-
პოსტები
100 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Beso Beria
-
dire "დატანტალობდნენ ბოლიდებით" რას ნიშნავს ამიხსენით და: 100%-იანია თუ არა შემდეგ გიპასუხებთ.
-
DonCaredo კომუნიზმს და საერთოდ სოციალისტურ წეს წყობილებას აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები, სოციალიზმი თავისი არსით არ არის პირადად ჩემთვის მიუღებელი მმართველობის ფორმა, მაგრამ ამას მე ნამდვილ სოციალიზმზე ვიძახი და არა სოციალიზმად შეფუთულ ბუტაფორიაზე რასაც რაღატომღაც კომუნიზმი უწოდეს, ძირეული პრინციპები ა ფორმის მმართველობის, მისაღებისა საშუალო და დაბალი კლასის საზოგადოებისათვის, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ზემოთ პრობლემა მმართველობის რეჟიმის სახელწოდებაში კი არა თავად ადამიანებში მდგომარეობს, აგერ ქვია სააკაშვილს ფორმალურად დემოკრატიის შუქურა, მაგრამ რეალურად დიქტატორია, სახელის დარქმევა ადამიანის ბუნებას არ ცვლის, აქ საჭიროა არა მმართველობის რეჟიმთა ცვლა და ექსპერიმენტები არამედ თავად საზოგადოების "გარდაქმნა" ზნეობრივი ღირებულებების მატარებელ ხალხის მასებად, დიდ ბრიტანეთში გადაშენების პირას მყოფ ცხოველზე "თეთრ მელიაზე" ნადირობა აკრძალა ხელისუფლებამ რამოდენიმე თვით და ლორდთა პალატა ლამის ამ თეთრ მელიას ემსხვერპლა იმხელა მასშტაბის საპროტესტო აქციები და მსვლელობები მიიღო პასუხად კანონის გამოქვეყნებამდე, საქართველოში როგორ ხდება? მელიას ვინ ჩივის პირში აფურთხებენ ხალხს და ხალხი დუმს. ქართველი კაცის ჩაგვრის სანამ არ შეეშინდება ხელისუფლებას მანამდე დაჩაგრავს და გაუბედავს ყველაფერს, გაბერილი ტარიფებიდან დაწყებული ბეჭებზე დამტვრეული ხელკეტებით დამთავრებული.
-
DonCaredo კი იყო ასეთი ფაქტი როდესაც შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს საჩუქრად გადასცა "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომანქანები, მაგრამ ეს მოხდა მაშინ როდესაც პატრულ ინსპექტორები გზებზე გაჭირვებულ მძღოლებს ეხმარებოდნენ ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრაში და არა მაშინ როდესაც სააკაშვილმა "ზნეობის ეტალონად შექმნილი პატრული" გამანადგურებელ კიბორგებად გადააკეთა.
-
DonCaredo იმედია ამ მოკრძალებული სიიდან მხოლოდ "პატრულის მანქანებს" არ მიაქცევთ ყურადღებას
-
DonCaredo ხელისუფლებაში პიროვნების მოსვლის საუკეთესო და ერთადერთი დემოკრატიული გზა ეს თავისუფალი არჩევნებია, აქ არჩევნების ავ კარგიანობაში კი არ არის საქმე, აქ პრობლემა სხვა რაღაცაშია და ამ სხვა რაღაცას ერის თვითშეგნება ქვია, 1 კათხა ლუდზე ვინც ყიდის საკუთარ ხმას, პირველ რიგში ასეთი ადამიანია მოღალატე და მტერი სახელმწიფოსი, ვინაიდან საარჩევნო უფლება ეს პირველ რიგში საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აღებულ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს, ამ უფლების ასე ჰაი