Jump to content
Planeta.Ge

zabette

პლანეტელი
  • პოსტები

    34
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი zabette

  1. ჰმმმ,რა ვიცი, როგორღა დავკონკრეტტე. აი მაინტერესებს ის,რომ რატომ არის ყოველთვის საჭირო რევოლუცია ხელისუფლების შესაცვლელად ან რატომ არასდროს არ მოგვწონს ჩვენივე არჩეული მთავრობა.. რატომ არ ვიცით,რომ მთავარია ჩვენი საქმე ვაკეთოდ და კააარგად ვაკეთოდ და რატომ ვეკვეხებით იქ,სადაც ჩვენი ადგილი და საჭიროება სრულიადაც არ არის. თუნდაც რატომ იკლავენ ახალგაზრდები თავს და რატომ ფასდება ადამიანი ჩაცმითა და უბნელობით. რატომ გამოიწვიეს დეისაძემ და შამუგიამ ამხელა პროტესტი ხალში,მაშინ როდესაც ბრაზილიურ სერიალები ზეპირად იციან და ცხოვრებაშიც მშვენივრად იტარებენ სერიალებით მიღებულ გამოცდილებას... რატომ აღარ კითხულობენ წიგნებს ბავშვები.. რატომ ამაყობენ ქართველი ჯარისკაცები,იმით რომ ომში ამდენი და ამდენი რუსი წამებით მოკლეს.. და ა შ და ა შ. მოკლედ მე მაინტერესებს რატომ აქვთ ასე დამახინჯებული აზროვნება ქართველებს და რა არის საჭირო,რომ ქართველმა ხალხმა ნორმალური ,არაამერიკული,არაევროპული,უბრალოდ ნორმალური აზროვნება დაიწყოს
  2. ახლახანს დავრეგისტრირდი და თემასაც ვხსნი უკვე , უფრო სწორად იმიტომ დავრეგისტრირდი რომ ეს თემა გამეხსნა მოკლედ, აი ორ წელზე მეტია უცხოეთში ვცხოვრობ და ფანტასტიურადაც ვცხოვრობ.პირველი წელს იმდენად კარგად მოვეწყე,ისე მომწონდა მუდამ გაღიმებული და ბედნიერი სახეები,თავაზიანი მძღოლები და გამყიდველები (!!!),ლამაზი სტუდენტური ცხოვრება,საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული და ა შ რომ ვფიქრობდი,რა საქართველო,რის დაბრუნება, პატრიოტიზმი რა ჩემი საქმეა თქო. თუმცა ვისაც "გამოცდილება" აქვს უცხოეთში ცხოვრების,დამეთანხმება,რომ აქდან გაცილებით უკეთ ჩანს,რა გულისამრევი სიტუაციაა საქართველოში და ადამიანს ვერ გაამტყუნებ იქ უნდოდეს ცხოვრება, სადაც თავს პიროვნებად გრძნობს.. მაგრამ! (ალბათ ესეც მარტო ქართველების "მწარე" ხვედრია ) მაინც ვერსად გავექეცი სამშობლოზე ფიქრს,ვიფიქრე თავიდან ცოტა,მერე უფრო ბევრი და დავინახე,რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი უღირსი ადამიანით არის სავსე დღეს საქართველო, ძალიან ბევრი ღირსეულიცაა, და პლუს,არის ახალგაზრდობა (მცირე ნაწილი მაგრამ მაინც),ძალიან განათლებული და ნიჭიერი, (აი თუნდაც თქვენით,ფორუმელებით თუ ვიმსჯელებთ),რომლების ნამვილად იმსახურებენ უკეთეს ცხოვრებას. ხოდა გულწრფელად გითხრათ,აწი უკვე ელემენტარულად ყოველი სორბეს ჭამისას რატომღაც სინდიდი მქეჯნის (თუმცა ჩემით მაქვს ის რას დღეს მაქვს),იმიტომ რომ ვიცი,თუნდაც ჩემს სოფელში ძალიან ბევრი ბავშვია ,რომელიც მთელი თვე აგროვებს 50 თეთრს, რომ ერთი ნაყინი იყიდოს,ხორციანი კერძი ხომ დღესასწაულია და ა. შ. განათლებაზე საუბარიც ზედმეტია.. მოკლედ აუტანელი სიღარიბეა,მატერიალურიც და გონებრივიც.... ამიტომაც არის,რომ ძალიან ბევრ ჩემს ნაცნობს უნდა წამოსვლა უცხოეთში(და დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანსაც ),მარტო იმიტომ რომ დაიღალა და ნორმალური ცხოვრება უნდა... მოკლედ,აი ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი ქართულ სიტუაციაზე (იქნებ საერთოდაც აღარ არის ისე კატასტროფულად საქმე,როგორც მე მგონია), ან რა ან როგორ უნდა შეიცვალოს, რომ ხალხმა ნორმალური აზროვნება და ცხოვრება დაიწყოს (და თავი დავანებოთ პოლიტიკოსებს.სანამ პოლიტიკოსებს და პრეზიდენტებს გადავწვდებით,ჯერ ხალხი უნდა შეიცვალოს) P.S. იმედია ცოტათი გასაგებად მაინც დავწერე ის,რისი თქმაც მინდოდა..ქართული არ დამვიწყებია, უბრალოდ საქართველოზე ფიქრს გადავჩვეულვარ
