-
პოსტები
100 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Beso Beria
-
kisa მართალს ბრძანებთ სწორედ ასე იყო, ფაცეზე ამ დილეტანტების ვნებათაღელვებს თემაც კი მივუძღვენი http://www.facebook.com/topic.php?uid=266044340102232&topic=540
-
Ostap გეუბნებით კაცია, ბურჯანაძესთან სექსი კაცთან სექსის ასოციაციას იწვევს. ბადრი კი ესე იგი აქტიური გეია ჰო გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ ქობალიას გოგორიშვილის გვერდით მოხსენიება ყოველგვარ ზღვარს ცილდება, ქობალია ცანცარა გოგონაა, მაგრამ როგორც ქალი მშვენიერია, რას ერჩით რა აკლია? პოლიტიკისთვის არ გამოდგება ამაში გეთანხმებით, მაგრამ როდის იყო მიშა ქალებს პოლიტიკის საკეთებლად ნიშნავდა თანამდებობებზე? რა თქმა უნდა ასე ფიქრობს, როგორც ყველა საღად მოაზროვნე მამაკაცი.
-
Ostap ეგ ქალია? კაცია ეგ კაცი. აბა ეხლა თქვენვე მითხარით ხომ ჩასაბჟირებლად სასაცილოა ზედა სამი სიტყვა. ქობალიას არაფერს არ ვერჩი, მშვენიერი ქალია როგორც ქალი და მომწონს კიდეც, თან მენგრელია და ტუტ
-
Ostap რა თქმა უნდა, ქალი პირველ რიგში ნაზი და სათუთი პიროვნებაა და შემდეგ პოლიტიკოსი მებრძოლი მოსამართლე და ასე შემდეგ, ამიტომ ნაზსა და მშვენიერს გაფრთხილება და პატივისცემით მობყრობა ჭირდება, რატომ არ მოგწონთ თინა? ქალური თვისებების ნაწილი დაივიწყა და მაგიტომ, ეს ქვეცნობიერში დევს, უფრო მებრძოლი ხასიათისაა, ქალი კი ასეთი თვისებით სახიფათია ეს ბოლო ხუმრობით, მაგრამ ბოხი შემტევი ხმის გარეშე უკეთესად გამოუვიდოდა პოლიტიკის კეთება. პ.ს ქალისთვის ტროა გადაწვეს და ფორუმზე თქვენობით მიმართვას ნამდვილად იმსახურებენ. kisa გასაგებია გენაცვალე, უბრალოდ ურთიერთობის გაუბრალოვება არ მიყვარს ხოლმე, მირჩევნია მოსაუბრეს პატივისცემით მივმართო თუ რაღათქმა უნდა იმსახურებს, თორემ აგერ ერთი შემხვდა ისეთი (რელიგიის განყოფილებაში) თქვენობით კი არა უბრალოდ ფორუმის წესების დარღვევას ვერიდები თორემ დიდი ხნის წინ დავახურებდი თავზე საცა ვინმე აბადია.
-
სამღვდელოების წარმომადგენელთა კონფლიქტი სოფლის მცხოვრებლებთან
Beso Beria replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი რა იყო პარანოია გჭირს? ეს რა დღეში ყოფილხარ, რომ მცოდნოდა საერთოდ არაფერს დაგიწერდი მიდი მიდი გამოიძინე ეხლა და დილით რომ ადგები სოდა გამოივლე. სოპრანოთი ცილისწამებები ადვილად ვრცელდება. -
ფორუმელთა შორის არსებული უთანხმოებების განხილვა
Beso Beria replied to Saturn's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი ამას მოდერატორი გადაწყვეტს. მეც მინდა რომ შეგახსენო შენი შეფასებები ამ განყოფილების II თავის 2.3 პუნქტს არღვევს. ვის რა მოუწევს ვნახავთ მოდერატორი რომ მოვა. -
სამღვდელოების წარმომადგენელთა კონფლიქტი სოფლის მცხოვრებლებთან
Beso Beria replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი არადა უფრო აწიოკებულს მაგონებ უკვე ასე გიცახცახებს სიმწრით ხელები? კაი შენი ჭირიმე კრუნჩხვებში არ ჩამივარდე და შენი რა საქმეა ჰაა, ჰააა? -
სამღვდელოების წარმომადგენელთა კონფლიქტი სოფლის მცხოვრებლებთან
Beso Beria replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი ალბათ პირადად შენ აგაწიოკა ოდესღაც და იმიტომ ხარ გამწარებული. მაგ ერთ ეპისკოპოსს მიეხედება, შენ ვინ ხარ რომ იქ ეკვეხები სადაც შენი საქმე არ არის, პროკურორი ხარ? აზრი რაო არ გამოგვივიდაო ჭორების გავრცელებაო? 2 მომხმარებელი კითხულობს თემას 1 მომხმარებელი, 0 სტუმარი, 1 ანონიმური წევრი -
სამღვდელოების წარმომადგენელთა კონფლიქტი სოფლის მცხოვრებლებთან
Beso Beria replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი -
სამღვდელოების წარმომადგენელთა კონფლიქტი სოფლის მცხოვრებლებთან
Beso Beria replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი -
ფორუმელთა შორის არსებული უთანხმოებების განხილვა
Beso Beria replied to Saturn's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Saturn თქვენგან, როგორც განყოფილების მოდერატორისაგან, მოვითხოვ ამ პოსტის ავტორის: http://planeta.ge/index.php?showtopic=55363&view=findpost&p=433216 რომელმაც დაარღვია რელიგია და ფილოსოფიის განყოფილების წესების II თავის 2.3 პუნქტი, ფორუმის წესების მიხედვით დასჯას. კონკრეტულად ამ პიროვნებამ: #13 პოსტში შეურაცჰყო მართლმადიდებლური ეკლესია ერთი უღირსი განსაკვეთად გამზადებული ეპისკოპოსის გამო და იძახის რომ მთელი ეკლესია ნაძირალებისაგან შედგება: Beso Beria, on 03 November 2011 - 04:55 AM, said: აზრი მაგ ნაძირალის შესახებ იციან და თავად მიხედავენ შენ რატომ კრიახობ, გლეხებმა დაგიქირავეს ადვოკატად? და შენი რა საქმეა ჰაა? ჰაა? Beso Beria მაგ (როგორც შენ უწოდებ) "ნაძირალა" ეპისკოპოსი ჯერ კიდევ 14 წლის წინ ამხილეს არაკაცობაში და მაგ თქვენმა ვითომ წმინდა ეკლესიამ არაფერი არ იღონა ნაძირლების ეკლესიიდან მოსაშორებლად. ასე რომ თქვენი ეკლესია მისთანა "ნაძირლებისგან" რომ შედგება, ველი თქვენს რეაგირებას. -
სამღვდელოების წარმომადგენელთა კონფლიქტი სოფლის მცხოვრებლებთან
Beso Beria replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი და შენი რა საქმეა ჰაა? ჰაა? ამაზე როგორც მინიმუმ ვორნს მიიღებ, გპირდები ჰო კაკანებ, თან გამწარებული და მეშინია კვერცხი არ დაგვიდო აქ -
სამღვდელოების წარმომადგენელთა კონფლიქტი სოფლის მცხოვრებლებთან
Beso Beria replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი კარგი ნუ აკაკანდი შენი ჭირიმე კვერცხი არ დაგვიდო აქ მაგ ნაძირალის შესახებ იციან და თავად მიხედავენ შენ რატომ კრიახობ, გლეხებმა დაგიქირავეს ადვოკატად? და შენი რა საქმეა ჰაა? ჰაა? შენ რა იცი მუთაქებს უსწორებ ხოლმე? არამკითხე მოამბესავით ნუ ეჩხირები იქ სადაც შენი საქმე არ არის. -
სამღვდელოების წარმომადგენელთა კონფლიქტი სოფლის მცხოვრებლებთან
Beso Beria replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი ნამდვილად არ მეგონა თუ ჩემი პოსტი თქვენს გამწარებას გამოიწვევდა, დაწყნარდით, სკამიდან ჩამოდით და ისე ისაუბრეთ. და რა თქვენი საქმეა? ჰა? ჰააა? და რა თქვენი საქმეა ჰა? ჰაა? -
Ostap აბა რა ვქნა ნაციონალები გავატოტემო? აგერ მოუსწრიათ უკვე და ყურცქვიტა შეურქმევიათ არანაირად. მერე ძალიან ცუდი, ქალბატონები ხელის გულზე უნდა ატაროთ ფორუმზეც და ფორუმს გარეთაც. მთლად პაზორ არა, მაგრამ ............ ქალბატონებს სიამოვნებთ დაფასება Saturn კაი ეტაპობრივად გაგაცნობთ, პოსეიდონი - ზღვის ღმერთი, ჰეფესტო - ღმერთი მჭედელი, ჰადესი - მიწისქვეშეთის მბრძანებელი, ჯერ ეს იკმარეთ შემდეგში განვავრცობ. დაგეწერათ, მერე რაა? მე რომ დავწერე ბატონი ბიძინა დააკლდა რამე? ან ბატონი მიხეილი როდესაც დავწერე გგონიათ მიშას ავტორიტეტი მოემატა? საუბრის მანერა მაქვს ასეთი, აი სულ ეს არის.
-
Saturn საქმეც ეგ არის, რომ ხალხი სააკაშვილის შლეგიანობის გადამკიდე აწი ბანგს კი არა შხამსაც აღარ ერიდება, სატირლად უნდა ქონდეს მიხეილს საქმე, ზემოთ დავწერე უკვე და კიდევ გავიმეორებ, მიკიტანი რომ დაუყენო სააკაშვილს კონკურენტად ოღონდ მიშა არა მიკიტანს მიცემენ ხმას, რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ მოყვარის მტრად ქცევის დიდოსტატია. ამას უვარგისობა არ ქვია ეს ქართველი ხალხის შურისძიების ფორმაა, ერთადერთი შესაძლებლობა როგორმე გული მოიფხანოს სააკაშვილის მიერ წლების განმავლობაში მათ მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე საპასუხოდ. ჯერ ჯერობით არის აი მ.სააკაშვილს რომ "ჩახდის" მერე დარწმუნებული ვარ თქვენთვის ბატონო სატურნ და თქვენნაირებისთვისაც ბატონი ბიძინა გახდება თუ ღმერთი არა. უფრო სანახავი.
