Jump to content
Planeta.Ge

marituna

პლანეტელი
  • პოსტები

    71
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი marituna

  1. არა აპოკალიფსის მხედარი რატომ დაარქვეს მე ვერ მივხვდი.. ამ ვიდეოს უნდა ერქვას რაღაცა არსებობს
  2. და კონკრეტულად ვინ? ნუ შენი აზრით...ეგვიპტეა ხომ როგორც მივხვდი
  3. კი გავითვალისწინე საყვარელო, რატომ მეკითხები? მე აზარტული არ ვარ..ეს ისე გაითვალისწინე და რა პროფესიის ხარ დამაინტერესა და რატომ მაგ პროფესიის (ვაოფებ?)
  4. სულიწმინდა ყველა იმ ადამიანშია, რომელიც მონათლულია მართმადიდებელ ქრისტიანად, თუ რა თქმა უნდა უფალს ემსახურება ეს ადამიანი და სული არ გაუყიდია
  5. წავიკითხე, საინტერესო იყო ! მე საერთოდ ძალიან მშვიდი ვარ და შანსია ვინმემ ნერვოზი ამკიდოს ისე კი, მადლობა გაფრთხილებისთვის, გაიხარე
  6. აჰ, მივხვდი , მადლობა ....უჰ, არ არის ხიბლი კარგი რამე. არ მინდოდა მასე გამომსვლოდა, მაგრამ როგორც მივხვდი გამოვიდა
  7. ცოტა რომ ვერ გავიგე რას ნიშნავს ეს რასელისტური? ანუ საერთოდ ვერ მივხვდი, არადა მაინტერესებს რა თქვი
  8. ერთხელ მაინც ყურადღება და მერე თუ დაკარგა ეს ყურადღება ყველაფერს იზამს, რომ დაიბრუნოს ვაიმე მართლა ასეთები ვართ, რა სასაცილოააა :nekro:
  9. მასე ეგონათ იაპონელებსაც (ვიცი, რომ ფსიქოლოგიურ პონტში თქვი. მე მაგალითად ნამდვილ შინაგან ბედნიერებას ვერ მივაღწიე უღმერთოდ, შენ?)
  10. ვაიმე არ ვიცი რამდენი წლის ხარ, რას წარმოადგენ, მაგრამ რომ არ გითხრა არ შემიძლია, რაღაცა ძაალიან საყვარელი ხარ ჩემთვის ღმერთი არ არსებობსო და ეს მისი პრობლემააო. და თუ არ არსებობს ვისი პრობლემაა? არ მეპასუხა არ შემეძლო :ravic: ისე, ჩემი აზრი თუ გაინტერესებს შენი პრობლემა უფროა, საერთოდაც პრობლემა ცუდი სიტყვაა აქ. შენი გზაა ეს და არა უფლის. იესომ უკვე გაიარა ჩვენთვის ეკლიანი გზა იმისთვის, რომ ჩვენ ვცხონდეთ და შენ არ გთხოვს იმავეს. მხოლოდ სიყვარულს და რწმენას ითხოვს. და სიყვარული უფლისა და რწმენა მისი უკვე შენი საქმეა და არა უფლის. შენ ახლა როგორ რაღაცას იძახი იცი? აი მე მაგალითად ძალიან ვდარდობ ბოლო ჟამის გამო არა იმიტომ, რომ მეშინია, არამედ იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები (ზოგი) არ არის რწმენაში.(კაცმა არ იცის ვინ ცხონდება და ვინ არა, მე მინდა, მაგრამ ვინ იცის)..ჰოდა მათ რომ არ სწამთ მე ვდარდობ ამას, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მათი გადასაწყვეტია. შეიძლება ცუდი შედარება მომყავს, მაგრამ უფალს ყველა ძალიან ვუყვარვართ, მაგრამ ის ვერ ჩაერევა შენს გადაწყვეტილებაში, თუმცა კი უნდა, რომ ცხონდე. შენ თუ მიხვალ მასთან ის დაგეხმარება შენ, მაგრამ შენით უნდა მიხვიდე იქამდე. რა ვქნა, რა გავაკეთო?
