Jump to content
Planeta.Ge

Morfius

პლანეტელი
  • პოსტები

    910
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი Morfius

  1. სული მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებ განადგურდეს და გაქრეს თუ მას თავად ღმერთი გაანადგურებს, სხვა შემთხვევაში ის უკვდავია და არავის არ ძAლუძს მისი განადგურება.
  2. სამაგიეროდ რასელის ექვსტომეულში წერია, რომ ის მიქაელ მთავარანგელოზია
  3. ვორნ სტატუსია შენი ფოტოს ქვეშ შავ ხაზს ხომ ხედავ ის თუ 100 % მდე შეივსება ბანს დაგადებენ, ისე ერთი თვე რომ გავა გეხსნება ეგ ვორნი ნუ პირობითი სასჯელივითაა რა ფორუმელს თუ შეაგინე ან სხვა წესები დაარღვიე მსუბუქ ფორმებში ვორნს მიიღებ ეხლა თუ ამოუტრიალე ყველაფერი და თავზე დაახურე, მერე ჩემსავით ბანს პირდაპირ ნუ ღელავ მე 40% ვარ გაშავებული
  4. მიხვდი ძვირფასო? მე რომ გამოვდიოდი აგრესიული ტიპი თურმე, დავაიგნორე ერთპიროვნული და სამ ნიკში გამოხატული აზრი მაგრამ მაინც არ მეშვება, ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე მაგრამ მაინც მიჩხიკინებს, ჩემს პოსტებს ვერ კითხულობს, მაგრამ ვინმემ თუ ჩემი პოსტი დააციტირა იქიდან ამოკრებს საკამათო რომ გაიჩინოს, ეს ტიპები ამით სულდგმულობენ, კამათით სუნთქავენ. უჩვენედ ისინი არაფერს არ წარმოადგენენ, ამიტომ გავიხსენე რა ძველი ანდაზა: "ყბედი რამ დაღალა მუნჯმაო" დავაიგნორე და იგივეს გირჩევ.
  5. სიტყვა ეკლესია მოგეხსენებათ შესაკრებელს ნიშნავს და არა ტაძარს, როდესაც თქვენი მეგობრები ამბობენ ფრაზას: "რა საჭიროა ეკლესია", ქვეცნობიერად გულისხმობენ შემდეგს: "რა საჭიროა ტაძარში სიარული", შეგიძლიათ მათაც და ნებისმიერ სხვასაც უპასუხოთ შემდეგი იესო ამბობს: "სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით იქ ვარ მეც", ხოლო სადაც ქრისტეა იქ არის მისი შესაკრებელი ანუ ეკლესია. რაც შეეხება ლოცვას, ამაზეც ამბობს უფალი დაფარულში ვილოცოთ, გვეუბნება შედი შენს ოთახში ჩაკეტე კარი და ილოცე დაფარულში რადგან ადამიანებს კი არ ეჩვენო მლოცველად არამედ ღმერთს. ზოგს კომპლექსი აქვს ტაძარში სიარულის, წირვაზე და საეკლესიო რიტუალებზე დასწრების, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის არ არის სრულყოფილი ქრისტიანი, იესო ამბობს ის კი არ ცხონდება ვინც ტაძარში დადის ყოველ შაბათ კვირა, არამედ ამბობს ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება სურვილს, ასევე მარხვისთვის, ამბობს ის ვინც ჭამს ნუ დაძრახავს იმას ვინც არ ჭამს, ხოლო ვინც არ ჭამს ნუ დაძრახავს იმას ვინც ჭამს, ვინაიდან ვინც არ ჭამს თავის უფლისთვის არ ჭამს, ხოლო ვინც ჭამს თავის უფლისთვის ჭამს. აქ მეორე