-
ყურცქვიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში ყოფილა
Beso Beria replied to qutaiseli's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Ostap ისე ხუმრობა იქით იყოს და დარწმუნებული ვარ დაუპატიჟებლად დურთა თავი და ნაგლად მიადგა. -
Saturn ფაქტი ჩემი აღიარების გარეშეც არსებობს. დასკვნებში მოიკოჭლებთ, უვარგისს ვერ ვუწოდებ, უფრო მ.სააკაშვილის აფერისტობითა და მლიქვნელობით იყვნენ გაბრუებულები იმ დროს. მაგრამ საბედნიეროს ამ ბანგის თრობიდან მალე გამოვიდა ქართული საზოგადოება. Ostap ჩემი ლოღიკითაც და რეალურადაც, იმ დროს როდესაც ე.შევარდნაძე საქართველოში ჩამოიყვანეს, უკლებლივ ყველა ერიც და ბერიც, ექსპრეზიდენტ ზ.გამსახურდიას მომხრეების გარდა სერენადებსაც უმღერდა და იმედოვნებდა კიდეც რომ სწორედ ე.შევარდნაძე დაარეგულირებდა ქვეყანაში შექმნილ ქაოსს. და ეს რასაც ეხლა თქვენ ამბობთ გგონიათ რომ რესპუბლიკურმა პარტიამ მაშინ იცოდა და ხალხს დაუმალა? საერთოდ რატომ გამოკვეთთ რესპუბლიკელებს ამ პროცესში როდესაც, იმ დროს მთელი საქართველო ანალოგიურად მოიქცა? ხალხში იგულისხმება ყველა საზოგადოების ნებისმიერი ფენა, ხოლო მაშინ როდესაც ედპ-ს მიერ აღტკინებული საზოგადოება მუხლებს იტყავებდა ასფალტზე ხოხვით ჯობს ეს ფაქტები გაიხსენოთ, რესპუბლიკელებისთვის არარსებული კომუნიზმისადმი ლოიალობის დაბრალებას. დიახ პირადად მიხეილსა და ედუარდს ეხება? რა არის ამ კითხვაში გაურკვეველი? ამ კითხვაში რამე გაურკვეველია? მაგ +1-ს თუ შესაბამის ღილაკზე დაწკაპუნებით "იდეენ" პოსტს მიუწერთ უფრო მადლობელი ვიქნები თქვენი თქვენობით მომართვა არ გსიამოვნებთ? წესით უნდა გსიამოვნებდეთ, მერე რა რომ ფორუმია? ამით მე თქვენს მიმართ პატივისცემას გამოვხატავ. თქვენს პირს შაქარი. აი აბი გლუკოზა კი სააკაშვილის მხარდამჭერების პირს
-
DATA TUTASXIA კარგი არ ვიდაოთ ისე სადავოდ გერმანელებს აქვთ თუ აქვთ საქმე სამოცზე მეტი დიალექტი აქვთ, ბავარიელ გერმანელს ლაიფციგელი გერმანელის არ ესმის და ბერლინელს ორივესი ერთად
-
DATA TUTASXIA არა, რისი თქმაც მინდოდა სწორედ ის ვთქვი, ენასა და დიალექტს შორის კი მნიშვნელოვანი სხვაობებია, მაგალითად მეგრული და სვანური დიალექტი, ქართული ენა. პრინციპში დიალექტი - კუთხური ენაა.
-
ყურცქვიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში ყოფილა
Beso Beria replied to qutaiseli's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
qutaiseli ყურცქვიტა პრეზიდენტის ფსევდონიმია? მოწონს საერთოდ მაგას, ქორწილებში, სახინკლეებში, დუქნებში, სამიკიტნოებში და ასე შემდეგ სიარული. -
მაცი გოგოლს ვენაცვალე არც მეგონა სხვანაირად წარმოშვებით მეგრელი ვარ, მაგრამ თბილისში დაბადებულ გაზრდილი, ასევე იყვნენ ჩემი მამა პაპა, ხოხობს ესხდნენ მეთქი კუდზე ამას ვერ ვიტყვი ოდესღაც ყველანი საიდანღაც მოვიდნენ, თბილისში მაგრამ როგორც ბავშვობაში პაპისგან მსმენია, მისი მამა გადმოსახლებულა მეფის რუსეთის დროს სამეგრელოდან ქართლში. ვიცი რომ არ მეპატიება მეგრული დიალექტის არ ცოდნა მაგრამ ნაწილობრივ ესეც სააკაშვილის ბრალია, რად გვინდა კაცო ინგლისური სუბ ტიტრები, გაუშვან აგერ მხატვრული ფილმები მეგრული სუბ ტიტრებით და მე როგორც სინემის მოტრფიალე ორ თვეში ავითვისებ.
-
giauridia გილოცავთ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარით ჯანმრთელად და ბედნიერად, გისურვებთ ყველა მართებული ოცნების ახდენას
-
მაცი გამარჯობათ, სამწუხაროდ გოგლეს არ აქვს მეგრული დიალექტიდან ქართულად თარგმნის ფუნქცია, ამიტომ მუჭო რექ სონ რექის განმარტების გარეშე ვერ გიპასუხებთ, ბერია კი ვარ გვარად მაგრამ არ ვიცი მეგრული დიალექტი. უფრო სიმართლის.