ჰარად განიავება დანაშაულის ტოლფასია, მოუფიქრებელად გადადგმული ნაბიჯი კი დამღუპველი, შემდეგ გვიანია თითზე კბენანი, შხამად რომ ამოსდით კისერში ის წარსულში დალეული 1 კათხა ლუდი და მეორე კათხას მხოლოდ იმიტომ სვამენ, რომ ხელისუფლების ლუდით სათქმელი სადღეგრძელოთი დაიარხეინონ თავები. ამიტომ საჭიროა გააზრებული და წინასწარმოფიქრებული მოქმედება, მე რომ გამოვდივარ და აქ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ პოსტებს ვწერ, ეს ნაადრევად მიღებული გაუაზრებელი გადაწყვეტილება კი არ არის ჩემი, ჯერ შევისწავლე ეს პიროვნება როგორც ინდივიდი, გავეცანი მისი საქმიანობის სფეროს, მოვიძიე ინფორმაცია მის შესახებ რაზედაც ხელი მიმიწვდებოდა, მოვისმინე მოსაზრებები იმ პირებისაგან ვისაც ბატონ ბიძინასთან რაიმე შეხება ქონია, გავაანალიზე, განვსაჯე, ვიფიქრე და მხოლოდ ამის შემდეგ მივეცი თავს უფლება მისი მისამართით დადებითი პოსტები გამომექვეყნებია. ღირსია ბატონი ბიძინა ქების? კიი ნამდვილად ღირსია რატომ? თუნდაც ამ მცირედის გამო, აი მის მიერ გაწეული ქველმოქმედებათა მოკრძალებული ნუსხა, გადახედეთ და დასვით შეკითხვა, რატომ ეწეოდა ამ ქველმოქმედებას თუ არა საკუთარი სამშობლოსა და ხალხის სიყვარულის გამო, ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ როდესაც ბატონი ბიძინა ამ სიკეთეებს იქმდა თან პრეზიდენტობაზე ოცნებობდა? 1. სამების ტაძარი 2. ქობულეთის გასართობი ცენტრი "ციცინათელა" 3. საბაგირო გზა ბაკურიანში.... 4. თეატრების რემონტები -ოპერის, რუსთაველის,მარჯანიშვილის, კინომსახიობთა... 5. ასევე თეატრები დღემდე იღებენ ხელფასებს როგორც ბიუჯეტიდან ისე ივანაშვილისგან..... 6. სოლიდურ პენსიებს იღებს პენსიაზე გასული თითქმის ყველა ცნობილი ადამინი..... 7. ყველაფერი საჩხერის ირგვლივ... 8. პრომეთეს მღვიმე 9. უნივერსიტეტის პირველი კორპუსი 10. ბათუმის დელფინარიუმი 11. ბათუმის ზოოპარკი 12. ბოტანიკური ბაღი 13 . ყველა სარაგბო სტადიონი და კიდევ 12 სტადიონი კეთდება 14 . რაგბის ნაკრების სპონსორობა .... 15. საფეხბურთო ცენტრი "ბასა" 16. ბათუმის ეშმაკის ბორბალი 17. გომი–ჭიათურა–ზესტაფონის ტრასის ასფალტიზაცია 18. , ფილარმონიის რემონტი 19. ფონდი ქართუ-აფინანსებს ავადმყოფებს....მათ შორის ლეიკემიით დაავადებული ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას.... 20. იაფი აფთიაქი "ფარმადეპო" 21. პატრულის მანქანები 22..სკოლების რეაბილიტაცია მთელ საქართველოში 23.ეროვნული ბიბლიოთეკის რემონტი... 24. საჩხერის და გორის სამხედრო ბაზები 25. ავტობანის თბილისი ხაშურის თანადაფინანსება 26.სიღნაღი 27. ქუთაისის ძველი უბნების რეაბილიტაცია 28. ქუთაისის ოპერის თეატრი საქართველოში 29., უამრავი სახლ-მუზეუმი 30. თბილისის კანალიზაცია აი ეს ყველაფერი ერთი კაცის გაკეთებული გახლავთ და სხვა რაღა ქნას ვერ გავიგე ქრისტესავით ჯვარს ხომ არ ეცმევა რომ დაუჯეროთ?
