Jump to content
Planeta.Ge

verusi

პლანეტელი
  • პოსტები

    1.642
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი verusi

  1. სომხეთთან რომ მოგვარებული ქონოდათ აზერებს ყარაბახის საქმე, ბაქო ჯეიხანიც სომხეთით გაივლიდა. იმიტომ რომ მოკლე გზა იქნებოდა და ხარჯიც ნაკლები. ნაბუკოც უფრო აწყობთ წესით, პრობლემა რომ მოგვარდეს, მაგრამ ისევ და ისევ ყარაბახი და რუსი სომხეთში. რა აზრი აქვს ნაბუკოს პროექტს, თუ კი ის რუსის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაივლის? ნაბუკო იმისთვის პროექტება, რომ რუსეთზე არ იყონ მარტო ენერგომატარებლებით დამოკიდებული ევროპაში. აქ ლოგიკურად შეიძლება დაისვას კითხვა. მაშინ ამ სომხებს რაღა ჯანდაბა უნდათ ამ ყარაბახის გამო რომ გადაიკიდეს მეზობლები? საქმე იმაშია რომ სომხებს მარტო ყარაბახი არ უნდათ ))) მათ მეტი უნდათ, ამაში კი სააკაშვილი ეხმარებათ.
  2. საკუთარი ქვეყნისთვის ვერ მოგვივლია, საკუთარი მოსახლეობა ვერ დაგვიცავს ვიღაც რუსი ვენიებისგან და ესენი კიდო ავღანეთში აგზავნიან ჯარს... ვითომ ნატოში მიგვიღებენ მაგის გამო? ელოდონ... და რომ მიგვიღებენ ისეთი ნატო მაგ დროს რომ იქნება, გაიკეთონ ერთ ადგილას თვითონ გერმანიამ და საფრანგეთმა. რაფერც ერაყში იყო დაბომბვების დროს, ამერიკელები რომ გამორბოდნენ, ჩვენები შერბოდნენ... ინტერნეტკაფეში და სასადილოში))) გვიხაროდა ამიტომ დაბობვები, რიგები არ გვიწევდა))))
  3. მოკლედ ისე არ გააკეთონ რამე სულელურად არ შეუძლიათ. ისე ერთი ახალი მეთოდი აღმოაჩინა მერაბიშვიულმა იარაღის კარგად შენახვის ისე, რომ ჟანგმა არ შეჭამოს)) არაგერმენტიული ყუთებით, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე, ამდენი ხნით წვიმაში, ტალახში, სველ ნიადაგში ახალივით იქნება სულ შენახული იარაღი))) რათ უნდა ამას სპეციალური შაიარაღოები> ჩაფლან ასე მიწაში და შემოღობონ. თორემ ოდნავ ტენიანობა რომ აიწევდა, განსაკუთრებით მაისიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, ამ გარემონტებულ ახალთახალ ყაზარმებში და იარაღის საწყობებში ჟანგს ვერ ვაცილებდით იარაღს. სულ წმენდა და ზეთვა უნდოდა. აგერ კი ქართულმა პარტიამ თვეზე მეტია, თუ ორი მიწაში ჩაფლა ამ წყალდიდობების და წვიმების დროს და ვითომც არაფერი, უკეთ ინახება სველ ნიადაგში, ვიდრე მშრალ საწყობში)))
  4. სააკაშვილს კგბს საბუთით და გადაკეთებული გვარით ნატოში უნდა და ვინ შეუშობს? იქ სულელები კი არ ზიან... სანამ სააკაშვილი იქნება საქართველოში, ნატოზე არც იფიქროთ. მაგაზე რუსებმა უკვე იზრუნეს)))
  5. ამ პროექტის განხორციელება არა მგონია შესაძლებელი იყოს ყარაბახის პრობლემის მოგვარების გარეშე. რაშიც არც ევროპა აქტიურობს ძალიან და სეიძლება ნაბუკომ გამოაფხიზლოს, მაგრამ... ყველაზე დიდი ხელისშემშლელი აზერბაიჯანისთვის კარაბახის პრობლემის მოგვარების არის საქართველო სააკაშვილის მეთაურობით. სანამ სომეხია ჩვენთან სათავეში, ეგ პრობლემა პრობლემად დარჩება, შესაბამისად ნაბუკოც არ შედგება. არადა სომხეთს ერთი კარგი ბლოკადა, აზერბაიჯანი უცებ მოუგვარებდა მათ საქმეს(რა თქმა უნდა თურქეთის და ირანის ხელსეწყობითაც) ნაბუკოც გაიხსნებოდა და ევროპაში ფანჯარაც.