-
სამღვდელოების წარმომადგენელთა კონფლიქტი სოფლის მცხოვრებლებთან
Beso Beria replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი თქვენ ან სიტყვა ეკლესიის ეტიმოლოგია არ იცით, ან მიზანმიმართულად ცდილობთ ცალკეული უღირსი ეპისკოპოსი მთლიანად ეკლესიის სახედ წარმოაჩინოთ, ალავერდის ეპარქიის წინამძღოლი ვინმე დავით მახარაძე ისეთივე ეკლესიაა როგორც თქვენ "სიმართლის მღაღადებელი", ამიტომ ცალკეული განსაკვეთად გამზადებული ეპისკოპოსის უღირსი საქციელით აპელირებას მოეშვით და საზოგადოებას ჯერ ის აუხსენით, რომ სანამ გლეხები პრეტენზიას გამოთქვამდნენ ამ "ქვეწარმავლის" მიმართ მანამდე თავად მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოებამ მიმართა საპატრიარქოს მის განსაკვეთად. აგერ წერილიც: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს ილია II _ს წმიდა სინოდს “სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.” ამინ! ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰყავდეს სულიერი მამა და მოძღვარი, ჩვენც გვაქვს პატივი ვიწოდებოდეთ თქვენი უწმიდესობის ერთგულ შვილებად. სწორედ მამაშვილობის ამ გრძნობამ გაგვაბედინა თქვენი ყურადღების მოპყრობა და ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება წერილობით მოგმართავთ ჩვენს გასაჭირზე: ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი, მუდამ თქვენდამი სიყვარულით განწყობილნი და ერთგულებით მლოცველნი, თქვენს მიერ ნაკურთხნი და თქვენი ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, თქვენს მიერ მადლით აღვსილნი, ყოველთვის დიდი რწმენით და სასოებით ვემსახურებოდით და ვემსახურებით ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, კერძოდ ალავერდის ეპარქიაში მრევლს. საყოველთაოდ ცნობილია ჩვენი მრავალრიცხოვანი მრევლის ერთგულება რწმენისადმი, ჩვენი ტაძრებისა და ტრადიციებისადმი, მათი მღვდელმსახურებისადმი. ეპარქიის მღვდელთა შორის მუდამ იყო ქრისტესმიერი სიყვარული, ერთმანეთისადმი ძმობა, თანადგომა და თანაგრძნობა, ჩვენს შორის არასოდეს ყოფილა გაუგებრობის ან დაპირისპირების სულ უმნიშვნელო გამოვლენაც კი. ყოველივე ზემოთქმული იყო ეპარქიის ღირსეულ მღვდელმთავართა ყველასადმი ჭეშმარიტად მამობრივი მზრუნველობის, ყველასადმი ერთნაირი სიყვარულის, სამართლიანი მოთხოვნის შედეგი. ეს ყველაფერი იყო და სამწუხაროდ აღარ არის, აღარ არის მას შემდეგ, რაც ეპარქიას სათავეში ჩაუდგა ეპისკოპოსი დავით მახარაძე. მან ერთბაშად, მოსვლისთანავე ხელი მიჰყო ადგილობრივი მღვდლების დევნასა და შევიწროებას. მისი ქცევისა და ურთიერთობის წესი არაფრით არ ესადაგება ეკლესიის როგორც კანონიკურ, ისე ტრადიციულ წესებს, რაშიც ენერგიულად იყენებს თავის მიერ ჩამოყვანილ და ადგილზე გაფართოებულ ” ერთგულ მსახურთა” მცირე გუნდს. ყოველგვარი მიზეზის და საბაბის გარეშე უნდობლობას გვიცხადებს მღვდლებს და მრევლს. ეკლესიაში ამკვიდრებს ურთიერთდაპირისპირებას და სიძულვილს, მიმართავს შანტაჟს, დაშინებას, ეკონომიკურ ზემოქმედებას. აშკარად ავადმყოფური განდიდების მანიით შეპყრობილი, ვეღარ არჩევს კეთილსა და ბოროტს, კარგსა და ავს, ჭეშმარიტსა და მცდარს, რითაც დაღუპვის პირამდე მიიყვანა ეკლესიის მსახურთა საქმიანობა, ათეულ წლობით სათუთად მოვლილი და შენახული, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი, კომუნისტურ რეპრესიებს გადარჩენილი, ღვთისა და მრევლის წინაშე პირნათელი ალავერდის ეპარქია. მთელი ოთხი წლის მანძილზე ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება ყოველნაირად ვცდილობდით ადგილზე მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი. ვუფრთხილდებოდით როგორც ეპარქიის, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის სახელს და ავტორიტეტს, მივდიოდით ყოველგვარ დათმობაზე, მიტევებაზე, შერიგებაზე, ურთიერთგაგებაზე, მაგრამ ყველაფერი ეს ერთი ასად უკუღმა გვიბუნდებოდა. ეპისკოპოსი