Jump to content
Planeta.Ge

morfiudi

პლანეტელი
  • პოსტები

    162
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი morfiudi

  1. 1. იმიტომ რომ სულის დამღუპველია 2. თუნდაც იმიტომ რომ ერთს უფრო დიდი შანსი აქვს გადარჩენის ვიდრე მეორეს. 3. ვისთვის უკეთესი? ღმერთს თუ გულისხმობ კითხვაში ის ხომ არ არსებობს შენი თქმით და ზოგადად კაცისთვის კიდევ არაფრით. 4. მართლმადიდებელი არ ვარ მაგრამ იმედია უფლებას მომცემ ამ კითხვებს პასუხი გავცე.
  2. თუნდაც ამ "გეთაყვას" კარგად მიმიხვდი რასაც ვგულისხმობ და თუ ჩემთან დიალოგი გსურს, ეს ვითომხუმრობა, ტექსტებს შორის სასხვათაშორისოდ მიმალული ცინიკოსობები გვერდით გადადე.
  3. იცოდე, მანამ, სანამ შეიქმნებოდნენ ქმნილებები და გაჩნდებოდნენ გაჩენილები, იყო მხოლოდ უმაღლესი, მთელი რეალობის შემვსები უბრალო შუქი, და არ იყო არავითარი თავისუფალი, შეუვსებელი, ცარიელი ადგილი – მხოლოდ ეს უსასრულო, უბრალო შუქი ავსებდა ყველაფერს. და არ გააჩნდა მას არც თავი და არც ბოლო, არამედ, იყო ერთი, უბრალო, თანაბარი, განუყოფელი შუქი და მას ერქვა “უსასრულო შუქი“. და როდესაც აღეძრა მას უბრალო სურვილი, რომ გაეჩინა სამყაროები და შეექმნა ქმნილებები, გამოევლინა თავისი სრულყოფილება, რაც იყო სამყაროების შექმნის მიზეზი, აი, მაშინ შეკვეცა თავისი თავი უსასრულომ, ცენტრალურ წერტილში და შეიკუმშა შუქი და განერიდა, დასტოვა შუაში ცარიელი, შეუვსებელი სივრცე. და თანაბარი იყო შუქის შეკუმშვა ცენტრალური ცარიელი წერტილის გარშემო, ისე, რომ ცარიელმა ადგილმა მრგვალი ფორმა მიიღო, რამდენადაც ასეთი იყო შუქის შეკვეცა, და აი, ამ შეკვეცის შემდეგ, როდესაც უსასრულო შუქით შევსებული სივრცის ცენტრში დარჩა მრგვალი სიცარიელე, მხოლოდ მაშინ გაჩნდა ადგილი, სადაც შესძლებდნენ არსებობას ქმნილებები და გაჩენილები. და გამოეყო უსასრულო შუქიდან მისი ერთი სხივი, ზევიდან ქვევით, დაეშვა ამ ცარიელი სივრცის შიგნით და ამ სხივის გავლით დაარსა, გააჩინა, შექმნა, გააკეთა აბსოლუტურად ყველა სამყარო. ამ ოთხი სამყაროს შექმნამდე იყო უსასრულო ერთი და სახელი მისი ერთი ისეთ საოცარ და უჩინარ ერთიანობაში, რომ არ ძალუძთ ქმნილებებს, რომ შესწვდნენ მის უსასრულო სრულყოფილებას, არ ძალუძს არავითარ შექმნილ გონებას, რომ შეიცნოს იგი, იმიტომ, რომ არა აქვს მას არც ადგილი, არც საზღვარი და არც სახელი. აჰაა თუნდაც ეს როგორ ავუხსნა ნუკრიკოს როდესაც მხოლოდ ბიბლიის ის წიგნები აქვს წაკითხული სადაც დედამიწაზე წერია 4 კიდე აქვსო, მითხარი ერთი მე რომ ვიცი სხვას როგორ გავაგებინო ვინც სათანადო ცოდნას არ ფლობს? ზეციური საიდუმლოებები თხა და გიგოს წიგნი ხომ არ არის 1 კლასელები დავსვა და ავუხსნა თხა როგორ დაეჯახა ზარმაც გიგოს?, ეს უმაღლესი მათემატიკაა და მითხარი ერთი მეხუთეკლასის ალგებრის ვაიმცოდნეს როგორ გავაგებინო უმაღლესი ფორმულები?
  4. რომელი ეკლესიები უნდა მქონდეს მხედველობაში? მართლმადიდებლური ეკლესია ერთია, საქართველოშიც, რუსეთშიც, საბერძნეთშიც და მთვარეზეც რომ დასახლდნენ მაინც ერთი იქნება, საქართველოში კიი გეთანხმები რომ მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ ამას საყოველთაო სიზარმაცესთან და უმეცრებასთან ერთად ცოტა ძველი ფესვები აქვს და უხილავი კუდი. ვინაიდან ამ ეკლესიაში ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში ცდილობდა ლუციფერი ე.წ "ჭეშმარიტების მარცვლის" ჩათესვას, ზოგიერთი მღვდლისმანტია ამოფარებული "მამა" ჩუმ ჩუმად, შიგნიდან ხრწნიდა ეკლესიას, ამ ყველაფრის დასტურია ეს წერილიც. არსებობს ასეთი წერილი, იოანე ხუცესის წერილი მიწერილი ბიზანტიის იმპერატორ მანუელ კომნენოსისადმი 1165 წლით დათარიღებული, რომელიც ინახება მსოფლიოს რამდენიმე მუზეუმში. დაიმახსოვრეთ რიცხვები, ისინი მარტივია და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით. თუმცა თავიდან შეიძლება რთული ჩანდეს. იქ ერთ პასაჟში ასე წერია: "იოანე ხუცესს ჰყავს 7 მეფე, რომლებიც მას ემსხურებიან გარკვეულ თვეებში. ამ მეფეებთან ერთად მათ ემსახურება 72 ჰერცოგი და 360 გრაფი. მთელი წლის განმავლობაში ყოველდღე მის სახლში სადილობს 12 არქიეპისკოპოსი და 20 ეპისკოპოსი. და მათთან პაპი არის წმ. თომა". დავიწყეთ ქვემოდან, ანუ წმიდა თომადან (თანახმად ჰერმეტიული პრინციპისა "რაც ზემოთ, ის ქვემოთ). 12 არქიეპისკოპოსი + 20 ეპისკოპოსი უდრის 32. კაბალას სისტემაში სულ არის 32 რიცხვი. აქედან 11 არის სეფიროტი, მთავარი სფეროები კაბალისტიკური სიცოცხლის ხის (უხილავი სეფიროტის დაათის ჩათვლით) და 20 არის მათ შორის დამაკავშირებელი გზები. სულ ზემოთ არის მე-12 სეფიროტი, შეუცნობელი აინ სოფ. ეს არის მთლიანი ნახატი კაბალისტიკური სიცოცხლის ხის. შიგნით, სისტემაში ასე ნაწილდება ძალები: რიცხვი 20 ეპისკოპოსი - ასევე ეფუძნება სეფიროტების ხეს, რომელზეც 10 სეფიროტია და მათ გაჩნიათ საკუთარი 10 კლიფოთური, დეგრადირებული ანარეკლი-ანტიპოდი (არსებობს სიცოცხლის ხის კლიფოთური, ამობრუნებული ვარიანტი). რიცხვი - 12 არქიეპისკოპოსი შეესაბამება 12 ზოდიაქოს. რიცხვი 360 ჰერცოგი - არის 12 ზოდიაქოს სრული წრე, სადაც თითოეული ზოდიაქოს ნიშანი შედგება 30 გრადუსისგან. დეკანებად ასეთი დაყოფა ხდება სტიქიების შესაბამისად (ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა). 7 მეფე - 7 ასტროლოგიური პლანეტა (შესაბამისად ადამიანის 7 ფსიქიკური ცენტრი). ამდენად ჩვენს წინაშეა ზოდიაქო (12), პლანეტები (7), სტიქიები (3) და შეუცნობელი (1). ეს არის მხოლოდ ესკიზური აღწერა, მაგრამ მთავარი სტრუქტურა, როგორც კაბალის, ასევე ტაროს სისტემის. რაც შეეხება იოანე ხუცესს, მას პირველად მოიხსენიებს ოტო ფრეიზინგერი საკუთარ ქრონიკებში, ცნობილი წერილის გამოჩენამდე 20 წლით ადრე, 1145 წელს. ის ამბობს, რომ იოანე ხუცესი მეფობს ქვეყანაში, რომელიც მდებარეობს სპარსეთისა და სომხეთის კიდეში და რომ მისი ეპისკოპოსი ქალაქ კაბალადან ესტუმრა ევროპას. აი ეხლა რაც მე აქ დავწერე მითხარი ერთი ხომ ბევრისთვის ჩინურია და მითუმეტეს ამ დედამითესლილი სატანის მონა აზრისთვის? ამ ღლიშვილმა უმეცარ ბაშკაში რომ არაფერი უყრია ამბიციურ თავხედობას მაინც თავს არ ანებებს და თავისი ღლე მოძღვრის რასელის ღლიურ-უმეცრული ვითომ არგუმენტებით ცდილობს ნერვები ამიშალოს და დედის თუჩებიც მაგიტომ ვაგინე. ეხლა კი ამ წერილის ბოლომდე განმარტების ნერვი არ მაქვს, მხოლოდ იმას დაგიწერ რომ ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ფარულად მოქმედებდა აზრის მამიკო ლუციფერის საიდუმლო სექტა და ბილწავდა ეკლესიას, წერილში წერია იოანე ხუცესს 72 ჰერცოგი ემსახურებაო და აჰა გადახედე აბა ამ 72 ჰერცოგის სიას და მიხვდები სინამდვილეში ვინც ემსახურებოდა იოანე ხუცესს. http://mag.org.ua/libtxt/54-2
