეოფილმების გადაღება (პოლიციის მაღალჩინოსნების, ან სულაც მინისტრების დაკვეთით და სცენარისტობით) და მთავრობის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებით ტირაჟირება, ხოლო განსაკუთრებული შემთხვევებში – ჯაშუშის იარლიყიც, თუ მოქალაქემ რაიმე ისეთი ფაქტი დაინახა, გადაიღო ან გამოაქვეყნა, რაც ხელისუფლების ბინძურ და ამორალურ სახეს ამჟღავნებს; ასეთ დროს უკეთეს შემთხვევებში ემუქრება საპროცესო გარიგება, რომელიც იმის მუქარას შეიცავს, რომ თუ იგი როდესმე ამ საქმეზე ხმას ამოიღებს, მას დაუყონებლივ დააპატიმრებენ; - სამუდამო პატიმრობა, თუ მან პოლიციელს ან პოლიციელის ოჯახის წევრს შეურაცხყოფა მიაყენა; - თუ იგი ციხეში აღმოჩნდა, უკეთეს შემთხვევაში – შიმშილი და გაუსაძლის სივიწროვეში ყოფნა, ხოლო საკმაოდ ხშირად – ციხის ადმინისტრაციის მხრიდან წამება, ტუბერკულოზით ავადობა და ნაადრევად სიკვდილი; - სამუშაოს დაკარგვა, თუ მან თავისი ლოიალობა ვერ დაუმტკიცა მმართველ რეჟიმს, ან ისედაც, თუ მმართველი რეჟიმი საკუთარი მოგების გაზრდას მისი სამუშაო ადგილის შემცირების ხარჯზე გადაწყვეტს; - კიდევ ბევრი რამ დაემუქრება, რასაც ნაციონალური მოძრაობის უსინდისო მამები და დედები, ან მის მიერ გამოზრდილი ლეკვები მალე დამატებით მოიფიქრებენ, რათა საკუთარი კეთილდღეობა ჩვეულებრივი, უბრალო მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე გაზარდონ. საქართველოში დღეს ოფიციალური სტატისტიკით 24,000 პატიმარია (არაოფიციალური მონაცემებით – 30,000-ზე მეტი). საქართველო, 100,000 მოსახლეზე პატიმართა ოდენობით მსოფლიოს ხუთეულში შედის. როგორც ზაზა შათირიშვილის ზემოთნახსენებ ინტერვიუში იყო აღნიშნული, ამდენივე პატიმარი იყო 1934-38 წლების პერიოდში ნაცისტურ გერმანიაში, სადაც 60 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. შესადარებლად ისიც შეიძლება ითქვას, რომ 2002 წელს საქართველოში 10,000-ზე ნაკლები პატიმარი იყო! გარდა ამისა, იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც პირობითი სასჯელი აქვთ მისჯილი, სავარაუდოდ 25,000-50,000-ია (ზუსტი სტატისტიკა მთავრობის მიერ იმალება!), ხოლო ახლახანს გამოქვეყნებული მონაცემებით მხოლოდ 2010 წელს საპროცესო გარიგებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 112 მილიონი ლარი შევიდა! საპროცესო გარიგებების მახინჯ პრაქტიკაზე საქართველოს ახლახანს მიუთითა ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების სფეროში თომას ჰამარბერგმა, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი… ამ მითითებიდან ერთ კვირაში ხელისუფლებამ ”ფოტო-ჯაშუშების” სკანდალური საქმე სწორედ საპროცესო გარიგებით ”ჩაფარცხა”… ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფოს მოპყრობა ლტოლვილების მიმართ. იმდენი უსამართლობა, უკანონობა და ზოგადად არაადამიანურობა დაფიქსირა საქართველოს ხელისუფლებამ ამ მრავალჭირგადატანილი ადამიანების მიმართ, რომ არა მგონია, მორალური უფლება ჰქონდეთ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ რუსეთის მხრიდან ქართველი ლტოლვილების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე იალაპარაკონ და საჩივრები წერონ. როდესაც თავად ავეჯის გადასატანი უფანჯრო ”კუნგით” ამგზავრებ ქალებს და ბავშვებს 6-7 საათიანი მგზავრობით გადასახლების ადგილზე, არავითარი მორალური უფლება არ გაქვს, მტრული სახელმწიფოს მთავრობას შენი დევნილების ”სკოტოვოზებით” გამოყრაზე მიუთითო!. და აი, დავბრუნდი იქ, საიდანაც დავიწყე – რატომ ვერ მოიგო ჰააგაში სასამართლო საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ! იმიტომ, რომ იქ არ შეიტანა, სადაც უნდა შეეტანა სარჩელი! და რატომ ვერ მიხვდა ქართული იურისპრუდენცია, რომელ სასამართლოში უნდა შეეტანათ სარჩელი? ნინო კალანდაძისგან კიდევ დავიჯერებდი ასეთ უმეცრებას, მაგრამ თინა ბურჯალიანი არ უნდა იყოს ასეთი დაბდური!! საქმე იმაშია, რომ იქ რომ შეეტანათ, სადაც ჯერ არს, ის სასამართლო მარტო რუსეთის მიერ განხორციელებულ დარღვევებს კი არ განიხილავდა 2008 წელს ლტოლვილი მოსახლეობის მიმართ – არამედ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ უკანონობებსაც! ამიტომაც ”ქეც შეიტანეს” ჰააგაში და ”არც შეიტანეს” – ანუ იქ შეიტანეს, საიდანაც იცოდნენ, საქმის აღძვრაზე უარს მიიღებდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, არც მათ პირშავობებს გამოიძიებდნენ! ამით არის განპირობებული ჩემი ეს "ანტიპატრიოტული" მოწოდება – სანამ ეს მთავრობა ბოგინობს საქართველოში, აზრი არა აქვს იმის საჯაროდ განცხადებას, რომ საქართველოს მოქალაქეები ვართ – საზღვარგარეთ არც უფრო მოგვისმენენ, არც უფრო დაგვაფასებენ… პირიქით, შეიძლება დაგვცინონ, როგორც არშემდგარი ქვეყნის წარმომადგენელს, სადაც პირველი პირი ჰალსტუხჭამია ცრუპენტელა ავანტიურისტია, ხოლო მთავრობა – უსინდისო ყურუმსაღების ბანდა… შინ ძახილს კიდევ მით უფრო არ აქვს აზრი, რადგან არავინ ისეთ კარგ სამიზნეს არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებისათვის, როგორც საქართველოს მოქალაქე! ხომ გახსოვთ, ვინ გადარჩა ფოტორეპორტიორების სკანდალის დროს ? – შაჰ აივაზოვი! რატომ გადარჩა? – იმიტომ, რომ უცხოეთის სააგენტოს შტატიანი (sic!) თანამშრომელია! ხოლო თუ უცხოეთის მოქალაქე იქნებოდა, ვერც კი დააკავებდნენ საერთოდ! შეცდომაა: ”საქართველოს სახელმწიფო შედგა!” სწორია: ”საქართველოს სახელმწიფო შესდგა!” ალბათ ყველასთვის გასაგებია, ვის შესდგა ეს სახელმწიფო – საქართველოს მოქალაქეებს. და ისიც ადვილი მისახვედრია, რით შესდგა – პოლიციური სპეცნაზის ჩექმებით და უკანონო სასამართლო სისტემით. სწორედ ეს რეჟიმია მთავარი წინააღმდეგობა იმისკენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეობის სარგებელი იგრძნონ! ხოლო სანამ ეს არ მოხდება, საქართველო, როგორც ქვეყანა, ვერ შედგება.
×
×
  • შექმენი...