  11. ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა, როცა ცრემლები თავისით გდის. ფსიქოლოგთან შეიძლება იტირო, იმიტომ, რომ შენი თავი შეგეცოდოს, ან ნერვები მოგეშალოს რაიმეს მოყოლოს დროს. ფსიქოლოგთან იმიტომ მიდიხარ, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო და არა შენი აზრები და სული. აი აღსარება უდიდესი შვებაა..ცდილობ მოიშორო "ჭირი" და წმინდად განაგრძო ცხოვრება მე მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ლორეს მოსალოცად ვიყავი (ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზე, ძველად საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა).ადგილი , სადაც თამარი ძალიან ხშირად ჩადიოდა და ივანე მხარგრძელია დაკრძალული შიგნით ტაძარში. (ახტალის ეკლესიაში). როდესაც შევედით საოცარი გრძნობა დამეუფლა, თითქოს თვალწინ გამიელვა ისტორიამ, რომელიც ამ ტაძარს და ტერიტორიებს უკავშირდებოდა. არ ვიცი რა იყო ეს, მთლიანად შევიგრძენი მადლი, რომელიც ამ ეკლესიაში ტრიალებდა. ძალიან მომინდა ლოცვა. მამაო ჩვენო ვთქვით ერთად, მერე საგალობლები ვიგალობეთ. არასოდეს დამავიწყდება. მერე ვიკითხე მხარგრძელის საფლავი სად არის მეთქი, აღმოჩნდა, რომ საკურთხევლიდან მარჯვნივ იყო შესასვლელი. მარტო შევედი, უკუნითი სიბნელე იყო. სანთელი და ასანთი მქონდა თან. ავანთე და რას ვხედავ. ჩემს ირგვლივ ყრია ხის ნაფოტები და ჩემს წინ აღმართულია ჯვარცმის უდიდესი გამოსახულება. ვერავინ ვერ მიხვდება რა დამემართა, იმიტომ, რომ დღემდე არ ვიცი რა იყო ეს. მუხლებზე დავეცი და მსხვილი ცრემლებით ვტიროდი. არ ვიცი რატომ ვტიროდი, ეს იყო აღსარება? ეს იყო სინანული ეკლესიის მიუხედავობის გამო? ეს იყო ვედრება? საქართველოს ტკივილი? არ ვიცი, შეიძლება ყველაფერი ერთად. მე მაშინ ღმერთმა ჩამიხუტა და მანუგეშა. არ იცით იქედან როგორი გამოვედი, ვერასდროს ვერცერთი ადამიანი ვერ გამოვა ისეთი ფსიქოლოგისგან.
  12. ცოტას გავეცანი თავის დროზე. ისე კი მესმოდა მათემატიკა და ვსწავლობდი, მაგრამ ვერ დავიჩემებ მისხალ-მისხალ ვიცი მეთქი. აი ფიზიკის მასწავლებელი ზარმაცი მყავდა და მოგეხსენებათ არც ისე სახალისოა ფიზიკის სწავლა ისედაც. ზოგადი წარმოდგენა მაქვს ინტუიციის დონეზე, ერთ ზაფხულს ბიძაჩემი ჩამიჯდა და მაგრად მამეცადინა, თუმცა ამას ცოდნა არ ქვია. ისედაც ჰუმანიტარული კუთხით უფრო განვითარებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბაბუა, დეიდა, ბიძა და დედა მათემატიკოს-ფიზიკოსები არიან. მე ბიბლიის, სახარების და წმინდა მამების წერილების წაკითხვა გირჩიეთ, მაგრამ ნუ გეგონებათ, რომ მე თავიდან ბოლომდე ჩაბულბულებული მაქვს, უბრალოდ ახლა პროცესში ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ , უზადოდ. ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. აქ ზოგი ფრაზა ისეთი იყო, რომელზეც მქონდა პასუხი, უბრალოდ არ მინდა ნიშნის მოგებით მოგმართოთ, რა უფლება მაქვს. დიდი ამბავი თქვენზე ადრე თუ წავიკითხე ერთი "წიგნი", შეიძლება ამ დროს თქვენ მეორეს კითხულობთ. ამიტომ დავწერე, რომ გაეცანით-თქო, თუკი ეს ჯერ არ დაგიწყიათ . მიყვარხართ
