Jump to content
Planeta.Ge

polter

პლანეტელი
  • პოსტები

    1.842
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი polter

  1. საბნის რა გითხრა ქალაო, სხვა რამეც კი მაქ საცვეთი, და თუ არ გინდა, ნუ გინდა წადი იკითხე გაზეთი. თავს არ დაიდო ფასია, ქალია ქვეყნად ათასი, შენ თუ არ მახვალ სხვა მავა, არ უნდათ ბევრი ბაასი. ხოდა იცოდე ქალაო სხვას მაინც არას გაღირსებ, მაინც ისეთ დღეს დაგაყრი, თვალებს ცრემლებით დაგივსებ.
  2. ისე თუ ვინმეს გაქვთ ვიდეოვერსიები ან ლინკები იცით სპექტაკლის ჩანაწერების აქ დაწერეთ
  3. ვეღარ მოგართვი ლამაზო, რა დობა რაის ძმობაო, არც შენი მინდა ლოცვები და არც პატრულის ცნობაო. მაინც მაგგრიხავ ხომ იცი, ტყვილად ნუ იტან ძალასა, არას შეგარჩენ ვერ წახვალ, გულს რომ გჩუქნიდენ ქალასა.
  4. ფრინველის გრიპი არის A ტიპის ვირუსით გამოწვეული ფრინველის ინფექციური დაავადებაა. მსგავსი ინფექცია პირველად იდენტიფიცირებული იქნა იტალიაში დაახლოებით ასი წლის უკან. 1983-84 წლებში აშშ-ში დაფიქსირდა ფრინველის გრიპის შემთხვევები, ოღონდ დაბალი სიკვდილობით, შემდგომი 6 თვის განმავლობაში ვირუსმა შეიძინა მაღალი პათოგენობა 90%-იანი ლეტალობით და 17 მილიონზე მეტი ფრინველი გაანადგურა. ვირუსის H5N1-ის მაღალ პათოგენური შტამი 1997 წელს გამოჩნდა ჰონგ-კონგში, რომელმაც 18 ადამიანი დააავადა (მათგან 6 გარდაიცვალა). "ფრინველის გრიპის" ეპიზოოტია დაფიქსირდა რუსეთში: ნოვოსიბირსკის, ომსკის ოლქებში და ალტაის მხარეში. სავარაუდოა, რომ ფრინველებისათვის მაღალპათოგენური გრიპის ვირუსი გადამფრენი ფრინველის მიერ იქნა შეტანილი ჩინეთიდან. ადამიანის დაავადების შემთხვევები ფრინველის (H5N1) გრიპის ვირუსით 2004-2005 წლებში აღწერილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ძირითადად ვიეტნამსა და ტაილანდში. ფრინველთა შორის ინფექციის გავრცელებას ადგილი აქვს კორაში, ვიეტნამში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდსა და კამბოჯაში. მილიონობით ფრთა ფრინველი განადგურდა დაავადების გამო. გამომწვევი აღმოჩენილი იქნა აგრეთვე თურქეთში (შინაურ ფრინველებში), რუმინეთში, საბერძნეთსა და ბულგარეთში. მკვეთრად გაიზარდა ფრინველთა გრიპის გამომწვევი ვირუსის ცირკულაცია, რამაც სხვადასხვა ქვეყნებში გამოიწვია ეპიზოოტია შინაურ და გადამფრენ ფრინველებში. არის დაავადების შემთხვევები ადამიანებში, რაც ხასიათდება მძიმე კლინიკური მიმდინარეობით და მაღალი ლეტალობით. არსებობს რეალური საფრთხე ვირუსის შემოტანის და გავრცელებისა საქართველოში. ქვეყნებში სადაც რეგისტრირებულია დაავადების აფეთქება შინაურ ფრინველებში, რეკომენდებულია განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს იმ პირებზე, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ ფრინველთან და აღენიშნებათ რესპირატორული დაავადების ნიშნები. ამჟამად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო) არ გააჩნია მტკიცებულება ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ. აღნიშნული ვირუსით ადამიანთა დაავადების მიზეზია ცოცხალ, დაავადებულ ფრინველთან მჭიდრო კონტაქტი ან თერმულად დაუმუშავებელი ფრინველის ხორცის საკვებად მიღება. სათანადოდ დამუშავებული ხორცი (როგორც გაყინული ასევე მოთუშული) და კვერცხი არ წარმოადგენს რისკს საზოგადოების ჯანმრთელობისათვის. 2003 წლის ბოლოდან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში გავრცელდა ფრინველის გრიპის ვირუსი A (H5N1), რომელიც ძლიერ პათოგენური აღმოჩნდა შინაური ფრინველისათვის, მაგალითად ქათმის დაცემას იწვევს 24 საათში. აღნიშნული ვირუსით ადამიანების დაავადების 120-მდე შემთხვევა დაფიქსირებულია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის 4 ქვეყანაში, ძირითადად ვიეტნამსა და ტაილანდში. მათგან ნახევარი ლეტალურად დამთავრდა, ჯერ-ჯერობით ვირუსი ადამიანს საკმაოდ იშვიათად გადაედება. ჯანმოს ექსპერტების შეფასებით, თუ ვირუსი შეიძენს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის თვისებას, მსოფლიო გრიპის ახალი პანდემიის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.
  5. რესპირატორულ ტრაქტში გრიპის ვირუსის გამრავლების შედეგად ზიანდება მოციმციმე ეპითელიუმი. მის ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს სასუნთქი გზების გასუფთავება მტვრისგან, ბაქტერიებისგან და სხვა. აქედან გამომდინარე, იგი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ჩნდება ბაქტერიული სუპერინფექციის განვითარების საშიშროება.
  6. ბრონქიტი სასუნთქი გზების (ბრონქების) ანთებითი დაავადებაა. არჩევენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს. მწვავე ბრონქიტი ვითარდება გრიპის, ადენოვირუსული ინფექციის, ყივანახველას, წითელას, დიფთერიის ფონზე. ამ დროს ლორწოვანში შეიძლება გამრავლდეს სხვადასხვა ბაქტერიები, როგორიცაა სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ინფუენცის ჩხირი, პნევმოკოკი და სხვ. ხშირად ბრონქიტი ალერგიული წარმოშობისაა, იმის შედეგად, რომ ადამიანი შეისუნთქავს ყვავილის მტვერს, სხვადასხვა ნივთიერებას. იგი შეიძლება მოჰყვეს გამაღიზიანებელი ნივთიერების, ორთქლის, აეროზოლისა დამტვრის შესუნთქვას. ეს დაავადება ადვილად ემართება მთვრალ ადამიანს. ბრონქიტის აღმოცენებას ხელს უწყობს ორგანიზმის გაცივება, ცივი და ნესტიანი ჰაერის შესუნთქვა, ამიტომ იგი უფრო ხშირია ცივ და ნესტიან სეზონში, შემოდგომით ან გაზაფხულზე ამინდის გარდატეხის პერიოდში. ბრონქიტით ხშირად და ხანგრძლივად ავადმყოფობენ სხვა ქრონიკული დაავადებით დასუსტებული პირები. დაავადების ძირითადი ნიშანია ხველა, რომელიც დასაწყისში მშრალი ხასიათისაა. ერთი-ორი დღის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი, მონაცრისფრო, მოყვითალო, მომწვანო ნახველის გამოყოფა. ხშირად ბრონქიტს თან ახლავს სურდო. ავადმყოფს აწუხებს ფხაჭნის გრძნობა, ზოგჯერ კი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, შებოჭვის გრძნობა გულმკერდში. ძლიერი ხველისაგან ტკივილი შეიძლება დაეწყოს ფერდებში და მუცლის ზედა ნაწილის კუნთების არეში. სხეულის ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს. ალერგიული ბრონქიტის დროს, ბრონქების სპაზმის გამო, შეიძლება განვითარდეს ქოშინი ამოსუნთქვის გაძნელებით. მწვავე ბრონქიტის მიმდინარეობა ბევრად არის გამოკიდებული იმ ძირითად დაავადებაზე, რომლის ფონზედაც იგი განვითარდა. ჩვეულებრივ მოვლენები სწრაფად ქრება, ერთი კვირის განმავლობაში წყნარდება ხველა და ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ზოგიერთ შემთხვეაში, განსაკუთრებით ალერგიული წარმოშობის დაავადების დროს, ბონქიტი შეიძლება რამდენიმე კვირითაც გახანგრძლივდეს. მწვავე ბრონქიტის ნიადაგზე შეიძლება განვითარდეს გართულება - ფილტვების ანთება. ძალიან სახიფათოდა გახანგრძლივებული და განმეორებითი მწვავე დაავადება, მით უფრო, თუ იგი ცუდად არის ნამკურნალევი, რადგან შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული ბრონქიტი. აი ამიტომაა, რომ დაავადების ყოველი შემთხვევა სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს და სრულიად გაუმართლებელია ის აზრი, თითქოს მწვავე ბრონქიტი იოლი, "უბრალო" დაავადებაა. მწვავე ბრონქიტმა შეიძლება მიიღოს ქრონიკული მიმდინარეობა, თუ იგი რამდენჯერმე დაემართა ადამიანს, არ იყო სათანადოდ ნამკურნალევი და გახანგრძლივდა. კანონზომიერად ქრონიკული ბონქიტით ავადმყოფობენ თამბაქოს მწეველები. ხშირია ეს დაავადება ალკოჰოლიკებში. მის განვითარებას ხელს უწყობს დამტვერიანებული, გაბინძურებული ჰაერი, ამიტომაა, რომ ქრონიკული ბრონქიტი უფრო ხშირია დიდი ქალაქის მცხოვრებთა შორის. ბრონქიტი თანმხლები მოვლენაა ფილტვების ისეთი დაავადებები როგორიცაა: ტუბერკულოზი, დაჩირქება, ბრონქული ასთმა, პნევმოკონიზი, ონევმოსკლეროზი. ავადმყოფური მოვლენები შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მცირედ იყოს გამოხატული და ადამიანის მხოლოდ დროდადრო ახველებდეს. იგი აღნიშნავს, რომ "ადვილად ცივდება", რასაც თან სდევს ბრონქიტის გამწვავების მოვლენები, ადვილად ემართება ფილტვების ანთებაც. დროთა განმავლობაში ხველა სულ უფრო მუდმივ ხასიათს იღებს და თვს იჩენს ბრონქიტის გართულებები ფილტვების ემფიზემის (გაბერვის) სახით. შემდეგ ამას დაერთვის ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა, როდესაც ადამიანს გამოხატული აქვს კანის სილურჯე (ციანოზი), ქოშინი და გულის ფრიალი მცირე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ღვიძლის გადიდება, ქვემო კიდურების შეშუპება. ქრონიკული ბრონქიტი, მიუხედავად დასაწყისში თითქოსდა ოილი მიმდინარეობისა, სერიოზულ და სახიფათო დაავადებად უნდა ჩაითვალოს. მასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არიას პროფილაქტიკა, რაც გულისხმობს ბრონქების ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელი მავნე ფაქტორების თავიდან აცილებას.
