
playfellow
პლანეტელი-
პოსტები
66 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი playfellow
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
http://youtu.be/zAOUAXfoxuM- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ნიგვზიანში მუსლიმი ეკომიგრანტების სამლოცველოში ლოცვა მიმდინარეობს 14:34 02-11-2012 ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში ამ დროისთვის აჭარიდან ჩასახლებული მუსლიმი ეკომიგრანტების სამლოცველოში ლოცვა მიმდინარეობს . როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ნიგვზიანიდან იტყობინება, ცოტა ხნის წინ ხალხმა ისევ დაიწყო იმ სახლთან თავმოყრა, სადაც სამლოცველოა. ადგილზე იმყოფებიან სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი. ამასთან, სოფელი უკვე დატოვეს სრულიად საქართველოს სამუსულმანო სამმართველოს მუფტმა ჯემალ პაქსაძემ და "სრულიად საქართველოს მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ, რომელთა გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. "ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა ჯემალ პაქსაძეს, რომელმაც კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა და განმარტა, რომ ერთი კვირის შემდეგ ისაუბრებს. ნიგვზიანში იმყოფებოდა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი მამა საბა, რომლის თქმითაც, არსებობს შეთანხმება, რომ მეჩეთის აგება არ იგეგმება. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში მოსახლეობა დილიდან იმ სახლთან იყო შეკრებილი, სადაც ეკომიგრანტებმა სამლოცველო გახსნეს. როგორც ნიგვზიანელები ამბობენ, "მათ მიწა-წყალზე მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ მისცემენ და სადაც უნდა იქ ილოცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სისხლისღვრით იმუქრებიან". თავად სამლოცველოს მეპატრონე არჩილ კახაძე კი ამბობს, რომ ისინი ლოცვას მაინც აღავლენენ, რადგან ამის კანონიერი უფლება აქვთ, ადგილობრივებს კი მათთვის ლოცვის აკრძალვის უფლება არ აქვთ. წყარო: http://www.interpres...mdinareobs.html ნიგვზიანში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული ლელა დუმბაძე ლანჩხუთს მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში კახაძეების სახლთან, სადაც ადგილობრივი მუსლიმების სამლოცველოა, სოფლის მოსახელეობაა შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ მათ სოფელში მუსლიმური სამლოცველოს არსებობას. სოფელში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დღეს ნიგვზიანში ელიან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ნიგვზიანში ვითარება ერთ კვირის წინ დაიძაბა. სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობა მუსლიმური სამლოცველოს წინააღმდგია, სოფელში ამბობენ, რომ მათ არ სურთ მუსლიმანები იკრიბებოდნენ ერთად და ლოცულობდნენ. ნიგვზიანში იმყოფება გაზეთ „ბათუმელების“ რეპორტიორი. ნეტგაზეთი პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას განვითარებული მოვლენების შესახებ წყარო: http://netgazeti.ge/GE/105/News/14309/- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
პრეზიდენტის განცხადება http://www.facebook.com/media/set/?set=a.489144857782567.112512.260603653970023&type=1- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
http://youtu.be/nHRfHClzth8- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