  13. ბოლო ჟამი: ქალით დაიწყო ყოველივე უბედურება დედამიწაზე მას მოჰყვა სულის გახრწნილება ბოლო მოდაზე კერპთაყვანცემით,ორგულობით ვდევნიდით უფალს მამონს ვეტრფოდით, ვახვედრებდით უზადო სუფრას ასე გაგრძელდა აღრიცხვები საუკუნეთა ამას მოესწრო თაობები აღუნუსხნელთა, ვინც აღიარა, აღიარა გულით უფალი მათთვის გაიხსნა სხვა სამყარო თავისუფალი მძიმეთ ჭიდილი ქარიშხალში აქ სულებზეა თითოეული საჭიროა იყოს ცხებულად განსასასჯელი ადამ მოდგმის აქ სულ ერთ დღეა, ბევრნი გადარჩნენ, მხოლოდ მცირე იყოს ვნებულად. სურვილი არის ყოველივე ვცხონდეთ უზადოდ, თუმცა ამ სიტყვას ბევრი ვეღარ ემორჩილება ქვეყნიერება მიემსგავსა უკუნს უსასოს უღმერთო სული ამა სოფელს ეპოტინება შენ დაიფარე უფალო თითოეულ კაცად! შენ მოანდომე უკვდავებად სულთა თავისად! აღმოაცენე სიყვარული ჭეშმარიტ ღმერთის, მიეც სიცოცხლე, მარადიულ თავისთავისად!
  14. იესოს! უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი იყავ მოწყალე, მომირჩინე სული გმობილი მიკურნე სული, ჩამისახე სიმშვიდის დარი რათა ჩემს სულს და სხეულს შორის არ დარჩეს ბზარი იესო ქრისტე შენს სიყვარულს ვერ იტევს გული შენი დიდებით მადლმოსილნი ვიქმენით სრული შენით ამოდის დასავლეთით დიადი ბრძენი და ამ ქვეყნისა დათვლილია ყოველი დღენი ამაო წუთებს გვილამაზებს იმედი შენი მამა-შვილური დარიგება, ამაგი ზეცის დაე ყოველთვის გადიდებდეს გენი ქართული ედემსა შინა მათ დაეთმოთ ველი ზღაპრული... ამინ ამინო! ანგელოზმა ჩურჩულით მითხრა აღარ იყოსო ქართველებში ბოღმა და ლიქვნა ღმერთს ადიდებდნენ, ილოცავდნენ, იყვნენ მარხულად და ზევით მიწა ექნებათო გადანახულად! უფალს დიდება, ჩვენ მშვიდობა, ვიომოთ ღვთისთვის სალამი ვითხრათ, მივეგებოთ სითბოთი ღვთისშვილს, ალილუია, ალილუია, ალილუია, ილოცეთ ყველამ თითოეული სულისათვის გვჭირდება შველა
  15. ე.ი. ვკითხულობ ვკითხულობ და მაინც ვერ გამოვიტანე აზრი სჯის თუ არა ღმერთი ცოდვილებს ჩემი აზრი კი შემდეგია: ცოდვილი ყოველთვის ისჯება, მაგრამ ზოგი აქ, დედამიწაზე და ეს ფუფუნებაა და ზოგი კიდევ იქ ზემოთ, ეს უკვე ფუფუნება აღარ არის და ამას უკვე ჯოჯოხეთი ქვია. თუკი აქ ისჯები ფუფუნება იმიტომ არის, რომ გამოსყიდვის საშუალება გეძლევა, ასევე დაფიქრების, რომ შენი ცხოვრების წესი, ფიქრები შეცვალო და გული გაჰხადო წმინდა. თუმცა უფალმა იცის, თუ ვის უნდა მოუვლინოს განსაცდელი აქ, დედამიწაზე, რადგან ყველას არ შეუძლია ამის სწორად აღქმა, როგორც წმინდა მამები იტყოდნენ, ყველა არ არის სულიერად