Jump to content
Planeta.Ge

დაათ

პლანეტელი
  • პოსტები

    93
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი დაათ

  1. ანბანის ასოთა განლაგება 9 მწკრივად და 4 სვეტად http://s15.radikal.ru/i189/1005/dd/d45f67311282.jpg
  2. მეცნიერმა ალეკო ცინცაძემ და რაულ მამალაძემ. ისინი უშვებენ წიგნს ამის შესახებ. საინტერესო წიგნი იქნება დარწმუნებული ვარ. მეცნიერების შეხედულება ამ თემაზე. http://www.urakparaki.com/?m=4&ID=30242
  3. ვიზიარებ შენიშვნას. გავითვალისწინებ. ეს უბრალოდ იმის დასადასტურებლად დავწერე რომმე მართლმადიდებელი ვარ. იციან ხოლმე მიგაკუთვნებენ რომელიმე სხვა მრწმასს. თვითონ იეჰოვას მოწმეები ალბათ შეცდომით მიწერია, თუმცაღა თვითონ სახელი იეჰოვას ბევრი ინტერპრეტაცია აქვს და ეს შეცდომა მეპატიება. რადგანაც ებრაულ თორაში ეს სახელი მოხსენიებულია, როგროც იჰვჰ, რადგანაც ხმოვან ბგერებს არ წერდნენ არამედ მხოლოდ ამბობენ, აქედან გამომდინარე იაჰ ვეჰ, იეჰვეჰ და სხვ.
  4. რთული კითხვაა. არსებობს რწმენა და არსებობს დოგმა. დოგმატიკას რომელიც კანონიკის სათავეა კარგად უნდა იცნობდე. სასულიერო სასწავლებელში ალბათ ასწავლიან, მე არასდროს მისწავლია იქ, მაგრამ ვარაუდობ რომ ასე უნდა იყოს. განსხვავებები სხვადასხვა მიმდინარეობებს შორის დოგმატიკის გამოა. და თუ კათოლიკურსა და მართლმადიდებლურს შორის იყო განსხვავება, მითუმეტეს როდესაც ერთი პიროვნების აზრი არ შეესაბამებოდა დოგმას. განსხვავება დოგმატიკაშია თორე ყველა ქრისტიანმა იცის რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე უნდა მიუბრუნო. ან არა თვალი თვალისა წილ, არამედ გიყვარდეთ თქვენი მტრები. ეს ყველგან უცვლელია. და ეს არის სიტყვა ჭეშმარიტი. თუმცაღა დოგმატიკა აუცილებელია რადგანაც არსებობს.
  5. მე მასეთ ხალხს არასდროს ვუსმენდი, და არც მაგათ სიტყვებს ვიზიარებდი. სიტყვა ერთხელ ითქვა. ის დაიწერა და ჭეშმარიტება კი არ შესულა მასში არამედ იყო მასში. ამიტომაც ეწოდა წმიდა წერილი. მაგ საშიშროებაზე რასაც შენ ამბობ ბიბლია თავიდანვე გვაფრთხილებს: პირველი მღვდლები იყვნენ აარონი, მოსეს ძმა და მისი სამი შვილი. აქედან ორმა სამსხვერპლოდან შესაწირი ხბო მოიპარეს, ხოლო ცეცხლი გამოვიდა სამსხვერპლოდან და დაწვა ისინი. პირველი 4 მღვდლიდან ორი ქურდი იყო. ახლა დამენებებინა ბიბლიის კითხვისთვის თავი??? ცოდვა კაცშია შიგნით. ცუდი და კარგი ყველგანაა. ეს ბავშვური ლოგიკაა. ან მაშინ პირველივე გვერდის კითხვისას უნდა დამენებებინდა თავი, როცა ვკითხულობდი რომ ძმამ ძმა მოკლა. ლუდის დალევაზე კი არ შეასწრო ღმერთმა არამედ მკვლელობაზე. რომელი უფრო დიდი ცოდვაა??? ყველაფერი ნათელია ისედაც. ყველამ იცის კარგად რა ფერის ფიგურებით ტამაშობს ჭადრაკს. ხოლო მღვდელი მელქისედეკის წესისამებრ დადგენილია და წმიდაა.