დავით მახარაძე უფრო მეტი ენერგიით და მონდომებით აგრძელებდა თავის პირადი მიზნების განხორციელებას. არა და არ დაგვადგა საშველი. მისმა გაუთავებელმა და დაუოკებელმა მოქმედებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ამიტომ დღეს თავს ვალდებულად ვთვლით და უფლებას ვაძლევთ უმორჩილესად მოგმართოდ თქვენ, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს და წმიდა სინოდს – გამოვიტანოთ სააშკარაოდ თქვენს წინაშე, თუ რა მდგომარეობაა ალავერდის ეპარქიაში უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე. მოკლედ, სულ რამდენიმე მაგალითით, შევეცდებით წარმოგიდგინოთ შექმნილი ვითარება. 1993 წლის სექტემბერში, თელავის ღვთაების ტაძარში (რეზიდენციაში), პირველად შემობიჯებისთანავე, მეუფე დ. მახარაძემ, მისალმებისას ეკლესიის დეკანოზ ანთიმოზ ჩაგელიშვილს პირდაპირ განუცხადა: ” საორწილე აქ არაფერია, ყველაფერი ჩამაბარეო”. აქვე გამოაცხადა ღვთაების ტაძარი დედათა მონასტრად. დეკანოზმა მოკრძალებით განუმარტა ამ აზრის მიზანშეუწონლობა, რასაც ეპისკოპოსმა ყურიც არ ათხოვა, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა უარი ათქმევინა ამ განზრახვაზე. მეორე დღეს, საღამო ხანს, ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ სახლში მიაკითხა დეკანოზ ანთიმოზ ჩაგელიშვილს ორი მანქანით, მოსთხოვა სასწრაფოდ ღვთაების ტაძრის შემოსავლების მისთვის გადაბარება. ეპისკოპოსს ზურგს უმაგრებდნენ მეორე მანქანაში მყოფი კბილებამდე შეიარაღებული მხედრიონელები. იარაღის ძალის დემონსტრირებით, მხედრიონელების დახმარებით ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ ხელში ჩაიგდო თელავის ღვთაების ტაძრის წინამძღვრობა. ასეთ სიტუაციაში ტაძრის ”გადაბარებამ” მეტად არასასიამოვნო და გაუგებარ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ყველა. ეს იყო მხედრიონის თარეშის ხანა, ვერ მივხვდით რა ხდებოდა, ვიდრე ერთ-ერთ საეპარქიო კრებაზე, მიუხედავათ სამღვდელოების მხრიდან წინააღმდეგობისა, ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ გამოიტანა დადგენილება ყოველ ტაძარზე სამი მხედრიონელის მიმაგრების შესახებ. ამ დადგენილებას წინ უძღოდა შემდეგი ფაქტი: მხედრიონელები, მეუფე დ. მახარაძის დავალებით ცემა-ტყეპით გაუმასპინძლდნენ ალავერში მოსულ მლოცველებს: ქალებს, კაცებსა და ბავშვებს, ეპისკოპოსი კი მეორე დღეს ამით თავს იწონებდა და იძახდა: ”ეს სჯულის კანონით მიღებულიაო”. სულ მალე, მხედრიონელებმა, რომლებმაც ჯერ შეურაცხყვეს აწყურის წმ. გიორგის ტაძარი, რადგან აღსავლის კარით შევიდნენ საკურთხეველში და როცა ვერაფერი იპოვეს, ძარცვის მიზნით, სოფ. რუისპირში თავს დაესხნენ ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ალექსი ძამუკაშვილის ოჯახს, მისმა მეუღლემ მომხვდურებს განუცხადა, რომ ეკლესიას, მღვდლის ოჯახს ასე არ უნდა მოქცეოდნენ, რაზეც მხედრიონელთა უფროსმა პირდაპირ უპასუხა: ამაზე ჩვენ მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევა გვაქვსო. ეპისკოპოს დ. მახარაძის მხედრიონთან ალიანსის კიდევ ერთი ფაქტია ის, რომ მხედრიონის წევრების დაპატიმრების შემდეგ, მრევლში აგროვებდა ხელმოწერებს მათი შეწყალების მოთხოვნით. დამნაშავეთა სამყაროსთან ეპისკოპოს დ. მახარაძის საეჭვო ურთიერთობებზე მეტყველებს ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოსული 5 ტონა შაქრის ფხვნილის შუამთის მონასტრიდან ყაჩაღური გატანის ფაქტიც, თუ არა ჩვენი ჩარევა, ეპისკოპოსი ამაზე საქმის აღძვრასაც კი არ აპირებდა. შემდგომ, დეკანოზ ბარნაბა წვერიკმაზაშვილისადმი მტრულად განწყობილმა მეუფემ სცადა, მისთვის დაებრალებინა ეს სამარცხვინო ქურდობა. ყურადსაღებია ის, რომ ამ დროს შუამთის მონასტერს თავს აფარებდა ორი საერთაშორისო ძებნაში მყოფი დამნაშავე, ვითომდა სულის განსაწმენდელად. როგორს ეპისკოპოსმა დ. მახარაძემ იმთავითვე განაცხადა: ” აქ საორწილე არაფერიაო” და რასაც