Jump to content
Planeta.Ge

Morfius

პლანეტელი
  • პოსტები

    910
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი Morfius

  1. ზოგადად კი ვამპირებზე ვისაც უფრო მეტის გაგება სურს უნდა მოიძიოს გრიმუარი სახელწოდებით "სისხლის წიგნი" მეეჭვება ვინმემ იპოვოს, მაგრამ სცადეთ მაინც დაინტერესებულებმა.
  2. ვამპირები… რას წარმოადგენენ ისინი? ლეგენდები მათი სისხლიანი “მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) – “ეშმაკის ძალის ინდექსი”, ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:”ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება”. რა იმალება გასული საუკუნეების მისტიკურ რომანებსა და თანამედროვე საშინელებათა ჟანრის ფილმებში?სურვილი მრავალმხრივი და განსაკუთრებული სიამოვნების მიღებისა, თუ ადამიანთა საზოგადოებრიობის სიღრმიდან აღმოცენებული შავი მისტიკის საწყისი? იხილეთ მითიური და ფოლკლორული ვამპირების სია… აზემა ალგული - არაბეთი, იაპონია და ფილიპინები. ასევე ცნობილი სახელით: გული (Ghul) ალგული — არაბული ვამპირი, ანუ „სისხლისმსმელი ჯინი“. ამგვარი ვამპირები, ტრადიციულად, ქალი დემონები არიან, რომლებიც თავიანთ ორგიებს გარდაცვლილი ბავშვების გვამებზე და გადაჭედილ სასაფლაოებზე მართავენ. ალპი — გერმანული სული-ვამპირი, რომელიც ბუგიმენსა და ინკუბუსს უკავშირდება. ალპი მამრობითი სქესისაა, ხშირად იგი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ნათესავის სულია და უმეტესად დემონია. ალპებად შეიძლება იქცნენ ბავშვებიც, რომელთაც ორსული დედა ცხენის ფაფარის საშუალებით იშორებს. შუა საუკუნეებში ალპი კატის, ღორის, ფრინველის თუ სხვა ცხოველის სახით ჩნდებოდა; მათ შორის, ლექორუსის — დემონი-ძაღლის სახით კელნში და ამგვარად უკავშირდება მაქციასაც. ნებისმიერ განსხეულებაში ალპი შლაპას ატარებს; სვამს მოზრდილთა და ბავშვების სისხლს, თუმცა უპირატესობას ქალის რძეს ანიჭებს. ალპის მოკვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ანიუკა ასანბოსამი (ან ასასაბონსამი) სევე ცნობილი სახელით: ასასაბონსამი — აფრიკული ვამპირია და ცნობილია სამხრეთ განაში, აშანტის ტომებს და სპილოს ძვლის სანაპიროს — კოტ-დ’ივუარსა და ტოგოს მცხოვრებთა შორის. გადმოცემების თანახმად, ასანბოსამი უღრან ტყეებში ბინადრობდა და ყველაზე ხშირად მას მონადირეები წააწყდებოდნენ ხოლმე. საერთოდ, მას ადამიანის გარეგნობა აქვს, ორი გამონაკლისით: რკინის კბილები და ფეხზე კაუჭისმაგვარი გამონაზარდი აქვს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იმ ხესთან გაივლის, სადაც ასანბოსამი ცხოვრობს, სიკვდილი არ ასცდება. ასვანგი — ფილიპინელი ვამპირი, რომელიც გადმოცემების თანახმად, დღისით ლამაზი ქალის სახით ჩნდებოდა, ხოლო ღამით შიშისმომგვრელ მფრინავ ბოროტმოქმედად გარდაიქმნებოდა. დღის განმავლობაში, ასვანგს ნორმალური ცხოვრებით არსებობა შეუძლია. თუმცა ღამ-ღამობით მსხვერპლების სახლებში იგი ღამის ფრინველის სახით ფრინდებოდა. ყოველთვის სისხლით იკვებება, განსაკუთრებით კი უპირატესობას ბავშვებს ანიჭებს. საკვების მიღების შემდეგ, ეს არსება იბერება და ფეხმძიმედ გამოიყურება. თუ ასვანგი ადამიანების ჩრდილს გალოკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მალე მოკვდება. აძე — ვამპირის სული, რომელიც აფრიკაში, განას სახმრეთ-დასავლეთის და ტოგოს სამხრეთის ევების ტომებში ბინადრობს. აძე „მფრინავი ცეცხლის“ სახით დაფრინავს, მაგრამ თუკი მას დაიჭერენ, იგი ადამიანის იერს იღებს. იგი სვამს სისხლს, პალმის წვენს და ქოქოსის წყალს; ასევე, ნადირობს ბავშვებზე. ბაავან ში — შოტლანდიური ვამპირი, რომელიც, როგორც წესი, ლამაზი ქალის სახით გვევლინებოდა და ამით, თავის მსხვერპლებს აცდუნებდა. მაგიურ ცოდნაში ბაავან ში, ჩვეულებრივ, მწვანეში გამოწყობილი გვხდება. ბაიანგი — მალაიზიური ვამპირი, რომელიც კატას მოგვაგონებს და ბავშვებზე ნადირობს. შესაძლებელია მისი დამონება და მსახურ დემონად გადაქცევა. ხშირად, ერთი ოჯახის ფარგლებში ბაიანგი რამდენიმე თაობას ემსახურება. თუ მას დაიჭერენ, იგი კვერცხებით იკვებება და თუ საჭმელი შემოაკლდა, პატრონს აუმხედრდება. ასეთი დემონის პატრონს შეუძლია მისი მტრისთვის გაგზავნა. მტერი, როგორც წესი, მალევე გაურკვეველი დაავადების შედეგად გარდაიცვლება. ტრადიციების მიხედვით, ბაიანგი წინასწარ მოჯადოებული მკვდრადშობილი ბავშვის სხეულისგან ჩნდება. ბაითალი ბებარლანგები — ფილიპინებში აღმოჩენილი ტომი, რომელის წევრებიც ფსიქიური ვამპირიზმის ფორმებს მიმართავდნენ: მსხვერპლის ენერგიისა და ცოდნის მიღების მიზნით, სვამდნენ მის სისხლს. ბრაჰმაპარუში — ვამპირი ინდოეთიდან, რომელიც ადამიანებით იკვებება. მსხვერპლთა სისხლს ეს არსება თავის ქალიდან სვამდა, ჭამდა თავის ტვინს და ბოლოს, მსხვერპლის შიგნეულობაში გახვეული, რიტუალურ ცეკვას ასრულებდა. ბრუშა — ქალი-ვამპირი პორტუგალიიდან. ბრუშა ვამპირის სახეს, როგორც წესი, ჯადოქრობის საშუალებით იღებს. ღამ-ღამობით თავის სახლს ფრინველის ფორმაში ტოვებს. ყველაზე ხშირად იგი გადაღლილ, გზააბნეულ მოგზაურებს ესხმის თავს. გადმოცემის თანამად, დილაობით ის ლამაზი ქალის სახით გვევლინება და ჩვეულებრივ, ადამიანურ ცხოვრებას ეწევა; უყვარს ბავშვები, რომლებიც საბოლოო ჯამში მის მსხვერპლებად იქცევიან. მისი მოკვლა შეუძლებელია. ბჰუტა — ვამპირი ინდოეთიდან, რომელიც, როგორც წესი, ადამიანის ძალადობრივი სიკვდილის საფუძველზე ჩნდება. ბჰუტებს გადაეყრებიან ხოლმე სასაფლაოებზე ან ბნელ, უკაცრიელ ადგილებზე. ასეთი არსების თავდასხმა, ხშირ შემთვევაში, სერიოზული დაავადებით ან სიკვდილით მთავრდება. გაიალი — ინდოეთი დანაგი — ვამპირი ფილიპინებიდან, რომელსაც უკავშირდება კუნძულებზე მცენარე ტაროს გახარება მრავალი წლის წინ. ისტორიულად, დანაგი ადამიანებთან თანამშრომლობდა, მაგრამ მათი მეგობრობა დასრულდა მაშინ, როცა ქალმა თითი გაიჭრა და დანაგმა ჭრილობა მოუწოვა; ამ დროს კი მას ისე მოეწონა გემო, რომ „მსხვერპლს“ სისხლი სულ გამოაცალა. ჯარეგ-დუე — საზარელი ქალი-არსება ირლანდიიდან, რომლის სახელიც “სისხლის წითელ მწოველს” ნიშნავს. ვამპირის ეს ნაირსახეობა, რომელსაც კელტების ხანას უკავშირებენ, დღემდე თავზარს სცემს ადგილობრივ მოსახლეობას. ასეთი არსების სავარაუდო ადგილსამყოფელის გაუვნებელყოფის ერთადერთი საშუალებაა, საფლავზე ქვების დახვავება. დეარგ-დუეს - შესახებ ყველაზე ცნობილი თქმულებაა ლამაზი ქალის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ უოთერფორდშია დაკრძალული, ეკლესიის ეზოში, “წელში მოხრილი ხის” გვერდით. წელიწადში რამდენჯერმე იგი ამოდის საფლავიდან და თავის უნარს იმისთვის იყენებს, რომ ადამიანი შეაცდინოს და შემდეგ – მოკლას. დოპელზოიგერი (გერმ. Doppelsauger) — გერმანელი ვამპირი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთითაა აღმოჩენილი — ვენდებს შორის (სლავური რასა). გადმოცემის თანახმად, ბავშვი, რომელსაც დედის ძუძუს მოაცილებენ, ვამპირად იქცევა. დოპელზოიგერი ნათესავების მკერდის ხორცსავსე ნაწილებით იკვებება და ამით იხანგრძლივებს სიცოცხლეს. ეკიმუ ემპუსა საბერძნეთი (ბერძნ. Εμπουσα) — ქვესკნელის საშინელი დემონი, ჰადესის სისხლისმსმელი ურჩხული, ღამეული ლანდი, ჰეკატეს თანამგზავრი და ხშირად, მისი ორეულიც. აფრთხობდა მგზავრებს, სისხლს სწოვდა და ჭამდა ბავშვებს, მიეკუთხვება ურჩხულთა ისეთ მოდგმას, როგორებიცაა გორგონა, ლამია, აკო, ალფიტო, მორმო და მორმოლიკე. ამ წყვდიადის საფრთხობელებს ზოგადად მორმოლიკებს ეძახდნენ. ემპუსას გამოხატავდნენ ვირისფეხებიან მშვენიერ ქალად, რომელიც ბავშვს ჭამს ან შეყვარებულს ახრჩობს. მას შეუძლია იქცეს ნებისმიერ არსებად, ხან ვირია, ხან ჯორი, ტურა, ქალი და ა.შ. ერეტიკა — რუსეთი ესტრიე — ისრაელი ვლოკოსლაკი ვოლკოლაკი ვრაკოლაკი ვრიკოლაკასი ვრიკოლატიოსი ვურდალაკი ზმეუ იმპუნდულუ — დასავლეთი აფრიკა ინკუბუსი იუსტრელი კათაკანო კაშა — იაპონია კოზლაკი — დალმატია, ხორვატია კრვოპიაცი — ბულგარეთი კუან-ში — ჩინეთი ლამია — ლიბია ლანგსუირი — მალაიზია ლინჰაუმ-ში — ირლანდია ლობიშომენი — ბრაზილია ლუგარუ — დასავლეთი ინდოეთი ლუგატი — ალბანეთი მარა მასანი მაქცია მორმო — საბერძნეთი მოროიი — რუმინეთი მურონი — რუმინეთი ნახზეერი ნელაფსი ნოინტოტერი ნოსფერატუ ობაიფო ოხინი — პოლონეთი პაკუ პატი — ინდოეთი პელესიტი — მალაიზია პენანგალანი — მალაიზია პიიავიცა პისაჩა — ინდოეთი პოლოგი — მალაიზია ჟარაკაკასი — ბრაზილია რაკშასა — ინდოეთი რამანგა სტრეგონი ბენეფიჩი სტრიგი სტრიგოიი — რუმინეთი სუკუბუსი ტალამაური ტლაკიკესი უბორი უპიერჩი უპირი უტუკუ ჩან ში — ჩინეთი ჩივატატეო ჩორდევა ჩურელი — ინდოეთი ჯიგარხვარი — ინდოეთი ვამპირად ქცევის წინაპირობები წელიწადის გარკვეულ დროს დაბადებულები (ახალი მთვარისას, წმინდა დღესასწაულებზე და ა.