Jump to content
Planeta.Ge

hamurabi

პლანეტელი
  • პოსტები

    79
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი hamurabi

  1. უცხო_პლანეტელი ეეეჰ,ჩემო მეგობარო,მდიდარს ყველა იცნობს,მისი ხმა ღრუბლებს უწევს.ღატაკი ხმას გაიღებს და ყველა მას უყვირის.ვისი შესამოსელიც მდიდრულია,მისი სიტყვაც მოსწონთ... ...ბედნოსტ ნე პაროკ,ნო ბოლშოე სვინსტვო!..
  2. უცხო_პლანეტელი ჩვენდა სამწუხაროდ აბსოლუტურად გეტანხმები
  3. უცხო_პლანეტელი პასუხი ბანალურია - მთავრობის ნების უქონლობისა და უუნარობის გამო. ისე, ხალხსაც არ დაუკლია ხელი. იმაზე არ დაფიქრებულან,რომ ხელისუფლება მოძრავი შემადგენლობაა,ინფრასტრუკტურა-სადგური... გაზიდეს ყველაფერი ბალავრის გარდა.ახლა ჩაუვლიან გვერდით ნოსტალგიური მზერით და წარსულ დროებაზე ქაქანებენ. ზოგადად,მიზანთროპი არ გახლავარ,მაგრამ მზარავს იმათი ცქერა ვინც,მაგ.ამ კონკრეტულ შემთხვევაში,ხელისუფლებას ახოცავს ხელს და შინ მისული კი,ამ შენობიდან წამოღებული ,,ბლოკებით’’განახლებულ მარნიდან სტუმრისთვის გამოტანილი ღვინით საქართველოს და ქართველობას დალოცავს.
  4. asesino_141 gendolf :018: ლირიული ინტერმეცო :uh: მენჯი, ბალნეოლოგიური კურორტია სენაკის რაიონში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. მენჯში არის სანატორიუმი, სანატორიუმის ტიპის რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა. სეზონი — მთელი წელი. ...და რა - ამ გოგირდოვან წყალს ხაფანგივით აქვს გადამხობილი კუდის(არმატურის)რიკამდე გაფრცქვნილი კარკასი და კაი დედის შვილი ხარ და შეაბიჯე
  5. უცხო_პლანეტელი ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები A pattern of psychoactive substance use that is causing damage to health. The damage may be physical (as in cases of hepatitis from the self-administration of injected psychoactive substances) or mental (e.g. episodes of depressive disorder secondary to heavy consumption of alcohol). Psychoactive substance abuse
  6. გაგიგიათ ალბათ ,,სარელაქსაციო ოთახის’’ - იაპონიაში აპრობირებული მეთოდის შესახებ, წარმოებაში შრომისუნარიანობის ამაღლების მიზნით. შეხვალ და იღლიების გაოფლიანებამდე უბათქუნებ ხელმძღვანელი პირების ფიტულებს(დაქვემდებარების მიხედვით). მერე,თავის დროზე, სამუშაო დღის განრიგი მთავრდება და ყველანი ,,კრება დარჩა მხიარულის’’ პრინციპით შინ ბრუნდებიან... თქვენი არ ვიცი და ამ სიცხისა და უარესის,კოღოების გადამკიდე,რომელთაც ,,პლასკაგუბცით’’დავდევ ხორთუმების მოსაძრობათ’ კი ვსაჭიროებ მგონი ,,რელაქსაციის ოთახს’’გაძლიერებული აკუსტიკით (ძმურად,არ დამიწყოთ ახლა - სიცხისთვის კონდეციონერი და კოღოებისთვის - არომატიული ტაბლეტებიო) : ჩვენც მოვუყვეთ ერთმანეთს დაგროვილი უარყოფითი ემოციების შესახებ და ცუდი განწყობაც შემთხვევით დაღვრილი ეთილის სპირტივიტ აორთქლდება.
  7. »SlaCk€r.. ,,...დაე,იარონ,იარონ,იარონ...ამინ!..''
  8. ketusa სარეცელზე ყველა თანაბარი სიგრძისაა!
