Morfius
პლანეტელი-
პოსტები
910 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
8
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Morfius
-
100000 ჯერ თუ გაიმეორა ინტიმი ნამდვილად აღარ მოუნდება.
-
ჰო ამისათვის მეცამეტე რაიონი არსებობს, ტელეფონით სექსის სურვილის ახდენის უმოკლესი გზა ჭიტა გამოვიქეცის სიმღერით
-
ცდები, მოძღვართან რელიგიურ საკითხებზე ყოველთვის იმართებოდა დიალოგები და კამათიც კი და მომავალშიც გაიმართება, რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადება ის განათლების უცხოეთში მიღებას კი არ ეწინააღმდეგება არამედ იმ ზნე ჩვეულებების შეთვისებასა და მიღებას რომელიც დაგმობილია თავად ამ სარწმუნოების მიერ.
-
ცნების დამრღვევის გამოვლენა რომ არ ხდება, ეს თავის თავად წაყრუებას გულისხმობს და მე მხოლოდ დასჯა არ დამიწერია. მართლმადიდებლურ ეკლესიას წმინდა წერილის გამოყენებით კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით არასოდეს უცდია პოლიტიკური პროცესების მართვა.
-
ამ მანტრის მღერისას, მასში ჩადებული მარცვლების ხმამაღლა გამოთქმა, აღაგზნებს სპეციალურ ენერგეტიკულ ცენტრებს ანუ ჩაკრებს, თანმიმდევრულად, თითოეული ბგერა განკუთვნილია სპეციალურად შერჩეული ჩაკრის აღსაგზნებად, შემდეგ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ენერგეტიკული ცენტრები ერთმანეთს უკავშირდება ენერგეტიკული არხებით და იკვრება წრედი, რომელიც წარმოქმნის ასტრალურ ენერგიას ე.წ გამტარს ვიტალურ სამყაროში რომელიც შეგიძლია წარმოიდგინო როგორც სიხშირის ტალღა რომელსაც დისტანციაზე გადააქვს ინფორმაცია, ხოლო სიმღერის დროს სურვილი რაზეც კონცენტრირებ შეგიძლია წარმოიდგინო ამ იმფორმაციად, რაც შეეხება წყალზე ექსპერიმენტს მე ეს იმის დასანახებლად დავწერე რომ ზოგადად ბგერა მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ სხეულზე. გაიატი მანტრის მღერის ერთ ერთი ვერსია დავდე უკვე ზემოთ ესეც პერსონალურად თქვენთვის, მოუსმინეთ და საკუთარი აზრი გამოთქვით, თქვენს ნერვულ სისტემას დააწყნარებს თუ პირიქით ნერვებს მოგიშლით, მიუხედავად იმისა რომ ეს სიტყვები მრავალჯერ მეორდება თქვენ არასოდეს მოგბეზრდებათ მისი მოსმენა, აბა სცადეთ და ერთი და იგივე სიტყვები გაიატი მანტრის გარდა მრავალჯერ მოისმინეთ ნახავთ რომ 5 წუთის გასვლის შემდეგ ის უკვე აუტანელი გახდება მოსასმენად ამ მანტრას კი მთელი დღე რომ უსმინოთ არ მოგბეზრდებატ, მისი შესრულების მრავალი ვერსია არსებობს, რაც მიუთითებს იმაზედ რომ ამ შემთხვევაში მელოდიას კი არა თავად ბგერის წარმოთქმას აქვს მნიშვნელობა, განსხვავება იმაშია რომ ღრიალით და ყვირილით ნამღერი ეს მანტრა შეიძლება ყურისთვის არასასიამოვნოდ იქნას აღქმული მაგრამ მიზანს მაინც მიაღწევს მსურველიhttp://www.youtube.com/watch?v=YW8IjcOWtlI სხვათაშორის მიუწვდემელ პარტნიორტან ინტიმური სურვილის ახდენაც შეიძლება , საქმე იმაშია რომ სურვილის ახდენის საშუალებაზე რომ ჩამოვარდა საუბარი ჩვენ თანაფორუმელ GENDF-ს თავში სექსის მეტი არაფერი მოუვიდა.
-
http://www.youtube.com/watch?v=YW8IjcOWtlI
-
ლევან მამალაზე გახსოვთ? აღარ ხომ? ასე მოუვა ამ მედროვე ნეანდერტალელსაც.