  5. როგორ უნდა გაარჩიო და სიბრძნე ეშმაკისეულად და ღვთიურად არ უნდა დაყო, ყველანაირი სიბრძნე მხოლოდ უფლისაგან მოდის, ადამიანმა რომ იცის რომ მეორე ადამიანი მოკვდება თუ მას კისერში დანას გაუყრია, ეც ცოდნაც ღვთისგან მოდის, ნებისმიერი ცოდნა და სიბრძნე ღვთისგან მოდის, ლუციფერს რა სიბრძნეც აქვს ესეც ღვთისგან მოდის იმიტომ რომ სწორედ ღვთისგან აქვს ნასწავლი ძალთაქმედება თავის დროზე, სწორედ უფლისაგან მიიღო ნებისმიერმა ანგელოზმა სიბრძნე, ლუციფერის ჩათვლით აი ამ სიბრძნეს როგორ გამოიყენებ ბოროტად თუ კარგად ამის მიხედვით წყდება ის ღვთის შთაგონებითაა თუ ეშმაკის, მაგალითად მე თუ ადამიანს დანით დავჭრი სხეულის დაზიანების მიზნით ხომ დამიჭერენ და ციხეს მახეხინებენ? რადგან ეს დანაშაულია მიწიერად ზეციურად კი ცოდვა, მაგრამ მე თუ პროფესიით ექიმი ვარ და საოპერაციო მაგიდაზე დავჭრი დანით ადამიანის სხეულს ოპერაციის მსვლელობისას მისი სიცოცხლის გადასარჩენად დამიჭერს ვინმე? ხო პირიქით მადლობას მეტყვიან? თუმცა ორივე შემთხვევაში ადამიანის სხეული იჭრება დანით ხომ? და იმის ცოდნა რომ დანას მჭრელი პირით ხორცის გაჭრა შეუძლია, როგორც კარგი ასევე ცუდი მიზნისთვის შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა, მაგრამ თავად ცოდნა ყველანაირი ცოდნა უფლისაგანაა დასაბამი სიბრძნეს ღმერთმა მისცა.
  6. С начала он совратил некоторых ангелов (1/3 часть), а затем в Рае обманув Еву заставил ее прервать связь, которая существовала между человеком и Богом, Ева привлекла к этому Адама, человек не захотел сразу покаяться, тем самым создал смерть, которая стала частью природы первородный грех. კიდევ კარგი ვიკიპედიაში მაინც წერია რომ ანგელოზთა 1/3 აცდუნა თორემ ხო ვიცი ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ეგონებოდათ მკითხველს, ძალიან ძნელია სიმართლე რომ იცი და ვერ გადმოსცემ სიტყვებით და თუ გადმოსცემ კიდევ ცოტა დაუჯერებლად რომ ეჩვენება ყველას.
  7. გაიხარე შენ შენს მსგავსად რომ ყველა გაერკვეს დემონოლოგიაში ელემენტარულად ბელზებელი და მამონა ან და სატანა ერთი და იგივე პიროვნება აღარ ეგონება და თან ამ ყველაფერს ერთი და იგივე სიტყვით ეშმაკით აღარ გამოხატავენ, შე დალოცვილო ვიღაც უხილავად გებრძვის და მინიმუმ ის ხომ მაინც უნდა გაარკვიო არა ვინ რატომ და რა მეთოდებით გებრძვის.
  8. რიგ შემთხვევებში მასეც ხდება, რიგ შემთხვევებში უბრძანებს ხოლმე რომ ცოტა ხნით დატოვონ სხეული, მაგალითად რასელისტების სხეულს არ ეკარებიან იმიტომაც უადვილდებათ მათ ცოდვათაგან თავის შეკავება, ეუბნება ბელზებელი ეს კაცი ჩემია და არ შეეხოთ ტრაკი დააჭირეთ თავი გაანებეთო, რასელისტს კი ჰგონია ჭეშმარიტ მრწამსშია და იეღოვამ წარიტაცა სადღაც მისი ადამიანური სისუსტეები. იესომ კი სურვილი კი არ აუსრულა დემონებს უბრალოდ მანდ მოხდა საინტერესო რაღაც, სანამ ის ეშმაკებს ღორებში განდევნიდა, მათ უთხრეს ვადაზე ადრე მოხვედი ჩვენს დასატანჯადო, ანუ მათ უთხრეს რომ გეენაში გარეკვას რომ გვიპირებ ჯერ ხომ არ დაგიძლევია აღდგომით ჯოჯოხეთი ვადაზე ადრე რატომ გვამწარებო, ამიტომ იესო მათ კოლტში დევნის და ამ კოლტს კი რა ემართება გაიხსენე კბოდედან ზღვაში იჩეხება, ზღვის დემონად წოდებული ლებიაფანი კი უფლობს სავანეში სადაც დემონები ასე ვთქვათ ტყვეობაში არიან ვადამდე, ანუ მათი წყალში ჩაყრაც ამაზე მიუთითებს რომ იესომ ისინი ვადამდე დატყვევა.
  9. არასწორედ მსჯელობ, ებრაელებს იესოს მესიად აღქმა არ უნდა გასჭირვებოდათ ვინაიდან იესოს მკდრეთით აღდგენაც შეეძლო, ფარისევლებმა ძალიან კარგად იცოდნენ ვინ იყო იესო მაგრამ განზრახ აბრალებდნენ ეშმაკის ძალით მოქმედების ფაქტს. ფარისევლები ბოროტი გაუნათლებელი დებილები კი არ იყვნენ, მათ რჯულიც ზეპირად იცოდნენ და წინასწარმეტყველებებიც, მათ კარგად იცოდნენ ერთი მარტივი ჭეშმარიტება "მკვდრეთით აღდგენა და ცოდვათა მიტევება მხოლოდ ღმერთს ძალუძს" დანარჩენზე კი ზედა პოსტებში გავეცი პასუხი და გადახედე.
  10. კიი წერია მაგრამ სიტყვებს ხომ უნდა დააკვირდე არა? მანდ წერია როდესაც გამოდისო და არა როდესაც ძალით გამოაგდებენო, დემონი კი ადამიანიდან თავისი ნებით ნათლობისას გამოდის, ვინაიდან იცის რომ ეს სახლი უკვე მისი ვეღარ იქნება და დაბოდიალობს უდაბნოში, მერე დაბრუნდება და როდესაც დაინახავს რომ ამ სახლში სულიწმინდა კი არა არავინ ცხოვრობს, ანდაზა ხომ იცი უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო.
  11. ერთი რაღაც მინდა დავწერო რა, ადამიანს დემონი ბუა ჰგონია, დემონი დაცემული ანგელოზია, შესაბამისად პიროვნება, აი ამას როცა გაათვიცნობიერებს ადამიანი და იმას მიხვდება რომ დემონი მითიური ბუა კი არა ყოფილი ანგელოზია და თან ცოტა ჩვენზე უფრო "მოხერხებული" პიროვნება, ამის შემდეგ დაინახავს მათ ნამოქმედარებსაც.
  12. როგორ უნდა გაარჩიო და ეკლესიას რომლის ერთ ერთი წევრი განდევნას ახდენს, თავის რიცხვში უნდა ჰყავდეს მკვდრის აღდგინების ძალაუფლების მქონე 1 პიროვნება მაინც. კიდევ სხვა ასპექტებიც არის, რითაც განირჩევა სულიწმინდის ნამოქმედარი ბელზებელის ნამაიმუნარისაგან.
