Jump to content
Planeta.Ge

შამილი

პლანეტელი
  • პოსტები

    44
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი შამილი

  1. არ არის ეგრე. იხილეთ ივანე ჯავახიშვილის, ზვიად გამსახურდიას და განსაკუთრებით მერაბ ჩუხუას სტატიები და ნაშრომები მედიტერანული სამყაროს და იბერო კავკასიურ მოდგმის შესახებ
  2. ჯერ ერთ ვიღაც გადამთიელები არ არიან. მეორეც მე კონფედერაციულ სახელმწიფოს შექმნას ვგულისხმობ ერთიან საქართველოსა და დამოუკიდებელ ჩრდილოკავკასიურ სახელმწიფოებს შორის და არა საქართველოს შიგნით ან ფედერაციულ კონფედერაციულ მოწყობას, რაც უდიდესი ნაღმია ქვეყნის დასაშლელად. მგონი ყველა ხედავთ განსხვავებას. საქართველოსა და ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკათა შორის კონფედერაციულ სახელმწიფოდ ან მინიმუმ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკად ჩამოყალიბება. ჩვენ არავითარი მორალური უფლება არ გაგვაჩნია დავაზალოტ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებს საქართველოსთან კონფედერაციულ პრინციპებზე აგებულ ალიანსში ან თუნდაც სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში შემოსვლა. ეს უნდა მოხდეს მათი ნება სურვილით საერთო მედიტერანული კულტურული და წინარეევროპული, იბერო კავკასიური გენეტიკური მეხსიერების გაღვივების საშუალებით. წინასწარ გეტყვით რომ არც ჩეჩნები, არც დაღისტნელ ერთა აბსოლიტური უმრავლესობა და არც ინგუშები ამის წინააღმდეგნი არ არიან. სამწუხაროდ არ ვიცი ყაბარდოელების, ჩერქეზებისა და ადიღელების შეხედულება მაგ იდეის შესახებ თუმცა ვიცი რომ ერთეულები არ არიან წინააღმდეგნი
  3. ეს ხელისუფლება არის მოღალატე კრემლის მსტოვართა ხროვა თავიანთ ზომიერ თუ ვითომრადიკალურ ოპოზიციასთან ერთად. ერთად მოუწევთ კრემლში მარბიელ ოპოზიციას და ვითომ ანტირუს ხელისუფლებას ერის წინაშე პასუხის გება და ერიდან მოკვეთა კაპიტულაციის და ერის ღალატის გამო
  4. სხვათა შორის მინდა წასვლა და რაღაც პერიოდი პარიზში ცხოვრება, უბრალოდ პარიზის ქუჩებში ხეტიალი და ჩემი ლექსების ქართულად წაკითხვა მინდა ფრანგი გოგოებისთვის , მაგრამ ჯერ კავკასია გვაქვს გამოსახსნელი ანუნაკების კლანჭებიდან. ჯერ აქ არის ჩემი ყოფნა აუცილებელი. ისე კი იბერია მთელ დანარჩენ პლანეტას და გალაქტიკას მირჩევნია და გურჯისტანი და გრუზია სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს. საქართველოს აღმოსავლეთ, დასავლეთ, ჩრდილო და სამხრეთ სამანთა აღმნიშვნელ ტერმინად უნდა დამკვიდრდეს მსოფლიოში იბერია და იბერიელნი. ჯერ მხოლოდ საქართველოს და შემდგომში საქართველოს და ქართველების, ჩეჩნეთ ინგუშეთის და ჩეჩნების, ინგუშების, ქისტების, ბაცბების, ყაბარდოს და ყაბარდოელების, ჩერქეზეთის და ჩერქეზების, ადიღეს და ადიღელების, უბიხების, შაფსუღების, აბაზების, აფსარების, დაღისტანისა და ავარიელების, ლეკების, წახების, არჩიბელების, ხუნძების, დიდოელების, ლეზგიელების, უდინების და სხვა წინარეიბერიული ერების აღმნიშვნელ საერთო ტერმინად
