Jump to content
Planeta.Ge

morfiudi

პლანეტელი
  • პოსტები

    162
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი morfiudi

  1. 1. მოინანიებს, თუ თავდაყირა დაერჭობა მაინც არ მიეტევება, იმიტომ რომ იესომ თქვა "არ მიეტევება" და თან მხოლოდ აქ კი არა იქაც. მიტევება რომ შესაძლებელი ყოფილიყო ამ ცოდვისა მაშინ იტყოდა მონანიების შემთხვევაში მიეტევებაო, მან კი თქვა "ყველანაირი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანს გარდა სულიწმინდის გმობისა" ესე იგი რისი თქმა გინდა მომატყუა იესომ და შენ მართალს მეუბნები? 2. უფალი არასოდეს ინებებს სულიწმინდის მგმობელის მიტევებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ცრუ გამოვა ვინაიდან ჯერ იძახის არ მიეტევებაო შემდეგ კი თურმე მიტევების შესაძლებლობას უშვებს, ეხლა მე რომ გითხრა არ გაპატიებ და რომ გაპატიო ხომ გამოვდივარ მატყუარა? ასევე უფალმა რომ სულიწმინდის გმობა მიუტევოს ვინმეს მატყუარა გამოვა ასე რომ ვინაიდან და რადგანაც იესო არასოდეს ცრუობს არ მიეტევება ნიშნავს არ მიტევებას და შენ მაგ სიჯიუტით ცრუდ ნუ გამოგყავს ღმერთი.
  2. 1 კი ფაქტებით შემიძლია დაგიმტკიცო 2 რა ვიცი და სამყაროს საწყისმა გამაგებინა თავისი წიგნითა და სიტყვით ბიბლიით.
  3. ეგ პიროვნება მეუბნება მე 2 რამეს 1. არ ვიცი საიდან წარმოიქმნა საწყისი წერტილი 2. არ ვიცი რა იყო მანამდე სხვა დანარჩენს კი მარტო ეგ პიროვნება კი არა ხომ დავწერე ნებისმიერი საშუალო დონის ფიზიკოსი იტყვის ასე რომ ის თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო ამის მიხვედრა იმას არ ნიშნავს რომ სამყარო თავისით შეიქმნა. მტკიცებულებებს რაც შეეხება ათეისტებს რომ ბოლომდე დამტკიცებული არც ერთი მტკიცებულება არ გაგაჩნიათ მაგაზე რაღატომ აღარ იძახი? აბიოგენეზია და ვიღაც პროტეინის მხოლოდ 2/3-ს ქმნის 1/3 ვეღარ ქმნის, დიდი აფეთქების თეორიიაა და უკვე 2 არ ვიცი ჩნდება, ევოლუციის თეორიაა და სადღაც დაკარგულ გადაშენებული პრიმატის იმედად "გენიოსობენ" მავანნი
  4. ეს პიროვნება ვერ ხსნის საიდან წარმოიშვა საწყისი წერტილი და რა იყო მის წინ, ეს პიროვნება უბრალოდ აღნიშნავს თავადვე, რომ არ იცის ამის შესახებ და დასძენს რომ დღევანდელ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს ამის გარკვევა არ შეუძლია, სხვა დანარჩენი რაც ილაპარაკა იგივეს გაიმეორებს ნებისმიერი საშუალო დონის ფიზიკოსი და მერე ამით რაა? იმის მიხვედრა თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო იმას არ ნიშნავს რომ ის თავისით შეიქმნა.
  5. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ პატივს ვცემ მე ტიტანურ აზრებს ბიბლიაში უფალი იესო ამბობს არ მიეტევებაო, მმკ-ს აქტივისტი კი ამბობს მიეტევებაო, ერთი ორი ასეთი გადახვევა კიდევ ბიბლიიდან და კოპიო რასელისტებად გარდაიქმნებით.
  6. გილოცავ დაბადების დღეს მრავალს დაესწარი და თან გთხოვ ბანის ვადა უკვე 3 დღეა რაც გამივიდა მაგრამ ორიგინალი ნიკით მაინც ვერ ვპოსტავ, უცხოპლანეტელმა მარსული ბანი დამადო და გთხოვ მოუხერხე რამე.
