Jump to content
Planeta.Ge

შამილი

პლანეტელი
  • პოსტები

    44
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი შამილი

  1. რუსეთის სატანური იმპერიის მესაფლავე წინარეევროპული იბერო კავკასიური მოდგმა, თარგამოსიანთა ბიბლიური მოდგმა გახდება. ვერ უშველით ტანკები, რაკეტები, ეტლები და ჰუნები ...
  2. დღესდღეობით არც მონღოლეთს და არც მით უმეტეს ირანს საქართველოს ტერიტორიის გოჯიც კი არ აქვთ ოკუპირებული. ეხლა ჩარმაღან ყაინის და შაჰ აბასის ცოდვების მოკითხვა დღევანდელი მონღოლეთისთვის ან მაჰმუდ ახმადი ნეჯადისთვის სისულელე იქნება. რაც შეეხება თურქეთს თურქეთი ცემთვის ისეთივე მტერია როგორიც რუსეტი და მათი დროც მოვა და აუცილებლად წავართმევთ ტაო კლარჯეთსაც, შავშეთ ერუსეთსაც, იმერხევსაც, პარხალსაც, ოლთისსაც, ლაზეთსაც და სრულიად ქართულ მიწებს. მოვა მაგის დროც. ვაროსნულ ლაშქრობას მოვაწყობთ ბერძნებთან ერთად მათ წინაარმდეგ. ბერძნებს ბიზანტიის იმპერის აღდგენის და კონსტანტინოპოლის დაბრუნების სურვილი არ გაჰქრობიათ და გუშინ ლიბიაში ბერძნული დანაყოფების შესვლა მოწმობს იმას რომ საბერძნეთი უკვე აღარ კმაყოფილდება ნატოს რიგითი წევრობით და სურს მილიტარისტულ სახელმწიფოდ იქცეს, რომელიც აქტიურადაა ჩართული მსოფლიო მოვლენებში. კონსტანტინეპოლის დაბრუნება ყველა ბერძენის ოცნებაა, იმ შემთხვევაში თუ საქართველო და საბერძნეთი ტერიტორიულ პრეტენზიებს წაუყენებენ თურქეთს ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს ვის მხარეს დაიჭერენ ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, მოლდოვა, უკრაინა, პოლონეთი ჩეხეთი და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი და ქრისტიანული ქვეყნები. თუმცა ეს მომავლის საკითხია და ამ ყოველივეს წინ უნდა უსწრებდეს : 1. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაცია. 2. საქართველოს და აშშ - ს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის დამყარება და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოს ჰიპერმილიტარიზაცია, ეკონომიკური აღმავლობა მხოლოდ კავკასიაში არამედ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბება. აი ამის მერე ამერიკა როცა ნახავს რომ სასწორის ერთ მხარეს დგას ნატოს წევრი თურქეთი და მეორე მხარეს ნატოს წევრები საქართველო ( იმ დროისთვის ), საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, მოლდოვა, უკრაინა, პოლონეთი ჩეხეთი, ასევე მხარს დაგვიწერენ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი... ამის მერე ევროკავშირის განაზებული ფრანგი და გერმანელი ლიდერები და ამერიკის ხელმძღვანელობა იძულებულნი გახდებიან გადაყლაპონ თურქეთზე ჯვაროსნული ლაშქრობა. რაც შეეხება ირანს მათ მხარდაჭერისთვის ან მინიმუმ ნეიტრალური პოზიციისთვის დღევანდელი თურქეთის კონტროლირებად რაიმე მსუქან ნაჭერს მივუგდებთ რომელიც ირანს ესაზღვრება. მესმის რომ ეს ძალან რთული საკითხია და დიდ მუშაობას და მოლაპარაკებებს საჭიროებს მაგრამ ადვილი ტერიტორიების უბრძოლველად ჩაბარებაა ამ ხელისუფლებასავით. არც ლორე ბამბაკის ხეობა და ჰერეთ საინგილო დამვიწყებია, მაგრამ ამ ყველაფერს წინ უნდა უსწრებდეს რუსეთის იმპერიის დაშლა და ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და მერე ამ დამოუკიდებელ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებისა და საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ბლოკის შექმნა და მზადება თურქეთთან ომისთვის ბერძნებთან და შავი ზღვის აუზის მართლმადიდებელ ქვეყნებთან ( მინუს რუსეთი ) ერთად.
  3. პინკ ფლოიდთან, დი ფარფლთან და ლედ ზეპპელინთან ერთად ჩემი საყვარელი ჯგუფია ნირვანა და სკოლის პერიოდიდან ვუსმენ და ვაწამებ მეზობლებს . გამიხარდა ნირვანას მოყვარული ადამიანი რომ აღმოვაჩინე ფორუმზე. ისე რა მინდა გკითხო, აგერ ფსიქოლოგია გცოდნია. რატომ არ დათვრნენ ერთხელ მაინც გორელი მოზარდები და არ ჩაილაგეს რკინები და არ წავიდნენ და რუს სალდაფონებს დედა არ აგინეს სამაჩაბლოს საზღვართან. არ აქვთ პროტესტის გრძნობა რომ ქართულ მიწა წყალზე რუსის ჩექმა დააბოტებს და ქართულ მიწა წყალზე არ შეუძლიათ გადასვლა ? ან თუნდაც მოზრდილებს. სად არის პროტესტანტული ქართული სული. თუ პროტესტი მარტო სუსტის ძალადობის მიმართ გააჩნიათ ? ანუ მათ მიმართ ვისგანაც იმედი აქვთ რომ არ დაისჯებიან ამ ''ხელოვნური'' პროტესტის გამო ( ამ შემთხვევაში ''სუსტში'' ხელისუფლებას ვგულისხმობ, ანუ ვისთანაც გასდით ). ეს თუ ასეა პროტესტი სულიდან და გულიდან არ მომდინარეობს და მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითია. მე რამდენჯერმე ვცადე გვერდში დავდგომიდი კონკრეტულ აქციაზე ახალგაზრდულ მოძრაობებს ადამიანის უფებების მოთხოვნით რომ იყვნენ გამოსულნი და სიტყვა რომ ჩამოვარდა რუსეთზე და რომ თქვეს აბა რუსეთი რომ გადაიკიდეს აბა რა ეგონათო ულაპარაკოდ წამოვედი იქიდან და პირში მივახალე ჩემი აზრი მათზე. ეროვნულ საკითხს რომ შევეშვათ არც ქუჩაში ჩანს მათი პროტესტანტიზმი, ასი მოზარდიდან 99 გულგრილად უყურებს როგორ ურტყავს ათი კაცი ერთს და მეთერთმეტე როგორ ურტყავს წაქცეულს დანას... აბა რაში ჩანს მათი პროტესტანტიზმი, გუშინ სტადიონზე ლოყებზე ჯვაროსნების დროშა დაჯღაბნილები ხორვატიას რაო რომ ყვიროდნენ ? რას ნიშნავდა ? რა კაცობა იყო ? რისი გულისთვის აგინებ სტუმარს ? ეგ არის მათი პატრიოტიზმის, ფეხბურთის სიყვარულის და პროტესტანტიზმის პიკი... აი ეხლა საორგანიზაციო საკითხებზე გვაქვს საუბარი და ჯერ კარგად უნდა დავგეგმოთ და ვაპირებ ჩემს საძმაკაცოსთან ერთად მივიდე სამაჩაბლოს მისადგომებტან სადაც რუსის ჯარი დგას და რუს სალდაფონებს ცხივრწინ დავუწვათ რუსეთის დროშა. ამ ინფორმაციას როცა დრო მოვა ისედაც გავავრცელებ და თინეიჯერების ახალგაზრდულ ფორუმებზეც დავდებ, ერთი ვნახოთ რამდენი გაბედავს და წამოვა ამ საქმეზე ათას მყვირალა ნიკს ამოფარებული კლავიატურის ლომი ''პროტესტანტი მოზარდებიდან''. ერთი თანამოაზრე და მართლა სულით პროტესტანტი, დემოკრატიული ლიგის ლიდერი ხატია შიუკაშვილი ლონდონში წავიდა სამწუხაროდ. ძალიან დამჭირდებოდა მისი თანადგომა ამ საქმეში. ათასგვარი ახალგაზრდული ვითომ ''დემოკრატიული და ლიბერალური'' მოძრაობების ლიდერთაგან ერთადერთი რომელმაც გამიგო და რომეთანაც საერთო ენა გამოვნახე და რომელსაც ჩემზე არანაკლებ რადიკალური ნაბიჯები აქვს დაგეგმილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