რელიგიური დაპირისპირება ნიგვზიანში ლელა დუმბაძე "ბათუმელები" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები მუსლიმი მრევლი შიშობს, რომ ხვალ, 2 ნოემბერს, პარასკევის ლოცვაზე ტრადიციულ შეკრებას ვერ შეძლებს, რადგან სოფლის დანარჩენი მოსალეობის უმრავლესობა ამბობს, რომ მუსლიმ მრევლს ერთად ლოცვის საშუალებას არ მისცემენ. „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ცნობით, ამის გამო ხვალ ნიგვზიანში სახალხო დამცველის აპარატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები აპირებენ ჩასვლას. ნიგვზიანში ოცწლიანი კეთილმეზობლური თანაცხოვრება ადგილობრივ მოსახლეობასა და აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაიძაბა. უთანხმოების მიზეზი ერთ-ერთ სახლში გახსნილი მუსლიმური სამლოცველო გახდა. ოჯახები, რომლებიც წლების წინ ერთმანეთს მეგობრებად და ახლობლებად მიიჩნევდნენ, დღეს კონფლიქტზე საუბრობენ. დაძაბულობის პიკმა ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის ამ კვირას მიაღწია. სოფელ ნიგვზიანში 1300-მდე კომლი ცხოვრობს. მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს წლების წინ აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების ოჯახები შეადგენენ. მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანული აღმსარებლობისაა, ნაწილი კი - მუსლიმია. სახლი, რომელშიც მუსლიმური სამლოცველოა გახსნილი, ვინმე ავთანდილ წინწკალაშვილს ეკუთვნის. არჩილ კახაძე სამლოცველოს მეზობლად საკუთარ სახლს იშენებს და დროებით, ოჯახთან ერთად, წინწაკალაშვილის სახლში ცხოვრობს. ამ სახლში, მეორე სართულზე, ადგილობრივი მუსლიმებისთვის საჯარო სამლოცველოა მოწყობილი. არჩილ კახაძის ოჯახში გვეუბნებიან, რომ სოფელში დაახლოებით ორასამდე მუსლიმი ცხოვრობს და მათთვის სამლოცველო სახლის არსებობა აუცილებელია. „აქ ჩამოსახლებული აჭარლებიდან ზოგი გაქრისტიანდა, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი მუსლიმური რელიგიის მიმდევარია და გვინდა, რომ ჩვენი საკუთარი სამლოცველო გვქონდეს. დღეს არ არის იმის ფუფუნება, რომ სალოცავად ყოველ კვირას ბათუმის ჯამეში ან სხვა სოფლებში ვიაროთ. ვფიქრობ, ლოცვის უფლება გვაქვს და ამით არაფერს ვაშავებთ“, - ამბობს არჩილ კახაძე. მისივე თქმით, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული და არ შეიძლება ვინმეს რაიმე აიძულო: „გვეუბნებიან, გურიაში რადგან დასახლდით, უნდა გაქრისტიანდეთო. ორი წლის წინ, როცა უთანხმოება პირველად გაჩნდა, საქმეში რაიონის გამგებელი გია გოგუაძეც ჩაერია. გოგუაძეც ჩვენს გაქრისტიანებაზე ზრუნავდა. ჩვენ იმიტომ ვმუშაობთ, რომ უნდა გაგაქრისტიანოთო. ჩემი გამგებლობის პერიოდში კი მეჩეთი არც ყოფილა და არც იქნებაო - ასე გვითხრა. მე ვუპასუხე, დაგაგვიანდა-მეთქი. ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება და კონფლიქტი, ჩვენ მშვიდობიანი, კანონისა და ღვთის მორჩილი ხალხი ვართ“, - ამბობს არჩილ კახაძე. ორი წლის განმავლობაში, როგორც მუსლიმი მოსახლეობა ამბობს, ისინი მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამუფთოს, აჭარის მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოსთანაც კი. „მოგვიანებით გამგებელმა და ჩვენი სამუფთოს ხელმძღვანელმაც გვითხრა, რომ სიტუაცია გარკვეულია და შეგიძლიათ ილოცოთო. ორი წლის შემდეგ პირველად 26 ოქტომბერს ბაირამზე შევიკრიბეთ. ლოცვაზე მუსლიმი ქართველები სხვა სოფლებიდანაც შემოგვიერთდნენ. პირველმა დღემ მშვიდობინად ჩაირა, მაგრამ მეორე დღეს, როცა მომლოცველები მანქანებში სხდებოდნენ, რამდენიმე ჩვენი თანასოფლელი წინ გადაუდგა და საქმეების გარჩევა დაუწყო. ეუბნებოდნენ, რომ მეორედ ამ სოფელში აღარ მოსულიყვნენ“. 