  7. გუშინ ამ საკითხზე ვრცელი სტატია დავწერე მერე ინეტიც გამეთიშა და როგორც ჩანს არ მოსულა, არ არის მთლად ასე, როგორც არის პირადში მოგწერ.
  8. ვინმე რომ აქ ლუციფერს იცნობდეს ისიც ეცოდინებოდა მას რა შეუძლია და რა არა, მას კი გაცილებით ბევრი რამ შეუძლია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ბიბლიურ ეპიზოდს მოვყვები: წაიყვანა მან იესო დიდ მთაზე და აჩვენა ყველა სახელმწიფო და მისი დიდება და უთხრა " ყველაფერ ამას შენ მოგცემ თუ დამხობილი თაყვანს მცემ" ვსვავ კითხვას როგორ შეეძლო ლუციფერს შეპირების აღსრულება თუ მას არ ეკუთვნოდა ყველა სამეფო და მისი დიდება? გვერდით თემაში სატანის ბიბლია გამოვაქვეყნე წაიკითხეთ და მარტივად მიხვდებით იმას, თუ ვინ არის, უფრო სწორედ რა არის, ადამიანი ლუციფერისთვის. უფალმა უპასუხა " დაწერილი არს: " მხოლოდ შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე"
  9. დავით ვინ გითხრა რომ ეშმაკს ღვთისმშობლის სახის მიღება არ შეუძლია? შეუძლია და მარტო ღვმთისმშობლისა კი არა თავად ღმერთისაც.
  10. ანუ რა ხდება, არის ეკლესია სადაც იდევნებიან ეშმაკები ხოლო ის ადამიანი ეკუთვნის ამ ეკლესიას და იძახის განა ჩვენს ეკლესიაში არ ვდევნიდით ეშმაკებს განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით, ადამიანი შეუძლებელია რომ ქრისტეს არ იცნობდეს და იყენებდეს მის სახელს, ან ეს ის ხალხია ვინც იცნობენ ქრისტეს და შემდეგ ჩავარდნენ ერესში და გაამაყდნენ. ფაქტი ერთია ჭეშმარიტი ეკლესია არის მხოლოდ ერთი, ხოლო სხვა დანარჩენი ეკლესია კი ცრუ, მეთანხმებით? ასე რომ ამ სიტყვებს იესო ჭეშმარიტი ეკლესიის მრევლს კი არა ცრუ ეკლესიის მრევლს ეტყვის "გამშორდით მოქმედნო ურჯულოებისა" ჭეშმარიტი ეკლესიის მრევლს ამ სიტყვებს არასოდეს არ ეტყვის. ადამიანი კი რომელიც ამ სიტყვებს დაიმსახურებს ვერ ილაპარაკებს ჭეშმარიტი ეკლესიის სახელით და ვერც მის წევრობაზე დადებს თავს რადგან ეკლესია როგორც ადრე ვთქვი შენობა ნაგებობები კი არა არამედ ადამიანთა ცოცხალი სულების ერთიანი ორგანიზმია, ქრისტეს სხეული.
  11. თქვენს პოსტებს რომ ვკითხულობ საკუთარი თავი მახსენდება ოღონდ 20 წლის ასაკში რომ ვიყავი მაშინ, სწორედ ასე ვეძებდი მეც ჭეშმარიტებას, მაგრამ ძიების შედეგად ერთი უტყუარი სინამდვილე ვიპოვე დავინახე რომ ამ წუთისოფელში რეალურად სატანა განაგებს და ის მეფობს, ის არის წუთისოფლის ღმერთიც და მბრძანებელიც, აი ღვთის ერთგული ერთი მუჭა ხალხი კი ვერსად ვიპოვე, დედამიწა გადაიქცა სატანის სამფლობელოდ, სადაც მხოლოდ მცირედნი ცხოვრობენ შიშით და მხსნელის მეორედ მოსვლის იმედით, პირადში მომწერე რომელი ეკლესიის მრევლს მიეკუთვნებით და შეიძლება თქვენ უფრო დამეხმაროთ სულიერი ძმების პოვნაში, სულიერ ცოდნაში კი წმინდა წერილის ცოდნასთან ერთად სხვა მრავალსაც ვფლობ დაწერილს და დაუწერელსაც.
