Jump to content
Planeta.Ge

hamurabi

პლანეტელი
  • პოსტები

    79
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი hamurabi

  1. კითხვის ნიშნები მაინც რჩება. მოკლედ სფეროსებრი თემაა,კუთხეს რომ ვერ უპოვი ისეთი. რეზიუმეს სახით მარკ ტვენის გამონათქვამის პერიფრაზირება გამოდგებოდა ალბათ : ალკოჰოლზე თავის მინებებაზე ადვილი არაფერია,პირადად ეს მე ათასჯერ ვცადე
  2. უცხო_პლანეტელი საქებარი თვისება და ინტელიგენტურობის გამოვლინებაა(სარკაზმის გარეშე)
  3. უცხო_პლანეტელი აბსოლუტურად გეთანხმები,მაგრამ ერთიცაა - მაგ.სტაჟიანი მწეველის მიერ,რომელსაც ხელთააქვს ფილტვების სიმსივნის დიაგნოზი,თვითგადარჩენის ინსტიქტიდან გამომდინარე,მომენტალურად სიგარეტის მიტოვების შემთხვევაში ექიმის, ასე ვთქვათ, ,,განაჩენი'' ,,გუდიანი კაცის'' ფაქტორი არაა?
  4. უცხო_პლანეტელი ისე, უნდა ვაღიარო, ინტერნეტსივრცეში ჯერ ისევ პროფანი ვარ.კომპლექსებს დავაბრალო თუ ფობიებს არვიცი,ალბათ პროვინციელობაც(გეოგრაფიული გაგებით) თავისას შვება და მინდა გთხოვო გულრწფელად მითხრა-ორთოგრაფიით, დავარცხნილ-გაუთოებული საუბრით გაღიზიანებას ხომ არ ვიწვევ? p.s.თუმცა რათქმაუნდა თემაში ხმარებულ სიტყვაზე მაგ.,,ფათახი'' მსუბუქი ყოფაქცევის ქალს თავისთავად არ ვიტყვი.
  5. უცხო_პლანეტელი ,,შეკავების მექანიზმი'' უნდა აამოქმედო ანუ დაემხო მუხლებზე აანთო სანთელი და მაცხოვარს შენგან პირისგატეხვის შემთხვევაში ,,უბედურებების ბუკეტის'' მოვლინება შეთავაზო.
  6. მალინა უყურე ირანულ მელოდრამას - ,,გრძელი ღამე’’ და მოთქმიტ იტირებ.
  7. უცხო_პლანეტელი როგორი არარეალურიც არ უნდა ჩანდეს, ყველაზე ეფექტურ საშუალებად ფსიქოთერაპევტები და ნარკოლოგები მიიჩნევენ აუტოგენურ ვარჯიშებს.კერძოდ მათზე,ვინც სტაციონარული თუ ამბულატორიული მკურნალობის გავლისთანავე შეუდგება ასეთ ვარჯიშს. აქვე შემიძლია თვითშეგნების ფორმულები დავაკონკრეტო: 1.მე სავსებით მშვიდი ვარ,თვითდაჯერებული და თავისუფალი. 2.ალკოჰოლისადმი გულგრილი ვარ. 3.მსიამოვნებს,რომ ფხიზელი ვარ. 4.არაყი მეზიზღება.ღვინოს საძაგელი გემო აქვს. 5.მე მიხარია,რომ ალკოჰოლი არ მიტაცებს. 6.მთვრალი კაცი საძაგლობაა. 7.მე თავს მოვერევი და ა.შ. რათქმა უნდა ჩემთვის,პირადად,ეს სრული მარაზმია,მაგრამ ფაქტია, მედიცინაში ეს მეთოდიც აპრობირებულია.
  8. lasha1997 მდინარის პირას მოთმინებით თუ დაელოდე,შენი მტრის გვამს ჩამოატარებსო. ისტორიას ახასიათებს სპირალური განვითარება. უბრალოდ დროში გაწელილი ქმედებაა. (ამ ,,სმაილიკსაც '' არ ჯერა,მე მჯერა! )
  9. უცხო_პლანეტელი გასაგებია,მაგრამ რატომღაც არ აქტიურობენ. ალბათ სამედიცინო ტერმინოლოგიასა და მაღალ მატერიებზე საუბარს პოპულარულ ენაზე საუბარი ურჩევნიათ. ხომ არ შეგვექმნა თემა სათაურით - ,,პახმელიაზე ხაში ჯობია თუ დაშხოშიანი ფათახი?
  10. ოდესღაც ,,ოქროს ასაკის'' საზღვრები 30-35 წლებში იყო მოქცეული,ხოლო 50 წლის მამაკაცს უკვე მოხუცად თვლიდნენ და მათ ,,ცოცხალი,გამრჯე,უწყინარ მოხუცებს'' ეძახდნენ. საინტერესო იქნებოდა მოგვეთხრო ვინ როდის იგრძენით ასაკის საცეცები და რა შემთხვევამ გამოიწვია ამის პროვოცირება.
  11. მოგეხსენებათ ლუდსა და ღვინოში გაცილებით მეტი იხრჩობა ,ვიდრე წყალში. ისე, ცნობის სახით, საბერძნრთში მხოლოდ წყლით კარგად განზავებულ ღვინოს იყენებდნენ(პროპორციით:3 წილი წყალი და 1 წილი ღვინო).ის ვინც სუფთა ღვინოს სვამდა,ლოთად იყო მონათლული და გავდევნა ემუქრებოდა. ვისაუბროთ ალკოჰოლიზმზე,დეპრესიის თუ სხვა ფაქტორების ფონზე თუ ყოფილხართ ,,ადამიანი მუხრუჭების გარეშეს'' მდგომარეობაში?
  12. უცხო_პლანეტელი ოპერატიულად გამოხმაურებისათვის დიდი მადლობა,მაგრამ ვფიქრობ პერსრექტივაში ჩემდამი დიდაქთიკა ფოტოგრაფიაში,ჩემი ცოდნის 0 ნიშნულზე ყოფნის გამო, კონტრპროდუქტიული იქნებოდა. დროთა განმავლობაში გულისგამაწვრილებელი შეკითხვები გაღიზიანებაში გადავა,გამოიწვევს აგრესიის პროვოცირებას. ჩემთვის კი ადამიანური ურთიერთობები უფრო პრიორიტეტულია. ალბათ უმჯობესია დამოუკიდებლად შევითვისო,შეკითხვებს თავად გავცე პასუხი,ამ ჯერზე დავსვა მრავალწერტილი და სამომავლოდ გავაგრძელოთ დისკუსია. p.s. ისე, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე სიტყვა ,,ჩაინიკს’’ მე მაინც ,,პროფანს’’ ვარჩევდი.
  13. hamurabi

