
morfiudi
პლანეტელი-
პოსტები
162 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი morfiudi
-
ერთი და იგივე როგორ გამოდის აბა? წყლით ნათლობა მიწიერია და სიმბოლური, სულით ნათლობა კი ზეციური სისხლი კი ცოდვებისაგან წმენდს, წყლით ნათლობაზე დიდი რომ სულით ნათლობაა ამას რად უნდა დიდი ფილოსოფია, მაგრამ როგორც ვთქვი ეს სიმბოლურია, გავიხსენოთ აბა იოანე როგორ ნათლავდა და რას იძახდა, ის იორდანეში წყლით ნათლავდა და იძახდა "მე წყლით გნათლავთ, მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ვისი სანდლის ტარების ღირსიც არ ვარ მოდის და ის მოგნათლავთ სულით და ცეცხლითო" ანუ იოანე მოწმობდა რომ სულით ნათლობა უფრო დიდია, მაგრამ გამოჩნდა იესო და რას ეუბნება? იოანე მიმართავს მას: "მე უნდა მოვინათლო შენგან შენ კი ჩემთან მოდიხარო?" იესომ რა უთხრა? დაე ასე იყოს რათა სრულყოფილად აღსრულდეს ის რაც დაწერილიაო, ანუ რა უთხრა სხვანაირად რომ ვთქვათ ეს ნიშნავს შემდეგს: "კიი მართალია წყლით ნათლობაზე დიდი სულით ნათლობაა, მაგრამ სრულყოფილად რომ აღსრულდეს ის რაც უფლის სულით დაიწერა ანუ ღვთის ნება სურვილი ის ნებას რთავს იოანეს მოინათლოს მისგან წყლით ხოლო წყალში ნათლობის დროს მასზე ეშვება სული ღვთისა მტრედის სახით და ის იღებს ნათლობას სულითაც" აი ეს არის სრულყოფილი ნათლობა, როდესაც წყალში დაფლულზე ამავდროულად სული გადმოდის, ამ დროს სისხლი წმენდს ცოდვებს, წყალი როგორც აღვნიშნე ნათლობის რიტუალის სიმბოლური მხარეა. მაგრამ მხოლოდ წყლით ნათლობით შეუძლებელია სასუფევლის ძედ წოდების უფლების მიღებას ამიტომ ვინც წყლით იყო მონათლული ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მიიღო სულით ნათლობაც და სწორედ ამ დროს ალაპარაკდნენ სხვადასხვა ენებზე, მაგრამ მათი საუბარი იქ შეკრებილ სხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლებსაც მშვენივრად ესმოდათ, დღევანდელი რელიგიური მიმდინარეობის "ორმოცდაათიანელების" საუბარი გაუგებარია და ასე განსაჯე თვით ეშმაკიც კი ვერ ხვდება ვინ რას და რატომ იძახის. არათუ ჯერ ვერ გამოჩენილი განმმარტებელი.
-
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
morfiudi replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
დეიდაშვილია მამის მხრიდან -
მმკ-ს ევანგელიიდან რომ დაიწყე უკვე ქადაგება ეგრე არ არის როგორც შენ გინდა რომ იყო, ქრისტეს გვერდით ჯვარცმული პიროვნება არ იყო მმკ-ელი მაგრამ ეთქვა სიტყვები დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. შენ ხო არ გეკითხება ღმერთი ვინ აცხონოს და ვინ არა? ასე რომ მის მაგივრად შენ ნუ იღებ გადაწყვეტილებებს ეს ადრეც მოგწერე. ეკლესიის გარეშე ცხონების 1 მაგალითი უკვე დაგიწერე და თუ გინდა კიდევ დაგიწერ და თან ეკლესიის წიაღში მყოფი ქრისტიანების ვინაობებსაც დაგიწერ თუ გინდა ვინც მიუხედავად იმისა რომ ეკლესიას იფარებდა ფარად დღეს გეენაში იწვის, ასე რომ ღმერთი ვის აცხონებს და ვის არა ამას შენ არავინ არ გაკითხებს.