დღეს ასე ხსნის: ” მაშინ ძალიან მიჭირდაო”, ვერცხლისმოყვარეობის სენით შეპყრობილმა მოახდინა ტაძრების სამეურნეო- საფინანსო საქმეების სრული მონოპოლიზაცია, შემოიღო ჩვენს დროში საქართველოს საეკლესიო პრაქტიკაში უპრეცენდენტო მოვლენა—ალავერდის ეპარქიის ეკლესია- მონასტრების ცენტრალიზაცია. მიუხედავად მღვდელმსახურთა წინაარმდეგობისა, მეუფემ მაინც თავისი გაიტანა, ეპარქია ”ახალ სისტემაზე” გადაიყვანა. რის განსახორციელებლადაც იყენებდა, როგორც თვითონ უწოდებს—ექსპერიმენტს: ყოველ საეპარქიო კრებაზე მღვდლების ერთი ტაძრიდან მეორეში სისტემატიურ გადაყვან- გადმოყვანას, დანიშვნა-განთავისუფლებებს, ურთიერთდაპირისპირებების შექმნას, მღვდლების ავტორიტეტის შელახვას. იმ დევიზით, რომ ებრძვის ”საპატრიარქოს მაფიას”, გააუქმა საპატრიარქოსთან ანგარიშგების და ურთიერთობის მანამდე არსებული წესი. აკრძალა საპატრიარქოსთან ჩვენი ყოველგვარი უშუალო ურთიერთობა. გზა გაუხსნა ბაზრის ( კერძო წარმოების) სანთელს. როდესაც ეს ფაქტი ვამცნეთ უწმიდესს და უნეტარეს პატრიარქს, მეუფე დ. მახარაძე უფრო მეტ დაუძინებელ მტრად გვექცა. მიგვაჩნია, რომ მის მიერ საქართველოს საპატრიარქოში წარდგენილი ყოველგვარი საფინანსო ინფორმაცია არის საეჭვო და შესამოწმებელი. რაკი მაინც ვერ მოახერხა ტაძრიდან ტაძარში მღვდლების ამდენი გადაყვან- გადმოყვანით ( რასაც დეკანოზმა ევსტათი ბელადიძემ ’’ფსიქოლოგიური ომი’’ უწოდა), ტაძრების წინამძღვრებად თავისი სასურველი პირების დანიშვა—თვითონ შეითავსა ყველა ტაძრის წინამძღვრობა. მღვდლებს ჩამოერთავათ უფლება და საშუალება იზრუნონ თავიანთი ტაძრების კეთილდღეობაზე. მთლიანი შემოსავალი ’’ბედნიერი’’ მეუფე დ. მახარაძის ქისაში მიჩხრიალებს. ყველა ტაძრის ნებაყოფილობითი შემოწირულობების ყუთების გასაღებებიც კი საკუთარ ჯიბეში მოაქცია, რომ ყოველივე თავის გავლენის ქვეშა და ზემოქმედებაში ამყოფოს. სამღვდელოება ჩამოაცილა საპატრიარქოს, იქამდე მივიდა, რომ ყოველ ქრისტიან-მართლმადიდებელ ქართველთა უპირველეს სულიერ მოძღვართან, უწმიდესთან და უნეტარესთან მისვლას, გულისტკივილის თუ აღსარების თქმასაც კი გვიშლის, თვითონ აღსარების საიდუმლოს მიღებას მისცა დაკითხვა- დასმენის ხასიათი და მნიშვნელობა. საეპარქიო კრებებზე და ცალკეული შეხვედრებისას მაგნიტოფონით ახდენს ჩვენი საუბრების ჩაწერას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მეტად უარყოფით ზეგავლევას ახდენს ეპარქიის მღვდელთა, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ყოფაზე, რა თქმა უნდა ეპისკოპოსთან დაახლოებული ვიწრო წრის გამოკლებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეპისკოპოს დ. მახარაძის ხელმძღვანელობით და ხელის შეწყობით ალავერდის ეპარქიაში არაფერი მნიშვნელოვანი და ღირსეული არ შექმნილა. მისმა მისიონერულმა ნაღვაწმა, ვითომდა ეკლესიურმა მსვლელობებმა, როგორც ქალაქად, ისე სოფლად, მთათუშეთში, არავითარი სასიკეთო ნაყოფი არ გამოიღო, ვინაიდან ამ ყველაფერს თან ახლდა ეპისკოპოსის ახლობლების მხრიდან უზნეო საქციელი, ლოთობა და გაუპატიურება. ამ მოვლენებმა მხოლოდ ავტორიტეტი შეულახეს ეკლესიის მსახურთ. ვხედავდით რა, რომ მეუფე დავით მახარაძეს არ ჰყოფნიდა არც სულიერება, არც ცოდნა და გამოცდილება, ჩვენ ყველამ, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე არაერთხელ ვცადეთ გვერდში დავდგომოდით და როგორმე სწორად წარგვემართა საერთო საქმე, მაგრამ მისგან ყოველთვის, პირდაპირ და ზურგსუკან, ვერაგულ და დაუმსახურებელ პასუხს ვიღებდით. ამის შედეგია ოთხი სასულიერო პირის გაძევება- გაქცევა ეპარქიიდან. ყოვლად გაუგებარია და გაუმართლებელი ეპისკოპოს დ. მახარაძის აშკარა მტრული დამოკიდებულება ხალხის, მორწმუნე მრევლის საეკლესიო და საერო ტრადიციებისადმი. რამაც მთლიანად გააოგნა ხალხი და მრავალი მორწმუნე სრულიად ჩამოსცილდა ეკლესიას, დაიფანტა ძველი მრევლი. მაგალითად ტაძარში მლოცველებს აუკრძალა ღამისთევა, არ მიიღო