ძუკუ "საქპატენტში" ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ჟურნალისტმა, ილიას სახელმწფიო უნივერსიტეტის პროფესორმა, ოლეგ პანფილოვმა ჰალსტუხის დიზაინის დარეგისტრირებაზე განაცხადი წარადგინა. როგორც "ინტერპრენიუსს" "საქპატენტის" ხელმძღვანელმა, ირაკლი ღვალაძემ განუცხადა, ოლეგ პანფილოვმა სარეგისტაციოდ ჰალსტუხის ფორმის ტყლაპებისა და ტკბილიკვერების დიზაინზე განაცხადი წარმოადგინა, რომელიც უკვე განიხილება. ”პანფილოვმა წარმოადგინა ჰალსტუხის ფორმის ტყლაპები, რომელიც უკვე მასობრივი ექსპერტიზის სტადიაშია. ჩვენთან მოხდება ამ მასალის რეგისტრაცია",-განაცხადა ირაკლი ღვალაძემ. იმ შემთხვევაში, თუ პანფილოვის განაცხადი დაკმაყოფილდა, საქართველოში საჭმელი ჰალსტუხები და ტკბილიკვერები გაიყიდება. იდეის ავტორები არიან ოლეგ პანფილოვი და კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" წარმომადგენელი ლევან ჩოლოყაშვილი. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა, ანდრეი ილარიონოვმა საკუთარ ბლოგზე გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, "თავისუფალ უნივერსიტეტში" გამარჯვებულ სტუდენტებს, დიპლომებთან ერთად, "საჭმელად ვარგისი, რეფორმატორული" ჰალსტუხით აჯილდოებენ. ჰალსტუხის ანოტაციაში წერია, რომ "ჰალსტუხის ჭამა" ხელს უწყობს პირადი ცხოვრების რეფორმირებას და ხარისხის ამაღლებას; აძლიერებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მადას, ეხმარება ავტორიტარიზმით დაავადებული საბჭოთა მენტალიტეტის მქონეებს; დამზადებულია ნატურალური პროდუქტით