-
პირველ რიგში მე კი არ მგონია არის, მაგრამ მასონიზმი აქ არაფერ შუაშია, ამ ხელისუფლების ხელისუფლებაში მოსვლა მაგან და კიდევ სხვა მისნაირმა პირებმა დააფინანსეს, იდეოლოგია და პოლიტიკური თამაშების მეთოდიკაც მათი ნაკარნახებია და ამ სცენარის ამსრულებლად მოგვევლინა ტრიადა, ბურჯანაძე სააკაშვილი, ჟვანია, ასე რომ არასწორედ არ ვუკავშირებ, ნუ ეხლა შენ სიტყვა სოროსი რომ გაიგე გეგონა საქართველოში მიმდინარე პროცესების მისტიკურ საბურველში გახვევას ვცდილობდი მაგრამ არა "წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით გასხივოსდნენ სოროსის ჭეშმარიტი შუქით"))
-
ვიცი, სოროსი როგორც მე წარმომიდგენია რას ნიშნავს? სოროსი სოროსია, როგორ უნდა წარმოვიდგინო აბა? რას ფიქრობ? ფამილარული ფრაზა დავწერე მაგრამ პატარა ალეგორია და გამგები მიხვდება რომ სოროსის სახით ზოგადად იმ უცხოელ ლიბერალებს ვგულისხმობ რომლის პაძერჟკითაც დღევანდელი ხელისუფლება მართავს სახელმწიფოს და მოქმედებს საერთაშორისო არენაზე. აბა ზურგის გარეშე დამოუკიდებლად მაგათ მხოლოდ ქალების მიტინგზე ცემა შეუძლიათ და ........................
-
მაგათ სოროსის ჭეშმარიტი შუქი ასხივოსნებთ
-
ხომ დაგიწერე გაზკანტორმანტიორელი ვარ სხვა რაღა პასუხი გინდა თან მოძღვრებაც მოგისწვრია და გაგიცვნია და ეხლა რა გინდა მოგნათლო ჭეშმარიტ გაზკანტორმანტიორელად თუ რას ითხოვ? სასხვათაშორისოდ რომ შემოატასავებ ხოლმე აქ და ცინიზმისა და მუშტი კრივისკენ მოწოდების მეტს რომ არაფერს არ აკეთებ გადახედე ჩემს თემებს და მიხვდები ვინც ვარ, ეხლა შენ ალაგ ალაგ წერო და იკითხო ეგ ჩემი ბრალი არ არის.
-
კი არის, მაგრამ ქრისტიანული ნათლობა მხოლოდ ცოდვათაგან განწმენდას არ გულისხმობს, ამ დროს ადამიანი იბეჭდება უხილავი ბეჭდით, მარტივად რომ ვთქვა სინათლის ძეთა მოქალაქეობას იღებს, ანუ თუ მანამდე ადამის ცოდვით დაბადებული წყვდიადის ძე იყო, ნათლობა მას ღვთის შვილად წოდებას აძლევს, გარდა ამისა ნათლობა არის სუფთა სინდისისა და სულის ღვთისთვის აღთქმით შეპირება, ნათლობა წყლით და სულით არსებობს და სისხლი მოწმობს მასზე, აუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. 1. წყლით ნათლობა სიმბოლურად განასახიერებს ცოდვათაგან განწმენდას 2. ქრისტესი სისხლთ გადაიხდება ამ ცოდვათა საფასური 3. სული ბეჭდავს ადამიანს სასუფევლისთვის. აქედან გამომდინარე მიიღწევა შედეგი 1. ადამის ცოდვით დაბადებული ადამიანი ხდება ამ ცოდვისაგან თავისუფალი 2. უფლის წმინდა სისხლი მოწმობს ამას 3. ადამიანი ხდება სასუფევლის ძე და ამიტომაც დაიწერა: "სამნი მოწმობენ მიწაზე, წყალი სისხლი და სული" ანუ ეს სამი ასპექტი მოწმობს იმაზედ რომ შენს წინ მდგომი ადამიანი