  12. კი ისჯებოდა, მაგრამ ისჯებოდა ისჯებას კი არ ნიშნავს, ეს წარსულ დროზე მიუთითებს, სიკვდილით მხოლოდ პატრიარქის შეურაცხმყოფელი კი არა ელემენტარულად მრუშობის ჩამდენიც ისჯებოდა, გამოათრევდნენ მოედანზე ბოზს და ქვებით ქოლავდნენ ასე იყო გაწერილი მოსეს რჯულის მიხედვით, ეხლა რა ვქნათ ავდგეთ და ცირკთან რომ ბოზები აბირჟავებენ მივვარდეთ და ქვებით ჩავქოლოთ? იმ მიზეზით რომ წარსულში ეს ცოდვა სიკვდილით ისჯებოდა? მოსეს რჯული იესომ ახალი სიყვარულის რჯულით შეცვალა 2000 წლის წინ, ასე რომ ჩვენ ქრისტიანები იმიტომ გვქვია, რომ მოსესი კი არა ქრისტეს რჯულით უნდა ვიხელმძღვანელოთ, ქრისტეს მცნება კი ასეთია "ვინც თქვენს შორის უცოდველია პირველი იმან ესროლოს ქვაო" ზემოთ დაწერე ღვმთისმშობლის შეურაცხყოფა არავის ეპატიებაო, იესო კი ამბობს ყველანაირი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანს გარდა სულიწმინდის გმობისა, კაცის ძის გმობაც მიეტევება მაგრამ სულიწმინდის გმობა არ მიეტევება არც ამ ქვეყნად არც მომავალში ასე რომ ერთადერთი მიუტევებელი რაც არის ეს სულიწმინდის გმობაა.
  13. და ბოლოს ათეისტიც ვერანაირად ვერ გავხდები იმიტომ რომ ღმერთი ჩემთვის უფრო რეალურია ვიდრე ხილული სამყარო.
  14. მეც გეტყვით ერთ რამეს, ეჭვებში და გაურკვევლობაში ყოფნას მირჩევნია მარტო ვიყო, მცირედი ეჭვიც კი თუ გამიჩნდება მე ჩემი ეკლესიის რელიგიურ მრწამსში უკვე იქ ვეღარ გავჩერდები, მარტივი მიზეზის გამო თვალთმაქცობა არ შემიძლია, ეკლესია მხოლოდ ცალკეული ხალხი არ არის ის ცოცხალი ორგანიზმი და სხეულია უფლისა, ხალხის შეცდომები ძირითად სწავლებას ვერანაირად ვერ შეარყევს, თუ მოძღვრება ქრისტესია მრევლში სულ სოდომის ცოდვით დაცემა რომ დაიწყოს ხალხმა მე მტკიცედ მეცოდინება, რომ ეს ეკლესია ჭეშმარიტებას ფლობს, მაგრამ მისი ზოგიერთი წევრი წაიბილწა, მაგრამ საქმე რაშია იცით? მე ვერ ვპოულობ ეკლესიას სადაც ღვთის მცნებებსა და მოძღვრებას უპირობოდ და განუხრელად გადმოსცემენ, მე მრევლის შეცდომებზე კი არ ვაკეთებ აქცენტს ამ შემთხვევაში არამედ თავად ეკლესიის მოძღვრების სისწორე მცდარობაზე, მრევლი შეიძლება ყველა ეკლესიისა შეცდეს ეს არ მიკვირს მაგრამ, სწავლება? თუ ეკლესიის სწავლება ღვთის სიტყვას არ შეესაბამება როგორღა დავრჩე მე ასეთ ეკლესიაში? ეკლესიები მრავალი არსებობს აქედან ჭეშმარიტი მხოლოდ ერთია, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში იყო უფალი განაწყენებული ზოგიერთ ეკლესიაზე და იოანეს პირით ამბობს ამა თუ იმ ეკლესიის საყვედურს, როდესაც 7 ეკლესიის ანგელოზზე საუბრობს, ამას ის მისწერე იმას ისო, ზოგს საყვედურიბს ზოგს გამოსწორებისაკენ მოუწოდებს ზოგზეც პირდაპირ იძახის იქ არისო სატანის ტახტი, ღმერთს მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ გამუდმებით ჭეშმარიტ ეკლესიაში ანუ თავის წიაღში დამაბრუნოს, მარტოს მართლაც მიჭირს მიუხედავად იმისა რომ ბევრ მორწმუნეზე მეტ სულიერ ცოდნას ვფლობ აი ამ ასპექტში მჯობნის ლუციფერი, ისე ახლართა გზები მეც კი ვეღარ გამირკვევია სად არის ის ჭეშმარიტება, თითქოს ყველა ეკლესია შეიცავს ჭეშმარიტების მარცვალს, მაგრამ როდესაც მათ მოძღვრებას ბიბლიას ვადარებ 100 დან 100 შემთხვევაში შეუსაბამობას ვპოულობ.
