Jump to content
Planeta.Ge

დაათ

პლანეტელი
  • პოსტები

    93
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი დაათ

  1. ხო მაგრამ როდემდე ველოდოთ მე-6 სეზონს? ნეტა მალე გამოვა? აზრზე არ ვიყავი მაგ სერიალის. ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა. 4 დრიანი ოფი მქონდა აღებული და 3 დღეში ვუყურე 4 სეზონს. ბოდიში და ტუალეტში არ გავდიოდი ვერ ვწყდებოდი ეკრანს. უძლიერესია !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ყველაზე მაგარი სერიალი ჩემი აზრით. კასტიელი რა კაცია??? :boli:
  2. აი მაგ გაგებით ძალიან საინტერესო ფილმია, მაგრამ მასე ცოტა თუ დაუკვირდება, მე ვიზუალური ეფექტები ვიგულისხმე თორე ისე კრამერის იდეოლოგია საინტერესოა. :TAT: უფრო ისეთები მიზიდავს ამ ბოლო დროს რაც ან ნამდვილ ამბაზეა აგებული ან ფსევდოდოკუმენტურია
  3. ათეისტებისთვის შეურაცხმყოფელი რატომაა ვერ ვხვდები. მითხარი რელიგიური ცხოლევი ერთი დამისახელე რომელსაც ღმერთის წამს. მე გამოვყავი რელიგია იმ სხვა განსხვავებებიდან რითაც განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან და ერთერთი როა ეს ჭეშმარიტად ასეა, რაც არ გინდა სისულელე იძახო, ენას ძვალი არ აქვს. ხოლო ათეისტებს მე დიდ პატივს ვცემ, შეურაცყოფა შენ სად აღმოაჩინე მე არ ვიცი, მაგრამ შენი აზრია და შენი ნებაა. მე მასეთი არაფერი მითქვამს, ასე მხოლოდ შენ ამბობ. შეურაცყოფაა ის რომ შენ ჩემს აზრს სისულელეს უწოდებ. არ მინდა პოლემიკაში შემოვიდე შენთან ამ მცირე გაუგებრობის გამო, ისედაც გასაგებია შენი ზნეობის დონე. თვითონ შეურაცყოფ და სხვას აბრალებ, ეს მარტივი გამოცდილი ხერხია.
  4. ძალიან საინტერესოა დავიწყოთ, ოღონდ საიდან დავიწყო არ ვიცი. იქნებ შენ დაიწყო??
  5. ჩემი საყვარელი ჟანრია. ძირითადად მომწონს ისეთი რაც ძალიან მოქმედებს. ხერხი და ეგეთი ბავშვობები არ მიზიდავს. ზომბები და კვერცხობები. აი ფსევდოდოკუმენტური ან დოკუმენტური ფილმები, ან ისეთები, ნამდვილ აბავზე როა აგებული ახლა დავდებ რამოდენიმეს. ძაან მაგარია უყურეთ. ყველაზე ძაან რომელიც მომწონს იმას პირველს დავდებ: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=KTPQR The Fourth Kind http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=FOKMM Paranormal Activity http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=KOKQS The Amityville Horror http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=MONSU White Noise კიდე გამახსენდება და დავწერ. მხოლოდ საუკეთესოებს ვარჩევ. :TAT:
  6. ის მართლაც გენიოსი იყო, მე უბრალო ადამიანს რა მეთქმის მასზე? ჩვენ გავიზარდეთ მის ნაწარმოებებზე. ახლა ამ თემის ავტორს მალინას ვთხოვ ყურადღება გაამახვილოს ერთ ნაწარმოებზე კონსტანტინესი, რომელსაც ქვია "დიდოსტატის მარჯვენა". არ ვიცი შენ გაგიგია თუ არა მაგრამ მე გეტყვი ერთ ძალიან სერიოზულ უზუსტობას, რომელიც კონსტანტინემ შეგნებულად ან შეუგნებლად დაუშვა ამ ნაწარმოებში. ეს სათაურშივე ხდება. ნაწარმოების მიხედვით ვიცით რომ დიდოსტატს ხელს აჭრიან, რატომ კარგი აგიგიაო. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთ კედელზე გუმბათამდე დაახლოებით 10 15 მეტრის დაშორებით არის გამოკვეთილი წყრთა და გონიო. წარწერა: "ხელი მონისა არსუკიძისაი შეუნდევი". გვარი მან შეცვალა არსაკიძეთი, ეს მხატრვული გაფორმების მიზნით მხოლოდ და ამაში ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს, ხოლო აი ის, რომ წყრთა მისი მოჭრილი მარჯვენაა, ასე ჩაგვებეჭდა ჩვენ ყველას მთელს ქართველობას, ეს კი უდიდესი შეცდომაა და მე დღემდე ვერ მივაკვლიე იმ მოტივს, თუ რა მოტივით მიდის კონსტანტინე იმაზე რომ დაუშვა ეს შეცდომა. ან შეგნებულად აკეთებს ამას, რაღაცის დასაფარავად, ან შეუგნებლად. ამ უკანასკნელის შემთხვევაში შეიძლება ითქვას რომ დიდი შეცდომა მოსვლია მწერალს და თუ ეს ასე არაა და შეგნებულად გააკეთა ეს მაშინ არ ვიცი რატომ. თუმცა ამას ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ. ახლა წარმოიდგინეთ არსუკიძე აშენებს ტაძარს, მან სადღაც შუაში თავისი მოჭრილი მკლავის ამსახველი ქვაშიკვეთილი დატოვა, მანამ სანამ მას მკლავს მოკვეთდნენ? ცნობილია რომ ააგო მერე მოკვეთეს მკლავი ნაწარმოების მიხედვით. თუ ცალი ხელით ააგო დანარჩენი? ამაზე რატო არაფერს წერს? არსუკიძემ სულ სხვა მიზნით გამოკვეთა ეს ქვაში და არა იმიტომ რომ მას მომავალში ხელს მოაჭრიდნენ. ეს მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ ადამიანების ცნობიერებაზე მოახდინა დიდი ზეგავლენა. დღეს ყველას გონია რომ ეს წყრთა მისი მოკვეთილი წყრთააა.
  7. მოდით კითხვა დავსვათ, ამ კონტექსტში რას ნიშნავს ქალწული? ვგულისხმობ ამ სიტყვის სემანტიკას ანუ შინაარსსს. აი მე მაგალითად ქალწული ვარ ზოდიაქოთი. ნახევრად ლომი. ანუ ამ შემთხვევაში ყველანი მიხვდით რომ ზოდიაქოს ნიშანზე მაქვს საუბარი, ხოდა ზუსტად ასე გავყვეთ. რა იგულისხმება ამ სიტყვაში ღმრთისმშობელთან დაკავშირებით.
  8. მხოლოდ ვჩანვარ? :givi: პრინციპში აბა სხვა შეხედულება როგრო გექნება ვირტუალურ სამყაროში, დაჟე არ @ვჩანვართ@ მაშ რო მოიცლი და თუ სურვილიც გექნება ვისაუბროთ, შენ დაწერე მათი ნაშრომების შესახებ და ერთად მოვძებნოთ, თუ რატომ ეწინააღმდეგება დოგმატიკას.
  9. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავის არ უარვყობ არამედ მხოლოდ კავშირულ დაჯგუფების მოვლენას. რაც შეეხება გამუქებულ საკითხს. რჩევებისთვის ყოველთვის მადლობას მოგიხდი, ისეთებისათვის როგორიცაა "გულდასმით წაიკითხე სახარება" და სხვ... მე მაქვს წაკითხული სახარება გულდასმით შენ? ამიტომ გთხოვ დაწერე ეგ ადგილი სადაც შეთანხმებას დებენ და მე მალევე მივაგნებ, თუ დაწერ.
  10. კონკრეტულად რომელი განმარტების გამო, არ ვიცი არ ჩავძიებივარ ამ თემას. მე ზოგადად გიპასუხე რაში უნდა ეძებო. რომ ჩავძიებოდი გეტყოდი, იმედია ვინმე გამოჩნდება ამ საკითხში ჩახედული და გვეტყვის, მეც მაინტერესებს. დაველოდოთ.