უტყუარად ქრისტიანია. ჭეშმარიტების განსაზღვრის ჩემეული კრიტერიუმი არ მაქვს, მე უბრალოდ ვიცი ერთი მარტივი ჭეშმარიტება: 1. ლუციფერი სიცრუის მამაა 2. მას ძალუძს შეაცდინის ადამიანები, მოახდინოს სასწაულები 3. რაც მას არ ძალუძს ეგეც ვიცი, და როდესაც ადამიანი იმას იქმს რაც ეშმაკს არ ძალუძს ამას ღვთისგან იქმს. გამოცხადების წიგნში გარკვევით წერია რომ იგი მრავალს აცდუნებს სასწაულებით თავად განსაჯე თვით ცეცხლსაც კი ჩამოიტანც ციდან იმის დასადასტურებლად რომ ეს ვითომ ღვთისგანაა, ანტიქრისტე რომ გამეფდება შუბლზე კი არ მიიწერს ანტიქრისტე ვარო, იცი რას იტყვის? ღმერთი ვარ და მე ვარ ის ქრისტე რომლის მეორედ მოსვლასაც ელოდითო და ამის დასადასტურებლად უამრავ სასწაულს მოახდენს, ხომ გითხარი ციდანაც კი ჩამოიტანს ცეცხლს, დაინახავენ ამას ყველაფერს იუდევლებიდან დაწყებული ვაიქრისტიანებამდე დამთავრებული და ყველა თაყვანს სცემს, რჩეულებიც კი ანუ რეალურად სულიწმინდის ბეჭდით დაბეჭდილებიც კი შეცდებიან მის შემხედვარე და თაყვანს სცემენ ასე რომ შენ თუ ვიღაცის მოწმობას არ შეხედე ეჭვის თვალით და უდაო ჭეშმარიტებად მიიღე, როგორღა გაუძლებ იმ საცდურს რასაც ვიღაცის მონაყოლით კი არა საკუთAრი თვალით გაჩვენებს ლუციფერი? მე იმას კი არ გეუბნები თუ ვიღაცა დაამოწმებს რომ უფალმა განკურნა გინდა თუ არა არ ერწმუნო მეთქი, მე ვამბობ იმას რასაც თავად უფალი ამბობს მოციქულის პირით "გამოსცადეთ ყოველი სული" ნამოქმედარში ეჭვის შეტანა ურწმუნოება და ცოდვა კი არ არის, პირიქით ეს ჭეშმარიტებისა და სიმართლის დადგენას უწყობს ხელს, ხო და გამოსცადე რა ყოველი სული, ერთადერთი ღვთის სულის გამოცდა გეკრძალება სხვებისა ხო არა, ადამიანის გამოცდა აგიკრძალა ვინმემ როდისმე? თუ პირიქით მოგიწოდა უფალმა რომ "გამოსცადე ყოველი სული"
-
1. უშიშროება იმ შუაშია, რომ ამ სექტის წევრებს ხუტა უფროსი ვერ დააკავებს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ნებისმიერ პოლიციელზე უკეთესი აზროვნება და ფართო მსოფლმხედველობა აქვთ + ამას კვალის დაფარვის იდეალური უნარი. 2. ვაღიარებ კიი, რომ რაღაც კი არა ვიღაც დემონები არსებობენ. 3. მიხედონ შვილებს ეგ კარგია მაგრამ იმ ბავშვმა რა ქნას ვისაც მშობელი სათანადოდ ვერ მიხედავს? 4. ჩემი დადებული ვიდეო მე კი არ გადამიღია, ჟურნალისტებმა გადაიღეს, გეთანხმები რომ ამ ყველაფრით გადაცემის რეიტინგის აწევა სურთ და ჟურნალისტურადაც ალამაზებენ სცენარს, მაგრამ რაც მაგ ვიდეორგოლში ნახე, რა არის დაუჯერებელი და რომელი ფაქტია ისეთი რაც არ მომხდარა რეალურად? პს არ გინდა ჩემთან ეს ფარული ღადილაობა, ღადაობა და ტონკად ცინიკოსობები ჩემი მოგონილია და დამიჯერე არ მოგეწონება თუ აგყევი.