  15. ამას მე კი არ ვგულისხმობ შენ ამბობ, როდესაც იძახი ანტიმატერიაო ეს თავისთავად ანტისამყაროსაც ნიშნავს იმიტომ რომ სამყაროა სწორედ ის მატერია, თუ აქ მასშტაბებზე გაქვს საუბარი? რატომ გამორიცხავ რომ მცირე მასშტაბის მატერიას შეიძლება ჰქონდეს ანტი და დიდი მასშტაბისას არა. რომელი სხვა რელიგიები ინდუიზმია ყველაზე ძველი რელიგია და ისიც კი 15 საუკუნეზე მეტს ვერ ითვლის აქ კი საუბარი მილიონობით წლებზეა, ტოტემიზმსა და ფეტიშიზმს კი არანაირი კავშირი არა აქვს ადამიანის ინტელექტუალური განვითარების დამუხრუჭებასთან ვინაიდან ადამიანს ტოტემისტი ქურუმი მეცნიერული აღმოჩენების მიღწევისას კოცონზე არ დაწვავდა, პირიქით შეიძლება გაეღმერთებინა კიდეც, ამბის თხრობა რომ 500 ათასი წლის წინანდელი ჰომო საპიენსით დაიწყე, იმას რაღატომ აღარ იძახი რამდენი მილიონი წლით დაათარიღეს მეცნიერებმა დმანისში აღმოჩენილი ლეგენდარული ზეზვასა და მზიას ასაკი? ფაქტი ერთია ის რაც ადამიანმა მილიონობით წლის განმავლობაში ვერ შეძლო რაღაცნაირად შეძლო 4 საუკუნეში კარგი 30 საუკუნე ვთქვათ, 30 საუკუნის წინ ხომ ადამიანს არც ქაღალდი ჰქონდა არც კომპასი და არც ერთი თანამედროვე ტექნოლოგია? ეხლა გამოაკელი 16 მილიონ წელს 30000 წელი და რას მიიღებ? 15 მილიომ ცხრაას სამოცდაათიათას წელს, ესე იგი შენი თქმით 15 მილიონ ცხრაასსამოცდაათიათასი წელი ადამიანი ქვის ცულით დარბოდა და მომდევნო 30000 წელში უკვე გენიოსად გადაიქცა? მარტივ რაღაცას გეტყვი ადამიანს თუ არაფერს არ ასწავლი 16 მილიონი წელი კი არა 100 მილიონი წელი რომ გავიდეს მაინც ვერანაირად განვითარდება თავისით მხოლოდ ბუნებაზე დაკვირვებით, იმიტომ რომ თავად ევოლუციის თეორია ამტკიცებს შემდეგს: ადამიანმა 16 მილიონი წლის განმავლობაში წაწვეტებული ხის იარაღის მეტი ვერაფერი შექმნა, ისმება კითხვა ვინ ასწავლა ადამიანს დროის მცირე მონაკვეთში ამდენი? ფაქტია რომ ვიღაცა უფრო გონიერმა ასწავლა, ახალდაბადებული ადამიანი მოვაქციოთ სრულ იზოლაციაში მხოლოდ საკვები მივცეთ გაიზრდება ის და ლაპარაკიც კი არ ეცოდინება არათუ კოსმიური ხომალდის შექმნა, ასე რომ დროის მცირე მონაკვეთში დაიბადა კოლოსალური რაოდენობის ცოდნა, რომელიც ადამიანს თავის მიერ აღმოჩენილი ჰგონია, სინამდვილეში ეს ცოდნა ასტრალური სამყაროდან არის შემოგდებული ლამაზად შეფუთული აზრებისა და იდეების სახით. ადამიანს ეს ყველაფერი კი ვინც ასწავლა უკვე დავწერე ზემოთ.