  7. მუნი კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ტკიპები იწვევს. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან კონტაქტის შედეგად ან საგნების - ტანსაცმლის, პირსახოცის და სხვ. მეშვეობით. დასნებოვნება ხშირია საზოგადოებრივ აბანოებში. დაავადებას თან ახლავს ქავილი, რომელიც ძლიერდება ღამით, გამონაყარი, ნაკაწრები. მეორედი ინფექციის დართვის შემთხვევაში, რაც განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში, წარმოიქმნება ჩირქოვანი ბუშტუკები და ქერქები. საჭიროა დერმატოლოგიურ დაწესებულებებში დროული და სწორი მკურნალობა. აუცილებელია ავადმყოფის იზოლირება, თეთრეულის ცალკე გამოყოფა. მკურნალობის დამთავრების შემდეგ ავადმყოფის ბინაში დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. მუნის მკურნალობა ხალხური საშუალებებით პურის ბურახი - იმ შემთხვევაში, როდესაც მუნით დაზიანებულია ჯერ მხოლოდ ხელის მტევანი, იღებენ დამჟავებულ პურის ბურახს, ძალიან ამარილებენ და ათბობენ. შიგ ათავსებენ ხელის მტევანს. პროცედურა გრძელდება მოთმინების მიხედვით. ჭაჭვი - ბოთლში ყრიან ჭვავს ნახევრამდე. ბოთლს ავსებენ წყლით, საცობს უკეთებენ და დგამენ თბილ ადგილზე 9 დღე. შემდეგ წურავენ და ინახავენ. დაზიანებულ ადგილს იწმენდენ დღეში 2-3-ჯერ. 3 დღის შემდეგ მუნი ქრება. დაფნა - ფქვავენ დაფნის ფოთოლს, ურევენ კარაქში და ისვამენ მუნით დაზიანებულ ადგილებში. ეს საშუალება გამოიყენება რევმატიზმის დროსაც. გოგირდის მალამო - საუკეთესო საშუალებად ითვლება გოგირდის მალამო. იღებენ 4 წილ ღორის ქონს, 2 წილ გოგორდს და 1 წილ მარილს. ყოველ დღე ისვამენ მთელ ტანზე ყელის ქვემოთ 5 დღის განმავლობაში. შემდეგ ხარშავენ თეთრეულს და ყველა იმ ტანსაცმელს, რომელიც ეცვა ავადმყოფს ამ დღეების განმავლობაში.
  8. ფერიმჭამელა კანის დაავადებაა, რომლის დროს ჩნდება გამონაყარი კვანძების, ჩირქმბადების, ჩირქოვანი კონგლომერატების სახით. უფრო ხშირია ჩვეულებრივი (ვულგარული) და წითელი ფერიმჭამელა. ჩვეულებრივი (სიჭაბუკის) ფერიმჭამელები ვითარდება მოზარდობის ასაკში, სქესობრივი მომწიფების პერიოდში. გამონაყარს შეიძლება ხელი შეუწყოს ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებამ. არანაკლები მნიშვნელობა აქვს კანის მოუვლელობასაც. უფრო ხშირად ცხიმიან, ფორიან კანზე წარმოიქმნება შავი წერტილები (კომედონები), რაც ცხიმის ჯირკვლების დახშობის შედეგია. ზოგი კომედონის ირგვლივ იწყება ანთება და ვითარდება კვანძი, რომელსაც წვერზე აქვს ჩირქგროვა - ფერიმჭამელა. ინფექცია სწრაფად პროგრესირებს, მთლიანად აზიანებს ცხიმის ჯირკვალს, ქმნის დიდ და პატარა ჩირქგროვებს, რომელთა გახსინის შემდეგ შესაძლოა დარჩეს გამკვრივება ან ნაწიბური. მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყონ აუცილებლად ექიმ-დერმატოლოგის დანიშნულებით. საკვებიდან უნდა გამოირიცხოს მსუქანი ხორცი, მწნილეული, სანელებლები, ლორი. წითელი ფერიმჭამელა ჩვეულებრივისაგან განსხვავებით საშუალო ასაკის ადამიანებს უვითარდება, ვისაც აქვს ადვილადაგზნებადი ნერვული სისტემა, კუჭ-ნაწლავის ან შინაგანი სეკრეციის ჯირკვალთა მოშლილობა. დაავადების ძირითადი ნიშანია სიწითლე ცხვირის, ლოყებისა და შუბლის არეში. ეს ადგილები თანდათანობით მოლურჯო-მუქი წითელი ხდება და ამ ფონზე ჩანს გაფართოებული სისხლძარღვები, წარმოიქმნება კვანძები, რომელთა ცენტრში ხშირად ჩირქგროვაა. დაავადება შეუპოვარი ხასიათისაა. "წითელი ცხვირის" მკურნალობა ცაცხვის ყვავილი - თუ სიცივეში ცხვირი წითლდება, რეკომენდებულია დილა-საღამოს გაწმენდა (არა ქუჩაში გასვლის წინ) ცაცხვის ყვავილის თბილი ნახარშით. გვირილა - კვირაში 2-3-ჯერ წითელ ცხვირზე მონაცვლეობით იდებენ ცხელ და ცივ გვირილის ნახარშში დასველებულ საფენებს. ნახარშის მოსამზადებლად იღებენ 1-2 სკ. გვირილის მშრალ ყვავილებს, ასხამენ 1 ჩ.ჭ. წყალს და ადუღებენ 10 წთ. აციებენ და წურავენ. ალოე - იღებენ ალოეს ცოცხალ წვენს და უმატებენ მის ნახევარ წყალს. ასველებენ რამდენიმე ფენა ბინტს, მსუბუქად წურავენ და იდებენ გაწითლებულ სახეზე 15 წუთით. მკურნალობის კურსი 20-25 პროცედურაა (დღეგამოშვებით). კომბოსტო - იღებენ კომბოსტოს ცოცხალ წვენს, ასველებენ ბამბას ან ბინტს და იდებენ სახეზე 15-20 წუთით. პროცედურას იმეორებენ დღეგამოშვებით. კურსი 20-25 პროცედურაა. პომიდორი - საფენს ასველებენ მწიფე პამიდორის წვენში და იდებენ სახეზე ყოველდღიურად 15 წუთით. კურსი 20 პროცედურაა.
  9. ადენომა (წინამდებარე ჯირკვლის) წინამდებარე ჯირკვლის ადენომა კეთილ-თვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ხშირია 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში. სიმსივნე ნელა იზრდება და თანდათან აწვება შარდსავალ გზებს. ძნელდება შარდის გამოყოფა. ამ დაავადების პირველი დამახასიათებელი სიმპტომია გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით ღამით, შარდის ნაკადი ხდება წვრილი, იცვლება მისი ტრაექტორიაც - ავადმყოფი ხშირად ფეხებს ისველებს. ეს სიმპტომები თანდათან ძლიერდება და შეიძლება სრულად შეწყდეს შარდის გამოყოფა. პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე უნდა მიაკითხოთ ექიმ-უროლოგს. სასარგებლოა რძის პროდუქტები და მცენარეული კვება. ავადმყოფმა თავი უნდა შეიკავოს შემდეგი პროდუქტების მიღებისგან: ხორცეული, კვერცხი, წიწაკა, მდოგვი, ალკოჰოლი, შებოლილი პროდუქტები და კონსერვები. ძალიან მავნეა აგრეთვე გაციება და სიმძიმის აწევა.
