დღეს მთელი დღა ეს მიმართვა ტრიალებს იმის ფონზე რომ აფხაზეთს და ოსეთს გვახევენ პოლიტიკური სვლაა აბა რა არი: პუტინს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაცია სურს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას საქართველოს მიმართ დაწესებული ეკნომიკური სანქციების, სავიზო რეჟიმის მოხსნისა და საფოსტო კავშირის აღდგენის თხოვნით მიმართა. პუტინის საგანგებო განკარგულება რუსეთის ტელევიზიებმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს. განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის შესაბამისმა სტრუქტურებმა უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყონ მუშაობა ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად. როგორც ცნობილია, 2006 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე რუსულმა მხარემ ქართულ პროდუქციაზე ემბარგო დააწესა, ასევე შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა და საფოსტო კავშირი. უნდა აღინიშნოს, რომ პუტინის ეს განკარგულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უკიდურესი დაძაბვის ფონზე გამოიცა. ამჯერად რუსეთი უფრო შორს წავიდა და პუტინისვე განკარგულებით, თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ კავშირებს ამყარებს.