  16. ფიზიკურ შნირებზე არ გეუბნები სულიერ შნირებს ვგულისხმობ აბა ყველა დემონი თანაბარი ძალისა და შესაძლებლობების მქონე ხომ არ გგონია? არსებობენ შნირუკა დემონებიც, ჰერცოგები, ბარონები, პრინცები, აპაააა ოფ ეს ტამპლიარები ოქმები ოქმები ჩქარა ღმერთი თალმუდის მიხედვით სატანის ბიბლია ანტიქრისტე მწვალებლები
  17. ჯერ ეს ერთი იესო ღმერთი იყო და მას ადამიანებისაგან განსხვავებით უფლება ჰქონდა საბლის შოლტიც გადაერტყა მკრეხელისთვის და უფრო მეტიც სიკვდილით გაენადგურებინა, ღმერთმა რომ წარღვნით გაანადგურა ყველა ღვთისმგმობელი ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანმა ყველა ღვთისმგმობელი წყალში დაახრჩოს და მერე თავი იმით იმართლოს ღმერთს მივბაძე და რას მერჩითო, იესო აპოკალიფსით გაანადგურებს მომავალშიც ბევრ მკრეხელს და ეხლა რა ვქნათ ჩვენ დავიწყოთ მკრეხელთა ჟლეტა იმ იმედით რომ ეს უფლისაგან მოსაწონი იქნება? ან იქნება უფროსი ვაჟები დავუხოცოთ წარმართთ როგორც ეს უფალმა ქნა ეგვიპტელი მოსახლეობის შემთხვევაში ასე რომ იესოს მაგალითი რომ მოგყავს საბლის შოლტით მოვაჭრეთა განდევნაზე აქვე უნდა დააყოლო რომ მას ადამიანისაგან განსხვავებით ამის სრული უფლება ჰქონდა ვინაიდან არის 1. ღმერთი 2. უცოდველი ადამიანებს კი უთხრა "ვინც თქვენს შორის უცოდველია პირველად იმან ესროლოს ქვაო, მუშტის მქნეველი მმკ-ელი რა თავად უმწიკვლოა სხვას რომ ურტყავს? წმინდა ნიკოლოზის მსგავსი საქციელი არასოდეს ყოფილა ღვთისთვის მოსაწონი პასუხს გცემ, ის აღელდა და შეცდა, მაგრამ ეპატია ეს ყველაფერი ისევე როგორც სხვა მრავალ წმინდანს ეპატია უფლისაგან, მოღვაწეობის პერიოდში დაშვებული შეცდომები, გამოცხადება მაცხოვრისა იმას კი არ ნიშნავს რომ მან მოიწონა ნიკოლოზის საქციელი, არამედ იმას ნიშნავს რომ მან აპატია ნიკოლოზს ეს საქციელი და აღარ მოიკვეთა ეკლესიიდან, ეკლესიის თავი ქრისტეა და ის წყვეტს პირველ რიგში ვინ დატოვოს თავის წიაღში და ვინ გააძევოს.