  10. მასტიტი - სარძევე ჯირკვლის ანთება. ეს დაავადება აწუხებთ მეძუძურ ქალებს. ჩნდება ძუძუს თავების დაზიანების ადგილიდან მიკრობების შეჭრით. მასტიტის დროს ძუძუ შესიებული, მტკივნეული და გაწითლებულია, იწევს ტემპერატურა. თუ სასწრაფოდ არ იქნება მკურნალობა ჩატარებული, წარმოიქმნება ჩირქი. ამ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ოპერაცია. რჩევები, როდესაც არ არის კვალიფიციური დახმარების საშუალება: * მტკივნეულ მკერდზე იდებენ სპირტში დასველებულ ქსოვილს. როდესაც საფენი გაშრება, კვლავ ასველებენ. * ბავშვს არ აწოვებენ მტკივნეულ ძუძუს, რძეს კი იწველიან და ღვრიან. გამოწველის წინ მკერდს იწმენდენ არყით, შემდეგ კი იდებენ სპირტიან კომპრესს. * ძუძუს თავებზე ნაპრალები რომ არ წარმოიქმნას, საჭიროა წოვების შემდეგ ძუძუს თავები შეშრეს ჰაერზე. ბავშვის ნერწყვი არის მკურნალი.
  11. აბორტი (თვითნებითი) აბორტი (ორსულობის მოშლა, ანუ მუცლის მოშლა) არის ორსულობის შეწყვეტა 28 კვირამდე (7 თვემდე). ამ პერიოდში ნაყოფი სიცოცხლისუუნაროა. აბორტი არის თვითნებითი და ხელოვნური. თვითნებითი აბორტი ხდება გარეგანი ჩარევის გარეშე. თვითნებითი აბორტი ჯანმრთელ ქალებში ძალიან იშვიათია, იგი შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის დროს განვითარებულმა ისეთმა ინფექციურმა დაავადებებმა, როგორიც არის გრიპი, მუცლის ტიფი, მალარია, რევმატიზმი, ტუბერკულოზი, ფილტვების ანთება. ამ შემთხვევაში ინფექციურ დაავადებად მიკრობების მიერ გამოყოფილი შხამები (ტოქსინები) იწვევს ნაყოფის სიკვდილს, რის შედეგად მკვდარი ნაყოფი გამოძევდება. გარადა ამისა, ნაყოფის დაღუპვა შეიძლება განაპირობოს ამ დაავადებათა დროს განვითარებულმა მაღალმა ტემპერატურამ, რომელიც იწვევს აგრეთვე საშვილოსნის შეკუმშვებს, რის შედეგადაც შეიძლება გამოძევდეს ცოცხალი ნაყოფიც. თვითნებითი აბორტი შეიძლება გმოიწვიოს ლისტერიოზმა და ტოქსოპლაზმოზმა. ამ დაავადებებით ქალი შეიძლება დასნეულდეს კატის, ძაღლის, აგრეთვე შინაური რქოსანი ცხოველებისაგან (ხორცი და რძე). ამ დროს ინფექცია გადადის ნაყოფის სისხლში, ვითარდება ფილტვების ანთება და ცვლილებები ტვინში. ნაყოფი იღუპება და გამოძევდება გარეთ. ზოგჯერ ლისტერიოზი და ტოქსოპლაზმოზი ქალებში ფარულად მიმდინარეობს, ამიტომ ქალთა კონსულტაციაში თვითნებითი აბორტის პროფილაქტიკის მიზნით ქალი უნდა გამოიკვლიონ ლისტერიოზსა და ტოქსოპლაზმოზზე. თვითნებითი აბორტი შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა და ფსიქიკურმა ტრამვამ. ფიზიკური ტრამვაა დაცემა, დაბეჟვა, ხსეულის ხანგრძლივად რყევა, სიმძიმის აწევა და გადატანა. ორსული ქალი უნდა ერიდოს ტროლეიბუსსა და ავტობუსში უკან ჯდომას ან დგომას, ველოსიპედით სიარულს, იატაკის მოწმენდას. არ შეიძლება ორსული ქალის ცივ წყალში ბანაობა. ორსულობის მოშლა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე განცდებმა, უეცარმა შეშინებამ, ხანგრძლივმა უსიამოვნო ემოციებმა. ფიზიკური და ფსიქიკური ტრამვა განსაკუთრებით მაშინ იწვევს მუცლის მოშლას, თუ არსებობს თვითნებითი აბორტის განმაპირობებელი ფაქტორები: სასქესო ორგანოების ადრე გადატანილი ანთებითი დაავადებანი, შინაგანი სასქესო ორგანოების განუვითარებლობა, ორსულთა ტოქსიკოზი და სხვა. თვითნებითი აბორტის აცილების მიზნით ორსულმა ქალმა ადრეულ ვადებში უნდა მიმართოს ქალთა კონსულტაციას. რა მიზეზითაც უნდა იყოს გამოწვეული თვითნებითი აბორტი, საშვილოსნო იწყებს შეკუმშვას. ამ დროს ქალი უჩივის მოვლითი ხასიათის ტკივილს მუცლის ქვედა არესა და გავა-წელის არეში. შემდეგ აღინიშნება მცირე სისხლიანი გამონადენი საშვილოსნოდან. თუ ამ ეტაპზე ორსულს ჩაუტარებენ მკურნალობას, ორსულობა შეიძლება შენარჩუნდეს, თუ მკურნალობა დაგვიანდა ან არ ჩატარდა, ტკივილი და სისხლიანი გამონადენი საშვილოსნოდან თანდათან ძლიერდება და ნაყოფი გარეთ გამოძევდება. აბორტის განვითარების ყველა შემთხვევაში ორსული სწრაფად უნდა მიიყვანონ სამშობიარო სახლში, ერთ შემთხვევაში ქალს უნდა შეუნარჩუნონ ორსულობა, მეორე შემთხვევაში კი შეუჩერონ სისხლდენა. ორსულობის მოშლით დამთავრების შემთხვევაში სამშობიარო სახლიდან გამოწერის შემდეგ ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ქალთა კონსულტაციას. აქ მას დამატებით ჩაუტარებენ გამოკვლევებს, დაუნიშნავენ პროფილაქტიკურ მკურნალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითნებითი აბორტი შეიძლება განმეორდეს მომდევნო ორსულობის დროს. ამრიგად, თუ ორსულობის დროს განვითარდა ტკივილი ან აღინიშნება სისხლიანი გამონადენი, დროულად ჩატარებული მკურნალობით ქალს შეიძლება შევუნარჩუნოთ ორსულობა. ხალხში გავრცელებულია აზრი, თითქოს ორსულობის შენარჩუნების მკურნალობა არ შეიძლება, ვინაიდან ბავშვი ჯანმრთელი არ იქნება, ზოგიერთი თავიდან უარსაც კი აცხადებს მკურნალობაზე. რა თქმა უნდა, ასეთი აზრი მცდარია. თუ ორსულობის მოშლა გმაოწვეულია გენეტიკური პათოლოგიით, მაშინ შეიძლება ბავშვი ჯანმრთელი არ იყოს. გენეტიკური პათოლოგიის დასადგენად კი ქალთა კონსულტაცია ორსულებს აგზავნის გამოსაკვლევად სამედიცინო გენეტიკურ კონსულტაციაში, სადაც შეიძლება არა მარტო აღნიშნული პათოლოგიის დადგენა, არამედ შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაც მოსალოდნელი საშიშროების (ავადმყოფი ან მახინჯი ბავშვის დაბადების) ასაცილებლად.
  12. იმპოტენცია არის სქესობრივი უძლურება, რომელიც დაკავშირებულია სასქესო ფუნქციის დარღვევასთან. ეს დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის ტრავმამ, ალკოჰოლმა, მედიკამენტებმა (საძილე, დამამშვიდებელი), დიაბეტმა ან სიმსუქნემ. ხშირად სქესობრივი უძლურება ემოციური დაძაბულობის, სტრესების შედეგია. არანაკლები მიზეზია ვენერიული დაავადებები (სიფილისი, გონორეა).
  13. აპენდიციტი (ჭიანაწლავის ანთება) აპენდიციტი საკმაოდ ხშირი და მნიშვნელოვანი დაავადება. იგი განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში, სიცოცხლის მეორე და მესამე ათწლედში, თუმცა შეიძლება ყველა ასაკში შეგვხვდეს. არჩევენ ქრონიკულ და მწვავე აპენდიციტს. მწვავე აპენდიციტი იწყება უეცარი ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში, უფრო ხშირად მარჯვენა თეძოს ფოსოში, რაც ჭიანაწლავის ანატომიურ მდებარეობას შეესაბამება. არცთუ იშვიათად შეტევის დასაწყისში ტკივილი მთელს მუცელში ვრცელდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მარჯვენა თეძოს ფოსოში შეიგრძნობა. ტკივილი თანდათან ძლიერდება მდებარეობის შეცვლის დროს, განსკუთრებით მარცხენა გვერდზე წოლისას. ბავშვებსა და მოხუცებს ტკივილი სუსტად აქვსთ გამოხატული. ტკივილს ხშირად თან სდევს გულისრევა და ღებინება. ბავშვებს უფრო მაღალი ტემპერატურა აქვთ, ხოლო მოხუცებს შეიძლება სრულებით არ ჰქონდეთ, თუნდაც მძიმე ფორმასთან გვქონდეს ადგილი. მწვავე აპენდიციტის ყველა შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია - მისი მოკვეთა. რაც უფრო სწრაფად გააკეთებენ ოპერაციას, მით უფრო უხიფათოა იგი და ავადმყოფს აცილებს უმძიმეს გართულებებს, რომლებიც ხშირად საბედიწერო ხდება. მწვავე აპენდიცეტის გართულების მთავარი მიზეზია ექიმთან დაგვიანებული მისვლა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ტკივილს მუცელში, გულისრევასა და ღებინებას (განსაკუთრებით ბავშვობაში) ხსნიან სხვა რაიმე მიზეზით. ერთ შეცდომას ხშირად უფრო სახიფათო შეცდომა მოსდევს, კერძოდ ის, რომ ხშირად კუჭის გაწმენდის მიზნით ხმარობენ საფაღარათოს ან ავადმყოფს უკეთებენ ოყნას, რაც ყოვლად დაუშვებელია. საჭიროა ვიცოდეთ, რომ მუცელში მწვავე ტკივილი უფრო ხშირად მწვავე აპენდიციტთან არის დაკავშირებული და სასწრაფოდ უნდა გამოვუძახოთ ექიმს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის ხმარება, რაც ნიღბავს დაავადების ნიშნებს და შეცდომის მიზეზი ხდება. ქრონიკული აპენდიციტი, რომელსაც ახასიათებს მუდმივი ან პერიოდული ყრუ ტკივილი მარჯვენა თეძოს ფოსოში, ყოველთვის შესაძლებელია გადაიზარდოს მწვავე აპენდიციტში, ამიტომაც საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და დროული ოპერაციული მკურნალობა. ხალხური მედიცინა ქრონიკული აპენდიციტის დროს! * სვამენ მაყვლის ფოთლების ჩაის. * ხარშავენ რძეში კვლიავს, წურავენ და ღებულობენ ცხელი სახით ყოველ საათში. * სვამენ სტაფილოსა (2 ნაწ.) და ისპანახის (1 ნაწ.) ცოცხალი წვენების ნარევს თითო ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე. წვენი გამოწურვისთანავე უნდა დაილიოს.
  14. კუჭი საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ორგანოა. აქ გროვდება დაღეჭილი, ნერწყვთან არეული საკვები და იწყება მისი ქიმიური გადამუშავება - მონელება. საკვები ნივთიერების მონელება ფერმენტების გავლენით ხორციელდება. მათი აქტიური მოქმედებისათვის საჭიროა კუჭის წვენის მარილმჟავა, შემდეგ საჭმლის მონელება ნაწლავებში გრძელდება და ნაწილობრივ ხდება ნივთიერებების შეწოვა. გასტრიტის სახელწოდების მიზეზია კუჭში სხვადასხვა მავნე ნივთიერებების ან ბაქტერიების მოხვედრა. გასრტიტის მიზეზი შეიძლება იყოს ზედმეტი რაოდენობით მიღებული საჭმელი, ზედმეტად ცხიამიანი კერძი, შაშხი, ძნელად მოსანელებელი ბოსტნეული, მკვახე ხილი. მწვავე გასტრიტი უფრო დაღლილ და მშიერ ადამიანს ემართება. უჩვეულო საკვებს მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. ასე ემართება, მაგალითად, ჩრდილოეთიდან ჩამოსულ ადამიანს, როდესაც ის მკვახე ხილს და ცხარე კერძს დაეძალება. მწვავე გასტრიტი ვითარდება, თუ ადამიანი შეჭამს უხარისხო პროდუქტს, ან თუ კერძს შეერევა რაიმე უცხო ნივთიერება, მაგალითად, მოუკალავი სპილენძის ჭურჭლიდან.
  15. ბოტკინი - ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ძირითადად ღვიძლს და იწვევს მის ანთებას. ინფექციის გავრცელების წყაროა ავადმყოფი ადამიანი. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ვირუსი შეიძლება მოხვდეს პირის ღრუდან ჭუჭყიანი ხელების, ნერწყვის, დაბინძურებული წყლისა და საკვების, სხვადასხვა საგნების, ნახმარი შპრიცებისა და ნემსების საშუალებით. ვირუსი შეიძლება გადაიტანონ ბუზებმა. ბოტკინის (A ჰეპატიტის) კლინიკური ნიშნები ვლინდება კონტაქტიდან 2-3 კვირის შემდეგ. დაავადება თანდათან იწყება საერთო სისუსტით, უმადობით, ღებინებით, ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშ არის, ზოგჯერ ტემპერატურაც იმატებს. მე-4-8 დღიდან შარდი მუქდება, ვითარდება სიყვითლე - თვალების სკლერა და კანი ყვითლდება, განავალი ხდება თიხისფერი, დიდდება ღვიძლი, ზოგჯერ ელენთაც. დაავადებული ადამიანისათვის აუციებელია წოლითი რეჟიმის და დიეტის დაცვა. ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი ყურადღების ქვეშ. რეკომენდირებულია: ხაჭო, ძროხისა და ქათმის მჭლე ხორცი, თევზი უცხიმო (მოხარშული), მოხარშული ბოსტნეული, ხილის ტკბილი კომპოტები, ცხიმებიდან მხოლოდ ზეითუნისა და სიმინდის ზეთი. აკრძალულია: ცხვრის, ღორის, იხვის, ბატის ხორცი, ცხოველური ცხიმების მიღება, ძეხვეული, მწარე, შემწვარი საჭმელები, ნიგვზიანი კერძები, ყავა, შოკოლადი, კაკაო, სპირტიანი სასმელები. ბოტკინის გადატანის შემდეგ ავადმყოფი უნდა იყოს კვლავ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და იცავდეს 1 წლამდე დიეტას. ხალხური მედიცინა ბოტკინის სამკურნალოდ მრავალ რეცეპტს იცნობს, რომელიც გამოიყენება როგორც დამატებითი საშუალება ძირითად მკურნალობასთან ერთად.
  16. ცოფს ვირუსი იწვევს. ავად ხდებიან ცხოველები - ძაღლი, კატა, ცხენი, ტურა, მელა, ღამურა. გამომწვევი ნერწყვთან ერთად გამოიყოფა, კბენის ან დადორბვლის დროს დაზიანებულ კანში შეიჭრება. პერიფერიული ნერვების საშუალებით იგი აღწევს ზურგისა და თავის ტვინს, სადაც მრავლდება და მძიმე დაზიანებს იწვევს. დაკბენიდან ცოფის ნიშნების გამოვლინებამდე ინკუბაციური პერიოდი 12 დღიდან 1 წლამდე გრძლედება. ეს ვადა მით უფრო ხანმოკლეა, რაც უფრო ახლოა ნაკბენი ადგილი თავის ტვინთან. საჭიროა ვიცოდეთ ძაღლის ცოფის ნიშნები, რომლებიც ვითარდება დაკბენიდან 12-20 დღეში. ცხოველს ეცვლება ქცევა, იგი ხალხს გაურბის, ყმუის, აღარ არის ხალისიანი, ბრაზობს, აღარ სვამს და აღარ ჭამს, მაგრამ ყლაპავს უჩვეულო საგნებს (ხის ნაჭრებს, ჩვრებს, ლურსმნებს). ერთი-ორი დღის შემდეგ ძაღლი მღელვარე, აგრესიული ხდება, ბარბაცით დადის, ტოვებს ბინას და გარბის უგზო-უკვლოდ. კიდევ 2-3 დღის მერე იწყება დამბლები, ხოლო მეშვიდე-მერვე დღეს ცხოველი იღუპება. ნერწყვი სახიფათოა დაავადების ნიშნების გამოჩენამდე 10 დღით ადრე. ადამინის საავადების სიმპტომი შეიძლება იყოს ნაკბენი და დანაწიბურებული ადგილის წვა, ქავილი, ტკივილი, შეწითლება. სხეულის ტემპერატურა მატულობს, იწყება თვის ტკივილი, დეპრესია, სიკვდილის შიში, ცუდი სიზმრები, დამახასიათებელია ჰაერისა და წყლის შიში (წყლის დალევის, დანახვის, ხსენების დროს, ასევე ჰაერის მოძრაობაზე იწყება ხორხისა და საყლაპავი კუნთების აუტანელი სპაზმური კრუნჩხვა), თანდათან აგზნებულობა მატულობს: ავადმყოფი აგრესიული ხდება, ამტვრევს ნივთებს, იხევს ტანსაცმელს, გარბის, ამავე პერიოდში ეწყება უხვი ნერწყვის დენა. ბოლო დროს შეიძლება განვითარდეს დამბლებიც. ცოფის ეფექტური მკურნალობა არ არსებობს და ადამიანი იღუპება დაავადების გამოჩენიდან 5-8 დღის განმავლობაში. ცოფთან ბრძოლა არის მისი პროფილაქტიკა. საჭიროა მოხეტიალე კატების და ძაღლების მოსპობა. ცოფის მხრივ სახიფათო რაიონებში უნდა ჩატარდეს ძაღლების პროფილაქტიკური აცრა. სათანადო სამსახურებმა მეთვალყურეობა უნდა დააწესოს გარეულ ცხოველებში ცოფის გავრცელებაზე. ცოფიანი ან უცოფო ცხოველის მიერ დაკბენის (ადრეთვე დადორბვლის) შემთხვევაში ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიკლინიკას, სადაც დაუმუშავებენ ჭრილობას და გადაწყდება საკითხი აცრის ჩატარების შესახებ. აცრის (ვაქცინაციის) მიზანია ორგანიზმმა მოასწროს იმუნიტეტის გამომუშავება უფრო მოკლე დროში, ვიდრე ცოფის ვირუსი ჭრილობიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემას დააზიანებს. აცრის პერიოდში ზუსტად უნდა შესრულდეს ექიმის რჩევა-დარიგება. კატეგორიულად აკრძალულია სპირტიანი სასმელების ხმარება, ფიზიკური და ემოციური გადაძაბვები. იმ ცხოველზე, რომელმაც ადამინი დაკბინა და დაკაწრა, აუცილებლად უნდა დაწესდეს სათანადო მეთვალყურეობა. თუ ძაღლი ოჯახში დარჩა, იგი უნდა დავაბათ და 10-12 დღის მანძილზე თვალყური ვადევნოთ, გაცოფდება თუ არა.
  17. ტუბერკულოზი ინფექციური, გადამდები დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზური მიკრობაქტერია (კოკის ჩხირი) იწვევს. არსებობს ადამიანის, ხარის, ფრინველისა და სხვა ტიპის ტუბერკულოზის მიკრობაქტერიები. ორგანიზმში მათი მოხვედრის შედეგად შეიძლება განვითარდეს ფილტვის და და სხვა ორგანოების ტუბერკულოზი. ფილტვის ტუბერკულოზს ეკუთვნის შემდეგი ფორმები: პირველადი ტუბერკულოზური კომპლექსი, ბრონქოადენიტი, დისემინირებული, კეროვანი, ინფილტრაციული ტუბერკულოზი, კავერნული, ფიბროზულ-კავერნული, ციროზული ტუბერკულოზი და პლევრიტი. ფილტვგარეშე ტუბერკულოზს ეკუთვნის შემდეგი ფორმები: პირველადი ტუბერკულოზური ფორმები, ბრონქოადენიტი, დისემინირებული, ფიბროზულ-კავერნული, ციროზული ტუბერკულოზი და პლევრიტი. ფილტვგარეშე ტუბერკულოზს ეკუთვნის ტუბერკულოზური მენინგიტი, ნაწლავის, მუცლის ფარის, ჯორჯლის ლიმფური კვანძების, ძვალ-სახსრის, შარდ-სასქესო ორგანოების, კანის, პერიფერიული ლიმფური კვანძების და თვალის ტუბერკულოზი. თითოეულ ზემოაღნიშნულ ფორმას თავისებური მიმდინარეობა და სიმპტომები ახასიათებს. შემთხვევათა 85-90%-ში ტუბერკულოზის მიკრობაქტერიები ორგანიზმში სასუნთქი გზების საშუალებით შეიჭრებიან. მაგალითად, ჰაეროვან-მტვრიანი, როდესაც ჰაერი მტვერთან ერთად შეიცავს ბაცილებს, ანდა ჰაეროვან-წვეთოვანი გზით. ამ დროს ბაცილგამომყოფი ავადმყოფი ხმამაღლა ლაპარაკის, ხველების, სიცილის, ცხვირის დაცემინებისა და სიმღერის დროს გამოყოფს თვალით შეუმჩნეველ წვეთებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ტუბერკულოზურ ბაცილებს. ინფიცირება ხდება ამ წვეთების შესუნთქვის შედეგად. სასუნთქი გზებით ორგანიზმში შეჭრილი ინფექცია მეტწილად ფილტვების ტუბერკულოზს იწვევს. ტუბერკულოზური ინფექციის შეჭრის მეორე გზას წარმოადგენს ალიმენტური, ანუ კუჭ-ნაწლავის გზა. ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა საკვები პროდუქტი შეიცავს ბაცილებს, უხშირესად უმი რძე და მისი ნაწარმი. რძე პასტერიზებულიც კი აუცილებლად კარგად უნდა ადუღდეს. ძალიან მჭლე ხორცი არ უნდა დაიშვას გასაყიდად. იშვიათად ტუბერკულოზური ინფექცია ორგანიზმში შეიჭრება კანის და ლორწოვანი გარსის საშუალებით, როდესაც ისინი დაზიანებულია. მაგალითად, ასე შეიძლება დაავადდეს ყასაბი და პროზექტურაში მომუშვე, თუ მათ მუშაობის დროს გაიჭრეს ხელი. ტუბერკულოზით დაავადების განვითარებას ხელს უწყობს არა მარტო შეჭრილი ინფექცია, არამედ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, მისი ბრძოლის უნარი და გამძლეობა. ორგანიზმის ბრძოლის უნარის დაქვეითებას - შეცვლას მრავალი სხვადასხვა მიზეზი იწვევს. ძირითადი მნიშვნელობა აქვს ყოფა-ცხოვრების ცუდ პირობებს, ბაცილგამომყოფ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტს - კავშირს. მნიშვნელობა აქვს ოჯახურ, ცოლ-ქმრულ და პროფესიულ-საწარმოო კონტაქტს. ზოგიერთი დაავადება (წითელა, გრიპი, შაქრიანი დიაბეტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნერვული და ფსიქიკური დაავადებები, პნევმოკონიოზები - ფილტვის დამტვერიანება და სხვა) აქვეითებს ორგანიზმის საერთო ბრძოლის უნარს, გამძლეობას, რის გამოც შეიძლება განვითარდეს ტუბერკულოზი. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ფსიქიკურ ტრამვას - განცდებს (ოჯახის წევრის გარდაცვალება და სხვა), მორალურ-ზნეობრივ დაცემას, განსაკუთრებით აღსანიშნავია მავნე ჩვევები - თამბაქოს წევა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე ტემპერატურის და ამინდის ცვალებადობა, ნაწილობრივ ამასთან არის დაკავშირებული გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტუბერკულოზური პროცესის გამწვანება და გამოვლინება. გადაჭარბებული მზის აბაზანები ანდა სხეულის გაციება (დიდ წვიმაში, ქარში ყოფნა) ასევე ხელს უწყობს პროცესის განვითარებას. მნიშვნელობა აქვს კვებას, დროულად მიღებულ საკვებს, რომელიც მდიდარი უნდა იყოს ცხოველური ცილებით და ვიტამინებით. ზოგჯერ დაავადება ვლინდება ორსულობის პირველ პერიოდში (3 თვემდე), ანდა მშობიარობის შემდეგ. დიდი დოზებით და ხანგრძლივად მიღებულ კორტკოსტეროიდულ ჰორმონებს (პრედნიზოლონს, დექსამეტაზონს და სხვა), რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების (ბრონქული ასთმა, ღვიძლის ციროზი, რევმატიზმი და სხვა) მკურნალობის მიზნით, შეუძლიათ ხელი შეუწყონ ტუბერკულიოზის გამოვლინებას და გამწვავებას. ასეთ პროცესებს სტეროიდულ ტუბერკულოზს უწოდებენ. ტუბერკულოზის კლინიკური მიმდინარეობა მრავალფეროვანია. იმ შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფი სუსტად გრძნობს თავს, ადვილად იღლება, ღამე ოფლიანობს, აქვს უმადობა, გაძნელებული სუნთქვა, აჩქარებული გულის ძგერა, ტკივილი გვერდის მიდამოში, ხველა, ზოგჯერ ნახველის გამოყოფით, სისხლის ამოხველება ან ფილტვებიდან სისხლდენა, ტემპერატურა 37,2-37,5 ან 38-ზე მეტი. ფილტვში საეჭვო ანდა აშკარად გამოხატული ცვლილების დროს, რომელიც ახასიათებს ფილტვის ტუბერკულიოზის სხვადასხვა ფორმას, თერაპევტი გააგზავნის ავადმყოფს იმავე უბნის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დიპანსერში, სადაც უკვე ექიმი ფთიზიატრო მას სრულყოფილ გამოკვლევას ჩაუტარებს. ნახველს ტუბერკულოზურ მიკრობაქტერიებზე, გულმკერდის რენტგენოგრაფიას, ტომოგრაფიას (ფილტვის შრეების მიხედვით გამოკვლევას), ტუბერკულინოდიაგნოსტიკას - მანტუს სინჯს და სხვა. თუ ტუბერკულოზი დადგინდება, მაშინ ავადმყოფს აიყვანენ დისპანსერულ აღრიცხვაზე და სათანადო მკურნალობას ჩაუტარებენ. ბაცილგამომყოფი ავადმყოფი, რომელსაც ფილტვში რღვევითი პროცესი აღენიშნება (ინფილტრატი რღვევის ფაზაში, კავერნა და სხვა), ასევე, თუ აქვს სისხლიანი ნახველი ანდა ფილტვებიდან სისხლდენა, გულის უკმარისობა, სპონტანური - თვითნებური პნევმოთორაქსი, აუცილებლად უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში. შაქრიანი დიაბეტის დროს ხშირია ტუბერკულოზით დაავადება, ავადმყოფთა უმრავლესობას ჯერ აქვს დიაბეტი, შემდეგ კი უვითარდება ტუბერკულოზი. შაქრიანი დიაბეტის დროს არც თუ იშვიათად ვლინდება ფილტვის ინფილტრაციული, დისემინიტებული ტუბერკულოზი, ტუბერკულომა და სხვა ფორმები. ზოგჯერ დაავადება მცირედ გამოხატული სიმპტომებით იწყება. ავადმყოფს აქვს საერთო სისუსტე, გულმკერდის არეში ტკივილი, რაც შეიძლება დიაბეტითაც აიხსნას, ამიტომ ხშირად უნდა ჩაუტარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ავადმყოფის საერთო მდგომარეობის უეცრად გაუარესების ანდა დიაბეტის მიმდინარეობის შეცვლისას ეჭვი უნდა მივიტანოთ ტუბერკულოზზე, პირიქით, ტუბერკულოზური პროცესის შენელება იწვევს დიაბეტის უეცრივ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ასეთი ავადმყოფი ექიმ-ფთიზიატრის და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. მკურნალობის დროს უნიშნავენ ფიზიოლოგიურ დიეტას და აუცილებლად ინსულინს. თუ შაქრიანი დიაბეტის იოლი ფორმაა, შეიძლება ტაბლეტების ხმარებაც (რასტინონი, ორანილი და სხვა). ერთდროულად ავადმყოფს ენიშნება A, B, C