Jump to content
Planeta.Ge

morfiudi

პლანეტელი
  • პოსტები

    162
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი morfiudi

  1. კიი უფალს შეუძლია რომ შესცოდოს და თან თავისუფლად შეუძლია, მაგრამ რომ არ სცოდავს ეს იმას კი არ ნიშნავს რომ შეცოდება არ შეუძლია, ბიბლიას უნდა დაუჯერო ოღონდ კიკნაძისა და სონღულაშვილის ნათარგმნ ბიბლიას კი არა იმ ბერძნულ წერილებს უნდა დაუჯერო სადაც მაგ ადგილზე სიტყვა "ვერ"-ის მაგივრად "არა" სწერია. კარგი მაშინ პირადში სახელი და გვარი მომწერე მე ოლეგისთან ერთად გნახავ შენ და მერე თავად ახსნას რატომ ვერ გამოდიოდა სოლომონის ბეჭდიდან და წრეზე რატომ დარბოდა და ვინ დაეხმარა ამ ყველაფრისაგან განსათავისუფლებლად.
  2. აი ამ სიტყვების შემდეგ მხოლოდ ერთ რაღაცას ელოდება ლუციფერი, როდის დაიყვირებს ადამიანი სიტყვებს "მე ღმერთი ვარ", უფლის სული რომ ანგელოზზე დიდია, ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანიც ანგელოზზე დიდია, ხოლო ის ადამიანი ვისი სხეულიც სულიწმინდის ტაძარი ხდება, ანგელოზზე დიდად სწორედ იმიტომ იწოდება რომ მასში მყოფი ღვთის სულია ანგელოზზე დიდი და არა თავად ეს ადამიანი, ასე რომ სულიწმინდით ერთობისას, ადამიანური ნაწილი თუ იმის ყვირილს დაიწყებს რომ მე ანგელოზზე დიდი ვარ, სულიწმინდა დატოვებს მას და დამოუკიდებლად რომ მხოლოდ მიწაა და სხვა არაფერი ამას ყველას ანახებს. სიტყვის მნიშვნელობის განმარტებას რაც შეეხება არსებობენ დაწერილი სიტყვები, უფრო სწორედ პიქტოგრამები და იეროგლიფები, რომელთაგანაც განმარტებისას შეიძლება დიდი წინადადებები მიიღო მაგრამ წარმოთქმულ სიტყვას რომ თარგმნი მოცულობით ბევრად არ უნდა აღემატებოდეს მას წინააღმდეგ შემთხვევაში ნათარგმნი საკუთარი მოსაზრებების წამატება გამოდის, ვინ არი იყო მონათლული სულიწმინდით იოანე? აბა სასუფეველში როგორღაა? როდესაც დაწერილია რომ ვინც სულითა და ცეცხლით არ მოინათლება ვერ შევა ღვთის სასუფეველში? ესე იგი გამოდის რომ იოანე სულით მონათლულია, მაგრამ მიწაზე ყოფნის დროს ვინაიდან ის ადამიანი იყო სასუფეველში მყოფი უმცირესიც კი მასზე დიდია, ასე რომ ანგელოზზე და სასუფევლის ძეებზე ადამიანის მიერ საკუთარი თავის დიდად წარმოჩენა ბოროტისაგანაა და სწორედ ამით ცდუნდა პირველი ადამიანი "გახდებით ვითარცა ღმერთი" აი ამან აცდუნა ადამი. ანგელოზები არაფერს არ ნატრობენ გარდა მეორედ მოსვლის თარიღის ზუსტი ცოდნისა და მათ გაცილებით მეტი სიბრძნე აქვთ ვიდრე ადამიანებს.
  3. მოკლედ მაიძულებთ რომ დეტალურად დავწერო ის რის დაწერაზეც თავს ვიკავებ, ჯერ იყო და ერთი რასელისტი ამიტყდა და სანამ არ დავუმტკიცე რომ რასელი უბრალო შარლატანი იყო და მისი მოძღვრება კი ამ შარლატანის აბდაუბდა მაინამდე არ მოისვენა მერე კი ფორუმიდან საერთოდ გაიძურწა, ეხლა არის და თქვენ მიწვევთ, რომ ჯერ ბონკედან დავიწყო სინამდვილეში ვინ არის და ბოლოს მკალავლიშვილის მიერ პანღურამორტყმული ოლეგითი დავამთავრო, კაი ბატონო ყველაფერს დავწერ ბიბლიიდანაც, რეალური ცხოვრებიდანაც და თან ამას ფაქტებით დავასაბუთებ რომ ჩემს შესახებ "ზედაპირული მიმომხილველის შთაბეჭდილება დაგრჩენია" და რომ გაგეფანტოს ეს წარმოდგენა საკითხს უნდა ჩავუღრმავდე მაგრამ არ მოგეწონება იმ სიმართლეების გაგება რის დაწერასაც მაიძულებთ და თქვენის ნებართვით განვაგრძობ თუ შეიძლება. იმის თქმა კი თურმე იესომ ძალთაქმედება ვერ შეძლო ვიღაცის ურწმუნოების გამო მკრეხელობაა სხვა არაფერი, ვერ შეძლო კი არა არ შეძლო.
  4. ხოლო სასწაულებს თავად უფალიც ვერ ახდენდა ურწმუნოების გამო ასე რომ კიდევ გეუბნებით ამით არ განისაზღვრება მორწმუნეობა და ჭეშმარიტება. განა უფალში არ იყო ღვთის სუი რომელიც ყოვლისშემძლეა? ამ ყველაფერზე რომ არ გიპასუხო არ შემიძლია: ვერ ახდენდა, კი არა, არ ახდენდა, აი თქვენ კი, განა არ ახდენთ ვერ ახდენთ.