შ.); კუდით, კბილებით ან ზედმეტი ძუძუთი დაბადებულები (თანდართული ანომალია); დიდი თმის საფარით, წითელი ხალით ან ორი გულით დაბადებულები; წმინდა დღესასწაულებზე ჩასახულები; დედის ძუძუს ნაადრევად მოშორებულები; სხვისი ძუძუთი გამოკვებილები, მას შემდეგ რაც დედისას მოაშორეს; მეშვიდე მამის მეშვიდე ვაჟი; მოუნათლავად გარდაცვლილები; დაწყევლილები; ფეხმძიმობისას დედამ საკმარისი მარილი არ მიიღო; ფეხმძიმობისას დედამ დაინახა ვამპირი. ქმედებები და მოვლენები ჯადოქრობის შედეგად; თვითმკვლელობისას; მგლისგან მოკლული ცხოველის ხორცის ჭამის შემთხვევაში; უზნეო და ცოდვილი ცხოვრებისას; რწმენის ღალატისას (საეკლესიო პირთა მიერ). სიკვდილისშემდგომი მოვლენები ვამპირის ხელში სიკვდილი; ცხოველი, რომელიც მიცვალებულს ან კუბოს გადაახტება; ცხედარზე არსებული მუდმივი ჩრდილი; დაუკრძალავი მიცვალებული ან არასათანადო დაკრძალვა; ძალადობის ან მკვლელობის მცდელობისას სიკვდილი; შურiძიებელი მკვლელობა; უყურადღებოდ დატოვებული ცხედარი; წყალზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად სიკვდილი (დამხრჩვალი); გაძარცული ცხედარი; პირქვე დაკრძალულები. ლეგენდები მათი სისხლიანი “მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) – “ეშმაკის ძალის ინდექსი”, ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:”ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება”. მე-19 საუკუნის ირლანდიელი მწერლის – ბრემ სტოკერის ნაწარმოებში “დრაკულა” ასახულია ვამპირების ქცევა. წიგნი სწრაფად გახდა ბესტსელერი და დღემდე იქცევს საზოგადოების ყურადღებას. დრაკულას პროტოტიპი მე-15 საუკუნეში მცხოვრები რუმინელი თავადი, ვლად ცეპეში იყო. თავადმა სახელი ორი განსხვავებული თვისებით გაითქვა – განსაკუთრებული სიმამაცით, რომლითაც ის ქვეყნის მტრებს – თურქებს ებრძოდა, და კიდევ უფრო გამორჩეული სისასტიკით, რომლითაც ტყვეებსა და დაუმორჩილებელ ქვეშემდრომებს უსწორდებოდა. ლეგენდის მიხედვით, მეფემ თავადი დრაკონის ორდენით დააჯილდოვა. სწორედ აქედან მოდის მისი მეტსახელი “დრაკულა”. ვლად პეცეში სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდა სიცოცხლეს, რისთვისაც მას მუდმივად სჭირდებოდა ადამიანის სისხლი. რა იმალება გასული საუკუნეების მისტიკურ რომანებსა და თანამედროვე საშინელებათა ჟანრის ფილმებში?სურვილი მრავალმხრივი და განსაკუთრებული სიამოვნების მიღებისა, თუ ადამიანთა საზოგადოებრიობის სიღრმიდან აღმოცენებული შავი მისტიკის საწყისი? ქრისტიანული და წარმათული რელიგიების სათავეების მკვლევარი, ალექსანდრე დუგინი სწორედ ამ უკანასკნელ მოსაზრებას ეყრდნობა და ამის მყარი საფუძველიც აქვს. თითქმის ყველა რელიგიის არსი – ღმერთი, და შემდეგ ადამიანი, ცხოვრების ორ ციკლს გადის: სიცოცხლეს და სიკვდილს, რომლებიც ერთმანეთთან საკრალური ქმედებით არის დაკავშირებული. წარმართულ რელიგიაში მზე ღვთიური სხივის (სინათლის) განსახიერებად ითვლებოდა, ხოლო მზის წელიწადი როგორც მთელი ქვეყნიერების, ისე ადამიანის ბედის საზომსა და მოდელს წარმოადგენდა. ალექსანდრე დუგინი ვამპირთა ქმედებაში იგივე საკრალურ მომენტს ხედავს, მხოლოდ მუქსა და ბნელში გამეორებულს, ნაცვლად ახალი მზიური სიცოცხლისა, რომელიც მათი აზრით, მხოლოდ ფერმკრთალი, წარმავალი არსებობა იყო. რა შუაშია აქ სისხლი, რომელსაც ვამპირები სვამენ ახალი ცხოვრების საზიარებლად? ყველა რელიგიის მისტიკური ტრადიცია სისხლს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მათი აზრით, სისხლი წარმოადგენს შესქელებულ ცეცხლს, სინათლეს, რომელიც ადამიანის სხეულსა და ფსიქიკას შორის გარდამავალი ინსტანციაა. სისხლი ადამიანის სულის მატერიალური გამოხატულებაა. უძველესი საკრალური დამოკიდებულება სისხლის მიმართ შემორჩენილია ქრისტიანულ რელიგიაშიც. გავიხსენოთ სიმბოლური მსგავსება ადამიანისა ქრისტესთან. მართლმადიდებლურ ტაძრებში სვამენ წითელ ღვინოს – იგემებენ ღმერთის “სისხლს”. ქრისტიანის სულის ფსიქო-ფიზიკური სტრუქტურის გარდაქმნის მაგიური ზებუნებრივი აზრი გაქრა და რელიგიურმა წეს-ჩვეულებამ ალეგორიის სახე მიიღო. ქრისტიანული მღვდელმსახურების ეს მხარე იდუმალი ეზოთერული სწავლების საკუთრება გახდა, რომლის მიზანი, ღვთიური უნარის ფლობა და უკვდავების მიღწევა იყო. სწორედ ამ დროს დაიბადა მომაჯადოებელი და საზარელი პაროდია, რომელმაც ფერიცვალების არსი ღამის კოშმარის სფეროში გადაიყვანა. შუა საუკუნეებში წარმოქმნილი საიდუმლო ორგანიზაციები ძალაუფლების მოპოვებას და სახელმწიფოს ფარულ მართვას ეზოთერული ცოდნის მეშვეობით ცდილობდნენ. ასეთი ორგანიზაცია იყო, მაგალითად, “დიდგვაროვანი ტამპლიერების ორდენი”, რომელიც იმდროინდელი ევროპის მრავალ ქვეყანაზე ახდენდა ზეგავლენას. 