მზად ამისთვის. ამიტომ ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, იმდენად რამდენად ზუსტად აღიქვამს ის მოწოდებულს. საკმაოდ ბევრი რამ მაქვს კიდევ სასწავლი და იმედი მაქვს უფალი შემეწევა ამ საქმეში, ამიტომ არ მინდა ისეთი რამ ვთქვა, რაც ჯერ არ ვიცი. ამიტომ აქ გავჩერდები. ყველას გისურვებთ სწორი გზა აგერჩიოთ, რასაც ქვია გულის გაწმენდა ბოროტისაგან. თქვენ თუკი ვინმე გძულთ დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი არ შემოგიშვიათ გულში და ბოროტი სუფევს. ეს ერთგვარი ფორმულაა. როცა ისწავლით ან თუ იცით რას ნიშნავს უანგარო სიყვარული, მაშინ თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ სწორ გზაზე დგახართ. მანამდე კი შევეშვათ მამაოს ქადაგების განხილვას, რადგან სწორ ვერსიას მაინც ვერავინ იტყვის და ბოლოს გამოვა, რომ ერთმანეთს დავლანძღავთ და უკიდურეს შემთხვევაში შევიძულებთ, რადგან ბოროტს არ სძინავს და სწორედ რელიგიის თემა შეიძლება გახდეს ამპარტავნების მიზეზი. ამ ბოლო დროს ბევრი ლექსი დავწერე რელიგიურ თემაზე, ბოლო ჟამის შესახებაც. ვისაც სურვილი გაქვთ და დრო გაქვთ შეგიძლიათ წაიკითხოთ: თუმცა სანამ ამ ლექს დავწერდე მინდა იესოს ლოცვა დავწერო:
  16. იაპონიის მოვლენები არ მაშინებს, არც იმის მეშინია, რომ გარდავიცვლები, ან წუთისოფელი აღარ იქნება, ბავშვი ხომ არ ვარ მასეთების მეშინოდეს. დღესვე მოვკვდები, არ არის პრობლემა, თუკი ამას უფალი ინებებს. ერთი კითხვა მაქვს: აღარ არის დრო, რომ სამოთხეში დავბრუნდეთ? აღარ დადგა ამისი დრო? რა საჭიროა პანიკა, როცა ასეთი საოცრება გველოდება წინ და უფალს უნდა შეგვახსენოს, რომ მოვემზადოთ ბოლო ჟამისთვის. შეიძლება იაპონელები არ იყვნენ ამის ღირსნი ჩვენი გადმოსახედიდან, მაგრამ რატომ აქილიკებ უფლის გადაწყვეტილებას, შენ უკეთ იცი? თუკი უკეთ იცი დაიწყე დასაბამითგან როგორ მოვდივარ, როგორ შევიქმენით, ოღონდ დარვინის თეორია არ გინდა, ძალიან სასაცილოა. და საერთოდ, ქრისტე ღმერთი მოწყალე არს და ვევედროთ მას შეწყალება. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ მხოლოდ 80 000 ცხონდებაო საქართველოში ბოლო ჟამს. ილია მეორე კი ამბობს, რომ საქართველოში ყველას აქვს პოტენციალი, რომ ცხონდესო. (მე ციტირებას ვერ ვახდენ ამ სიტყვებისა, იმედი მაქვს მომიტევებთ). ძალიან მინდა რომ ვცხონდე, მაგრამ მინდა, რომ მთელი საქართველო ვცხონდეთ, ნუთუ არ შეიძლება ცოტა ხანი დავივიწყოთ პატივმოყვარეობა და თუკი არ ვიცით გავეცნოთ სახარებას, ბიბლიას, წმინდა მამების წერილებს. ცოტა რელიგიური კუთხითაც გავნათლდეთ. არ მინდა საუკუნეების მანძილზე სარწმუნოებისთვის მებრძოლი ერის მხოლოდ პატარა ნაგლეჯი ცხონდეს, დანარჩენი კი ვერა, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თეორიები შექმნეს და ღვთის სიტყვას ადარებენ.