და მნიშვნელოვანი ასპექტიც არის გასათვალისწინებელი სახელად "ხიბლი", როდესაც ადამიანი ეკლესიურად ცხოვრებას ცდილობს, მიდის მასთან ბოროტი და მის საყვარელ ცოდვას პატივმოყვარეობას შთააგონებს, ამ დროს ადამიანს ჰგონია, რომ ვიღაცაზე რამეთი მეტია, იესო კი ვისზე იძახის გამართლდაო? იმ ცოდვილზე, რომელსაც თვალის აბყრობაც კი რცხვენოდა ზეცისკენ, გულში მღიჯს იცემდა და იძახდა: "ვაი მე ცოდვილს", თავმდაბლობამ და სინანულმა გაამართლა ეს უკანასკნელი, ახლა შეწირულობებზე, მოდის ტაძარში ბიზნესმენი და სწირავს ტაძარს ვთქვათ 1000 ლარს ეს თანხა მისთვის მზესუმზირის ფულია, ერთ კურტიზანში რომ უყოყმანოდ გადაიხდის ისეთი თანხა, მოდის მოხუცი და პენსიიდან რომლითაც თვიდან თვემდე უნდა იარსებოს სწირავს ვთქვათ 5 ლარს, როგორ ფიქრობთ ღვთისთვის რომელი შესაწირია მოსაწონი? და საერთოდ ღმერთს ჭირდება კი ის 1000 ან 5 ლარი? ამ მოქმედებით ის ადამიანის სიყვარულს ზომავს მისდამი. ასე რომ ვინც ტაძარში არ დადის, ვინც ცოდვილია, ვინც უმეცარია, ბოროტებით თუ არ აქვს გული აღსავსე შეიძლება უფრო გამართლდეს ვიდრე მუდმივად ტაძარში მოსიარულე ქრისტიანი, ვინაიდან როგორც დავწერე ქრისტიანი ტაძარში მოსიარულეს კი არა ღვთის ნების შემსრულებელს ქვია.
  6. ქრისტე ღმერთკაცი არასოდეს ყოფილა, ამასვე ასწავლის მართლმადიდებლური ეკლესია, იესო მიწაზე იყო სრული ადამიანი და ამავდროულად ღმერთი, ღმერთი განკაცდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურად ადამიანი იყო და სულიერად ღმერთი, ის ფიზიკურადაც და სულიერადაც იყო სრულიად ადამიანი და ამავდროულად ღმერთი.
  7. არასწორედ ფიქრობთ, იმიტომ რომ მოსეს რჯულში ფიზიკურ ხორციელ სიკვდილზეა საუბარი, იქ წერია, რომ თუ გათხოვილ ქმარს სხვა კაცთან მრუშობის მომენტში წაასწრებდნენ, უნდა ჩაექოლათ კაციც და ქალიც, სწორედ ამიტომ მიუყვანეს იესოს ჩასაქოლად გამზადებული მრუშობაში მხილებული ქალი, რომელიც მან თავისი სიტყვით იხსნა. ასევე ხორციელი სიკვდილით ისჯებოდა გამოვლენილი მამათმავალიც და უფრო მეტიც, თუ ორი მამაკაცის ჩხუბის დროს, ერთ ერთის ცოლი ჩაერეოდა ჩხუბში და შემთხვევით ხელი მეორე კაცის პენისზე მოუხვდებოდა მას ხელის კიდურს ჭრიდნენ. აი ასეთ სასჯელებს დებდა ებრაელების ღმერთი დამნაშავე ებრაელებისთვის და ამბობდა რომ ამით აღმოიფხვრებოდა უსამართლობა ისრაელში, ხოლო რაც შეეხება მეორე სიკვდილს ანუ სულის მოკვდინებას ეს მართალი ბრძანეთ სულის მარადიული სატანჯველი ანუ გეენის ცეცხლი არის მეორე სიკვდილი, სწორედ ამაზე ამბობს იესო: "ნუ გეშინიათ მათი ვისაც ხელეწიფებათ ხორცის სიკვდილი, გეშინოდეს მისი ვისაც ხორცისა და სულის დაღუპვა ძალუძს გეენაში".