-
DonCaredo ხვდებიან მაგრამ თითქმის ყოველთვის სიმართლეს იძახიან, რატომ? ვთქვათ ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერი არასოდეს იტყვის რომ ნაციონალურ პარტიას მისცა ხმა, მარტივი მიზეზის გამო, მან არ იცის გამომკითხველის სახით ვინ დგას მის წინ და რა უდევს გულში და ქვეცნობიერი შიში აქვს. ეს რაც შეეხება ქალაქების ამომრჩევლებს, რეგიონებში უფრო რთულადაა საქმე, აქ უკვე ბატონი გ.თოფაძე შველის "სიტუაციას" დაარბენინებენ ლუდის კასრებს და კათხა ლუდით ყიდულობენ ამომრჩევლის ხმას, გეუბნებით ერთ "მაღარიჩზე" იყიდება ამომრჩევლის ხმა, ხშირად მთელი სოფლების. 1. ცხვარი, 20 ლიტრი ღვინო. დედას პურები და რამოდენიიმე სოფლელი "კაი ბიჭი" დამთავრდა არჩევნები მოგებულია, აზერბაიჯანულ სოფლებზე ხომ საერთოდ აღარ მაქვს საუბარი, მარნეულში რომ 1 მეჩეთი ააშენო მუჰამედის სურათს ჩამოხსნიან ხალიჩიდან და თქვენს ფოტოს ჩამოკიდებენ. აი ასე ხდება თუმცა მე რომ არ ვთქვა წესით ეს ყველაფერი ისედაც უნდა იცოდეთ.
-
ხელისუფლებას შიში აქვთ და საკმაოდ საფუძვლიანი შიში, იმიტომ რომ იციან ერთი მარტივი ჭეშმარიტება, კერძოდ აი ეს: ხალხი იმდენად არის მათზე გამწარებული რომ ოღონდ ნაციონალური პარტიის კანდიდატურა არა და კონკურენტად თუნდაც ყოფილი მიკიტანი დაუყენონ ამ მიკიტანს მიცემენ ხმას, ასეა ეს, მოახლოვდეს არჩევნები: წავა ეგრევე მოთაფვლები, ვაუჩერები, ხელფასზე პრემიები, პენსიების ზრდები, საქართველოში უბრალო მოქალაქეს ძალაუნებურად გამობრძმედილ პოლიტიკოსად გაქცევენ.
-
ეხლა ვინმემ, რომ არ დასვას გულუბრყვილო კითხვა როგორ იგებდნენ რომელ უბანზე ლიდერობდა სააკაშვილი და რომელზე არაო, წინასწარ გიპასუხებთ, საარჩევნო უბნიდან გამოსულ მოსახლეობას რომ ე.წ პლებისციტების ჩამტარებელი "კმარას" სარდაფში გაწვრთნილი კომკავშირელები ჰყავს ისინი გადაცემდნენ ინფორმაციას ვთქვათ გამოკითხვის შედეგად ირკვევა რომ რაღაც ვერ არის ამ უბანზე "კარგად" ეგრევე "ზარი ზემოთ" "შეკრბა დიდუბეს ლაშქარი" და წავიდა უბნის დარბევა.
-
DonCaredo გიპასუხეთ უკვე დამკვირვებლების თვალის ასახვევად, როგორც იქცევიან. როდესაც იმ უბნებს დაარბევენ სადაც სააკაშვილი აგებს, შესაბამისად იმ უბნებზე უქმდება ლოკალური საარჩევნო შედეგები და არ აღირიცხება ძირითადი ხმების დათვლის დროს, აი წარმოიდგინეთ ვთქვათ მთაწმინდა კრწანისის რაიონში ვიღაცამ მიიღო 100 ხმა სააკაშვილმა 1 უბანი დაირბა, შედეგები გაუქმდა, ვინ დარჩა მოგებული? სააკაშვილი. სამართლებრივადაც ვერ მიედავება დამკვირვებელი და ვერავინ, იტყვიან ამ უბნის შედეგები გავაუქმეთო. ხულიგნები დაპატიმრებულნი არიანო და ასე შემდეგ......... ხოლო იმ უბნებში სადაც სააკაშვილი იგებს, კბილებამდე შეიარაღებული ზონდერები დგანან, აბა კაი ბიჭია ვინმე და მიეკაროს, თავგახეთქილს სად გადაკარგავენ ეშმაკმა იცის. ჰო და მოიგებს არჩევნებს "ლეგიტიმურად" აბა რა იქნება, როდესაც მხოლოდ იმ უბნების ხმები ითვლება სადაც ის ლიდერობს. რატომ "უპრავებენ" დემოკრატიული ქვეყნები? იმიტომ რომ სწორედ მათგან მოდის ინიციატივა პრეზიდენტის დანიშვნის და არა არჩევის შესახებ, არიან ისინი დემოკრატიული ქვეყნები? გიპასუხებთ, საკუთარი სახელმწიფოს ფარგლებს შიგნით კიი, საერთაშორისო არენაზე კი მათი "დემოკრატიის" უამრავი მაგალითი არსებობს, ლიბიის, ერაყის, ავღანეთის სახით, უშუალოდ ჩაერივნენ სუვერენული ქვეყნების შიდა საქმიანობაში და კოალიცია სწორედ ამ დემოკრატიული ქვეყნების "დემოკრატიული" მოქმედებების შედეგია.