-
სატანიზმს რომ კარგად იცნობდეთ აღარ იტყოდით საშიშები არ არიანო, გაეცანით მათ სავალდებულოდ შესასრულებელ რიტუალებს და გაიგებთ საშიშნი არიან თუ არა, ზემოთ დავწერე ნებისმიერი სატანური სექტა წელიწადში ერთხელ, გაზაფხულის ბუნიაობის პირველ სავსემთვარეობისას ახალშობილ გოგონას სწირავს ლუციფერს, ეს არის სავალდებულოდ შესასრულებელი რიტუალი მათთვის, მთელი წელი რომ გულხელდაკრეფილი იჯდეს სატანისტი ამ პერიოდში ის ვალდებულია შეასრულოს ის რაც დავწერე, როგორ ფიქრობთ რა, საკუთარ შვილებს სწირავენ? ღლე რომ უდევთ თავში და არა მარტო თავში ეგ გასაგებია, მაგრამ ეს სექტა არ უნდა იქმნეს აღქმული ვითომ უწყინარი ადამიანების, ვითომ შეუგნებლად გადადგმულ ნაბიჯად. მინიმუმ - გამოავლინის ამ სექტის წევრები და აიყვანოს მათი მოქმედებები მკაცრ კონტროლზე. ძაან სასაცილოა თუ რაც არის, ეგ არის და თუ ვინმეს მსგავსი ამბები მოსწონს სასაცილო ის უფროა. გმადლობ რომ განმანათლე, მაგრამ მაგ სიუჟეტში მუსიკალურ ფონად დადებულ მისტიკურ ბგერებს თუ გულისხმობ მოაშორე მუსიკა და ხელში იმ ობიექტურ რეალობას დაიჭერ, რაც სინამდვილეში ხდებოდა და ხდება.
-
პრინციპში მართალი ხარ, მაგრამ ერთი "მაგრამ" იბადება მხოლოდ და ეს "მაგრამ" ძალიან მნიშვნელოვანია, აი მე თეოლოგი ვარ ვიცნობ უფლის სიტყვას მაგრამ ჭეშმარიტ ეკლესიას ვერ ვპოულობ, ვფიქრობ რომ მართლმადიდებლებს ქონდათ ჭეშმარიტი მრწამსი მაგრამ აქაც უკვე "მაგრამ" იბადება.
-
თვითონ ბავშვი მონასტერში ყავდათ გაგზავნილი და მაგიტომ ვერ გაჩვენეს, მალალეტკების .....ობები კი არ არის მანდ მხოლოდ მალალეტკები კი არა ზრდასრული ადამიანებიც იყვნენ 45 წლის კაცისა და პატარა ბიჭის ხმას ვერ არჩევ? რაც შეეხება მალალეტკებს არც თუ ისე უბრალო მალალეტკები იყვნენ, ჩვეულებრივმა მალალეტკამ ასმოდეი არ იცის ვინ არის, მე თეოლოგი ვარ და მეც კი გამიჭირდა 72 ბეჭდის გამოკვლევა მაგ რეპორტაჟში კი მალალეტკა წყვდიადის ერთ ერთ მთავარ დემონზე ასმოდეიზე იძახის ჩემი საყვარელიაო რაა დაესიზმრა? ან რა იცის 72 ბეჭდის შესახებ? იცის ეს ჩვეულებრივმა მალალეტკამ? რეპორტაჟის ყურებისას მე როგორც თეოლოგმა მხოლოდ დაკლულ კატას კი არა ბევრ სხვა ასპექტსაც მივაქციე ყურადღება და მართლაც საშიში სექტაა, თან ყველაფრის საქართველოთი გადაწყვეტაც არ გამოდის აქ თუ წყნარად არიან ჯერ აშშ-ში უკვე სახლებში უვარდებიან ხალხს და ასე ხოცავენ, სატანიზმი კარგად ვიცი და ვიცი რომ ყოველ გაზაფხულის ბუნიაობის შემდეგ სავსემთვარეობისას ახალშობილი გოგონა უნდა შესწირონ სატანას ეს აბიზალოვკაა, როგორ გგონია ასეთი სექტის წევრები საქართველოში არ შეეცდებიან ამ რიტუალის შესრულებას?