საზიარებლად ამაღლების დღესასწაულზე სოფლებიდან ჩამოსული, მარხვაგამოვლილი მორწმუნეები, თანამზრახველთა დახმარებით სასაცილოდ აიგდო და ტაძრიდან გააძევა ისინი.. კერპთაყვანისმცემლობად მიაჩნია სადღესასწაულოდ მოსულ მლოცველთა მიერ საკლავის დაკვლა და მხიარულება. ყოველთვის ცდილობს ასეთ მოვლენები წარმოაჩინოს უარყოფითად, მისცეს მათ საწინააღმდეგო ახსნა, დაინახოს ყველაფერში მხოლოდ ცუდი და მიუღებელი. უფრო მეტიც, ეპისკოპოსი სთესავს ერთა შორის, ეკლესიათა შორის, სარწმუნოებათა შორის მტრობას, განხეთქილებას, დაპირისპირებას, იყენებს ცილისწამებებს და ჭორებს, ქონდრისკაცისეულ შანტაჟებს, მდაბიო, უმეცარ გამოსვლებს ტელევიზიით და ყოველივე ამას საფუძვლად უდებს თავის უსუსურ, აკვიატებულ წარმოდგენებს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკაზე. შემოკრებილი ამალის გუნდრუკის კმევით, მთელი თავისი ქმედებით, სპობს და ბოლოს უღებს ყოველივე იმას, რასაც პირველი თვითონ უნდა იცავდეს, უფრთხილდებოდეს და მზრუნველობდეს. ყოველივე ამის კიდევ ერთი დადასტურება და მაგალითია ივნისის თვეში გერმანიის ქალაქ ბიბერახიდან ჩამოსული დელეგაციის ვიზიტის დროს ეპისკოპოს დ. მახარაძის ცილისწამებები დეკანოზ ალექსი ძამუკაშვილის მიმართ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პატივმოყვარეობა და განდიდების მანია, გამოუცდელობასთან ერთად, ამპარტავანს ხდის ეპისკოპოს დ. მახარაძეს, რაც თავისთავად ხელს უშლის მას სწორად წარმართოს თავისი საქმიანობა. ნიშანდობლივია, რომ ამასწინად საპატრიარქოს მიერ საგანგებოდ გამოცხადებული სამდღიანი მარხვისა და წირვის შესახებ ინფორმაცია მან არ გააცნო ეპარქიის მღვდელმსახურებს. იმარხულეს და წირვა აღავლინეს მხოლოდ მეუფესთან დაახლოებულმა პირებმა, დანარჩენებს კი ამის შესახებ შეგნებულად არ შეგვატყობინეს. ჩვენს ეპარქიაში წირვისათვის საჭირო სებისკვერს ყველა ტაძარში ეპისკოპოსის მთავარხუცესი არიგებს, ასე რომ მეუფის ნებაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ტაძარში როდის და რამდენჯერ აღსრულდება წირვა-ლოცვა. რატომ არ მოგვიტანეს ასეთ უმნიშვნელოვანესი დღისათვის სებისკვერი, რატომ არ გაგვაფრთხილეს გამოცხადებული მარხვის შესახებ? იმიტომ, რომ მრევლისა და ხალხის თვალში დავემცირებინეთ. თელავი პატარა ქალაქია, აქ ყველა ყველას იცნობს. ჭორი და მართალი სწრაფად ვრცელდება; თვითონ იმარხულეს, ილოცეს, ხალხის წინაშე ღვაწლმოსილნი გამოჩნდნენ, ხოლო ჩვენ შერცხვენილნი, უმარხველნი, ულოცველნი და თავსლაფდასხმულნი, საქმის მოღალატენი უნდოდათ წარმოვეჩინეთ ხალხის თვალში; აი, რა მეთოდებით გვთრგუნავენ და გვასწორებენ მიწასთან. ესეც ჩვენი ეპისკოპოსის აზროვნების და მოქმედების დამახასიათებელი ნიმუშია. აგრეთვე არავინ იცის, ვის და რას ემსახურება ალავერდის ეპარქიასთან მეუფის მიერ შექმნილი შ. პ. ს. ‘’კიპარისი’’. საზოგადოებაში და მორწმუნეთა შორის გაუგებრიბასა და არასასიამოვნო ასოციაციებს იწვევს მისი ლტოლვა შუამთის დედათა მონასტრისადმი, სადაც დღისით თუ ღამით, თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. მონასტერში არ არის არჩეული წინამძღვარი, ესეც თვითონ შეითავსა, წირვა- ლოცვები ტარდება ბერძნული წესის მიხედვით. ეპისკოპოსის ყოველი დაბრუნებას თელავში, ღვთაების მონასტერში მეფის შესაფერისი ზარ- ზეიმით ხვდებიან მისი გუნდის წევრები. უნდა ითქვას, რომ სატვირთო თუ მსუბუქი ავტომანქანის საჭესთან ჯდომა და ქალაქში განავარდება მისთვის მეტად სასიამოვნო საქმიანობაა. იყო შემთხვევა, როცა ნასვამ მდგომარეობაში, 4 მგზავრით იყალთოს მონასტრის გზაზე გადააკოტრიალა ავტომანქანა ’’ნივა’’. ღვთის წყალობით ყველანი გადარჩნენ. ჩვენ მაშინაც ვურჩიეთ, რომ მთვრალი აღარ დამჯდარიყო საჭესთან. როგორც ამ ოთხმა წელმა საბოლოოდ დაგვარწმუნა, ეპისკოპოს დავით მახარაძეს მისი პიროვნული თვისებები: პატივმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნემა, შური, სიძულვილი, ამასთან