Jump to content
Planeta.Ge

Flyout

პლანეტელი
  • პოსტები

    102
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Flyout

  1. აბა რა დღეა დღეს? სიყვარულისოო გილოცავთ ყველას, ვისაც გიყვართ! ვისაც არ გიყვართ გთავაზობთ აი ამ ლინკს - http://www.ireporter.ge/?p=5528
  2. 14 თებერვალი 842 : ფრანგული ენის დაბადება: ლუდვიგ გერმანელი და შარლ მელოტი სტრასბურგის ფიცს წარმოთქვამენ რომანულ (ძველფრანგულ) ენაზე. 1779 : მოგზაური და მკვლევარი ჯეიმზ კუკი სენდვიჩის კუნძულების ადგილობრივმა აბორიგენებმა მოკლეს. 1918 : სსრ კავშირი გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა. 1949 : ასბესტის მაღაროელთა გაფიცვა კვებეკში, კანადა, ჩუმი რევოლუციის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. 1949 : ისრაელის პარლამენტის, კნესეტის, პირველი სხდომა შედგა. 1961 : კალიფორნიის უნივერსიტეტში ქიმიური ელემენტი ლორენციუმი (ელემენტი 103) აღმოაჩინეს. 1989 : დედამიწის საშუალო ორბიტაზე გლობალური ნავიგაციის სისტემის (GPS) პირველი თანამგზავრი გაუშვეს. 2005 : ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირის მოკვლამ ქვეყანაში "კედრების რევოლუციის" (დამოუკიდებლობის ინტიფადა) დაწყება გამოიწვია.
  3. უი ხოოოო ეს ვნახე უკვე და გავგიჟდი... სასწაულია აბა რა არი, ყველაც ჯანმრთელი და დედაც უვნებელი... მარა მამა შოკშია
  4. გული დამწყდა რომ ჯაზის განყოფილებაში ნორა ჯონსის თემა გახსნილი იყო და ქეთი მელუასი არა არაფერს ვერჩი ნორას, მაგრამ ქეთი ბევრად ჯობია ჩემი აზრით, მითუმეტეს კი ქართულ ფორუმზე ჯერ ქეთი უნდა იყოს და მერე ნორა ჯონსი ან ევა კასადეი... რაც შეეხება ქეთის, ვფიქრობ რომ მართლა უძლიერესი მომღერალია და იმსახურებს კიდეც დაფასებას ქართველებისგან, თორე მსოფლიომ დააფასა უკვე და ბრიტანეთის საუკეთესო შემსრულებლად აღიარება, პატარა ჯილდო არ იყო აგერ არის კარგი ინფო ქეთის შესახებ და გაეცანით ვინც არ იცნობთ - http://qilipa.wordpress.com/2009/04/05/%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C/
  5. 11 თებერვალი 1808 : ანთრაციტის ნახშირი პირველად გამოიყენეს საყოფაცხოვრებო გათბობის ექსპერიმენტულ საწვავად პენსილვანიაში, აშშ. 1814 : ნორვეგიის დამოუკიდებლობით ბოლო მოეღო კალმარის უნიას. 1858 : ლურდში, საფრანგეთი, ღვთისმშობლის თვრამეტი გამოცხადებიდან პირველი შემთხვევა გახდა ცნობილი, რის გამოც ამ ადგილს კათოლიკე მლოცველთა ტალღა მოაწყდა. 1929 : რომაული საკითხის გადასაჭრელად, იტალიამ და რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდა საყდარმა პირველ ლატერანულ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რითაც ვატიკანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. 1964 : ბერძნებსა და თურქებს შორის ლიმასოლში, კვიპროსი, შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რაც ქვეყნის დაყოფით დასრულდა. 1979 : ირანის რევოლუცია — აიათოლა რუჰოლა ხომეინი ქვეყნის მმართველი გახდა. 1990 : ანტიაპართეიდის აქტივისტი ნელსონ მანდელა პაარლის ციხიდან (სარ) გაათავისუფლეს 27-წლიანი პატიმრობის შემდეგ. 2006 : მიშელ ბაშლე ჩილეს პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა.
  6. ვააა, რა ხალხი ყოფიხართ აქ წარმატებები თქვენ
  7. 10 თებერვალი 1355 : ოქსფორდში, ინგლისი, ლუდის გამო ატეხილ არეულობას, რომელიც ორი დღე გაგრძელდა, 63 სწავლული და 30 ადგილობრივი მკვიდრი შეეწირა. 1605 : უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ პრემიერა შედგა ლონდონში. 1763 : ბრიტანეთმა და ესპანეთმა პარიზის ხელშეკრულებით ახალი საფრანგეთი გაიყვეს, რომლითაც დასრულდა ფრანგებისა და ინდიელების ომი და შვიდწლიანი ომი, რომელმაც ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ფრანგების კოლონიური იმპერია. 1784 : ეკატერინე II-ის განკარგულებით ყირიმის ნავსადგურსა და ციხე-სიმაგრეს სევასტოპოლი დაერქვა. 1996 : აი-ბი-ემის კომპიუტერმა "დიპ-ბლუ" გარი კასპაროვი დაამარცხა — პირველი შემთხვევა, როდესაც ჭადრაკის ტურნირის პირობებში კომპიუტერმა საერთაშორისო დიდოსტატი და მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა. 1998 : აზერბაიჯანში სიკვდილით დასჯა გაუქმდა.
  8. მთლად ეგრე ძვირსაც ვერ დავიჯენ ჟიულისთან სტუმრობას 9 თებერვალი 1825 : საყოველთაო არჩევნებში კანდიდატებისთვის ხმების უმრავლესობის მიუღებლობის გამო, წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტად ჯონ კუინსი ადამსი აირჩია. 1895 : უილიამ მორგანმა, ფიზიკური განათლების დირექტორმა მასაჩუსეტსიდან, სპორტული თამაში მოიგონა, რომელის შემდგომში ხელბურთში გადაიზარდა. 1920 : პარიზში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელმაც შპიცბერგენი ნორვეგიის კუთვნილებად აღიარა. 1924 : აზერბაიჯანის სსრ-ში შეიქმნა ნახჭევანის ასსრ (1990 წლის ნოემბრიდან ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკა). 1960 : ჰოლივუდის ვარსკვლავთა ბულვარზე პირველი ვარსკვლავი მსახიობ ჯოან ვუდვარდს ერგო. 1969 : ჩატარდა ბოინგ 747-ის პირველი საცდელი ფრენა, რომელიც 2005 წლამდე მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი იყო. 1998 : პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისის ცენტრში მასზე განხორიელებულ ტერორისტულ აქტს გადაურჩა.
  9. უი, ეგ როგორ არ ვიცოდი რას მირჩევთ, რა შეიძლება ვუყიდო საჩუქრად? რო ვეკითხები, ოღონდ შენ მოდი და მეტი საჩუქარი მე არ მინდაო
  10. ბარამბომ რეკლამის კეთება ასწავლა საქართველოში ხალხს
  11. 8 თებერვალი 1587 : შოტლანდიის დედოფალი მარიამ სტიუარტი სიკვდილით დასაჯეს ბაბინგტონის შეთქმულებაში მხილების გამო, რომლის მიზანი მისი ბიძაშვილის, ინგლისის დედოფალი ელისაბედ I-ის მკვლელობა იყო. 1692 : სალემში, მასაჩუსეტსი, სალემის ჯადოქართა სამსჯავრო იწყება. 1724 : პეტრე I-ის განკარგულებით რუსეთის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა. 1849 : ახალი რომის რესპუბლიკა დაარსდა. 1904 : იაპონელებმა თავდასხმა მოაწყვეს რუსულ ხომალდებზე პორტ-არტურთან, ჩინეთი — რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო. 1971 : სავაჭრო გარიგებები დაიწყო NASDAQ-ზე - მსოფლიოს პირველ ელექტრონულ საფონდო ბირჟაზე. 1984 : გაიხსნა XIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები სარაევოში. 1998 : პირველი ქალთა ჰოკეის მატჩი ჩატარდა ოლიმპიურ ისტორიაში: ფინეთმა შვედეთი დაამარცხა 6-0
  12. :D მეც არ გამიკვირდა რა დაემართა კრისს-თქო
  13. ეს ,,შესანიშნავ შვიდეულში" რო კრისია ეგ მსახიობია?
  14. თქვენი არ ვიცი და მე არარატის მთაზე ვაპირებ ასვლას და 2012 წლის იქ გატარებას ერთხელ ხომ გადაურჩა დატბორვას და წარღვნას, ბარემ მეორედაც იგივე ქნას რა
  15. ძალიან მიყვარს ლიბ.გე ჩემი საუკეთესო თავშესაქცევია
  16. გეთანხმები 100%–ით! ვისაც დანებება უნდა ანებებს უპრობლემოდ, მთავარია დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ უნდა და ვსიო!
  17. შეგიძლია მითხრა რომელი თეატრი დგამს ,,ჰელადოსს"? ძალიან დიდი სიამოვნებით ვნახავდი
  18. კოკერსპანიელი მყავდა უსაყვარლესი, მაგრამ 5 თვის მომიკვდა და იმის მერე ცხოველს აღარ ვიყოლიებ არასდროს. 1 თვე დეპრესიაში ვიყავი
  19. მეც დიდ მადლობას გადავუხდიდი მიხეილს
  20. ჩვენც, ჩვენც ძალიან კარგი იყო ნამდვილად!
×
×
  • შექმენი...