-
პირადად ჩემთვის არ არიან საშიშნი, იმიტომ რომ მაგათ რომელი დემონებიც მართავენ მე ვიცი ისენი საკუთარ ნებაზე როგორ ვაცეკვო, მაგრამ მაგ რეპორტაჟიდან მარტო კატა რომ დაგინახავს ის 14 წლის მოზარდი რაღატომ ვეღარ ნახე ხელებს რომ უსერავდნენ და ყელზე კბენდნენ? ღმერთმა ყველას შვილი დაიფაროს ხვალ რომ ვიღაცის 14 წლის მოზარდი ჩაითრიონ სექტაში რა იცი როდის რა დაარტყავთ თავში, ადამიანთა მსხვერპლთშეწირვის რიტუალებიც რომ აქვთ რა არ იცი?
-
უჰ, დამავიწყდა რომ ათეისტისთვის სატანაც არ არსებობს, მეც არა ვთქვი რაზე ეცინება თქო.
-
მერე ვინ გითხრა რომ სულიერი ბრძოლა ძალადობაა? ძალადობა ეს ფიზიკური ადამიანების ცემაა, მე კი რა დავწერე თემის სათაურში აბა წაიკითხე, ვისაც სატანასთან ბრძოლა უნდა ამათ უნდა ებრძოლოს თქო და სიცილით რატომ მოკვდი რა ნახე მაგ რეპორტაჟში სასაცილო?
-
ბოლოს სექტემბრის თვეში ვნახე ოლეგი, თვითონ კარგად მიცნობს დავალებულია ჩემგან, რაც შეეხება მოძღვრების სტილის გამოცვლას ესეც ერთ ერთი ნიშანია იმისა რომ თავად მოძღვრება არ არის ჭეშმარიტი, მაგრამ როგორი რაღაცაა იცი? სანამ ძალიან ღრმად ჩაწვდები ღვთის სიტყვას ეგ ყველაფერი რასაც მანდ ქადაგებენ მისაღებია და დამაკმაყოფილებელი, იძახი შედეგები მაქვსო ცხოვრებაშიო, შედეგები იმიტომ კი არ გაქვს რომ ოლეგის ეკლესიაში მიხვედი, შედეგები იმიტომ გაქვს რომ ღვთის სიტყვის მიხედვით დაიწყე ცხოვრება, და შედეგი რომ გაქვს ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ეგ ეკლესია ჭეშმარიტია, იცი რომ ეგ ეკლესია და ბაფთიზტური ეკლესია ერთი პერიოდი გაერთიანებას აპირებდნენ? ყველაფერი კარგია განსაკუთრებულად მგალობელ ნინიკოს აქვს გვერწითელივით ხმა და მაგრად მომწონდა მანდ არის კიდევ? მაგრამ ჭეშმარიტებაა შორს.
-
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb ვახო სანაიას რეპორტაჟი ნახეთ ყველამ, ეს დამპალი ხალხი საქართველოშიც გამოჩნდა და მოქმედებს ჩვენს უშიშროებას კი თუ შეიძლება მათ უშიშროება ეწოდოთ ალბათ სძინავთ, მმკ-კი თინეიჯერებს დასდევს.