  9. უცხო_პლანეტელი ღვინის სმა ქართველისათვის ოდითგანვე ეროვნული კულტურის თანმდევი ატრიბუტი იყო და ამ საკითხისადმი მსგავსი ფათეტიკური ტონით მიდგომა არამართებულად მიმაჩნია. სადაც ხე იჭრება ნაფოტიც იქვე ცვივა და შესაბამისად ცალკეული ლოკალური შემთხვევები გლობალურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ!
  10. gendolf ...ვინც უცოდველია,პირველად მან ისროლოს ქვა!... ნუ განვსჯით სხვებს,თორემ ქართველები ვართ ჩვენც და არაა გამორიცხული,სასაფლაოზე ცეკვის რა მოგახსენო ,მაგრამ ,,საცივსა’’ და ,,ხანჯლურში’’ ჩვენს შევეზიაროდ.
  11. უცხო_პლანეტელი სამეგრელოში ერთგვარი რიტუალური დატვირთვა აქვს აგრეთვე სუფრის დასრულებამდე გაუსვლელად ყოფნას,ანუ შარდმა რომ შეგაწუხოს ფაქტიურად განწირული ხარ ქვეშ ჩასასველებლად ეგეთი ფსევდოვაჯკაცობა უფრო მეტ სირეგვნედ მიმაჩნია :lasha1997:
  12. lasha_alo სლოკინი არის დიაფრაგმის ნერვის გაღიზიანების შედეგად აღმოცენებული დიაფრაგმის პარადოქსული მოძრაობა. შეიკავეთ სუნთქვა და დალიეთ აქტიურად წყალი ნაირ-ნაირ პოზებში
  13. ხალხო,რა გჭირთ,ზაფხულის ხვატის გამო მიატოვეთ დალევა? სიცხის მეტი რა იყო ხორასანსა და ნიშაბურში,მაგრამ ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამს სმა და მერე რობაიების წერა კი არ შეუწყვეტია :TAT:
  14. lasha_alo აუუუ,ღიპი-პედიკურის(ფეხებზე ბრჭყალების მოჭრის) და ,,შნურუკების'' შეკვრის მტერი
  15. თემა,,ხო რა უნდა მეტქვა’’-ში fashist-ის პოსტის კითხვისას ერთი იდეა გამიჩნდა- ამ თემაში მხოლოდ , უგზოუკვლოდ მთვრალებმა არა,მაგრამ საკმაოდ დაგრუზულებმა დავპოსტოდ. აი,ისეთ პონტში,სახლში მისული პირველად მაცივარს რომ გამოაღებ,მთელი დღის ნალოთაებ დაშაშხულ ხორხს რომ ნაბეღლავით დაიამებ,მერე კომპს მიუჯდები, კლავიატურაზე ცალთვალმოჭუტული შეეცდები ის ,,საკაცობრიო მოსაზრება’’ ამობეჭდო იმ მომენტისათვის გახურებულ ტვინში რომ გიფუთფუთებს. ერთგვარი sound-recorder-ის პონტში იქნება,მეორე დღისთვის მაგრად სახალისოდ
  16. აზრი ეს თუთბერიძეს ანახა ეხლა,რას აიქაფებდა პირს
  17. უცხო_პლანეტელი რეალურად, ჭეშმარიტად,, ტრადიციულ'' და ,,დამრტყმელ-პურისმჭამელ'' პიროვნებას ეს პრობლემა არ გააჩნია.ის გაწონასწორებული,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული,დინჯი ადამიანია,სერიოზული,მყარი კავშირებით,რომელიც თავის თანამეინახეებთან იმყოფება ყოველთვის საჭირო დროს და საჭირო ადგილას. მისი და საკუთარი საძმო-სამეგობროს ,,სამოღვაწეო’’ არეალი შემოსაზღვრულია და გააჩნია ფეისკონტროლი,რომელიც განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანს იგნორირებას უკეთებს და ა.შ შესაბამისად მას ყოველდღიური მოთხოვნილებები,ანუ ,,თავდავიწყება’’,როგორც შენ უწოდე, სასმელზე ვერ ექნება,რადგან ყოველდღიურ რეჟიმში მოზრდილი კონტინგენტის ერთ განწყობაზე ყოფნა,დამეთანხმები ,არალეარულია.ინდივიდუალური,ფიზიოლოგიური მოთხოვნილება სასმელზე კი ირთგუნება რენომედან გამომდინარე.მოკლედ დაუწერელი კანონების ბუკეტია... ჩვენთვის საინტერესო პიროვნება კი არის ბუნებით არააგრესიული,უბოროტო,მაგრამ არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ადამიანი,რომელიც სიმთვრალეში ახდენს არარეალიზებული თვისებების კომპენსაციას ,,დამრტყმელ-პურისმჭამელის’’ შირმით და ეს ხდება,სხვათაშორის,უმეტეს შემთხვევაში საკუთარი დანახარჯებით,ვინაიდან როგორც ავღნიშნეთ სიფხიზლეში ერთი უჩინარი პიროვნებაა(რეალურად სხვაზე აღმატებულიც შეიძლება იყოს,მაგრამ კომპლექსის გამო არ აქტიურობს),ურთიერთობისთვის ნაკლებად საინტერესო,რომლის ,,ლიდერობას’’ სუფრაზე მანამ მოითმენენ,სანამ ჯიბეში მორიელი არ ესმევა და ხელის ჩაყოფა არ დაეზარება. როგორც წესი,კონტინგენტი შემთხვევითია და არა შერჩევითი,შესაბამისად არ გააჩნია შემაკავებელი ფაქტორები-პასუხისმგებლობა,საერტო ფასეულობები და სუფრის,, მახვშად’’ ყოფნა მისთვის ისეთი საცდურია,რომლის განცდისათვის მზარდ დალევის სიხშირეზე არ რეაგირებს,ანუ პროცესი მიშვებული ყავს.რომლის ბოლოსწინა პუნქტი სასმელზე დამოკიდებულებაა.ბოლო თავად ივარაუდე!
  18. asesino_141 რა მნიშვნელობა აქვს კატა რა ფერია,მთავარია თაგვი დაიჭიროს.
  19. მოსახლეობის ერთი მესამედი დედამიწაზე სათანადოდ ვერ იკვებება.ამავე დროს,ნეტავი მაგათი წყალი ჩვენ გადაგვხსმოდეს და იმ ქვეყანაში,სადაც მაღალი ცხოვრების დონეა,სისტემატური ჭარბი ჭამა სერიოზულად აფიქრებთ მედიკოსებს უამრავი მიზეზის გამო. მაგ.: უპირველესად დამღუპველად მოქმედებს გულსისხძარღვთა სისტემაზე.იგივე ცხიმი,დავუშვათ,მუცლის არეში გროვდება,დიაფრაგმას მაღლა სწევს და ხელს უშლის სუნთქვით მოძრაობებს და ა.შ. და რაც მთავარია,ფუი ეშმაკს,ჯვარი გწერიათ და ეს იწვევს სწორედ ნაადრევ სიკვდილს. შეჯახებიხართ წონის პრობლემას,გიქმნიდათ დისკომფორტს და რაში გამოიხატებოდა?
  20. asesino_141 გულისხმიერებისათვის მადლობა. პრინციპში,ყველას მის ამბავში გაუმარჯოს ღმერთმა.ურთიერთობას ,როგორც ყველაფერს, მისი აღმატებულება დრო დაალეგულირებს. რას ეძახდა გალაკქტიონი მწერალტა კავშირს - ,,ერთ გულთა სამჭედლოს’’
  21. dariala შენისთანა ადამიანის მისია დედამიწაზე პოზიტიური ენერგიის გაფრქვევაა ყველა მიმართულებით. პოზიტივი,თავისი ბუნებით,არეკვლადია,ოღონდ ბუმერანგის თვისებების მქონე. შესაბამისად შენ დიდი ხანი უნდა იცოცხლო !!!
  22. აზრი თემის ვექტორს ოდნავ გადავხრი და დავსვამ კითხვას -მაშინ რატომ შეიგრძნობს დედაკაცი ,,ქალურობას’’ 30-35 წლის ზემოთ? ე.ი.თვით ბუნება გვკარნახობს ასაკის იდიალურ ზღვარს. p.s.მაგრამ დაგასწრებ და ავტოშეკითხვას თავად დავსვავ - მამაკაცების შემთხვევაში რომ პირიქითაა,ფიზიოლოგიური თვალსაზრისით?
×
×
  • შექმენი...