მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოება, ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში, ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტის განხორციელება, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, ID-ბარათისადმი დამოკიდებულების კვლევა და ცვლილებები კანონში "ნოტარიატის შესახებ". "საკითხების პრიორიტეტულობა, მათმა აქტუალურობამ განსაზღვრა. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიზანი დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნდობით ისარგებლებს. ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეთა განხილვაში ნაფიც მსაჯულთა ჩართვა, მართლმსაჯულების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას უზრუნველყოფს. შრომის კანონმდებლობის რეფორმა დასაქმებულის უფლებების დაცვისკენაა მიმართული. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა კი - საქართველოს სამართლებრივ სივრცეში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადახედვის შესაძლებლობას გააჩენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებების პროექტები საზოგადოებას დამტკიცებამდე გააცნო, რის შედეგადაც არასამთავრობოებმა და ექსპერტებმა ყველა პროექტი განიხილეს. http://gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=8133:2013-02-13-10-23-14&catid=69:2010-11-25-16-48-11&Itemid=114 http://for.ge/view_news.php?news_id=13865&news_cat=0 http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=26069 "მე არ მეყო 100 დღე, რომ სერიოზული ცვლილებები წამომეწყო. 100 დღეში არ დამცალდა, რომ მთავარ პროკურორთან ერთად ადეიშვილის იმ პროკურორებისთვის მიმეხედა, რომლებიც ოჯახებს აუბედურებდნენ, ბიზნესმენებს იბარებდნენ და ატერორებდნენ, ვიდრე ისინი ჩუქების შესახებ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდნენ. 100 დღის განმავლობაში ეს არის ერთადერთი, რისი დაწყებაც ვერ მოვახერხე", - განაცხადა წულუკიანმა.