-
DonCaredo რაღა თქმა უნდა ეს ესეა, ტერმინი დემოკრატია საკუთარი უსამართლობების დამცავ ფარად აქციეს, რომელ დემოკრატიაზეა საუბარი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები პირდაპირ იღებდნენ მითითებებს სამოქალაქო ფორმაში გადაცმულებს მოეტაცათ საარჩევნო ყუთები იმ საარჩევნო ოლქებიდან სადაც სადაც მიხეილ სააკაშვილი აგებდა? სქემა ამ ბინძური საქმიანობისა ასეთი იყო, შევარდებოდნენ საარჩევნო უბნებზე სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პატრულ ინსპექტორები, მოიტაცებდნენ ყუთებს დაარბევდნენ უბანს, მერე დამკვირვებლებისათვის თვალის ასახვევად მოდიოდა კრიმინალური პოლიცია, რაღა თქმა უნდა წინასწარ გაფრთხილებული, ხდებოდა "ხულიგნების" ყასიდად დაპატიმრება და განყოფილებამდეც არ მიყავდათ გზაში სვამდნენ მანქანიდან ახალი უბნების დასარბევად. ეს არის დემოკრატია? აბა გამოვიდეს ვინმე თანამშრომელი და დაწეროს, რომ ეს ასე არ იყო რასაც ეხლა მე ვწერ და ვინც აკეთებდა იმათ სახელებსა და გვარებსაც დავუსახელებ და შემკვეთებსაც.
-
DonCaredo რომელი "ეს დემოკრატიული" არჩევნები? საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა არასდროს. ეს არჩევნები კი მართალს ბრძანებთ კომუნისტური არჩევნებისაგან არაფრით განსხვავდება.
-
DonCaredo ისე კი დაკრავს მაგ თქვენს პოსტს კონიაკის სუნი, რადგან მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და არც არასოდეს არსებულა
-
Ostap იქნებ ჯერ ერთად მოგეგროვებინათ აქა იქ გამომჭვივალე ნოვატორული ინიციატივები, ჩამოგეყალიბებინათ პოსტის სახით და შემდეგ გეთქვათ ჩემთვის, აი ეს: არ დაგივიწყებთ რესპუბლიკური პარტია ასეთ ქველმოქმედებას
-
Ostap რა პასუხისმგებლობას? როგორ გაჰბედეს და როგორ არსებობდნენ ე.შევარდნაძის დროს? შესაძლებელია, მაგრამ ეს დეფინიცია, მხოლოდ ბატონ ბიძინას ეხება? თუ ზოგადად ადამიანს? არ ვიცი დიეზების ქვეშ რა ქვეტექსტი იგულისხმება ალბათ კარგი არაფერი, მაგრამ ერთის თქმა შემიძლია თქვენი გინება ათასობით ადამიანს მიუვიდა სოციალური პოლიტიკური სიტუაცია იყო ქვეყანაში შექმნილი, პლიუს ამას საზოგადოების პოლიტიკური გაუნათლებლობა, ამან განაპირობა ე.შევარდნაძის გულითადი მიღება და შარავანდედით შემკობა, "დრო იყო ასეთში" ეს ქვეტექსტი იგულისხმება. არადა ფაქტია რომ დაუჩოქა, თუ თქვენ მათ ხალხად არ თვლით? აბა ედუვარდი და მიხეილი კაცები გგონიათ? თუ მათი მხარდასაჭერი კონცერტები დაგავიწყდათ აგერ ბატონო გუგლი და წამში გიპოვით ასიათასიან კონცერტებს და მიშა მაგარიას შეძახილებს. რითიც გადასაკეთებელი გახდა ანდაზა "დრონი მეფობენ არა მეფენი" უფრო უსაფუძვლოდ გაბრაზებული. DonCaredo 5 მილიონ ადამიანთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს ვერ გააფორმებ.