  17. უცხო_პლანეტელი მე ძალიან კარგად მესმის შენი ყოველი სიტყვა და მინდა გითხრა, რომ ათეისტს გავხავ, მაგრამ ვინ იცის, ყველამ თავისი რწმენის თვითონ იცის. იაპონიის მოვლენას დასჯად ვერ აღიქვამ, ვერ დავეთანხმები ჩვენს ზოგიერთ მოძღვარს, რომელიც ინტერნეტში ქადაგებს, რომ ეს იაპონიაში არსებული საროსკიპოების გამო მოხდა. ეს სენი მთელს დედამიწაზეა მოდებული და რატომ მაინცდამაინც იაპონია. თუმცა ვინმემ შეიძლება თქვას, აბა რომელი ქვეყანა..იქნებ ყველა ერთად, ვინ იცის? მე დიდი აზროვნებით არ გამოვირჩევი, ამიტომ არ მინდა თავი შეგაწყინოთ, უბრალოდ ჩემს აზრს დავწერ ამ მოვლენებთან დაკავშირებით და გავჩუმდები. ის, რომ ბევრი რამ ჩვენთვის გაუგებარია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუხსნელია ეს ყველაფერი. ადამიანებს ერთი რამ არ უნდათ გაიგონ, რომ ჩვენთვის ყველაფერი არ არის გახსნილი და ხელმისაწვდომი. ბოლო ჟამის პერიოდი, იგივე ე.წ. მეორედ მოსვლა ახლოვდება, ამას იძახიან წმინდა მამები, წინასწარმეტყველები, თუმცა ზუსტად არავინ არ იცის რა სახით იქნება ეს მეორედ მოსვლა. ჩვენ, მორწმუნეებმა ვიცით, რომ ყველა მოვლენა, კარგი თუ ცუდი ღვთის დაშვებითა და ღვთის ნებით ხდება. უფალმა დაუშვა ეს. ე.ი. აქვს ამ მოვლენას ახსნა. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უფალს შეიძლება დავუკავშიროთ, შეიძლება ძალიან მარტივად აიხსნას მეცნიერულად, ასტროლოგიურად და ა.შ. პირადი ფაქტი: მხურვალე ლოცვისა , სინანულისა უფალთან ძლიერი კავშირის შემდეგ(სიტყვებით მიჭირს გადმოცემა), მე ძალიან სასიკეთოდ წამივიდა საქმეები, წარმოუდგენლად აწყობილად ისე, რომ მე ფაქტიურად "ხელი არ გამონძრევია". მენიშნა კიდევაც ღვთისგან, რომ ის მანებივრებდა ამით. დედაჩემი ძალიან გატაცებულია ასტროლოგიით და ერთ დღესაც მეუბნება. "აი შენ რომ არ მისმენ ხოლმე ცაგარელი რას ამბობს, სწორედ ამ კვირაში შენ გქონდა ძალიან კარგი და პოზიტიური კვირა, ამიტომაც მოხდა ეს ყველაფერი". მიდით და შეეცადეთ რომელიმემ დააჯეროთ დედაჩემი, რომ ეს ასე არ იყო (ცოტა ძნელია ავხსნა როგორ ხვდები ადამიანი ამას).
  18. მარტოობაში რა იგულისხმება გააჩნია.. ფიზიკურად მარტო რომ ხარ, თუ სულიერი სიმარტოვე.. ფიზიკურად შეიძლება იყო და გაძლო, პირიქით ზოგჯერ მაგარია სულიერად თუ ხარ მარტო, ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული. საერთოდ მორწმუნე ადამიანი სულიერად მარტო არასდროსაა, მასთან ყოველთვის არის უფალი. რაც შეეხება მარტოობის მესამე მხარეს, ეს პარტნიორის გარეშე ყოფნაა. ამის ატანა არ არის ადვილი, განსაკუთრებით რომანტიული და მგრძნობიარე ადამიანებისთვის. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ეს ტკივილი უფრო იზრდება, დამეთანხმებით ალბათ. 50 წლის რომ ხარ და კიდევ მარტო ხარ, ძნელია. ჩემი სუბიექტური აზრი
  19. მე აღარ მინდა კაფია არ არის ჩემი საქმეო ლექსების წერას განვაგრძობ აღარ შემოვალ აქეთო ჩემი ნათქვამის შენებად ნუღარ დაიწერ ვაჟაო მე სხვა საბედოს ვგულისხმობ შენ არ გეკუთვნის განცდაო
  20. ფსიქოლოგიაში არ არის, მაგრამ აბა სად?
×
×
  • შექმენი...