ნუ გაიგრძელე სიტყვები, წადი მშვიდობა წაიღე, რითმის კაკუნი გესმოდეს, სანამ ბრახუნი გაიგე. თავი კდელი გგონია?! ვერ გაუძელი ზღაპრებსა, გაბრიხარ უკან მოგყვება, ვინც ვერ იკრავდა ქამარსა მშვიდი გექნება ცხოვრება, მე ნუ ჩამიგდებ ხელშია, თორე სიმწრისგან მამადგა, უკვე კაფია ყელშია. ისეთ ლექსობას გავმართავ, ადმინმაც ჭამოს პრასია, ერთ კაფიაზე პასუხად, მზადამაქ ლექსი ასია. მიტომ გირჩიე გაქცევა, თავი მიეცი შველასა, თორემ პატროონც ვერ გიცნობს, თუ ვენდე რითმის ცემასა. არა გიშველის დიაცო, გული გქონია ვაცისა, არ გეღირსება არასდროს მთაში წაქცევა კაცისა