მეცნიერება ჰიტლერის გერმანიაშიც ყვაოდა თუმცა საყოველთაო კეთილდღეობაზე გავლენა არ მოუხდენია. დღეს კი ვიყენებთ იმდროინდელ ბევრ მიღწევას მარა... ამერიკის სამეცნიერო კვლევების ბიუჯეტის 60% სამხედრო მრეწველობაზე იხარჯება. ნო იმასაც აქვს დადებითი შედეგები, მაგალითად ინტერნეტი, მარა არასაკმარისი. დღევანდელი მიღწევებით სრულიად შესაძლებელია ადამიანის შრომის შემსუბუქება და რიგ სფეროებში საერთოდ ჩანაცვლება ტეხნიკით, მარა ვის აწყობს ეს? არავის. მერე რა უნდა უქნან ამდენ დაუსაქმებელ ადამიანს. როცა არ იქნები სამუშაოზე მიჯაჭვული ლუკმა პურის საშოვნელად მერე სხვა მოთხოვნილებები გაგიჩნდება და შეუძლებელი იქნება მასების მართვა.. კიდე ბევრის თქმა შეიძლება მარა ძაან ანარქიაში გადაგიყვანთ რაც შეეხება მილიტარისტულ წესრიგს, მიუხედავად belukabekuka-სადმი ჩემი დიდი პატივისცემისა, სამხედროები არ გამოირჩევიან ინტელექტის მაღალი დონით ასე რომ მათი აშენებული ქვეყნის ან თუნდაც მხოლოდ მეცნიერების არ მჯერა მე..