  8. ისე სულიერი სამყაროს მტკიცებულება თუ გაინტერესებს ადვილი მოსაპოვებელია შენი თვალით შეგიძლია ნახო, ფიზიკური სხეულის მოკვდინების გარეშე, მართლა არსებობს უეჭველად, ამაში ისე ვარ დარწმუნებული როგორც სხვა არაფერში, რავიცი ისე ეს თემა თუ გაინტერესებს შემიძლია ერთი კარგი ლინკი მოგწერო პირადში გადახედე და ნახავ რა რა და როგორ.
  9. საბოლოო ჯამში ყველა სახის რელიგია ერთ მიზანს ემსახურება, ადამიანის ზეპიროვნებად გადაქცევას, ადამიანი ილტვის უკეთესი მდგომარეობისკენ, ზოგს არ სურს სიკვდილი, თითქმის ყველას სამოთხეში მოხვედრა სურს, რელიგიით დაინტერესება ცუდი არ არის, მთავარია ფანატიზმსა და შემეცნებას შორის ზღვარის გავლება იცოდეს ადამიანმა, მე რელიგიათმცოდნე ვარ და ვიცნობ სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის იდეოლოგიას, დაწყებული პირველყოფილი თემური წეს წყობილების ადამიანის ფეტიშური და ტოტემური რელიგიებიდან დამთავრებული დღევანდელი თანამედროვე სექტების იდეოლოგიით, რომ ვადარებ არ რელიგიებსა და რელიგიური მიმდინარეობების მოძღვრებებს ერთმანეთს ძალიან ბევრ მსგავსებას აღმოვაჩენ ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში არც ერთი რელიგია ვერ სცემს ადამიანისთვის აქტუალურ კითხვებს პასუხებს, სულელური გადახრები და ფანატიზმი თითქმის ყველა რელიგიას ახასიათებს, გაეცანი სხვადასხვა რელიგიებს, იმიტომ რომ მართლმადიდებელი ხარ რატო? საქართველოში რომ დაიბადე მაგიტომ ხო? ინდოეთში რომ დაბადებულიყავი ხომ ბუდისტი ან ინდუისტი იქნებოდი ან კიდევ ირანში რომ დაბადებულიყავი დღეს ხომ მუსლიმანი იქნებოდი? ასე რომ იმის მტკიცება ჩემია ზნაჩიტ მართალია ცოტა არასწორია, თუ გაინტერესებს შეისწავლე შეადარე ერთმანეთს გააანალიზე და მიხვალ საბოლოო დასკვნამდე, მართალი ხარ როცა იძახი ქრისტიანობა ჩვენი არ იყოო, ჩვენი წარმართობა იყო საქართველოში ქრისტიანობამდე ზოროასტრიზმი იყო გავრცელებული და გვქონდა არმაზის კერპი ხომ? მერე მირიან მეფის დროს კაბადოკიელი ნინოს მიერ შემოვიდა და გავრცელდა ქრისტიანობა, ეხლა თავი იმ ეპოქაში წარმოვიდგინოთ, დაუშვათ ჩვენ თაყვანს ვცემთ არმაზს უცბად ჩნდება კაბადოკიიდან ვინმე ნინო რომელიც ებრაელი ქრისტეს ახალ მოძღვრებას ქადაგებს, ჩვენთვის მანამდე უცნობს, ეგრევე ხომ არ მიიღებდი არა? საქართველოს გაქრისტიანებაც ეტაპობრივად მოხდა და წარმართული ხანის ელემენტები დღესაც შემორჩენილია მთიან ზონებში ეხლა კი ამ სექტებს რა უნდათ იცი? 90 სექტა ერთად შემოვარდა და 90 ივეს მრწამსი უნდა მიიღო თან ნახევარ საათში გადაუმოწმებლად, თუ არ მიიღებ ზნაჩიტ მწარე მართლმადიდებელი ხარ ანუ ბნელი და შესაბამისად დასაცინიც აი ამ კრისულ გეგმას ვებრძვი მე აქ თორემ მე ჩემი მრწამსი მკაფიოდ გამოკვეთილი გააზრებული და ჩამოყალიბებული მაქვს.