  6. გერმანიას აც არვინ ეკითხებოდა მიღება არ მიღებას. ის ოკუპირებული იყო ნაწილი საბჭოეთის მიერ, ნაწილი ამერიკის და ინგლისის. ასე რომ გაიყვეს და შეათრიეს ცალცალკე ვარშავის დოგოვორში და ნატოში.
  7. ეტყობა პოლიტიკაში ტაიმ აუტია აღებული და თავისუფალი თემით გაერთო ყველა)))
  8. მერე ეკლესიას გამრავლებასთან რა კავშირი აქვს? ლოცვით ჩნდებიან ბავშვები? ))) ეგრე მუსულმან ქართველებში 4-5 შვილი ნორმაა ოჯახში. ხშირია 7-10იც. მაშინ ოპირველ რიგში ისლამს უნდა ებრძოლონ )) მარა ეს სვეტცკი სვეტცკი ქართველები როა და ჩემხელა ოქროს ჯვარს ატარებენ კისრით, ერთი შვილის მეტს არ აჩენენ რამდენი სახარებაც არ უნდა უკითხო თავზე.
  9. „საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპით" საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველი კომპიუტერული პირატია, ამ მაჩვენებლით მას ბანგლადეშიც კი ჩამორჩება. საპროგრამო უზრუნველყოფის პროგრამების სფეროში პირატობის დონის მიხედვით პირველ ადგილზე 95%–ით საქართველოა. Business Software Alliance (BSA)-ს მოხსენების თანახმად, რომელიც International Data Corporation (IDC)–ის მიერ შესწავლილ 2008 წლის მონაცემებს ეყდრნობა, პირატული პროდუქციის წილით ჩვენი ქვეყანა ისეთ სახელმწიფოსაც კი ჩამორჩება, როგორიც ბანგლადეშია. ეხ როგორ ჩამოვრჩით ევროპაში.. მხოლოდ მეორე ადგილზე ვართ აქ(( პატიმრების რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეთორმეტე ადგილზეა ორშაბათი, 07 თებერვალი 2011 19:12 პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეთორმეტე ადგილზეა. ამის შესახებ WORLD PRISON POPULATION LIST-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სიაში შესულია ინფორმაცია მსოფლიოს 217 ქვეყნის შესახებ. აღნიშნული მონაცემებით, 2010 წლისთვის საქართველოში ყოველ 100 ათას ადამიანზე 537 პატიმარი მოდიოდა და ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორე, მსოფლიოში კი მეექვსე ადგილზეა. მთლიანად პატიმართა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში ლიდერი აშშ აღმოჩნდა, მეორე და მესამე ადგილებზე კი ჩინეთი და რუსეთი არიან. პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებით ზუსტი სურათის შესაქმნელად, სპეციალისტები ყოველ 100 ათას ადამიანზე პატიმართა რაოდენობას იყენებენ. განვითარებულ ქვეყნებში ყოველ 100 ათას ადამიანზე 70-80, დანარჩენ სახელმწიფოებში კი 141 პატიმარი მოდის. აი აქ ვყოფილიყავით პირველები)) ადამიანური განვითარების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 74-ე ადგილზეა. ამგვარი შედეგი დაფიქსირდა გაერო-ს განვითარების პროგრამის ანგარიშში – "ხალხების რეალური სიმდიდრე: ადამიანის განვითარების გზები" ამავე ქვეთავში მოხვდა რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა – ბელორუსი – 61, რუსეთი – 65, უკრაინა – 69, ყაზახეთი – 66, აზერბაიჯანი – 67, სომხეთი – 76. საშუალო განვითარების კოეფიციენტი დადგინდა თურქმენეთში – 87-ე, მოლდოვაში - 99-ე, უზბეკეთში – 102-ე, ყირგიზეთში – 109-ე, ტაჯიკეთი კი 112-ე ადგილზე მოხვდა. ადამიანური განვითარების მაჩვენებლის მიხედვით, პირველ ადგილზე ნორვეგიაა. შემდეგ მოდიან ავსტრალია, ახალი ზელანდია, აშშ, ირლანდია, ლიხტენშტეინი, ნიდერლანდები, კანადა, ჩვედეთი და გერმანია. 169 ქვეყნის სიის ბოლოში ზიმბაბვეა. სადაა მიშა? რაღაცეებს გვატყუებენ ალბათ რუსების შეკვეთით ეგ დასავლელი სტატისტიკოსები )))) მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. ა/ო ”ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის” მონაცემებით 2009 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა (აშშ დოლარებში, მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით) 4757 დოლარია. ამ მონაცემით საქართველო მსოფლიოში 114 ადგილზეა და ჩამორჩება მის ყველა მეზობელს. საქართველო ჩამორჩება: • ყატარს 18-ჯერ, • ლუქსემბურგს 16,5-ჯერ, • აშშ-ს 10-ჯერ, • შვეციას 8-ჯერ, • ფინეთს 7-ჯერ , • საბერძნეთს 6,3-ჯერ, • ესტონეთს 4-ჯერ, • ლიტვას 3,5-ჯერ, • რუსეთს 3-ჯერ, • ბელორუსს 2,7-ჯერ, • თურქეთს 2,6-ჯერ, • აზერბაიჯანს 2-ჯერ, • განას, ალჟირს, ნამიბიას, უკრაინას, ანგოლას, ეგვიპტეს, სამოას, თურქმენეთს, სომხეთს, სირიას, გვატემალას, იორდანიას...