  18. სიტყვებით არ გეთამაშები ანტიმატერიის არსებობა თავისთავად ნიშნავს ანტისამყაროს არსებობას იმიტომ რომ თავად სამყაროა მატერია. რაც შეეხება იმას რომ ადამიანის ინტელექტუალურად განვითარების შეფერხება ეკლესიას გადააბრალე ეგ არამართებულია იმიტომ რომ ეკლესია 2000 წლისაა კაცობრიობა კი 16 მილიონი წელია რაც არსებობს უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით, ასე რომ სად იყო ეს 16 მილიონი წელი ადამიანი? 16 მილიონ წელში მხოლოდ ოფსიდიანის ცულის დამზადება შეძლო და ჰოპ და 400 წელში უკვე მთვარეზე აფრინდა?
  19. ჩემს მიერ გამოქვეყნებული ყველა თემა წაიკითხე თუ არ გეზარება ამის შემდეგ კი პირადში მოგწერ რაც უნდა ქნა რომ ათასჯერ წაკითხული ერთხელ საკუთარი თვალით ნახო თავად მისტერ ლუციფერის ვიზიტს ვერანაირად ვერ შეგპირდები მასზე ძალაუფლება მხოლოდ სულიწმინდის ძალით აღჭურვილ ადამიანებს აქვთ აი მის ერთ ერთ შნირს რომ შეხვდენი ამის სრულ გარანტიას კი გაძლევ
  20. დავით შენ ჩემს მიერ გამოქვეყნებული ყველა თემა გაქვს წაკითხული?
  21. ასტრალური სამყარო ანტიმატერიაშია თქო არსად დამიწერია, კარგად წაიკითხე აბა რა დავწერე, თუ კი ანტიმატერია არსებობს ესე იგი ანტისამყაროც არსებობს ხომ ლოგიკურია? ასე რომ ასტრალური და ვიტალური სამყაროს არსებობაც არ უნდა გამორიცხო. საქმე ის არის რომ მე მეცნიერების მასწავლებელს კარგად ვიცნობ აი შენ კი ვერ ხვდები საიდან მოდის ეს ცოდნა, შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკუნეში ადამიანი ისე განვითარებულიყო რომ ეს თეორიები თავისით აღმოეჩინა, ხომ იძახი რომ ადამიანის ევოლუცია საუკუნეების განმავლობაში მიდისო ჰოპ და ასეთი გიგანტური ნახტომი? საიდან? ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში არ არსებობდა ელ ტელესკოპი წარმოდგენა არავის ქონდა კოსმოსურ ხომალდზე ტკაც და მე-20 საუკუნეში ერთის გამოგონებაც შეძლო და მეორისაც? ვიღაცამ ჰოპ და ატომი გახლიჩა ვიღაცამ ჰოპ და მთვარეზე დადგა ფეხი ეს რაღაცნაირად ევოლუციის ხანგრძლივობას ხომ არ ეწინააღმდეგება? მცირე მონაკვეთი ავიღოთ 1 საუკუნიდან 17 საუკუნემდე ადამიანი 1700 წელი გონებრივად ვერ ვითარდებოდა ტკაც და 4 საუკუნეში იმხელა ნახტომი გააკეთა რაც რომ მილიონობით წლის განმავლობაში ვერ მოეხერხებინა, იქნებ აქ ცოტა უფრო სხვა რაღაცა მოხდა და ის დამპალი მაყურებელი დაბრუნდა რომელმაც ადამიანს ისევ დაუწყო რაღაც რაღაცეების სწავლება? ამ ე.წ მეცნიერებას კი სადაც მიყავს ადამიანი ამას ჯერ მარტო წყალბადის ბომბი სცემს პასუხს, გენეტიკური მანიპულაციები კი სხვა არაფერია თუ არა განღმრთოების სურვილი ამ ყველაფრისთვის დაისჯებიან ადამიანები იმიტომ რომ როგორც ნოეს დღეებში დღესაც ფინთად არიან ატეხილები.