25 ოქტომბერს დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ადგილობრივებმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა, როგორც გვიყვებიან, პოლიცია მხოლოდ დამკვირვებლის როლში იდგა: „ხალხი სახლში შემომივარდა, მაგინებდა, მლანძღავდა, აგაფეთქებთო - გვეუბნებოდნენ და პოლიციას არანაირი ზომები არ მიუღია“. სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა ეჭვობს, რომ სამლოცველოს თურქეთის მოქალაქეები აფინანსებენ, რაც ორმაგ გაღიზიანებას იწვევს. ადგილობრივი მუსლიმები კი თურქულ ინტერესებს გამორიცხავენ: „ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. დღედაღამ ცხვირი მიწაში გვაქვს ჩარგული. სამ ტონა კარტოფილს და კიტრს ვყიდი, მაქვს იმის საშუალება, რომ ერთ ზალაში ნოხი დავაგო და კედლები შევღებო“, - ამბობს კახაძე. თამაზ შანთაძეც მუსლიმია. იგი ამბობს, რომ თუ მუსლიმ მრევლს მოსახლეობა ლოცვის საშუალებას არ მისცემს, იძულებული იქნებიან სოფელი დატოვონ: „თუ აქ უნდა ვიცხოვროთ, მაშინ სამლოცველო გვჭირდება, თუ არადა, მაშინ უნდა ავდგეთ და წავიდეთ. სხვა სოფლიდან ნუ მოდიან მორწმუნეებიო რომ გაიძახიან, სალოცავში შემოსვლაზე კაცს უარი როგორ ვუთხრათ?!“ „ვერ წარმოიდგენთ, როგორ მტკივა გული. წლებია ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიყოფთ, სიცრუე ყოფილა ეს კეთილმეზობლობა. წელიწადში ორი ბაირამი გვაქვს და სულ გული როგორ უნდა მისკდებოდეს, რამე არ მოხდეს-მეთქი. ჩამიმწარეს ეს ბაირამიც. იმ დღეს, ჩხუბი რომ ატყდა, ლოგინად ჩავწექი“, - გვიამბობს მერი იაკობაძე. იგი ამბობს, რომ აღარ უნდა „აჭარლობის გამო მთელი ცხოვრება შეურაცხყოფილად გრძნობდეს თავს“: „წაეთრიეთ თქვენს აჭარაშიო, გვეუბნებიან, იმ აჭარაში გურული და იმერელი არ ცხოვრობს? სულ ჩემი აჭარლობის რატომ უნდა მრცხვენოდეს?! ძალიანაც მეამაყება, მშრომელი და პატიოსანი ხალხი ვართ და ჩემს ქვეყანაში სადაც მინდა, იქ ვიცხოვრებ“. „ჩვენი მიწაა, ჩვენი უბანია, ისე გვამადლიან ამ მიწას, თითქოს სამოწყალოდ ვცხოვრობდეთ“, - ამბობს ნიგვზიანელი გულნაზ კახაძე. რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია სკოლაში ნიგვზიანის მუსლიმი მოსახლეობა რელიგიური ნიშნით სკოლაში ბავშვების დისკრიმინაციაზეც საუბრობს. „სკოლაში ხდება ბავშვების გარჩევა. თუ ბავშვი პირჯვარს არ იწერს, მას არც მაღალ ნიშანს უწერენ და თან ამცირებენ. ერთხელ მუსიკის მასწავლებელმა მეშვიდე კლასის მოსწავლეებს რუკა გაუშალა და უთხრა: ეს არის აჭარა, ეს კი - თურქეთი. წლების წინ თურქები აჭარაში შემოიჭრნენ, აჭარელი კაცები გაწყვიტეს, ქალები კი გააუპატიურეს და იმათი ნაბიჭვრები ხართ თქვენო. ეს ამბავი მოსწავლეებმა დამსწრესთან მოყვნენ და ერთი ამბავი ატყდა. ჩვენც დავწერეთ განცხადება დირექტორის სახელზე, მაგრამ ის მასწავლებელი დღესაც სკოლაშია“, - ამბობს გულნაზ კახაძე. ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან დობორჯგინიძე „ბათუმელებთან" ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ მასაც სმენია, თუმცა დეტალებზე მასთან არც მშობლებს და არც მოსწავლეებს არ უსაუბრიათ: „რაღაც-რაღაცები ჩემს ყურამდეც მოვიდა, მაგრამ ოფიციალურად რადგან არც მშობლებს მოუმართავთ და არც მოსწავლეებს უთქვამთ რაიმე, დეტალები აღარ გამომიკითხავს. შემდეგ აღარ გამწვავებულა ვითარება. მე ყოველთვის ვეუბნები ბავშვებს, თუკი იქნება რელიგიური ნიშნით რაიმე