  5. მთელ პოსტზე არ გიპასუხებთ ამდენის ნერვი ნამდვილად არ მაქვს უბრალოდ გეტყვი რომ დანიელმა სიზმარი ახსნა და სიზმარს როცა ხსნი შეგიძლია ვეფხისტყაოსანიც კი დაწერო ხოლო 3 სიტყვის მნიშვნელობას რომ სქელტანიანი ნაშრომისხელა ამბით ხსნი ეს სიცრუეა რადგან სიტყვა სიტყვაა და ზეციური სიტყვა მიწიერად სწორედ იმ მნიშვნელობით ითარგმნება რა მნიშვნელობითაც ითქმის, " მე ვარ ადამიანი" ამ ფრაზას თუ გადათარგმნი ნებისმიერ ენაზე მაქსიმუმ 5 სიტყვა მიიღო. ხოლო ზეციერი 3 სიტყვა თუ მიწიერად 5 ტომიან ნაშრომად ითარგმნება მაშინ ბიბლიის მოცულობას საჯარო ბიბლიოთეკა ვერ დაიტევდა. ვინ არის ანგელოზზე მეტი? არ გამაცინო, უფალმა რომ მიწიერ შვილებს ანგელოზნი დაუყენა მსახურად ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ ანგელოზზე მეტი ხარ, იესომაც დაბანა მოწაფეებს ფეხი მაგრამ რომელი მოციქულია იესოზე მეტი? როგორ არის მიწიერი მორწმუნე ანგელოზზე მეტი როდესაც თავად იესო ამბობს კაცთაგან არავინ აღმდგარა იოანეზე დიდი მაგრამ სასუფეველში უმცირესი მასზე დიდიაო. ბიბლიის ზედაპირულ განმარტებაზე კი რაც მომწერე უკან გაწვევას ველოდები, იმიტომ რომ დეტალურად რომ დავიწყო განმარტება უბრალოდ არგუმენტების არ ქონის გამო ვეღარ დაპოსტავ
  6. მოკლეთ მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი მშვენივრად გაიგეთ რასაც ვამბობ მაინც რაღაცნაირად ცდილობ ორმოცდაათიანელების ცრუ მრწამსის გამართლებას მე ვაცხადებ რომ ეს ეკლესია არის ცრუ და სატანის და ამას რატომაც ვაცხადებ ამ მიზეზსაც ვასახელებ შენ კი მთელს ბიბლიას ედები ოღონდ ძირითად მამხილებელ არგუმენტს აარიდო თავი. 1. სულიწმინდა გყავს? აღადგინე მკვდარი 2. ვერ აღადგენ მკვდარს? არ გყავს სულიწმინდა მორჩა და დამთავრდა ეხლა ბიბლიიდან ლამაზად გაფორმებული ფრაზები ამ პრიმიტიულ ამბავს ვერ შველის იმიტომ რომ ეშმაკიც ბიბლიიდან ციტირებდა იესოსთან პაექრობის დროს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაცას სიმართლეს ამბობდა.
  7. ხოლო ხელდასხმის რომ სული წმიდა გადმოდიოდა პირველ ქრისტაინებზე რა მაშინ მარიონეტი იყო სული წმიდა? ან რატომ დაჭირდა მაინც და მაინც მოქაფეების ჩასვლა რომ მიეღოთ სული წმიდა ამიხსენი? რა მანამდე ვერ გადმოვიდოდა თუ? ამ კითხვაზე გპასუხობ. ხელდასხმისას რომ სულიწმინდა გადმოდიოდა ადამიანზე ეს ფაქტი ერთხელ ხდებოდა და ამის შემდეგ სულიწმინდა რჩებოდა იმაში ვისზედაც გადავიდოდა და იყო მასთან მანამდე თუ ადამიანი მას არ გაშორდებოდა თავად ცოდვებით. ორმოცდაათიანელურ ეკლესიაში კი რა ხდება? ყოველ კვირა ხელდასხმები, ყოველ კვირა სულიწმინდის გადასვლები, ყოველ კვირა ახალი შებყრობილის განდევნები და თან ერთი და იგივე პიროვნებაზე. მე თუ ერთი კვირის წინ მივიღე სულიწმინდა რათა საჭიროა მომავალ კვირასაც ხელები დამასხა სულიწმინდის მისაღებად? და ასე ხდება თვეში ოთხჯერ, წელიწადში სამოცჯერ, ერთ წელიწადში სამოცჯერ რომ გასცემს ერთი და იგივე პიროვნებაზე ორმოცდაათიანელი ხუცესი სულიწმინდას, აი ამას ვიძახი რომ ფანატიზმია, ტორემ ხელთა დასხმითა და ზეთის ცხებით ჯერ კიდევ ისრაელის მეფეები იღებდნენ სულიწმინდას და ცხებულად იწოდებოდნენ.
  8. ხოლო გეუბნებით რას წერს ბიბლია ამაზე, ჩვენთვის არ არის დაფარული ეშმაკის ზრახვებიო. ღვთის სულის მოტყუება შეუძლია სატანას? არ შეუძლია, ადამიანები არიან საკუთარ თავს იტყუებენ და ამაში ღმერთის ბრალი ა რარის, მაგრამ ადამიანი ვისაც აქვს მოზიარეობა უფალთან ვიც თხოვს ანახოს სიმართლე და ჭეშმარიტება ვინც მასზეა მინდობილი განა ის ზურგს აქცევს მას? მაშინ მე არ მჯერა ასეთი სიყვარულის და არც ასეთI ღმერთის გაიგეთ რას ვამბობ? და რატომ ვამბობ იმიტომ რომ ის არ იქნება სიტყვის ერთგული ის დაარღვევს აღტქმას და განა მატყუარაა ღმერთი? ხასვე ხალილა. გავიგე რასაც ამბობ და ჭეშმარიტად მასეა, მაგრამ სად არის ეგ ეკლესია აი ეგ ვერ გავიგე, მე ვერ ვხედავ დღეს ცნობილ ეკლესიებს შორის ღვთის ეკლესიას, რადგან თითქმის ყველა მათგანი შევამოწმე უფლის წერილთან მიმართებაში ანუ გამოვცადე ყოველი სული როგორც ამას იესო მასწავლის და აქედან ყველაში დავინახე რომ სატანა მეფობს ყველგან.
