Jump to content
Planeta.Ge

verusi

პლანეტელი
  • პოსტები

    1.642
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი verusi

  1. რუსეთთან გამსახურდია ელცინის დროს დადებული ხელშეკრულებებიდან დაწყებული სააკაშვილის ბოლო ვიზიტით რუსეთში დამთავრებული რამდენი რამე დაიდო, მაგას რა ჩამოთვლის და რომელი შესრულდა? ხელშეკრულება შეიძლება ყველას არც ქვიოდა. არის ზოგჯერ პოლიტიკაში ისეთი მცნებაც როგორიცაა ზეპირი შეთანხმებები. პირადი ორ ლიდერს შორის. სხვათაშორის სააკაშვილს მაგათი დარღვევისთვის მტრობენ რუსები მათი ჩახედული ხალხის თქმით, რომ მიშამ ისინი გადააგდო. მაგრამ მე არა მგონია და კიდო იმ აზრზე ვარ, რომ მიშა რუსების თამაშს თამაშობს და რაც ჩანს გარედან ფიქციაა უბრალოდ.
  2. რა განსხვავებაა ასლანის და მიშას დროს შორის? ისიც ფსიქიურად აშლილი პარანოიკი იყო და ესეც. ისიც "მშენებელი" იყო და ესეც. ასლანის დროა აღორძიბის ხალხი იყო ყველგან ბიზნესში ჩამჯდარი და ეხლა ნაციონალების არიან. ისიც გარეთ ტოვებდა მკვლელებს თუ ისინი მისი ერტგულები იყვნენ და ესეც. ადრე ასლანის გემოვნებით კეთდებოდა ყველაფერი და მას სულ პირზე ეკერა სხვაგან ინგრევა და ჩვენთან შენდებაო და ეხლა სააკაშვილის გემოზე შენდება მისი ხუშტურებით და ამასაც 24 საათი ეგ აკერია პირზე ვაშენებო. ასლანი რუსეთს უძვრებოდა უკანალში და ეს ამერიკას უძვრება. ვერც ერთი და ვერც მეორე თავისი პატრონის გარეშე ფეხს ვერ დგამდა და ვერ დგამს ეხლა. რაშია განსხვავება? ასლანას ქართველი მაინც ქვიოდა, თათარს ეძახდენ, მაგრამ ერთ თურქს არ გააჭაჭანებდა ისე აქ რომ მიწა შეესყიდა, საქმე წამოეწყო ვინმეს და ქართველი არ ჩაესვა წილში. ეგ კი სომეხია შობელძაღლი, ქართველობას იბრალებს და დაყიდა ყველაფერი აქ თურქებზე. ბათუმის ცენტრი ფაქტიურად გათურქეთებულია უკვე. არც ასლანი დროს იყო სამართალი არავისთვის თუ მის საახლობლოში არ იყო და არც ამის დროს არის. პირიქით, გადააჭარბა ასლანსაც. ის ადგილობრივების გაღიზიანებას ერიდებოდა მაინც.
  3. სახელი და გვარი დამავიწყდა, მაგრამ მახსოვს ზედმეტსახელი - ”მაიმუნა” და ის კუდში იყო იმ დროს. ნასამართლევი იყო ქალის გაუპატიურებისთვის სასტუმრო მესხეთში თუ არ ვცდები. მისჟილიც ქონდა, მაგრამ დაიძვრინა თავი. მაშინ ასლანი მფარველობდა. მე ეჭვი მაქვს რომ ეგ მაიმუნა ძველი გრეხების გამო ყავდათ შემდეგ ახალ მთავრობას გამოჭერილი და ამუშავებდნენ ისე ორმაგ აგენტად, ან ის მაიმუნა თავის ძველ მბრძანებელს ემსახურებოდა ჯერ კიდო და იმ დროს 2008 წელს კი ეგენი(ე.წ. მე 5კოლონა) ძალიან აქტიურობდენ ეტყობა ისიც გაკოჭეს შემდეგ მაგ მკვლელობისთვის, ან სხვა რამესთვის, მაგრამ შემდეგ ორმაგ აგენტად დაითანხმეს და ამუშავეს. რასაც ე.წ. ”ენვერები” მოყვა. ასეა თუ ისეა, ეს ვერსიებია და სიმართლე სადღაც მათ შორისაა დაკარგული. ფაქტი კი ერთია, კარგი და უდანაშაულო სამხედრო მოკლეს და ოჟახს დღემდე არა აქვს პასუხი რისთვის მოუკლეს.
  4. ეგ მეც კარგად მახსოვს. მაგრამ ამ რუსეთთან ყველა ხელშეკრულება დაირღვა და ეგ დარჩა მარტო შესასრულებული?)) ამიტომ მეპარება ზოგჟერ ეჭვი, რომ შევარდნაძე წავიდა.. ))
  5. სადაა ეგ სხვა მხარე და ვინ ჩანს იქ? )) ბურჟანაძე, გრეჩიხა,დაღლილი ვირი თუ ტატიშვილი ღამის შოუდან))?