კონფლიქტი, მომმართონ. ეგ მუსიკის მასწავლებელი სოფელში იმ ადგილზე ცხოვრობს, სადაც სამლოცველოს აგება უნდათ და ერთხელ გავაფრთხილე კიდეც, რომ ამ საკითხში არ ჩარეულიყო“. დირექტორის თქმით, რაიმე უხერხულობა რომ არ გაჩენილიყო, სკოლიდან რელიგიის გაკვეთილებიც კი ამოაღებინა: „მომეჩვენა, რომ თანაბრად არ იყო რელიგიები წარმოდგენილი ამ სწავლებაში და არც ისეთი ღონისძიებების მოწყობა მიმაჩნია სწორად, სადაც ბავშვების ნაწილი თავს დაჩაგრულად იგრძნობს“. რელიგიური ნიშნით მოსწავლეების რაიმე ფორმით დისკრიმინაციას უარყოფს დირექტორის მოადგილე ნანა კვაჭაძე. „მეჩეთის არსებობას არ დავუშვებთ" არსებული პრობლემის თაობაზე „ბათუმელები“ სოფლის მართლმადიდებელ მოსახლეობასაც ესაუბრა. მათი პოზიციები რადიკალურია და აცხადებენ, რომ ისინი სოფელში მეჩეთის არსებობას არ დაუშვებენ. ნოდარ ღლონტი წლების წინ ნიგვზიანში მახინჯაურიდან გადასახლდა. ქრისტიანულად ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მოინათლა. „აჭარლები არიან ძირძველი ქრისტიანები და ძალით რატომ იმუსლიმებენ თავს, არ ვიცი. ესენი უნდა გაქრისტიანდნენ, რახან გურიაში ჩამოსახლდნენ, უნდა აიძულო. თუ არადა, წავიდეს, ბიძია, მის ხულოში და იყოს. შევეხვეწე - მოდი და ჯამე ამიშენე-მეთქი? ჩვენ წინააღმდეგი ვართ. კონსტიტუციაში არ წერია, რომ გურიაში ამიშენო მეჩეთი. მოვიდა ახალი მთავრობა და შეიცვლება მაგი კონსტიტუციაც“. ნოდარ ღლონტის აზრით, კონფლიქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვარდება, თუკი საჯარო სამლოცველო გაუქმდება და მუსლიმები მხოლოდ თავიანთ სახლებში „ჩუმად ილოცებენ“: „ხალხი წყვეტს ამ საკითხს. ხალხია ძალა. თავი დაანებონ ერთად თავის მოყრას და მორჩება კონფლიქტი“. ნიგვზიანელი მანანა გოგიჩაიშვილის აზრითაც, მეჩეთის არსებობა მიუღებელია: „მე რძალი მყავს აჭარელი, მაგრამ მონათლულია. თუ აქაურ ქუდს არ იხურავენ, თავიანთ სახლებში მაინც ილოცონ წყნარად და მეჩეთს ნუ აგვიშენებენ. მე რომ გავჩერდე, ახალგაზრდები არ გაჩერდებიან, იმისთანას დავატრიალებთ, აფხაზეთი მონაგონი იქნებაო. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ მეჩეთი არ უნდა აშენდეს. კონსტიტუცია და უფლებები კი არა, ილია მეორეც რომ ჩამოიყავნონ და პრეზიდენტიც რომ მოვიდეს, მაინც არ ააშენებინებენ“. „ჯერ თქვეს, ეგ სახლი თურქმა იყიდა, სათბურები უნდა ააშენოს და სამუშაო ადგილები გვექნებაო. მერე გვეუბნება, ოფიციალური მეჩეთიაო, სოფლისთვის არ უნდა ეკითხა? 25 წელია აქ ცხოვრობენ და ახლა მოუნდათ მეჩეთი? ეგ არ მოხდება. თუ ჩემს სარწმუნოებას დასჭირდა, ყელსაც გამოვჭრი ვიღაცას. თურქს ავარევინო და შევაცვლევინო ჩემი სოფლის ისტორია, არ იქნება“, - ამბობს გოჩა ჩხარტიშვილი. იგივე აზრზეა სოსო აფხაზავაც: „სოფელში მეჩეთის არსებობას არ დავუშვებთ. პარასკევის გათენება მეშინია, რომ რამე არ მოხდეს“. ცუდის მოლოდინშია გელა ტუღუშიც: „მოხდება მკვლელობა და არავინ არ არის პატრონი. მოგვხედონ. პოლიციაც უნდა ჩაერიოს და ადგილობრივი თვითმმართველობაც. ძალიან ცუდი სიტუაცია დატრიალდება აქ“. გამოკითხულთაგან ირინა გიგაშვილი ერთადერთია, ვინც ფიქრობს, რომ კონფლიქტი და მეჩეთი მისი საქმე არ არის: „ხშირად არ ვარ სოფელში, კარგად არც ვიცი, რა ხდება, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემი საქმე არ არის“. ლანჩხუთის ეკლესიის დეკანოზი მამა იოანე „ბათუმელებთან“ საუბარში კონფლიქტის სირთულეს რეალურს უწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი მოგვარების მხოლოდ სამართლებრივი გზა არსებობს: „ის, რომ ვიღაც მეჩეთის მშენებლობის გამო კაცის მოკვლაზე საუბრობს, ეს არასწორია. ვერც იმას მოუშლი ადამიანს, რომ საკუთარ სახლში სამლოცველო აიშენოს და ვერც იმას, სტუმრებს რატომ იღებ სახლშიო. რომ მოვიდე და დაველაპარაკო, აქაც არის პრობლემა, რადგან მონათლული რომ არის ადამიანი, ეს არ ნიშნავს, რომ ის ეკლესიის მრევლია. ისინი მე არ მიცნობენ, მე კი– მათ. ამიტომ ჯობია კონფლიქტის მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერიოს“. „ბათუმელები" კომენტარისთვის საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მურმან დუმბაძეს დაუკავშირდა. იგი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ჩასვლას აპირებს ნიგვზიანში: „მე მაქვს ცალმხრივი ინფორმაცია, ამიტომ მეორე მხარესაც უნდა შევხვდე. ერთი მხარე მეუბნება, რომ მუსლიმურ მრევლს ლოცვის საშუალებას არ აძლევენ, მე ვეთანხმები იმას, რომ ადამიანებს აქვთ ლოცვის უფლება, მაგრამ მეორე მხარისგანაც მივიღე სატელეფონო შეტყობინება, რომ ამ სამლოცველოს აშენებს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და ეწევა რელიგიურ პროზელიტიზმს, რასაც არ დავუშვებთ. კონფლიქტი უნდა მოგვარდეს სამართლიანად. ბუნებრივია, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ამას ნამდვილად თურქეთის მოქალაქე აშენებს, ბუნებრივია, ადგილობრივები საკუთარ რეაქციას გამოხატავენ. თუ ასე არ არის, მაშინ აქვთ ადამიანებს ლოცვის უფლება და საქართველოს კონსტიტუცია არსად არ ამბობს, რომ ჩუმად სახლში უნდა ილოცო. კანონს უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ რელიგიური მოსყიდვის ნიშნით ადამიანები გადაიბირო, შეიძინო საკუთრება, ააშენო ადგილობრივი მოსახლეობის ნების დაუკითხავად რელიგიური დაწესებულებები, კატეგორიულად, კონსტიტუციურად არის დაუშვებელი. ამიტომ ადგილზე ჩავალ და პირადად გავერკვევი საკითხში. თუ კონფლიქტი პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გასცდა, მაშინ ეს საქმე უნდა გადავცე სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან არ დავუშვებთ, ადამიანებს წაართვან ლოცვის უფლება და არც იმას, რომ პროზელიტიზმმა საქართველოში იმძლავროს“. წყარო: http://www.netgazeti...105/News/14303/ ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადება http://www.facebook....46067665489354/- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ნიგვზიანში ადგილობრივი მღვდელი და მრევლი მუსლიმურ სამლოცველოსთან არიან მისულები ამ წუთებში, სოფელ ნიგვზიანის მუსლიმურ სამლოცველოსთან შეკრებილია მართლმადიდებელი მრევლი, ადგილობრივ მღვდელთან ერთად და მუსლიმებისგან საჯარო ლოცვის შეწყვეტას მოითხოვს - ამის შესახებ ტაბულას სამლოცველოს წარმომადგენელმა, არჩილ კახიძემ, განუცხადა. ხვალ მუსლიმებისთვის ჯუმა დღეა, როცა ისინი სამლოცველოში უნდა შეიკრიბონ და საჯარო ლოცვა აღასრულონ. მღვდელი და მრევლის წარმომადგენლები მუსლიმებს უხეშად ესაუბრებიან და ეუბნებიან, რომ ისინი არ მისცემენ მათ რელიგიური მსახურების ჩატარების საშუალებას. არჩილ კახიძე ტაბულას ეუბნება, რომ მრევლის ზოგიერთი წევრი ნასვამია და ის დაზღვეული არ არის ძალადობისგან. ამ დროისთვის სამლოცველოსთან, რომელიც ექვსი თვეა მოქმედებს, მუსლიმი მრევლი არ იმყოფება. დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ერთია, მაგრამ მეორეა სოფლის კანონმდებლობა. ტაბულა მოვლენების განვითარების შესახებ საქმის კურსში ჩაგაყენებთ. წყარო: http://www.tabula.ge...icle-26041.html ტაბულა © 2012- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