  9. რაც შეეხება ეშმაკის განდევნას 3 ეკლესია უნდა დავასახელო რომლებიც აცხადებენ, რომ დემონს სულიწმინდის ძალით დევნიან. 1. მართლმადიდებლური ეკლესია 2. კათოლიკური ეკლესია 3. კათოლიკური ეკლესიიდან მარტინ ლუთერ კინგის სქიზმის შედეგად გამოყოფილი რელიგიური მიმდინარეობა ორმოცდაათიანული ეკლესია. ამ სამივე ეკლესიის წევრებს აქვთ გადაღებული დოკუმენტური მასალა იმის დასამტკიცებლად რომ ისინი დემონს სულიწმინდით დევნიან. გეკითხები, როგორ ფიქრობ? ამ ეკლესიათაგან რომელი ეკლესიის წევრები დევნიან დემონს სულიწმინდის ძალით? თუ სამივე, მაშინ გამოდის რომ სამივე ეკლესიის მრწამსი ჭეშმარიტია რადგან მათთან არის ღმერთი და თუ მხოლოდ ერთი დევნის მაშინ როგორ ფიქრობ დანარჩენი ორი რიღათი დევნის? იქიდან გამომდინარე რომ ამ სამი ეკლესიის მოძღვრება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება, ლოგიკურია ვიმსჯელოთ რომ სამივე მათგანი ვერ იქნება ხომ ჭეშმარიტი ეკლესია? არადა სამივე მათგანი ამტკიცებს დემონის განდევნის შესაძლებლობას. და სხვათაშორის სამივე მათგანი ეგზორციზმის რიტუალის მსვლელობისას ქრისტეს სახელს იძახის.
  10. ღმერთს რომ გულზე ხელები დააკრეფინე და თითქოს ის, ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს ეგრე არ არის, თვალს არ ხუჭავს და ის, ვისაც მაგ სიტყვებს ეუბნება რაც ზემოთ დაწერე, უფლის წმინდა ეკლესიაა და მას მართლაც ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი. რისი თქმა გინდა? ლუციფერმა რომ ანგელოზთა 1/3 აცდუნა, ღმერთი უმოქმედოდ იყო? არ იყო უმოქმედოთ მაგრავ ვერ აცდუნა? ადამი რომ აცდუნა ლუციფერმა, ღმერთს გულზე ჰქონდა ხელები დაკრეფილი და მშვიდად უყურებდა? არ უყურებდა, მაგრამ ვერ აცდუნა? მთელი კაცობრიობა, რომ აცდუნა 8 სულის გარდა ვერ აცდუნა? მუსლიმანებისა და ინდუისტების რიცხვი დათვალე აბა, ვერ აცდუნა? რა, ღმერთს ადანაშაულებ უმოქმედობაში? რადგან ლუციფერს ადამიანებისა და ანგელოზების შეცდენა შეუძლია? ბელზებელი ღმერთსა და ეკლესიას კი არა, ორმოცდაათიანელ ხუცესებს ჯობნის და თან ისე, რომ ვერც ხვდებიან, ბიბლიაში რომ წერია სიტყვები: "ჩვენთვის არ არის ეშმაკის ზრახვანი დაფარულიო" ამას წმინდა მოციქული წერს, ორმოცდაათიანელი ხუცესი კი არა და მისთვის და წმინდა ეკლესიისთვის მართლაც არ არის დაფარული ეშმაკის ზრახვები, აი ვისთვისაც დაფარულია, ის კი იშვერს ხელებს მრევლის დასაჰიპნოზებლად და თან ჰგონია, რომ ამით ღმერთს ემსახურება. ლუციფერი და ბელზებელი მე კი არ გავაღმერთე, სინამდვილეში არიან ღმერთები და თან ამ წუთისოფლის. ჰო და როდესაც ამ წუთისოფელში ცხოვრობ, იქნებ შეაფასო იმის ძალა ვისაც თავად იესოც კი წუთისოფლის ღმერთს ეძახის, ეგრე არ არის რა, რომ იძახიან ეშმაკს ვდევნი, სულ მცირე შესაძლებლობების მქონე დემონი რომ დაესხას რეალურად თავს ორმოცდაათიანელ ხუცესს, შუაზე გახევს, რამდენიც არ უნდა გინდა იყვიროს ქრისტეს სახელი, ქრისტეს სახელის ყვირილით კი არ შინდება დემონი, ის შეიძლება სულიწმინდის ძალამ აიძულოს განიდევნოს, ჰოო ეხლა უფლის ტახტის წინ მდგომი ლუციფერი, სულ ორმოცდაათიანელი ხუცესის წინაშე თრთის რა ქრისტეს სახელს არ ყვიროდნენ 1 საუკუნეში მავანნი? რომ წაიგდეს წიხლ ქვეშ დემონებმა და რაც სიგრძე ჰქონდა სიგანე მისცეს? რა აღარ გახსოვს რა უთხრეს? "იესოსაც კარგად ვიცნობთ და იაჰვესაც" თქვენ კი ვინ ხართ? ასე რომ იმის თქმა რადგან ხუცესი ეგზორციზმისას ქრისტეს სახელს იყენებს, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სახელით დევნის სინამდვილეში დემონებს, ეს მას გონია რომ ქრისტეს სახელით დევნის, სინამდვილეში კი როგორც არის ზევით დავწერე უკვე. ღვთის სულის მოტყუება სატანას არ შეუძლია და აკი ვერც მოატყუა, 40 დღე რომ იყო იესო უდაბნოში გემახსოვრება გამოსაცდელად ვინ მიუახლოვდა და რეებს ეუბნებოდა, მაგრამ იესოს ჰქონდა ღვთის სულიწმინდა