  5. ფაშისტი ქართველიც მიუღებელია ჩემთვის და ევროპელიც. მე ნაციონალისტი ვარ და არა ფაშისტი, ნაცისტი, რასისტი ან შოვინისტი. რაც შეეხება საქართველოს აქ ნაციონალიზმი ცოტა უფრო ფართო ჭრილში უდა განვიხლოთ ვიდრე საკუთრივ ქართველი ერი. მე პირადად იბერო კავკასიურ ჭრილში განვიხილავ კავკასიურ ნაციონალიზმს და ქართულ, ვაინახურ ( ჩეჩნები, ქისტები, ინგუშები, ბაცბები ), დაღისტნელ ერთა და ადიღურ ( ადიღელები, ჩერქეზები, აბაზები, ყაბარდოელები ) კონფედერაციულ ან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სამხედრო პოლიტიკურ კავშირში ვხედავ იბერო კავკასიური ნაციონალიზმის საწყის წერტილს. ამ სამხედრო პოლიტიკურმა ალიანსმა სათავე უნდა დაუდოს მედიტერანული სამყაროს ცივილიზაციის, თარგამოსიანთა ბიბლიური მოდგმის, წინარეევროპული იბერო კავკასიური მოდგმის კულტურისა და ცივილიზაციის აღორძინებას რომელიც მიიტაცეს ინდოევროპული მოდგმის შედარებით გვიანევროპულმა ერებმა
  6. ევროპაში იწყება ნაციონალისტური ძალების აღმავლობის ხანა. ისეთ ქვეყანაში როგორიც საფრანგეთია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი საფრანგეთის ნაციონალურ ფრონტს და მარინა ლე პენს გააჩნიათ : http://ru.euronews.net/2011/03/06/poll-sho...ead-of-sarkozy/ “ Национальный фронт” Марин Ле Пен может занять первое место по итогам первого тура президентских выборов. Двадцать три процента за Ле Пен против двадцати одного за Саркози.Такие результаты по итогом опроса опубликованы в газете “Паризьен”. Ее отец Жан-Мари Ле Пен в 2002 году смог пробиться во второй тур президентских выборов. Будь президентские выборы сегодня, безоговорочная победа в первом туре досталась бы лидеру ультраправой партии “Национальный фронт” Марин Ле Пен. ... Ультраправые выступают за ограничение иммиграции и не исключают выхода из Европейского Союза. Одни аналитики назвали опрос фарсом. Другие – землетрясением, которое за 14 месяцев до выборов расшатывает французскую политическую почву. http://ru.euronews.net/2011/03/08/far-righ...-shocks-france/ Marine Le Pen arriverait en tête au 1er tour de la présidentielle dans les deux hypothèses des candidatures de Dominique Strauss-Kahn et de François Hollande, le premier scénario se soldant par l'élimination de Nicolas Sarkozy, selon un sondage HarrisInteractive/LeParisien (*) diffusé ce soir sur le site du quotidien. D'après Le Parisien, Marine Le Pen devancerait Martine Aubry et Nicolas Sarkozy (tous les deux crédités de 21 % d'intention de vote) avec 23% (**). Elle arriverait également en tête (24%) face à Nicolas Sarkozy (21%) et François Hollande (20%). Enfin, elle serait également première, toujours avec 24% des votes, face à Dominique Strauss-Kahn (23%) et Nicolas sarkozy (21%). http://www.lefigaro.fr/flash-actu/2011/03/...