  6. ეს ის ქრისტიანები არიან ჩემი აზრით, რომლებიც მიუღებელნი იყვნენ ამა თუ იმ ქრისტიანული მიმდინარეობის, მაგ: კათოლიკური, ორთოდოქსული და სხვ. დოგმატიკის გამო.
  7. ჩემი აზრით ამაზე ერთი პასუხია მხოლოდ: სიყვარული არს ღმერთი. თუ რათქმაუნდა ადამიანი არ იზიარებს მეცნიერების წარმოდგენას სიყვარულის შესახებ, რომლებიც თვლიან რომ სიყვარული არის ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებების ზეგავლენა ფიზიკურ და ასევე ნატიფ ფიზიკურ ანუ ფსიქოლოგიურ დონეზე ადამიანის ორგანიზმში. ეს ჭკუა მოკლე თეორია ამტკიცებს სიყვარულის ზეგავლენას მატერიალურ გამოვლინებებზე და მეტი არაფერი. ეს ის უტობიაა ყბამოვარნილი მეცნიერებისა რომლებიც მარცხენას მარჯვენისგან ვერ არჩევენ და აღიარებენ რომ დიდი აფეთქება მართლა მოხდა მაგრა ის რაც აფეთქდა საიდან წარმოიშვა არ იციან და ამაზე მუშაობენ. ახლა მეტი საშუალებები აქვსთ, იმუშაონ იმუშაონ, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თქვენ?
  8. ჩემთვის ყველანაირი "კავშირი" მიუღებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამაზე ეწერებოდა წმიდა წერილში.
  9. ნუკრიკომ რაც წერილები მოიყვანა ეს წერია ბიბლიაში, ძველ აღთქმაში. ქრისტე როდესაც ამბობს რომ ის გასაუქმებლად კი არა არამედ აღსასრულებლად მოვიდა, გულისხმობს იმის აღსრულებას რაც მასზე დაიწერა წინასწარმეტყველების მიერ. ეს არის ახალი აღთქმა და ამბობს რომ ახალი ღვინო უნდა ჩაასხა ახალ ტიკში თორე ძველში რომ ჩაასხა ტიკი გაიხევა და ტიკიც გაფუჭდება და ღვინოც დაიღვრება. არც ახალ საკერებელს აკერებენ ძველ სამოსზე რადგანაც უფრო გახევს მას. ებრეელები მოსეს რჯულს იუდაიზმს მიყვებოდნენ და მიყვებიან, ხოლო ქრისტე ამბობს რომ აქ არის მოსეზე მეტი. ის რაც მოსემ დაადგინა საჭირო იყო იმ ხანად, რადგანაც გამრავლებული იყო ურჯულოება ისრაელში. ალბათ მკითხავთ იმაზე მეტი ურჯულოება როგრო იყო ვიდრე ახლააო? მაშ ყველა უნდა დაიხოცოს? არა... ქრისტე ამბობს რომ ის ცოდვილთა სახსნელად მოვიდა და არა მართალთა სახსნელად. ამიტომაც დადიოდა ცოდვილებში, რისტვისაც მას განიკითხავდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ის აღარ ამბობს როგორც მოსე: თვალი თვალისა წილ, არამედ გიყვარდეთ თქვენი მტრები. ეს არის ღმრთეობის იმპულსი. ასეთია ღმერთი. იგი ცოდვილთა და მართალთა თავზე ერთნაირად აწვიმს წვიმით და ერთნაირად ამოყავს მზე. ჰაერსაც ყველას აძლევს და არა მარტო მართალთ. აბა როგრო ვქნათ ეხლა მოდი მართლებმა ისუნთქონ მარტო ჰაერი და ცოდვილებმა არ ვისუნთქოთ? ვინ არის უცოდველი??? მთელი დედამიწის მოსახლეობა... ქრისტეს უწოდეს კეთილი მოძღვარი მან კი უთხრა რატომ მიწოდებთ კეთილს? არავინაა უცოდველი ქვეყანაზე გარდა მამისა.... მას მიუყვანეს მრუში ქალი მარიამ მაგდალინელი. რომელსაც მრუშობაზე წაასწრეს. მიუყვანეს და უთხრეს ის რასაც შენ ამბობ. მოვკლათ? ჩავქოლოთ, რადგან რჯულში ასე დაგვიწერა მოსემ. მან კი დედამიწას გასცა ამაზე ამომწურავი პასუხი და ამას ნუღარ დავუბრუნდებით, რომ რომელიც უცოდველნი ხართ პირველმა ესროლეთ ქვაო. მათ შეგნება ქონდათ, ან იესოს სიტყვებმა გულიდან ყინული დაუდნო და შიშველ გულში ჩაახედა და ქვები დააყრევინა ხელიდან. ახლა ვინ აიღებს იმ ქვას???
