Shaten ცნობილი ქართველი ექსპერტი (მათ შორის ფეხბურთის საკითხებშიც) გია ხუხაშვილი სამუშაო ვიზიტით მადრიდში იმყოფება. ის ხვალ დილიდან სამეფო გუნდის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, მთავარ მწვრთნელ ჟოზე მაურინიოს და საზოგადოებასთან სამსახურის უფროსს ემილიო ბუტრაგენიოს შეხვდება. ხუხაშვილი ესპანური გრანდის ხელმძღვანელობას დორტმუნდის "ბორუსიათან" განცდილი მარცხის მიზეზების გაანალიზებაში დაეხმარება და გუნდის სამომავლო მზადების საკუთარ ხედვას გააცნობს. ექსპერტი მადრიდში საკუთარ სამწრთვნელო შტაბთან ერთად იმყოფება, რომელშიც ათი თბილისელი შედის. მათთან ერთად ხუხაშვილი გუშინდელი თამაშის ვიდეოჩანაწერს გაარჩევს და დასკვნას საფეხბურთო კლუბის მესვეურთ გააცნობს. ექსპერტი უკვე შეხვდა კლუბის ფეხბურთელებს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე რეალის არცერთი მეკარე არ იმყოფებოდა, რადგან ხუხაშვილმა აუდიენცია მხოლოდ ათ მადრიდელთან ისურვა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდომ. სუპერვარსკვლავის თქმით მას ისეთ დიდებულ მწრთვნელებთან უმუშავია, როგორებიც არიან ალექს ფერგიუსონი და ჟოზე მაურინიო, „მაგრამ ხუხაშვილი სულ სხვაა.“ „ამხელა კაცი ვარ და ასეთი არაფერი მინახავს, არც მომისმენია,“ - დასძინა პორტუგალიელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. თავად ხუხაშვილი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, მისი განცხადებით არა მხოლოდ რეალის, არამედ ზოგადად ესპანური ფეხბურთის დეგრადაცია შეინიშნება და ამ ფაქტს მიუნხენის ბაიერნთან კატალონიის ბარსელონას სრული ფიასკოც ადასტურებს. „ამ პრობლემას უნდა მოევლოს“ - განაცხადა გიამ. „ამის გამო, ხვალ მადრიდელების ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ, ლა ლიგის ყველა გუნდის პრეზიდენტს ჩემთან ვიბარებ“ - აღნიშნა ექსპერტმა. ესპანური მედიის ცნობით ხუხაშვილი სამეფოში თვითონ ხუან კარლოსმა მიიწვია და საკუთარი ნდობით აღჭურვა. http://blogs.liberali.ge/ge/blog/1577/114631/.htm )