-
მაგას დამტკიცება არ ჭირდება ვერანაირად ვერ გამოიყენებს თAვად, მაგრამ ვინც იყენებს და რა როგორ არის ზემოთ მიწერია. არსად არ დავდიოდი ყველა რელიგიური მიმდინარეობის ლიდერი წელიწადში ერთხელ ერთად იკრიბება და თეოლოგიურ საკითხებს განიხილავენ, ეს შეკრებები კი ჩვენი თეოლოგების უშუალო მონაწილეობით ხდება. შესაბამისაც ვეცნობით ყველა რელიგიური მიმდინარეობისა თუ სექტის ლიდერებსა და მათ მოძღვრებებს, როგორც მეცნიერი ამ დარგში ვესწრებოდი ყველა რელიგიური მიმდინარეობის კრებებს და ვაკვირდებოდი მათ მოძღვრებებს, აი ორმოცდაათიანელები ყველას ყველაფრით ამეტებენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ფანატიზმიდან დაწყებული ღვთის წერილის არასწორი განმარტებით დამთავრებული.
-
აი როგორ გებრძვით ეგ რომ იცოდე ჩემს სიტყვებზე "მხოლოდ სცენარიაო" აღარ დაწერდი, იმიტომ რომ სწორედ ამ სცენარის მიხედვით ახერხებს ბელზებელი ძალთAქმედებას და თAნ ისე რომ ადამიანს აჯერებს თითქოს ეს მან სულიწმინდისაგან გააკეთა.
-
სწორედ მასეა და ის ყველას იცავს განურჩევლად ბოროტსაც და კეთილსაც, როგორც თავისი მზე ამოჰყავს მართალთა და უმართლოთა თAვზე, თავისი ანგელოზებს უყენებს ადამიანებს მცველად და სამსახურებლად, რათა დაიცვან მათ ისინი ბოროტის შეტევისაგან რომელიც უხილავად მაგრამ 24 საათიან რეჟიმში გრძელდება, მაგრამ ადამიანს არა აქვს მენტალური დაცვა ანუ ეს რას ნიშნავს ეხლა ავხსნი, როდესაც დემონი ადამიანს უტევს ფიზიკურად რომ არ გაანადგუროს ის ამისათვის თითოეულ ადამიანს ჰყავს მიჩენილი უფლის ანგელოზი რომელიც იცავს მას დემონის მხრიდან ფიზიკური თავდასხმისგან, მაგრამ მენტალური თავდასხმისგან არ იცავს, იმიტომ რომ ადამიანს ნების თAვისუფლება აქვს მიცემული და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ჰო და მენტალურად ანუ გონებრივად როდესაც გებრძვის დემონი მინიმუმ ის ხომ მაინც უნდა იცოდე ვინ, გებრძვის რატომ და რა მეთოდებით არაა? ეჭვი კი იმ შუაშია რომ როდესაც ამბობ მთელი წერილი ღვთივსულიერია, შემდეგ აღარ უნდა თქვა რომ თითქოს სატანის ნაცვლად შესაძლოა იქ ცილისმწამებელ ადამიანზე იყოს საუბარი, იობის წიგნში სატანა წერია და ადამიანი რომ ყოფილიყო მაშინ ადამიანს ჩასწერდნენ, არავის დაეზარებოდა.
