ცხრა წლიანი პაუზის შემდეგ , საქართველოს ექს- პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება ამის შესახებ შევარდნაძემ, დეზინფორმს ექსკლუზიურად განუცხადა, მისი თქმით შემოთავაზება ბიძინა ივანიშვილსგან მიიღო. ყოფილი პრეზიდენტი კოალიცია ქართული ოცნების უხუცესთა საბჭოს უხელმძღვანელებს, რომელიც მთავრობის ინიციატივებს და გადაწყვეტილებებს აქტიურ კოორდინაციას გაუწევს. უხუცესთა საბჭოს კომპეტენცია საკმაოდ ფართოა და წესდების თანახმად ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება განსახილველად ჯერ უხუცესთა საბჭოს გადაეცემა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რამდენად ადექვატური და სასარგებლოა ის ხალხისთვის. საბჭო ასევე უფლებამოსილია ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს. ყოფილი პრეზიდენტის თქმით საბჭო მუშაობას მარტიდან დაიწყებს და მასში გაერთიანებული არიან: ჯუმბერ პატიაშვილი, ნოდარ ნათაძე, იგორ გიორგაძე, ბესარიონ გუგუშვილი და თენგიზ კიტოვანი. წყარო: http://dezinform.weebly.com/430843074323430443204307-4328430843094304432043074316430443314308-4318431743144312432243124313430443284312-43054320432343164307430843054304.html#.UWt-06KnrTV