  4. ვერანაირად ვერ დასვამს კრემლი თბილისში რუსულ ადმინისტრაციას. თუ მოხდება რუსული არმიის ხელახალი შემოჭრა ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის აქეთ ( თუმცა ეს თუ არ მოხდება ცოტა ძალას მოვიკრებთ და აქეთ შევალთ ჯერ სამაჩაბლოში და მერე აფხაზეთში ) იმედია სააკაშვილს ეყოფა ჭკუა და ქვეყნის ხელმძღვანელობას და უმაღლეს სამხედრო ხელისუფლებას გადააბარებს გენერალიტეტს და გაერთიანებულ შტაბს და თავად რიგით მებრძოლად ჩაეწერება მოხალისეებში. ეს ნაბიჯი მისი მხრიდან იქნება მისი დანაშაულებრივი მმართველობის და ცოდვების გამოსყიდვა სამშობლოს და ერის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში გაერთიანებული შტაბის და სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელობა სააკაშვილს და ნაბოზარ ახალაიას გადატრიალების გზით ჩამოაშორებს ქვეყნის და სამხედრო ძალების უმაღლეს ხელმღძვანელობას და თავად აიღებს წინააღმდეგობის ხაზის წარმართვის სადავეებს. ამ შემთხვევაში რუსებს ავღანეთის ავადმოსაგონარი ომი მოენატრებათ. მით უმეტეს რომ ამერიკის კონგრესი და სენატი სერიოზლუად განიხილავს საქართველოსთვის ულტრათანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის მიწოდების ვარიანტს, რომლებიც ნაფოტებად აქცევს რუსულ ხრუშჩოვის დროინდელ ავიაგამანადგურებლებს და დაჟანგებულ ბერიას დროინდელ რაკეტებს. თუ მოხდება ომის სწორად დაგეგმვა ათი იბერიელი ისე არ მოკვდება რომ ათასი რუს მონღოლი და ვარიაგი წინ არ გაიძღოლოს. ქართული მიწა რუსი სალდაფონების საზარელ განსასვენებლად იქცევა. ვის უნდა ველაპარაკო და რაზე უნდა ველაპარაკო ? ჯერ გაიყვანოს რუსეთმა ჯარი ბოლო კაცამდე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან და გადათქვას აღიარება და მერე იფიქრონ პოლიტიკოსებმა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებასა და დიალოგზე. ეს თანაბრად ეხება ხელისუფლებას და ოპოზიციას. ჩემთვის დღესვე რომ გაიყვანოს რუსეთმა ჯარი ბოლო კაცამდე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან და გადათქვას აღიარება, მაინც მიუღებელია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე ლაპარაკი სანამ რუსეთი არ მოახდენს ჩრდილო კავკასიის დეოკუპაციას და არ აღიარებს ჩრდილოკავკასური რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. მაგრამ ეს პირადად ჩემი აზროვნების და ამქვეყნიური დანიშნულების ქვაკუთხედია, მაგრამ საქართველოს სრული დეოკუპაციის შემთხვევაში პოლიტიკოსთა მხრიდან კაპიტულიაციად აღარ ჩაითვლება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე ფიქრი, მაგრამ იმპერია ორი საუკუნის განმავლობაში ხან შენს დამოუკიდებლობას და ხან ტერიტორიულ მთლიანობას ებრძოდეს და კიდევ აქეთ საკუთარ თუნდაც უვარგის და ტირან ხელისუფლებას ადანაშაულებდე ურთიერთობა გაგვიფუჭა რუსეთთანო და ამბობდე ომი ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყოო ( საკუთარ ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოსთან !.. ) მაგას უკვე აღარ ვიცი რა ქვია. თუმცა დღესვე რომ გაიყვანოს რუსეთმა ჯარი ბოლო კაცამდე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან და გადათქვას აღიარება, მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად მაინც სამკვდრო სასიცოცხლოდ დაპირისპირებული დავრჩები რუსეთის იმპერიასთან სანამ ჩრდილო კავკასიიდან და შავი ზღვის აუზიდან გელენჯიკის ჩათვლით არ გაიყვანს ჯარს ( გელენჯიკი კოლხეთის საზღვარი იყო და მომავალში აუცილებლად იქნება საქართველოს დასავლეთი საზღვარი ) და სანამ არ აღიარებს ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.
  5. აი ეს გადმოვაკოპირე მაგ კაცის ინტერვიუდან : ''– საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, როგორ შეაფასებთ სააკაშვილის „ერთიანი კავკასიური სახლის“ შექმნის იდეას? – ჩვენ გვინდა თუ არა, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი. თუ მეზობელთან ჩხუბი მოგივა, ნორმალური, დალაგებული ადამიანი ყველანაირად ეცდება, ეს ჩხუბი მეტად არ გააღვივოს და პირიქით, მეზობლებს შორის მომხდარი დავა რაღაცნაირად მოაწესრიგოს. მაგრამ სააკაშვილი ასე არ იქცევა. ჩრდილოკავკასიელები დღეს რუსეთის ფედერაციის ნაწილია. მაშინ გამოვიდეს სააკაშვილი და აღიაროს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. ცოტა გაუგებარია, რუსეთის სახელმწიფოს ედავები და რუსეთის სახელმწიფოს მოქალაქეებს აძლევ თავისუფლად საქართველოში შემოსვლის უფლებას?! რუსეთის გაწევრებაზე „ერთიან კავკასიურ სახლში“ უარს ამბობ და მის ფედერაციაში შემავალ ქვეყნებს ეპატიჟები?! ანუ ციმბირელ რუსს არ აქვს საზღვრის გადაკვეთის უფლება, მაგრამ რუსეთის ფედერაციის წევრ ჩეჩენს კი?! ეს ჩემთვის არის აბსურდი. ის მდგომარეობა, რაშიც ჩვენ ახლა ვართ, სწორედ სააკაშვილის სიგიჟეების ბრალია. ამის გაგრძელება ყოვლად დაუშვებელია, კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩეჩნებს ჯერჯერობით არ მოუხდია საქართველოსთვის ბოდიში, აფხაზეთში ქართველების მოჭრილი თავებით ფეხბურთი რომ ითამაშეს. ვერ გავიგე, სააკაშვილს რა მიზანი ამოძრავებს. რუსეთს რამეს დააკლებს თუ რა? რუსეთთან საქართველომ უნდა დაამყაროს ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობა, როგორ ურთიერთობასაც ამყარებენ პარტნიორები. მაგრამ ამისთვის ჯერ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს ნორმალურ, განვითარებულ სახელმწიფოდ და წარსდგეს მსოფლიოს წინაშე, როგორც სრულფასოვანი ქვეყანა. როდესაც სახელმწიფო არ ხარ, არც არავინ გექცევა ღირსეულად. სააკაშვილმა რაც დაიმსახურა, ის მიიღო 2008 წლის აგვისტოში. ყველას გახსოვთ, ალბათ, მისი განცხადებები, „ერთ საათში ცხინვალში ვიქნებით“, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთო. ეს ომი არის სააკაშვილის სინდისზე. ჩვენი ბრალი კი ის არის, რომ სააკაშვილს ეს ომი ვაპატიეთ. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, დაიწყონ მზადება იმ უზარმაზარი მოძრაობისთვის, რომელიც უნდა დამთავრდეს ჩვენი გამარჯვებით. ან უნდა გადავაყენოთ ეს ხელისუფლება, ან უნდა გადავბრუნდეთ და მოვკვდეთ. სხვა გზა არ არსებობს.'' ამ სიტყვებიდან გამომდინარე ვაცხადებ რომ ეგ კაცი არის ქრონიკული რუსეთუმე და მიუღებელია ჩემთვის მისი და ნებისმიერი რუსეთუმეს და კავკასიური ერთობის მოწინააღმდეგის ხელისუფლებაში მოსვლა. ხელისუფლების მხარდაჭერას მე ვერც ერთი ნამუსიანი ადამიანი ვერ დამწამებს, მაგრამ მე და რუსეთუმეები აბსოლიტურად განსხვავებული პოზიციებიდან ვართ ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგენი. ამ ინტერვიუდან გამომდინარე ვაცხადებ რომ ეგ კაცი არის ქრონიკული რუსეთუმე და მიუღებელია ჩემთვის მისი და ნებისმიერი რუსეთუმეს და კავკასიური ერთობის მოწინააღმდეგის ხელისუფლებაში მოსვლა.