-
ხედაავ როდესაც საწინააღმდეგო აზრი გაჩნდა, უკვე გაჩნდა ეჭვიც, რომ თურმე იობის წიგნში რაც არის, ეს მასე არ არის, არადა გუშინ მწერდი ყველა წერილი ზეცაში დაკანონდაო, სწორედ მასეა როგორც წერია, ეშმაკი ციდან რომ იყო გადმოგდებული ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მას სასუფეველში შესვლა ჰქონდა აკრძალული, სასუფეველში თავისუფლად ნავარდობა და ჩვენი ძმებისთვის ცილისწამება მას იესოს გამეფების შემდგომ თავად იესომ აუკრძალა, იმიტომ რომ სძლია და თან მიწაზე ფიზიკურ სხეულში, როგორც ადამიანმა. იობის წიგნში კი ცილისმწამებელ ადამიანებზე კი არა სწორედ რომ სატანაზე სწერია, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ღმერთთან დიალოგის შემდეგ მან იობს უფლის დაშვებით არაერთი განსაცდელი შეჰყარა, დაუხოცა საქონელი შვილები, თავად მას საშინელი სნეულება შეჰყარა, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა მისი პირიდან ღვთისმგმობი სიტყვები გაეგო. ენუქიც და ელიაც ატაცებულები იყვნენ სასუფეველში მართალი ხარ აბრაამის წიაღს კი უწოდებენ ადგილს ჯოჯოხეთში სადაც მართალთა სულები იმყოფებოდნენ გამოხსნამდე, მაგრამ აბრაამის წიაღი რახანც ქვია ეს იმას კი არ ნიშნავს რომ აბრაამიც ამ წიაღში იყო. ამ ტერმინით აღინიშნებოდა კონკრეტული ადგილი ჯოჯოხეთში სადაც მართალთა სულები გეენის ტანჯვას არ განიცდიდნენ, არამედ იყვნენ მესიის მოლოდინში, აბრაამის წიაღი მათ გეენის ცეცხლისაგან იცავდა, რომ ისინიც ცოდვილთა სულებთან ერთად არ დატანჯულიყვნენ. ჯოჯოხეთი კი ერთ ერთი სავანეა უფლის მრავალ სავანეთა შორის და მთელი ჯოჯოხეთი დაყოფილია სხვადასხვა დონეებად, გეენად, შეოლად, აბრაამის წიაღად, ჰელიფობთა სამყოფელად და ასე შემდეგ, ყველა ადგილზე არ არის თანაბარი სატანჯველი, ვიღაცას შეიძლება ჯოჯოხეთი სატანის საუფლო ეგონოს არამც და არამც სატანის საუფლო ეს წუთისოფელია, ჯოჯოხეთი კი ის კონკრეტული ადგილია რომელიც უფალმა შექმნა სწორედ დაცემული სულების სამყოფელ ადგილად, მაგრამ ყველა დემონი ჯოჯოხეთში კი არ არის, ხომ არ გონია ვინმეს რომ დემონს ჯოჯოხეთში ყოფნა სიამოვნებს, პირიქით ჰელიფობებიც კი ანუ სინათლის მატარებელი დემონები გამუდმებით ეხვეწებიან ლუციფერს სხვა დავალებაზე გაამწესოს ისინი მათ ვინაიდან თავად დემონისთვისაც სატანჯველია ის ადგილი სადაც ისინი სწევენ მსახურებას.
-
მასე არ არის იმიტომ რომ ისრაელის მეფეები ცხებულები იყვნენ, დავითი სულიწმინდით მოინათლა, როდესაც მღვდელთმთავარმა დაასხა მას ხელები, ყველა ისრაელის მეფე ცხებული იყო მცირედი გამონაკლისების გარდა, ყველა წინასწარმეტყველი სულიწმინდით იყო მონათლული, სასუფეველი კი დაკეტილი კი არა იმდენად ღია იყო რომ თვით სატანაც კი თავისუფლად დანავარდობდა იქ აბა იობის წიგნს გადახედე, იესო იმას კი არ ქადაგებდა სასუფევლის კარებს ვხსნიო, ის ამბობდა მოახლოვებულია სასუფეველიო, როგორ იყო სასუფევლის კარი დაკეტილი როდესაც ფარისევლებზე იძახის არც თავად შედიან და შემსვლელთაც აბრკოლებენო? როგორ იყო დაკეტილი როდესაც იგავს ამბობს პირდაპირ მდიდარზე და ღარიბ ლაზარეზე, როგორ იყო დაკეტილი როდესაც პირდაპირ ამბობს რომ აბრაამი სასუფეველშია, როგორ იყო დაკეტილი როდესაც მოსე და ელია ეჩვენნენ ფერიცვალებისას, იესოს გარდაცვალების შემდეგ კი რა მოხდა იცი? არსებობდნენ მართალთა სულები რომლების სულითა და ცეცხლით არ იყვნენ მონათლულები ამიტომაც ჯოჯოხეთში იტანჯებოდნენ აი ასეთ მართალთა სულების გამოსახსნელად ჩავიდა ის იქ უქადაგა სიცოცხლის სიტყვა და სასუფეველში გადაიყვანა ისინი რითაც ჯოჯოხეთს სძლია.