  22. მოკლედ გეტყვი დავით ყველაფერი როგორ იყო, უზენაესმა სულმა გონიერმა პიროვნებამ ანუ ღმერთმა შექმნა ყველა ხილული და უხილავი სამყარო, უხილავ სამყაროში ანგელოზთა დასებს ვგულისხმობ, შემდეგ ამ ანგელოზთაგან ერთ ერთმა გადაწყვიტა თვითნებურად რომ უფრო მეტ შესაძლებლობებს ფლობდა ვიდრე თავად მისი შემქმნელი ამიტომ მან აღარ ისურვა დამორჩილებოდა და მსახურებოდა ღმერთს, იცი რა მოხდა ღმერთმა პარალელურად თავის მსგავსი და ხატი ადამიანი შექმნა და პლანეტა დედამიწაზე დაასახლა მისცა მას თავისი სულის ნაწილი და ყველა ანგელოზი ადამიანის მსახურად დააყენა, უყურებდა ლუციფერი რომ ადამიანი მასზე გაცილებით სუსტი იყო და იუკადრისა ადამიანის მსახურად ყოფნა, მან არ ისურვა ქედი მოეხარა ადამიანის, როგორც ღვთის მსგავსების წინაშე, მე თუ მკითხავ გარკვეულწილად ის მართალიც იყო იმიტომ რომ ის პირველქმნილება იყო ღვთისა და ყველა სხვა დანარჩენ ანგელოზზე აღმატებული, მაგრამ ერთი რამ ვერ გათვალა, მიუხედავად იმისა რომ ადამი მასზე სუსტი იყო ის მაინც ღვთის მსგავსი იყო და ადამში იდო ის რაც არც ერთ ანგელოზში არ იდო ანუ ღვთის სული, მან აიყოლია ანგელოზთა მესამედი და მოაწყო ამბოხი სასუფეველში რის გამოც ის იესომ, მიქაელმა და ციურმა მხედრობამ გააძევეს თავის დამქაშებთან ერთად სასუფევლიდან, ამის შემდეგ მან გადაწყვიტა შურისძიება, ანდაზა ხომ იცი ცხენს ვერ მოერივნენ უნაგირს დაუწყეს მტვრევაო, ჰო და მისრიალდა ადამიანთან და კეთილისა და ბოროტის გარჩევის ინტელექტი მისცა, ადამი გაფრთხილებული იყო არ მიეღო ლუციფერისგან არანაირი ცოდნა, მაგრამ არ შეისმინა, მართლა ვაშლს კი არ უკბიჩეს მათ ლუციფერისაგან ინტელექტი მიიღეს, აზროვნება დაიწყეს ახლებურად და შესაბამისად დაინახეს ის რასაც მანამდე ვერ ხედავდნენ, გაუჩნდათ ახალი გრძნობები, შიში, სირცხვილი, დარდი მწუხარება შფოთი, სიამაყე ადამიანი მანამდე თავისუფალი იყო ამ ყველაფრის შეცნობისაგან, ღმერთი მას როგორც მიწიერ შვილს ყველაფერს ამას ეტაპობრივად ასწავლიდა მაგრამ ადამმა ნახევარ საათში მოინდომა გენიოსად გადაქცევა აი სიკვდილს დაქვემდებარებულ მიწად კი გადაიქცა და დამსახურებულად გამოისროლეს სამოთხიდანაც, ამის შემდეგ ლუციფერმა თავის დემონებს შეუქმნა ხორციელი სხეულები და ადამიანებთან ერთად დაასახლა მიწაზე, როგორც მათი მასწავლებლები და ინტელექტუალურად განმანათლებლები, ამ პროცესს 200 ანგელოზი ადევნებდა თვალყურს სასუფევლიდან მათ აღარ სურდათ იაჰვეს მონობა როგორც ამას თავად იძახიან და გამოიქცნენ თვითნებურად სასუფევლიდან შეისხეს ხორცი და მიწაზე დასახლდნენ ადამიანებთან ერთად და დასაბამი მისცეს ახალ ტიტანების რასას, აი სწორედ მათ ასწავლეს პირველ ადამიანებს ის ცოდნა და სიბრძნე რომელსაც დღეს ვერანაირად ვერ ხსნიან მეცნიერები როგორ მოახერხეს ძველმა ცივილიზაციებმა უფრო მეტის შექმნა და გაკეთება მაშინ როდესაც თანამედროვეებსაც კი უჭირთ ამ ყველაფრის გამეორება, მათ ადამიანს მეცნიერება ასწავლეს, ჰოდა რა გასაკვირია რომ მათ ადვოკატებად სწორედ რომ ე.წ მეცნიერები გვევლინებიან? გვერდით თემაში სატანის ბიბლია გამოვაქვეყნე გადახედე და ნახავ რომ მისი მოძღვრება ათეისტის არგუმენტებისაგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ის ღმერთს მტრად მიიჩნევს ესენი კი უბრალოდ არ აღიარებენ. ყველაფრის შემოქმედი კი ასეთ თავხედობას და თვითნებობას ვერ დაუშვებდა ამიტომაც ყველა თავის ადგილზე მოსვა და მომავალშიც ანალოგიურს იზავს იმიტომ რომ როგორც ნოეს დღეებში ეგონა მეცნიერს თავისი თავი ღმერთი დღესაც ზოგიერთებს ანალოგიურად ჰგონიათ რომ ლუციფერის საჩუქარი ინტელექტია ყველაფერი და მე ვარ და ჩემი ნაბადის სიმღერას განაგრძობენ.