  10. ხო რაღაცას ეგეთს ყური მოვკარი, დენის გადასახადით საზღვრავენ ნაგვის გადასახადს. ვინც მეტს ცვავსო, მეტს ანაგვიანებსო)))) მიშა მაგარია რა... ))) ოღონდ ეგ როგორ დათვალა გამაგებინა)))
  11. 89 წლის აღწერით დაახლოებით ასე მახსოვს.5.5 მილიონი აქედან 700 000 აზერბაიჯანელი. 600 000 რუსი, 500 000 სომეხი. (+ გვარდაკეთებული და ნაციასეცვლილი) და დაახლოებით 3.5 მილიონი ქართველი და დანარჩენი სხვა 300 ათასამდე ეხლა თუ გავითვალისწინებთ ვინ დატოვა საქართველო ძირითადად და ვინ მრავლდება უკეთესად, აზერბაიჯანლების რაოდენობა იქნება 1 000 000 ზე მეტი, რუსები ჩათვალე აღარ არიან. არც სხვა ერები, ბერძნები, ებრაელები უკრაინელები და სხვა... სომხების საქმე არ ვიცი, მგონი ეგენიც მომრავლდენ, მაგრამ არიან ეკონომ მიგრანტებიც საზღვარგარეთ. ქართველები კი მესამედი მაინც გასული იქნება. ჩემი აზრით სიტუაცია ეხლა ასეთი იქნება, დაახლოებით. 2 000 000 ქართველი. 1 000 000 (ან მეტი) აზერბაიჯანელი. სომხები ალბათ 300 000 (აფხაზეთის გამოკლებით )სხვები კიდო არ იქნება ძალიან ბევრი, ვთქვათ 200 000 მთლიანად და საერთო ჯამი იქნება მოსახლეობის 3,5 მილიონი. მგონი ეგაა რეალური ციფრი. ასე რომ ჯერ ალბათ ვიქნებით დომინატი ერი, მაგრამ კიდო ერთი 20 წელი და ვიქნებით უმცირესობაში აზერბაიჯანლებთან და სომხებთან ერთად აღებული. კაი კიდო ეგენი ერთმანეთს ჭამენ, მარა 20 წლის მერე ვინ იცის? )))
  12. მერე არჩევნებს ვინ გააყალბებს როცა 2 მილიონიან ქვეყანაში 3.5 მილიონი ამომრჩეველი გვყავს? ))))
  13. სად და რაში ვიკავებთ პირველ და ბოლო ადგილებს? აი მაგალითად ბავშთა სიკვდილიანობაში 5 წლამდე ასაკში პირველები ვართ ევროპაში Согласно отчету Всемирной организации здравоохранения, в Грузии тревожный показатель роста населения. Как заявил на проведенной сегодня пресс-конференции член фракции «Наш Тбилиси» сакребуло Тбилиси Виктор Долидзе, по показателю роста населения из 194 стран Грузия находится на 192-м месте. В Грузии очень высок показатель детской смертности. Из 47 стран Европы Грузия занимает 44-ю позицию по показателю детской смертности. «Грузия занимает первое место среди стран Европы по показателю смертности среди детей в возрасте младше пяти лет, поскольку из 47 исследованных стран Европы, Грузия занимает 47-е место», – заявил Виктор Долидзе и отмтеил, что все это прямым образом связано с тяжелым положением в системе здравоохранения, существующим в стране. ჩამოვთვალოთ საქართველოს "მიღწევები"
  14. ჯერ მოსკოვის გაგონებაზე ტაშფანდური არ ავიწყდებათ ძველებურად და იმიტომ )) შესრულდა პირველი ჩარტერული რეისი მოსკოვი-ბათუმი მოსკოვი ბათუმის მიმართულებით დღეს 17:30 საათზე პირველი ჩარტერული რეისით 46 მგზავრი ჩამოფრინდა. რეისი განხორციელდება კვირაში ორჯერ (სამშაბათს და კვირას) "აირზენას" 50 მგზავრიანი თვითმფრინავთ. ბილეთის ღირებულება - 560 ლარი, ხოლო ბათუმი-მოსკოვის - 460 ლარი. სტუმრებს აეროპორტში დახვდა აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა დიასამიძე. გაიმართა ქართული სიმღერებისა და ცეკვის წარმოდგენა. სტუმრებმა აეროპორტშივე დააგემოვნეს ქართული ღვინო და ტრადიციული ტკბილეული.