-
უფლის სული რომ ანგელოზზე მეტია ამას რად უნდა მტკიცება? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ვისშიც უფლის სულია ისიც მეტია ანგელოზზე, იცი როდის გახდება ადამიანი ანგელოზზე დიდი? როდესაც უფალ იესოსთან ერთად 12 ტახტზე დაჯდება ისრაელის 12 მამა და მომდევნო 12 ტახტზე კი 12 მოციქული და ეს 24 მეფე იესოსთან ერთად მართავს სასუფეველს აი მაშინ დაემორჩილებიან ადამიანთა 24 სულს ანგელოზები მანამდე კი სანამ ეს მოხდება მთელი მეუფება იესოს ეკუთვნის.
-
არ მეშინია და როგორც ლუციფერს უნდა ჯერ ჯერობით ყველაფერი ისეა მცირე გამონაკლისის "ჭეშმარიტი ეკლესიის" მოქმედების გარდა. შენი ნათქვამი გავიგე და სწორედ მაგიტომაც მოგწერე, არც მე არ დამიწერია "უბრალო ადამიანებზე", როდესაც ანგელოზს ვადარებდი ადამიანს სწორედ "სულიწმინდით აღვსილი" ადამიანები შევადარე და სწორედ მათზე დავწერე რომ აი ასეთი ადამიანიც კი ანგელოზზე მცირეა, იმიტომ რომ ის ხორცშია და თვით იესო რომ იყო ანგელოზებზე დამცირებული ხორცში ყოფნის გამე მე კიდევ აი ეს არ მეგონა რომ ამის ახსნა დაგჭირდებოდა. ხოლო ის ვინც ასეთ ადამიანებში იმყოფება კი არის დიდი ანგელოზებზე ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ის რომ სულიწმინდა ადამიანში იმყოფება ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ადამიანი ღმერთად გადაიქცა, არამც და არაცმ წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი სულიწმინდით აღვსილი იტყოდა მე და მამა ერთი ვართ, ეს კი მარტო იესომ თქვა. ხოლო ასეთ ადამიანებს სულიწმინდის ტაძარი ეწოდებათ, იმ შენი თქმით უბრალო ადამიანებს კი ანი იმათ ვისაც სულიწმინდა არა ჰყავთ იესო მკვდრებს ეძახის. სასუფეველში მყოფი იოანეზე უმცირესიაო ეს მე არ მითქვამს, ამიტომ ვერც ამ კითხვაზე გიპასუხებთ. მე ვთქვი "სასუფეველში მყოფი უმცირესთაგანიც კი მიწაზე მყოფ უდიდესთაგანზეც კი დიდია" ეს კი იმას ნიშნავს რომ სული ხორციელი სხეულის გარეშე სასუფეველში უფრო დიდია ვიდრე იგივე სული მიწაზე ხორცში მყოფი. ეხლა რაც შეეხება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებზე დიახ ისინი იყვნენ სულითა და ცეცხლით მონათლულები ვინაიდან "დაწერილია ღმერთი აბრაამისა ისააკისა და იაკობისა ღმერთი მკვდრებისა კი არა ცოცხლებისა". ვინ გითხრა რომ სასუფეველი არ იყო ღია სანამ იესო მოკვდებოდა? აბა მოსე და ელია რომ გამოეცხადნენ მთაზე საიდან მოვიდნენ? თუ არა სასუფევლიდან? და რას ნიშნავს იესოს სიტყვები დასხდებით თქვენ აბრაამთან ისააკთან და იაკობთან ერთად სასუფეველში? ანდა მდიდარისა და ლაზარეს იგავი საიდან მოიტანა იესომ თუ არა სასუფევლის ძეთა მაგალითიდან?