1307 წელს ორდენი განადგურებული იქნა რომის პაპის კლიმენტი 7-ისა და საფრანგეთის მეფის – ფილიპე ლამაზის მკრეხელური შეურაწყოფის გამო. ამ მოვლენის შემდეგ საუკუნეები გადის და ბევრი რამ იცვლება. თუმცა, მისტიკური საიდუმლოების მეშვეობით (სისხლის დახმარებით) ადამიანის გარდაქმნისადმი ინტერესი არ განელებულა. ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ ამ ფარული პროცესის არსებითი როლი მდგომარეობს კულტურის ზოგიერთი მოღვაწის მიერ პიროვნების სულიერ-ესთეტიკური ფორმირების ჩამოყალიბებაში. თანამედროვე რეალისტური რომანის ფუძემდებლები – ონორე დე ბალზაკი და ემილ ზოლა საიდუმლო საზოგადოების წევრებად მოიაზრებოდნენ და ამ გატაცებამ გავლენა მათ შემოქმედებაზე იქონია. “დრაკულას” ავტორი – ბრემ სტოკერი, რომელიც პირველად ალაპარაკდა ვამპირიზმის მისტიკურ საიდუმლოებაზე, მაგიური ორგანიზაციის “ოქროს აისის” წევრი იყო. ორგანიზაცია დაარსდა ინგლისელი მასონების მიერ. მასში გაერთიანებულები ეზოთერიზმის ყველაზე საშიში მხარის შესწავლით იყვნენ დაკავებული. ორგანიზაციაში გაერთიანებული იყვნენ იმ დროისთვის პოპულარული ინგლისელი მწერალი ბულვერ ლიტონი და სისატიკით და ბოროტებით განთქმული ოკულისტი ალისტერ კროული. “ოქროს აისის” გავლენა სწრაფად ვრცელდებოდა კულტურის სხვადასხვა მოღვაწეებზე, რომელთა მიერაც შემდგომში გავრცელდა სიუჟეტები ვამპირებზე, მოჩვენებებზე, შავ წირვასა და სხვა მსგავს მისტიკურ საიდუმლოებაზე. ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ “ოქროს აისში” “დრაკულას” ავტორის წევრობა ბევრის მანიშნებელია. სწორედ ამ ორგანიზაციაში შემუშავებული რიტუალებია დაკავშირებული “სისხლის მაგიასთან”. ორდენის თავკაცი მაზერსი პირდაპირ დაადანაშაულეს ვამპირიზმში. ვამპირიზმის იდეის გავრცელების სხვა მაგალითებიც მრავლად არსებობს. ცნობილი მომღერალი და მსახიობი დევიდ ბოუი საშინელებათა ჟანრის ფილმში მთავარ როლს ასრულებდა, სადაც ვამპირები, სხვა დანარჩენ ადამიანებთან შედარებით განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ. და აი, რა არის საინტერესო – დევიდ ბოუი წევრია ეზოთერული ორგანიზაციისა – “აღმოსავლელი ტამპლიერების ტაძარი”, რომლის ფესვებია “ოქროს აისიდან” მოდის. მსგავსი საიდუმლო ორგანიზაციები, რომლის ინტერესის სფეროსაც სისხლი წარმოადგენს, შეიძლება მრავლად დასახელდეს. საკმარისია გავიხსენოთ გერმანიაში შექმნილი ორგანიზაცია “ტულეს გაერთიანება”, რომლის “ფილიალი” შემდგომში ბოროტებით განთქმული გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია გახდა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ევროპის მრავალ ქვეყანაში იქმნება “შავი სატანის” სამსხვერპლოები. ეშმაკის კულტის ახალგაზრდა მიმდევრები იწყებენ რიტუალების სატანური წეს-ჩვეულებებით ჩატარებას. მიმდინარეობს ქრისტიანული საფლავების წაბილწვა, ცხოველების ხელყოფა (შავი ფერის კატები) და ა.შ. ვინ არიან ეს ადამიანები:სულით ავადმყოფები? ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ მრავალრიცხოვან სატანურ სექტებს (ვამპირული სექტები) აერთიანებს ერთიანი ორგანიზაცია. ორგანიზაციის სათავეში დგას ყველაზე ძლიერი მაგი – “მოხუცი”, რომელიც აკონტროლებს ყველა სექტას და ავრცელებს ეშმაკის კულტს. არსებობს შავბნელი დოქტრინის საფუძველზე შემუშავებული ვამპირიზმის სპეციფიკური ოკულტური ტრადიცია. ამ ტრადიციის მატარებლები განსაკუთრებულ შესაძლებობლებს და მეთოდებს ფლობენ და პირველ რიგში, ცივილიზაციის განვითარების მთავარ პროცესზე – კულტურაზე ახდენენ გავლენას. მათი სურვილია ვამპირიზმის შესახებ მითი ბანალურ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს. პათოლოგიას ადამიანი მშვიდად ხომ იმ შემთხვევაში ეგუება, როცა ის მისთვის ჩვეულებრივი ხდება. რა ბედი ეწევათ ადამიანებს, მსგავსი პათოლოგიის შეგუების შემთხვევაში?
  3. არასწორად მოაზროვნისთვის კიი სწორად ჰგონია, ეხლა კი ჰგონია კი არა და რა იცის ზუსტად ქრისტემ მას დავწერ: "ღვთის ნების გარეშე, ერთი ღერი თმაც არ ჩამოგივარდებათ თავიდან" ასე რომ შენს ლოიალურ თეორიას იესოს სიტყვები სცემს პასუხს, "ღვთის ნების გარეშე, იაპონიაში სტიქიური უბედურება არ მოხდებოდა" ზემოთ რომ იკრიჭებოდი და იძახდი ესე იგი არ იციო, მეგონა რამე სერიოზულს დაწერდი, ეს არის შენი პოსტის სიბრძნე? სუ ეგა ხარ? შეიძლება უშუალოდ ღმერთმა არ გამოიწვია ის სტიქია, მაგრამ ხომ დაუშვა რომ იაპონია განადგურებულიყო? მისი ნებისაგან დამოუკიდებლად თმის ღერი თუ არ ვარდება თავიდან რას ატყუებ აქ ხალხს რომ ამხელა სახელმწიფოს სტიქიით განადგურება შეიძლება ღვთის ნების გარეშე? რას იძახი. რომ ღმერთს რომ არ სდომებოდა ეს მოხდებოდა? მოკლედ ოღონდ რასელის ბოდვა გაამართლო და იესოს სიტყვებსაც კი დამალავ რაა.
  4. რა დრო იყო მოკლედ ეს ფორუმიც საქართველოსავით ნატანჯია რაა
  5. წოტა წაატორმუზე და უზრდელობაში ნუ გადადიხარ თორემ შენი პირველი ნიკის ბედს გაიზიარებ. კარგად პილატეს ნარჩენო სიმართლე მტკივნეულია რას იზავ არა ამაზე მეორედ უნდა გავიცინო როდიდან გახდნენ თაღლითები ბატონები
  6. ვახ გადამრევ რა, ადამიანს სული არა აქვსო არ ასწავლიან? აბა მოსე და ელია თუ არც მოსესა და ელიას სული იყო და არც ანგელოზები იყვნენ, რამე ახალი სულიერი არსება გამოიგონეთ თუ რაშია საქმე, ადრე ანგელოზებს უწოდებდნენ ეს შენ არა ხარ ბაიბურში იმათი მოძღვრების ისტორიისა ვისაც ასეთი თავგამოდებით იცავ. ჰოდა პირდაპირ, რომ არ დამიწერია. როგორც დავწერე შენც ისე წერე ხოლმე, იმიტომ რომ ცილისწამება შენ გამოგდის ზუსტად. როგორ მომაქვს თავი? განღმრთოება განვიცადე თქო არც ეს დამიწერია და რა არის ნაგლად მაბრალებ? არ მეშინია ნახოს შენსავით პოსტების მიმალვას კი არ ვცდილობ ახალი პოსტებით რომ უაზრობამ წინა გვერდზე გადაინაცვლოს და დაიმალოს. განღმ რააო? ეხლა არ მითხრა თავად იეჰოვა იყოო, თორემ უკვე დაგისმევ სწორ და უტყარ დიაგნოზს
  7. ინდუისტები ანაჰატა ჩაკრაზე მედიტაციით, მანტრა სუპრიმისა და რაგების მღერით აღწევენ განღმრთოებას, მაგრამ ზოგს გამოსდის ზოგს არა ეს იმაზეა დამოკიდებული თუ სულს ფიზიკურ სხეულში მოვლინებამდე განვითარების რა დონე ქონდა, ისინი განმარტავენ რომ სულს მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე შეუძლია განვითარდეს და არსად სხვაგან, რაც შეეხება სულისთვის ფიზიკური სხეულის დატოვებას და ასტრალურ სხეულში გადასვლას, არც ამას მიიჩნევენ განღმრთოებად და ამბობენ რომ ასეთი ტიპის ექსპერიმენტები სახიფათოც კია, რადგან ასტრალური განზომილება პირობითად ჯოჯოხეთი დავარქვათ სავსეა იმ ბოროტი სულებით, რომლებმაც ვერ მოახერხეს გასხივოსნება და ბრაჰმას სამყოფელში შეღწევა. განმარტავენ რომ ვინც ასეთ ექსპერიმენტებს ატარებს ხშირად ექცევა ამ დემონური ძალების ზემოქმედების ქვეშ, აზრს რომ ანგელოზები სულები ჰგონია, რასელის ნათქვამით ამას ვწერდი ქრისტიანისთვის გასაგებ ენაზე რომ ფიზიკური სხეულის გარდა არსებობს კიდევ ასტრალური სხეულიც მაგრამ სიტყვა ასტრალს არ ვახსენებდი შეგნებულად თორემ სატანისტის იარლიყი ზედ მქონდა ეგრევე ეხლა რაც შეეხება ამ რასას, რომელსაც ვახსენებდი ზემოთ მათ პირობითად ელდარის რასას უწოდებენ, ერთ ერთმა მათმა წარმომადგენელმა მოახერხა გასხივოსნება ანუ გახდა ღმერთი ანუ მან დატოვა ფიზიკური და ასტრალური სხეული და სულიერების ისეთ საფეხურს მიარწია რომ გახდა ღმერთების ღმერთი, ბიბლიაში რომ წერია იეჰოვას მიმართ ღმერთების ღმერთო მიმართვა, ეს იმას ნიშნავს რომ სხვა ღმერთებიც არსებობენ ფიზიკური სხეულის არ მქონე სულიერი არსებები რომელსაც გააჩნიათ ასტრალური სხეული, ასეთებს ჯერ ებრაელებმა და მერე ზოგადად ქრისტიანებმა ანგელოზები და დემონები დაარქვეს, კიი იყო განხეთქილება ზოგიერთი ასტრალურ სხეულში მყოფი არსება აუმხედრდა უზენაესს და ასტრალურ სამყაროში დღესაც გრძელდება ბრძოლა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ლამაზად შეთითხნილი ზღაპრებით ადამიანის ცნობიერება დააბინძურო, რატომ ვერ ხსნიან საიდან წარმოიქმნა ღმერთი? არასოდეს შექმნილაო რომ იძახიან და ყველაფერი მან შექმნაო, იმ კითხვას რატომ ვერ სცემენ პასუხს თავად ვიღამ შექმნა? ფუუ და გაჩნდა? რქებით რომ ეხეთქებიან ევოლუციის თეორიას და ერთი ხელის მოსმით უარყოფენ ფაქტები ხომ საპირისპიროზე მეტყველებს? მოკლედ როგორც აღვწერე განღმრთოების იგივე გასხივოსნების 2 გზა არსებობს ერთი ხანგრძლივი და შრომატევადი მეორე მოკლე და ას პროცენტიანი შედეგით, მეორე გზის შესახებ აქ აღარ დავწერ გარკვეული მიზეზების გამო, თან ამ ყველაფერთან ერთად განუვითარებელ სულს აქვს ესეთი თვისება, რა განზომილებაშიც იმყოფება იქ სურს დარჩენა, სწორედ ამიტომ ცდილობს კაცობრიობა უკვდავების წამლის შექმნას და ახალგაზრდობის განმახანგრძლივებელი პრეპარატების დამზადებას, ბევრი სული ნებაყოფლობით რჩება ასტრალურ სამყაროში და აღარ ილტვის ბრაჰმას სამყოფელისკენ (ქრისტიანებისტვის სასუფეველი) ბევრიც უკან ბრუნდება ახალ სხეულში რათა, როგორც ზემოთ აღვნიშნე მხოლოდ დედამიწაზეა შესაძლებელი სულიერი განვითარება და საკუთარი მეს რეალიზაცია, სხვა პლანეტაზე და სხვა განზომილებაში სულს არ შეუძლია განვითარდეს.
  8. ჰო აშკარად ასეა. არ უნდა გიკვირდეს იმიტომ რომ რასელისტები არიან. რელიგია კი არა სექტა და თან ისეთი სწრაფი ტემპებით იცვლით იდეოლოგიას რომ რამე ხომ არ გამომრჩა? 5 წლის წინ ანგელოზები იყვნენ უბრალოდ მესესა და ელიას სახე მიიღესო იძახდით, აბა დღეს რას ამბობთ ვინ იყვნენო? ისეთი ნიჭიერები ხართ ახალი ტიპის სულიერ არსებას გამოიგონებდით ხო ვიცი არა ეგრე არა თომასავით მუხლებზე უნდა დაეცე და იღაღადო უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი სად მოგწერე ღმერთი ვარო? დააციტირე აბა. მეხუთე რელიგია. "აზრი" მეცხრე საოცრება გელოზებზე არაფერს
  9. რას ვერ მიხვდი იესოს ფერიცვალებისას მოსე და ელია გამოეცხადნენო გარკვევით წერია, რასელისტებმა კი იმიტომ რომ ადამიანის სულის არ არსებობა იქადაგონ ნაგლად ამბობენ მოსე და ელია კი არა ანგელოზები იყვნენო. იცნობ და რასელისტები არიან, იეჰოვას მოჰმეებს ტყუილად ნუ არქმევ იეჰოვას მსგავსი მოწმეები არც ყოლია და არც ეყოლება. აქ, "ხარ" კი არა "ვარ" უნდა დაგეწერა. ალბათ მექანიკური შეცდომა დაუშვი.
  10. რა თუნდაც ამას? ეხლა მართლა რაღაც ნუ შეგეშალა, 2000 წლის წინანდელ ამბავს კი არ ვყვები, რომ არქეოლოგიური მასალა დავდო, აგერ სადღაც მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს იყო და იმ გამამტყუნებელი განაჩენის მოძიებაც არ გაუჭირდება დაინტერესებულ პირს. მე მაგის იმედი არ მაქვს, მაგრამ საქართველო საოცრებათა ქვეყანაა სადაც წიკიანი ბოკერიაც კი უშიშროების საბჭოს მდივნად შეიძლება მოგევლინოს ადამიანს მკალავლიშვილისნაირების ხელისუფლებაში მოსვლა რა გასაკვირია? არ მითხრა ეხლა უკეთესები ყავთო. მე არანაირად არ მეხება
  11. არა ინდუიზმს არ ვგულისხმობ ისე ინდუისტები ახლოს არიან ამ თეორიასთან, მაგრამ ისინი ამ მოვლენას, სხვანაირად განმარტავენ, ამბობენ რომ ადამიანს აქვს 3 სხეული ფიზიკური, ასტრალური და სულიერი და რომ თუ პიროვნება სულის განვითარებით მიაღწევს ბრაჰმას სამყოფელს ის აღარ ბრუნდება უკან ანუ განიცდის განღმრთოებას, ხოლო დროთა განმავლობაში ასეთი ცალკეული სულები ბრუნდებიან ხორცში კაცობრიობის დასახმარებლად თავადაც განიცადონ განღმრთოება ასეთებად განიხილავენ ბუდას, იესო ქრისტეს, შრი აურობინდუს, მუჰამედს, მაგათ აქვთ განღმრთოების გზა და ცოდნა, გარკვეულწილად ეს მეც ვიცი მაგრამ ხანგრძლივი პროცესია, არსებობს ასევე მეორე გზაც ჩემს მიერ ხსენებული რასის სხვა ნებისმიერ რასასთან სქესობრივი კონტაქტით ნაშობი შთამომავლის დახმარებით განღმრთოებისა.
  12. ჩვენთვის ცნობილი რასებიდან არც ერთმა, დღეს ამ რასის წარმომადგენლები ძალიან მიზერული რაოდენობით ცოცხლობენ, არამგონია შენთვის საინტერესო იყოს.
  13. და ვერც დაწერდი, აფერისტობას დამტკიცება უნდა, რასელს კი სასამართლომ დაუმტკიცა და მაგიტო დავწერე, დაუმტკიცონ მართლმადიდებლებს თაღლითობა და მაგათზეც დავწერ კი არ მომერიდება. აბა შენ მიშა მარადმწვანე მცენარე გგონია?
  14. მე საერთოდ ღმერთის რწმენაც ცოტა სხვანაირად განვიხილავ არა მგონია რომ ბოლომდე გამიგო მაგრამ მწამს რომ ადამიანი თავად გახდა ღმერთი, ანუ ევოლუციის შედეგად შექმნილი ერთ ერთი რასის ადამიანმა განიცადა განღმრთოება.
  15. არ ვიცი, კომპიუტერთან ვერ ვარ კარგად, ანუ რისი თქმა გინდა რომ აზრი და ლევანიკო ერთი და იგივე კომპიუტერით სარგებლობდნენ? ეგრე ჩემი ნოუთბუქი ხან ბიძაშვილის ხელშია და ხან მეგობრის მაგრამ სხვამ რო აქ დაპოსტოს იმას ხო არ ნიშნავს რომ უეჭველად მე ვარ?
  16. სახელმწიფო ვერ აკრძალავს ზემოთ დავწერე რატომაც, აკრძალავს და ეგრევე დაემხობა სააკაშვილის დემოკრატიული ხუხულა. ერთი საჩივრის ნოტა უნდათ ამერიკელებს საქართველოში რელიგიური უმცირესობა იდევნებაო და მორჩა დაემშვიდობებიან გრანტებსა და საერთაშორისო არენაზე მხარდაჭერას, მაგიტო არ მივწერე 21 საუკუნეა და მიდი მოვდივარო რო უხარია, ხვალ რომ სააკაშვილის მაგივრად ვასკა მოვიდეს და ვთქვათ რუსეთისკენ აიღოს გეზი და სახელმწიფოს განვითარების ორიენტაციაც ამერიკულ ფსევდო დემოკრატულს რუსულ დათვური ამჯობინოს ჯერ მარტო მკალავლიშვილის დუქარდს სად უნდა დაემალნენ, თავისუფლების ინსტიტუტი მოტყდება საზღვარგარეთ ლიდერებსაც აახვევინებენ და დარჩება რაა, საწყალი სოფლის მოსახლეობა, რომლის თავებში ცბიერად შეტენილ იდეოლოგიას ჯვარითა მით ძლიერითა გამობერტყავენ და დაარქვი მერე 21-ე საუკუნე.
  17. თუ ასე დარწმუნებული ხარ მე რაღას მაჭიდავებ დადე მტკიცებულება რომ ერთი და იგივე პიროვნებაა და ამით მორჩება რა ისე სიმართლე რომ გითხრა ერთი და იგივე პიროვნება რომ აღმოჩნდეს მაინც არ შევიძულებ როგორც ეს თავად ჰგონია რომ თითქოს ვერ ვიტანდე. ჰო რა ზღაპრები და მცდარი შეხედულებები სამყაროზე რა გაიკვირვე, ერთი ქართველები ამარცხებდნენ 200 კაცით 1000000 იან ურდოს და მეორე ებრაელი სამსონი ხოცავდა ვირის ყბით ფილისტიმელთა ჯარს. მე არაფერი მიძველდება მშვენიერი კოხტა მრწამსი მაქვს.
  18. წესით არ უნდა იყო ცუდი და ბოროტი პიროვნება და მაინცდამაინც მე რატომ მეჭიდავები ვერ ვხვდები, რასელისტურ იდეოლოგიაზე ყოჩახ რა მაგარი ხარო რომ არ გწერ მაგიტომ? ვიცი და მესმის შენი მდგომარეობა ეგ მოძღვრება იმდენად ძლიერია რომ ერთი თუ მიიჩნიე ჭეშმარიტად მერე მოსეზე და ელიაზე რომ გითხრან ანგელოზები იყვნენო ეჭვგარეშედ მიიღებ თან ისე რომ არც კი დაგაინტერესდება მოსე და ელია რატომ წერია. ან იგავი სატანჯველში მყოფ მდიდარზე საიდან მოვიდა და რატომ აგზავნის ღარიბ მსახურს ცოცხალ ნათესავებთან გააფრთხილე ისინი ჩემსავით ნუ მოიქცევიან რადგან მკვდრეთით აღმდგარს დაგიჯერებენო. ამ დეტალებს რატომ არ აქცევ ყურადღებას, ბიბლიის კითხვას რომ მითითებული მუხლებით ცდილობ მხოლოდ წაიკითხე რა კონტექსტში, ბევრ წინააღმდეგობას და აუხსნელს იპოვი, მაგრამ მასწავლებლად რასელი კი არ უნდა მოძებნო არამედ სულიწმინდა კარგად წერია ის წარგიძღვებათ და გასწავლით და აღარავის სწავლება არ დაგჭირდებათო, რასელს კი სულიწმინდა რომ არ ყავდა ამას მის მიმართ წაყენებული ბრალდება და გამამტყუნებელი განაჩენი მოწმობს.
  19. დაწერილი წიგნებით უფლის შეცნობა შეუძლებელია, ძველი აღთქმა ებრაელების ზღაპარნარევი ისტორიაა და მეტი არაფერი.
  20. ეჰ კაიაფას როლიც კი არ გემეტება ჩემთვის პილატე პონტოელო მინუსების წვიმა მოდის კაი რახან ასე პატარა ბავშვივით გიხარია წერე მე პლიუსები უნდა გიწერო გაიხარე ჰა
  21. ჩემი ბიცოლა ხარ? სასიამოვნოა შენი გაცნობა ეს რა სიმპათიური ცოლი მოუყვანია ბიძაჩემს ბოღმა მოხრჩობილი არა კერხერი ეხლა უკვე ჩვეული თამაშის თამაშს ნუ იწყებ მოდერატორის დაშინებას. ცალი ხელით ვერ გადაღუნავენ და აბა ორით სცადონ მსურველების სია შენ ჩამოწერე. რამდენი ლარი გაქვს გადახდილი მიღებულ ჟურნალებში, რაღაც ძალიან სქელი ჯიბეეები არ გამოგდით. შენ იეჰოვას მოწმეებს არ იცნობ თორემ რასელისტებს მართლა იცნობ. მაგრად გამაცინე, თქვენი თავში ავარდნები რომ ამ ხელისუფლების ყოფნა არ ყოფნაზეა დამოკიდებული ვერ ხვდები? ხვალ სხვა მოვა დაიკიდებს ამერიკასაც და სექტებსაც და მერე ერიდე გაბრაზებულ მართლმადიდებლებს თორემ მე რაა. ყველა მოვლენა მაგაზე მიუთითებს რომ სწორედაც შეთქმულებაა, აბა რა არის წმინდა მისია მთელს მსოფლიოში? ამერიკელი თუ ქართველის სულის ხსნაზე ზრუნავს ირანელი რა ადამიანი არ არის სცადონ აბა იმათი სულების ხსნა.
