ბოდი ძმობილო ჩამომრჩე, ნამუს არ მოგცემს ნებასა, ერთი შაირი შენც გვითხარ, მოვითხოვ შენსა შველასა... რუსისგან მტვერი დავტოვოთ მშრალი ადგილი თემასა, გულ გაუხეთქოთ კაფიით გვაწვდენდენ გულის ცემასა დანდობა აღარ ვიცოდეთ, ნატაშაც მივცეთ ცემასა, მერე ვანახებთ ძმობილო ომსა და გამარჯვებასა. გარბოდენ კვალში მივსდევდეთ ფეხებსა თხოვდენ შველასა, ქუსლებს კისერში ირტყავდენ, ასწრებდენ ფრთოსან მერანსა ჩვენ გაგვეშალოს ხელები ვიმღერდეთ დელი-დელასა. რუსსა კაფია რად უნდა, მას ურჩევნია არაყი, რუსებს გულ კერდი ვუმტვრიე და დავამთავრე არაკი