-
DonCaredo აქ უკვე ნდობის ფაქტორია შეგიძლიათ ენდოთ ან არ ენდოთ, ის კაცი თავის საქმეს აკეთებს გპირდებათ, ან შეასრულებს ან არ შეასრულებს, მე მგონია რომ შეასრულებს, თქვენ გგონიათ რომ არ ან ვერ შეასრულებს, ამაში არაფერია უცნაური, რატომ მგონია მე? იმიტომ რომ ივანიშვილს რაც უთქვამს შეუსრულებია კიდეც, აი თქვენ რატომ გგონიათ რომ არ შეასრულებს? რადგან შევარდნაძემ და სააკაშვილმა არ შეასრულა მიცემული დაპირებები მაგიტომ?
-
DonCaredo ბიძინას შემდეგ კი. დასჯას რაც შეეხება მ. სააკაშვილი თავისი "პიარშიკებით" დიდი ხნის წინ დაისაჯნენ უკვე, რადგან ქართველი ხალხის ფურთხზე დიდი სასჯელი ჯერ არ დაუწერია "კანონთმწერალს." პიარი აქ არაფერ შუაშია, პიარი ეს პოლიტიკური ტექნოლოგიაა, საქმე კი კარგად რომ არ გვაქვს ეს მხოლოდ და მხოლოდ მ.სააკაშვილის ბრალია. Ostap Ostap თქვენი ინიციატივები? აბა თქვენი ინიციატივები? რა მომეჩვენა უცნაურად იქნებ მიმითითოთ?
-
DonCaredo ანუ ზოგადად თქვენ პოლიტიკური პიარი არ მოგწონთ, არადა პიარის გარეშე პოლიტიკის კეთება ეს წყლის ნაყვაა, პიარის დამსახურებაა სწორედ ზემოთხსენებულების ხელისუფლებაში მოსვლა, ჰო და ბატონმა ბიძინამ რატომ უნდა თქვას პიარზე უარი? რაც შეეხება ამ პიროვნების მიერ ჩემი მხრიდან გამოთქმულ სიმპათიებს ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებებია და სიტყვის, აზრის და რწმენის თავისუფლების ეპოქაში არ მაქვს უფლება გაბედულად დავაფიქსირო ჩემი შეხედულებები? "ვადიდებ" რადგან იმედი მაქვს, იმედი მაქვს რომ ქართულ რეალობას უკეთესობისაკენ შეცვლის აი ჩემი საქციელის მიზეზი, ამაში ლოგიკა მაინც დევს, მაგრამ სააკაშვილის მეხოტბეთა მიერ დიდებულ სერენადებში რა ლოგიკა დევს? რისთვის ვადიდო პრეზიდენტი? გაზრდილ-გაბერილი ტარიფებისთვის? წაგებული ომისთვის? თუ გადათხრილი ქუჩებისთვის? რამე გაუკეთებია ამ კაცს სადიდებელი, გაეკეთებინა და ვადიდებდი. ვინაიდან ვინც რას იმსახურებს ყოველთვის შესაბამისად საუბრობს მასზედ ხალხი. პროფესიით იურისტი ვარ და სწორედ იმას ვაკეთებდი რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა "სამართლის დაცვას", მაგრამ მაცადეს ამის კეთება?
-
Saturn კონკრეტულად ამ პიროვნებას არ მივმართავ ზოგადად ქართულ საზოგადოებაზე მაქვს საუბარი 8-10 წლის წინ ასიათასიან კონცერტებზე როკავდა ქართველი ხალხი მიხეილის სადიდებელ ჰანგებს აღავლენდა, 4-5 წლის წინ იგივე ხალხი ყვიროდა "მიშა წადის", ეს ყველაფერი კი ხალხის კი არა "მიშას" ბრალია რადგან მოყვარის მტრად ქცევის ტალანტი აქვს და ამ საქმეში ბადალი არ ჰყავს.