და შესაბამისად ვერც შეცდებოდა, აი ორმოცდაათიანელებს კი ააქვთ ღვთის სული? იძახიან გვყავს სულიწმინდაო, ჰო და ვპასუხობ, თუ გყავთ, იგივე გააკეთეთ მაშინ რაც ქრისტესა და მოციქულებს შეეძლო, თორემ ეგრე მარტო ორმოცდაათიანელი კი არა ჰავლაბრელი ავეტიკაც იტყვის სულიწმინდა მყავსო მაგრამ ეყოლება? სულიწმინდას სადაც მოუნდება იქ ისუნთქებს და ეს მარტო მე კი არა, არავინ არ იცის, გარდა იმისა ვისთვისაც ის არის მოვლინებული, მამის მიერ ნუგეშისმცემლად, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო რა, იძახიან "სულიწმინდა ჩვენთანაა", საქმე საქმეზე, რომ მიდგება უკვე თურმე მხოლოდ ენებით ლაპარაკის ნიჭს აძლევს, სხვა ნიჭების შესახებ რაა დაავიწყდა თუ რა არის? ეგეთი ენებით კიდევ ეხლავე ავლაპარაკდები და ვიტყვი სულიწმინდა მამეტყველებსო, დამიმტკიცე ერთი, რომ სულიწმინდა არ მამეტყველებს, შეძლებ? ასეა რა, გაურკვეველი სიტყვების რახუნი ასათიანზე რომ გიჟია იმასაც შეუძლია, მაგრამ სად არის განმმარტებელი? რომელიც ამ სულიერ ენას განმარტავს? შენ გინახია ორმოცდაათიანელების ეკლესიაში განმმარტებელი? მე არა. ერთხელ ქონდათ მხდელობა ვითომ განმმარტებელი ჰყოლოდათ და ასპარეზზე ერთი, ვითომ განმმარტებელი გამოჩნდა, რომელსაც 1 კვირაში მობეზრდა ეს როლი. აბა ადვილი ხომ არ არის ასობით კაცის გაურკვეველ საუბრებს მოუძებნო შესაბამისი ეპითეტები? ერთი მორწმუნე სულ ყოველთვის იძახდა ერთი და იგივე ფრაზას: "რამა შარია სალეს" ვეკითხები რას იძახის მეთქი და პოემა დამიწერა, თურმე სამი სიტყვა რამა, შარია, სალე, როგორც მინიმუმ, მიწიერად ნახევარ ბიბლიას ნიშნავს, აბა ეხლა მითხარი ხომ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს? როგორც ვთქვი, ამ ძალათ განმმარტებელმაც 1 კვირაში დაასრულა მოღვაწეობა, ვიცი ძნელია რისაც გჯერავს და გწამს იმას სხვა კუთხით, რომ შეხედო მაგრამ შეხედე და მიხვდები რომ ყველაფერი მთლად ისე არ არის როგორც უნდათ რომ იყოს, იძახი 3 წელია მრწამსში ვარო, აბა ერთი გაახსენე ძველებს, 1995 წელს თბილისის ზღვაზე რომ გავარდა მთელი ეკლესია, გინდა თუ არა წყალზე ფეხით უნდა გავიაროთო, რა შედეგი მიიღეს? და მერე ეს ფაქტი, რომ ისედაც მფრინავის იარლიყმიწებებულ იეღოველებს დაბრალდათ. ჭეშმარიტ ეკლესიას ჩემზე ინტენსიურად არავინ ეძებს, მაგრამ მე ვერ ვიპოვე ეგ ჭეშმარიტება ჯერ ჯერობით, აი ერთი მარტივი ჭეშმარიტება კი ვიპოვე, სატანას შეუძლია გზების ხლართვა ისე, რომ ადამიანი დაბნეულობაში ჩააგდოს, შენ ნუ ეხუმრები ლუციფერს, ის ხელწამოსაკვრელი არ გახლავს, იქ რომ ვიღაცას ჰგონია დემონზე იმარჯვებს ეს იმას არ ნიშნავს რომ მართლაც იმარჯვებს და თურმე დემონები მშიშარა ჩმორიკები ყოფილან რა მათ ანგელოზთან შეუძლიათ ბრძოლა პირდაპირი მნიშვნელობით, ვის შეუძლია ბრძოლა ანგელოზთან კაცთაგან? არავის. აი უბრალო დემონს კი შეუძლია და ეხლა უკვე აქედან გააკეთე დასკვნა კაცზე რამდენად ძლიერია სულ მცირე დემონიც კი და შენ კიდევ მათ მთავარს იგდებ მასხარად, ამ ყველაფრიდან კი გააკეთე დასკვნა რამდენად ძლიერია უფალი და ის ვისაც იგი მოუვლენს სულიწმინდას ნუგეშისმცემლად. სული ღვთისა ადამიანის სხეულში უძლეველობას ნიშნავს, ამ დროს ადამიანი მხოლოდ ენებით კი არ საუბრობს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეუძლია თქვას სიტყვები აღსდექ, აი ასეთები იყვნენ მოციქულები და პირველი ქრისტიანები, რაა პეტრეს თუ შეეძლო მკვდრის აღდგენა რათომ ორმოცდაათიანელი ხუცესი ვერ აღადგენს? ხომ ამბობთ რომ ორივეში ერთი და იგივე სული მოქმედებს ანუ სულიწმინდა? რა პეტრეში მყოფი სულიწმინდა თუ ყოვლისშემძლე იყო 2000 წლის შემდეგ იგივე სულმა ორმოცდაათიანელი ხუცესის სხეულში დაკარგა ყოვლისშემძლეობა? საქმე იმაშია რომ ორმოცდაათიანელ ხუცესს ჰგონია რომ მასში სულიწმინდაა და მხოლოდ ჰგონია, ვიღაცის მგონიაზე კიდევ სულიწმინდა აქეთ იქით არ დადის.