-et-sarkozy.php პარიზელებს მომავალ პრეზიდენტად მარინ ლე პენი სურთ http://tribuna.ge/index.php?option=com_con...1757&Itemid=105 ამავდროულად როგორც მაცნობეს ყოველთვიურად იზრდება ბრიტანეთში ბრიტანეთის ნაციონალური პარტიის ( BNP ) და მისი ლიდერის ნიკ გრიფინის რეიტინგი. სამწუხაროდ ამჟამად არ გამაჩნია დამადასტურებელი წყარო. ბოლო პერიოდში გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, სარკოზის კაბინეტი ულტრამემარჯვენეებს კოალიციური მთავრობის შექმნას სთავაზობს. „ან გამარჯვება, ან – არაფერი. ჩვენ არ გვსურს იმ მთავრობასთან ერთად ვმართოთ, საფრანგეთი, რომელიც ქვეყნისთვის დამღუპველ პოლიტიკას ატარებს“, - აცხადებენ პენები. წინასწარ რთულია რამე პროგნოზების გაკეთება, თუმცა, საფრანგეთში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წელს გაიმართება. http://tribuna.ge/index.php?option=com_con...1757&Itemid=105 ასე რომ ევროპის მომავალი ნაციონალიზმია. არავითარი შოვინიზმი და რასიზმი. გაუმარჯოს თეთრ ევროპას, შავ აფრიკას და იდუმალ, ჩადრებიან აზიას ! არავითარი რასიზმი და შოვინიზმი. მე მიყვარს მთელი მსოფლიო თავისი კუთხე კუნჭულისთვის დამახასიათებელი შეუდარებელი და განუმეორებელი კოლორიტით, მიყვარს შავი აფრიკა მარტორქის ტყავიანი ტამტამის ჰარმონიული რიტმებით და პატარა ზანგი ბიჭუნების ლომებზე შუბებით ნადირობა, მიყვარს ინდიელების თავზეხელაღებული შერკინება მტრებთან, მათი რაინდული და ვაჟკაცური ტრადიციები, ძმობის ნიშნად მეგობრობის ყალიონის გაბოლება ძმობილთან რომელიც ქართულ ფიც ვერცხლის ჭამას მახსენებს, მიყვარს მეომარი და ქედუხრელი იაპონელები თავისი ულამაზესი საბრძოლო ხელოვნებებითა და ბუშიდუს რაინდული კოდექსით, ინდოეთი ულამაზესი აიშვარია რაით, ჩადრიანი და იდუმალი მუსულმანური აზია და თეთრი ევროპა ულამაზესი თეთრი პირისახის ლურჯთვალა და მწვანეთვალება ქალებით და მათი არ არსებობის და გადაშენების შემთხვევაში მე აღარ მინდა ცხოვრება ამ სამყაროში. არ მინდა რომ ეს სიჭრელე და მრავალფეროვნება აითქვიფოს და გაქრეს და მინდა ეს სამყარო დარჩეს ისეთივე პირველყოფილი მშვენებით, განუმეორებლობითა და განსხვავებულობით როგორც ღმერთმა შექმნა. მე აღარ მინდა ამ სამყაროში ცხოვრება თუ გადაშენდებიან ულამაზესი თეთრპირისახიანი ლურჯთვალა და მწვანეთვალება იბერიელი ეგრისელი და ევროპელი გოგოები
  7. არაფერი სხვა რეალობა არ არის, მტერი არ შეცვლილა და საბჭოთა რუსეთი რუსეთის ფედერაციად იქცა. ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის მისსია არ ამოწურულა, საქართველოს ნაწილი კვლავ დაპყრობილია და ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე არ უნდა შეწყდეს. ეხლა აქციების გარდა კიდევ რა ბერკეტები გვაქვს ხელში საქართველოს დეოკუპაციისა და რუსეთის იმპერიის დასაშლელად ამ ყველაფერს ფორუმზე ვერ დავწერ
  8. აი ეს მიდგომა ღუპავს საქმეს. ანუ დეოკუპაცია მარტო მიშას საქმეა და მარტო მიშას ინტერესში შედის და დეოკუპაციის მოთხოვნა მიშას ინტერესია და არა საერთო ეროვნული იდეა ? სად იყო მიშა დეოკუპაციის ფრონტის დღევანდელი ლიდერები რომ დეოკუპაციას ითხოვდნენ, იცით ალბათ ვისაც ვგულისხმობ
  9. ნამდვილი მიტინგი რას ნიშნავს. ნეტა დაგვარბიოს ხელისუფლებამ, აი ნეტავ ანტისაოკუპაციო მიტინგი დაგვარბიოს, ნეტავ ! მერე რა მოჰყვება ამას და ნახევარ საათში მთელ მსოფლიოს მოვდებთ კრემლის მართულმა სააკაშვილმა ანტირუსული, ანტისაოკუპაციო მიტინგი დაარბია და როგორც რუსეთ საქართველოს კონფლიქტში რუსეთის მხარის წარმომადგენელი იძულებულნი ვართ დავამხოთო, ტუნისი მონაგონი გახდება