  10. გამარჯობათ ადამიანებო! მე ვარ დავით ჩხენკელი. მე დღეს ანუ 2010 წლის 28 მაისს დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე. ყველას გისურვებთ იმას რასაც უსურვებდით თქვენ საკუთარ თავს. პირველ რიგში წარმატებას, ჯანმრთელობას 7 მილიარდ დოლარს და უფასო სამედიცინო დაზღვევას...
  11. და წინადადება რო იყოს არ შეიძლება? ოსურს გირი გერქიაო, ოსურს გირი უმან ნურთქვა ადე ბიჭო ბერდიაო!!!!! :TAT: ან ზღაპარი რო დავწერო ორ ძმაზე, სიზე და გენშტიგენშტიგენშტაბერინონსინოუბერიბერიმიშტერიბერიმიშტერიბერიკაგეწერამგეწერამკაკარაკამკაკალაზე???
  12. კახელი რეკავს ექიმთან: – ექიმო ძალიანა გთხოვ ამიხსენი ოყნა სად უნდა გავიკეთო? – ... (დუმილი)... იცით , ქვედა ტანში გენაცვალე. – ექიმო ვერ გავიგე და იქნებ კარგად ამიხსნათ რა? – ქვედატანში ანუ უკანალში... – ექიმო ვერც ეგ ვერ გავიგე და იქნებ სხვანაირად ამიხსნა?! – ტრ..ში! ტრ..ში!ტრ..ში!.(ყვირის ექიმი) – კახელი მეგობარს გადახედავს და ეუბნება: ეჰ მემგონი გავაბრაზე ეს კაცი და სხვა დროს დავურეკავ...
  13. "38. ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას. 39. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე." (სახარებაჲ იოვანეს თავი 11) "აღიღეთ ლოდი ეგე" მაცხოვარი ხალხს ავალებს ამას... აქედან დაიწყო ჩემი ძიება სიტყვაში. მოგეხსენებათ სიტყვის შინაარსი და მისი წარმომავლობა უდიდეს საიდუმლოს წარმოადგენს და მრავალი ერები ცდილობდნენ და ცდილობენ მისი შინაარსის გაგებას. სემანტიკა სიტყვის შინაარსის სწავლას გულისხმობს, ხოლო შემდგომი საფეხურები ეტიმოლოგია და სხვა, მის წარმომავლობას ფაქტებზე დაყრდნობით. ეს ლინგვისტიკის საკითხია. ამ თემაში ვისაუბროთ ქართული სიტყვის სემანტიკაზე, შინა არსზე. არა მის გარე არსზე, არამედ მნიშვნელობაზე და რა ხდება დღეს ამასთან დაკავშირებით. ყველასათვის ცნობილია მე-10 საუკუნით დათარიღებული ხელნაწერი რომლის გადამწერიც გახლავთ იოანე ზოსიმე. შემაჯამებლად მინდა ვთქვა რომ ამ წერილს ქართველობამ, ფილოლოგების, საერო თუ სასულიერო პირების სახით მივანიჭეთ მესიანიტური მნიშვნელობა. რომელიც ქართველი ერის მისიას მიუთითებს. ამ წერილთან დაკავშირებით გამოითქვა მრავალი აზრი, მოსაზრება და კრიტიკა. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილიც. მაგრამ ამ თემის ღრმად გაცნობის შემდეგ დამრჩა ისეთი შეგრძნება, რომ ეს (როგორც მას მიიჩნევენ ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები) წერილი უფრო ღრმა შინაარსის მატარებელია ვიდრე ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები და მესიანიტური იდეოოლოგიის თხზულება. თუ ჩვენ გვინდა სულიერად წინ სვლა ამისათვის საჭიროა სულში ჩახედვა. ჩვენი რაობის გამოკვლევა და წარსულში დაბრუნება. ეს ისარს გავს თუ გვინდა ისარი შორს ვისროლოთ, ამისათვის მშვილდი ჯერ უკან უნდა მოვზიდოთ რაც შეიძლება, რომ შედეგი მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ მივიღებთ დაისარი იქვე, ფეხებთან დავარდება. როგროც იქნა მეცნიერულად გაშიფრეს იოანე ზოსიმეს წერილი და მრავალი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს. ეს აუცილებელი იყო. მეცნიერებს ეს უნდა ენახათ საკუთარი თვალით, უშუალოდ უნდა შეხებოდნენ მას როგორც ეს მათ ჩვევიათ. რა მინდა ვთქვა! ის ნიშანი რომელიც მოცემულია ამ წერილში რიცხვი 94 გაშიფრეს. ჩემი აზრით ეს არის თარიღი იოანე მახარებლის გარდაცვალებისა. მე ვფიქრობ რომ ეს წერილი იოანე მახარებელმა დაწერა. და შემდეგ იოანე ზოსიმემ გადაწერა. გარდა ამისა 94 აღნიშნავს ქართული ანბანის განლაგებას. 4 სვეტი 9 მწკრივად. I II III IV . 1 ა 1 10 ი 10 19 რ 100 28 ჩ 1000 2 ბ 2 11 კ 20 20 ს 200 29 ც 2000 3 გ 3 12 ლ 30 21 ტ 300 30 ძ 3000 4 დ 4 13 მ 40 22 უჳ 400 31 წ 4000 5 ე 5 14 ნ 50 23 ფ 500 32 ჭ 5000 6 ვ 6 15 ჲ 60 24 ქ 600 33 ხ 6000 7 ზ 7 16 ო 70 25 ღ 700 34 ჴ 7000 8 ჱ 8 17 პ 80 26 ყ 800 35 ჯ 8000 9 თ 9 18 ჟ 90 27 შ 900 36 ჰ 9000 სიტყვა "დღესამომდე" არის გასაღები ამ წერილის. ის გაგებულ იქნა მხოლოდ მისი ერთერთი შინაარსით, რომ ნიშნავს დღემდე. მაგრამ ამ სიტყვას აქვს სხვა შინაარსიც, წინააღმდეგ შემთხვევაში ეწერებოდა "დღედმდე". დღესამომდე ანუ მესამე დღემდე. "და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ" ანუ მე–3 ათასწლეულამდე. ხოლო ეს სიტყვა 21–ეა თანმიმდევრობით. რაც აღნიშნავს 21–ე საუკუნეს, ხოლო მინიშნება კი აქ არის:"და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ასი ესე წილი ანბანისაჲ." ანუ საუკუნეში არის 100 წელი, ხოლო 21 ეს არის საუკუნე. ენა ესე აღსდგება 21–ე საუკუნეში. ამასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ვისაუბრებ. ახლა მინდა დავუბრუნდე თემის სათაურს. მეძებე. რა შინაარსი აქვს ამ სიტყვას. "მე" ანუ პიროვნება. "ძე" ძე ღმერთი. სიტყვაში მინიშნებული ჭეშმარიტი სწავლება, სიმბოლო ჭეშმარიტებისა. და ბე როგორც შეფარვით შეძახილი ცხვრისა. როგორც იესუ ამბობს იგავებში ცხვრის შესახებ. აქ არის ერთი საშიშროება რომ სიტყვა ცხვარს ხშირად იაღოველები იყენებენ რომ იესო მოვა და ჩვენ ცხვრებივით უნდა დავხვდეთ და ასე შემდეგ. სიტყვა ქართულია. იმედია იაღოველების სექტას არ მიმაკუთვნებთ ან კიდევ რომელიმე "საძმოს" წევრად არ მაღიარებთ.
×
×
  • შექმენი...