  15. სააკაშვილმა ბაბუამისის ბედი უნდა გაიზიაროს http://www.ireporter.ge/?p=13619
  16. http://www.ireporter.ge/?p=13515 აქ რუსეთზე და სომხების გადმოსახლებაზეა სტატია. ვერ ვაკოპირებ რატოღაც, პროგრამაა ეტყობა ისეთი, გვერდზე დაბეჭდილ სტატიებს რომ კოპირებისგან იცავს.
  17. Sorry, an error occurred. If you are unsure on how to use a feature, or don't know why you got this error message, try looking through the help files for more information. The error returned was: ფორუმზე რეგისტრაცია ჩართულია ყოველდღე 3-დან 4-მდე, თბილისის დროით. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ საათებში. მოკლედ ვერა და ვერ გავიარე რა ამ ფორუმზე რეგისტრაცია(( რას დავერეოდი იქ მიშიკოელებს... ბევრი ყოფილან თან ხომ? ))))
  18. ჰო, მობილურებში როგორ გაზრდიან ეგრე, არ ვიცი, ან რა საჭიროა? ალბათ კომერციულ ნომრებს დაამატებენ ასე. აი ქალაქის ნომრებზე კი გაიზრდება, მაგალითად ბათუმში იყო 5 ნიშნა ციფრი, გახდა 6 ნიშნა, მაგრამ... პირვრლი 2იანი თუ არ შეიცვალა ბაზა იგივე რჩება. ბათუმში ნომრები იწყებოდა 1 დან და მთავრდებოდა ვთქვათ 9999 შემდეგ გადადის 2 ზე, 3ზე, 4ზე...და ასე 7დე იყო. ანუ 9999გამრავლებული7ზე 69993 ნომერი იყო. დავუმატეთ ამ ციფრებს 2 წინ და რა შეცვალა? თუ დარჩა ნომრები ისევ 21, 22, 23, 24, 27დე ამით ნომრების რაოდენობა არ გაზრდილა, იგივე რჩება. რო გაიზარდოს უნდა დაემატოს 28, 29, 30... 40... 50... და ასე სემდეგ.. მაშინ გაიზრედებოდა, მაგრამ ეხლა ყველაფერი იგივეა როგორც ქალაქის ნომრებზე, ისევე მობილურებზე. და რა გააკეტეს ამით? მე მგონი ეს ყველაფერი ზველი საბჭოთა რვიანის მოსაცილებლად იყო და რუსულ საკომუნიკაციო სივრცეს მოსაწყვეტად და თქვან ეგრე, რაა აქაც დასამალი, ან ვის ეწყინება? მარა რომ არიან ტყუილებს შეჩვეულები, ასეთ უმნიშვნელო რამეზეც არ მოიტყუონ არ შეუძლიათ)))
  19. რუსეთი ასეთ დაკიდულ მდგომარეობაში აფხაზეთს უფრო გადაყლაპავს. ხახაში ყავს უკვე და ყლუპ უნდა მარტო. ამას კი ვერ აკეთებს ჯერ, რადგან არაღიარებული აფხაზეთი უშლის ხელს. ეუბნებიან ეგ შენი ლუკმა არააო. ასეთ ვითარებაში რომ აღიარო, გადაყლაპავს რა თქმა უნდა. აფხაზები ხვდებიან ამას, მაგრამ ჩვენაც არ გვენდობიან და ჯერ რუსები მათთვის ჩვენი შეკავაების ფაქტორია. თუ კი მათ ასეთი საშიშროება არ ექნებათ საქართველოს მხრიდან, ზალით მათი დაბრუნების, ისინი რუსებს