    KRAFTWERK

    გემოვნება ინდივიდუალურიაო,მასზე არ დავობენო და ა.შ. მეც რაღაც მუღამი დავუჭირე ამ ანსაბლს, ,,KRAFTWERK''- ზე ვსაუბრობ,გახსოვთ ალბათ, გერმანული მუსიკალური კოლექტივია დუსელდორფიდან... ჰოდა მაინტერესებდა მისი იდენტური სხვა რა იცით? :TAT:
  14. უცხო_პლანეტელი მადლობა გულისხმიერებისა თვის! დამეთანხმები,ყველაფერი ოდესღაც იწყება.შესაბამისად თუნდაც ,,მოყვარულზე ცოტა უარესის'' დასაწყისიც ჩემთვის ფრიად საინტერესო იქნებოდა.
  15. გამარჯობა მეგობარო! ფოტოგრაფიაში შენს ერუდიციაზე ეჭვი არც შემპარვია. შედარებითია ამ ქვეყანაზე ყველაფერი,მოგეხსენება და ამ სფეროში არასაკმარისი ცოდნის გამო ვიყავი თვითკრიტიკული.შესაბამისად ,,ავტოტოპკები’’ მე მეკუთვნოდა. p.s. ისე დამწყებთათვის რა ლიტერატურას მირჩევდი?
  16. ვუცქერ თქვენი აზრთა გაცვლა-გამოცვლის ,,პინგ-პონგს’’ მიკარგული ქანდარიდან და სულ უფრო ვრწმუნდები-ჩემთვის პროოვინციელობა გეოგრაფიული კი არა ინტელექტუალური პრობლემა ყოფილა. ...ვგრძნობ,ტვინი ,,ხირსლებიანი’’ გამიხდა-წავედი,მგონი დამეწყო დეპრესია...
  17. ფურუნკული,სახელად ,,რუსეთი'' გასკდა და იქიდან ბალღამი გადმოინთხა... რუსეთის გავლენის აღდგენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ის საფასური იქნება,რომლის გადახდაც მსოფლიო მშვიდობის სანაცვლოდ მოგვიწევს.
  18. სვანეთში ამბობენ:,,გზა ნაგზაურზე და ხიდი ნახიდურზეო'',რუსეთისა და ქართველი ხალხის ურთიერთბა და ახლობლობა განგებამ ცაში გადაწყვიტა და უფლის ნებას მოკვდავი კაცის სურვილები ვერ შეცვლის(ჩ ვენდა სამწუხაროდა და სავალალოდ). რეზიუმე: სჯობს ბუზი მოსპო თაფლით ვიდრე ძმრით!
  19. ერთგვარად ნასიამოვნები,კმაყოფილი და გულგაკეთებული ვარ ჩემი შესაძლებლობების შენსმიერ აღმატებულ ხარისხში შეფასებით სამწუხაროდ დილეტანტი ვარ ამ სფეროში დამწყებთათვის რეკომენდირებული ლიტერატურის შერჩევას ვითხოვდი. მადლობა გულისხმიერებისთვის.
  20. მსოფლიომ უნდა იხელმძღვანელოს ჰემინგუეისეული პოსტულატით: ,,როცა ზარები რეკენ,უნდა იგულისხმო,რომ ოდესმე ზარები შენთვისაც ჩამორეკენ’’. ბანალური ფრაზა რუსეთზე-,,თიხის ფეხებზე მდგარი გილიათი’’რეალურია და ნგრევის შემთხვევაში აპათიურ მსოლიოს თან ჩაიყოლებს.
  21. მოგესალმები ჭანო! მაინტერესებს ზემორე აღნიშნულის საბაზისო ცოდნის ეტაპობრივი საფეხურები.
×
×
  • შექმენი...