  10. ‎25 თებერვალს, საქართველოს დეოკუპაციის ფრონტი თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან 14 საათზე დაიწყებს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციას, 15 საათიდან 16 საათამდე ი. ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, მ.კოსტავას ქუჩა და რუსთავალის გამზირი მოვაწყობთ მსვლელობა მანიფესტაციას საქართველოს პარლამენტის შენობისაკენ, სადაც გაიმართება ანტისაოკუპაციო ხასიათის მიტინგი
  11. დავგეგმოთ იაპონიის მხარდამჭერი აქცია იაპონიის საელჩოსთან და ერთდროულად საქართველოს და იაპონიის ტერიტორიების დეოკუპაციის მოთხოვნით ჩავატაროთ აქცია იაპონიის საელჩოსთან, მე მოგაწოდეთ იდეა და ორგანზატორული თვისებები მე არ გამაჩნია, ვიცი რომ თქვენში ბევრია ვისაც შეუძლია ამ იდეის განხორციელება. მე მოვალ და გვერდში დაგიდგებით. მარტო ინტერნეტში რუსეთის გინება არაფერს ნიშნავს, დავთქვათ დღე და მოვაწყოთ იაპონიის მხარდამჭერი აქცია იაპონიის საელჩოსთან და ერთდროულად საქართველოს და იაპონიის ტერიტორიების დეოკუპაციის მოთხოვნით. შევატყობინოთ რამენაირად ეს ინფორმაცია საქართველოში მყოფ იაპონელებს ( თუ არიან რა თქმა უნდა საქართველოში იაპონელები ). სასურველია იაპონიის საელჩოსთან აქციაზე თუ დაიწვება რუსეთის დროშა. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ იდეასთან დაკავშირებით. P.S. იაპონიის საელჩოს მისამართია: ქ.თბილისი, კრწანისის ქ. # 7დ. საკონტაქტო ტელეფონი: 75 21 11, ფაქსი: 75 21 20
  12. ერთს დედაც და მეორისაც. ერთიც მტერია და მეორეც. მე გარკვევით დავწერე მხოლოდ ჰერეთ საინგილოს დაბრუნების სანაცვლოდ უნდა ჩაერთოს საქართველო აზერბაიჯანის მხარეს მეთქი. ამასთანავე ოკუპირებული არმენებისთვის ლორე ბამბაკის ხეობის ახევის შესაძლებლობაც მოგვეცემა
  13. ჩავერთვებით აზერბაიჯანის მხარეზე ერთადერთი პირობით, ჰერეთ საინგილოს დაბრუნების სანაცვლოდ. ამ პირობის დადების შემთხვევაში პირადად ვიომებ არმენების წინააღმდეგ და ლორე ბამბაკსაც დავიბრუნებთ
  14. გილოცავთ სიხარულს, ბედნიერებას და ღვთის წყალობას გისურვებთ
  15. კი არ გაორმაგდა ნიღაბი ჩამოიხსნა ზოგიერთმა და მთელი სიცხადით გამოჩნდა. ძალიან დიდი უფსკრულისკენ მიექანება საქართველო თუ დროზე არ მოხდა ამ კაცთმოძულე ხელისუფლების დამხობა და მათი და ამ კრემლის გოშია ოპოზიციის სამუდამოდ მოკვეთა ქართული პოლიტიკიდან
  16. სალამი. ეჰ, ნუგზარ წიკლაურს იმ ნაცხროვაში რა უნდა ეგ მაცოდინა ნეტავი. არადა როგორც გამიგია და როგორც ეტყობა მართლა პატრიოტი კაცი უნდა იყოს. რა უნდა იმ ხროვაში ვერ ვხვდები, მაინც არავინ ითვალისწინებს მის პან კავკასიურ კურსს ხელისუფლებაში. ჩაუდგეს სათავეში პან კავკასიურ მოძრაობას, რა უნდა მაგ ხროვაში. წიკლაური არხოტიონია, ამღიონი უნდა იყოს თუ არ ვცდები. არ ეკადრება მისი სისხლის კაცს მაგათ გვერდით დგომა