  10. შამბალაზე არ მითქვამს ნივთიაო ეს არის ებრაული ეზოთერული ცოდნის კრებული, რომელიც ჯერ დღევანდელ ბანგლადეშში, ხოლო შემდეგ ინდოეთსა და ჩინეთში, ასევე მის ყოფილ ოლქში ტიბეტში იყო გავრცელებული, მითიური ქვეყანა შამბალა არის ზარატუსტრას მიერ ხსენებული 50 ღმერთების ქალაქი, სადაც ბუდუსტი თუ ინდუისტი ბერები ასევე ებრაელ კაბალისტები იკვლევდნენ ეზოთერიკას და ზოგადად ასტრალს, ცალკეული რიტუალების შესრულებითა და აცკეტური ცხოვრების წესით აღწევდნენ სასწაულმოქმედების მოქმედების უნარს, შანკარაჩარიაზეც მაგიტომ მოგწერე რომ წყალზე ისიც კი დადიოდა თქო, რა მნიშვნელობა აქვს როდის ცხოვრობდა ეკლესიამ დაგმო ეზოთერიკული ცოდნა, ამ ყველაფერს იზიარებდნენ ილუმინატები მაგრამ ზოგადად მაგია დაგმობილია ეკლესიის მიერ. ჰო და ერთ ერთ ასეთ არტეფაქტზე მაქვს საუბარი რომელიც ვატიკანმა შეიძინა ამ არტეფაქტს ქვია "სოლომონის გასაღები" რომელიც საიდუმლო ადგილზე ინახებოდა სავარაუდოდ ტიბეტში და იგი არის ფუძემდებელი ნებისმიერი ანტიკური მაგიისა.
  11. დავაიგნორე და ეს რას მომცემს ერთმანეთის პოსტებსა და წერილებს ვეღარ ვუპასუხებთ ხო?
  12. მოკლედ ეხლა მიგაიგნორებ და მერე სამ სებე რეჟისორივით ეულად დარჩები წერე და იკითხე.
  13. როგორ დავაიგნორო ამიხსენი რა უკვე მომაბეზრა თავი.
  14. მორფიუსის მხრიდან არაერთხელ იყო ნათქვამი შენთვის უაზრო კამათს თავი დაანებე და შემეშვი თქო მაგრამ შემეშვი? წადი და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრე. ხო დავდე პოსტი სადაც მართლმადიდებელს მართა მადიდებელს ეძახი, რა აუცილებლად მორფიუსი უნდა იყოს შეურაცხყოფის ობიექტი? და რო არ მიიღონ მერე რას იზავ იმუქრები?
  15. ვაიმე ოღონდ ეგ მასწავლე როგორ ხდება და ცხვარი უნდა დაგიკლა, დავისვენო როგორმე ამ პიროვნებისგან.
  16. შენი პოსტებიდან უკვე გამოაშკარავდა რომ მართა-მადიდებელი ხარ და იეჰოვას მოწმეების სახელწოდების მიზანმიმართულად დამახინჯებით ცდილობ იეჰოვას მოწმეების შეურაცხყოფას. თემა იეჰოვას მოწმეები პოსტი 812 აი მისი სიტყვები მიწერილი ერთ ერთი იუზერის მიმართ, მეც დაახლოვებით ანალოგიური რაღაც მომწერა ერთ ერთ თემაში ოღონდ ათამართამადიდებელი და ეხლა ვეღარ ვპოულობ ხოდა სანამ ესეც არ დაურედაქტირებია და წარსულში მიქარულები არ გამოუსწორებია გადახედე როგორ დასცინის შეურაცხმყოფელი გამოთქმებით მართლმადიდებლებს.