-
DonCaredo მსგავსი რამ არ ყოფილა, არ გეკამათებით უბრალოდ არ ყოფილა. ურთიერთობა დაფინანსებისაგან განსხვავდება. 8 წლის წინათაც ქონდა გაჩენილი მსგავსი იდეები მაგრამ აზრი? რატომ ახმოვანებს ეხლა? იმიტომ რომ ეხლაა მოქმედების დრო, საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, ძველი რეჟიმი სულს ღაფავს, აბა 8 წლის წინ ისე იყავით შეყვარებული სააკაშვილზე, მის წინააღმდეგ ვინმეს რამე რომ ეთქვა ჩაქოლავდით და .............
-
DonCaredo "რეჩებს", როგორც წესი ქართველი ჟურნალისტები საკუთარი ინტერპრეტაციებით ალამაზებენ ხოლმე, ამიტომ შელამაზებული "რეჩები" ნაკლებად სარწმუნოოა, ერთ ერთი ასეთი შელამაზებული რეჩი აგერ გამოაქვეყნა პიროვნებამ, მანდ საუბარია სულ სხვა რამეზე და შელამაზების შემდეგ აღქმული იქნა სულ სხვაგვარად, შეიძლება ბატონ ბიძინას რომელიღაც სოციალურ პროგრამაში ჩაედო კიდეც რაღაც განსაზღვრული თანხა, მაგალითად სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ პროგრამაში, შეიძლება ემათხოვრა სააკაშვილს როგორც სჩვევია ხოლმე ქვეყნიდან ქვეყანაში სირბილი და მათხოვრობა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს არა იმას რომ ივანიშვილმა "ნაციონალები" დააფინანსა? თუნდაც იმ ტრაქტორების ამბავი რაა შეფუთა და მიხეილ სააკაშვილს აჩუქა? აჰა იკატავეო? ეს ყველაფერი ხომ მან ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ქნა? ქვეყანაში რომ ტრაქტორებიდან დაწყებული ჭანჭიკებით დამთავრებული ერთპიროვნულად მიხეილ სააკაშვილი განკარგავს ეს ივანიშვილის ბრალია?
-
mtidan ანუ სულ მცირე მედიაექსპერტ ია ანთაძის სიტყვებს უნდა ვენდოთ ჰო? ასე გამოდის ვინაიდან მედიაექსპერტი ვინმე ია ანთაძე აცხადებს ამას, მე თუ დააკვირდებოდით ზემოთ მტკიცებულების სახით ვიდეორგოლის ან აუდიო ჩანაწერის დადება მოვითხოვე, სადაც კონკრეტული კაცი თავის პირით იტყოდა აი მე ესა და ეს დავაფინანსე ამა და ამ დროს. ია ანთაძემ რა გაავრცელა ივანიშვილის შესახებ, ეგ ისედაც ცნობილი იყო ჩემთვის და სწორედ ამიტომ ვუთხარი თანამოსაუბრეს რომ ის მოსმენილს იმეორებდა. დაფინანსებით ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობა არასოდეს დაუფინანსებია. ეგ ტრაქტორები მეგობარო მთავრობას კი არა ქართველ ხალხს აჩუქა, ამიტომ წინადადება უკეთესი იქნება ასე რომ შევადგინოთ. "ბატონმა ბიძინამ ქართველ ხალხს 450 ტრაქტორი აჩუქა, რომლებიც მთავრობამ გააქრო" აი ეს წინადადება მართლა შეესაბამება სიმართლეს.
-
Saturn თქვენი საზოგადოების. ფორუმის წესების და ყველაზე უფრო კი ზნეობრივი კანონის ჩემში.