http://youtu.be/Se8eWxbj84w- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
სხდომა უმცირესობა-უმრავლესობის დაპირისპირების ფონზე 01 ნოემბერი 15:5044 ამ წუთებში, პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა უმრავლესობისა და უმცირესობის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის წევრები სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს განიხილავენ. აღნიშნულმა ჯგუფმა იმ პირთა საქმეები უნდა შეისწავლოს, რომლებიც თავს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულად თვლიან. უმცირესობის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა კომიტეტის დღის წესრიგში ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები მუსლიმი ქართველების უფლებების დაცვის საკითხის დამატება მოითხოვა. თაქთაქიშვილის ამ განცხადებამ კომიტეტის სხდომაზე მყოფი სამოქალაქო სექტორის აღშფოთება გამოიწვია. "ნუ შექმნით იმის შთაბეჭდილებას. რომ აქ სხდომის ჩასაშლელად ხართ მოსული. ის ხალხი, ვინც თქვენი რეჟიმის მსხვერპლია, ჩვენი მუშაობის შემდგომ გადაწყვეტილებებს ელის. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ საკითხს, თქვენ არ იწვევთ ჩემში იმხელა ნდობას, რომ ამ საკითხზე თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ვიმოქმედო," - განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ. წყარო: http://news.ge/ge/news/story/35844-skhdoma-umtsiresoba-umravlesobis-dapirispirebis-fonze- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
არ გედავები შეგიძლია იფიქრო ისე როგორც გინდა ამის თავისუფლება ნამდვილად გაქვს და არც მე ვაპირებ ჩემი ვინაობიდ მტკიცებას.- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
რათქმაუნდა არ მინდა და ახლავე მოგახსენებ რატომაც: 1) მე რომ ვყოფილიყავი თურქი ან სპარსი ან არაბი, მაშინ ვილაპარაკებდი მაგაზეც და შენსმიერ მოყვანილი მაგალითიც სავსებით მისაღები იქნებოდა. 2) სხვამ თუ დააშავა მე რა? 3) თუ მაგდენს ხდები რომ იმ ქვეყნებში არ შობიან კარგს შენ რატო მოგყავს მაგალითად?- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
არავითარ შემთხვევაში! მხოლოდ ის შეგახსენე რაც გამოგრჩა მხედველობიდან!- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ყურანში ცხადად წერია ებრძოლეთ იმათ ვინც გებრძვით, ვინც გამოგყარათ სამშობლოდან, ვინც ხელი შეუწყო თქვენს განდევნაში და ვინც შეურაცხყო თქვენი სიწმინდეები. ხო და ჩემთვის სულერთია ვინც მოექცევა ამ კატეგორიაში არც თურქს მივუშვერ მარცხენა ლოყას და არც ქართველს. ვინც უწყინარია არც იმათი უფლებებიი დავიწყებული ყურანში: ალლაჰი თქვენ არ გიკრძალავთ კეთილ და სამართლიან მოპყრობას მათ მიმართ, ვინც არ გებრძვით თქვენი რჯულის გამო და არ გამოუყრიხართ სამშობლოდან. ჭეშმარიტად ალლაჰს სამართლიანნი უყვარს. (60/8)- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
სხვებისგან განსხვავებით მარჯვენა ლოყაში სილას რომ გაგვარტყამენ მარცხენა ლოყას არ ვუშვერთ და იგივე მარცხენაში ერთს მაინც ვთავაზობთ ალბათ ბოღმაში ამას გულისხმობ არა? რაც გინდა ის ეძახე მე ეს არც მცხ ვენია, არც ვმალავ და არც ვფარავ ეს ჩვეულებრივი გადარჩენის ინსტიქტია რომელიც ყველა ცოცხალ არსებას ბუნებრივად ახასიათებს.- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