  11. ვაჰ, დაჟე გაზკანტორმანტიორელების მოძღვრებასაც იცნობ? რას მოვებყრა სერიოზულად? ასიათასჯერ რომ ერთი და იგივეს მეკითხები მაგას?
  12. გამბედაობა რა შუაშია, მე თუ დარწმუნებული ვარ იმაში რომ სულიწმინდაა ჩემში, მე თუ დავრწმუნდი იმაში რომ ჩემს სხეულში დაივანა ღვთის სულმა ჩემზე გამბედავი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ იქნება და სრულიად თამამად ვიტყვი სიტყვებს აღსდექ, გამბედაობა კი არა რწმენა არ ყოფნით რადგან გულის სიღრმეში არავინ არ არის დარწმუნებული ნამდვილად სულიწმინდა ივანებს მათზე თუ არა, ხოლო თუ დარწმუნებული ხარ რომ სულიწმინდაა შენში რაღად ვეღარ ბედავ რაა მის ყოვლისშემძლეობას აყენებ ეჭქვეშ? დემონს საერთოდ არ სჭირდება იესოს სახელის გამოყენება განსაკურნებლად, დემონი საერთოდ კულისებში დადგება ის უბრალოდ შთაგაგონებს და სახელს კი უკვე დემონი კი არა ადამიანი გამოიყენებს.ეხლა ერთ სცენარს დავწერ აქ და დანარჩენი შენ განსაზღვრე: ავიღოთ სიტუაცია: " ბელზებელმა გადაწყვიტა ამა თუ იმ სასწაულის მოხდენით ადამიანთა კატეგორია დაერწმუნებინა იმაში რომ ეს სასწაული უფლისაგან მიმადლებულია და აქედან გამომდინარე უკვე ადამიანის გულში გაეჩინა მტკიცე დაჯერება იმისა რომ შესაკრებელი სადაც ის იმყოფება ნამდვილად ქრისტეს წმინდა ეკლესიაა, ანუ რას ვამბობ: 1არსებობს რელიგიური მიმდინარეობა, 2. ბელზებელს სურს დააჯეროს ამ რელიგიური მიმდინარეობის წევრებს რომ სწორედ მათი ეკლესიაა ჭეშმარიტი. ეხლა როგორ მოქმედებს ის: მას ჰყავს დაქვემდებარებაში მყოფი დემონები რომლებიც მის ბრძანებებს ასრულებენ, სცენარი ასეთია: 1. ბელზებელი რამოდენიმე დემონს უბრძანებს შევიდნენ ადამიანის სხეულში 2. ასეთ შებყრობილ ადამიანს თავზე ხელს ადებს ორმოცდაათიანელი ხუცესი და ხმამაღლა ყვირის "ქრისტეს სახელით გიბრძანებ დატოვე ეს სხეული" 3.ბელზებელი უბრძანებს დემონებს დატოვონ სხეული 4. დემონები ტოვებენ სხეულს 5. ხუცესს ჰგონია რომ მისი ნათქვამი სიტყვების შემდეგ დემონებს შეეშინდათ და გაიქცნენ მიზანიც მიღწეულია, ხუცესს ხომ ჰგონია უკვე რომ მან დემონები სულიწმინდით განდევნა? აი ეს იყო სწორედ ბელზებელის დადგმული სპექტაკლის ძირითადი მიზეზიც, მან დააჯერა ხუცესი რომ ეშმაკები სულიწმინდით განდევნა, ანუ შესაბამისად ხუცესმა დაიჭერა რომ მისი ეკლესიაა ჭეშმარიტი. სინამდვილეში კი რა მოხდა: 1. ხუცესი არანაირ ძალას არ ფლობდა სულიწმინდისაგან მიმადლებულს 2. ხუცესს ისეთივე წარმატებით შეიძლება ეთქვა სიტყვები "ქრისტეს სახელით გიბრძანებ" როგორი წარმატებითაც ამას თვითნებურად პირველ საუკუნეებში აკეთებდნენ ხოლმე. 3. პირველი საუკუნეებისაგან განსხვავებით დღეს ეს ხუცესი იმიტომ არ წაიგდეს წიხლ ქვეშ დემონებმა, რომ ბელზებელმა მათ უბრძანა წყნარად ყოფილიყვნენ და დამორჩილებოდნენ ხუცესს. 4. ხუცესი არ ფლობს არც სულიწმინდის ძალას და არც დემონურ ძალას, ის უბრალოდ ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია როგორც მილიარდობით სხვა დანარჩენი 5 ბელზებელის სპექტაკლმა გაამართლა და ხუცესთან ერთად ათასობით მასამ დაიწყო ღრიალი და იატაკზე გორაობა იმის ღრმა შეგნებით რომ "ღმერთი მათთანაა" 6. ეს ყველაფერი რომ სინამდვილეში მართლაც ასეა ამას ბევრი ვერ ხედავს და მხოლოდ ერთეულები ამჩნევენ, ბევრი ვერ ხედავს ლუციფერის მახეებს, მე კი ვხედავ იმიტომ რომ ვიცი როგორც აზროვნებს და ვიცი რანაირ ჩახლართულ კომბინაციებსაც დგავს ხოლმე, იობს შვილები დაუხოცა ზეციური