-
Saturn ავნერვიულდი? ეჰ ისევ შეგეშალათ და საერთოდ 3 პოსტზე გამომეხმაურეთ და სამჯერვე რაღაც შეგეშალათ, რაღაც ძალიან ბევრ შეცდომებს ხომ არ უშვებთ? DonCaredo შეიცვლება მეგობარო შეიცვლება და სასიკეთოდ შეიცვლება, სიტყვებს დიდი ძალა გააჩნიათ
-
DonCaredo ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მტკიცებულებების წარმოდგენა არ შეგიძლიათ. ძებნას რაც შეეხება ადვილია "გუგლში". ასეთი ტიპის ინფორმაციები ღია და საჯაროა. რა თქმა უნდა დავუწყებ ძებნას და დაგიდებთ კიდეც ანთებული სანთლებით ხელში როგორ უჩოქებენ ექსპრეზიდენტ შევარდნაძეს, აი თქვენ კი ვერ დადებთ ისეთ ვიდეო ან აუდიო ჩანაწერს, სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა, ან ნაციონალების თქმულს, რომ თითქოსდა ისინი ბიძინა ივანიშვილისაგან ფინანსდებოდნენ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ასეთი არც ჩანაწერი არსებობს, არც ვიდეორგოლი და არც აუდიოკონფერენცია. თქვენ რასაც ავრცელებთ მეგობარო, ეს არის სხვისგან მოსმენილი ინფორმაცია, რომელიც ინტერპრეტაციებით არის შელამაზებული და რაც მთავარია გადაუმოწმებელია, არა რა თქმა უნდა თქვენს მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება და ზოგადად ასეთი ტიპის აზრი გასათვალისწინებელი და გამოსაკვლევია, მაგრამ რაზე დაყრდნობით ავრცელებთ ზემოთთქმულს, წყაროს მითითება ხომ უნდა შეგეძლოთ არა? და თუ ეს არ შეგიძლიათ, ელემენტარულად პოსტს ხომ უნდა მიაწეროთ სიტყვები "ასე ვფიქრობ მე" "ასე ვვარაუდობ" "შეიძლება ასე ყოფილიყო" თორემ ხომ ხედავთ აგერ "უტყუარ ჭეშმარიტებად" მიიჩნიეს უკვე, არადა დამადასტურებელი წყაროები არ არსებობს. Saturn თქვენ ქართული ჟარგონული ანდაზის შესახებ გსმენიათ ერეკლესა და მამაკაცის სასქესო ორგანოს შესახებ? "გრეჩიხას" ამ დიალოგში შემოჭრა სწორედ ამ ანდაზით ალეგორიულად თქმულ ირონიას იწვევს.
-
DonCaredo გიპასუხებთ კითხვაზე: ნებისმიერს ვისაც თუნდაც მცირედ პატივს ვცემ ბატონოთი მოვიხსენიებ და ისეთებსაც ვინც არ იმსახურებენ პატივისცემას, მაგრამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ან საზოგადო ფიგურები არიან, ვთვლი რომ საუბრის ასეთი ფორმა უფრო მისაღებია საზოგადოებისათვის ვიდრე დამაკნინებელ კონტექსტში პიროვნებების მოხსენიება, რაც შეეხება თქვენს მიერ გაცხადებულ სიტყვებს აი ამას: კითხვითვე გიპასუხებთ აქ ამ ფორუმზე ტერმინი "ბატონი" მხოლოდ ობიექტისადმი დაცინვის მიზნით გამოიყენება? თუ ასეა გიპასუხებთ რომ დამცინავ კონტექსტში არ ვხმარობ ამ მიმართვას, ანუ როდესაც ვამბობ სიტყვებს "ბატონი ბიძინა" ამას ამ პიროვნებისადმი პატივისცემის გამოხატვის დასადასტურებლად ვიძახი, ხოლო როდესაც ვამბობ სიტყვებს "ბატონი მიხეილ სააკაშვილი" ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შინაგანი ზნეობრივი კანონი არ მაძლევს იმის უფლებას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ვუწოდო ის რისი ღირსიცაა. რა თქმა უნდა არ მივიღებ საწყენად, რა არის აქ საწყენი? უბრალოდ საუბრის ასეთი მანერა მაქვს, მგონი გამღიზიანებელი არ უნდა იყოს სხვისთვის. ასეთი ტიპის გამოთქმებს მგონი საუბრის ის მანერა ჯობია რომელსაც მე მივმართავ პიროვნებებზე საუბრისას, რა ვიცი მე ასე მგონია, ვცდები? Saturn ადრესატი შეგეშალათ მეგობარო ეგ სიტყვები პრეზიდენტის მიერ ნამუსახდილი ნაციონალების აქტივისტების საფირმო ლოზუნგია, ასე რომ უკეთესია ამ სიტყვებთან ერთად "პეკუნია ნონ ელეტ" შესაბამის მისამართზე გააგზავნოთ.