და ორი წლის წინ რომ იგივე სოფელში, იგივე ხალხმა კერძო სახლში რომ აუკრძალეს ხალხს ლოცვა და დაარბიეს ეგეც რუსეთისკენ მიმავალი პოლიტიკა იყო?- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მკითხე ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის ომი თუ იქნებაო. რაკი მე მუსლიმანი ვარ და თუ ომია ე.ი გამოდის ქრისტიანი მე მეომება ხო? ხო და გიპასუხე ის რასაც ჩვეულებრივ ყველა იზამს. აგერაა ფაქტები არც არავინ ეომება და არაფერი და რასაც აკეთებენ ქრისტიანები, ხო და ახლა მე თავიც აღარ უნდა დავიცო იმის ხათრით რომ თურმე კაცი ვინც მებრძვის ქართველია?- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ქართველს კიარა ყველას ვესვრი ვინც მემუქრება და არ თქვას ვინმემ თავს მოვაკლევინებ და მე ხელს არ გავანძრევო ;)- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
თუ ომია და ქრისტტიანი მებრძვის და მოსაკლავად მსდევს მის მხარეს როგორ ვიბრზოლებ?- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
http://www.facebook.com/mnateus.sutidze/posts/10151562665889465 დიახ- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
http://www.facebook.com/elguja.kvantaliani/posts/215427381923351- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
http://www.facebook.com/temurgorgadze/posts/10151192505654192?comment_id=23998995&ref=notif¬if_t=like- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
http://www.youtube.com/watch?v=XHrDLmUOL2E&feature=youtu.be- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ნიგვზიანელი მუსლიმების წინამძღვარი ძალადობის საშიშროებაზე საუბრობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის მუსლიმთა სამლოცველოს წინამძღვარი, გიორგი ხიმსიაშვილი, ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ არსებობს საშიშროება, ამავე სოფელში 26 ოქტომბერს რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი განმეორდეს და მუსლიმ მორწმუნეებს ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე დაემუქროთ. ხიმსიაშვილის თქმით, მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის წინააღმდეგობისა და მუქარისა, ის და მუსლიმი მრევლი პარასკევს, 2 ნოემბერს, კვლავ აპირებს სალოცავში შეკრებასა და ლოცვას. „მე ვვარაუდობ, რომ იქნება შეხლა-შემოხლა და ვაპირებ, პოლიციას ვთხოვო დახმარება“, - ამბობს ხიმსიაშვილი. მუსლიმმა წინამძღვარმა ტაბულას უთხრა, რომ მართალია, პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ წინა ინციდენტს, სადაც მუსლიმ მორწმუნეებს ადგილობრივი ქრისტიანები სისხლის დაღვრით ემუქრებოდნენ, თუმცა მათ არავინ დაუკავებიათ. „სულ ბოლოს, როცა ყველამ დაშლა დავიწყეთ, ამ ნასვამ ადამიანებთან ერთად პოლიცია იცინოდა კიდეც, მე არ ვიცი, უბრალოდ ისე იცინოდნენ თუ ჩვენ დაგვცინოდნენ, ცუდი სანახავი კი იყო“, - ამბობს წინამძღვარი. ხიმსიაშვილის თქმით, ის ყველაფერს აკეთებს სიმშვიდის შესანარჩუნებლად და „ქრისტიანი ძმების დასარწმუნებლად, რომ მუსლიმები ცუდს არაფერს შვებიან სალოცავში“, თუმცა ითხოვს სახელმწიფოს დახმარებას. წყარო: http://www.tabula.ge/article-25994.html ტაბულა © 2012- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
playfellow replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ეს პიროვნება იყო ალექსანდრე ფალაილოგოს, რომელმაც გამუსლიმანების შემდეგ დაწერა 2 წიგნი ერთი თავის ცხოვრებაზე მეორე ბიბლიის ძველ ბერძნულიდან თარგმნისას დაშვებულ შეცდომებზე- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with: