Jump to content
Planeta.Ge

Flyout

პლანეტელი
  • პოსტები

    102
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Flyout

  1. რის არაა ეგ? ანუ არავინ კითხულობს? თუ არა - მარტო ჩემთვის არ ვწერ?
  2. არსაიდან ხმა, არსით ძახილი რადგან ასეა, აღარ გავაგრძელებ სანამ ვინმე სურვილს არ გამოთქვამს...
  3. ხალხნო, ვინმე კითხულობთ მაინც? თუ ჩემთვის ვწერ მარტო? ამოიღეთ რა ხმა
  4. 4 მარტი 1461 : ვარდების ომი: ლანკასტრელი მეფე ჰენრი IV ტახტიდან ჩამოაგდო მისმა იორკისტმა ბიძაშვილმა, რომელიც შემდეგ მეფე ედუარდ IV გახდა. 1681 : ინგლისის მეფე ჩარლზ II-მ ქუოკერ უილიამ პენს პენსილვანიის კოლონიის დაფუძნების ქარტია გადასცა. 1769 : ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ პირველად შენიშნა ორიონის ნისლეული, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს ღამის ცაზე ორიონის სარტყლის სამხრეთით. 1789 : ნიუ-იორკში აშშ-ის კონგრესის პირველ სხდომაზე ახალი კონსტიტუცია დამტკიცდა. 1877 : ამერიკელმა გამომგონებელმა ემილ ბერლინერმა მიკროფონი შექმნა. 1877 : პეტრე ჩაიკოვსკის „გედების ტბის“ პრემიერა შედგა ბოლშოი თეატრში. 1921 : საბჭოთა წყობილება დამყარდა აფხაზეთში, გამოცხადდა აფხაზეთის სსრ.
  5. 3 მარტი 1585 : რენესანსის ხუროთმოძღვრის ანდრეა პალადიოს პროექტით აგებული თეატრი ოლიმპიკი გაიხსნა ვიჩენცაში, იტალია. 1878 : სან-სტეფანოს ზავით ბულგარეთი ოსმალეთის იმპერიაში დამოუკიდებელი სამთავრო ხდება. 1887 : გამოვიდა გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომერი. 1888 : რუსეთმა ოსმალეთის იმპერიის ქართული პროვინციები შემოიერთა. 1918 : ბრესტ-ლიტოვსკის ზავით ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები ხდებიან. 1938 : საუდის არაბეთში ნავთობი აღმოაჩინეს. 1939 : მუმბაიში მაჰათმა განდი (სურათზე) ინდოეთის ავტოკრატიული მმართველობის პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს. 1997 : სამხრეთ ნახევარსფეროში უმაღლესი ცალკე მდგომი კონსტრუქცია - სათხილამურო კოშკი (328 მ) - გაიხსნა ოკლენდში, ახალი ზელანდია.
  6. 2 მარტი 986 : ლუი V ფრანკების მეფე ხდება. 1836 : ტეხასის რევოლუცია - ტეხასის შტატმა მექსიკისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1855 : რუსეთის ტახტზე ავიდა იმპერატორი ალექსანდრე II. 1861 : რუსეთის იმპერიაში ბატონყმობა გაუქმდა. 1919 : პირველი კომუნისტური ინტერნაციონალი შეიკრიბა მოსკოვში. 1943 : მმო : ავსტრალიისა და ამერიკის საჰაერო ძალებმა იაპონიის ფლოტის კონვოი გაანადგურეს ბისმარკის ზღვის ბრძოლაში კუნძულ პაპუა-ახალ გვინეასთან. 1970 : როდეზია საბოლოოდ ჩამოშორდა ბრიტანეთის სამეფოს და თავი რესპუბლიკად გამოაცხადა. 1978 : კოსმოსურ ხომალდ სოიუზ-28-ზე (ემბლემა სურათზე) გაფრენილი ჩეხი ვლადიმირ რემეკი პირველი არასაბჭოელი და არაამერიკელი მოქალაქე გახდა, რომელიც კოსმოსში მოხვდა.
  7. 1 მარტი 1555 : ნოსტრადამუსმა მისი წინასწარმეტყველების წიგნი გამოაქვეყნა. 1565 : პორტუგალიელმა რაინდმა ესტასიო დე სამ ქალაქი საო სებასტიაო დო რიო დე ჟანეირო (იანვრის მდინარის წმინდა სებასტიანე) დააარსა მეფე სებასტიან I-ის პატივსაცემად. 1869 : დიმიტრი მენდელეევმა ელემენტთა პერიოდული სისტემა შეადგინა. 1896 : ქალაქ ადვასთან ეთიოპიელების მიერ იტალიელების დამარცხებით პირველი იტალია-აბისინიის ომი დასრულდა. 1928 : ამერიკელმა ბიოლოგმა ჰერბერტ ევანსმა "ვიტამინი F" აღმოაჩინა. 1954 : ბიკინი ათოლზე, წყნარი ოკეანე, 15 მეგატონიანი წყალბადის ბომბის გამოცდამ (სურათზე) ისტორიაში უმძიმესი რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. 1994 : საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება დსთ-ში გაწევრიანების შესახებ.
  8. უკანასკნელი სიახლე ალბათ ოსკარის დაჯილდოვების ბოლო ცერემონიალია, მაგრამ ამ ფორუმზე ხმა არ ამოუღია არავის ამ თემაზე და ვისაც გეძინათ და ვერ უყურეთ აი ამ ლინკზეა ნომინაციების ყველა შედეგი ;)
  9. 28 თებერვალი 1066 : გაიხსნა ვესტმინსტერის სააბატო (სურათზე). 1732 : პეტერბურგში გაიხსნა კადეტთა კორპუსი. 1854 : დაარსდა აშშ-ის რესპუბლიკური პარტია. 1922 : ეგვიპტე განთავისუფლდა ბრიტანეთისაგან. 1935 : ამერიკელმა ქიმიკოსმა უ. ჰ. კარათერზმა გამოიგონა ნეილონი. 1947 : ტაივანში დაიწყო ჩინეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ საპროტესტო მოძრაობა (28 თებერვლის ინციდენტი). 1991 : ერაყმა ოფიციალურად აღიარა ქუვეითთან ომის დასრულება. 1997 : სომხეთში და აზერბაიჯანში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას დაახ. 1.100 ადამიანი ემსხვერპლა.
  10. 27 თებერევალი 1594 : ნავარის მეფე ანრი IV შარტრის ტაძარში საფრანგეთის მეფედ აკურთხეს, რაც ბურბონთა დინასტიის დასაბამი გახდა. 1801 : ვაშინგტონი - ახალი ქალაქი და აშშ-ის დედაქალაქი - აშშ-ის კონგრესის იურისდიქციაში მოექცა. 1900 : მიუნხენში საფეხბურთო კლუბი „ბავარია“ დაარსდა. 1917 : თებერვლის რევოლუცია: 23 თებერვალს დაწყებული გადატრიალებით რუსეთში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა. 1919 : ვილნიუსში გამოცხადდა ლიტვა-ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა - ლიტბელი. 1933 : ბერლინში რაიხსტაგის შენობას ცეცხლი წაუკიდეს (სურათზე) - მოვლენა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დამყარებაში. 1940 : ამერიკელმა ბიოქიმიკოსებმა მარტინ კამენმა და სემ რუბენმა რადიოაქტიური იზოტოპი "კარბონ-14" აღმოაჩინეს, რომელიც ამჟამად ინტენსიურად გამოიყენება არქეოლოგიური, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მასალის ასაკის დადგენაში.
  11. 26 თებერვალი 364 : ვალენტინიანუს I რომის იმპერატორად გამოცხადდა. 1513 : მიწისძვრამ პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი დაანგრია. 1794 : საფრანგეთის კონვენტმა რევოლუციის მტრების ქონების ნაციონალიზაცია გამოაცხადა. 1832 : პოლონეთი რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა. 1848 : პირველად გამოიცა მარქსის და ენგელსის კომუნისტური მანიფესტი. 1924 : მიუნხენში ლუდის პუტჩისთვის ჰიტლერი დააპატიმრეს. 1935 : რობერტ უოტსონ-უატმა რადარი წარუდგინა საზოგადოებას. 1986 : მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირში "პერესტროიკის" დასაწყისი გამოაცხადა. 1990 : იწყება საბჭოთა ჯარების გაყვანა ჩეხოსლოვაკიიდან
  12. 25 თებერვალი 138 : რომის იმპერატორმა ჰადრიანემ იშვილა ანტონინუს პიუსი (სურათზე), რითაც იგი თავისი მემკვიდრე გახადა. 1570 : რომის პაპმა პიუს V-მ ეკლესიისგან მოკვეთა ინგლისის დედოფალი ელისაბედ I 1836 : სამუელ კოლტმა დააპატენტა კოლტის რევოლვერი. 1921 : საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ოკუპირებულ იქნა რუსეთის არმიის მიერ. გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება. 1943 : ჰოლოკოსტი - 158 ნორვეგიელი ებრაელი ნორვეგიიდან აუშვიცში გადაასახლეს. 1945 : თურქეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა. 1954 : გამალ აბდელ ნასერი ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი ხდება. 1956 : სკკპ-ის XX ყრილობაზე ნ. ხრუშჩოვმა გაკიცხა სტალინის პიროვნების კულტი. 1986 : კორასონ აკინო ფილიპინების პრეზიდენტი გახდა.
  13. 24 თებერვალი 303 : გალერიუსი, რომის იმპერატორი, აქვეყნებს ედიქტს, რომლითაც ქრისტიანების დევნა იწყება. 1466 : ბელგიაში ჩატარდა პირველი ცნობილი ლატარეა, რომლის ორგანიზატორიც იყო მხატვრის იან ვან ეიკის ქვრივი. 1582 : რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ გამოაქვეყნა გრიგორიანული კალენდარი. 1848 : საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპი ტახტიდან გადადგა. 1918 : გამოცხადდა ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. 1920 : დაარსდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია. 1942 : რადიოსადგურის ამერიკის ხმის ეთერში პირველად გასვლა. 1946 : არგენტინის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ხუან პერონი. 1997 : ირანში და თურქმენეთში მოხდა ძლიერი მიწისძვრა.
  14. 23 თებერვალი 1455 : გამოიცა გუტენბერგის ბიბლია — პირველი წიგნი დასავლეთში დაბეჭდილი მოძრავი ტიპოგრაფიით. 1820 : გაიხსნა კატოს ქუჩის შეთქმულება, რომლის წევრებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლორდი ლივერპულისა და მისი კაბინეტის წევრების მოკვლა ჰქონდათ განზრახული. 1903 : კუბა-აშშ-ის შეთანხმებით აშშ-მა გუანტანამოს ყურის კუბისგან სამუდამო ქირავნობის უფლება მიიღო, მასზე საზღვაო ფლოტისა და ნახშირის სადგურების სამართავად. 1917 : თებერვლის რევოლუცია: სანქტ-პეტერბურგში პირველი მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. 1919 : ბენიტო მუსოლინიმ იტალიის ფაშისტური პარტია დააარსა. 1944 : ოპერაცია ოსპი: საბჭოთა კავშირი იწყებს ჩეჩნებისა და ინგუშების იძულებით გადასახლებას ჩრდილოეთ კავკასიიდან ცენტრალურ აზიაში. 1987 : ზეახალი ვარსკვლავის SN 1987A აფეთქების დანახვა გახდა შესაძლებელი დედამიწიდან.
  15. რამე მისიები იქნება ჩვენთვის მართლა შესასრულებელი სიმბოლურად? თუ უბრალოდ გავაგზავნით და ვიფრენთ მათთან ერთად?
  16. 22 თებერვალი 1744 : ომი ავსტრიის მემკვიდრეობისთვის : ბრიტანეთის ხომალდები ესპანეთ-საფრანგეთის გაერთიანებულ ფლოტს ეხსმიან თავს ხმელთაშუა ზღვაში ქალაქ ტულონთან, საფრანგეთი. 1819 : ადამს-ონისის ხელშეკრულებით ესპანეთმა ფლორიდა აშშს $5 მილიონად მიჰყიდა. 1856 : რესპუბლიკელთა პარტია პირველ ეროვნულ შეხვედრას მართავს პიტსბურგში, პენსილვანია. 1921 : შეიქმნა საბჭოთა კავშირის გოსპლანი — სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტი. 1943 : ადოლფ ჰიტლერის რეჟიმის უსისხლო წინააღმდეგობის მოძრაობის თეთრი ვარდი წევრები ჩამოახრჩვეს ნაცისტებმა. 1958 : ეგვიპტე და სირია გაერთიანებულ არაბულ რესპუბლიკას ქმნიან. 2002 : ანგოლას ანტიკომუნისტი მეამბოხე და პარტია უნიტა-ს ლიდერი ჟონას სავიმბი მოკლეს სამთავრობო ჯარებმა.
  17. სწორედ ამის გამო დაიწყო სერტიფიცირება და გადამზადება, იმედია მხოლოდ პროფესიონალები დარჩებიან სასწავლებლებში!
  18. 21 თებერვალი 1431 : ჟან დ'არკის სასამართლო პროცესი დაიწყო. 1613 : ზემსკი სობორმა მიხაილ I რომანოვი ერთხმად აირჩია რუსეთის მეფედ, რამაც რომანოვების დინასტიას დაუდო დასაბამი. 1842 : ჯონ გრინოგმა საკერავი მანქანა დააპატენტა. 1848 : კარლ მარქსმა კომუნისტური მანიფესტი გამოაქვეყნა. 1952 : ბრიტანეთში უინსტონ ჩერჩილის მთავრობა "ხალხის გასათავისუფლებლად" პირადობის მოწმობებს აუქმებს. 1953 : ფრენსის კრიკმა და ჯეიმზ ვატსონმა დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურა დაადინეს. 1953 : კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო ქვეყანაში ყველა ბიზნესის ნაციონალიზაციას აცხადებს. 1974 : ისრაელის ბოლო ჯარისკაცმა დატოვა სუეცის არხის დასავლეთ სანაპირო.
  19. თუ იუმორის გერძნობით დაწერილ პოსტად აღვიქვამთ, მაშინ კარგია, მაგრამ თუ მართლა ასე უყურებს ყველაფერს ამის ავტორი, მაშინ ვერ ჰქონია საქმე მთლად კარგად
  20. 19 თებერვალი 1600 : პერუს სტრატოვულკანი ჰუანაპუტინას ამოფრქვევა ყველაზე მასშტაბური გახდა სამხრეთ ამერიკის ისტორიაში. 1810 : ქუთაისში რუსული მმართველობა გამოცხადდა. 1878 : თომას ედისონმა ფონოგრაფის წარმოებაზე პატენტი მიიღო. 1942 : მმო : ავსტრალიის ისტორიაში უცხო ძალების უდიდეს შეტევაში იაპონიის საიმპერიო ფლოტის 240 მოიერიშე ქალაქ დარვინს ბომბავს, ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. 1959 : ბრიტანეთ-თურქეთ-საბერძნეთის სამმხრივი შეთანხმებით შეიქმნა კვიპროსის რესპუბლიკა. 1986 : სსრკ-ის ორბიტული სადგური მირი (სურათზე) პირველი ხანგრძლივი კვლევითი ცენტრი გახდა კოსმოსში. 2008 : ფიდელ კასტრო, 49 წლიანი მმართველობის შემდეგ, კუბის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა.
  21. ხო წამყვანები მართლა ისე აცხადებენ ყველაფერს რო პანიკაში ჩავარდნილები გეგონებიან დარღვევები მართლა ყველგანაა და აუდიტურ შემოწმებას ვერცერთი კომპანია ვერ დახვდება გაპარული რო არ ქონდეთ რამე შეცდომები მაგრამ ამ შემთხვევაში კარია რო დაიჭირეს დასაჭერი ხალხი და აწი აღარ იქნება მსგავსი პრობლემები სადაზღვევოებში და კარგად იმუშავებენ
  22. 17 თებერვალი 1600 : ჰელიოცენტრიზმისა და სამყაროს უსასრულობის მქადაგებელი იტალიელი ფილოსოფოსი ჯორდანო ბრუნო რომაულმა ინკვიზიციამ ერეტიკოსობის ბრალდებით კოცონზე დაწვა. 1904 : იტალიელი კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინის "Madama Butterfly" პრემიერაზე ლა სკალაში, მილანი, კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს, რის გამოც მას ოპერის გადაწერა მოუხდა. 1947 : რადიოსადგურმა "ამერიკის ხმა" სსრკ-ის ტერიტორიაზე გადაცემათა ტრანსლაცია დაიწყო. 1979 : ჩინეთის არმია ვიეტნამში შეიჭრა. დაიწყო ჩინეთ-ვიეტნამის ომი. 1996 : ფილადელფიაში, პენსილვანია, მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი საჭადრაკო მატჩში ამარცხებს სუპერკომპიუტერს "დიპ-ბლუ" (Deep Blue). 2003 : ლონდონის საავტომობილო საცობების გადასახადი შევიდა ძალაში. 2008 : კოსოვო სერბეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  23. 16 თებერვალი 1918 : ლიტვის სეიმი ლიტვის დამოუკიდებლობის აქტს აწერს ხელს, რითაც ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის აღდგენას აცხადებს, გერმანიის ჯარების ოკუპაციის მიუხედავად. 1923 : ჰოვარდ კარტერმა ფარაონი ტუტანხამონის (გამოსახულება სურათზე) აკლდამა გახსნა. 1934 : ავსტრიის სამოქალაქო ომი დასრულდა პირველი ავსტრიული რესპუბლიკის ჯარების მიერ სოციალ-დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა თავდაცვის ლიგის დამარცხებით. 1937 : უოლას კაროთერსი ნეილონს აპატენტებს. 1943 : მმო : საბჭოთა ჯარებმა ხარკოვი გაათავისუფლეს ნაცისტებისგან. 1959 : ფიდელ კასტრო კუბის პრემიერი ხდება პრეზიდენტ ფულხენსიო ბატისტას მთავრობის დამხობის შემდეგ. 2005 : კიოტოს პროტოკოლი შედის ძალაში რუსეთის მიერ რატიფიცირების შემდეგ.
  24. 15 თებერვალი ძვ. წ. 399 : ფილოსოფოს სოკრატეს ურწმუნოების გამო სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. 1942 : მმო : იაპონელებმა გენერალი ტომოიუკი იამაშიტას მეთაურობით სინგაპური აიღეს; 80.000 ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა, რაც უდიდესი სამხედრო დანაკარგი გახდა ბრიტანეთის ისტორიაში. 1946 : ENIAC : პირველი ზოგადი დანიშნულების ელექტრონული კომპიუტერი წარმოადგინეს პენსილვანიის უნივერსიტეტში. 1971 : ბრიტანული ფუნტი სტერლინგისა და ირლანდიური ფუნტის დეციმალიზაცია მოახდინეს. 1989 : სსრ კავშირმა ავღანეთიდან ჯარები გამოიყვანა. 2003 : ისტორიაში უდიდეს ანტისაომარ მანიფესტაციაში მსოფლიოს 600 ქალაქში მილიონობით ადამიანი იღებს მონაწილეობას ერაყის ომის დაწყების პროტესტის ნიშნად. 2005 : ინტერნეტ საიტი YouTube იწყებს ფუნქციონირებას.
  25. მეც მინდა ბლოგის გაკეთება, მარა ვერა და ვერ მოვაბი თავი სანამ ჩემსას გავაკეთებ, მანამდე აქტიურად 3 ბლოგს ვკითხულობ: მშვიდობიანი ბლოგი ანინას ბლოგი უკანასკნელი კეისრის ბლოგი
×
×
  • შექმენი...