-
ვერაფრით ვერ დავრეგისტრირდი მაგ ფორუმზე, თორემ წავაწყდები კი არა თავად მოვძებნი და შემდეგ იგივე რაც შენ იგულისხმე
-
ჯერ ეს ერთი საქართველოს დროშა პარტიული არ გახლავთ ბატონო, ის არც ინგლისის დროშის ჯვრებით მოდერნიზირებული ვერსიის სახელმწიფო სიმბოლოა და არც სააკაშვილის მიერ მოგონილი კომპოზიცია, ხუთჯვრიანი დროშა დიდგორის ბრძოლაში წინამძღოლობდა ქართველთა ორასკაციან რაზმს, კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგიას გაეცანი და თუ გეზარება ქართულ მხატვრულ ფილმს "მოკვეთილი" მაინც უკურე და მიხვდები რომ საქართველოს დროშა პარტიული კი არა დიდგორის ჯვრის შეწირულთა ორდენის მიერ მიღებული სახელმწიფო სიმბოლოა. რაც შეეხება ნაკრების მოგებას შემიძლია ლექსიც კი ვუძღვნა დედას რად უნდა თორმეტი შვილი, ერთი ჰყავდეს და კობიაშვილი. გლეჯამს მაგარი იყო უფრო ბრდღვნიიის
-
არადა ფეხბურთს ვინი პუხივით თამაშობს
-
ათეისტებს არქვთ ერთი ჩემგან დასაფასებელი ჩვევა, ბრმად არასოდეს არავის და არაფერს ენდობიან.
-
ეს რა დაგიდია ნუკრიკო? აზრზე რომ უარყოფითად იმოქმედოს და მიკროინფარქტის შეტევა დაემართოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი
-
ობიექტური ინფორმაცია ასეთია: პირველი საუკუნის ქრისტიანობა სანამ ის რელიგიად ჩამოყალიბდებოდა იყო მრირერიცხოვან ადამიანთა სექტა ანუ დაჯგუფება და სიტყვა სექტაში საწყენი არაფერია, რაზედაც ალერგია ემართება ხოლმე მისტერ აზრს თავად ამ სიტყვის მნიშვნელობის არ ცოდნის გამო, რომელთა მრწამსსაც დასაბამი მისცა ბიბლიური წყაროს მიხედვით ხორციელ ფიზიკურ სხეულში, ადამიანად მოსულმა ღვთის ძემ იესო ნაზარეველად წოდებულმა, იქადაგა რა იუდაიზმისაგან რადიკალურად განსხვავებული და ჭეშმარიტი ღვთისათვის მოსაწონი მოძღვრება იესო ნაზარეველმა, მისი იდეოლოგია ჩამოყალიბდა ახალ კონცეფციად იუდეველთა რელიგიურ სამყაროში, რის გამოც იგი როგორც ავაზაკი სიკვდილით დასაჯეს, ვინაიდან მის მოძღვრებაში იუდეველი მღვდელთმსახურები და სასულიერო პირები ხედავდნენ აშკარა განსხვავებას და შეუსაბამლობას იმ რჯულთან და კანონთან რაც მათ ღვთისაგან მიცემული ქონდათ ებრაელი წინასწარმეტყველის მოსეს მიერ, ბრალდების მთავარი მოტივი კი საზოგადოდ ცნობილი ვერცხლისმოყვარეობა იყო, ვინაიდან მღვდელთმსახურები ხედავდნენ რომ ებრაელი ერის უმრავლესობა დაინტერესებული და ლოიალური იყო ამ მოძღვრობით მათ გაუჩნდათ მრევლის ანუ ფულის კეთების წყაროს დაკარგვის რეალური შიში, ამიტომ შეთხზეს ათასგვარი ცრუ ბრალდება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და იმჟამად იერუსალიმის მმართველ ჰეგემონ პონტოელ პილატესთან მიიყვანეს უსამართლოდ დატყვევებული, რომელიც რომის იმპერიის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო დაბყრობილ იერუსალიმში, მან მოისმინა ეს ცრუ ბრალდებები და იმიტომ რომ საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინა მის იესოს გაშვებას აპირებდა, მაგრამ ააბუნტეს წინასწარდარიგებული ხალხის მასა პროკონსულის სასახლესთან და იგი იძულებული გახდა მიეღო პოლიტიკური და არა სამართლიანი გადაწყვეტილება, სიკვდილით დასჯა, ამის შემდგომ წმინდა წერილი მოგვითხრობს რომ იესო მკვდრეთით აღდგა და ზეცად ამაღლდა ხოლო მის მოწაფეებს ანუ პირველ ქრისტიანებს ნუგეშისმცემლად მოუვლინა ღვთის სული წმინდა, მოციქულთა საქმეები მოგვითხრობს პირველი ქრისტიანების მოღვაწეობასა და საქმიანობაზე, რომელიც ძირითადად შემოიფარგლებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებში და თავად რომის იმპერიაში იესოს მიერ ნაქადაგები მოძღვრების გავრცელებით, სნეულთა განკურნებით და იმ სასწაულქმედებებით რასაც იესო მიწაზე ყოფნის პერიოდში ახდენდა, პირველ ქრისტიანებს სანამ ისინი მრევლს და მოწაფეებს შეიძენდნენ ფართო მასშტაბით არ ქონდათ ტაძრები და ღვთისმსახურობისთვის იუდეველებისა და სხვა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი პოსტულატები, როგორიცაა საეკლესიო ლიტურგია, წირვა, მესა და ასე