:D რატომ უნდა დაგიწყო,მე ძალიან კარგად ვიცნობ მაგას //// ეს იყო შეთანხმებული ქველმოქმედება. ვისთან შეტანხმებული, აღარ არის საჭირო დაკონკრეტება... თუ ქველმოქმედება ქვია ამას.. ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსმა" ინფორმაცია მოიპოვა 22:22 09-11-2011 ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსმა" მორიგი ინფორმაცია მოიპოვა. ინფორმაცია ეხება ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობებისა და რეჟისორებისთვის და ხელოვნების სფეროს სხვა მუშაკებისთვის ყოველთვიური შემწეობის მიღებას. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის თანამშრომლებისთვის ერთი წლის განმავლობაში გამოყოფილია 664860.00 ლარი, მარჯანიშვილის თეატრისთვის კი 594360 ლარი. საქველმოქმედო ფონდიდან ყოველთვიურ შემწეობებს სხვადასხვა ოდენობით იღებენ მარჯანიშვილის თეატრის რეჟოსორები და მსახიობები ლევან წულაძე, მიხეილ გომიაშვილი, ნატა მურვანიძე, გოჩა კაპანაძე, მანანა კოზაკოვა, ბარბარე დვალიშვილი და სხვები. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობები ნინო ბურდული, ზაზა მიქაშავიძე, რუსუდან ბოლქვაძე, ზურა ყიფშიძე, ქეთი დოლიძე, გიორგი პიპინაშვილი, ლია კაპანაძე და სხვები. რუსთაველის თეატრის მსახიობები: მარინე კახიანი, მარი ჯანაშია, მურმან ჯინორია, ჟანრი ლოლაშვილი, ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ალექსი-მესხიშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი, ნანა ხუსკივაძე, ზაალ ჩიქობავა და ა.შ. ასევე, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან ფინანსდებიან სპორტისა და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის ელისო ვირსალაძე, ანზორ ერქომაიშვილი, გიორგი ასანიძე, რობერტ სტუტუა, გია ყანჩელი, ვახტანგ კიკაბიძე, რეზო გაბრიაძე, ნანი ბრეგვაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, რობერტ გოგოლაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ელდერ შენგელაია, ვახტანგ კახიძე და სხვები. http://www.interpressnews.ge/ge/foto.html?...s&category=1012