  3. გრაფი მონტე კრისტო არ დაავიწყდეთ და უთავო მხედარი კიდევ
  4. http://www.moxvoxdesign.com/blog/wp-content/uploads/2010/01/rossy_de_palma_at_stella_awards.jpg
  5. ლოლ,ძირს რელიგიები!!! უბრალოდ სიცოცხლეარ არის ქუთაისი-თბილისის მარშრუტი,რომ აუცილებლად დასაწყისი და დასასრული ქონდეს.ის იმდენად ფენომენალურია,რომ 'აქვს უფლება' მუდმივი იყოს. მოკლედ,სრულიად შეძლებელია რომ არაფერიც არ იქმნება,უბრალოდ ის რაც არსებობდა,არსებობს და რაც იარსებებს,უკვე არსებობს მოცემულ მომენტში.ჩვენ ვართ დრო და ჩვენ ვართ სიცოცხლე .. p.s. აქ მე სამყაროს სიცოცხლეზე მაქვს ლაპარაკი და არა დედამიწაზე
  6. და აუცილებელია რომ გაჩენილიყო ?? იქნებ სულ არსებობდა ;)
  7. ოუპს, ძააალიან საინტერესო და კარგად სადისკუსიო თემაა,ისე კი პირველ რიგში ჩემი დიდი პატივისცემა ნამდვილმორწმუნეებს,იმიტომ რომ გაცილებით ადვილია არ გწამდეს,ვიდრე გწამდეს.. ისე საერთოდ ჩემი აზრით პრობლემა საერთოდ რელიგიაა და არა რწმენა,იმიტომ რომ 'რაღაც', ყველას თავისებურად,მაგრამ მაინც წამს, ათეისტიც რაღაც მომენტში 'მორწმუნეა' და სწამს არაფერის,აგნოსტიკი ხომ მით უფრო და ა შ .ხოლო იქ სადაც იწყება რელიგია,რომელიც გიწესებს დოგმებს და გაწვდის თავის აზრს ისე,რომ შენ უბრალოდ სხვა არჩევანს არ გიტოვებს,გარდა ბრმად რწმენისა, აი აქ უკვე ინტელექტი (და თავისუფლებაც ) და რელიგია ვეღარ შეეგუება ერთმანეთს. უბრალოდ ყველაფერს რომ თავი დაანებო,მინიმუმ ცინიკოსები არიან ბატონი რელიგიები თავისი კეთილი ღმერთებით,რომლებიც თურმე უუუზომოდ კეთლები არიან,არადა სრულიადაც ვერ ვხვდები თუ კეთილები არიან აბა რიღასთვის შეგვქმნეს,ან რომელ ჩვენთაგანც გვკითხეს სურვილი თუ გვქონდა ამ საშუალოდ 60 წლის ვაი ვაგლახით ცხოვრებისა, ან და კიდევ თუ მაინც შექვქმნეს,მაშინ ის მაინც დაგვაცადონ, ისე ვიცხოვროთ როგორც გვინდა,რაცომღა გვთხოვენ ის 'ძალად საჩუქარიც' მათ თაყვანისცემას შევწიროთ.კეთილშობილები კი არა პატივმოყვარეები ყოფილან მაშინ..... მაგრამ უბრალოდ მეორე მომენტია აქ, აუცილებლობა რელიგიისა. ბრბო ასე გაცილებით ადვილი სამართავია და (კიდევ კარგი რომ რელიგიის უმეტესობა სიკეთის კეთებას ქადაგებს) ელემენტარული მშვიდობისთვის და სამყაროს ჰარმონიისთვისაა ასე უკეთესი. მოკლედ,ჩემი ბრავო მორწმუნეებს,მათ კი, ვისთვისაც ღმერთი (აქამდე თუნდაც არსებული)ახლა უბრალოდ მკვდარია, ადექით და საკუთარი ღმერთი დაბადეთ ))))))ისეთი ღმერთი,რომელსაც თქვენთვის ყველა კითხვაზე პასუხი ექნება და არ გაწითლდება ჩამჭრელ შეკითხვებზე ;)))) და თუ მაიცდამაინც მორწმუნეები მაღალმნიშვლელოვანი, წარბაწეული მზერით ზემოდან გადმოგხედავენ და მოწყალედ გეტყვიან, ღმერთს ებარებოდეო,თქვენც მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმეთ და ამინო უპასუხეთ ))
×
×
  • შექმენი...