ცეცხლით იმ იმედით რომ იობს ეფიქრა თითქოს ეს სასჯელი ღვთისგან იყო და დაეგმო ღმერთი, ხომ შეეძლო სნეულებით დაეხოცა? მაგრამ არა იმენნა ზეციდან ჩამოსული ცეცხლით დახოცა იმიტომ რომ იცის ლუციფერმა ებრაელისთვის ზეციური ცეცხლი ღვთის მოქმედებასთან იგივდება. ჭეშმარიტების მკდრების აღდგენით განსაზღვრა კი იქიდან არის აქტუალური როდიდანაც ორმოცდაათიანელებმა დაიწყეს მტკიცება რომ სულიწმინდა ამოქმედებთ. გამოქმედებს სულიწმინდა? მაშ აღადგინე მკვდარი. მკვდრის აღდგენა არ ძალგიძს? მაშინ თამამად ნუღარ იძახი რომ სულიწმინდა გამოქმედებს, იმიტომ რომ სხვა ძალთაქმედებანი ეშმაკსაც სულ ცეკვა ცეკვით შეუძლია. მკვდრის აღდგინებაზე მე არასოდეს არ მილოცია, იმიტომ რომ ჩემში არ არის სულიწმინდა და ვიცი რომ ეს რომ ვცადო მხოლოდ საკუთარ თავს გავიხდი მასხარად ასაგდებად, მაგრამ მე იმ ხალხისა მიკვირს რომელიც აცხადებს "სულიწმინდაა ჩემში" მაგრამ მაინც ვერ ბედავს თქმას სიტყვისას აღსდექ. სულიწმინდა კერძო საკუთრება კი არ არის დაიძახოს ადამიანმა ჩემშიაო და ჰოპ და უცბათ ამ ადამიანში აღმოჩნდეს, სულიწმინდის მადლის მიღება გაცილებით რთული ამბავია ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, სულიწმინდის მოქმედება ხუცესის სიტყვებზე კი არ არის დამოკიდებული ურცხვად რომ აჰიპნოზებს მრევლს და ეუბნება " მე ვხედავ როგორ გეხებათ სულიზმინდა" და ესენიც რომ იატაკზე იშხლართებიან ხოლმე ვითომ უკვე შეეხო და თანდასწრებას ვერ უძლებენ, სულიწმინდა ხუცესის სიტყვებზე კი არ დარბის წინ და უკან, რომ მოეპრიანება მარჯვნივ მდგომისკენ მიმართავს ხელს და მოეპრიანება კიდევ მარცხნივ მდგომისკენ გამოდის რომ თითქოს ხუცესის ხელის გაწვდენას ელოდება რა სულიწმინდა რომ საითკენაც ის გაიშვერს ხელს იქითკენ გაიქცეს და რა ხუცესი აძლევს სულიწმინდას მითითებას საით იაროს და ვის შეეხოს და ვის არა? აი ამ დონემდე რომ აკნინებენ ღვთის სულს თითქოს ის ვიღაც შარლატანი ფანატიკოსის მითითებისამებრ დარბის აქეთ იქით იმიტომაც თამამად ვიძახი სულიწმინდა არ არის ორმოცდაათიანელებთან ხოლო ის ძალა რაც მათთან არის კი დარბის აქეთ იქით ხუცესის ხელის გაწვდომაზე ცუმბუშა ბიჭივით და ამ ძალას ჰურები ჰქვია ანუ მომსახურე დემონები, რომლებიც ბელზებელმა დაუმორჩილა კაცს სამსახურებლად ასე რომ ვინ ვინ და მე ძალიან კარგად ვხედავ საერთო სურათს ამ ყველაფრისას. უფლის სიყვარულზე ვილაპარაკოთ წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ უფლის სიყვარულზე ლაპარაკი მარტო ჩვენ კი არა 4 რელიგიას 250 რელიგიურ მიმდინარეობას და 1634 სექტას შეუძლია, ასე რომ მხოლოდ უფლის სიყვარულზე ლაპარაკი ვერ აქცევს ეკლესიას ჭეშმარიტად, ბაბტისტები აიღე განა ისინი არ ლაპარაკობენ უფლის სიყვარულზე, ფაშიზმს კი არ ქადაგებენ უფლის სიყვარულზე საუბრობენ, აიღე კათოლიკეები ისინიც წარმატებით ლაპარაკობენ უფლის სიყვარულზე ეხლა როგორ გავარჩიო კათოლიკური ეკლესიაა ჭეშმარიტი თუ ბაბტისტური? როდესაც ორივე უფლის სიყვარულზე საუბრობს? კრიტერიუმი მხოლოდ ერთია 1. სასწაულებიდან მკვდრის აღდგენა 2. საერო ფიზიკურიდან მრევლს შორის სიყვარული. პირადში მომწერე გადამეტებული წარმოდგენა გაქვსო ლუციფერზეო, მე კი არა მაქვს გადამეტებული წარმოდგენა ეს თქვენ ვერ აფასებთ სათანადოდ მის შესაძლებლობებს, ხოლო პიროვნებამ რომელმაც წმინდა ანგელოზთა 1/3 შეაცდინა არ მითხრა ეხლა ორმოცდაათიანელი ხუცესის შეცდენა და თავის ნებაზე მარიონეტივით მართვა გაუჭირდებაო.