  13. ხოდა გაგიმარჯოს თავად იესო ეუბნება სიტყვებს "თუ მე ბელზებელით ვდევნი თქვენი ძენი ვიღათი დევნიანო?" ანუ დააკვირდი რას ეუბნება და მიხვდები რომ პირველ რიგში იესომ იცოდა ის რომ ბელზებელს აქვს ძალაუფლება დემონებზე ვინაიდან მათი მთავარია, რაც შეეხება სიტყვებს " თუ სატანა სატანას სდევნის თავისსავე წინააღმდეგ დაიყოფა" ეს ჭეშმარიტად ასეა მაგრამ "თუ სდევნი", განდევნა კი როგორც დავწერე მხოლოდ ადამიანის სხეულიდან დემონის იძულება კი არ არის რომ მან მხოლოდ სხეული დატოვოს არამედ სიტყვა განდევნა ნიშნავს აი ამ სხეულიდან გამოსულ დემონის გეენაში ჩაგდებასაც ამიტომ იყო იესოს რომ ეხვეწებოდნენ ღორებში მაინც შეგვიშვიო, მათ კარგად იცოდნენ ადამიანის სხეულის დატოვების შემდგომ სად ამოაყოფინებდა მათ თავს იესო და ამიტომ კანკალებდნენ თორემ თუ მარტო ადამიანის სხეულიდან გამოდევნი ამით რაა? სხვა ადამიანს ვეღარ ეკვეთება თუ რაა? შიშის მიზეზი რა იყო? შიშის მიზეზი ის იყო რომ მათ იცოდნენ სიტყვა "განდევნის" მნიშვნელობა, ხოლო როდესაც ბელზებელი დგავს სპექტაკლს ის დემონს აიძულებს მხოლოდ ადამიანის სხეული დატოვოს გეენაში კი არ აგდებს მას, ფასონად დატოვებენ სხეულს, რომ ვიღაც დააჯერონ თითქოს ეს ღვთით მოხდა, ნამდვილად შებყრობილი ვინც არის ის არც ეკარება ისეთ ადგილს სადაც შესაძლებელია მისი განდევნა, ვინაიდან იმ დემონმა რომელიც მასშია იცის რომ რაც მოელის სულიწმინდის ძალით განდევნის შემდეგ და ასეთ კაცს ძალით თუ შეათრევ იმ ადგილას სადაც სულიწმინდა მოქმედებს და ძალით თუ მიათრევ სულიწმინდის მადლით მომქმედ ადამიანთან, ხოლო ის ვინც თავის ნებით უშვერს თავს აჰა ხელი დამადე და განმდევნეო ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზედ რომ აქ უკვე ბელზებელი მაიმუნობს და რეალურად კი არ იდევნება არამედ მოჩვენებითად ხალხის დასანახად.
  14. ფსევდოღმერთი ნიშნავს დემონს რომელიც ქმნის წარმოდგენას რომ ის ღმერთია ანუ თავის თავს ღმერთად წარმოადგენს ასეთი დემონები სულ 4 ნი არიან 1, ბაალი 2. რომფა 3. ამონი 4 დურგა აი ეს 4 მთავარი ადამიანს აძლევს ღვთიურ სიბრძნესა და ცოდნას ასწავლის ბიბლიას, მაგრამ არასწორი ინტერპრეტაციებით, აყალიბებენ მრავალ მოძღვრებას ოღონდ ჭეშმარიტებას ჩამოაშორონ ადამიანები, ქმნიან ახალ ახალ ეკლესიებსა და ერესებს სადაც უკვე თვითონ სხედან ტახტზე და თავს ღმერთად აცხადებენ.
  15. მაგრამ ქრისტეს პასუხი იმით იყო გამოწვეული რომ ის სულიწმინდით ახდენდა მათ განდევნას და არა ბელზებელის ძალით. ეშმაკი რეალურად არ დევნის ეშმაკს მაგრამ ამ სანახაობას რომელსაც ბელზებელი დგავს ორმოცდაათიანელები განდევნას ეძახიან ისე მართალი ხარ ეს სანახაობაა, რადგან როდესაც ეშმაკი სულიწმინდით იდევნება ის არა მარტო ადამიანის სხეულს ტოვებს არამედ გეენაში აყუდებენ ხოლმე თავით უფლის ანგელოზები, ხოლო როდესაც ბელზებელის ბრძანებით ტოვებს სხეულს, ის თავისუფლად დანავარდობს დედამიწაზე. უცოდინარობა და სიზარმაცე ეს მხოლოდ ერთი უმნიშვნელო მხარეა პრინციპში გაცილებით მნიშვნელოვანია ის რომ უკანასკნელ დღეებში ლუციფერი თავის ტახტს თვით უფლის სახლში დადგავს და თავს ღმერთად გამოაცხადებსო, აი ასეა დაწერილი ღვთივსულიერი წინასწარმეტყველება, ეხლა მიხვდი რომ ღვთის სახლი სად არის და სად აპირებს ლუციფერი ტახტის დადგმას და სად დადგავს კიდევაც რეალურად, ამ წინასწარმეტყველებას მოსდევს შემდეგი "რჩეულებსაც აცდენსო" ასე რომ ძალიან მცირე რიცხვი რჩება ადამიანებისა უფლის ერთგული. და ამ მცირე ადამიანებს Qვიათ ზუსტად Qრისტეს ეკლესია მე მათ ვეძებ თორემ ტაძრების მისამართები კი არ დამვიწყებია.
  16. და კიდევ ერთია რაც საჭიროა რომ ყველამ იცოდეს: 1. ეშმაკს რომ ახსენებს კაცი, ჰგონია რომ ეშმაკი ერთია, ერთი კი არა ანგელოზთა სრული რიცხვის 1/3 და ეს რიცხვი 400000-სს აჭარბებს, 2. ყველა დემონი თანაბარი ძალისა კი არ არის, ზოგი ძლიერია ზოგიც შედარებით სუსტი, ზოგს არ ძალუძს რაღაცის ქმნა ზოგს ძალუძს 3. დემონთა ლეგიონებს ყავთ ხელმძღვანელები წყვდიადის მთავრებად წოდებული ძლიერი დემონები 4. ერთ ერთი ასეთია ბელზებელი. 5. ბელზებელი რომ ლუციფერის სინონიმი ჰგონიათ ეგრე არ არის ბელზებელი, მამონა, ბელიარი და სატანა სხვადასხვა პიროვნებები არიან და ისინი შეადგენენ ლუციფერის 6 მთავარ დემონს 6. ბიბლიაში მოხსენიებული მთავრების გარდა კიდევ არსებობენ სხვა მთავრებიც, რომელთა სახელებიც ფართო მასებმა არ იცის 7. ასეთი მთავარი სულ 72-ია 8. ეს ყველაფერი არ იცის იმან ვინც "ჭეშმარიტ მორწმუნეობაზე" თავს დებს, სამაგიეროდ 14 წლის რიგითმა სატანისტმა იცის, როგორც ეს ჩემს მიერ დადებული რეპორტაჟიდან გამოჩნდა. 9. ლუციფერი დატყვევებულია 10. ამ მთავრებისა და ანტიქრისტეს მეშვეობით ცდილობს გათავისუფლებას 11. რათა მოაწყოს არმაგედონად წოდებული ბრძოლა, სინათლის ძეთა წინააღმდეგ 12. ის ამას მოაწყობს 13. საბოლოვოდ დამარცხდება 14. ადამიანი თავისი უმეცრობით უნებლიედ არ უნდა გახდეს მისი არმიის სერჟანტი 15. იმიტომ რომ ანგელოზები ტყვეებს აღარ აიყვანენ და მთელ არმიას მხედართმთავრიანად გეენაში ჩააყუდებენ და თან 1 და 2 წლით კი არა სამუდამოდ.
  17. პს. საიდან მოიტანე რომ ეშმაკის განდევნა მხოლოდ ღმერთს ძალუძს? ფარისევლებს რომ ჰგონებოდათ რომ ეშმაკის განდევნა მხოლოდ ღმერთს ძალუძს ბელზებელს საერთოდ არ ახსენებდნენ, მათ იცოდნენ რომ დემონთა მთავარს ბელზებელსაც შეუძლია დემონის განდევნა და სწორედ ამიტომ აბრალებდნენ იესოს თითქოს ის ბელზებელის მიერ მიცემული ძალით სდევნიდა რითაც სულიცმინდა დაგმეს აი სწორედ ამიტომ უთხრა იესომ რომ გმობთო ვინაიდან სულიწმინდით ნამოქმედარზე თქვეს ბელზებელის ნამოქმედარიაო.
  18. მეორე კითხვაზე კი გიპასუხებ მართლმადიდებელ მამებს შეეძლოთ სულიწმინდით მკვდრის აღდგინება, ამიტომ ვფიქრობ რომ მათთან იყო ჭეშმარიტება მაგრამ ეს ეკლესია ძალიან დაასუსტა ლუციფერმა ასე განსაჯე მისი პირდაპირი მსახურები ჩანერგა მათში, მოძღვრებაშიც ბევრი ცვლილებისა და განხეთქილების შეტანა შეძლო, თითებზე ჩამოსათვლელი ხალხი დარჩა მათგან უბიწო და დღეს ქრისტეს ეკლესია მხოლოდ რამოდენიმე ასეულ კაცს მოიცავს, რომელთაც უახლოეს მომავალში განკვეთა ელით ვინაიდან ისინი არასოდეს არ შეცვლიან სწავლებას და მრწამსს არ გამოიცვლიან ისინი არასოდეს დაუშვებენ სატანის თაყვანისცემას, თუმცაღა კარგად იციან რომ პირდაპირ მათ ეკლესიაში დადგა მან თავისი ტახტი.
  19. ლოგიკური კითხვა დასვი მართლაც და რა ხეირი აქვს ეშმაკს თუ სასიკვდილოდ განწირულს განგკურნავს? ეხლავე აგიხსნი რა ხეირიც აქვს. თუ მაგალითად ღმერთმა დაგიფაროს და ავთვისებიანი სიმსივნით ავადმყოფობა შეგყარა დემონმა შენზე ლოცულობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები მაგრამ შედეგო ნული მიიღე, შემდეგ მოდის შენთან ორმოცდაათიანელი ხუცესი თავწე ხელს გადებს და ინკურნები, ამ სასწაულის შემხედვარე შენ დაიჯერებ რომ ჭეშმარიტება ორმოცდაათიანელებთანაა, მათ ხომ შეძლეს არა შენი განკურნება? აი მართლმადიდებელი მღვდელი კი მიუხედავად იმისა რომ დღედა ღამ ლუცულობდა შედეგი არ იყო, შეგეხო თუ არა ორმოცდაათიანელი ხუცესი ეგრევე ჩიტივით გახდი არანაირი კიბო და არანაირი მეტასტაზი, დაახლოვებით ერთ კვირაში შენ უკვე ორმოცდაათიანული ეკლესიის წევრი ხდები და ამ "სასწაულის" შესახებ თუ "როგორ განგკურნა" ღმერთმა სხვებსაც უყვები. სინამდვილეში კი იცი რა მოხდა? 1. დემონის შეყრილი სნეულება დემონვამე მოგაშორა 2. რითიც შენ დაგაჯერა რომ სნეულება ორმოცდაათიანელმა ხუცესმა მოგაშორა სულიწმინდით 3. აქედან გამომდინარე დაგაჯერა რომ ეს ეკლესიაა ქრისტესი 4. შენ განგკურნა, კიბო მოგაცილა, მაგრამ 5. საჩუქრად შენი სული მიიღო. აი ეს ხეირი აქვს ამ შემთხვევაში დემონს და ვხედავ რომ კარგადაც იხეირა, ადამიანის უმეცრობით ვინაიდან გადაივსო ცრუ ეკლესია ცრდ განკურნებული მრევლით, რა ხეირი უნდა ქონდეს სხვა? სნეულების გაწვევის სანაცვლოდ სული წაგართვა.
  20. რაც შეეხება სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის ლიდერებზე: 1. ზურგს უკან არასოდეს მიჭორავია და რასაც აქ ვწერ მათთვის პირშიც მაქვს ნათქვამი და თან არაერთხელ 2. ნებისმიერ კონფერენციაზე სადაც მე ვიმყოფები ისინი ან იძურწებიან იქიდან ან მუნჯებივით სხედან 3. მუნჯებივით იმიტომ სხედან რომ პირი რომ გააღონ და სიტყვა თქვან ჩემს წინაშე არანაირი მორალური უფლება არა აქვთ 4. ვინაიდან თითოეული მათგანი გახლარტული ლუციფერის მახეში და თან სიცოცხლისთვის საშიშ მახეში ამ "დირკიდან" გამოყვანილი მყავს. 5. ისინი როგორც ნაბანი ღორები მაინც ტალახში საგორაოდ წავიდნენ 6. ტალახში გორაობისა და მათ მიერ ქრისტეს სახელით სულიერი მეძაობის მიზეზი მრევლის მიერ შეწირული ფულია 7. ლოცვით მიღებულ მილიონს რომ ნატრობ ეკლესიის საჭიროებისთვის ეგ მილიონი თან 25 მართლმადიდებლებმა ლოცვის გარეშე მიიღეს კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფოსგან 8. აი ამ ბიზნესში დაიკარგა ჭეშმარიტება, და როგორც ადრე გაიყიდა ქრისტეს სხეული დღესაც ანალოგიურად იყიდება მისი სხეული ფულზე.
  21. ერთ მშვენიერ დღეს როდესაც ღმერთი ინებებს და შენთვის გახსნილს გახდის ზეციური სიბრძნის წვდომის უნარს, მაშინ გამიხსენებ და ჩემს ნათქვამსაც ბოლომდე მაშინ გაიაზრებ, მანამდე კი მხოლოდ ერთ რამეზე ვწუხვარ, ჯერ ვერ გამირკვევია რომელი დემონი გაწვდის მენტალურად აზრს, ცუდად ნუ გამიგებ არანაირი პიროვნული შეურაცხყოფა ასე ნებისმიერი ადამიანის თავში ცდილობენ დემონები საკუთარი აზრების შეტენვას და ამ აზრების ადამიანურ აზრებად გასაღებას. უკლებლივ ყველაში მეც კი ამ მენტალური მეთოდით მებრძვიან. შენს პოსტებს ვაკვირდები და ვფიქრობ რომ ეს ერთ ერთი ფსევდოღმერთია ოღონდ ნერვები იმაზე მეშლება რომ ჯერ ჯერობით ვერ ვხვდები რომელი, რომ 5 წუთში გამოვუწერო სათანადო წამალი. შენ კი გეტყვი ძმაო 1. ისტორიულად გამოიკვლიე მაგ რელიგიური მიმდინარეობის წარმომავლობა 2. გამოსცადე მანდ ყოველი სული 3. ლოცვისას იყავი სიტყვაძუნწი ვინაიდან მრავალსიტყვაობით არ მიიღწევა შედეგი და უფალმა უკეთ იცის რაც გჭირდება 4. როდესაც მოვა ჟამი და სასწაულმოქმედების უნარს შეიძენ ერთხელ მაინც მესტუმრე მე 5. ძალიან ფრთხილად იყავი 6. შენი რწმენისამებრ მოგეგოს.
  22. არ არის მთლად მასე, ნათლობის წინ რომ ცოდვებს ინანიებ, ეს შენს მიერ ჩადენილ ცოდვებს ინანიებ, და არა ადამის ცოდვას, ამიტომ მთლად წმინდა და მართალი ვეღარ ხარ, ნათლობის წინ, იმიტომ რომ ყველა ცოდვა რომ გეპატიოს ნათლობამდე ადამის ცოდვა რჩება შენზე, ადამის ცოდვას კი შენ ვერ მოინანიებ, იმიტომ რომ ცოდვა შენ კი არა ადამმა ჩაიდინა, და რომც მოინანიო მის ნაყოფ სიკვდილს მაინც ვერ მოიშორებ. ასე რომ ნათლობის წინ მთლად უცოდველი კრავი არავინ არის, ხოლო ნათლობა ცოდვათა მონანიებასაც იმიტომ გულისხმობს სხვა დანარჩენ ჩემს მიერ ზემოთ დასახელებულ ასპექტებთან ერთად რომ, ნათლობისას სწორედ ადამის ცოდვისაგან ათავისუფლებს უფალი ადამიანს, ანუ მეორედ სიკვდილის ძალაუფლებისაგან ათავისუფლებს, იოანე წყლით რომ ნათლავდა მას ჰქონდა ძალაუფლება ღვთისგან მიცემული ამ ნათლობით ადამის ცოდვისაგან გაეთავისუფლებინა ადამიანები, ამიტომ ეუბნება ფარისევნებს იქედნეთა ნაშობნო ვინ შთAგაგონათ მომავალ რისხვას გაქცეოდით? იოანე ამ ნათლობით უფლის გზას ამზადებდა და თAნ იძახდა ადამის ცოდვითAგან თAვისუფლებს სულით და ცეცხლით მოგნათლავთ ჩემს შემდეგ მომავალიო. იოანემ რომ დაინახა მისკენ მოსანათლად მიმავალი იესო უთხრა მას <მე უნდა მოვინათლო შენგან შენ კი ჩემთAნ მოდიხარ?" ეს იცი რატომ უთხრა? იმიტომ რომ იოანემ იცოდა ერთი მარტივი ჭეშმარიტება იესო ადამის ცოდვისაგან თავისუფალი იყო და წყლით ნათლობას არანაირად არ საჭიროებდა, მაგრამ იესო რას პასუხობს დაე იყოს ასე რათა აღსრულდეს......, ხვდები ეხლა აჩომ იძიოტ რეეჩ? ანუ წყლით ნათლობა რომ საერთოდ მოსაშორებელი და ამოსაღები იყოს და ტკააც და ეგრევე სასუფეველში ადენდეს ადამიანი ტყაპანს იესო იორდანეში საბანაოდ კი არ იყო წასული მან ამით კაცობრიობას დაანახვა რომ წყალშიც უნდა დაეფლოს ადამიანი რათა აღსრულდეს ყოველივე რაც უფლის ნებაა........ ამის შემდგომ კი, როდესაც ადამიანი თავისუფლდება ადამის ცოდვისაგან ის იღებს სულით ნათლობას ანუ სულიწმინდის ბეჭედს საუკუნო სიცოცხლისათვის, ადამის ცოდვა თუ არ წარიხოცა ჯერ გამორიცხულია სულით ნათლობა, არანაირი ბეჭედი და არანაირი სასუფეველზე ოცნება. ამიტომ პირველი ეტაპი ადამიანის განსამზადებლად მიიღოს სულიწმინდა ანუ სულით ნათლობა არის წყლით ნათლობა, ვინაიდან წყლით ნათლობისას წარიხოცება ადამის ცოდვა, ეხლა ვიცი იტყვი ადამის ცოდვა ხომ იესოს სისხლით წარიხოცება მხოლოდო? მაშ როგორღა წარხოცავდა მას იოანე, როდესაც ქრისტეს სისხლი ჯერ დაღვრილი არ იყო ჯვარზეო? და სრულიად ლოგიკურ კითხვასაც დასვავ, მაგრამ ერთ რაღაცაში არ უნდა შეცდეს ადამიანი იესოს სისხლი მისი ჯვარზე დაღვრილი ფიზიკური სისხლი კი არ არის, სანამ იესოს სისხლი ჯვარზე დაიღვრებოდა მანამდე მიაწოდა მან ღვინო მოციქულებს პასექზე და უთხრა ეს არის ჩემი სისხლი აღთქმისა მიიღეთო, მაგრამ არც ღვინოა იესოს სისხლი, მაშ რა არის იესოს სისხლი? რა იგულისხმება სიტყვებში "სისხლი ხსნისა"? სისხლი ეს არის სულის ფიზიკური გამოხატულება, ძველ აღთქმაში ღმერთი უკრძალავს ისრაელს და ეუბნება "არ ჭამო სისხლი ვინაიდან სული სისხლშია" რასელისტებმა რომ აიღეს და პირდაპირი მნიშვნელობით მიიღეს ეს სიტყვები და სისხლს აღარ უსხავდნენ მომაკვდავ ადამიანებს ეგრე კი არ არის ამბავი, სისხლი სულთან და ზოგადად სიცოცხლესთან იგივდება, ასე რომ "სისხლი ხსნისა" ანუ უფლის სისხლი არის მისი სულის ანუ სულიწმინდის ფიზიკური გამოხატულება და ვისაც ეს ჭეშმარიტება გახსნილი აქვს იმან კარგად იცის რომ იოანეს წყლით ნათლობისას უფლისაგან სწორედ რომ ადამის ცოდვის წარხოცვის ძალაუფლება ჰქონდა მიცემული და ამ დროსვე წარიხოცებოდა ეს ცოდვა იესოს სისხლით ანუ ღვთის სულით, ეს რომ ასე არ იყოს, პირველი ზიარება გაიხსენეთ აბა? მაშინ ჯერ არ იყო ქრისტეს სისხლი ჯვარზე დაღვრილი მაგრამ იესო რას ეუბნება მოციქულებს, აჰა შესვით "ეს არის სისხლი ჩემი მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად" მიუხედავად იმისა რომ მისი სისხლი ჯერ არ იყო ჯვარზე დაღვრილი იესო მოციქულებს ეუბნაბა რომ მისი სისხლი მრავალთათვისაა დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად, რას ნიშნავს ეს? მომავალზე წინასწარმეტყველებას? არააააა არამც და არამც, ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანი თუ ცოტა ტვინს გაანძრევს მიხვდება რომ ქრისტეს სისხლი, მისივე სულის ფიზიკური გამოხატულებაა და არა ჯვარზე დაღვრილი ერითროციტების, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების ნაკრები. მოკლედ ამ ჩემს განმარტებას ვიცი ბევრი მკითხველი ვერ გაიგებს მაგრამ ბიბლიაში გათვიცნობიერებული ადამიანი კარგად მიხვდება რასაც ვწერ. ასე რომ ნათლობის შემდეგ, თუ ადამიანი ბიბლიური იგავისამებრ ნაბანი ღორივით გაიქცევა და ტალახში ჩახტება ისევ, ეს კავშირი და აღთქმა ირღვევა ვინაიდან უფლისაგან განცმენდილი ისევ ცოდვის ტალახით ისვრება და ხელახლა უბრუნდება იმ მდგომარეობას რასაც უკვე ადამიანი კი არა უბრალო მიწა ჰქვია, ასეთსაც აქვს შანსი გადარჩენის, მაგრამ როგორც აღვნიშნე ეს ცოდვის ტალახი არ უნდა იყოს სულიწმინდის გმობა და თვითმკვლელობა ასეთებს შანსი არ აქვთ. და დაფიქრდი აბა ეხლა და მიხვდები რომ სანამ ჭეშმარიტ ეკლესიას ვიპოვი, სწორედ მიტომ ვეძებ მათ ასეთი სიფრთხილით რომ ჩემი უმეცრობით უნებლიედ არ მინდა თავი სატანის საკრებულოში ამოვყო მოქმედის "ჭეშმარიტი ეკლესიის" ეგიდით და არ მსურს შესაბამისად ღვთის სულის მგმობელად გადავიქცე, რათა ჩემი და ზოგადად კაცობრიობის მტერმა ლუციფერმა კიდევ ერთი სული არ ჩაიწეროს უბის დავთარში.
  23. 1. შენი მისამართით რამის თქმა რომ მინდა სანამ სხვას მივწერდი შენ მოგწერე, მაგრამ ამაზე კონკრეტული პასუხი არ მიმიღია, იმიტომ რომ თუ დარწმუნებული ხარ იმაში რომ სული ღვთისა შენშია ვეღარ ვბედავო აღარ უნდა იძახდე, იმიტომ რომ ამ ორი სიტყვით "ვეღარ ვბედავ" უკვე ეჭქვეშ აყენებ თავად იმას რასაც ამტკიცებ ანუ სული წმინდის შენში ყოფნას, ეს ორი სიტყვა იმაზედ მეტყველებს რომ გულის სიღრმეში თავადვე გეპარება ეჭვი ნამდვილად არის კი სულიწმინდა შენში? ეს ორი სიტყვა "ვეღარ ვბედავ" ნიშნავს იმას რომ არ ხარ ბოლომდე დარწმუნებული იმაში რასაც ამტკიცებ ანუ "სულიწმინდის ყოლას" ამას კი სანამ სხვას მივწერდი მემგონი ჯერ შენ მოგწერე და საწინააღმდეგო თუ გაქვს რამე მითხარი აბა როგორ უნდა აღვიქვა სიტყვები "ვერ ვბედავ" იმ პიროვნებისაგან ვინც იძახის რომ სულიწმინდაა ჩემში, მითხარ ერთი 1 საუკუნეში რომ მეცხოვრა და პეტრე მოციქულს შევხვდროდი რომელშიც მართლა იყო სულიწმინდა მეტყოდა სიტყვებს "მკვდრის აღდგენაზე ლოცვას ვერ ვბედავო"? ხომ უყოყმანოდ და ეჭვისა და ვარაუდების გარეშე იტყოდა სიტყვებს აღსდექ და თან ისეთი გამბედაობით ჯერ რომ არავის არაფერი გაუბედია მსგავსი. 2. ეხლა შენი პოსტის ძირითად შინაარსს დავუბრუნდეთ, ერთი კოლეგა მყავს საჩორითო საკითხისაგან თავის არიდება რომ უნდა ხოლმე ათას რაღაცას მიედება ქალდევური მაგიიდან დაწყებული ინდიელების ვუდუთი დამთავრებული ოღონდ კონკრეტულად დასმულ კითხვებს კონკრეტული პასუხები არ გასცეს, აი სწორედ იმის მოქმედებას მახსენებს შენი წინამდებარე პოსტი, რომელსაც ეტაპობრივად ავხსნი. ------ ყველაფერზე ლოცვა რომ არ შეიძლება ეს ახალი ამბავი არ არის და მიწიერ სიამეთა მოპოვებაზე ლოცვა მკრეხელობაა და უფალი არ უპასუხებს ასეთ ლოცვებს, მაგრამ შენ მილიონის სათხოვნელად წარმოთქმულ ლოცვასა და მკვდრის აღსადგინებლად წარმოთქმულ ლოცვას შორის განსხვავებას ვერ ხედავ? ზემოთ დამიწერე, ქრისტე ამბობდა ჩემი მორწმუნეები სნეულებს განკურნავენ, ენებით ილაპარაკებენ და ყველა სასწაული ჩამოთვალე თითქმის გარდა მკვდრის აღდგინებისა, თანაც დასძინე ის იმას კი არ იძახდა გინდა თუ არა მკვდრები უნდა აღადგინონო, მაგრამ რაღატომღაც აღარ სთქვი იგივე იესოს მიერ ნათქვამი სიტყვები როდესაც იძახის "ჩემი მორწმუნე იმასაც გააკეთებს რასაც მე და კიდევ უფრო დიდ სასწაულებსაც მოახდენსო" აქედან გამომდინარე რომ დავკონკრეტდეთ ვინაიდან ქრისტე მკვდრებს აღადგენდა და თან იძახდა ჩემი მორწმუნე იგივეს გაიმეორებს რასაც მე ვაკეთებო აი ამ იგივეში შედის სწორედ მკვდრის აღდგენის ძალაუფლებაც, რაზედაც შენ წერდი აბა სად თქვა გინდა თუ არა სწორედ რომ მკვდარი უნდა აღადგინონო, მე ამ მკვდრის აღდგენაზე ჩაციკლული კი არა ვარ და ეს კი არ დავიხვიე ხელზე, უბრალოდ მხოლოდ ეს ერთი ასპექტია რაც სატანას არ ძალუძს დანარჩენი ყველაფერი ძალუძს, მას ყველაფერი ძალუძს რასაც ორმოცდაათიანელი ხუცესი აკეთებს, თავიდან ბოლომდე გაიმეორებს იგივეს და თან იმ ხუცესზე უკეთესად, აი მკვდრის აღდგინება კი არ ძალუძს და მხოლოდ ეს ერთი ასპექტია ამ შემთხვევაში სულის გამოსაცდელად, მე სხვანაირად ვერ გამოვცდი დემონის სულს, იმიტომ რომ მას სხვა ყველაფერი ძალუძს, მაგალითს გეტყვი: 2 პიროვნებას შეუძლია წერა ამ 2 პიროვნებიდან ერთს არ შეუძლია სიმღერა, ეხლა ვსვავ კითხვას ჩემს წინაშე დევს წერილი და დისკზე ჩაწერილი სიმღერა, მე ვიტყვი რომ დისკზე ჩაწერილი სიმღერა "ჭეშმარიტად ღვთისგანაა" აი წერილი კი ვინ დაწერა ღმერთმა თუ სატანამ ვინაიდან ორივეს ძალუძს წერა ამის გასარკვევად მე დამჭირდება იმის ცოდნა რომ წერილის ავტორს შეუძლია თუ არა სიმღერაც, თუ მხოლოდ წერილის წერა შეუძლია და სიმღერა არა რა უნდა ვიფიქრო ერთი შენ მითხარი რაა? შენ დაწერე სიტყვები "მარტო იმის ცოდნა რომ სულიწმინდა შენში ცხოვრობს არ არის საკმარისი მკვდრის აღსადგინებლადო" მე ამ სიტყვებს ცრუდ ვაცხადებ ვინაიდან იესო ამბობს იოტისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ ამოითხარე და ზღვაში გადავარდი დაგიჯერებთო, შესაბამისად შენ თუ გწამს რომ სული ღვთისა შენშია ეს რწმენა იოტისოდენა რწმენაზე დიდია და შესაბამისად მკვდრის აღდგინებაც ძალუძს და მთის ზღვაში გადაგდებაც, ქარების დამორჩილებაც და წყალზე ფეხით სიარულიც, რისი მცდელობაც როგორც ზემოთ აღვნიშნე ფიასკოთი დაუსრულდათ ორმოცდაათიანელებს, იმიტომ კი არა რომ ადამიანს არ შეუძლია წყალზე სიარული? სწორედ იმიტომ რომ, მათ არ აქვთ იმის რწმენა რომ ნამდვილად მათშია სული ღვთისა, შენ ასევე ქმნი ცრუ შთაბეჭდილებას იმისას რომ თითქოს სულიწმინდა ეტაპობრივად ანვითარებს ადამიანში სასწაულმოქმედების უნარს და თითქოს ეს დროზე და ეტაპებზეა დამოკიდებული, ამის გასამართლებლად შენ მოიყვანე მაგალითი რომ ყველას თანაბარი რაოდენობით არა აქვს მიცემული ათი ტალანტი, ჯერ ეს ერთი ტალანტებზე იგავი სულიწმინდის ნიჭების მიღება-განაწილებას არ ეხება და ეს იგავი მრევლის რაოდენობაზეა დაწერილი: "მოგეცი დასამწყემსად 2 კაცი? დაგაყენე 2 კაცის მწყემსად? გამიმრავლე მრევლი?" ვინც 2 ტალანტი ანუ 2 კაციანი ეკლესია 4 კაციან ეკლესიად აქცია, მას თავისი საზღაური მიეზღო ხოლო ვინც უკან მიაგდო ბატონს ეს 2 ტალანტი და უთხრა აჰაა შენი 2 კაციანი ეკლესიას და თავად მიხედეო, მას წაერთვა ის ორი კაციც და იმას მიეცა ვინც მრევლი გაამრავლა, აი ეს იგავი ამას ნიშნავს და სულიწმინდის ნიჭებიდან ეს იგავი ისევე შორს არის როგორც თხისაგან სიმფონია. მდააა გავაგრძელოთ: ყველას ერთი და იგივე ნიჭი რომ არ ეძლევა ეს ვიცი, ზოგს ენებით საუბრის ნიჭი ეძლევა, ზოგს განმმარტებლისა, ზოგს წინასწარმეტყველებისა, ზოგს სნეულთა განკურნებისა, ზოგს დემონთა განდევნისა ზოგსაც მკვდრების მკვდრეთით აღდგენისა, ასევე შესაძლებელია ყველა ეს ზემოთაღნიშნული ნიჭი ერთ პიროვნებას მიეცეს და მან შეძლოს წინასწარმეტყველებაც და თან სნეულთა განკურნებაც, მე იმას კი არ ვიძახი რომ თუ სულიწმინდა ადამიანშია მაინცდამაინც ყველა ზემოთჩამოთვლილ ნიჭს ერთდროულად უნდა ფლობდეს თქო, მე ვამბობ რომ როდესაც ზოგადად ეკლესია აცხადებს "სულიწმინდა ჩვენთანაა" ამ ეკლესიის ასიათასობით წევრს შორის 1 კაცი მაინც უნდა მოიძებნებოდეს ისეთი ვისაც მკვდრეთით აღდგენის ნიჭი აქვს მიცემული, მე იმას კი არ ვამბობ რომ ასიათასი მორწმუნიდან ასიათასივე გინდა თუ არა მკვდარს უნდა აღAდგენდეს რომ ეკლესიას ჭეშმარიტი ვუწოდო მეთქი, მე ვამბობ რომ აი ამ ასიათასიდან და მილიონიდან 1 კინკილა კაცი რა გახდა ერთი კაცი მაინც უნდა იყოს ისეთი ვისაც უფლის სულიწმინდით მკვდრის აღდგინება ძალუძს, ორმოცდაათიანელურ ეკლესიაში კი რა ხდება? მილიონი მორწმუნედან მილიონი ენებით ლაპარაკობს 1 მკვდრის აღმდგინებელს ვერ მოძებნი, ისინი ახდენენ რეალურად სასწაულებსაც მაგრამ როგორც კი მკვდრის აღდგენაზე მივა საქმე აქ უკვე ტორმუზდებიან და იწყება ბაბუშკინი სკაზკები აი სულიწმინდა ეტაპობრივად გვაძლევს ნიჭებს და აი დღეს თუ არა ხვალ ხომ შეიძლება მოგვეცეს ეს ნიჭი და აი ვერ ვბედავ და აი ჯერ არ მიცდია და იტოგში ეს აი აიები აბსურდამდე გრძელდება და თან ამ აი აიებს შეძლებისდაგვარად ბიბლიასაც აშველიებენ ხოლმე, შე დალოცვილო ღმერთმა თუ ინება ეკლესიის მილიონ წევრს ყველას დიდიან პატარიანად ენებით ელაპარაკა 1 კაცს მაინც არ მისცა ამ მილიონიდან მკვდრეთით აღდგომის ძალაუფლება? მილიონმა კი არა მთელმა ქვეყანამ რომ ენებით დაიწყოს ლაპარაკი, მთელმა კაცობრიობამ რომ წყალზე შეძლოს ფეხით სიარული და ჰაერში ჩიტივით ფრენა, რასაც მოვა დრო და შეძლებენ მე ერთი ვიქნები რომელიც ვიტყვი ამ ყველაფერზე ეს ბოროტისაგანაა, მე აქ მხოლოდ ორმოცდაათიანელურ ეკლესიაზე კი არა მაქვს საუბარი ეს ზოგადად ყველას ეხება, აღსა და ასს ხომ არ გთხოვ 1 კაცი დამისახელე ორმოცდაათიანელთაგან რომელმაც იგივე ძალთაქმედება ქმნა რაც მხოლოდ უფალს ძალუძს და ვიტყვი რომ ეს არის ქრისტეს წმინდა ეკლესია. მე რომ ორმოცდაათიანელების წინააღმდეგ სიტყვას ვიძახი ამას ნაურაზე ჰარრზე და გაუთვიცნობიერებლად კი არ ვამბობ, მე ღრმად მაქვს შეგნებული ერთი მარტივი ჭეშმარიტება " ხომ შეიძლება ისინი მართლაც სულიწმინდით მოქმედებდნენ მე კი ამ ჩემი მოქმედებით ვგმობდე მას?" ხედავ რამხელა რისკზე მივდივარ როდესაც მე ამ ეკლესიის წინააღმდეგ ვამბობ სიტყვას? მე ვიცი რომ სულიწმინდის გმობა არასოდეს მომეტევება და როგორ ფიქრობ ეხლა ასიათასი პროცენტით რომ არ ვიყო იმაში დარწმუნებული და ასიათასჯერ რომ არ მქონდეს გადამოწმებული ორმოცდაათიანელების მრწამსი ასეთ რისკზე წავალ? გიჟი ხომ არ გგონივარ რომ საკუთარი სული გარანტირებულ ჯოჯოხეთში გავამწესო საკუთარი ნებითვე თან იმის ცოდნით რომ იქიდან ვეღარავინ გამომიხსნის? ამიტომ რასაც ვიძახი თამამად ვიძახი ორმოცდაათიანული ეკლესია სატანის ეკლესიაა ვინაიდან მან ვერ გაუძლო ერთ მარტივ გამოცდას, მან ვერ დაამტკიცა რომ მრევლში 1 კაცი მაინც მოეპოვება ისეთი რომელიც იმას იქმს რაც მხოლოდ ღმერთს ძალუძს რომ ქნას. რომ იძახი ჯერ სანამ ხორცში ვართ უძლურები ვართო და გონება ყოველთვის ებრძვის რწმენას და ამ სიტყვებით ირიბად რომ მიმანიშნებ ვითომ ამ მიზეზების გამო არ ძალგიძთ ყველა სასწაულის მოხდენა, მოციქულები რა ხორცში არ იყვნენ? განა მათი გონება არ იბრძოდა რწმენის წინააღმდეგ? მოციქული პეტრე ფიზიკურ სხეულში არ იყო? ან იოანე? მათ რა გონება არ ჰქონდათ? თუ ადამიანური სისუსტეები არ ჰქონდათ? ისინი რა ადამიანები არ იყვნენ? შენ ასევე იძახი სულიწმინდა არაა ის მარიონეტი რომ თქვა: აი ამ მკვდრის გაცოცხლება მინდა და იმანაც ჩვენს ნებაზე გააცოცხლოსო, მართალია ასეა მაგრამ თქვენი ხუცესი რომ იძახის სიტყვებს ვითომ შებყრობილის მიმართ " ქრისტეს სახელით გიბრძანებ დატოვე ეს სხეული" მაშინ რაა მარიონეტია? ესე იგი მკვდრის აღდგენაზე რომ მიდგება საქმე უკვე ჩნდება ფრაზა "მარიონეტი ხომ არ არის" და როცა საქმე " შებყრობილთა განდევნას ეხება მაშინ უკვე "თავისი ნებით მოქმედებს თურმე" , ენებით ლოცვისასაც თავისი ნებით მოქმედებს, სნეულთა განკურნებისასაც თავისი ნებით მოქმედებს აი როგორც კი მკვდრის აღდგინებაზე მიდგება საქმე უკვე წამოიშველიებენ ფრაზას - "მარიონეტი ხომ არ არის ჩვენს ნებაზე მკვდარი გააცოცხლოს" და თუ თქვენს ნებაზე კურნავს და თქვენს ნებაზე სდევნის დემონებს მაშინ აღარ გამოგყავთ მარიონეტად? ეხლა რაც შეეხება რქებით მიწოლას და სიარულს, ეგ რქები ოღონდ თვალთაგან უხილავი, უკვე დიდი ხანია ადგას ბონკეს გერმანულ ბაშკაზე სვასტიკიანი ჩაფხუტის ნაცვლად და რქებზე თუა საუბარი სჯობს ჯერ შიდასამზარეულოში გაარკვიე თქვენი ერთ ერთი "წარმატებული" მისიონერის მკერდზე რატომაა დამწვრობის კვალი, გულზე მიხატული სვასტიკა რომ ამოიწვა და თან ეს ყველაფერი სულიწმინდას რომ დააბრალა თუთქოს სვასტიკა ღვთის სულმა ამოაწვა და სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ფაშისტური იდეოლოგიიდან მკვეთრი ნახტომი "ჭეშმარიტ შემეცნებაზე" გაეკეთებინა, ამ ისტორიას მე აქ შემთხვევით არ ვახსენებ და ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდები, ასევე ცოტა მომცრო რქებუკები შეიმჩნევა აშშ-ს ორმოცდაათიანელური ეკლესიის ბილ რიდის თავზეც აბა კითხე ერთი მისტერ ოლეგის როგორ გამოიჭირეს ეს "ღვთისმოსავი სასწაულმომქმედი" კალიფორნიის ერთ ერთ ბორდელში სამ სამ წიწკვ ბოზთან ერთად ორგიის დროს? ეამაყება ხოლმე ამ ამბის მოყოლა და საუბარს მრავლისმეტყველი ეპიზოდით ასრულებს " უფალი იმდენად მოწყალეა, როგორც მის წინ მოედანზე გამოთრეულ მეძავს შეუნდო ცოდვანი, ბილ რიდსაც ანალოგიურად აპატია და უფრო მეტიც აშშ-ს ეკლესია ჩააბარაო" სონღულაანთ ბიჭი თუ უდგას ხოლმე გვერდით ხომ მთლად კომედიაა ამ დროს ბოხი ხმით დასძენს "შეუცნობელია გზანი უფლისანი" იესოზე რომ წერ 3 დღის შემდეგ მივიდა ლაზარეს აღსადგინებლად და ეგრევე არ წავიდაო ეს დაყოვნება მას უფლის სახელის განსადიდებლად და იმის დასადასტურებლად დასჭირდა რომ ჭეშმარიტად ძე იყო ღვთისა. ნებისმიერ ორმოცდაათიანელმა კი 3 დღე კი არა 10 წელი რომ დააყოვნოს მაინც ვერ შეძლებს მკვდრის აღდგინებას. ჩემზე რომ წერ თეოლოგები მწიგნობრები ხართ და წინააღმდეგობრივებიო გვერდით უნდა მიგეწერა იციი? "თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა სიმართლეს ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში" აი ასე უფრო დამაჯერებლად გამოგივიდოდა ჩემი გამტყუნება და მაგ ცრუ ეკლესიის გამართლება, რა შუაშია აქ თეოლოგობა? სადმე როდისმე დავწერე რომ ყოვლისმცოდნე ვარ მეთქი? მეც ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი ესეც სრულიად საკმარისია შავი და თეთრი კარგად გავარჩიო. პს ბოლოს დაწერე ეგ სად წერია რომ მიქაელს უფლის დაშვებით ჯოჯოხეთიდან სულები ამოყავსო, გპასუხობ იმ ბიბლიის წიგნებში წერია რაზედაც ტიმოთე წერს მთელი წერილი ღვთივსულიერიაო, ეს იმ წიგნებში წერია რომელსაც არ იცნობ და სურვილიც არ გაქვს რომ გაიცნო იმიტომ რომ ვიღაცამ მეოთხე საუკუნეში ტიმოთეს პირით ღვთის მიერ აღიარებულ წიგნებს, რომლებზეც უკლებლივ ყველაზე ითქვა "მთელი წერილი ღვთივსულიერია" რამოდენიმე წიგნი მოაკლო და საცავში შეჩურთა.