  17. რასელი იყო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დამნაშავედ ცნობილი თაღლითი ანუ აფერისტი ეხლა იკივლე რამდენიც გინდა ნუ ჩქარობ ჩემს მიერ ნათქვამი ათამართლმადიდებელის დარედაქტირება თუ მოასწარი სხვებისა უნდა დაგიდო შეურაცხყოფა შეურაცხყოფაა და მხოლოდ მორფიუსის მიმართ არ არის დასჯადი.
  18. ძალიან კარგი თუ ასე იქნება, პანიკას რაც შეეხება თუ პანიკის ატეხვას შეეცდებიან პანიკა მართლაც ჩემი მოგონილია მაგიტო ვერ მიტანს რომ ვერც ინტელექტით და ვერც თავისი კრისული ხრიკებით ვერ მჯობნის და ერთი სული აქვს როგორმე მომიცილოს ნებისმიერი მეთოდით.
  19. რასელს აფერისტობას არავინ არ აბრალებს რასელი იყო აფერისტი და ეს სასამართლომ დაამტკიცა გამამტყუნებელი განაჩენით. გიწოდებია და თანაც არაერთხელ, მაგრამ ვეღარ ვპოულობ რა იყო მოასწარი დარედაქტირება?
  20. მადლობ განმარტებისთვის ამას მეც ვეჭვობდი მაგრამ ბოლომდე არ მეჯერა ეხლა კი იმ განყოფილებაში პანიკას ტეხს თემა აფერისტ რასელზე 2 კვირაა რაც გახსნილია, მაგრამ არაფერი უთქვამს აზრს როგორც კი დაინახა რომ მოდერი პადერჟკას აძლევს ერთი ნახე რაა რა პანიკა ატეხა სასწრაფოდ დახურეთო
  21. რა დაფლუდვა რის დაფლუდვა, ჩუმად ცალკე ოთახში რომ ებრძვით მართლმადიდებლებს და მე აქ ხალხს გავაგებინე რა და როგორ ეს დაფლუდვაა
  22. რას ვცრუობ იეღოველს რომ იეღოველს ვეძახი ეს შეურაცხყოფა ყოფილა თურმე და მართლმადიდებლებს რომ დასცინის და ლანძღავს ეს არ არის შეურაცხყოფა? შენ კიდევ დგეხარ და უყურებ როგორ პროვოკატორობს, დაინახა რომ მხარს უჭერ და ეხლა გაწვება აფერისტ ჩარლზ რასელზე თემა დახურეო მოითხოვს, იმ თემაში რაც წერია ბევრმა იცის და თემების დახურვით იეღოველების თაღლით წინამძღოლს კუდს ვერ გამოუსწორებთ.
  23. სექტანტების იდეოლოგიის განმავრცელებელი და მისი აქტიური დამცველი იუზერი ვინმე "აზრი" მოდერატორის დაშინებით ცდილობს დახუროს თემა " აფერისტი ჩარლზ რასელი " , რომელიც ცხადყოფს და ამხელს ე.წ იეჰოვას მოწმეების რელიგიური მიმდინარეობის ფუძემდებლის ჩარლზ ტეიზ რასელის თაღლითობას, რათა ამ ფონზე აქტიურად და თავისუფლად ლანძღოს მართლმადიდებლები, ამას გარდა ის ცდილობს როგორმე მოდერატორის მხრიდან მოხდეს ჩემი ხანგრძლივი დროით ბანის დადება, რათა თავისუფლად და პასუხგაუცემლად ლანძღოს მართლმადიდებლები, გამოთქვით ამ ყველაფერთან დაკავშირებით თქვენი აზრი.
×
×
  • შექმენი...