შემდეგ, ისინი იდევნებოდნენ თავად იუდეველებისა და რომის იმპერიის მიერ, ამიტომ ხშირად იატაქქვეშა მალულ შეხვედრებს მართავდნენ, მალულად გადაადგილდებოდნენ მაგრამ თავის გასაკეთებელ საქმეს მაინც აკეთებდნენ, პირველ საუკუნეშივე შეიმჩნევა სქიზმის ანუ მათ შორის განხეთქილების ელემენტები, ვინაიდან ზოგი ყვიროდა მე პეტრესი ვარ, მე პავლესი, მე ნიკიფორესი და მე კიდევ ტიტესი, მაგრამ თავად მოციქულების მიერ დაიგმო ასეთი გამოხდომები და მკაცრად შეახსენეს მრევლს რომ ასეთი გამოხდომები ეშმაკისგან იყო და ისინი ყველანი ქრისტეს ცხვრები იყვნენ, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ჩამოყალიბდა სხვადასხვა ქრისტიანული რელიგიური მიმდინარეობები ჭეშმარიტი ქრისტიანობის პარალელურად ისინი იწოდებოდნენ ნიკოლაელებად და არიანელებად, ნიკოლაელთა მოძღვრება, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს თაღლით რასელის იდეოლოგიას ვინაიდან ძველი და ახალი რჯულის არასწორედ შეფასება-შეჯამების შედეგად გაკეთებულ მცდარ დასკვნებზე იყო აგებული, მოციქულ იოანეს პირით თავად დაგმო უფალმა იესომ, არიანელთა მოძღვრება კი ეკლესიის მიერ დაიგმო საეკლესიო კრებაზე. რაც შეეხება 325 წელს დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ქ.ნიკეაში ჩატარებულ პირველ საეკლესიო კრებას ეს მას შემდეგ მოხდა რაც ქრისტიანულმა მრწამსმა რომის იმპერიისგან პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო და ის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, დაინგრა მარსის, ვენერას, სატურნის, (სატურნ ნუ მიწყენ) კერპები, ტაძრები და აიგო ქრისტიანული ტაძრები, სადაც მათ უკვე თავისუფლად შეეძლოთ ესწავლებინათ მრევლისთვის იესოს მოძღვრება, აქვე საფუძველი ეყრება პირველ რიტუალურ კატეხიზმოებსაც, რომელსაც საფუძვლად უდევს ის აწ უკვე აპოკრიფული და მისტერ აზრისთვის უცნობი ბიბლიის წიგნები, სადაც გაწერილი იყო მღვდელთმსახურების წესი, 325 წელს კი შეიკრიბნენ სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური წინამძღოლები რათა დაედგინათ ქრისტიანული კანონიკური სამართლის სახით ის უდაო ჭეშმარიტებები ანუ დოგმატები რაც ამ აწ უკვე რელიგიას ახასიათებდა, მასში მონაწილეობას იღებდა საქართველოდან ბიჭვნითის ეპისკოპოსიც რაც ცხადყოფს იმას რომ ეს რელიგია საქართველოში პირველად წმინდანად შერაცხულმა კაბადოკიელმა ნინომ კი არა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა შემოიტანეს. ამის მოხდა სქიზმა და ქრისტიანობას გამოეყო შუასაუკუნეების ერეტიკოსთა კათოლიკეებად წოდებული ჯგუფი, ხოლო ამ ჯგუფისაგან განსასხვავებლად ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა მიიღეს დასახელება მართლის მადიდებლისა და იწოდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებად და დღემდე ასე იწოდებიან, კათოლიციზმის ერეტიკოს ფანატიკოსობას ისიც ამტკიცებს რომ თავად ამ მიმდინარეობას პროტესტანტული ეკლესიის სახით გამოეყო ლუთერანული ეკლესია რომელმაც თავის მხრივ დასაბამი მისცა ახალ რელიგიურ სექტებსა და მიმდინარეობებს, ამისვე დასტურია ინდულიგენცია და ე.წ ალქაჯთა და პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერთა კოცონზე დაწვები, ილუმინატებისა და ვამპირიზმთან მებრძოლი ჯგუფებისა და ორდენების ჩამოყალიბება, ჯვაროსნული ეგიდით მოწყობილი ლაშქრობები, პლიუს ამას თითქოს მიწას ამდენი ერეტიკოსი და ცრუწინასწარმეტყველ ფანატიკოსი არ ყოფნიდა, მეთვრამეტე საუკუნეში მეცამეტე გოჭივით გვერდიდან მოულოდნელად გამოხტა, თაღლით რასელის ფანატიკურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ახალი მოძღვრება, რომელმაც რელიგიური უცოდინარობისა და უვიცობის პიკს ოცდამეერთე საუკუნეში მიაღწია და აქტიურად ებრძვის ყველასა და ყველაფერს, აი ობიექტური სინამდვილე ასეთია და არა ღრმადიუზერთაპოსტებშიპატივცემული აზრის მიერ შეთხზული ლეგენდა, მეოთხესაუკუნემდე მოღწეულ და მერე სადღაც გადაშენებულ მეთვრამეტე საუკუნეში ახლადაღმოჩენილ ქრისტიანებზე.