  23. ეგ ვიდეო თავიდან მეც მაგარი სისულელე მეგონა მაგრამ საჭიროა რომ ბოლომდე უყურო არ არის სისულელე ნამდვილად, შენი შეშინება არ გადამიწყვეტია, რასაც ვიძახი სრულიად შესაძლებელია რომ მოხდეს უბრალოდ სათანადო ცოდნას უნდა ფლობდე, ადრე მქონდა საუბარი ნუკრიკოსთან ასტრალური სხეულის არსებობის დამტკიცება 2 მეთოდით შეიძლება 1. მედიტაცია+კონცენტრაცია+ჭვრეტით რა დროსაც ადამიანი საკუთარ ფიზიკურ სხეულს ტოვებს და იმყოფება ე.წ ასტრალურ სხეულში 2. დემონის იძულებით ხილული გახადოს საკუთარი ასტრალური სხეული რომელიც აზრს უბრალოდ სული ეგონა. ორივე მეთოდი შემიძლია შეგასწავლო მაგრამ პირველს ხანგრძლივი ჩალიჩი სჭირდება ვარჯიშები და ასე შემდეგ აი მეორე კი სულ რაღაც 1 კვირაში შეგიძლია სცადო და თუ არ გაამართლა სახალხოდ ვიძახი მე დავტოვებ ფორუმს და ყველა ათეისტს დიდ ბოდიშს მოვუხდი ასე რომ თუ სერიოზულად გაინტერესებს ეს საკითხი პირადში მოგწერ ოღონდ თხოვნაა აქ საზოგადოდ ნურაფერს დაწერ ამის თაობაზე.
  24. ფაქტი ერთია თუ ადამიანს დღეს უჭირს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პირამიდის აგება, 4000 წლის წინ ეს სრულიად წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო ხომ? თუ კომპიუტერით ამწეებით ვერტმფრენებით არქიტექტორული ცოდნით აღჭურვილ ადამიანს უჭირს პირამიდის აგება დღეს 4000 წლის წინ ეს ყველაფერი ბრინჯაოს სახრახნისით აღჭურვილმა ეგვიპტელმა მოახერხა? ესე იგი გამოდის რომ ევოლუცია განვითარებას კი არა დაკნინებას ნიშნავს ვინაიდან ადრინდელი ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები აღემატება დღევანდელისას, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს შენობები იმდროინდელი ადამიანის მიერ აგებული არ გახლავთ ეს შენობები ააგო ვიღაც უფრო მეტად განვითარებულმა, სემიაზა კი ხსნის ვინ იყვნენ ის ვიღაც უფრო განვითარებულები, ათეიზმს უნდა რომ მათ უცხოპლანეტელები დაარქვას მე კი ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ და ვიძახი ესენი იყვნენ ანგელოზები ადამიანის სხეულით და მათი შთამომავალნი, ამ ე.წ უცხოპლანეტელებს აქვთ კონკრეტული სახელები და დემონები ეწოდებათ ასე რომ ეხლა დემონს უცხოპლანეტელს დაარქმევთ თუ მარსიდან მოფრენილ გუგულს ეს არაფერს ცვლის.
×
×
  • შექმენი...