  6. მეც ძველი დროშა მერჩივნა და მინდა ძველი დროშის დაბრუნება, მაგრამ ეხლა რა დროს ამაზე ლაპარაკია. ნეტა ეს ''პარტიული დროშა'' აფრიალებულიყო ცხინვალის თავზე 2008 წელს... გილოცავთ მოგებას. სულ ასე გამარჯვებებით გვევლოს
  7. თუ მართლა ლიბერალი და თავზეხელაღებული ინდივიდუალისტია ბურჭულაძე და მაგისი ვიტომ ლიბერალი საძმაკაცო გამოსულიყვნენ და ეთქვათ პრეზიდენტს ვინ ქინძავს მე სად რას ვიტყვიო. რატომ ვერ გაბედეს ??? ილია მეორის ლანძღვაში არიან მარტო ვაჟკაცები და სარგებლობენ ქრისტეანული მიმტევებლობით. გაფარჩაკდნენ სააკაშვილის ერთ წარბის აწევაზე ? ეგეც მაგათი ლიბერალობა. ლიბერალები დღევანდელ საქართველოში არიან ირაკლი კაკაბაძე, დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი. არც ერთს არ ვიცნობ მაგრამ მართლა ვაჟკაცი ბიჭები არიან ამ გაურკვევეი არსებებისგან განსხვავებით
  8. მე აფსუებთან საომარი არაფერი მაქვს. მეცოდება ეგ ხალხი. გულით მინდა არ გადაშენდეს მათი მოდგმა, ენა, კულტურა, ადათ წესები. მე რუსებთან მაქვს საომარი და ვიომებ კიდეც, როცა ეროვნული ხელისუფლება მოვა და ქუდზე კაცს გაიწვევს საომრად და არა ისე ამათმა სამ დღესი კაპიტულიაცია რომ გამოაცხადეს
  9. რა არის აქ გაუგებარი, კრემლის აგენტი ალასანია ასრულებს კრემლისვე დაკვეთას კრემლის მართული ხელისუფლების ასევე კრემლისგან მართული ფსევდორადიკალური ოპოზიციისგან ვითომ დასაცავად. ხელისუფლებაც, ალასანიაც და ეს ვითომ ამბოხების მომხრე ფსევდორადიკაური ოპოზიციაც იმართებიან კრემლიდან დარიგებული განსხვავებული როლებით. მიზანი - ქვეყნის პოლიტიკური პროცესები მართონ კრემლის მარიონეტებმა, ხოლო ის თუ რომელი მარიონეტი მოირგებს ხელისუფლების როლს და რომელი ოპოზიციის ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე. კრემლის მთავარი მიზანია ხელისუფლებაში არ მოვიდნენ ნაციონალისტური, ანტირუსული ძალები და ოპოზიციის ნიშა შეავსოს ამ კრემლის მარიონეტმა ოპოზიციამ. ხელისუფლება, ალასანია, თარგამაძე, მემარჯვენეები, ოქრუაშვილ გაჩეჩილაძე, სუბარი, კიწმარიშვილი, ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ძიძიგური კუკავა დავითაშვილი, ნათელაშვილი იმართებიან კრემლიდან !
  10. ისე ნუ წაიყვანთ ამ თემას თითქოს რასიზმს ან ნაციზმს ვემხრობოდე. მე ქართველი ნაციონალისტი ვარ და მიუღებელია ჩემთვის როგორც ნაციზმი ისე რასიზმი და შოვინიზმი
  11. ტყუილად გაუხარდებათ კრემლის ფინიებს იაპონიის ტრაგედია. იაპონია მიჩვეულია მსგავს ბუნებრივ მოვლენებს. ეგ კი არა ორი ატომური ბომბის ჩაგდება გადაიტანა იაპონიამ. მამაცი იაპონელი ერი კავკასიელებთან ერთად გახდება რუსეთის იმპერიის მესაფლავე
  12. მოვლენ ისევ ამერიკელი რესპუბლიკელები ამერიკის ხელისუფლებაში და მოვა რუსეთის იმპერიის დედის ხვნის დღე. ეხლა მთავარა ჩვენ შევცვალოთ ეს ხელისუფლება ისე რომ რუსული ძალები არ მოვიყვანოთ ხელისუფლებაში და ეროვნულმა ძალებმა აიღონ ხელში სადავეები
  13. გელას და სულთანის სიმღერა ელგუჯა უძილაურის ლექსზე არხოტის ცასავით http://www.youtube.com/watch?v=uaaBXKjlTlM
  14. ესეც ქისტი სახალხო მომღერალი და მაგარი პიროვნება სულთან ბორჩაშვილი, სიმღერა სამას არაგველზე სულთანი სიმღერა იჩქერია სულთან ბორჩაშვილი და გელა დაიაური რა დროის ამ გამეძავებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე საუბარია, გადმოდით ამ თემაში. ისვე გელა და სულთანი, თუშის ქალაის სიტურფემ ხევსურეთიდან ამყარაააა
  15. სონეტი შამილს მე მესმის, გმირო, მთების მხრიდან შენი ძახილი. ექოდ დაჰყვება ეგ ხმაური კავკასის ქედებს. ლეკურებივით წამოჰკრეფავ ხალხის იმედებს და აიწვდები ავარიის ბასრი მახვილი!.. ვფიცავ ჩემს ქრისტეს, რაც თვალები მეც ავახილე, რაც ვიყმაწვილე, რაც ვჭაბუკობ, რაცა ვბერდები, თუმცა მკვდარი ხარ, ღუნიბივით მეიმედები და არაერთხელ მეც უცნაურ აზრს ამახირებ!.. ვიტყვი: განგებავ, თუ სიკვდილის ცელს დამაღირებ, ვიცი, შენ ჩემი პოვნა სულ არ გაგიძნელდება, რადგან შამილის ცრემლით ჩემი მზერაც სველდება, გამიშვი, კლდეებს მეც ამოვდებ რკინის აღვირებს, მერე თუნდ მომკალ, შავი მიწის დამხურე კალთა, ოღონდ არ ჩამყვეს სამარეში ჯავრი მოსკალთა!.. ილტოსპირელი
  16. არ ვიცი. ხვალ ვაჟა ხორნაულის პოეზიის საღამოა ექვს საათზე ეროვული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში და მივდივარ და ვიკითხავ იქ თუ ვნახე ილტოსპირელი ( არ ვიცი სურს თუ არა მისი სახელის და გვარის გამხელა და არ დავწერ მაგიტომ ). ისე ესეც ნახეთ ახულგო - შამილის რუბიკონი (ისტორიული პოემა) ილტოსპირელი http://urakparaki.com/?m=4&ID=20831
  17. გაბრიელ ჯაბუშანურის ქვაკაცის ბალადა მოძებნეთ და წაიკითხეთ. მგონი ინტერნეტშიც არის. ვაინახებზე და ვაინახების ურუსებთან ბრძოლაზეა ეგეც
  18. აი ეს არის ლინკი ამ პოემის http://urakparaki.com/?m=4&ID=23200
  19. ვაინახები უფლის სარკმელზე მზემ მოხატა თეთრი კამეა... იჩქერიაშიც, ალბათ, ახლა თეთრი ღამეა... თეთრი ღამეა და არ სძინავთ ჩეჩენ არწივებს, _ რა დააძინებთ! თოვს და ფითრდება პეიზაჟი _ ნავენახარი... თოვს და მწვერვალებს დარაჯობენ ვაინახები.. და თუ ამაღამ გროზნოს ცაზე მეხი იელვებს, რა მოასვენებთ ბებერ ლომებს _ კავკასიელებს!.. ეჰ, სად არიან უძლეველი, ურჩი მხედრები?!. ო, რომ შემეძლოს, საქართველოს ავამხედრებდი!.. ო, რომ შემეძლოს, ჯარს შევყრიდი ივრის ჭალაში, რაა სიცოცხლე, თუ არ მტერთან ჟინით თამაში?! რაა სიკვდილი, როცა გული რისხვით ივსება?! რაა სიცოცხლე, თუ აგვართვა მტერმა ღირსება?! მე რომ შემეძლოს, საქართველოს გავაცოცხლებდი, იბერიული სიმამაცით გავაოცებდი... დავარისხებდი დედოზარებს, ქართლთან, კახეთთან, _ და ჩოლოყაშვილს გავყვებოდი ვაინახებთან!.. შევულეწავდი, შევუნგრევდი გულმკერდს ავსულებს, დავიფარავდი მზეთუნახავ ჩეჩენ ასულებს... ყინულის ლოდებს მოვაბნევდი ვარდს და იელებს, სულს შთავბერავდი ჩემს გათოშილ კავკასიელებს!.. და ნახანჯლარი მრისხანებით ავიმღვრეოდი, თეთრ მწვერვალებზე მზის სხივებად დავიღვრებოდი... ალესილ ხმალზე ვაცეკვებდი შურისმგებელებს და ბინძურ ზრახვებს ავურევდი იუდეველებს!.. თავაწყვეტილი შევმუსრავდი მონღოლ-კალმიკებს და რუს გენერლებს ჩავაცმევდი კაბა-ვალინკებს და მათ გალინკებს გავგზავნიდი ცივ რასიაში, რომ არასოდეს არ დაბრუნდნენ კავკასიაში!.. მერე, პანკისში, ქისტის ჭერქვეშ შევისვენებდი, საქართველოდან რუსის ჩექმას გავასვენებდი, დავისვენებდი!.. თოვს უსაშველოდ... მზემ მოხატა თეთრი კამეა... თეთრი ღამეა... უსაშველოდ თეთრი ღამეა... იჩქერიაში, ალბათ, ათოვთ ჩეჩენ არწივებს, _ რა დამაძინებს!.. თინათინ მღვდლიაშვილი
  20. რატომ არავინ არაფერს წერთ ? ვინმეზე მაინც არ იმოქმედა ამ პოემამ ?
  21. გაგიმარჯოს. უბრალოდ ქართულ დამწერლობაზე გადმოვიტანე ძველი ფსევდონიმი . რატომ უნდა იყოს ლათინური შრიფტით როცა ქართული დამწერილობა სრულიად კავკასიის საერთაშორისო დამწერლობად უნდა გამოცხადდეს. შეგიძლიათ ჩემი ძველი ლათინურ შრიფტიანი ფსევდონიმი გააუქმოთ
  22. მოდერებს ვთხოვ ეს თემა არ გადაიტანონ პოლიტიკის განყოფილებიდან. ასევე ფორუმელებს ვთხოვ წაიკითხონ ეს პოემა, განსაკუთრებით იბერო კავკასიური ერთობის მოწინააღმდეგეებს ვთხოვ ყურადღებით წაიკითხონ. იჩქერია (ისტორიულ-პუბლიცისტური პოემა) "თარგამოს შვა რვანი გმირნი: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკანოს, ლეკანოს, ჰეროს, კავკასოს, ეგროს... ხოლო პირველვე განთავისუფლებისა თარგამოს განუყო რა ძეთა თვისთა, ესენი არიან წილნი მათ რვათა ძმათა ქუეყანანი და საზღვარნი ხვედრთა მათთანი... ხოლო კავკასის წილ არს კავკასიის მთის ჩრდილოდ კერძი, ლე- კანის საზღვრიდამ ვიდრე ზღუადმდე პონტოსი... არამედ ძეთა შორის კავკასოსათა უწარჩინებულეს იყო პირველად ძურძუკოს ძე ტინენისა... ჩამოვიდა ესე ძურძუკოს კავ- კასიასა შინა და ჰპოვა ადგილი ფრიად მაგარი და აღა- შენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ძურძუკი... ფარნაოზ... მოიყვანა ქალი ძურძუკით და შეირთო ცოლად." ვახუშტი ბატონიშვილი "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" "ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს, კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთ ფიქრსა ჰფიქრობს, - და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება! დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ წარუძღვება!" ილია ჭავჭავაძე "ქართვლის დედა" უხსოვარ დროთა ღრმა ანალებში, როგორც სამყარო ბავშვის თვალებში, როგორც რიჟრაჟში ცისკრის ნათება, სჩანს თარგამოსის წმინდა ხატება. ხატება მამის პირველშობილის, მხნედ შეჭურვილის და შებრძნობილის, დიდია იგი და დიადია, მის სისხლში ნოეს ცეცხლი ანთია, ის იაფეტის და ავანანის თესლთა თესლია, ნამი მმანანის, ის თრაშის ძეა და ნასხლეტს რვალის, გარს ეხვევიან შვილები რვანი: ჰაოს და ქართლოს, ეგროს და ბარდოს, კავკასოს, ჰეროს, მოვაკ, ლეკანოს. და ეს რვა გმირი, რვა შუბოსანი, რვა ძმაა ერთი სიბრძნის მმოსავი, რომ მარადისით ჰგიებდნენ ძმობით, რიცხვდაუთვლელით მიერჟამ წლობით. და ძმათა რვათა მი-მოსაუფლოდ, სასიყვარულოდ და სასაუბროდ, სრულად გარემო სივრცე-ალაგებს, მამა შვილებში განყოფს, განაგებს. და წილნი სწორად განუყო რა ძეთ თარგამოს, - ბრძენნო, მას კაცსა ბაძეთ! - ერგო კავკასოსს მისად სამყოფად, შემომტკიცებად და დასაღობად კავკასიონის არენი ჩრდილო და ამის შემდეგ მის დაცვას ცდილობს! თვით კავკასოსსაც თვიწილად ესდენ ძენი, ძისძენი არ-მცირედ ესხდნენ, მაგრამ უმეტეს წულთა მათ შორის იყო ძურძუკოს დევ-გმირთა სწორი. სწორედ მან ბრძენმა და მკლავ-მაგარმა, მიზანმართალმა და ქარდაქარმა, ბრძოლით და არა უკანდახევით აქვეყნა მხარე ვაინახების. კარგად ახსოვდა მას მუდამ თავის მეგვარტომობა თესლ-ნათესავის, ამადაც მზეებრ დაუმზიანდა ჯიშსა და მოდგმას ქართლოსიანთა, მათ მიაყრდნობდა ზურგს იმედით და მტერზე მრავალგზის ის გაბედითდა. თავად ქართლოსის შვილნი და ძენიც, არ-დამვიწყებნი პირველი ხსენის, რაცხდნენ ძურძუკოსს ძმად უღალატოდ, - ეჰ, ძველი სიბრძნის მტკიცე ხალათო! - და ასე შეკრულღ და შემტკიცებულთ, ძირს რომ არ აგდებ სიტყვას მიცემულს, ვინ ან რა მტერი მოერეოდა, თუ გზა ავად არ აირეოდა! და იყო კიდეც უზრუნველობა, მშვიდობა, შრომა, უშფოთველობა, ძმობა-ერთობა რაც სამოსია, კარგად ესმოდათ თარგამოსიანთ!.. * * * მახსენებს ომი რუს-ჩეჩენთ შორის ილია მართლის ბრძნულ ძილისშორისს!.. განკერძოება ჰქვია რუსულად - თავისუფლებას კავკასის სრულად!.. და ამ ღვთიური მადლისთვის მებრძოლს, - ერს კავკასიელს, თვითმყოფადს ერთდროს, თუ დღესაც თავი სურს თვით ეყუდვნოს, უნდა ეომოს დამპყრობთა ურდოს! უნდა ეომოს არა თვის ნებით, არამედ მტერთა ვერაგ მიზნებით, რადგან ჩრდილოეთს ლუკმა უსხლტება, თუ აქვს ამ მხარეს თავისუფლება!.. მაგრამ როდემდე, მაგრამ სადამდე? ნუ გინდა, მტერო, სულ რომ გავთავდეთ!.. ეს მხარე ჩვენი უნჯი მხარეა, ჩვენ აქ სიკვდილიც კი გვიხარია!.. ამიტომ მაინც ვერ ეღირსები, მოგვსპო სიკვდილის შავი ისრებით!.. აღუმართია ვაინახს დროშა, აგინებს სულში არეულ დრო-ჟამს, აგინებს რუსის ხოშსა და ავ-ჟინს და ძალადობით შეთითხნილ კავშირს. ხოლო მავანთა მანქურთთა კასტა, უჩოქებს კავკასს ბოროტთა კაცთა!.. უჩოქებს, უმსხვრევს მამულს მარჯვენას სკუთარ სკამის გადასარჩენად! საკუთარ მუცლის ამოსაყორად, მტერს დადგომია კარის მსახურად! მაშინ, როდესაც ბატონიშვილი ჯერ კიდევ როდის, როგორც ღვთისშვილი, ევლინებოდა მტერს რისხვით შმაგით და სხვანიც ბევრნი, იგივ ამაგით... ვით იმერთ მეფე, თუნდაც, სოლომონ, რომ ჯენჯა ჟამმან უთავბოლომან, როგორც ილია, ან როგორც ვაჟა, ყაზბეგი - აზრი ერს რომ უკაჟა ვით ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, მამულის მტერზე ჯაგარაშლილი. აუზიდიათ თვის დროის დარად, კავკასის დროშა კვლაცა მედგარად, როგორც მილიონთ გულების ძგერა აგერ, ახლახანს ზვიადს და მერაბს!.. დღეს კი, დღეს, ოდეს დაგვფარა მტვერმა, იძალა ოდეს ჩვენზედაც მტერმა, ოდეს რაინდთა მათთა სულები გადაიკრიფნენ ზეცას სრულებით, იმედად მცირედ ისღა გვენუკვის, ვუჭვრეტთ ოცნებას იქღა სანუკვარს, სადაც სინათლე ბნელ-ბოროტს ებრძვის, რომ ამოაგდოს ეკალი ძეძვის!.. ქსლისა მბეჭველნო, დაინახევით სულის სიმაგრე ვაინახების, კავკასიონის ამაყ შვილების, ტყვიის ღვარცოფთან მკერდგაშლილების. ვისაც უდუღებს მტერი სულს, ნებას, უდუღებს, მაგრამ თავადაც დნება. უდუღებს ქალაქს, აულს და მაღლობს, მაგრამ თავადაც იმ ცეცხლში სახლობს! ვისთანაც ომი მძვინვარებს, მოდის, აწყდება ჭიუხს, ეხსა და კბოდეს. მაგრამ ვის წარბსაც ვერ არხევს დენთი, დამდგარა თითქოს ვისკენაც ღმერთი! მიუგდეს ომი ვის კარზეც ძალით და აიზიდა ვინც ვით ბოძალი, აუღო ვინაც ომს უმალ ალღო და იქცა ციხედ ვის ერთი ბალღიც!.. შეხედეთ, ხალხო, რაოდენია სისხლი, რაც ჩეჩნებს დღემდე სდენიათ, საკუთარ მიწის და ერის დამცველთ, - ისინი, როგორც ქრისტე ჯვარს აცვეს მრავალგზის რუსმა გიაურებმა, - ვის ძალუძს ამის მშვიდად ყურება?! - ყოველ ჭეშმარიტ, გონიერ ქართველს თანაგრძნობა და პატივი მართებს!.. და არა ისე, როგორც ეს მტრებს სურთ, - რომ დავერიოთ საჯიჯგნად ერთურთს!.. თუმცა მავანნი მტრებად გვისახვენ მათ ვაჟკაცურ და მშვენიერ სახეთ, თუმც ურჯულობით სურთ შეგვაძულონ, - ვინ არს ურჯულო, ზეცად ასულო, ის, ვისაც თავის სამშობლო უყვარს, თუ იგი, ვისაც სულ-გული უყარს?!. ჩვენ მიღმეთიდან საუკუნეთა ვიყავით ერთნი, ვიყავით ერთად. ჩვენ ერთი მამის ორი შვილი ვართ და ეს ოდითგან ვიცით მშვენივრად. ნუ აქვთ მტრებს, უღვთოთ, ფუჭი იმედი, რომ რადგამ მათ სწამთ ის, მუჰამედი, ხოლო ჩვენ ჩვენი ქრისტეს ნათელი, მტრად მოეკიდოს ჩეჩენს ქართველი!.. ჩვენ, კავკასიის მიწაზე შობილთ, ვინც ზეცას წმინდით ვეხებით შუბლით, ვინაც წარსულთან არასდროს ვცოდეთ, დროა, დუშმანნო, ეს თქვენც იცოდეთ: სადაო არ გვაქვს, ღვთით, არაფერი, - ჩვენ ვთელავთ ნაბადს თეთრი საფენით! ვგრძნობთ სიახლოვეს იჩქერიელთა ივერიელთან, იბერიელთან, ყაბარდოელთან, ჩერქეზ-ბალყართან, სოსრუყო ზეზე ვინაც აღმართა, ფიცხთა ინგუშთა ელვარ ალამთან, ლეკთან, ავართან - მდგომთ ანდის მთასთან, სომეხ-აფხაზთან, თათართან დინჯთან, ყარაჩაელთა უთვალავ ნიჭთან, ალანიაში მედგარ ალანთან - ცას მიბჯენილთა მათთა კარავთან, ადიღეელთან, შაფსუღთან მარდთან ჩვენ ხელს ვწვდით ძმობით და ალალმართლად, რადგან ძალიან ბრწყინვალედ გვესმის, ურთიერთშურის ისარს ვინც გვესვრის. ვისაც სურს ჩვენი გათიშვით, მტრობით, ურთიერთშორის სისხლის სმით, თრობით, სურს და ესწრაფის კრიფოს ვარდები, - ცალ-ცალკე ყველა მას ჩავბარდებით... და აღიგვება პირისგან მიწის, ჩვენი ერთობის მადლი და ნიჭი, უუმთავრესი ძარღვი და გული, - თავისუფლების კავკასის სრულის!.. ხოლო თარგამოსს სხვა ძენი უვის და ვინც კი მათთან არასდროს ტყუის, უზადო ძმობის ხდება მეწილე - ისინი შენთვის თავსაც შეწირვენ!.. თუმც მას, ავს, რასაც ღალატი ქვია, განუმზადებენ სასჯელად ტყვიას... და მოაქვთ ასე, სიცოცხლე ბრძოლით, მეომრებია შვილით და ცოლით!.. მან, ვისაც ქვეყნად მონობა არ სურს, მიბაძოს შამილს და შეიხ მანსურს, მიბაძოს ჯოხარს, იმ ყმაწვილ ავლურს და ნუ მოიწყენს სიკვდილთან დავლურს!.. გაიწრთოს სული, გაწრთოს ძარღვი, მოკიდოს ხელი ომის სქელ აღვირს, მოკიდოს ხელი ბაირაღს მყისვე და ღმერთი ნატვრას მისას შეისმენს!.. აღუდგეს ბოროტს, ვით თქვენ, გმირებო, - დე გამარჯვება ღმერთმა გინებოთ!.. ამა ყოველთა ვარ მიმთითები, მაგრამ როდესაც მტერზეც ვფიქრდები, ვერ ვხვდები, რაა ამ ერში ისე სულს შენივთული და შენამქისე, რომ მარტოოდენ სხვათა სავნებლად იქნევენ მახვილს დაუნანებლად, რომ მუდამ სხვაზე ილესენ კბილებს, აქციეს ხალხთა ბნელ საბყრობილედ სამშობლო თვისი, ნაცლად მისა, რომ ღვთის სამსახური არ დაიზარონ და არ აღიღონ მახვილნი, რომელ ავ შურისგებით მათვე ათრობენ!.. მიკვირს და ჯერაც ვერ ვხვდები, ღმერთო, თითქოსდა განსჯის ნიჭი წამერთო, რაა ამდენი ბოღმა და ღვარძლი ამ ერს რომ სამტროდ კვლავ ძალას აძლევს?!. აბა, რად სურდათ სისხლიან ტბათა გროზნოს ქუჩებში რომ მოემატა!? რითი ვერ დაძღნენ გიაურები ადამიანთა ცოდვის ყურებით!? რად დაეღვარნენ ჩეჩენთა თემად ფინდიხად, კვამლად, ნანგრევთა მთებად!? რად ნაოხარად აქციეს სახლი!? რად ააყმუვლეს ეზოში ძაღლი!? რატომ შეიჭრნენ ოჯახში ძალით, რად ულეჩაქოდ დააგდეს რძალი!? რადარ შორდებათ მაცილი თავში!? რად სისხლად სცალეს მოხუცი, ბავშვი!? ეჰ, იმპერიავ, ცოდვა დიდია, რაც დღემდე სულის თხემზე გიდვია! ბოროტო, ოდეს დასამარდები, შეიმოსები შავი ვარდებით, შენს შვილებს, სისხლით სახედასერილთ, დაეხვევიან ეშმაკთ დასები. მძაფრი იქნება შურისძიება, არ მოვა იგი ია-იებად!.. თვალცრემლიანი შევყურებთ აწმყოს, იგი ნუგეშად ან ვინ შერაცხოს!? ის, რასაც ახლა ვხედვთ და გვესმის, მოთხრაა ჩვენი ჯიშის და ფესვის! ბრძოლის და ომის, ნგრევის და ძარცვის (ნუ უკვირს და არ ვაკვირვებთ არცვის) უმწარეს ნექტრის ჩვენც ვსინჯეთ გემო, ჯერ კიდევ როდი, ჩეჩენო ჩემო! ჩვენც თქვენებრ (თვითაც მშვენივრად უწყით) თავისუფლებას ვარდები ვუწყეთ! ვისურვეთ ქვეყნის პატრონად ყოფნა, მაგრამ ბოროტის გულმა და თოფმა მოგვისპო ყველა ოცნება, აღქმა და დაიმდუღრა გული ქალაქმა!.. ჩვენ თქვენზე უწინ მოგვადგა რუსი, შემოგვახვია გლოვის ბურუსი, მან მოღალატის შხამიან ხელით, უმალ გვიბოძა მონის სახელი!.. იყო და არის ჩვენშიაც ძალა, ვინც მტერს არასდროს არ დააცალა, ვისზეც სიცოცხლე მართლაც ახია, მაგრამ დღეს ყველა ან ტუსაღია, ან უკვე ცად და მიწად ქცეული, ამ განდევნილი, ან გაქცეული!.. და გვაწევს ცოცხლებს სიცოცხლე ლაქად, მოღალატეთა ამ ვრცელ ქალაქად!.. მარჯი, თქვენს ბრძოლას, ვაინახებო, მოღალატეთა სისხლის ამღებო! ერთიანობის თქვენებრივ დუღაბს, ჩვენც ვეღირსებით ოდესმე თუღა? თუღა დადგება დრო იგი მკვეთრი, ჩამოვირეცხოთ სირცხვილის კეთრი! განვაძოთ მტერი საზღვართა გარე, დავუხშოთ გზანი ავზნიან ქარებს და როგორც ბრძენი ილია განსჯის, სრულად კავკასის ვიხილოთ მარჯი!.. უკვირს ზოგიერთს ამ იჩქერიას სხვადასხვა ტომნი რად იჩქარიან! - ესტონნი, ლატვნი, ლიტვნი ულევად, იქ, იმ ქარცეცხლში რა ეგულებათ! ან უკრაინით ის კობზარები, რადარ შეწყვეტენ რეკვას ზარების? ავღანნი, თურქნი - რისხვანი რუსთა, ტაჯიკ-მონღოლნი რად სწევენ გურზთა? ყველანი ერთად: დიდნი, მცირენი, პაკისტანი თუ იგივ ირანი, განურჩეველად რწმენის და რჯულის, რა აქვთ ერთობის ნეტავ სარჩული? ყველა ერთ ფიქრით როგორ გახევდა, რა აქვთ საერთო ვაინახებთან!? იორდანიით, სირიით დიან, სარჩო-საბადელს, სახლ-კარს ყიდიან, ზიდვენ იარაღს ახალ ყალიბის, დიან მოხუცნი, კაცნი, ქალები... გადიქცა ომი ყოველდღიური აქ არამხოლოდ კავკასიურად!.. თან თანაგრძნობაც სახელმწიფოთა რაღაც საეჭვოდ თითქოს იყოფა! აღარ ჰგიებდეს თითქოს რუსეთი, ზესახელმწიფო, როგორც ასეთი! დაუძლეველი არმიით, ჯარით, შემოლეწოდეს თითქოს აბჯარი. დაუმხობელი მისი დიდება, თითქოს გარდახდა და იბინდება... მაშ რაა, რაა ამ ცეროდენა ქვეყნიდან ამდენ ცრემლის მოდენა?! ამდენი გვამი, ამდენი კუბო, დამარცხებების ამდენი გუბე?! იქნებ რუსული იარაღისაც რუსს აღარ სჯერა, რომ კვლავ დაიცავს!.. ვერა ხვდებიან უსამშობლონი, რომ იჩქერია - გმირი ობოლი, გაუტეხელი სულით და რისკით, - კეთილი ნების სანაცვლოს იმკის. ვერა ხვდებიან რენეგატები, ჭუჭყში რომ უდევთ სქელი თათები, რომ კავკასიის ამ ოაზისში თავისუფლების სუნთქავს ბაზისი! და გატაცებულთ უთვისტომობით, მთელი სამყარო მათ ეომება!.. ეჭიდებიან ხავსსა და სვიას, მათ ხმაურს უფრო ხროტინი ქვია. ვერა ხვდებიან უწარსულონი, რომ იმპერიის ხანი წასულა და დღეს თუ არა და ხვალ თუ არა, ზეგ დაენგრევათ ეგ სატყუარა!.. და ისტორიის მკაცრი ბარათი ქვესკნელში ჩაყრის მაგათ ძალათი, გადააყოლებს მდუღარე ლეთას იგი, მარადის მძლეველი მძლეთა - აი, იმედი, რომლითაც ვგიებთ, ან თუნდაც, გნებავთ, რწმენა იგივე, რომ გამარჯვება მაინც ჩვენია, რომ ავი არვის არ შერჩენია, აი, რა ძალით დგას იჩქერია, აი, იქ გმირნი რად იჩქარიან!.. * * * რა უნდა იყოს სხვა უარესი, სულ კავკასიას ისრავს არესი! სულ კავკასიის უძველეს ერებს ატყდება იგი და ხმალს აჟღერებს, სულ ბრძოლის ალში დგას გახვეული კავკასის მთათა მწვანე რვეული. აგერ, თუნდ ჩეჩნის ვთქვათ ისტორია, ომის ღმერთს როგორ დაუტორია! ოთხასი წელი მაინც იქნება, რაც იჩქერიის ვარსკვლავი ქრება, ქრება-ინთება, ქრება-ინთება, გრძელდება გმირის ტავჯვა-კირთება!.. უნდოდ, ბოროტად, დაუნანებლად ჯიჯგნის რუსეთი, არ ენანება მას არც მოხუცი, არც ბავშვი, ქალი, არც მთათა შორთა ბროლის ფიქალი!.. და გაშმაგებულს შურისძიებით, სურს ყოვლის ავის ღონისძიებით მისი ან მიწის პირისგან აღგვა ან ქცევა თავის მონად და ნაგვად!.. მაგრამ, ჩვენ ვიცით, ომი არ არჩევს დამხვდურს და მომხვდურს, და მის განაჩენს ყველა ერთგვარად იმკის და ითვლის, არ აკრთობს სიკვდილს ჯავშანი თითბრის, არ იცის ტყვიამ გარჩევა არვის, მიზნისკენ მშიერ მგელივით გარბის და მოძალადეს როცა გონია, რომ დამხვდურს უდგას ღრმა აგონია, რომ ჰა, საცაა იგი მოითხოვს, მტერს ჩააბარებს ჯარეგას, მითხოს, რომ საწყალს უკვე შიშიღა მართავს - აბარებს შალის და ურუს-მართანს, დათმობს ვედენოს, დათმობს, რაც არის, დაენგრა ბედკრულს რწმენის ტაძარი!.. რომ პატიების და შეწყალების სანაცვლოდ იგი კლიტეს კარების მიართმევს ხონჩით რიცხვმრავალს, ძლიერს, გადარჩეს იქნებ სიკვდილს ხორციელს!.. სწორედ იმ წუთას, იმხანად, მაშინ, აღმართავს იგი სიკვდილის არშინს და მიუზომავს მომხვდურს სულ მისხლით მას, რასაც თავად გასცემდა სისხლით, გასცემდა სულით, ხორცით და გვამით, შეტრიალდება ე მაშინ ჟამი!.. იმატებს რისხვა გუშინ ჩაგრულის, პასუხად ხიშტის გულში ჩაკრულის, სანაცვლოდ ახლა ის იწყებს ჟლეტას მომხვდურის, ჯავრით რკინა-ქვას კვნეტავს, ახლა მომხვდურის იწყებს დინებას სისხლი, დგას კბილთა ღრჭენა, გინება და როგორც ომის მკაცრი წესია: ყველა მას იმკის, რაც უთესია!.. ჰა, კიდევ ერთი ომის ქრონიკა - ჩეჩენმა რუსი თუ ვით მოდრიკა, ვით იძრნენ უცებ ცა და მიწანი, ვით აღესრულა რუსთა მიზანი, ვით დაიფრინეს მგლებმა დათვები, როგორ დააჭრეს სქელი თათები, ვით აღასრულეს მათ დაპირება და დაიბრუნეს გროზნო გმირებმა!.. არა, ამაოდ როდი შეხარის ჩეჩენი სურათს დიდი ჯოხარის - სწორედ წყალობით მისი გონების, არმია რუსთა, თავმომწონები, შეცბა, შეყოვნდა, შედგა, შეჩერდა, ვეღარ აღუდგა რისხვას ჩეჩენთა, ნახშირად ექცათ ტანკების გროვა, სამარე გროზნოს ქუჩებში პოვა მათმა ამაყმა ჯარისკაცობამ, რიცხვს და იარაღს ჭკუამ აჯობა!.. და დამარცხებულს რა დარჩენოდა სხვა, გარდა იმის, რაც სულ შვენოდა! - ამოიძუა კუდი და მთები დატოვა, უცებ დაუშვა ფრთები!.. მაგრამ შეცდება ყოველთვის ყველა, ვისაც ამგვარი იგავის სჯერა: რომ ჩრდილოეთის ბოროტი დათვი, მოიხმობს როსმე გონიერ თათბირს, რომ ძალადობას მოერიდება, რომ დათმობს თავის ზაფრს და დიდებას, რომ ამბიციას ჩაიკლავს იგი, რომ იმპერიულ წესის და რიგის განაგდებს ჩვეულ ყავლსა და კრავად იქცევა, მართლაც კრავის გზით წავა!.. არა, არასდროს, არსად, არავინ, სადაც კი დგმულა მისი კარავი, არ არის მომსწრე დანამდვილებით, მისი ბუნების ამგვარ ცვლილების! მას არნახული და უთვალავი გულში სიმუხთლის აქვს სამალავი! არ მოისვენებს და არც ისვენებს, განაგრძობს ბრძოლას მაინც, ისევე! ამიტომ მასთან წინ მდგომს სულ მართებს, მოზრდიდეს სანამ თავის სუსტ მართვეს, ფხიზლად ეჭიროს მტრისაკენ თვალი, თუნდაც ზეცამდე იყოს მართალი, რუსისგან მარად უნდა ელოდეს იგი პილატეს, ნერონს, ჰეროდეს, ხაფანგს, ხვანჯს, სარმას, გამოთხრას ძირის, მოულოდნელად დაფრთხობას ძილის!.. ვწუხ: წარმატებამ პირველი ომის დააკარგვინა ჩეჩენს საზომი! ის გამარჯვების ეიფორიამ შორს, სადღაც ცაში შეიყოლია!.. რას მოითმენდა მარცხს რუსი, აბა! ჯერ კურდღელივით თუმც გაინაბა, მერე და მერე ათასი ხრიკით ფანტა მზაკვრობა აქეთ და იქით, მიზანმიმართულს შეუდგა შრომას, სანაცვლოდ იმის, რაც ვერ იომა! მსგავსებში იგი გამოცდილია, მისთვის მზაკვრობა ძველი ხილია, უტიფრად იტყვის თეთრზე შავია, დღეზე - ღამეა, წყნარზე - ავია. წესად აქვს სხვისთვის ცილისწამება, მტერს მისი ღვარძლი და გაავება! უცებ იპოვის დამქაშს და მსტოვარს, სულ სხვა, მალული ბილიკითი მოვა!.. სხვა გზით ეცდება მსხვერპლისთვის ვნებას. გველივით ცხრაპირ ტყავში გაძვრება, მოძებნის მდაბალთ სულისკვეთებით, მოზღუდავს ვერცხლის მჭიდრო ღვედებით და ისე, სულ რომ არავინ ელის, უცებ გატყდება სახელი ერის!.. სწორედ ამგვარი მახე-ხაფანგით წყალმა წაიღო ჩეჩენთ ამაგიც! მან იჩქერიის საქვეყნოდ სახელს გადაუჭირა მსუსხავი სახრე: - ისმინეთ კარგად, ერო და ბერო, ხამს ახლა მაინც რომ დაგვიჯეროთ! ჯერაც ველური არის ეს ხალხი, უკუღმა უნდათ დაბრუნდეს ჩარხი! უჩვენოდ მათთან გლოვის ზარია, ადამის ძეთა მტრები არიან! ტერორისტების ბუდეა მათი ქვეყანა, ღირსღა განა კამათი? ადამიანთა მტაცებლებია, ადამიანთა ხორცით ძღებიან! თქვენ მათი რწმენაც არ გაქვთ ნანახი, საფრთხეს გვიქადის მათი ალახი! ეს საშინელი და ბნელი ძალა წაგვლეკავს, კაცმა თუ დააცალა!.. კაცობრიობა ზოგჯერ ბრიყვია - მტერს, ხელზე რამე თუ დაიხვია! განუჩხრეკელად, განურჩეველად სპილოდ იქცევა ზოგჯერ პეპელა! იგი მზერასაც იბრმავებს ხშირად, სმენასაც იხშობს და თუმცა ძვირად უჯდება ხვალ ეს თავმოტყუება, ეს დაბრმავება და დაყრუება! მერე უეცრად მოინანიებს, აღმოთქვამს თბილ და მსუბუქ არიებს, მაგრამ მსხვერპლისთვის ეს გვიანია - პილატეს ხელი დაუბანია! - მას ხომ გული და თვალი დათხარეს, იგი ხომ უკვე საწყლად ფართხალებს, ამ უგუნური თამაშით ის ხომ უკვე ტარიგად იქცა და იცხო!.. დიახ, რასაც ვწერ, ეს მართალია - კაცობრიობა ცოდვით მთვრალია! ჩვენც არაერთხელ ვყოფილვართ მისი ამგვარად უღვთო დუმილის ღირსი! ჩეჩენთაც იგივ იღბალი ერგოთ - შორს გასწვდა მყრალი ჭორების ექო... და კვლავ ხიშტებით ამხედრდა რუსი მოწმენდად მწირი სირცხვილ-ნამუსის! ისე ეკვეთა ჩეჩნეთს ბოლომდი კაცი ჩია და კაცი ბოროტი! ცეცხლად და ფერფლად დაღვარა ბრაზი... ფრონტის მეორედ გაიხსნა ხაზი... მაგრამ სხვა იყო რუსის ამჯერად სიკვდილის თესლის მთესი მარჯვენა, სიშლეგე, ზიზღი, გაბოროტება, - სწყუროდა ძლეულს მძლევლის ოტება... აღასრად ჩანდა უკვე ჯიხარიც, გმინავდა თითქოს ერიც მწუხარი, იჩქერიასაც აჩნდა სენები, ენით უთქმელი და უსხსენები, ჩეჩნებშიც უკვე ეპოვათ მტარვალთ ის, ვისაც მამულს ერჩია დავლა, ვინც მტერს მეგზურად უძღოდა თავას ერის, მამულის და ნათესავის მოსვრად, სიცოცხლის ხელშესახებად, დამუნჯებად და თვალის ახვევად!.. და შეიღება კვლავ სისხლით მთები, ჩაიცვეს ისევ მწვერვლთ ძაძები, კვლავ ცოდვა-ბრალის კალო დაზვინდა, კვლავ იალბუზმა წარბი აზიდა, ჩამოცხრაბნელდა მზე მოცინარე, ადიდა ისევ ლტოლვილთ მდინარე, სიკვდილმა ისევ გაიმყეფარა, ცას კვლავ სიბნელე გადაეფარა... რა ექნათ, აღსდგნენ ჩეჩენნიც ისევ, კვამლსა და ფინდიხს გახედეს მქისედ, აისხეს ისევ, კვლავ იარაღი, იხმეს საშველად ისევ ალახი,... და დადგნენ ისევ პირისპირ მტერთან დაცვად მამულის უთვალავ ფერთა... ეს ომი დღესაც დუღს და გრძელდება და დამთავრება მისი ძნელდება! გრძელდება, რადგან ახლა სხვა დროა, გრძელდება, რადგან უსამართლოა! გრძელდება, რადგან ჩეჩენთა ნება ომის ქარცეცხლშიც კი არა დნება! გრძელდება, რადგან მტერი ვერაგი, სიყვარულს ქვეყნის ტყვიით ვერ აღგვის! ვერ აღგვის იგი იმ თავდადებას, ასე რომ მძლავრობს და არ თავდება! და გასტანს დიდხანს კიდევ ეს ომი, უთანასწორო თუნდაც ეგზომი! ვიდრე მიხვდება მთვრალი ვასია, რომ დროა დათმოს მან კავკასია! ვიდრე მიხვდება მთვრალი ვანია, რომ კავკასია სხვა სავანეა და აქ არ არის მისი ადგილი და ნუ ჰგონია ასე ადვილი, დაჯდეს მბრძანებლად მთაგრეხილების, კრიფოს მწვერვალთა ოქროს ღილები, მოდრიკოს სული ვაინახური ქედზე უღელის მძიმედ ხახუნით!.. *** ჰე, ისტორიავ, ქორონიკონო, რა ვთქვა, რა ვწერო, რა მოვიგონო, რა გითხრა, ჩემო წმინდა მთიელო, შენ, ხვალინდელო კავკასიელო! მანდ, შორ მყოფადში რა დაგიბარო. ისეთი, ჯავშნად რომ აიფარი?.. თითქოს აღარ მაქვს იმის უნარი, გითხრა რაიმე გაუხუნარი, მაგრამ გვასწავლის "ცხოვრება ქართლის" და სიბრძნეც დიდია ილია მართლის: რომ, თუ გსურს იგრძნო სიცოცხლის გემო, თუ გსურს სიბილწეს მათრახი სცემო, ღირსმსახურებდე უნდა უცილოდ, სულ ნარ-ეკალი უნდა უცილო ძმობას, ერთობას, თავისუფლებას - კავკასის ამ სამ დიად უფლებას! მიტომ ანდერძად მეც ამას გიწერ, მე მაშინ უნდა საფლავში ვიწვე... ხამს ერთურთს მარად სანთლებად ვენთოთ, თორემ მოვკვდებით უერთმანეთოდ, თორემ ადვილად დაგვიმორჩილებს მტერი ცალ-ცალკე მიჩრილ-მოჩრილებს, ჩამოტეხს თავხეს იმ ჩვენი სისხლის ასე დიადის, ძველის და მაღლის, ურთიერთშუღლის ღვარძლს შეგვაშველებს და საბოლოოდ გადაგვაშენებს!.. 1995-2001 წ. წ. თბილისი ილტოსპირელი
  23. როდესაც კაპიტულანტმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა როგორ წარმოგიდგენიათ რომ მე ჩემს რამდენიმე ძმაკაცთან ვებრძოლო კალაშნიკოვით ხელში რუსეთის იმპერიას ? მაშინ გამოაცხადონ გადამდგარად ხელისუფლება გაერთიანებულმა შტაბმა და წამოიწყონ პარტიზანული მოძრაობა და უფლის შეწევნით ვეცდები ორი სამი ურუსის თავი მეც დავაგორო ლიახვისა და ფსოუს ხეობებში. იმედი მაქვს თქვენთან ერთად რადგან ვიცი რომ ჩემგან განსხვავებით იარაღით ხელში გიბრძოლიათ სამშობლოსთვის. დღევანდელ სიტუაციაში მე ბრძოლას აქ პოსტვას არ ვეძახი, მე აქაც და თბილისის ფორუმზეც თვეში ორჯერ თუ შემოვდივარ. პატივს ვცემ ამ ფორუმის წევრებს ვინც მახსოვს რომ იყვნენ მაგრამ ამასთანავე ვიცი რომ უამრავმა ადამიანმა შეიძლება წაიკითხოს ეს ფორუმი და ჩემი საქმიანობა კრემლის ყურამდე ანუ დღევანდელ შსს - მდე მივიდეს. ამიტომ ვერ ვისაუბრებ ღიად, თუმცა ვერც იმას დავიტრაბახებ თითქოს მთების გადაბრუნებისთვის ვემზადებოდე, უბრალოდ რამდენიმე ძმაკაცი ვართ შეკრებილი რომელთაც კავკასიის დახსნა გვაქვს გადაწყვეტილი რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან და ვცდილობთ კავკასიის მასშტაბით ავამოქმედოთ კავკასიის განმანთავისუფლებელი ფრონტი. პიროვნულად მეგობრული ურთიერთობა და ამ იდეაზე საუბარი გვაქვს პანკისელ ქისტებთან და რამდენიმე ჩეჩენთან. ჯერჯერობით ამაზე შორს ვერ მიდის ჩვენი ბრძოლა. ამ იდეისადმი საზოგადოების გულგრილობის გამო. მაგრამ იმედი გვაქვს რაიმე შეიცვლება, უფრო სწორად შევცვლით და ბოლო ბოლო რქებს მოვუგრეხთ კავკასიაში გაბატონებულ რუსეთის ხელისუფლებად წოდებულ თურქმენულ მონღოლოიდურ ეშმას და რუსულ იმპერიალისტურ პოლიტიკას კავკასიაში, წინარეევროპული მოდგმის და ცივილიზაციისა და თეთრი რასის აკვანში. და კიდევ ერთი, მე არასდროს შევხედავ ამ იდეას და არც ერთ იდეას რუსეთის თვალით, მე სამყაროს ვუყურებ მხოლოდ და მხოლოდ ქართული, იბერიული გადმოსახედიდან და ზოგადსაკაცობრიო იდეალების მაღალი გადმოსახედიდან და ყველაზე დიდ ღირებულებად სამყაროში სიყვარული და თავისუფლება მიმაჩნია და სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი და ჩემი კულტურული, ენობრივი და გენეტიკური განაყოფის, თარგამოსიანთა ბიბლიური მოდგმის იბერო კავკასიური ერების თავისუფლებისთვის. მე არ შევწყვეტ ამ ბრძოლას სიცოცხლის ბოლომდე
  24. იქნებ ამიხსნათ რას ნიშნავს ''რუსეთთან გაგვიფუჭა ურთიერთობა'' და რუსეთს დამოუკიდებელი საქართველოს ან ქართლ კახეთის რომელ მმართველთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა დაწყებული ერეკლედან, გიორგი მეთორმეტიდან, დავით გამგებლიდან, ნოე ჟორდანიას, ზვიადის, შევარდნაძის და სააკაშვილის ჩათვლით ? და რომელ მათგანს ეგუებოდა. რუსეთის იმპერიის ხელმძღვანელობას არასდროს ექნება კარგი ურთიერთობა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფალთან თუკი ეს ხელისუფალი უარს არ იტყვის საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. თუმცა ჩვენის მხრიდან ჩრდილო კავკასიელთა დახმარებაზე უარის თქმის სანაცვლოდ სულ რომ რუსეთი საქართველოს გულანთებულ გულშემატკივრად იქცეს, მე მაინც არ გავჩერდები და სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებ რუსეთის ბოროტების იმპერიის კლანჭებიდან იბერო კავკასიური მოდგმის ერთა ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკების გამოხსნისა და დამოუკიდებლობისთვის და საქართველოსა და ამ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკათა სამხედრო პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბებისა და მედიტერანული, წინარეევროპული, პროტოიბერიული ცივილიზაციის აღდგენისა და მსოფლიოში დომინირებისთვის
  25. ერთი რაღაც მაინტერესებს და იქნებ ვინმემ გამარკვიოთ ოღონდ ყოველივე სარკაზმის გარეშე. მართლა არ ვიცი და ვერ ვერკვევი ეკონომიკაში და მაინტერესებს. მე რა თქმა უნდა საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე ჩვენი მხრიდან რუსეთის მსო - ში შესვლაზე დათანხმებაზე დაფიქრებასაც კი კაპიტულაციად ვაცხადებ, მაგრამ ზოგერთი ამბობს რუსეთი მსო - ში თუ შევიდა უფრო მალე დაიშლებაო და აღარ ვიცი რა ჯობია შევიდეს თუ არა. მე მაინც მგონია რომ უფრო მოძლიერდება მსო - ში თუ შევიდა, მაგრამ ზოგიერთი ეკონომიკაში ჩემზე მეტად გარკვეული ადამიანი ამბობს თუ რუსეთის დაშლა გვინდა უნდა შევიდესო და იქნებ რომელიმემ ამიხსნათ
×
×
  • შექმენი...