  13. 1. არანაირი ნიღბიანი ტიპი და ის ვინც გაიჩითება ასე ვთქვათ მას არ ექნება ფიზიკური სხეული და კიდევ თუ სურვილი გაქვს შეგიძლია ადამიანთა ჯგუფთან ერთად შეხედო რომ არ იფიქრო მხოლოდ შენ ხედავ რაღაცას, ასევე შენ მიხვდები რომ ეს არ იქნება არც ლაზერული ილუზია და არც ჰალუცინაცია. 2. არანაირი სტიმულატორი, არანაირი ნარკოტიკი და ფსიქოტროპული საშუალებები, მხოლოდ საღი გონება და საკუთარი თვალების იმედი 3, მედიტაცია ღმერთთან არაფერ შუაშია, მაგრამ ეს ერთ ერთი საშუალებაა საკუთარი სული ფიზიკური სხეულიდან ასტრალურ სხეულში გადაიყვანო, ჰო და ასტრალურ სხეულში კი შეძლებ იმ რეალობის დანახვას რასაც ასე გულმოდგინედ უარჰყოფ. ბუდიზმში რომ ღმერთი არ არის სამაგიეროდ ერთი დიდი დემონი ჰყავთ სახელათ ბუდა, რომელიც მიწაზე ყოფნის დროს ნეფიმილი იყო მაგრამ შენ ნეფიმილებზე გეცინება, იგივე შეიძლება ითქვას რამა კრიშნაზეც, ეს ავატარები ნეფიმილები იყვნენ, რომელიც სხვა არაფერია თუ არა დემონი ადამიანის სხეულით. 5. როდესაც მოიცლი შეეხმიანე ფულს კი რაც შეეხება ტომრით რომ მიუტანო და დააძალო არ გამოგართმევს.
  14. 1.მე გაგიჩალიჩებ დემონთან პაემანს ეგ ჩემთვის ისეთი ადვილი საქმეა როგორც ეხლა პოსტს ვწერ, მაგრამ შენს უსაფრთხოებაზე პასუხს შენ ვერ აგებ იმიტომ რომ ელემენტარულად არ იცი თავი როგორ დაიცვა თუ თავდასხმას მოინდომებს და ისევ ჩემი საჩალიჩო უნდა გახდეს მერე ციხეში რომ არ ამოვყო თავი, არ არის პრობლემა თუ სერიოზულად გინდა მე თანახმა ვარ. 2. მე ადამიანის ტელეფონის ნომერი მოგეცი და იმ ადამიანს შეეძლო შენთვის 2 თვეში ესწავლებინა საკუთარი სული როგორ გემართა, მაგრამ შენ 20 წლიან ექსპერიმენტებს ელოდები აი 2 თვე კი ვერ გაიმეტე ერთხელ და სამუდამოდ იმის გასარკვევად ნამდვილად არსებობს ღმერთი თუ არა.
  15. რომ დაგერეკა იმას რასაც ასე თამამად ამტკიცებ "ღვთის არ არსებობას" აღარ შეეცდებოდი აი ეს ვიცი.
  16. შენ რომ ღვთის არსებობაში რეალურად დარწმუნება გდომებოდა მე მოგეცი ტელეფონის ნომერი და დაურეკავდი იმ პიროვნებას, მაგრამ დარეკე? არც ფულს გთხოვდა სწავლებაში და არც რესტორნებში წაყვანას მაგრამ დარეკე? ერთ ერთ მტკიცებულებად რომ ეშმაკის ნახვას განიხილავ არც ეგ არის პრობლემა მაგრამ,ეშმაკის ნახვა კი შენთვის ძალიან საშიშია დამიჯერე.
  17. საკითხი ძალიან მარტივადაა, 1. იმან, ვინც სულიწმინდის ძალით სასწაულმოქმედებას ეწევა, თავისუფლად უნდა შეძლოს მკვდრის აღდგენა, ვინაიდან სულიწმინდას ყველაფერი ძალუძს. 2. ის ვინც სასწაულმოქმედებას ეწევა და მკვდრის აღდგენა კი არ ძალუძს, ბელზებელის ძალით მოქმედებს, ვინაიდან ბელზებელს ყველა სასწაულქმედება ძალუძს გარდა მკვდრეთით აღდგენისა. 3. შუალედური ნეიტრალური და რაღაც სასხვათაშორისო ნიჭები არ არსებობს ღვთისაგან, ეს ეშმაკისაგანაა. 4. შეიძლება ამა თუ იმ მორწმუნეს სხვადასხვა ნიჭი მიეცეს სულიწმინდისა ზოგს ენებით საუბრის ზოგს განმმარტებლის ზოგს მკურნალობის, ზოგს კვეთებულთა სხეულიდან დემონთა განდევნის, მაგრამ მთელს ეკლესიაში 1 ადამიანს მაინც უნდა ჰქონდეს მკვდრეთით აღდგენის მადლი მიცემული რითაც ის უტყუარად დაადასტურებს რომ ეკლესია ქრისტესია. როდესაც ეკლესიის წევრთა რიცხვი ასიათასებს აჭარბებს აქედან 1 კაცს მაინც უნდა შეეძლოს მკვდრის აღდგენა სულიწმინდით, რომ თავად ეკლესიაზე ითქვას ეს ქრისტეს ეკლესიაა უტყუარად და ჭეშმარიტად. ხოლო თუ ეკლესიაში ყველა მხოლოდ ენით ლაპარაკობს და არც ერთი პიროვნება არ არის რომელსაც მკვდრეთით აღდგომის ნიჭი აქვს მიმადლებული ღვთისაგან ეკლესია სატანისაა. არ ვიცი ვის როგორ და რატომ ეწყინება მაგრამ ეს ასეა. ამიტომ ასსა და ათასს კი არ ვითხოვ ერთი კაცი დამისახელეთ ორმოცდაათიანელთაგან, ვისაც მკვდრეთით აღდგენა ძალუძს სულიწმინდით და ვიტყვი რომ ეს ჭეშმარიტად ღვთის ეკლესიაა.