  6. საქართველოში საერთოდ თუა სასამართლო? ისე ეგ ებრაელების საქმე ისე მახსოვს, რომ მაგათმა რაღაც ქრთამის სანაცვლოდ საქართველო დაავალიანეს და მილონები უნდა გვეხადა მათთვის. რუსულ საიტებზე წერდნენ რომ ისინი მათი (ისრაელის) პრემიერის ნათესავები იყვნენ და უთხოვია მას სააკაშვილისთვის კომპრომისზე წასვლა და მათი გაშვება. ამას კი ქვა აუგდია და თავი შეუშვერია, საქართველოში სასამართლო წყვეტს ამასო)) ჰოდა ეხლა ველოდოთ შედეგებს რას მოიტანს საგარეო დიპლომატიის ფონზე... არადა თუ თაღლითები იყვნენ და ქვეყანას აზიანებდნენ, უნდა დაიჭირონ, მაგრამ არა მგონია ისეთი გარიგება მათ იმ დროს შევარდნაძის გარეშე დაედოთ და მას რატო არ იჭერს სააკაშვილი? )))
  7. ღმერთი თუ სჯის ალბათ მისი სასუფეველის დახშობით ცოდვილისთვის და არა მიწისძვრბით და სხვა კატაკლიზმებით. თუმცა ეგეც ვინ იცის რისთვის დარჩები დასჯილი, უაზროდ ღმერთის რწმენისთვის თუ აზრიანად მისი ძებნისთვის) ისე სხვადასხვა რელიგური მიმდინარეობის მოძღვრებს რომ მოუსმინოთ, მათ გარდა ყველა ცოდვილია და ყველა მართალი სიტყვის მომტანად ასაღებს თავს ისე, რომ ზოგჯერ არც კი იცის რას ქადაგებს. მე მგონი პირველები ესენი დაისჯებიან, საერთოდ ვინმე თუ ისჯება ღვთის სიტყვის გაყალბებისთვის)) ზოგი ბიბლიიდან მოიტანს ეხლა მაგალითებს, ძირითადად ძველი აღთმისაგან. მაგრამ იმ აღთქმამ ხომ თავად ღვთის ნათქვამიდან(ვისაც ქრისტეს ღვთაებრიობის სჯერა) დაკარგა აქტუალობა? აი მე თქვენ გიტოვებთ აღთქმას ახალსო და რაღას ეძებთ პასუხებს ძველში?
  8. ერთი რუსული ანდაზა მახსენდება - каждый народ дастоен своего правителя... მიშაც ისეთია როგორებიც ჩვენ ვართ. რომელია მასზე უკეთესი? ოპოზიციას საერთოდ არა აქვს ხმა ამოსაღები, განსაკუთრებით ისეთებს პატარა ბავშვივით კუთხეში რომ დააყენებს მიშა პარლამენტის სხდომაზე და ხმას ვერ იღებს... სხვები კიდო რუსებთან დარბიან ოპოზიციის და ოპოზიციური აზროვნების დისკრედიტაციისთვის და მტრების წისქვილზე ასხამენ წყალს საქართველოს ლანძღვით. მიშა რა ნაგავიცაა ვიცით, მაგრამ ნაგავი თუ ყრია ქუჩაში, იმიტომ რომ მას ხალხი ყრის და მენაგვეც ცუდად მუშაობს ან სულ არ მუშაობს საერთოდ თუ არის სადმე. როდესაც მაგ სომეხის ახალ ნამოქმედარზე, ან ნათქვამზე ნერვები მაგრჯება, ვფიქრობ ზოგჯერ ვინ უნდა ყოფილიყო მის მაგივრად, ან ვინ უნდა მოვიდესა და უბედურებაა რაა იცით? ასეთ ადამიანს ვერ ვხედავ. და არა იმიტომ რომ სომეხი ყველას ჯობს, არამედ იმიტომ, რომ მართლაც არავინ არ ჩანს ისეთი მას რომ სჯობდეს და პირიქით კი, უარესი რამდენიც გინდათ და სომეხის ლანძღვისას ავიწყდებათ თვითონ როგორ არიან ლაფში ამოვლებულები. 90 ანი წლები რომ მახსენდება, მაშინ თითქოს იყო არჩევანი. ეხლა კი სად გაქრა ნორმალურად მოაზროვნე ხალხი ღმერთმა უწყის... საზოგადოებაში მიჩუმათებული შეიძლება არიან, მათ არავინ არ აპიარებს, დღეს კი პიარ კომპანიების გარეშე შეუძლებელია წარმოჩნდე, პიარი კი დიდი ფული ღირს. ფული კი ვის აქვს? ფული წესიერ ადამიანს არა აქვს და არც ექნება, რადგან წესიერი შრომით შეუძლებელია მილიონების შოვნა. მოკლედ მე ვერ ვხედავ და სხვა თუ ხედავთ დამაკვალიანეთ)) .მანამდე კი აი თქვენ მიშა ღმერთი...
  9. პირადი წერილი როგორ უნდა გაგზავნო აქ? პირადი ფოსტა არის? მსგავსი ფორუმები ბევრი მინახავს, ესეც ალბათ ხტანდარტულია, მაგრამ ჯერჯერობით ეგეთს ვერაფერს მივაგენი))
  10. რავი სხვები კი სუქდება და მე პირიქით აქეთ სულ ვკარგავ წონას) თან აზრი არა აქვს რამდენს ვჭამ და რას, არ მერგება. ისე ჯანსაღ კვებაში შედის ყველაფერი რაც ორგანიზმს ჭირდება დაკარგული კალორიების აღსადგენად, ორგანიზმის გამართული ფუნქციონერებისთვის, მისი ზრდისთვის მცირე ასაკში. მავნე არაფერია რაც საჭირო ცილებს, ვიტამინებს შეიცავს. აი მათი დამზადების ტექნოლოგია კი ხშირად მავნეა, განსაკუთრებით კი კანცეროგენული ემულგდტორებით და ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული ცხიმების ხმარება თერმულად დამუშავების დროს და დანაწვავ, ერთხელ უკვე ნახმარ ცხიმებს თუ ხმარობენ ეკონომიის მიზნით. როგორც ეს ხდება ქუჩაში შემოთავაზებულ თუ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ზოგიერთ ოჯახებშიც. შოკოლადი ახსენეს აქ, ზალიან კარგია, მაგრამ ჩემი ბავშვობის შოკოლადი მახსენდება სულ, ვერსად ვერ ვნახულობ ეხლა. ჩემს ბავშვობაში კი აფთიაქებში იყიდებოდა "გემოტეგენი" გემრიელიც იყო და ზალიან მარგებელი, განსაკუთრებით ანემია ვისაც აწუხებს მათთვის.
  11. მე მაგათ მუშაობაზე და როგორ რას იძიებენ დავწერე სხვა თემაში, სამწუხაროდ არავინ არ გამოეხმაურა. დავაკოპირებ ადრე დაწერილს და აქ გადმოვიტან. ე.წ. კუდზე და მათ საქმიანობაზეა და გამოძიებებზე, ბრალდებაზე როგორც ესენი აკეთებენ. წაიკითხეთ და დააკომენტარეთ რა არის ეს? გაუხსნელი და მიჩქმალული დანაშაულები ბევრია საქართველოში. ერთერთია რომა შავაძის საქმეც. ვინც არ იცის ამ პიროვნების შესახებ, შეგახსენებთ. 2008 წლის 16 აგვისტოს კუდის სპეცჯგუფმა ბათუმის ოქროს ბირჟის წინ მოკლა ცემით შეიარაღებული ძალების მეორე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, უფროსი სერჟანტი რომან შავაძე. ოფიციალური ახალი ვერსიით ის ნარკობარიგა იყო და ლიკვიდირებული იყო ბადრაგის განიარაღებისთვის და გაქცევის მცდელობისთვის. თუმცა მანამდე მას პირველი ვერსიით ბრალს დებდენ სამშობლოს ღალატში და ომის დროს მტერზთან თანამშრომლობაზე. რა მოხდა სინამდვილეში? რომან შავაძე მსახურობდა მეორე ბრიგადის 23ე ბატალიონის შტაბის ს-2 სამსახურში ამ სამსახურის სერჟანტად. მას არა ერთი მადლობა და ჯილდო ჰქონდა მიღებული სამხედრო ხელმძღვანელობისგან კარგი სამსახურისთვის და დაზვერვის საქმიანობაში გამოჩენილი წარმატებებისთვის. მათ შორის ისეტშიც როგორიც იყო მოწინააღმდეგის სამხედრო მოსამსახურეების გადმობირება და ფასეული სამხედრო ინფორმაციის მიღება. 2008 წლის აგვისტოში ის მეორე ბრიგადასთან ერთად გაემგზავრა ცხინვალის რეგიონში და თავი გამოიჩინა იქაც როგორც კარგმა სამხედრომ. როდესაც სხვები გარბოდნენ და ტოვებდნენ დაჭრილებს, იარაღს, ტექნიკას, მან არა ერთი სამხედრო მოსამსახურე იხსნა ტყვედ ჩავარდნისგან და მიტოვებული მანქანით (ლენდროვერით) გამოიყვანა დაჭრილი სამხედროები და რამოდენიმე ერთეული ავტომატური იარაღი. როდესაც დაჭრილები დატოვა თბილისის ჰოსპიტალში და იარაღი ჩააბარა პირველ ბრიგადას( მაშინ როდესაც ჯარს უკან ჰქონდა დახეული და იმალებოდნენ კოჯრის ტყეში) ის გამოემართა ბათუმში რომ შეერთებოდა მე 5 ე ბრიგადას, სადაც ის გადაყვანილი იყო ბრძანებით ბრიგადის გ-2ის სამსახურში. 15 აგვისტოს ღამით ნას მიაკითხეს კუდის თანამშრომლებმა სახლში და წაიყვანეს გასასაუბრებლად,( საუბრის დეტალები უცნობია) საიდანაც იმავე ღამით გამოუშვეს. ხოლო მეორე დილით ბათუმის ოქროს ბირჟის წინ დაეცენ თავს იგივე სამსახურის წარმომადგენლები და ცემით მოკლეს ადგილზე( არიან თვითმხილველები). თუმცა ოფიციალური ვერსიით მოხდა იქ მისი დაკავება და შემდეგ როდესაც გადაყავდათ თბილისში, სოფელ ქაქუთთან მან მოახერხა ბადრაგის განიარაღება და მანქანიდან გადახტომა. შემდეგ კი დევნისას შეიარაღებული წინააღმდეგობისათვის ლიკვიდირებული იქნა. მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე. რომა შავაძე მოკლეს ადგილზე ოქროს ბირჟასთან და მის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო კუდის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივმა მოსახლეობამ. ის უბრალოდ ჩაქოლეს მას მერე, როცა მის დასახმარებლად გამომართულ ხალხს(როდესაც მას ცემდნენ) კუდის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ის იქ კოორდინატებს გადასცემდა რუსებს რომ მათ თვითმფრიონავებს პორტი დაებომბათ, რომ ის იყო რუსების აგენტი. გაავებულმა ხალხმა კუდის მუშაკებთან ერთად ის ჩაქოლა. ამის შემდეგ მკვდარი უკვე ჩააგდეს მანქანაში და წაიყვანეს. რამოდენიმე საათის შემდეგ კი წაიღეს გვამი და დააგდეს სოფელ ქაქუთთან ჩაის პლანტაციაში და დააცალეს უკვე მკვდარს ერთი მჭიდი(27ტყვია)ავტომატური იარაღიდან. შემდეგ კი განაცხადეს ის რაც ადრე დავწერე, თითქოს გადაყავდათ და გაქცევის დროს მოკლეს. ისმის კითხვა 1. თუ სად მიყავდათ ბათუმიდან პატიმარი, როდესაც იმ დროს დასავლეთ საქართველოში და გორში იდგნენ რუსები და იმ მხრიდან ტბილისში მოხვედრა იყო შეუძლებელი? ან რა აუცილებლობა იყო ნარკობარიგის(როგორც შემდეგ განაცხადეს) გადაყვანა ბათუმის იზოლატორიდან თბილისში ასეთი რისკის ფასად, თუ ისინი გორთან რუსების პოსტის გარღვევას აპირებდნენ პატიმართან ერთად? 2. რატომ მოუხსნეს პირველადი ბრალდება სამშობლოს ღალატში 3. როგორ გახდა სამშობლოს მოღალატე ნარკობარიგა სხვა ბრალდებით და როდის მერე იყო,ან რომელი ნარკობარიგა გადაუყვანიათ ასე სასწრაფოდ ბათუმიდან თბილისში? ან ვინ მოუკლავთ და თან ისე, რომ ცემით სიკვდილი არ აკმარეს, 27 ტყვია დაახალეს მკვდარს. ან ვთქვათ და ცოცხალს თუ მან ქრისტესავით აღდგომა მოახერხა და მოტეხილი ბარძაყის ძვლით, გადამსხვრეული კისრის მალებით კიდო გაქცევა მოახერხა და თან ორივე მოტეხილი ხელით ბადრაგის განიარაღება, 27 ტყვიას გაქცეულ კაცს როგორ მოარტყამდნენ ავტომატური ჯერით, როდესაც თავს დავდებ 30დან 5ს ვერ გაარტყამენ? ან თუ თითო ჯერით ესროდნენ, რომა შავაძემ 27 ტყვიის მოხვედრას გაუძლო ისე გარბოდა და უკვე პირველივეს მოხვედრაზე არ წაიქცა? თუნდაც 10ის... 4. მის გამო დასანიშნი საპარლამენტო კომისიის გამოძიებაზე, პარლამენტის სხდომაზე გივი თარგამაძემ განაცხადა რომ, მის თაობაზე ქონდათ ინფორმაცია და მუშაობდნენ მასზე. თუმცა უკვე დანიშნული კომისიის დროს დაკითხვაზე გენშტაბის მაშინდელმა უფროსმა უარყო ეს და განაცხადა, რომ რომა შავაძის მიმართ არანაირი ეჭვი არ არსებობდა და პირიქით. ჯარმა დაკარგა კარგი სამხედრო სამოქალაქო დანაშაულის გამო. რის შემდეგაც გამოძიება ღემდე დგას იმ ვერსიაზე, რომ რომა შავაძე დაჭერილი იყო არა ღალატის გამო, არამედ ნარკობიზნესისთვის და რომ მას რაღაც რაოდენობის ჰეროინი აღმოუჩინეს. მე მაინტერესებს ვისაც გაუგია ამ საქმის შესახებ და ვის აქვს შესაძლებლობა ხმა მიაწვდინოს ვისაც საჭიროა, რომ იქნებ ამ საქმის ირგვლივ რაღაც ნათელი გამოჩნდეს. რადგან აქ შეიძლება ისეთი ძალები იყოს ჩართული, რომლებიც დღემდე მუშაობენ საქრთველოს წინაარმდეგ. პ.ს. ერთერთი მონაწილე მის მკვლელობაში, რომელმაც მას წინა დღეს მოაკითხა და წაიყვანა სალაპარაკოდ, შემდეგ კი მის ”დაკავებაში” მონაწილეობდა, იყო რომა შავაძის თანამშრომელი ასლან აბაშიძის მართველობის დროს მის დაქვემდებარებულ სპერაზმში. აქედან მე 5 კითხვა იბადება. ხომ არ გვქონდა მაშინ შეთქმულებასთან საქმე, რომელშიც შავაძის ჩათრევას შეეცადნენ და უარის მიღების დროს ის უბრალოდ მოიცილეს? და რატომ აფარებს მათ ხელს დღემდე ხელისუფლება, როცა აჭარაში გამოვლინდა უზარმაზარი ქსელი ე.წ. აგენტების ორჯერ ჩატარებული ოპერაცია ”ენვერის” დროს? გამოხმაურება რედაქტირებულია verusi: 12 March 2011 - 07:14 PM მოკლედ ამ საქმესთან ბევრი ვერსია იყოს შეიძლება, მაგრამ ერთი ცხადია. ეჭვები არიან და იქნება მანამდე, სანამ გამოძიება არ წავა სწორი მიმართულებით და სანამ ვიღაცას ხელს აფარებენ. თუ რატომ ფარავენ და ცდილობენ ამ დანაშაულის მიჩქმალვას, ვისგან მოდის ეგ, ისევ ცალკე საკითხია და საქმე შეიძლება გვქონდეს როგორც უბრალო კრიმინალთან, (კუდის რეთერთი თანამშრომელი ამ საქმეშუი გაუპატიურებისთვის არის ნასამართლევი) იდე სახელმწიფო დანაშაულთან, სხვა უფრო მძიმე დანაშაულის დაფარვის მიზნით. რაც სეიძლება ეხებოდეს 2008წლის აგვისტოს ომის მოვლენებსაც.
  12. არა სასტუმროს მოგცემენ თუ მიმვლინებელიც და სასტუმროების ქსელის მეპატრონე ერთია)) ოღონდ სხვადასხვა პერსოლნალი და მომსახერეობაა იმ სასტუმროებში სასტუმროების პროფილის ჩათვლით )) ერთი ანეკდოტი გამახსენდა ჯოჯოხეთზე. ექსკურსიაა ჯოჯოხეთში და ტურისტები ხედავენ ქვაბს სადაც ეშმაკები ხარჩავენ ვიღაცეებს დიდ ქვაბში. ნაწილი ურევს და ნაწილი კიდო სამკაპებით შიგ ვიღაცეებს ტენის ამოძრომა რომ უნდათ. იკითხავენ აქ რა ხდებაო და აქ ცოდვილებს ხარჩავენო. სულ გაქცევას ფიქრობენ და ყურადღებით უნდა იყონ ეშმაკები არ გაექცენო. მეორეში კი ქვაბს არავინ დარაჟობს და აქ რა დებაო იკითხავენ. მაქ ქართველები იხრაკებიანო. მერე დარაჯი რატომ არ ყავთ არ გეშინიათ გაგექცევიანო? გაეცინა ეშმაკს და არაო) მაგათგან რომელიმემ თუ ამოძრომა სცადა, ისევ მისიანი ჩაავლებს ხელს და უკან ჩაითრევსო))
  13. ეხ იმათი პრობლემები მომცა კალორიების მომატების რომ ეშინიათ )) მე პირიქით იმას ვფიქრობ თუ როგორ დავაგროვო ისინი, და როგორ დავწვა ისე, რომ მოვიმატო კარგად)) ერთხელ მოვიმატე მაგრად ცხოვრებაში მაგრად. 6 თვეში 25 კილო) და მაგრად ვიყავი. აღმოსალეთით ყოველთვის ვიმატებდი და ჰავის შეცვლის დროს. აქ კი დასავლეთში ვერასდროს ვერ მოვიმატე, პირიქით სულ ვიკლებ. ზოგჯერ კატასტროფულად ვკარგავ წონას. ისე დავაკვირდი და წყალსაც არ ვსვამ. ზოგჯერ დღე ისე გავიდეს შეიძლება რომ ერთხელაც არ დავლიო. და არც მაწუხებს, არ მწყურდება. ნეტა ტენიანი კლიმატის ბრალია? მოკლედ როგორ დასუსტდე ყველამ იცის და გასუქების წამალი არავინ)) არადა მომატება მინდა)))
  14. საქართველოში გატაცებულ და პატივაყრილ ბავშსაც დამნაშავედ თვლიან იმისთვის, რომ გაიტაცეს ძალა იხმარეს მასზე და ზურგს აქცევენ ის ხალხი, რომლებიც მას პირველები უნდა დაუდგნენ გვერდით. დედა, მამა, ნათესავები და აიძულებენ მერე იცხოვროს იმ კაცთან, რომელიც იმ დროს იქნებ ყველაზე მეტად სძულს ამ ქვეყნად. ზოგი შემდეგ ეგუება, ზოგიც ისე ტანჯვაში ცხოვრობს, რადგან სხვაგან წასასვლელი არა აქვს. მამაკაცს კი ქალი რომ უყვარდეს მას ძალით არ შეეხება, არც ძალით აიძულებს რამეს. ამას უბრალოდ სიყვარულით ვერ იზამს. რადგან სიყვარულით პატივისცემა და რიდი აქვს იმ ადამიანის, რომელიც თავის ცხოვრებაზე მეტად უყვარს. სხვა საქმეა ეგოისტის ავხორცი სურვილების დაკმაკმაყოფილების შეგრძნება, რომელიც შეიძლება ისეთი ძლიერი იყოს, ისე გამოჰყავდეს წყობიდან და აკარგვინებდეს კონტროლს და ამას ”სიყვარულს” ეძახდენ. მაგრამ ის ვერ იქნება სიყვარული და ისეთმა ადამიანმა რომელშიც ცხოველური მეტია ვიდრე ადამიანური გრძნობა, ვერასდროს გაიგოს მისი გემო და ტანჯვის მეტს ვერაფერს მოუტანს ქალს, მეუღლეს თუნდაც იმით რომ სარეცელშიც ვერასდროს დააკმაყოფილებს მას როგორც ქალს. და განა ბევრმა კაცმა საქართველოში იცის საერთოდ ცოლი კმაყოფილი ყავს თუ არა ამ მხრივ? ზოგს რა მაგარი ბიჭი ჰგონია თავი და მათი ცოლებს წლების მანძილზე ორგაზმიც არ განუცდიათ, თან იმ პერიოდშიც კი, როდესაც ურთიერთობას იწყებდნენ და ასე თუ ისე ხშირად ქონდათ კავშირი. შემდეგ კი წლებთან ერთად ისე გადის დრო რომ წლობით ავიწყდებათ გვერდით ცოლი ყავთ ლოგინში თუ არა ვერც ამჩნევენ. მერე კი ყველაფერს ქალებს გადაამტრევენ და აბრალებენ. არა და ქალი ბუნებითაა ერთგული, ბუნებამ ის ერთგულების ნიჭით, დედის ინსტიკტით დააჯილდოვა და მასში ქვეცნობიერად არის დაპროგრამებული ის რომ ოჯახის, შვილების ერთგული უნდა იყოს და თუ ის რამე ზღვარს გადადის, მხოლოდ იმიტომ რომ მამაკაცი ხდის ისეთად მას. დამნაშავე კი ყოველთვის ქალია რატომღაც, არადა ეს ასე არაა იშვიათი გამონაკლისების გარდა. შეგნებულ კაცს ცოლი არ გაეყრება, რადგან შეგნებულს ცოლის ადგილიც შეგნებული აქვს ოჯახში და ცოლის ინტერესებს თავად დაიცავს. ასეთი სიტუაციები ყოველთვის შეუგნებლებთან ჩნდება მათი შეუგნებლობის, უვიცობის გამო და ისინიც ასე შეუგნებლად აგრძელებენ ცოლების ექსპლუატაციას. ხშირად კი მათ დასაკავებლად ოჯახურ შანტაჯსაც იშველიებენ, ქალისთვის შვილების დაკარგვის შიშით. თუმცა იმდენი სხვა სიტუაციებიც არის ნაირფეროვანი რომ მათ ჩამონათვალს ეს გვერდი ვერ დაიტევს. მე პირადად ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ქალს არასდროს გავამტყუნებ თუ ის თავის მეუღლეს თავზე გადააბიჯებს. კაცს რომელსაც კაცი ქვია, ქალი არ გაექცევა. კაცობა კი ბევრს რომ ჰგონია ის არაა მარტო. იმას სხვა სახელი ქვია ... ხოდა ბერი კაციც მხოლოდ ისაა და მეტი არაფერი. ზოგს კი ისიც არა აქვს, არც კაცობა, არც კაცებთან თავის გამოჩენა შეუძლია კაცურად და სუსტ ქალთან ზოგჯერ მუშტითაც ”ამტკიცებს” და იკმაყოფილებს მის არასრულფასოვანი ”კაცობის” შეგრძნებას.
  15. ანუ ტყუილით აშინებენ მრევლს, როგორც პატარა ბავშვებს ჭამის დროს რომ ჭირვეულობენ - ჭამე თორემ მოვა ბუა და... )))
  16. არ მახსოვს რომელმა არაბმა ფილოსოფოსმა თქვა, მაგრამ თქვა ეს - კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფა. სულელ და მორწმუნე ადამიანებად და ჭკვიან ურწმუნოებად. რა თქმა უნდა ურწმუნოებაც და რწმენაც აქ ზოგადად იყო ნახსენები. ისე ჩემთვის დრეს ათეისტის გაგება უფრო ადვილია ვიდრე ე.წ. მორწმუნეების, რომლებსაც რა სწამთ იმის ახსნაც კი არ შეუძლიათ. არა ვარ ათეისტი, რადგან სულ ძებნაში ვარ სიმართლე რაა. არის თუ არა ღმერთი და თუ არის როგორია და რა უნდა ჩვენსგან. იქნებ ამით "მორწმუნეთათვის" ათეისტი ვარ ურწმუნო, მაგრამ ღმერთის უპირობოდ უარმყოფი ათეისტისთვისაც არა ვარ ჭეშმარიტი ათეისტი და მარტალი გითხრათ არც მინდა ვიყო. ისე როგორ უფრო ადვილია ცხოვრება, ესეც ძნელი სათქმელია და რისთვის სჭირდება ადამიანს რწმენა? როდის არის ადვილი ცხოვრება რწმენით თუ ურწმენოდ? როდის არის ის ძლიერი და როდის სუსტი? ორივე შემთხვევაში სუსტიც შეიძლება იყო და ძლიერიც... რწმენითაც დაცემულს ჰგავდე და ურწმენოდ აღზევებულს, ან პირიქით. მაგრამ ჰგავდე მხოლოდ რომელიმეს, ან იყო რომელიმე. გვინდა გვქონდეს ამაზე პასუხი, მაგრამ ეგ არავინ არ იცის...
  17. საზღვარი სადღაც გარდამავალია და სადღაც მკაფიო. თან დროსთან ერთად წესებიც იცვლება, მაგრამ რაღაც ალბათ ურღვევი რჩება. თუმცა არა ყველასათვის და ამის მიხედვით შენდეგ ვაფასებთ სხვას და საკუთარ თავს ვის რა გვიღირს. ზოგი ხედავს დაგენილ საძღვრებს, ზოგი ვერა, ზოგიც თვითონ ადგენს სად არის და სად არა)
  18. მიზეზი მართლაც ბევრი შეიძლება იყოს,მათ შორის აღზრდა, განათლება, რელიგიური მრწამსი, უბრალოდ ეკონომიკური არჩევანიც კი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი ბავშვები იყო და მერე სხვა დანარჩენი მიბმული მასზე. არადა ბავშვებიც რომ დედით მეტი ბედნიერი იყონ, დედაც ბედნიერი უნდა იყოს და არა მარტო შვილებით. სხვას რომ ყველაფერი თავი დავანებოთ, ქალს უბრალოდ ორგანიზმი ენგრევა ქმრის უყურადღებობით და ჯანრთელობასაც კარგავს.
  19. იგივე ჰოლანდიის მაგალითზე. იქ ლეგალიზაციით ჰოლანდიელი ნარკომანების რაოდენობას არ მოუმატებია. ჰოლანდიელებიც აღიარებენ, რომ დანაშაული შემცირდა ნარკომანების მიერ ჩადენილი. და დიდი დარტყმა მიაყენეს მაფიოზურ კლანებს. მოუსპეს შემოსავლის წყარო. რაც შეეხება ნარკოტურიზმს ჰოლანდიაში, ამითაც ისინი ძალიან არ დაზარალებულან. პირიქით კი არის. ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და ნარკოტიკში ხარჯავენ ისინი ფულს, თუ ქარის წისქვილების ყურებაში იქ, მათ ზალიან არ ანაღვლებთ. რომ არ იყონ კმაყოფილი ამით, კანონსაც ისე შეცვლიდნენ როგორც მიიღეს. მთავარია ნარკობიზნესი მოისპოს, რადგან ეს ის არალეგალური ფულია, რომელიც ჩრდილშია და დამნაშავეთა სამყაროს ამყარებს. ნარკომანებიც მათ რიგებს ავსებენ სულ ახალი და ახალი ხალხის დანაშაულში ჩათრევით. ინგრევა ოჯახები, უამრავი ტრაგედია ტრიალდება და უამრავი ადამიანი მწარდება. ლეგალიზაცია ამ პრობლემას თუ მოხსნის ჩვენს ერში, ნარკოტურისტები დიდად არ შეგვაწუხებენ.პირიქით, იქნებიან ისინი ბავშვების დასასანახვებლად როგორც ზოოპარკში მაიმუნები, რომ მათ არ უნდა დაემგვანონ.
  20. ქალს სიყვარული და ყურადღება სჭირდება. დანარჩენი სხვა ამას მოყვება, და არა ერთხელ და ორჯერ))
  21. ნარკომანიის მოსპობა შეიძლება მისი დაშვებით და არა აკრძალვით. ანუ ლეგალიზაციით. მაგრამ ვის არ აწყობს ეს? ხელისუფლებას რომელიც ამ ბიზნესით ხელს ითბობს? ვიცი ამ აზრს ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, პირველ რიგში კი ისინი, ვისაც თავისი შემოსავლის წყაროს დაკარგვა არ სურს. პირველი"საბუთი" კი მათი ისაა რომ, თუ ლეგალური გავხადეთ, ყველა წამლის კეთებას დაიწყებს და უფრო უარესი შედეგი იქნება( რაღა უარესი, 500 000 ნარკომანია საქართველოში) რაც მცდარი მოსაზრებაა. ვინც არ იკეთებდა, ის ლეგალურსაც არ მოიხმარს. რას მოგვცემს ლეგალიზაცია და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? 1. ნარკოტიკების საწარმო უნდა შეიქმნას პირველ რიგში სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, იაფ ფასიანი ნარკოტიკის შესაქმნელად. 2. მათი მოწოდება უნდა მოხდეს სარეაბილიტაციო ცენტრებში, ნარკომანების ანონიმური აღრიცხვით, მათზე სამედიცინო დაკვირვებით და ფსიქოლოგების ჩართვით. 3. მათი დასაქმება ისეთი სამუშაოთი,( თუნდაც დროებითი) რაც მათ მისცემს იმ თანხების გამომუშავების საშუალებას, რითაც ნარკოტიკს შეიძენს და ოჯახისთვისაც გადადებს ნაწილს. ( ეს ვისაც სულ არ აქვს შემოსავალი) რას მოგვცემს ეს? ნარკომანები მოშორდებიან ქუჩას და ამით მოიხსნება ნაწილობრივ საფრთხე ახალი ნარკომანების გაჩენის, რადგან თვით ნარკომანები ითრევენ ბევრს თავიანთ წრეში, განსაკუთრებით შეძლებული ოჯახებიდან ან შემოსავლის მქონე პირებს, რომ მათი მეშვეობით შეიძინონ ის წამალი, რომელსაც თავადაც იხმარენ. შემცირდება საგრძნობლად ნარკომანების მიერ ჩადენილი დანაშაული, რადგან თუ მათ ექნებათ იაფი წამალი სიმბოლურ ფასად შეძენილი, მათ სხვა არაფერი არ აინტერესებთ. ხოლო დანაშაულის მეტი წილი მოდის ნარკომანებზე, რომლებიც განიცდიან ეგრეთ ცოდებულ ნარკოშიმშილს. ნარკომანებს ექნებათ რეაბილიტაციის შანსი და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების საშუალება და არ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში სულ ახალი და ახალი ქიმიური იაფფასიანი საშუალებებით ნარკოტიკების დამზადებით. არავინ არ წავა სარეაბილიტაციო ცებტრში იმისათვის რომ გასინჯოს ნარკოტიკი, თუ ეს მას ქუჩაში არ შესთავაზა ვინმემ. ნარკომანს კი, რომელსაც წამალი აქვს, საერთოდ არ აინტერესებს ახალი მომხმარებლის ჩათრევა. პირიქით კი შეიძლება მოხდეს. დაჯდება კაიფში და იბაზრებს ნარკოტიკის სიავეზე იმათზე უკეთ, ვისაც ეს პროფესიულად ევალება. ყველას თუ არა, რაღაც ნაწილის განკურნების შესაძლებლობაც იქნება და 1%იც რომ დაუბრუნდეს უკან ჯანსაღ საზოგადოებას( 500 000ის 1% - 5 000) უკვე დიდი საქმე იქნება. თითქოს ადვილია ამის განხორციელება ერთი შეხედვით, მაგრამ... ხელისუფლება რომელიც თავიდან ფეხებამდეა ამ ბიზნესში ჩათრეული ამას არ დაუშვებს. ერტია თავად ნარკოტიკებით არებული ფული იმ ბარიგებისგან რომლებსაც ხელს არ კიდებენ, მეორე ნარკომანების დაჭერით აღებული პოლიციის ქვედანაყოფებიდან. არავინ არ თქვას პატრული ფულს არ იღებსო. უბრალოდ ყველასგან არ იღებენ და ვისგანაც იღებენ 10 მაგს იღებენ. 10დან ერთს ფულით უშვებენ 10 მაგი ანაზღაურებით და 9-ს იჭერენ. მერე ის 9 ამბობს და მათი გულშემატკივარი ეგ შობელძაღლები ფულს არ იღებენო)) ასე იბადება ლეგენდა არაკორუმპირებულ პოლიციაზე, ნარკოტიკი საღდება ძველებურად, ნარკომანები არ კლებულობენ და ყველაზე უარესი არის ის რომ, შემოდის სულ ახალი და ახალი ნარკოტიკული საშვალებები, რომლების ძველი ტრადიციულისგან განსხვავებით უფრო ძლიერ სპობს ნარკომანების ჯამრთელობას. მოკლედ თუ ხელისუფლება ამ ბინძურ ფულზე უარს იტყვის, ნარკობიზნესს მოსპობენ. აქედან არ იქნება ახალი ნარკომანების წარმოშობის საფრთხე და უკვე ავადმყოფების კონსპირაციიდან გამოსვლით და ლეგალიზებით მოხდება მათი კონტროლი და მათი უკან დაბრუნების შესაძლებლობა საზოგადოებაში. გააკეთებენ ამას? არა მგონია, რადგან ისინიც იმ იმპერეტორივით ფიქრობენ, რომელიც სვილს ასწავლიდა - ფულს სუნი არა აქვსო))
  22. ხო ეგრეა. იმიტომ რომ რეგვენები "აშენებენ" არანაირი გეგმა არა აქვთ მშენებლობის. შეუთანხმებლად მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციები. დღეს ერთი თხრის, მერე მეორე.. დათხარეს წყლის მილების ჩასასმელად, ამოავსეს, დათხარეს თავიდან დენის კაბელების ჩასაწყობად. ამოავსეს ისევ დათხარეს ტელეფონის კაბელების ჩასაწყობად. ამოავსეს, ისევ დათხარეს გაზის მილების ჩასაწყობად და ა.შ. ქალაქი ტალახით და ნაგავითაა სავსე. ბათუმი თან თავის დროზე ჭაობიან ადგილას არის აშენებული. აქ მაღალსართულიანი სახლები არაა მიზანშეწონილი ასაშენებლად. ან თუ აშენებენ ფუნდამენტიც სათანადო უნდა ქონდეთ. იმით კი რასაც ესენი აკეთებენ არა მგონია 3 ბალიან მიწისძვრასაც გაუზლოს იმ შენობებმა. ამას წინ მაგარი ქარი იყო და ერთი ასეთი სახლი თავიდან დარჩა ასაშენებელი, ქარმა დაშალა)) თან არა მარტო ბათუმში როგორც ვიცი, ყველგან მონოლიტური კარკასული ტიპით შენდება. ეს არ არის ჩვენი რეგიონისთვის საერთოდ მიზანშეწონილი. აქ უფრო სინკარული ტიპის სახლები უნდა იყოს როცა მაღალსართულიან სახლებს აშენებენ. რადგან ისინი უფრო მდგრადებია მიწისძვრების დროს. დრეკადობის უნარი აქვთ და ასე ძვრების დროს გამოყოფილი ენერგიის გატარების საშუალება. კარკასულები კი ერთიანად იძვრიან და ერთიანად ჩამოიშლებიან. ბათუმში კი ეს სახლები უბრალოდ ჩაიძირება მიწაში სიმძიმით დროთა განმავლობაში და ამოყირავების საშიშროებაც ელით იმ ფუნდამენტებით რაზეც აშენებენ. კომუნისტები 5 სართულიან სახლებზეც უფრო მძლავრებს აშენებდნენ ვიდრე ესენი 20-25 სართულიანებისთვის თხრიან. თან ჩქარობენ და ამოთხრილ ნიადაგს არ აჩერებენ. ეს კი აუცილებელია, რონ რაღაც პერიოდში მიწა ჩაჯდეს და სიმკრივე მიიღოს. თხრიან და ოირდაპირ ზედ აშენებენ. ადრე კი ამოთხრილს ერთ წელს მაინც აჩერებდნენ. და ასე იყო ყველგან. ეს წესი იყო. ეხლა არანაირ წესებს არ იცავენ. მთავარია ადგილი იყოს პრესტიჯული და ნიადაგს ვინ იკვლევს და ვინ თვლის რა სახის ფუნდამენტი დაასხან? არავინ რადგან გაგებაში არ არიან არაფრის. ჩამოდის მიშა და აქ ეს დავდგათო და მორცა. ისაა ინჯინერიც და არქიტეკტორიც. გაავსო უგემოვნო ქანდაკებებით და ათასი უბედურობებით ქალაქი. ბათუმიც ბათუნის სახეს კარგავს და სახეს თავი გავანებოთ, ქალაქსაც დავკარგავთ ასე თუ გაგრძელდა, დაილეწება ერთ დღეს ყველაფერი.
  23. კითხავს ინგლისურენოვანი სტუმარი თურქულ სასტუმროებში ბოზებად აყვანილ ქართველებს - მინეტს აკეთებ? იეს, იეს უპასუხებენ ინგლისურად და აშენდა ქვეყანა. სტუმატიც კმაყოფილია და მასპინძელიც პირში თესლამოვლებული ქართველის წყალობით და ჩვენ ეგ უნდა გვიხაროდეს. ის გამახსენდა სიმღერაც კი გვქონდა ეგეთი - გიხაროდენ))
  24. სადღაა ოპოზიცია?... დღევანდელ დროს, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებით და მისი ასეთი ჭარბი დოზით მოწოდებისას ხელისუფლების მხრიდან, უნდა დაუპირისპირდეს ანტისახელისუფლო ინფორმაცია. მაგრამ ამისთვის დიდი თანხებია საჭირო, რაც თუ კი არსებობს კიდო ჯანსაღი ოპოზიცია, მათ არ გააჩნიათ. და აქვთ ასეთი საშუალებები ისეთ ”ოპოზიციას” რომელიც ამ სტატუსით ხელისუფლებამ მონათლა მხოლოდ, ისევ მათი ბინძური საქმის საკეთებლად. ბურჯანაძე და მისთანები. ყველას ჩამოთვლა დროს წაიღებს. მათი ერთადერთი დანიშნულებაა ხალხს ყველაფერი ოპოზიციური შეაძულონ და გაქრეს ოპოზიციური განწყობა, ოპოზიციურად აზროვნების დისკრედიტაციისთვის. იდიალისტები და ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ხალხი კი არ ჩანს და არც გამოჩნდება ისე, როგორც იყო ეს 80ანი წლების ბოლოს, როდესაც ინფორმაციის მიწოდების საშუალება იყო მიტინგები ქუჩებში და ამას ხელისუფლება ერთადერთი სამაუწყებლო კანალით და გაზეთი კომუნისტით თუ უპირისპირდებოდა. ეხლა კი... ეს ვაი ინტელიგენციაო, ვაი ხელოვნების მუშაკებიო და ასე შემდეგ ჩართული არიან სხვადასხვა კანალებით ხელისუფლების პიარკომპანიით როგორც პოზიციის სახით და როგორც ”ოპოზიცია” ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ახალგაზრდობა სრულად იდენფერენტულია ამ პროცესების მიმართ. მათ ხომ იმდენი იაფი გასართობი აქვთ და ვის სცალია რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისთვის. ან რას მოიცლიან, პირველი კლასიდანვე ჩათლახობას ასწავლიან სკოლებში.
×
×
  • შექმენი...