  22. ტყუილია, ჯვარი ვერანაირად ვერ დაგიცავს, თავად ჯვარი არის რომაელების მიერ ჩვ.წ.აღ მდე მე-6 საუკუნეში შექმნილი საწამებელი იარაღი, ლეგენდა რომოლუსზე როდესაც იგი ტროიდან გამოიქცა და თანამედროვე რომის ჭაობიან მიწებზე დასახლდა მოგვითხრობს რომ ადგილობრივი მმართველი ტიტე დამარცხების შემდეგ ამ მეთოდით დასაჯა, ამავე მეთოდით ისჯებოდნენ აჯანყებული მონები და რომაული კანონმდებლობის 12 ტაბულის კანონის დამრღვევები, ასევე დაბყრობილი ქალაქის მოსახლეობა თუ ისინი რომაელი მხედართმთავრის მოთხოვნას დანებების თაობაზე არ დამორჩილდებოდნენ, ეხლა რაც შეეხება ქრისტეს ჯვარცმის ამბავს აქ მავანთ აზრი ორად იყოფა, ერთნი ამბობენ რომ იესო რომაელებმა ჯვარს აცვეს, ანუ დასაჯეს მათი ჩვეულებისამებრ, ხოლო მეორენი იგონებენ ებრაელებისათვის მოსეს რჯულით ნაცნობ წამების მეთოდს "ძელზე გაკვრას" და იძახიან რომ იესო მართალია რომაელებმა მოკლეს, მაგრამ ებრაული მეთოდითო. ( რაში სჭირდებოდა დამბყრობელ რომს დამონებული ებრაელების ხუშტურების შესრულება გაუგებარია, რატომ უნდა დაესაჯათ იესო ებრაული მეთოდით როდესაც მშვენიერი ჯვრები ჰქონდათ გამზადებული ავაზაკთა დასასჯელად და თან იესოს ებრაელები კი არა რომაელები სჯიდნენ ) სიტყვა ძელი რომელიც ნახსენებია ბიბლიაში რამოდენიმე ადგილზე აღქმულ იქნა მავანთ მიერ ხის სწორ ბოძად, წახნაგების გარეშე, ამ ძელს, რომ გვერდით ორი განშტოება ჰქონოდა რის გამოც მას ჯვარი ეწოდება ეს არ განიხილეს, სწერია ძელი მორჩა და გათავდა ესე იგი სწორი სტოლბაა დასკვნა ასეთია ქვას ხეთქავს, ხოლო ადგილები სადაც ჯვარია ნახსენები ეს არასწორია მათი თქმით, მოკლედ როგორც ხდება ხოლმე რა რაც არ მოწონთ არასწორია, რაც მოწონთ სწორი და მართალი. დაწერილია წყეულია ყველა გაკრული ძელზე ანუ ხის მასაზე, ეხლა ის ძელი დაბრეცილი იქნებოდა გვერდებზე ორი განშტოება ექნებოდა თუ გვერდით იქნებოდა გადაზნექილი ძელი ძელია და მას შეიძლება მრავალი ფორმა ქონდეს, მათ შორის რომაელების საამაყო საწამებელი იარაღის ჯვრის და სწორედ ამ ფორმის ძელზე გაკვრით დასაჯეს მართალი იესო. ეხლა რატომ ჩამოაჭრეს რასელისტებმა ამ ძელს ორი განშტოება და ჯვარი სტოლბად რატომ აქციეს აი ამიტომ: იმის მაგივრად რომ აეხსნათ რომ ჯვარი საწამებელი იარაღია და ვერანაირად ვერ დაგიცავს, ეს ძელი გადააკეთეს სწორ ბოძად და იესოს ჰორიზონტალორ მდგომარეობაში მყოფი ხელებიც მაღლა ააშვერინეს. მეთვრამეტე საუკუნემდე ქრისტიანობის სიმბოლო მთელ ქრისტიანულ სამყაროში ჯვარი იყო და თურმე აღმოჩნდა რომ რასელს მეტი ცოდნია და სტოლბა ყოფილა. ეს იგივეა მუსლიმანების მეჩეთს გუმბათიდან ნახევარმთვარე რომ მოუგლიჯო და სვასტიკა დაადგა. რაც შეეხება იმას გვიცავს თუ არა ჯვარი ჩვენ დემონური ძალებისაგან პასუხი ასეთია ვერ გვიცავს, ვინაიდან ვისაც ნანახი აქვს მეტეხის ტაძარში მომხდარი ეგზორციზმის რიტუალები იმან კარგად იცის რომ თავად ამ ტაძარში უამრავი ჯვარი და ხატია, მაგრამ დემონები მაინც თავისუფლად დათარეშობენ, მაშინ როდესაც ეშმაკი იუდაში შევიდა ის ქრისტეს გვერდით იმყოფებოდა ასე რომ მიუხედავად იმისა რომ თავად ეშმაკი ძრწის იესოს წინაშე ის მაინც ახერხებს მის სიახლოვეს მოქმედებას თუ სათანადო პირობები შეექმნა და ადამიანმა თავად შეუწყო ხელი და უფრო მეტიც სანამ ის გამოძევებულ იქნებოდა ზეციდან იობის წიგნი მოგვითხრობს რომ უფლის ტახტის წინ თავისუფლად დასეირნობდა და ცილსაც სწამებდა მართალს. ნივთებისათვის მისტიური ძალების მიწერება და მიკერება რასაც საფუძვლად უდევს ძირითადად არასწორი მოძღვრება დაუშვებელია, ნივთი ნივთია ხე ქვა და რკინა, ხესა და ქვას რანაირი ფორმაც არ უნდა მისცე არანაირ მისტიურ ძალას ის არ შეიცავს, დაცვა კი თუ გნებავს ბატონო სულიერი ბრძოლის იარაღს იესო თავად გაძლევს და გეუბნება რომ რწმენა ის ფარია რომლითაც ბოროტის გავარვარებულ ისრებს ჩააქრობ, ხოლო მისი სიტყვა ანუ სახარება მახვილია, ასე რომ რწმენაში მყოფი სახარებაში განსწავლული უფრო დაცული ხარ ვიდრე გულზე საწამებელიარაღდაკიდებული. ჯვარი სიმბოლოა და მეტი არაფერი.
  23. შენ რომ გისმინოს კაცმა იტყვი: ქრისტეს სახედარი რად უნდოდა ფეხით რაა ვერ შევიდოდა იერუსალიმშიო, არ ჯობდა ის სახედარი გაეყიდათ და ამდენი მშიერი დადიოდა კაპერნაუმში იმათთვის მიეცათო
×
×
  • შექმენი...