მოიშორებენ, რადგან უკვე ხვდებიან, რომ რუსეთი მათთვის მეტი საშიშია დღეს, ვიდრე საქართველო. რა თქმა ეგეც არ იქნება ადვილი. რუსებს ჩვენზე მეტად არ აწყობს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, იციან რა, რომ ასე მას დაკარგავენ საერთოდ. და ჩვენ ჩვენი პოზიციით, აფხაზებს რომ მოლაპარაკებებში თანაბარ სუბიექტად არ მივიჩნევთ, რუსებს ვაძლევთ კოზირს, რადგან "მომრიგებლის" მხარედ ისინი რჩებიან. თუ კი აფხაზებს ექნებათ ჩვენთან სალაპარაკო, ისინი რუსების გარეშე დაჯდებიან დიალოგისთვის. ამის მიზეზი კი სეიძლება იყოს მათთვის აღიარების შეთავაზება, გარკვეული პირობების სანაცვლოდ. როგორ ის, რომ რუსებმა დატოვონ აფხაზეთი და დააბრუნონ ლტოლვილები, ასევე გარკვეული ადმინისტრაციულ ტერიტორიული ცვლილები. რაზეც ისინი წავლენ. ადრე თავად თავაზობდენ ამას საქართველოს არზინბას დროს, გალის და კოდორის ხეობის გადმოცემა. ამის სემდეგ კი უკვე აღიარებულ აფხაზეთს არ გაუჭირდება საერთოი სახელმწიფოს შექმნაზე საუბარი. ეს პროცესი რომც გაჭიანურდეს, ორი საქმე მაინც იქნება გაკეთებული. რუსები აღარ იქნებიან აფხაზეთში, ლტოლვილები დაბრუნებული იქნებიან და ეგაა დღეს მთავარი ამ ეტაპზე. დანარჩენს დრო მოიტანს. ოღონდ აფხაზებს უნდა ჰქონდეთ თავდაუსხმელობის გარანტიები და სეიძლება აქ გარანტად ევროკავშირი ან გაერო გამოვიდეს. ეს მე ერთადერთ სწორ გზად მიმაჩნია აფხაზეთის დაბრუნების. საზღვარიც რომ ერთი არ გვქონდეს, მოქალაქეობა, კულტურულ ეკონომიკური კავშირები აღდგება, რაც აფხაზეთის დაბრუნების ტოლფასია დღეს. მე მგონი ცუდი აზრი არაა, ყოველ შემთხვევაში საწინააღმდეგოს სხვა უკეთესს ვერ ვხედავ.
  20. შენ ქართველი ხარ თუ სომეხი? ))) არ შეიძლება ეგრე. რომ დაპირდები, უნდა შეასრულო.
  21. http://abkhazeti.info/abkhazia/2011/1308164674.php მამუკა არეშიძემ გამოთქვა აზრი, რომ საქართველოსთვის კარგი იქნებოდა აფხაზეთის აღიარება დღეს. მე ვფიქრობ პირადად, რომ არ არის ცუდი აზრი, თუ კი აფხაზეთის დაბრუნება გვინდა, ოღონდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ. ეს პირობები კი ასეთია. მოლაპარაკებების დაწყება ერთი ერთზე რუსების გარეშე. რუსების გასვლა აფხაზეთიდან. ლტოლვილების დაბრუნება და საერთაშორისო ძალების დახმარებით თუ კი საჭირო დარჩა პოლიციური ფუნქციების შესრულება იქ. ამის შემდეგ აღიარება და გაერთიანებული სახელმწიფოს შექმნის შეთავაზება თანაბარ პირობებში.
