Jump to content
Planeta.Ge

playfellow

პლანეტელი
  • პოსტები

    66
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი playfellow

  1. აქცია/პროტესტი იუსტიციის სამინისტროსთან: ტაში რელიგიური კონფლიქტის "მოგვარებას" დღეს 17:00საათზე ორგანიზაცია "ტოლერანტობის სახლი" მართავს რიგით მეორე აქციას იუსტიციის სამინისტროსთან. ვაპროტესტებს სახელმწიფოს უმოქმედობას გურიის სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და ვეწინააღმდეგებიდ ე.წ მიღწეულ "შეთანხმებას". შეგახსენებთ რომ მიღწეული "შეთანხმების" შედეგად მუსლიმი მლოცველები აჭარიდან და გურიის სხვადასხვა სოფლებიდან ნიგვზიანშ აღარ შეიკრიბებიან, ეს გადაწყვეტილება არღვევს ადამიანის რწმენისა და გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენთვის ასევე მიუღებელია სახელმწიფოს ინფანტილური სტრატეგია რელიგიური კონფლიქტების მოგვარების სფეროში რომელიც, პირიქით ახალი კონფლიქტების წარმოშბას უწყობს ხელს. მსგავსი საკითხების მოგვარება უნდა იყოს სახელმწიფოს პრეროგატივა და არა რომელიმე რელიგიური კონფესიის. სახელმწიფოს მოვუწოდებთ საკითხზე მოახდინოს გონივრული რეაგირება, დაიცვას ადგილობრივი მუსლიმების უფლებები და მისცეს მათ ნება აღასრულონ ლოცვა თავიანთ წესის შესაბამისად. გელოდებით ყველას დღეს 5 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან! http://www.facebook....99311186844031/
  2. http://youtu.be/Ly_Z7Z-9aIQ ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადება მოგახსენებთ, რომ მე-9 არხის საინფორმაციო საშუალებებით გავიდა არასწორი ინფორმაცია სოფელ ნიგვზიანის ინციდენტთან დაკავშირებით. თითქოსდა მომავალ პარასკევს არ უნდა შესრულდეს პარასკევის ლოცვა. მოუწოდებთ მე-9 არხს თავი შეიკავოს ცალმხრივი ინფორმაციის გაშუქებისაგან. ასევე მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ვთხოვ, სიმშვიდისაკენ მოუწოდოს თავის მრევლს, თავი შეიკავონ და ნუ შეეცდებიან სიტუაციის დაძაბვას. აქვე დავაზუსტებთ, რომ მოლაპარაკების საგანი არასოდეს არ ყოფილა და ვერც იქნებოდა ლოცვის საკითხი. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აღნიშნული რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მიერ. ამრიგად ვაცხადებთ, რომ პარასკევს ცხრა ნოემბერს, ჩვეულებრივად წესისამებრ, შესრულდება პარასკევის ლოცვა. ქართველ მუსლიმთა კავშირი ტარიელ ნაკაიძე წყარო
  3. ნიგვზიანის მოვლენებთან დაკავშირებით ბათუმში დისკუსია გაიმართება ბათუმის პრესკაფეში სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება . დისკუსიის თემაა "დაპირისპირება ნიგვზიანში და მედიის როლი რელიგიური უთანხმოებების დროს". ნიგვზიანის მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმსჯელებენ. შეხვედრაზე მიწვეული არიან სასულიერო პირებიც. დისკუსია 18:00 საათზე დაიწყება. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანის მოსახლეობა აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ აძლევდა. როგორც ნიგვზიანელები ამბობდნენ, "მათ მიწა-წყალზე მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ მისცემენ და სადაც უნდა იქ ილოცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სისხლისღვრით იმუქრებიან". თავად სამლოცველოს მეპატრონე არჩილ კახაძე კი ამბობდა, რომ ისინი ლოცვას მაინც აღავლენენ, რადგან ამის კანონიერი უფლება აქვთ, ადგილობრივებს კი მათთვის ლოცვის აკრძალვის უფლება არ აქვთ. სასულიერო პირები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში იმსჯელებენ. წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/219534-nigvzianis-movlenebthan-dakavshirebith-bathumshi-diskusia-gaimartheba.html
  4. 'შემაშფოთებელია რელიგიური დაპირისპირების წახალისება მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან' ოთო დალაქიშვილი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი სოფელ ნიგვზიანში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ რწმენისა და აღმსარებლობის თვისუფლება ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს დაცული: "შემაშფოთებელია, როდესაც ასეთი დაპირისპირების წახალისება ხდება პოლიტიკური კლასის, კერძოდ, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან", - აცხადებს კინწურაშვილი. მისივე თქმით, წახალისებაში გულისხმობს მმართველი პარტიის წარმომადგენლის მხრიდან რელიგიური პროზელიტიზმის შესახებ განცხადებას. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე მოვლენებზე "ნეტგაზეთთან" საუბარში განაცხადა: „მე მაქვს ცალმხრივი ინფორმაცია, ამიტომ მეორე მხარესაც უნდა შევხვდე. ერთი მხარე მეუბნება, რომ მუსლიმურ მრევლს ლოცვის საშუალებას არ აძლევენ, მე ვეთანხმები იმას, რომ ადამიანებს აქვთ ლოცვის უფლება, მაგრამ მეორე მხარისგანაც მივიღე სატელეფონო შეტყობინება, რომ ამ სამლოცველოს აშენებს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და ეწევა რელიგიურ პროზელიტიზმს, რასაც არ დავუშვებთ. კონფლიქტი უნდა მოგვარდეს სამართლიანად. ბუნებრივია, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ამას ნამდვილად თურქეთის მოქალაქე აშენებს, ბუნებრივია, ადგილობრივები საკუთარ რეაქციას გამოხატავენ. თუ ასე არ არის, მაშინ აქვთ ადამიანებს ლოცვის უფლება და საქართველოს კონსტიტუცია არსად არ ამბობს, რომ ჩუმად სახლში უნდა ილოცო. კანონს უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ რელიგიური მოსყიდვის ნიშნით ადამიანები გადაიბირო, შეიძინო საკუთრება, ააშენო ადგილობრივი მოსახლეობის ნების დაუკითხავად რელიგიური დაწესებულებები, კატეგორიულად, კონსტიტუციურად არის დაუშვებელი. ამიტომ ადგილზე ჩავალ და პირადად გავერკვევი საკითხში. თუ კონფლიქტი პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გასცდა, მაშინ ეს საქმე უნდა გადავცე სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან არ დავუშვებთ, ადამიანებს წაართვან ლოცვის უფლება და არც იმას, რომ პროზელიტიზმმა საქართველოში იმძლავროს“. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური ძალები შესაბამის შეფასებას მისცემენ აღნიშნულ საკითხს: "ხოლო სამართლადამცავები უზრუნველყოფენ იმას, რომ რელიგიური მრწამსის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნებათ რაიმე სახის პრობლემა." დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის. წყარო: http://www.netgazeti.ge/GE/105/News/14318/
×
×
  • შექმენი...