  24. შეუძლია, და ეს ძველმა ებრაელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, სწორედ ამიტომ თქვეს იესოზე ეშმაკთა მთავრის ბელზებელის ძალით დევნისო დემონებს. ადამიანის განკურნებაც შეუძლია, საერთოდ თითქმის ყველა სასწაულის მოხდენა შეუძლია მკვდრის აღდგინების გარდა. მკვდარი გვამის გაცოცხლებაც შეუძლია 7 წლით, მაგრამ ამ გვამში ადამიანის სულის ნაცვლად რამოდენიმე ძლიერი დემონი სახლდება და ისინი დაათრევენ ამ ხორცს აქეთ იქით, ასეთ გვამს ზომბი ეწოდება, ადამიანი რომ კვდება მისი სული ან სამოთხეში ან ჯოჯოხეთში ხვდება უფლის განჩინებით, ეშმაკს არ შეუძლია ეს სული სამოთხიდან ან ჯოჯოხეთიდან მიწაზე თავის სხეულში დააბრუნოს, ეს მხოლოდ სულიწმინდას ძალუძს, მხოლოდ იესომ შეძლო ჯოჯოხეთიდან სულების ამოყვანა სულიწმინდით, იგივეს ეშმაკი ვერ შეძლებს, ანალოგიურად ვერც სამოთხიდან გამოიყვანს სულს და მიწაზე მკვდარ სხეულს ვერ დაუბრუნებს ამის ხელმწიფება მხოლოდ ღმერთს აქვს და მიქაელ მთავარანგელოზს იმასაც მხოლოდ მაშინ როდესაც ამას ღმერთი უბრძანებს, მიქაელი ყოველი აღდგომისას ეშვება ჯოჯოხეთში და იქიდან რამოდენიმე სული ამოჰყავს სამოთხეში, მხოლოდ ისეთი სულები რომელთაც მომაკვდინებელი ცოდვა, თვითმკვლელობა ან სულიწმინდის გმობა არ აქვთ ჩადენილი, ვისაც ეს ორი მომაკვდინებელი ცოდვა აქვს ჩადენილი ამ სულებს აღარაფერი შველის, აი არამომაკვდინებელი ცოდვების გამო ჯოჯოხეთში მოხვედრილ სულებს კი აქვთ შანსი, მაშინ როდისაც მათ ცხონებაზე მიწაზე ვინმე წრფელი გულით ლოცულობს და შესთხოვს უფალს რომ შეეწიოს მათ, შეისმენს უფალი ლოცვას და აღდგომას მიქაელს ავალებს ესა თუ ის სული ამოიყვანოს ჯოჯოხეთიდან, ჯოჯოხეთი დაიძლია ქრისტეს მიერ და სრული უფლება აქვს ასეთი სულები საკუთარი შეხედულებისამებრ აცხონოს, მაგრამ როგორც ვთქვი თვითმკვლელები და სულიწმინდის მგმობელები ამ შანსს მოკლებულნი არიან. ანუ შენი ძმაკაცი აზრი ამ შანსს მოკლებულია ვინაიდან იძახის სულიწმინდა ძალააო რითაც არ აღიარებს იმას რომ ის ღვთის სულია და შესაბამისად გმობს ამით. რასელისტების მოძღვრება კი სულ რომ ხუთიანზე გადმოსცემდეს ღვთის ნებას, მხოლოდ ამ ერთი ასპექტის გამო არის დასაგმობი და ეშმაკის ეკლესიისა და საკრებულოს წოდების თამამად მისანიჭებელი, ვინაიდან ზეპირად რომ მოყვე ბიბლია და ყველა მცნების შესაბამისადაც რომ იცხოვრო საკმარისია მხოლოდ სულიწმინდაზე თქვა სიტყვები "ის ძალაა და არა პიროვნება" რომ მომენტალურად გადაიქცევი მის მგმობელად. ეხლა რა ხდება: 1. ვინაიდან ეშმაკს არ ძალუძს ყოველივე ის რაც დავწერე ის შესაბამისად მკვდარს ვერ აღადგენს ხომ? ხო და როდესაც იძახი რომ სულიწმინდაა ჩემში თუ მართლაც არის რა პრობლემაა მაშინ მკვდრის აღდგენა? სულიწმინდას ხომ ძალუძს ეს? აგერ ეს ბატონი მეუბნება პირადად მე ვერ ვბედავო რომ ამაზე ვილოცოო, რა გაბედვა უნდა თუ დარწმუნებული ხარ რომ შენში ღვთის სულია? მითხარი ერთი ამიხსენი და გამაგებინე შენ რომ 100% დარწმუნებული იყო რომ შენში ღვთის სულია საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო და სიტუაციას მკვდრის აღდგენა მოეთხოვა ყოყმანს დაიწყებდი? მე არ დავიწყებდი არც ერთი წამით ყოყმანს, ხოლო ის ვინც ყოყმანს იწყებს მას ბოლომდე არ სჯერა რომ მასშია ღვთის სული ანუ გულის სიღრმეში თვითონვე ეჭვი ეპარება იმაზე რასაც თავადვე ამტკიცებს. სნეულთა განკურნება კი სრულიად მარტივად შეუძლია, იმიტომ რომ ნებისმიერ სნეულებას სწორედ რომ დემონი შეჰყრის ხოლმე ადამიანის სხეულს ზოგს უფლის დაშვებით ზოგსაც იმ ადამიანებს ვისზეც აღარ არის უფლის მადლი მისი ცოდვების გამო და მფარველი და დამცველი ანგელოზი მისი განშორებულია მისგან აი ასეთ ადამიანებს რომელთაც ღვთისგან ცოდვათა გამო ასე ვთქვათ ფიზიკური დაცვა მოხსნილი აქვთ ადვილად ხდებიან დემონთა ნადავლები, ერთ მაგალითს მოგიყვები იუდეაში მეფობდა ერთი მეფე სახელად სოლომონი გაგონილი გექნება "სოლომონ ბრძენი" ეს მეფე დავით მეფის ძე იყო რომელიც იშვა ხეთელი ურიას ცოლისაგან, ანუ დავით მეფემ თავისი მხედართმთავარი განზრახ ბრძოლაში მოაკვლევინა მტერს და მერე მის ცოლთან იკოტრიალა ლოგინში და შეეძინა შვილი სოლომონი რომელიც შემდგომში გამეფდა, აი ამ სოლომონს უფლისაგან მიცემული ჰქონდა სიბრძნე და ძალაუფლება წყვდიადის საუფლოზე, ერთხელ მან 32 დემონი გამოიძახა და ესაუბრა მათ, იცი რას ეუბნებოდნენ ეს დემონები? ერთი ეუბნება მე ადამიანს ვაყრუებო, მეორე ეუბნება მე ადამიანს ცხელებას ვყრიო, მესამე ეუბნება მე ადამიანის ძვლებს ვასუსტებო, მეოთხე ეუბნება მე ადამიანის გულსა და ფილტვებს ვასუსტებო, მეხუთე ეუბნება მე ადამიანს ვამუნჯებო, და ასე შემდეგ, ანუ სწორედ დემონები ჰყრიან ხოლმე ადამიანს სნეულებებს აბა იობი გაიხსენე საშინელი ქეცი რომ შეჰყარა მას სატანამ, აბა გაიხსენე რა თქვა ქრისტემ როდესაც სისხლმდენი ქალი განკურნა მან თქვა რომ ამ ქალს 18 წელი სტანჯავდა სატანაო. ეხლა კი ცოტა ლოგიკაც მოიშველიე და მიხვდები რომ იმას ვისაც ძალუძს სნეულების შეყრა მისგან განკურნებაც ძალუძს. პს არ შემიძლია ეს რომ არ გითხრა: გეხსომება შუასაუკუნეების შავ ჭირად წოდებული ეპიდემია, მუცლის ტიფი და სხვადასხვა ეპიდემიები იგივე აიდ ვირუსი, როდესაც ეს ეპიდემიები ვრცელდებოდა ეკლესიიდან დაწყებული ყანაში მომუშვაე გლეხით დამთავრებული ყველა იძახდა რომ ეს ღმერთის სასჯელია და თითქოს ღმერთმა მოუვლინა ეს სასჯელი კაცს, ღვთის სასჯელი კი არ არის და ღმერთმა კი არ მოუვლინა ვინმეს ჭირი და ხორველა, მან უბრალოდ მარტივი რამ გააკეთა ცოდვილ ადამიანებს ცოდვათა გამო მოუხსნა ფიზიკური დაცვა ანუ უკან გაიწვია მცველი ანგელოზები ჰო და მგელი როდის იტაცებს ხოლმე ცხვარს? მეცხვარე რომ დარაჯ ძაღლებს მოაშორებს ფარა მაშინ ხო? ანალოგიური რაღაც ხდება ამოუყვანდნენ ხოლმე ყელში უფალს თავის ცოდვებსა და მკრეხელობებს და ისიც განეშორებოდა ხოლმე ადამიანებს ასე უდაცვოდ და უსუსურად დარჩენილ ადამიანებს კი თავისუფლად ხოცავდნენ დემონები სნეულებებით, მერე ვიღაც მიხვდებოდა რომ საშველად ისევ ღმერთთან უნდა მიცუნცულებულიყვნენ პატიების სათხოვნელად და შველისა და დახმარების სათხოვნელად და უფალიც ეხმარებოდა ხოლმე მათ და ავალებდა თავის ანგელოზებს მათ დემონების შეტევისაგან დაცვას, დღეს კი ბევრმა ეს სულიერი სქემა არ იცის და იძახის აი უფალმა დაგვსაჯაო, უფალი არავის არ სჯის ყველა თავის თავს სჯის საკუთარი ცოდვით.
  25. მოკლედ მეურმე რომ მიდის და მიიმღერის თავისთვის ხო იცი, წისქვილმა კი ფქვაასო და მამალიც რომ იძახის მე ვიყივლებ და ამ ჩემს დაღლილს თუ არ გათენდებაო ეგრე გემართება ეხლა, რო დაიწყებ ხოლმე ქადაგებას და ბოლოში გადიხარ, მილანის თავდამსხმელივით დრიბლინგებს რომ ასრულებ, ცოტა ხომ უნდა დაამუხრუჭო ხოლმე როდესაც კითხვას გისმევენ და პასუხი გასცე და ისე გააგრძელო გზა? ჩვენი დიალოგის მანძილზე ძალიან ბევრი კითხვა დაგისვი რომელიც შენს ცრუ მოძღვრებას ფარდას ხდიდა მაგრამ წაუყრუე რა ვითომ არაფერიი გაატარე და ულმობელ წარსულს ჩააბარე, ამიტომ გიკონკრეტებ: 1. ხომ იძახი ეკლესიის გარეთ ადამიანის ცხონება წარმოუდგენელიაო ჰო და გამეცი კითხვებზე პასუხი, იესომ რომ თავის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს უთხრა "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" აი ის ავაზაკი რომელი ეკლესიის წევრი იყო? 2. რომელი ეკლესიის წევრი იყო ნოე? როდესაც უფალმა მთელი კაცობრიობა გაანადგურა და მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი იხსნა? 3. რომელი ეკლესიის წევრი იყო აბრაამი? როდესაც უფალი პირდაპირ იძახის რომ ის სასუფეველშია? 4 რომელი ეკლესიის წევრი იყო ენუქი? როდესაც ის ცოცხლად იქნა ატაცებული სასუფეველში? პს არ მითხრა ეხლა მართლმადიდებლები იყვნენო, როგორც ეს ადრე იოანე მოციქულზე დამიწერე თორემ უკვე თამამად დაგისვავ ამბიციური ოროსანის დიაგნოზს.
×
×
  • შექმენი...