  17. დღევანდელი კაპიტულანტი ხელისუფლებისა და ერთდროულად ხელისუფლებისა და კრემლის მიერ მართული ოპოზიციის შემხედვარე ქართველი ერი დაემსგავსა იმ სასოწარკვეთილ ჯარისკაცს რომელიც სიცოცხლის დაკარგვის გარდუვალობით იმედგადაწურული და აფექტში მყოფი ავტომატს გვერდზე მოისვრის და მიწაზე დამჯდარი გაოგნებული შეჰყურებს მისკენ მიმავალ იარაღმომარჯვებულ მტერს. ერს ყველას და ყველაფრის იმედი დაეკარგა, ხელისუფლების, ოპოზიციის, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მაღალ იდეალებზე საუბარი სამწუხაროდ უკვე მხოლოდ აგრესიას იწვევს ერის უდიდეს ნაწილში. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ მოიპოვება ძალა რომელსაც გააჩნდეს ერის ნდობა. საზოგადოება შემზარავი სიმშვიდით ადევნებს თვალყურს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში გადანაწილებული წითელი სატანიზმის ბუდის კრემლის ქართულგვარიანი მანქურთების მიერ ყოველივე ქართულის განადგურებას, ქართული მიწა წყლის ჩაბარებას, წითელი სატანიზმის ბუდის, კრემლის მიმართ მორჩილების დანერგვის მცდელობას და ერში პროტესტანტული სულის ჩაკვლის მცდელობას. მე პირადად არც ერთი პარტიის არ მწამს. პარტიების დრო დასრულდა. იგივე განწყობაა ერის უდიდეს ანწილში. აუცილებელია შეიქმნას კავკასიელ უხუცესთა საბჭო, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ქართველი, ჩეჩენი, ინგუში, ქისტი, დაღისტნის სხვადასხვა ერების წარმომადგენელნი, ყაბარდოელი, ჩერქეზი, ადიღელი და ცოცხლად შემორჩენილი ჯიქი, აბაზა, შაფსუღი და უბიხი ერის უხუცესები, რომლებიც შექმნიან უხუცსთა საბჭოს რომელიც იქნება კავკასიის თავისუფლებისთვის ბრძოლის ცენტრი. თითო ერს უხუცესთა საბჭოში წარმოდგენილი ეყოლება რამდენიმე წევრი, დათქმის მიხედვით. უხუცსთა საბჭოს წევრებს უდა წარმოადგენდნენ მთელ ერში ვაჟკაცობითა და უმწიკვლო რეპუტაციით ცნობილი ავტორიტეტული პიროვნებები, ისეთი პიროვნებები როგორიც იყო დიდოელი ლეკების პრობლემებზე მომუშავე მკვლევარი და უფლებადამცველი, დიდოელ ხალხთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აღორძინების“ ხელმძღვანელი ცხონებული მოჰამედ გამზათოვი. კავკასიელ უხუცსთა საბჭო ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეყრდნობოდეს საერთო კავკასიურ ადათ წესებსა და მორალს. ამ ადათ წესებისა და მორალის დამრღვევი ნებისმიერი ეროვნების წევრი მოიკვეთოს უხუცესთა საბჭოდან. რუსული ოკუპაციისადმი, არსებული კაპიტულანტი და ანტიეროვნული ხელისუფლებისა და მოღალატე ოპოზიციისადმი ქართველი ერის არაკონფორმისტულად განწყობილმა ნაწილმა ნდობა და გვერდში დგომა უნდა გამოუცხადოს უხუცესთა საბჭოს და მათი წინამძღოლობით მოხდეს ხელისუფლების დამხობა და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლება ხელშიაიღოს უხუცესთა საბჭომ, ხოლო ახალი პარლამენტის არჩევი შემდეგ უხუცესთა საბჭო ქართველი ერის ნდობის მანდატისა და გვერდში დგომის წყალობით იქცეს პარლამენტის მაკონტროლებელ ძალად. უხუცესთა საბჭოს უნდა გააჩნდეს ვეტოს უფლება პარლამენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. კავკასიელ უხუცესთა საბჭოში შემავალმა ყველა წევრმა უპირობოდ უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამას ჩეჩნები, ინგუშები და დაღისტნელები უპირობოდ გააკეთებენ, ხოლო ჩერქეზებს, ყაბარდოელებსა და ადიღელებს მოუწევთ არჩევანის წინაშე, ან დაიჭირონ თავისუფლებისთვის მებრძოლი კავკასიელების მხარე, ან დაიჭირონ კავკასიაში