ვიტამინები, აგრეთვე სპეციალური ქიმიათერაპია (ტუბადიზი, სტრეპტომიცინი, ბენემიცინი და სხვა). ორსული ქალი შეიძლება დაავადდეს ტუბერკულოზით. ზოგჯერ დაავადების ნიშნები აშკარად გამოხატული არ არის, ზოგჯერ კი ავადმყოფს აქვს ტემპერატურა, საერთო სისუსტე, უმადობა, ოფლიანობა ანდა ხველა, გვერდის ტკივილი. მთელ რიგ შემთხვევებში, თუ ფილტვებსა ანდა სხვა ორგანოებში შედარებით შემოფარგლული და კეთილთვისებიანი პროცესია, იგი კლინიკურად არ ვლინდება, ქალი კარგად იტანს დაავადებას მთელი ორსულობის პერიოდში. გავრცელებული ცვლილებებისას კი დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. აღნიშნული სიმპტომების დროს ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს ფლუოროგრაფიის მეთოდით რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელიც სრულებით უვნებელია ორსული ქალისა და ნაყოფისათვის. იმ შემთხვავაში, თუ მას აღმოაჩნდა ფილტვებში, ან სხვა ორგანოებში აქტიური ტუბერკულოზური პროცესი, იგი უნდა გაიგზავნოს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერში, სადაც ერთდროულად იქნება ფთიზიატრის და მეანის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც ერთად გადაწყვეტენ საკითხს ორსულობის შენარჩუნების თუ ხელოვნური აბორტის გაკეთების შესახებ. იმ შემთხვევაში, როდესაც აქვს ავადმყოფს ტუბერკულოზის მცირე ფორმები, მაგალითად, ფილტვის კეროვანი ტუბერკულოზი, ამავე დროს კარგი ყოფაცხოვრების პირობები და შვილის ყოლის დიდი სურვილი, შეიძლება ორსულობის შენარჩუნება, მხოლოდ ავადმყოფმა უნდა ჩაიტაროს ფთიზიატრის დანიშნული მკურნალობა. თუ ავადმყოფს აქვს უფრო გავრცელებული და პროგრესული პროცესი პირველივე 8-12 კვირის განმავლობაში, მას ხელოვნური აბორტი უნდა გაუკეთდეს, უმჯობესია 8-10 კვირამდე, აუცილებლად სპეციფიკური ქიმიათერაპიის ფონზე. არის შემთხვევები, როდესაც ქალს ტუბერკულოზი ორსულობის მეორე პერიოდში ანუ 12 კვირის შემდეგ აღმოაჩნდება. მაშინ უმჯობესია მან ბუნებრივად იმშობიაროს, ვიდრე ხელოვნურად ვამშობიაროთ. ავადმყოფი აუცილებლად უნდა მოთავსდეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდება სათანადო მკურნალობა (ანტიბაქტერიული პრეპარატები და სხვა). ტუბერკულოზით დაავადებული ორსული ქალები მშობიარობის და ძუძუს წოვების პერიოდში ყოველ 2 თვეში უნდა შეამოწმოს ფთიზიატრმა და მეანმა. დიდ ქალაქებში არსებობს სპეციალური სამშობიარო სახლები ან განყოფილებები. მშობიარობის შემდეგ ქალი, რომელსაც აქვს ტუბერკულოზი და სჭირდება მკურნალობა, გადაყვანილ უნდა იქნეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგეო საავადმყოფოში ან გადაიგზავნოს სანატორიუმში. ძუძუს წოვება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედა არ გამოყოფს ტუბერკულოზურ ბაცილებს. დაავადებული დედების ახალშობილ ბავშვებს უტარდებათ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრები "ბცჟ" ვაქცინით, ამ დროს მათ ათავსებენ სამშობიარო სახლის სპეციალურ ოთახებში.
  18. გავა-წელის რადიკულიტი ცნობილია აგრეთვე ხერხემლის ოსტეოქონდროზის, იშიაზის და დისკოზის სახელწოდებით. ავადმყოფური მოვლენები უხშირესად იმის შედეგად აღმოცენდება, რომ ხერხემლის მალთაშუა ხრტილები გადაგვარებითი ცვლილებების შედეგად მექანიკურ გამძლეობას კარგავენ, იჭედებიან, მათი კიდე გარეთ გამოდის, რაც იწვევს ტკივილს და მოძრაობითი ფუნქციის მოშლას. დამახასიათებელია მწვავე ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება წელის არეში და თანდათანობით ვრცელდება ქვედა კიდურის უკანა ზედაპირზე (საჯდომი ნერვის მიმართულებით), ან უფრო იშვიათად, ბარძაყის წინა ზედაპირზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფესვია დაზიანებული - საჯდომი თუ ბარძაყის ნერვის. ტკივილი მღრღნელი ხასიათისაა და ღამით მწვავდება. ავადმყოფს ტკივილი მუდამ აქვს, მიუხედავად იმისა, დგას იგი, წევს თუ ზის. ტკივილი ძლიერდება დახველების, დაცემინების, ყოველგვარი მოძრაობის და ფეხის უხერხულ მდგომარეობაში ყოფნისას. ასეთი ავადმყოფი ძირითადად მწოლიარეა, საწოლში პოზა იძულებითია: წევს საღ გვერდზე, დაავადებული კიდური მოხრილი აქვს მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში. ავადმყოს უჭირს საწოლში გადაბრუნება, სკამიდან ადგომა, იატაკიდან რაიმე საგნის აღება, ფეხსაცმლის ჩაცმა და სხვა. მაგრამ სკამზე დაჯდომის დროს იგი საღ დუნდულზე ჯდება - დაავადებული ფეხი ნახევრად მოხრილი აქვს. ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება სიარულის დროს, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას, სიარულის დორს კოჭლობს, ეყრდნობა მეორე საღ ფეხს. ხელის დაჭერა ნერვის მიმართულებით იწვევს ტკივილის გაძლიერებას. განსაკუთრებით მტკივნეულია ის ადგილები, სადაც ნერვი ძვალთან ახლოსაა მიბჯენილი, მაგალითად, მუხლქვეშა ფოსოში, მცირე წვივის ძვლის თავთან, დუნდულის ქვედა ნაოჭში. დაავადებულ მხარეზე აღინიშნება დაბუჟების შეგრძლება წვივისა და ტერფის მიდამოში ან ბარძაყის წინა ზედაპირზე. რადიკულიტის გარდა გავა-წელის არესა და ქვედა კიდურში ტკივილის ზოგიერთი სხვა დაავადებაც იძლევა, როგორიცაა - კოქსიტი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ანთება), სპონდილიტი (ხერხემლის მალის დაშლა), ზურგის ტვინის სიმსივნე, მცირე მენჯის ღრუ და ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები და სხვა. ამიტომ სავალდებულოა, რომ ავადმყოფი სათანადო სპეციალისტმა გასინჯოს. უნდა ჩატარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ვინაიდან ის ხშირად გვაძლევს უტყუარ მონაცემებს ზუსტი დიაგნოზის დასადგენად. ავადმყოფისათვის ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი. იგი უნა იწვეს მაგარ საწოლზე, რისთვისაც ლეიბის ქვეშ უნდა დაიდოს ფიცრები ან დიქტი. ექიმის დანიშნულებით ეძლევა ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი საშუალებები. კუნთებში უკეთდება ვიტამინი. რადიკულიტის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით ალოე - იღებენ 375 გრ. ალოეს ფოთლებს (3-5 წლიან, რომელიც არ უნდა მოირწყას წინა 5 დღის განმავლობაში). აჭრიან ეკლებსა და ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. უმატებენ 625 გრ. ნატურალურ მაისის თაფლსა და 675 მლ. წითელ ღვინოს. ურევენ და დგამენ 5 დღით ბნელ, ცივ ადგილას. მიღება: პირველი 5 დღის განმავლობაში თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ 1 საათით ადრე ჭამამდე. შემდეგ დღეებში სუფრის კოვზით. პირშუშხა - მტკივნეულ ადგილას იდებენ პირშუშხას ფოთლებსა და წელს თბილად იხვევენ. ან ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში და ამ ფაფას საფენით იდებენ წელზე. გარედან კი თბილად იხვევენ. ბოლოკი - შავ ბოლოკს ხეხავენ კანიანად. წურავენ და მიღებულ წვენით იზელენ მტკივნეულ ადგილებს. სვია - იღებენ 10 გრ. სვიის გირჩებს, უმატებენ 200 მლ. მდუღარე წყალსა და ადუღებენ განახევრებამდე. ამ ნახარშს უმატებენ 4 წილ ძროხის ქონს ან ვაზელინსა და იზელენ მტკივნეულ ადგილებს.
  19. სიტყვა ალერგია გამოხატავს ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას სხვადასხვა ნივთიერების მიმართ, რაც თავისებური ავადმყოფური რეაქციებით გამოვლინდება (კანისა და ლორწოვანი გარსის გამონაყარი, სხვადასხვა ორგანოების დაზიანება, ბრონქული ასთმა, ანაფილაქსიური შოკი და სხვა). ალერგიის გამომწვევ ნივთიერებას ალერგენი ეწოდება. საერთოდ ალერგენების რიცხვი ძალიან დიდია. ეს შეიძლება იყოს ყოველგვარი მანამდე უვნებელი ნივთიერება, ზოგჯერ კი ფიზიკური ფაქტორი, მაგალითად, სიცხე, სიცივე. ალერგია შეიძლება წარმოიქმნას ორგანიზმში ალერგენის უმცირესი რაოდენობით მოხვედრის შემდეგაც. ალერგენთა უმეტესობა ორგანიზმში ხვდება ინჰალაციური ე.ი. სასუნთქი სისტემის გზით. მათ რიცხვს მიეკუთვნება: სხვადასხვა მცენარეებისა და ოთახის მტვერი, ბალიშის ბუმბული, ადამიანის ქერტლი, შინაური ცხოვენების ბეწვი, აკვარიუმის თევზების მშრალი საკვები, სადეზინფექციო ხსნარები და სხვა. ალერგიის ნაწილი ორგანიზმში ხვდება ალიმენტური, ე.ი. კუჭ-ნაწლავის გზით. ეს უპირატესად კვებითი ალერგენებია. პოტენციურად ძლიერ კვებით ალერგენებს მიეკუთვნება: კვერცხი, შოკოლადი, მარწყვი, ხენდრო, ციტრუსები, ნიგოზი, ხორცის ნახარში, კაკაო, ყავა, ადუღებული რძე, თევზეული და სხვა. ზოგადი და ადგილობრივი ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს კანთან და ლორწოვანასთან ალერგენის კონტაქტის გზითაც. ასეთებია სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება, თმის საღებავი, ფრჩხილის ლაქი, შეღებილი ბეწვეული და სხვა. ფართოდაა გავრცელებული მედიკამენტური ალერგენები: პენიცილინი, სტრეპტომიცინი და სხვა ანტიბიოტიკები, ნოვოკაინი, ასპირინი, ანალგინი, ვიტამინები, შრატები, ვაქცინები და სხვა. ალერგიული დაავადებები არ მიეკუთვნება მემკვიდრულ დაავადებებს, რომელთა დროს გენი, რომელიც განაპირობებს ავადმყოფურ მდგომარეობას, გადაეცემა უშუალოდ მშობლებიდან. მაგრამ მხედველობაში მისაღებია ალერგიის მიმართ მემკვიდრული განწყობა: მემკვიდრეობით გადაეცემა არა თვით დაავადება, რომელიც აქვს ავადმყოფს, არამედ განწყობა სხვადასხვა ალერგიულ დაავადებათა მიმართ, მაგალითად, თუ ავადმყოფს ბრონქული ასთმა აქვს. ფართოდ გავრცელებულ ალერგიულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება ბრონქული ასთმა, პოლინოზი (თივის ცხელება), მედიკამენტური ალერგია, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი და შრატისმიერი დაავადება.
  20. ათეროსკლეროზი ვითარდება არტერიაში ავადმყოფური ცვლილებების შედეგად. მათ შიგა ამომფრენ გარსში (ინტიმაში) ილექება ცხიმისმაგვარი ნივთიერება - ქოლესტერინი. შემდეგ ქოლესტერინის ნალექში ჩაიზრდება შემაერთებელი ქსოვილი, ზოგჯერ კი კალციუმის მარილებიც ლაგდება. ასეთი წარმონაქმნი, ე.წ. ფოლაქი ანუ ათერომა, ავიწროებს არტერიის სანათურს და აბრკოლებს სისხლის მოძრაობას. შედეგად მცირდება სისხლის მიწოდება გარკვეული ორგანოსაკენ, ქსოვილებისაკენ. მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს ამ ადგილას სისხლის შედედებული ნაწილაკის - თრომბის გაჩენა. სისხლის მიწოდების შემცირების და მით უფრო სრული შეწყვეტის შედეგად ვითარდება მძიმე ცვლილებები ორგანოს შესაბამის უბანში და შეიძლება მოხდეს მისი ქსოვილების დაღუპვა - ინფარქტი ან კიდურის კვდომა - განგრენა. ათეროსკლეროზი უძველესი დაავადებაა. მისი ნიშნები აღმოჩენილია ეგვიპტის ფარაონთა მუმიებში. ათეროსკლეროზის აღმოცენება მარტო ერთ რომელიმე კონტრეტულ მიზეზთან არ არის დაკავშირებული. საყოველთაოდ აღიარებულია ამ დაავადების კავშირი სხვადასხვა რისკ ფაქტორებთან. ზოგი მათგანი გარემო პირობებთან არის დაკავშირებული, ზოგი კი ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებთან. რისკის ფაქტორი ბევრია, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მათ შორის რამდენიმეს აქვს. ესენია: ფსიქო-ემოციური გადაძაბვა, უძრავი ცხოვრება ჭარბი კვება ცხოველური წარმოშობის ცხიმებით (რომელთა შემადგენლობაში შედის გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები), რაფინირებული ე.ი. გაწმენდილი ნახშირწ####ბის დიდი რაოდენობით მიღება (შაქარი, თეთრი პური და პურის ნაწარმი, ტკბილეული). დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიგარეტის წევას. რისკის ფაქტორთა მეორე ჯგუფი თვით ორგანიზმში მოქმედებს. ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს და აჩქარებს ჰიპერტონიული დაავადება და სხვა წარმოშობის არტერიული ჰიპერტონიები. მძიმე ათეროსკლეროზი ვითარდება ცუდად ნამკურნალევი შაქრიანი დიაბეტის დროს. გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობას და ამიტყომაა, რომ ზოგ ოჯახში ათეროსკლეროზით შედარებით ადრე ხდებიან ავად, ზოგან კი, პირიქით, ღრმა მოხუცებულობას მიაღწევენ ამ დაავადების მძიმე გამოვლენის გარეშე. ათეროსკლეროზის განვითრებას ხელს უწყობს ცხიმოვანი ცვლის მოშლა, რაც გამოიხატება სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის მომატებით - ჰიპერქოლესტერინემიით. ჰიპერქოლესტერინემია შეიძელბა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში აღინიშნოს, ათეროსკლეროზის კლინიკური ნიშნების გამოჩენამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე. სისხლის შემადგენლობაში შედის ძლიერ მცირე ზომის ცილისგან და ცხიმისაგან აგებული ნაწილაკები - ლიპოპროტეიდებიც. ამიტომაა, რომ ათეროსკლეროზის საწყის საფეხურებზე სისხლში მომატებულია ლიპოპროტეიდების რაოდენობაც. ხალხური მედიცინის რეცეპტები ათეროსკლეროზის სამკურნალოდ ხალხურ მედიცინაში არის საშუალებები, რომლებიც რეკომენდებულია ათეროსკლეროზის წინააღმდეგ - თრომბების წამრმოქმნის ასაცილებლად და ზედმეტი ქოლესტერინის გამოსადევნად. კუნელი იღებენ 0,5 კგ. კუნელის მწიფე ნაყოფებს. ჭ####ტენ ემალის ჭურჭელში, უმატებენ 1,5 ჭიქა წყალს და აცხელებენ 400 ტემპერატურაზე. შემდეგ კი წურავენ წვენსაწურში. მიღება: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ. მრავალძარღვა 1 სუფრის კოვზ მრავალძარღვას მშრალ ფოთლებს ხარშავენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეში 5 წუთით. აჩერებენ 10 წთ. და შემდეგ წურავენ. მიღება: მთელი ულუფა 1 საათის განმავლობაში მცირე ყლუპებად. კურსი 10 დღეა. ბარამბო ბარამბო აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ხსნის ნერვულ სპაზმებს, ამცირებს თავბრუსხვევას და ხმაურს ყურებში. 1 სუფრის კოვზ მშრალ ბალახს ადუღებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში 5 წუთით. მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ მშიერ კუჭზე. პირშუშხა რეცხავენ 250 გრ. პირშუშხას ფესვებს (წყალში არ უნდა გაჩერდეს), ხეხავენ მსხვილ სახეხზე, ასხამენ 3 ლ. მდუღარ წყალს და ადუღებენ 20 წთ. შემდეგ წურავენ. მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. ნიორი აქუცმაცებენ 50 გრ. ნიორს, ასხამენ 1 ჭიქა არაყს, აჩერებენ თბილ ადგილზე 3 დღე-ღამე. მიღება: 8-10 წვეთი 1 ჩაის კოვზი ცივი წყლით, დღეში 3-ჯერ. კომბოსტო ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქა კომბოსტოს ცოცხალ წვენს 15 წუთით ადრე ჭამამდე. ხაჭო ტიბეტური მედიცინის მიხედვით ათეროსკლეროზის, გულისა და ღვიძლის დაავადებების დროს სამკურნალოა დღეში 100 გრ. ხაჭოს მიღება.