მცირე ცოდნა და გამოუცდელობა ხელს უშლის იცხოვროს და იღვაწოს მისი მაღალი წოდებისა და საპატიო სამსახურის შესაფერისად, ღირსეულად. ამიტომაც სჭარბობს მის საქმიანობაში საეო ცხოვრებაში დამკვიდრებული სამსახურებრივი ურთიერთობის მანკიერი და მახინჯი მეტოდები და ხერხები. ხელქვეითთა მიმართ მისი დამოკიდებულება განპირობებულია არა სიყვარულით, სათნოებით, მამობრივი მზრუნველობით, ურთიერთგაგებით, მიტევებით არამედ დესპოტის სიძულვილით, უსიტყვო მონური მორჩილებით, ლაქიობის, პირმოთნეობის დასაგმობი პრინციპებით. ალავერდის ეპარქიაში შექმნილი ვითარება საგანგაშოა. გაიხლიჩა სამღვდელოება, დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. საეპარქიო კრებებზე მუდმუვად დაძაბული ატმოსფეროა, უნდა ითქვას, რომ ეს კრებები უფრო სასამართლო სხდომებს ჰგავს. შექმნილი სიტუაცია სასწრაფო განმუხტვას მოითხოვს. თქვენო უწმიდესობავ, ჩვენ კახელები მომთმენი ხალხი ვართ, ღვთის წინაშე მოსათმენი მოვითმინეთ, დასათმობი დავთმეთ, მისატევებელი მივუტევეთ, არა ერთხელ, არამედ ათასჯერ, მაგრამ ყოველივე ამან კეთილი ნაყოფი არ გამოიღო, ყოველივე უარესისაკენ წავიდა. აქ არის ერთი უპირველესი და უმთავრესი გარემოება, რომელიც ჩვენს გაჭირვებას გაუსაძლისს ხდის: მიუხედავად იმისა, რომ მეუფე დ. მახარაძემ ბევრი რამ დაგვაკარგინა და ბევრიც დაგვათმობინა, მთავარი მაინც ის არის, რომ ურთიერთსიყვარული, ურთიერთნდობა, ურთიერთპატივისცემა აღარ არის და რაც ყველაზე გულსატკენია არა გვყავს სულიერი მამა და მოძღვარი, გზის მანათობელი და სულის მესაიდუმლე. სამწუხაროდ მეუფემ ეს ვერ შეძლო. იგი ჩვენ არ გვენდობა ( ამას ყველას გასაგონად გვეუბნება). ვეღარც ჩვენ ვენდობით მას. ჩვენ ისიც კი არ შეგვიძლია, რომ მეუფეს აღსარება ჩავაბაროთ და შენდობა და პატიება გამოვთხოვოთ, რადგან ან ამ აღსარების მონებად გვაქცევს ან ხალხში წამოგვაძახებს განდობილ საიდუმლოს! დიახ, ყოფილა ასეთი შემთხვევები! ვერც მის მთავარხუცესებს ჩავაბარებთ აღსარებას გასაგები მიზეზების გამო. ასე, რომ თქვენო უწმიდესობავ, ჩვენ უმამოდ დარჩენილთ, დაობლებულთ და გზააბნეულთ სხვა არა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოგმართოთ თქვენ--- ჩვენს დიდი მამას, ერის სულიერ მამას და გთხოვოთ შეწყალება. ჩვენ აქ შეგნებულად არ მოგვყავს შესაბამისი ციტატები წმიდა წერილიდან თუ სჯულის კანონიდან, თქვენს უწმიდესობას ერთიც და მეორეს ჩვენზე უკეთესად მოეხსენება. ჩვენი ერთადერთი სურვილია ალავერდის ეპარქიას დაუდგინოთ ისეთი მღვდელმთავარი, რომელიც გაამთლიანებს, გააერთიანებს გახლეჩილ ეპარქიას, გაგვიწევს მამობას, რომელიც გასწმედს ჩვენს სულებს ცოდვებისაგან. ამიტომ უმორჩილესად მოგმართავთ თხოვნით, თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს- პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ასევე წმიდა სინოდს, რომ ’’უნაყოფო ხე მოიკვეთოს’’, რომ ჩვენ მოგვეცეს საშუალება თქვენი სამართლიანი გადაწყვეტილების მეოხებით, კვლავ ძველებურად ღვთისადმი ერთგულებით და სიყვარულით, ლოცვითა და ვედრებით, ჩვენი ყოველდღიური გულწრფელი მსახურებით, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყნად ყველაზე წმიდა და დიდ საქმეში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამსახურში. იმედი გვაქვს, რომ თქვენი უწმიდესობა შეუნდობს თავის ცოდვილ და მასთან ერთგულ შვილებს და ჩვეული სიბრძნით გამოიყვანს სულიერი გაჭირვებიდან. ჩვენთან არს ღმერთი. დეკანოზი ალექსი ძამუკაშვილი დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი დეკანოზი ევსტათი ბელადიძე დეკანოზი გიორგი ლომიაშვილი დეკანოზი ბარნაბა წვერიკმაზაშვილი დეკანოზი დავით მოსიაშვილი მღვდელი ზენონ მანოშვილი მღვდელი ელისე ბურდული მღვდელი ფარნაოზ მარგალიტაშვილი მღვდელი ისააკი აი ასეთია ობიექტური რეალობა და თქვენ კი ნაცვლად იმისა, რომ რეალობა გაახმოვანოთ ეკლესიას სწამებთ ცილს.