თბილისის საკრებულოს დეპუტატის და "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, დედაქალაქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო და სამაშველო სამსახურების გამოძახება ფასიანი გახდება. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე თინა ხიდაშელმა განაცხადა, უახლოეს მომავალში საგანგებო სამსახურების გამოძახება სატელეფონო ნომერ 112-ის საშუალებით მოხდება. თითოეული ზარის ღირებულა ფიზიკური პირისთვის 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირისთვის 50 თეთრი იქნება. ხოლო თუ მოქალაქე მობილური ტელეფონიდან გამოიძახებს აღნიშნულ სამსახურს და ყოველ თვეში გამოძახებათა რაოდენობის მიხედვით ფასი მიაღწევს 5 ლარს, კიდევ დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს თინა ხიდაშელის განცხადებით გამოძახება იქნება ფასიანი, მაგრამ მომსახურებას აღნიშნული სამსახურები მოქალაქეებს უფასოდ გაუწევენ. მისი თქმით, სამსახურები და ნომერი 112 შს სამინისტროს დაექვემდებარება. "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ყოველწლიურად შს სამინისტრო 10 მილიონი ლარის მოგებას მიიღებს. თინა ხიდაშელი სამინისტროს სთხოვს გასცეს პასუხი, თუ რატომ გახდა საჭირო ნომრის 112 შემოღება და გამოძახების ფასიანად ქცევა. "ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდებიან ექიმები ძალოვანი უწყების თანამშრომლები და პაგონიანები და რატომ ხდება გამოძახების სერვისი ფასიანი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 1 კითხვა მაქვს.. ფიზიკურ და იურიდიულ პირს როგორ განასხვავებენ?