რუსთველზე შევკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია, ჩავუხტეთ ქოცთა ბატონსა თავს დავანგრიოთ ბანია! ქოცთა ბატონის ყმობითა, ნატო-ს ვერ შევწვდით ჭოკითა, ევროკავშირიც გაგვექცა, პუტინს ვეახლეთ ჩოქვითა. მიტინგო, თბილისს ნაჭედო, ოფისში ვანომ გაგფერა, თან პრეზიდენტმაც გაკურთხა, საომრად ჯვარი დაგწერა. დაგვჩაგრეთ, მაგრამ არ ვტირით, ტირილი ქოცთა წესია, ბევრჯერ ვყოფილვართ ამ დღეში, მაგრამ არ დაგვიკვნესია. გვაცალეთ, ერთი დავანთოთ, ჩვენ მიტინგების კვესია, სულ ცხვირით მოგამკევინოთ, რაც ჩვენთვის დაგითესიათ! :D:D ესენი აღარ ხუმრობენ