  22. ისე ირანი რავა ჩამორჩა ამ ამბავში? პაკისტანს აქვს, უკვე ინდოეთსაც. ვაი ისრაელს მართლა, მაგათ მართლა რომ დაურჩეს ეგ ბომბი))) იაპონიას კი ნაღდად ჭირდება, თან მაგათთვის მისი დამზადება პრობლემა არ უნდა იყოს)) რუსეთმა კი ამ დროს სულ სხვა ბომბი შექმნა, რომელიც ატომურს არაფრით არ ჩამოუვარდება, მაგრამ რადიაქტიული არაა და მისი გამოყენება შეიძლება თავისუფლად (( ნეტა ჩვენი ფიზიკოსები გაქაჩავენ ასეთ ბომბს?
  23. ეხლა მკვდარი ყველა ცოდვაა, სამუშაოდ მიდის იქ სადაც შეუძლია და რაც შეუძლია იმას აკეთებს ოჯახი რომ არჩინოს. ზოგი იმისთვისაც მიდის მუშაობა არ უნდა და ჯარში დარმავოი ფული ჰგონია და მერე იმ ფულს რომ იღებს მარტო აბანოს ბოზებში ხარჯავს))) ყველა ჯურის ხალხია მოკლედ. ვაჟკაცი ბიჭებიც არიან(მარა ცოტა) და მაგარი სირებიც. მოკლედ ისეა როგორც გარეთ, მეტი სირია და ცოტა კარგი))) საზოგადოების სრული ნაღებია) ასე რომ ზოგი ცოდოა, ზოგს ეკუთვნის სიკვდილიც... აი ერთი შარშან იყო მგონი, აქვე საქართველოში პოლიგონზე კრწანისში ნაღმზე დაიღუპა რამოდენიმე ჯარისკაცი. როგორც მახსოვს ისევ ჯარისკაცებს გადაატეხეს თავზე და დასაჯეს. არა და მაქ გაცილებით დიდი ჩინები იყო დასასჯელი. ნაღმმტყორცნი კარგად ვიცი, ერთი პერიოდი ნაღმტყორცნელთა ოცეულის მეთაური ვიყავი ჯარში. და კარგად ვიცი რას შეიძლება გამოეწვია მსხვერპლი და რატომ. მოგვსლია ჩვენაც ეგეთი რამეები, მაგრამ მცირე კალიბრის ნაღმტყორცნები იყო და გადავრჩით, იქ კი 120 მილიმეტრიანი აუფეთქდათ. ეს კი უკვე ზალიან სერიოზული ნაღმებია. ყიდულებენ იუგოსლავიაში ჩამოწერილ ვადაგასულ იარაღს, შენახვის წესებსაც არ იცავენ საწყობებში, გაზლევენ იქედან და უვარგისი დაქამული მუხტი არ იწვის კარგად, ვერ აგდებს ჭურვს და დაგიგდებს ცხვირწინ, ან არ მივა საჭირო ადგილამდე და სხვაგან ჩამოვარდება საბრძოლო სწავლებების დროს, შენიანებს დააჯენ თავზე რაც არ უნდა გამოცდილი და კარგი გათვლის მეთაური იყო. მერე კი რას იტყვიან, უხარისხო ჭურვი იყო და სამინისტროს ბრალი იყო ის რომ ასეთი იყო? იტყვიან გათვლის მეთაურმა შეცდომა დაუშვაო და დაიჭერენ მას, თუ ცოცხალი დარჩა გადარჩა. მოკლედ ჯარშიც სამსახურიც ამ მთავრობის შემხედვარე ნურავის ჰგონია ადვილი. მით უმეტეს ისეთი სარდალი რომ გყავს როგორც სააკაშვილია და როდის რას გააფრენს ღმერთმა იცის. ნუ თან მისი სასტავი კიდო უწყებაში.
  24. ბრძანებით ვერ უშვებენ საქმეც მაგაშია))) ყველას ეკითხებიან უნდათ თუ არა წასვლა)) ვიყავი ერაყში ეგრე მეც და ვიცი კარგად))) ბევრი უარს ამბობს, არიან ასეთებიც)))))))) ზოგი პოლიგონზე სასწავლო სროლების დროს იფსამდა და ავღანეთში წავა ის? ))) ერთს მახსოვს იარაღიც ვერ ასროლინეს, ეშინოდა და ჯარში რა გინდოდაო რომ ვკითხეთ, არ მეგონა ავტომატის სროლა თუ მომიწევდაო)) ადრე სასაზღვროში "უმსახურია" და ტამოჟნიაზე იდგა ასლანის დროს))))ეგრე იქნებოდა ეგონა საბრძოლო ბატალიონშიც. უმუშევარი იყო და წავიდა ჯარში))))
×
×
  • შექმენი...