  18. კითხვებზე გცემ პასუხებს 1. თეისტი თავის ჭეშმარიტებას ამტკიცებს, ოღონდ შენ არ შეგხვედრია ჯერ ისეთი თეისტი რომელიც ამას ამტკიცებს, გილოცავ შეგხვდი. 2. ათეისტმა იმიტომ უნდა დაიწყოს მტკიცება, რომ თავიდანვე იცის რომ ვერ დაამტკიცებს და მაინც ჯიუტად თავისას აწვება. 3. არარსებული რომ იყოს 90 თემას აღარ გახსნიდი იმის დასამტკიცებლად რომ არარსებული არ არსებობს 4. ჭეშმარიტებას თეორიის სახით ვერ წარმოაჩენ, იმიტომ რომ თეორია საეჭვოა, ჭეშმარიტება კი უეჭველი. ნუ შენთვის ჭეშმარიტებაა ზღაპარი ჩემთვის თეორია, მგონი თეორია უფრო გამოდის ზღაპარი არა? 5. გასაგებია რომ შენ არაფრის შექმნას არ აპირებ და რომც დააპირო დიდი დიდი ბავშვი შექმნა ისეც ბუნებრივი სექსის გზით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სიცოცხლეს ბიძგს ცოცხალი აძლევს აი ის მეცნიერები კი რომლითაც ამაყობ ვერანაირად ვერ შექმნიან მკვდარი მატერიიდან ცოცხალს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ღმერთს ძალუძს. 6. ჩვენ ექსპერიმენტები არ გვჭირდება და ამიტომაც არ ვატარებთ, გვწამს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ექსპერიმენტის გარეშე გვჯერა, აი რატომ გვწამს ამ კითხვას როგორც კი არ დასვავ, უკვე ასპარეზზე სხვა ჩიორა გამოვა და არ უყვარს ხოლმე მაგას ჩემთან თამაში 7. ეს დღეს ჰგონიათ ათეისტებს რომ თავის დროზე ბიბლიის მწერლებს დედამიწა ბრტყელი ეგონათ არადა სფეროსებრი ეგონათ ხოლო 4 კუთხეზე და კიდეებზე სადაც წერია ამაში ჰორიზონტი იგულისხმება.
  19. 1. ჯერ ეგ ერთი აბიოგენეზის შედეგად თავისით, ვერც ერთ უჯრედიანი ბაქტერიები ვერ წარმოიქმნებიან და ეს ათეისტობაზე თუ გაქვს პრეტენზია უნდა იცოდე. 2. ათეისტებს რომ გინდათ ფაქტები დაგიდონ თეისტებსაც გვინდა, მაგრამ ათეისტებისაგან ვერდამტკიცებული თეორიებისა და სასაცილო ექსპერიმენტების მეტი ჯერ სერიოზული არავის არაფერი უნახავს. 3. ენდე რომელ თეორიასაც გინდა ოღონდ მეც დამიტოვე ამის უფლება. 4. ჯერ ათეისტებმა შექმენით პროტეინის დანარჩენი 1/3 ნაწილი და მერე შეგიქმნით ნეკნიდან ქალს.
  20. ჰო სწორედ აბიოგენეზი იყო, ანუ მკვდარი მატერიისგან ცოცხალი ადამის წარმოქმნა, მაგრამ ათეისტებს გინდათ რომ ეს აბიოგენეზი თავისით მოხდეს ღვთის ჩაურევლად და თან თავისით რომ ვერ ხდება ეგეც კარგად იცით. ჰო და შეიცვალა რა, ადამის ნეკნიც ევად რა გიკვირს ერთუჯრედიანი ამებიდან თუ საბოლოოდ ადამიანის ორგანიზმი განვითარდა, ნეკნს უფრო მეტი უჯრედები არა აქვს?
  21. სხვათაშორის ის ტალახი სწორედ იმ ქიმიურ ელემენტებს შეიცავს რომლის აბიოგენეზის შედეგადაც შენ არაცოცხალისაგან ცოცხალი ორგანიზმის წარმოქმნას ამტკიცებ და გამოდის რომ იგივეს ამტკიცებ ოღონდ სხვა ტერმინებით. ნეკნი კი უკვე ცოცხალი ორგანიზმია ცოცხალი ორგანიზმიდან ცოცხალი ორგანიზმის წარმოქმნასაც შენ ამტკიცებ ევოლუციით და რა გამოვიდა ეხლა საკუთარ მოსაზრებებზე იცინე?
  22. გილოცავთ პრიმატიდან ადამიანის პირვანდელი სახეობის ჩამოყალიბებას თუ მილიონობით წლები დასჭირდა აგერ არ ყოფილა კაცო გენიოსი? 20 წელში მოაგვარა ყველაფერი და ამ საცოდავ ექსპერიმენტს ეძახი შენ მტკიცებულებას? მეც ჩავატარე ერთი ეგეთი ეგსპერიმენტი და თან 3 თვეში აბრეშუმის პატარა ჭია ლამაზფრთიან პეპელად გადავაქციე
  23. თქვენი თეორიები რომ უტყუარ მტკიცებულებად გადაიქცევა, მაშინ დავდებ მეც უტყუარ მტკიცებულებებს ასე რომ დადე ფაქტის ძახილი მეც ისეთივე წარმატებით შემიძლია როგორც შენ მე მეუბნები.
×
×
  • შექმენი...