-
I საუკუნის შემდეგ, მოხდა ნამდვილი ქრისტიანობიდან გადახვევა. IV საუკუნის ბოლოს კი, ქრისტიანობის ნიღბით ჩამოყალიბდა სრულიად სხვა, (საყოველთაო) რელიგიური მიმდინარეობა. მოგვიანებით (1054 წ-ს) ეს მიმდინარეობა გაიხლიჩა ორად - კათოლიკურ და მართლმადიდებულ დაჯგუფებად. ამ თეორიას აკლია შემდეგი სიტყვები: მეოთხე საუკუნემდე ვაი ვაგლახით მიღწეული ნამდვილი ქრისტიანები ერთ დიდ გამოქვაბულში დასახლდნენ ალპებში და მეთვრამეტე საუკუნემდე იქ იმალებოდნენ, რადგან ელოდნენ ახალ მესიას ჩარლზ ტეიზ რასელის სახით და აი დადგა სანატრელი დრო და ჟამი და ისინიც გამოეცხადნენ ქვეყნიერებას, ე.წ იეჰოვას მოწმეების სახით , მეოთხე საუკუნემდე მოღწეულ ნამდვილ ქრისტიანებს რა ერქვათ მეხუთე საუკუნიდან მეთვრამეტე საუკუნემდე მისტერ აზრმა არ იცის, არც ის იცის სად იყვნენ და რატომ არაფერს წერს მემატიანე მათ შესახებ, არადა იესო ეუბნენა პეტრეს შენ ხარ კეფა, კლდე და შენზედ დავაფუძნებ ეკლესიას რომელსაც ვერ დასძლევს ჯოჯოხეთის ბჭენი, როგორც ვხედავთ მისტერ აზრის იდეოლოგიით იესოს ეს დაპირება მხოლოდ მეოთხე საუკუნემდე მოქმედებდა შემდეგ იშვიათი ცხოველებივით გადაშენებულან ქრისტიანები და აგერ მეთვრამეტე საუკუნეში თაღლით რასელში გაუღვიძია მათ გენეტიკურ კოდს, სწორედ მსგავს უსუსურ ტყუილს წერდა მეზობელ თემაში როდესაც მხილებული ტყუილში ჩემს გაჩუმებას მზაკვრული ხერხებითა და პროვოკაციებით ცდილობდა, მაგრამ ვერ მივართვი, ამ ფორუმის არსებობის მანძილზე მე აქ ვიქნები მარად და მარად და ყოველ მის მსგავს გაყალბებულ განცხადებაზე, რომელიც რეალობასთან ისეთ შორ მანძილზე დგას რომ შედარება ცა და დედამიწა აქ ცოტა უხერხულია, მუდამ ვამხელ. აი ამის დაწერა უნდოდა მისტერ აზრს და ჯერ ნიადაგს სინჯავს პუბლიკას არჩევს ვინ დაიჯერებს ისტორიის გამყალბებელ მის თხზულებას და ვინ არა, ნუკრიკოს თქმისა არ იყოს ლევანიკო და გიორგიჩოხელი ალბათ უსიტყვოდ დაიჯერებს
-
გასაგებია, თავად მადლობა სასიამოვნო შექებისთვის რომელსაც ნაკლებად ვიმსახურებ.
-
ერი ეთნიკური ნიშნით ერთმანეთისგან გამოყოფილი ადამიანთა ჯგუფია, რომელთაც საერთო აქვთ სალაპარაკო ენა, წეს ჩვეულებები, ტრადიციები, მრწამსი, ინტერესები, სიტყვები ერი, ტომი და თემი საერთო ინტერესების მქონე ადამიანების დაჯგუფებას აღნიშნავდა სანამ ამ ტერმინმა ნაციონალური დატვირთვა არ მიიღო, ნაციონალიზაციის წარმოქმნა კი სახელმწიფოს წარმოშვებას უკავშირდება და მისი სხვადასხვა თეორია არსებობს, ერს ასევე მონათესავე ტომებთა დაჯგუფებასაც უწოდებენ, ამ ლოგიკითა და ბიბლიური სწავლების მიხედვით კი ინტერნაციონალები გამოვდივართ რადგან ყველას ერთი წინაპარი ადამი გვყავს. შთამომავალთა დაყოფა შტოებად რამაც ცალკეული ეთნოსისა და რასების წარმოშვება გამოიწვია მოგვიანებით მოხდა, ჩემი თვალსაზრისით ერი სანათესაო ოჯახს ნიშნავს. საერთო საკაცობრიო სანათესაო ოჯახიდან შტოს სახით გამოყოფის შემდგომ.
-
გილოცავთ, უფალმა მრავალს დაგასწროთ.
-
ჩემს დისკრედიტაციას ცდილობო და აგერ მე და აგერ გერმანია, შენც ხომ ხედავ როგორ ეფერებიან "ტკბილი სიტყვებით" არც მე არ ვიცოდი ამ ფორუმში შემოსვლამდე.
-
არადა მაგ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად ტომები დაიწერებოდა ისე თუ მსგავსი თემები გაინტერესებს შემიძლია ერთი კარგი ლინკი მოგცე პირადში და გაეცანი, ოღონდ აქ ნუ გაახმაურებ ხომ ხედას რა დღეში არიან ზოგზოგიერთები.
-
აი ეგ უკვე აღარ აწყობს და მხოლოდ ის სიტყვები იმიტომაც გაამუქა.
-
სიგარეტს თუ ეწევი ან თუ ალკოჰოლს სვავ ერთი თვით რასელისტი უნდა გახდე, წამებში დაანებებ თავს აღარც სურვილი გაგიჩნდება და არც ე.წ ლონკა, მერე მართლმადიდებლურ მრწამსს დაუბრუნდი და ნახავ თუ ნიკოტინის შიმშილმა არ გაგაგიჟოს, ასეა რა ქართული ანდაზა ხო იცი ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო, იცის სატანამ რომ ისედაც თავისები არიან და როდის იყო ეშმაკი თავის თავს ებრძოდა? მე როგორც თეოლოგმა ნარკოდაამოკიდებულებისთვის სამკურნალო მეთოდიც კი შევიმუშავე 3 თვიანი კლინიკური კურსი რასელისტების საზოგადოებაში, შველის.
-
მეც ვერ დაგეთანხმებით და თან უფრო აშკარად, რადგან ძიების პროცესი მრწამსის გამოცვლას არ გულისხმობს ეს არის ინფორმაციის მოპოვების მისი ანალიზისა და დასკვნების გაკეთების პროცესი, ხოლო გამოტანილი დასკვნიდან მიღებული გადაწყვეტილება უკვე მრწამსის გამოცვლად ფასდება, მე ჩემს პოსტში ავღნიშნე რომ ბრმად და ცოდნის გარეშე მრწამსის გამოცვლა ღალატის ტოლფასია. ეხლა რაც შეეხება იეღოვლურ და მართლმადიდებლურ პრობლემებს: იეღოვლების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ მათი მრწამსი დაფუძნებულია სასამართლოს მიერ თაღლითად ცნობილი პიროვნების მცდარ შეხედულობებსა და ფანატურ ცრუწინასწარმეტყველურ თეზისებზე, მართლმადიდებლური ეკლესიის პრობლემა კი ის არის რომ იერარქიულ მართვაში მოიკოჭლებს და არ ხდება ე.წ მკაცრი ხელით, ცნების დამრღვევების გამოვლენა და დასჯა, ვინაიდან ქრისტიანული რწმენის მქონე ნებისმიერი პიროვნება მის ცნებებსაც განუხრელად და საკუთარი მოსაზრებების მრწამსში ჩაუკვეხებლად უნდა მოქმედებდეს და მოძღვრავდეს ერს, მაგრამ იგავის თანახმად ვინ როგორ გაამრავლა მიბარებული ტალანტი და გაამრავლა თუ არა ამაზე პასუხისმგებლობის მოთხოვნის უფლება თავად ტალანტის მიმცემ პიროვნებას აქვს და არა შარლატან რასელის მიერ შეცდენილ ერთი მუჭა რელიგიური მიმდინარეობის წევრებს, რომელსაც საკუთარი პრობლემები ვერ გამოუსწორებია და სხვისკენ იშვერს თითს, ეხლა შენი როგორც ათეისტის პოზიციიდან ვისაუბროთ, შენ როგორც ურწმუნოს ვიცი რომ არ გაღელვებს ვინ რას და როგორ ქადაგებს, შენ ისინი მიგაჩნია რელიგიურად გაუნათლებელ და აგრესიულ პიროვნებებად და გეთანხმები ეს ასეცაა, მაგრამ არ გეთანხმები მთავარში შენ ამ პიროვნებებს მართლმადიდებლებს არქმევ. რელიგიურად გაუნათლებელი და აგრესიული მართლმადიდებელი ქრისტიანი ვერ იქნება, ხოლო რაც მათ სულიერ ენაზე ქვიათ არის შემდეგი იქედნეთა ნაშობი მამონას ძეები, აი ასეთმა კატეგორიამ რაც არ უნდა ის დაირქვას და რომელ ტაძარსაც არ უნდა შეაფაროს თავი მაინც იმად დარჩება რაც მე და ზოგადად იოანე ნათლისმცემელმა და შემდეგ იესომ უწოდა, მართლმადიდებლური ეკლესია გასაწმენდია ზოგიერთი უღირსი მღვდელთმსახურისაგან, მაგრამ იქ რომ ვიღაც სცოდავს ეს იმას არ ნიშნავს რომ თავად მრწამსია მცდარი, იუდა იესოს მოციქული იყო და შესცოდა მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ იესოს მოძღვრებაა მცდარი? აქ კი რა ხდება? ერთი ცოდვილი სხვა ცოდვილებზე იძახის ცოდვილები არიანო და ამიტომ მრწამსიც არასწორიაო. პრობლემები არის და ამ პრობლემებს მეც ვხედავ და ვაფიქსირებ რომ უნდა მოგვარდეს ან თავად კეთილი ნებით სინოდის მიერ ან მათი მხილებით და თავად მრევლის ზემოქმედებით, მაგრამ არა გარეშე ძალების ჩარევით რომლებსაც საკუთარი პრობლემები ვერ მოუგვარებიათ და სხვის პრობლემებზე ცინიკოსობენ, აი ასეა, შე კაი კაცო მართლმადიდებლებზე რომ საუბრობ და მრწამსის ფუძემდებელი რომ აფერისტი გყავს რასელს ვგულისხმობ) ნამუს ჩკაა? სევენის ტბას ტბაა ერქვას და თბილისისას ზღვაა?
-
მართალს ბრძანებთ ამ მანტრის შინაარსს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არც მელოდიას, რაც შეეხება ბგერის გამოთქმის წესს, ვინაიდან მელოდიას მნიშვნელობა არა აქვს, რა ფორმითაც სურს ადამიანს ისე შეიძლება გამოთქვას, მაგალითად ბგერა "ი", შეუძლია გააგრძელოს ხმაში სიმღერით "იიიიიიიიიიიიიიიი", ან შეუძლია უბრალოდ წარმოთქვას მხოლოდ "ი", ჩემს მიერ მანტრაში დაწერილი ბგერები ქართველი ადამიანისთვის გამოსათქმელად რთული არ არის, ეს სირთულეს წარმოადგენს იმ ერისა და ეთნოსის ადამიანებისთვის რომლებსაც ანბანში ასო "ჰ" არ აქვთ მაგალითად რუსებისთვის, დანარჩენი რაც წერია სწორედ ისე გამოითქმის როგორც სწერია, შეგიძლია მელოდია თავადაც შეურჩიო, ოღონდ საკუთარი ფანტაზიით ახალი ბგერები არ უნდა წაუმატოს ადამიანმა, რაც შეეხება ბგერის მოქმედებას ფსიქიკაზე, ამას ინდუისტები ცოტა სხვანაირად ხსნიან, მაგალითად მათი მოძღვრების მიხედვით ადამიანის ფიზიკურ სხეულში მდებარეობს უამრავი ჩაკრა ანუ ენერგეტიკული ცენტრი ნერვული დაბოლოვებები) რომელთა აღგზნებით პიროვნება განიცდის დადებით და უარყოფით ენერგიულ ზემოქმედებას, არსებობს მანტრები რომლებიც სხეულის ტემპერატურას 100 გრადუს ცელსიუსამდე ზრდიან, ეს ის ტემპერატურაა როდესაც წყალი დუღილს იწყებს და სხეული გადახურებისგან იწვება, ამ მეთოდს ისინი გარდაცვალების დროს მიმართავენ სხეულის მუმიფიკაციისთვის, ხოლო მანტრა რომელიც მე აქ დავწერე სრულიად უსაფრთხო და სასარგებლოა, რადგან მე აქ ზოგ ზოგიერთებისგან განსხვავებით გაუაზრებელ და მავნე ზემოქმედების ეზოთერულ წოდნას არ გადავცემ მკითხველს, გაიატი მანტრა მსოფლიო მასშტაბით აღიარებული, აპრობირებული და მრავალგზის ნაცადი მანტრაა სულიერი გასხივოსნებისკენ მიმავალ გზაზე. ამ მანტრის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ჩემი სიტყვების გადამოწმება თავად შეგიძლიათ. ეხლა კი მოკლედ ვისაუბრებ იმაზე თუ რა ხდება ამ მანტრის მღერის დროს, როგორც ზემოთ აღვნიშნე ადამიანის ფიზიკურ სხეულში უამრავი ჩაკრაა (ნერვული დაბოლოება) აქედან ინდუისტები და ბუდისტები გამოყოფენ 7 მთავარ ჩაკრას რომელიც მდებარეობს ხერხემლის გასწვრივ, თავის თხემიდან დაწყებული ჭიპის ქვეშ 2 თითის მოშორებით დამთავრებული, იმას რასაც ინდოელები ანაჰატა ჩაკრას ეძახიან ქართველები კუჭის თავს უწოდებენ ეს არის მზის წნული ნერვული დაბოლოებები რომელზე უხეში ზემოქმედებაც საკმაოდ მტკივნეულია (ბევრი მინახავს ჩაკეცილი კუჭის თავზე მიღებული დარტყმის შედეგად) ანალოგიური ნერვული დაბოლოებები არსებობს წარბებს შორის 3 თითის დაშორებით თავის თხემისკენ რასაც ე.წ მესამე თვალს უწოდებენ ხოლმე, ყელის ხორღის ჩაღრმავების ადგილზე, ლავიწის ძვლიდან 12 თითის მოშორებით მანძილზე მკერდის გასწვრივ და ასე შემდეგ, ჩინური ნემსებით მკურნალობის მედიცინური მეთოდის შესახებ ხომ გსმენიათ? სწორედ მსგავს ნერვულ დაბოლოებებზე აღჭობენ ნემსებს რითაც ბლოკავენ ან ათავისუფლებენ სხეულში ენერგიულ ნაკადს, გაიატი მანტრასაც მსგავსი ზემოქმედება აქვს სპეციალურ ჩაკრებზე და საერთოდ ორგანიზმზე, მაგალითად ჩვენ ყველამ ვიცით რომ ადამიანის სხეულის 75 პროცენტი შედგება უბრალო წყლისგან H2O თუ ჩავატარებთ ექსპერიმენტს ბგერის ზეგავლენის შესასწავლად წყალზე დავინახავთ, რომ გაყინული წყლის კრისტალში რომელიც თხევად მდგომარეობაში იდგა ოთახში არსებული კლასიკური მუსიკის დროს მიკროსკოპის ქვეშ შევამჩნევთ რომ კრისტალის ფორმები გეომეტრიულად პროპორციულადაა დალაგებული რასაც ვერ ვიტყვით იგივე წყალზე თუ მას დაკვირვების შემდეგ იმ ოთახში დავდგავთ სადაც მძიმე როკის ჰანგები ჟღერს, ამ შემთხვევაში წყლის კრისტალზე დაკვირვებით დავინახავთ რომ მისმა გეომეტრიული პროგრესით დალაგებულმა ფორმამ სახე იცვალა და ქაოსური გახდა. ამავე მიზეზის გამო ადამიანს მოწონს ზოგს წყნარი და მშვიდი მუსიკა ზოგს კი ქარიზმატული, ზოგი მუსიკა ადამიანს ნერვებზე შლის ზოგი აწყნარებს, ქარიზმატული მუსიკის დროს ნერვები აღიგზნება და გამოიყოფა ადრენალინი ასევე სიამოვნების მომგვრელი ჰორმონები ენდოფრინები ქვია თუ არ ვცდები და ზოგს მოწონს ასეთი მდგომარეობა. ეხლა რა გავლენას ახდენს გაიატი მანტრაში მოყვანილი ბგერები ადამიანის სხეულზე, მაგალითად მარცვალი "ომ" მოქმედებს და აღაგზნებს ე.წ მესამე თვალს, მარცვალი "ნიაჰ" ყელის ჩაკრას ხოლო მარცვალი "იაჰ" მოქმედებს ანაჰატა ჩაჯრაზე სადაც ინდუისტების თქმით იმყოფება სული. გაიატი მანტრაში მოყვანილი მარცვლები გამოთქმის შედეგად როდესაც მათი აღქმა ხდება ყურით მოქმედებს სხვადასხვა ჩაკრაზე, თითოეული მარცვალი და მისი ჟღერადობა გათვლილია სხვადასხვა ენერგეტიკული ცენტრის აღსაგზნებად ხოლო თანმიმდევრულად აღგზნებული ენერგეტიკული ცენტრები ენერგეტიკული არხით დაკავშირებული ერთმანეთს წარმოქმნის ძალას, ასტრალურ ძალას, რომელშიც ჩადებული კონცენტრირებული სურვილი ამ ძალას გადააქვს ასტრალურ, ვიტალურ სამყაროში და იქიდან ხდება შემდეგ სურვილის რეალიზაცია და მატერალიზაცია. რაც შეეხება თქვენს ეჭვს გაიატი მანტრის მღერის ავ კარგიანობასთან დაკავშირებით სრულიად გასაგები და ნორმალურია, ვინაიდან სრული უფლება გაქვთ ასეთი ეჭვი გამოთქვათ რადგან თქვენ არასოდეს გამოგიცდიათ მისი ზემოქმედება და არ იცით დადებითად მოქმედებს თუ უარყოფითად, მაგრამ გაუგებარია იუზერი "აზრის" ხისტი პოზიცია რომელიც ამტკიცებს რომ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, მე ამის შესახებ მივწერე მას, გამოცდილი ქონდა თუ არა საკუთარ თავზე ამ მანტრის ზემოქმედება, მაგრამ დუმს და არაფერს იძახის, დასკვნა ასეთია მას არ აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი ამ მანტრის ზემოქმედება, ხოლო მისი სიტყვები ეს უარყოფითია მხოლოდ იმ ბოღმით არის გამოწვეული რომ სხვამ იცის და მან კი არა მანტრებისა და რაგების შესახებ, რითაც ერთპიროვნული დომინანტის რეპუტაცია ეკარგება ფორუმის განყოფილებაში და ცდილობს კომენტარი გააკეთოს იმაზე რაც უბრალოდ არ იცის, აქედან გამომდინარე კი აკეთებს უსუსურ მცდარ კომენტარს, ვინაიდან მე თუ თაფლი გასინჯული არ მაქვს ვერ ვიტყვი ის მწარეა თუ ტკბილი, აზრი კი გაუსინჯავად ამტკიცებს ტკბილი კი არა მწარეაო და დარწმუნებული ვარ ამ პოსტის შემდეგ საკუთარ პოზიციას რასელის მწვალებლური ერესით შეეცდება. მე არავისთვის დამიძალებია აქ, გინდა თუ არა ეს მანტრა იმღერეთო, მე ავღნიშნე ფაქტი, რომ არსებობს მანტრა, რომლის ბგერების მღერითაც ინდუისტური მოძღვრების მიხედვით შესაძლებელია ნებისმიერი სურვილის ასრულება დროის მინიმალურ მონაკვეთში. ანალოგიურ თემას ჩვენ ქრისტიანობაშიც ვხვდებით, როდესაც იესო იძახის სიტყვებს "თუ რამეს სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგეცემათ" ეხლა რა უნდა ვქნა? აზრივით მცდარი დასკვნა დავდო, რომ ლოცვა უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე?
-
რასელი თაღლითად სცნო სასამართლომ და ეს შენ მოგწონს თუ არა ისტორიული ფაქტია და შეგუება მოგიწევს, მაგრამ ფაქტის დამალვას, რომ ცდილობ და არ გამოგდის ისტორიის გაყალბება როგორც ეს მართლმადიდებლების შემთხვევაში გსურდა რომ გექნა, ამიტომ მწარდები, ასე რომ გვერდით თემაში ერთი პრანაიამა დაგიწერე ნერვებს ამშვიდებს აითვისე და შეასრულე დაგაწყნარებს.
-
სწორედ რომ შენ წერ სულელურ და დეზინფორმაციით სავსე პოსტებს თან უსასრულოდ ეს თემა ამის ყველაზე კარგი დასტურია. რაც შეეხება გრძელი სიტყვის მოკლედ თქმას ამას შენთან ვერიდები იმიტომ რომ სათქმელი თუ დეტალურად არ დავაკონკრეტე, შენებურად აღიქვავ და არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებ ჩვეულებისამებრ და ასე რომ იქცევი ამის უამრავი ფაქტი დევს აქ.