  21. ეს თემა მედიცინაში ხომ არ აჯობებდა (იქ გავხსენი თემა და ინფორმაციაც დავდე)
  22. ორსულობა - ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესი ხშირ შემთხვევაში გრძელდება 40 კვირა ანუ 280 დღე (ითვლება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან).
  23. ალკოჰოლიზმი აკოჰოლიზმი არის სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, რის გამოც მას ნარკომანიის ჯგუფში განიხილავენ. ჩვენში ამ დაავადებას ლოთობას უწოდებენ და მოსახლეობაში ფართოდ გავრცელების გამო იგი არა მარტო სამედიცინო, არამედ მეტად მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემად ითვლება. ალკოჰოლური სასმელის ძირითადი მოქმედი ნივთიერება არის ეთილის სპირტი, რომელიც იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მოშხამვას. დადგენილია, რომ სპირტიანი სასმელის ზომიერი დოზებიც კი ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ფუნქციების შეცვლას იწვევს. დასაწყისში მიღებული სასმელის მცირე დოზები განაპირობებს კუნთების მოდუნებას, მცირეოდენ გაბრუებას (ეიფორიას) და ერთგვარ დამშვიდებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, განსაკუთრებით ნევროზული ან ფსიქოპათიური ხასიათის პიროვნებას, რომელსაც გაძნელებული აქვს გარემოსთან შეგუების უნარი. ქრონიკულ ლოთობას ხელს უწყობს აგრეთვე მიკროსოციალური პირობები, აღზრდის ან ტრადიციის თავისებურება, დროებითი ან მუდმივი ფსიქოზური დაძაბულობა. გარკვეული მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მემკვიდრეობით მიდრეკილებას. მწვავე ალკოჰოლური თრობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ეიფორია, თავშეუკავებლობა, კრიტიკული განსჯის უნარის დაქვეითება, გუნება - განწყობის მერყეობა, ჩვეულებრივ არ მოითხოვს სამედიცინო ჩარევას, იგი ჩათავდება ძილით და გამოფხიზლებით, ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ დათრობა თუნდაც ერთჯერადი, წარმოადგენს ორგანიზმის მწვავე მოშხამვას, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს ადამიანის ჯანმრთელობას. მძიმე სიმთვრალის დროს ვითარდება ცნობიერების შეცვლის სხვადასხვა ხარისხი - გაბრუებიდან უგრძნობ (კომურ) მდგომარეობამდე. ამ ფონზე შეიძლება დაიწყოს ეპილეფიისმაგვარი კრუნჩხვები, უნებლიე შარდვა და განავლის გამოყოფა. ამ შემთხვევაში საჭიროა მივმართოთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ორგანიზმიდან ჭარბი ალკოჰოლის გამოდევნას, სასიცოცხლო ორგანოთა ფუნქციების შენარჩუნებას და ფსიქომოტორული აგზნების დაწყნარებას. საჭიროა პირღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა. ყურადღება ექცევა გული-სისხლძარღვთა და სასუნთქი ორგანოების მუშაობის გამოსწორებას, სხეულის დაცვას გაციებისგან. ადამიანი უნდა მოთავსდეს თბილ შენობაში, კიდურებზე დავადოთ სათვურები. მძიმედ მოშხამული საავადმყოფოში უნდა მოთავსდეს. მწვავე ალკოჰოლური თრობის შედეგად შეიძლება განვითარდეს ე.წ. "პათოლოგიური სიმთვრალე", რომელიც ხანმოკლე ფსიქოზურ მდგომარეობას წარმოადგენს და სპეციალურ ფსიქიატრიულ დახმარებას საჭიროებს. იმ შემთხვევაში თუ ლოთობამ მუდმივი ხასიათი მიიღო, ვითარდება ე.წ. ქრონიკული ალკოჰოლიზმი. ქრონიკული ლოთობისათვის დამახასიათებელია ე.წ. აბსტინენციური სინდრომი, ფსიქიკის და შინაგან ორგანოთა მუშაობის აშლილობით და მძიმე შეგრძნებებით. მათ დასათრგუნად ლოთი იძულებულია მიიღოს სასმელის ახალი დოზა. ქრონიკული ალკოჰოლიზმის ფონზე ხშირად ვითარდება ხანმოკლე ფსიქიკური ეპიზოდები ან გაშლილი ალკოჰოლური ფსიქოზი: თეთრი ცხელება, ალკოჰოლური ჰალუცინოზი, ალკოჰოლური ბოდვები (განსაკუთრებით მეუღლის ღალატის ბოდვა) ალკოჰოლური დეპრესია, ალკოჰოლური ენცეფალოპათის და ა.შ. ხალხური მედიცინა ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ 1. ბახუსის (პახმელიის) თავიდან ასაცილებლად წვეულების წინ სვამენ 1 ჩაის ჭიქა შავ ან მწვანე ჩაის პიტნით, ყავას, ჩაის და ყავას უმატებენ ლიმონს ალკოჰოლის გასანეიტრალებლად. ეს სასმელები შეგიძლიათ წვეულების შემდეგაც მიირთვათ. 2. თუ წვეულებაზე მოხვდით, იცოდეთ, რომ ყველაზე მძიმე დათრობას იწვევს ღვინოში შერეული არაყი. ამ ნარევის მიღების შემდეგ ადამიანი თავს უფრო ცუდად გრძნობს, ვიდრე დიდი რაოდენობით ერთი სახის სასმელის მიღების შემდეგ. 3. თუ ცივ პერიოდში სუფთა ჰაერზე გამოდის ნახევრად მთვრალი ადამიანი, ჰაერის გავლენით შეიძლება იმდენად დათვრეს, რომ გონებაც კი დაკარგოს. 4. ნაბახუსევზე თავის ტკივილს ადვილად კურნავს 1 ჩაის ჭიქა წყალში ჩაწვეთებული პიტნის ნაყენის 20 წვეთი, რომელიც უცბად უნდა დაილიოს. 5. მთვრალი ადვილად გამოფხიზლდება, თუ 1 ჭიქა წყალში გაურევთ ნიშადურის სპირტის 2 წვეთს. ძლიერ მთვრალს 5-6 წვეთი დაჭირდება. 6. მთვრალი გამოფხილზლდება, თუ სწრაფად და ძლიერად დაუზელთ ყურებს ორივე ხელის გულებით. თავში სისხლის მიწოლა დაუბრუნებს გონებას. 7. პირღებინების გამოსაწვევად მთვრალს ასმევენ ცხელ ყავას მარილით და შაქრით. 8. ნაბახუსევზე ძლიერი თავის ტკივილისას სხვამენ კიტრის მწნილის წვენს. 9. სასმელის შესაჯავრებლად 1 ჭიქა არაყში დებენ ცისკარას (ლევისტიუმ) ფესვებს და დაფნის 2 ფოთოლს. აჩერებენ 2 კვირას, შემდეგ სვამენ. 10. ალკოჰოლის შესაძულებლად 1 სუფრის კოვზ დათვის კენკრას ფოთლებს ასხამენ 1 ჭიქა წყალს. ადუღებენ 15 წთ. ღებულობენ 1 სუფრის კოვზს 5-6-ჯერ დღეში. 11. ალკოჰოლის შეჯავრებას იწვევს მჟავე ვაშლის მუდმივად ჭამა. 12. იღებენ 15 გრ. ბეგქონდარას. ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 15 წთ. ღებულობენ 1 სუფრის კოვზს 3-ჯერ დღეში. ამ ნაყენის 50 მლ. უმატებენ 10-15 მლ. არაყს და ღებულობენ დილა-საღამოს. ალკოჰოლიკს ერთ თვეში შეძულდება სასმელი.
  24. შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), რომელსაც ხალხმა 20 საუკუნის შავი ჭირი უწოდა, სადღეისოდ მიჩნეულია კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ეს ვირუსი უშუალოდ აზიანებს ადამიანის დამცველ, ე.წ. იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოყავს იგი, რის შედეგადაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან სიმსივნური დაავადებები, როგორც წესი, სასიკვდილო შედეგით. თანამედროვე კლასიფიკაციით დაავადებას ეწოდება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული ინფექცია (აივ ინფექცია), ხოლო საკუთრივ ტერმინით ''შიდსი'' აღინიშნება დაავადების მხოლოდ ბოლო სტადია, როდესაც გამოიხატება დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშნები. შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის. აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.
  25. პათოლოგიური ცვლილებები, რომელიც გულსა და სისხლძარღვებს აზიანებს კარდიოვასკულარული დაავადებების სახელით არის ცნობილი. ეს პათოლოგიები იყოფა გულის და სისხლძარღვების დაავადებებად. გულის დაავადება მოქმედებს გულზე და იმ სისხლძარღვებზე, რომელიც გულის კუნთს კვებავს. პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება აზიანებს ხელის, ფეხის და სხეულის (გარდა იმისა რომელიც გულს კვებავს) სისხლძარღვებს. დარღვევები, რომელიც აზიანებს იმ სისხლძარღვებს, რომელიც ტვინს კვებავს ცნობილია ცერებროვასკულარული პათოლოგიების სახელით. ინსულტი ამის ერთ-ერთი მაგალიათია.
×
×
  • შექმენი...