რუსების დამმკვიდრებელი აფსუების მხარე. ამ არჩევანის წინაშე მდგარნი ისინი მოიქცევიან ისე როგორც მათ ავალებს კავკასიური მორალი. ისინი არ გადაიკიდებენ მთელ კავკასიას აფსუების გამო, რომელთაც თავადვე მოღალატეებს ეძახიან. ამ მოვლენებთან ერთად აუცილებლად უნდა მოეწყოს ქართველ და სრულიად ჩრდილოკავკასიელ ენათმეცნიერთა, ფილოლოგთა და ლიტერატორთა ყრილობა, სადაც მოხდება მსჯელობა ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკების ქართულ დამწერლობაზე გადასვლის შესახებ. მსოფლიოში არც ერთ დამწერლობას არ შეუძლია ისე ზედმიწევნით გადმოსცეს მათი ენა და ისეთი შესაფერისი ბაზა შექმნას მათი სალაპარაკო და სალიტერატურო ენისთვის როგორც ქართულ დამწერლობას. რადგან მათი ენა შედის იბერო კავკასიურ ენათა ჯგუფში და ქართული ენა და მათი სამეტყველო ენა შედგება აბსოლიტურად იდენტური ბგერებისგან და აგებულია ერთ საერთო იბერო კავკასიურ ენათა ჯგუფის ღერძზე. საკუთარი მეცნიერების, ლიტერატორებისა და მწერლების შთაგონებით ჩრდილოკავკასიელები მივლენ იმ დასკვნამდე რომ მათი ფოლკლორი თუ თანამედროვე პოეზიისა და ლიტერატურისთვის ქართული დამწერლობა იქნება უკეთესი ბაზა ვიდრე არაბული ენა ან კირილიცა და ჩრდილოკავკასიაში ქართული დამწერილობა შეცვლის არაბულსა და კირილიცას. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე მოხდება. კავკასიელ უხუცესთა საბჭომ უნდა უხელმძღვანელოს ჩრდილოკავკასიის ყველა დიდ ქალაქში, მახაჩყალაში, გროზნოში, გუდერმესში, მაგასში, ნაზრანში, ჩერკესკში, ბაქსანში, მაიკოპში და სხვა დიდ ქალაქებში ამ ფედერაციულ რესპუბლიკათა დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ აქციებს. წარმოიდგინეთ ერთდროულად მრავალათასიანი აქციები დამოუკიდებლობის მოთხოვნით მახაჩყალაში, გროზნოში, გუდერმესში, მაგასში, ნაზრანში, ჩერკესკში, ბაქსანში, მაიკოპში და სხვა დიდ ქალაქებში. ამ ტალღას რუსეთის იმპერია ვერაფრით ვერ გააჩერებს და ამ ტალღას აჰყვებიან თათარისტანი, ბაშკირეთი, ყალმუხეთი და რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი უამრავი ერი. ეს პროცესი გახდება რუსეთის იმპერიის სამარადჟამოდ დაშლის დასაწყისი. გაუმარჯოს თარგამოსიანთა ბიბლიური მოდგმის, წინარეევროპული იბერო კავკასიური მოდგმის ერთა ბრძოლას თავისუფლებისთვის
  18. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, ეს ჩემი პირველი პოსტია ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ამ ფორუმზე. მე არსად გავქცეულვარ, ისევ ვფერავ ხმალს ურუსების წინააღმდეგ და იმედი მაქვს დადგება ურუსებთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლის ჟამიც და იმედი მაქვს უფალი მომცემს ძალას მცირედი ნაკადი მაინც შევრთო სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მდინარეებში ჩაღვრილ მათი სისხლის ნიაღვარს. რაც შეეხება ამ თემას, ეხლა დაკვირვებით წავიკითხე და ბევრი რაღაც არ მომეწონა, მაგრამ ეროვნული სული ჩანს მათ სიტყვებში და საერთო ჯამში მზარდი ეროვნული ძალა უნდა იყოს, მაგრამ ბევრი რაღაც დამახინჯებულად ესმით. მოკლედ გავიგებ ვინ არიან და ვნახავ და დაველაპარაკები, მთავარია კავკასიის თავისუფლებისთვის და ერთიანი იბერო კავკასიური მოდგმის ერთა სამხედრო პოლიტიკური ბლოკის შექმნაზე რა აზრის არიან. თუ ესენი იმ სულისკვეთების ქართველები არიან როგორც წარმოაჩენენ მაგ შემთხვევაში სერიოზული ძალის მიშველება შემიძლია. ეს რაც შეეხება მათ ეროვნულ ხედვას. მაგრამ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებში ვერასდროს შევთანხმდებით. არ ვეთანხმები და არასდროს დავეთანხმები ხელოვნებაში დოგმები უნდა იყოს დაცულიო რომ ამბობენ. ვერც ის გავიგე ბოლომდე ჰუმანიზმის არ დაშვებაში რას გულისხმობენ, თუ უარჰყოფ ჰუმანიზმს უარჰყოფ ქრისტეს. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. არც იმაში დავეთანხმები არასდროს და მეტიც ყველანაირად შევეწინააღმდეგები მათ ყველანაირ შოვინისტურ გამოხტომას აფსუათა მიმართ. არ ეპატიებათ იმის არ ცოდნა რომ აფსარნი იგივე აფსუები პროტოკოლხური მოდგმის ხალხია, იგივეს ვიტყვი იმ ეპიზოდზე სადაც ყაბარდოელებს მახინჯ წარმონაქმნად მოიხსენიებენ, იქნებ სვანეთში გაეკითხათ როგორ მოიხსენიებენ სვანები ყაბარდოელებს, ჩერქეზებსა და ადიღებს. სვანები მათ დღემდე ქაშაგებს, ქაშქებს უწოდებენ, ადიღელები, ჩერქეზები და ყაბარდოელები არიანნ ქაშქა აბეშლას პროტოკოლხური მოდგმის ტომის შთამომავალი ერები, რომლებიც უძველეს ხანაში მოსახლეობდნენ შავიზღვისპირა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიებზე, რომლებიც იმ დროისთვის პროტოკოლხური ტომებით იყო დასახლებული, ქაშქა აბეშლას პროტოკოლხური მოდგმის ტომი გმირულად იბრძოდა ასურეთის მეფის ტიგლათფილესერის წინააღმდეგ. ქაშქა აბეშლას მოდგმის ერები ცხოვრობდნენ მუშქების ( მესხთა წინაპარნი ) მოსაზღვრედ. რაც შეეხება ტერმინ ''ქაშქა აბეშლას'' შემადგენელ მეორე სუბიექტს ''აბეშლას'' ისინი არიან დღევანდელ ''აფსართა'' ( აფსუების ) წინაპარნი აფშილები. ისტორიაში და კავკასიელ ერთა წარმოშობის საკითხებში გაუთვითცნობიერებელი ინდივიდების ეს ფსევდონაციონალისტური გამოხტომები უდიდეს ზიანს აყენებს პან იბერო კავკასიური მოძრაობის იდეას. არც სხვადასხვა ერების მიმართ შოვინისტურ დამოკიდებულებაში ვეთანხმები, მტერს უნდა ებრძოლო, მტერს რომელიც მოდის შენი მიწა წყლის მისათვისებლად, შენი სიწმინდეების შესარყვნელად, მტერს უნდა ებრძოლო უნდა ებრძოლო რუსი იქნება ის, სომეხი, თათარი, ოსი თუ თურქი, მაგრამ ზოგადად ერების ლანძღვა არ მიმაჩნია პატრიოტიზმის გამოვლინებად. მეც მაგალითად პოლონელი ერი და მათი ენა, მუსიკა, და ქალები უფრო მიყვარს ვიდრე ზოგიერთი ჩვენი ჩრდილოელი ''მეზობლის მეზობელი'' ერი ( მე მათ არასდროს მეზობლებს არ ვუწოდებ ) და სამხრეთელი მეზობელი ერები და მათი კულტურა, მაგრამ ამ ერების მიმართ შოვინისტური გამოხტომები ჩემთვის მიუღებელია ( მიუღებელია ერების და არა მათი ხელისუფლებების მიმართ ). და კიდევ ერთი, არც მე მინდა ჩემი ერი ზანგებსა და ინდუსებში აითქვიფოს, მაგრამ სიყვარული უფრო დიდი ღირებულებაა ვიდრე ნებისმიერი რასისი სიწმინდე და ვერაფერს ვხედავ იმაში ტრაგიკულს ქართველ გოგონას ინდუსი ან ზანგი ბიჭი თუ შეუყვარდება და ცოლად თუ გაჰყვება. ან ქართველი ბიჭს თუ შეუყვარდება მულატი ან ინდუსი გოგონა და ცოლად თუ მოიყვანს. ამაში მე ვერაფერს ვხედავ ტრაგიკულს.
×
×
  • შექმენი...