  11. პასუხი 1 კომენტარისთვისაზრი ბერძნებმა დაწერეს იგულისხმება რომ ბერძნულ ენაზე დაიწერა. ებრაელებმა დაწერეს რას გულისხმობ? წმიდა წერილი დაწერეს მოციქულებმა ალბათ ამას. პასუხი 2 კომენტარისთვისაზრი იმ დორისათვის არ არსებობდა რუსული ენა, არც სახელმწიფო ტონგო. გუჯარათული არსებობდა მანამდეც. ასევე არსებობდა ქართული ენაც. ინტერვიუ რამაზ პატარიძესთან: "კვალი": თქვენ მიიჩნევთ, რომ ქართული დამწერლობის ფესვები ძველ საქართველოში ფარნავაზამდელ ეპოქაში უნდა ვეძებოთ, რა გვაძლევს ამის საფუძველს? რ. პ.: არცერთ ერს არ მოეპოვება ისეთი სრულყოფილი ცნობები საკუთარი დამწერლობის შესახებ, როგორც ჩვენ. ქართულ მატეანეებში ყველაფერია თქმული, ქართული ანბანის შექმნის, შემოღებისა და აღორძინების შესახებ. მემატიანე ამბობს: ,,არა უწიგნონი იყვნენ, ქართველნი უწინარესთა ჟამთა შინა, ვიდრე ფარნავაზამდე, წერდნენ იგინი უხუცესთა წერილითა , იგინი იყვნენ კერპთა მღვდელნი და მემსხვერპლენი ერისანი ღმერთთა მიმართ და წერილნი მათნი არს ესე წერილი ხუცური ჩვენი და წერილნი ხუცური პირველსა ჟამსა ქმნილ არს წერილისაგან ებრაულისა და ქალდეურისა და მსგავსცა არიან წერილითა მათთა ჩვენი ხუცურნი.” აქ ხსენებული ,,პირველი ჟამი” ჩვ. წ. აღ-მდე 444 წელს გულისხმობს, როცა საქართველოში დაიწყო მზის უძრავი წელიწადის კალენდარული ეპოქა. ეს სწორედ ქართული ანბანის შემწეობით მოხდა. რუსული დამწერლობა მოგვიანებით შეიქმა კირილიცა. რაც შეეხება ხმამაღალ განცხადებებს, მე მაქვს უფლება გავაკეთო ხმამაღალი განცხადება და ხმადაბალი განცხადებაც. ხოლო რადგან შენ ამას ხმამაღალ განცხადებას უწოდებ, გეტყვი რომ ჩემი უტყუარი საბუთი ზემოთ მაქვს მოყვანილი და ეს არის "ქებაი"– წერილი. მე სხვა უტყუარი საბუთი არ გამაჩნია. პასუხი 3 კომენტარისთვისაზრი ჩემი მტკიცებულებაც მაქვს ახსნილი როგორ ვამტკიცებ რომ იოანე მახარებლის დაწერილია. და თუ დაინტერესდი შეგეძლო წაგეკითხა. სხვა მტკიცებულება მე არ გამაჩნია. ხოლო თუ გსურს საპირისპირო აზრის გამოთქმა ჩემს მტკიცებულებასთან დაკავშირებით გისმენ. პასუხი 4 კომენტარისთვისაზრი ეს შენ ამბობ რომ არ ვიცი. მე კი ვამბობ რომ არ იციან. მე არ ვამბობ რომ მე არ ვიცი. ჩემი დაწერილი რომ წაგეკითხა ამასაც გაიგებდი. ახლა კი შენსავით მეც მიწევს ერთი და იგივეს გამეორება, მაგრამ ამითი მემგონი არაფერი დაშავდება, ამის გულისათვის არ ღირს გავნაწყენდეთ, არ მეთანხმები?! ქებაიში მოცემული ნიშანი 94 ეს არის თარიღი ამ წერილის დაწერისა. "ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე" ხოლო ეს თარიღი ემთხვევა იოანეს გარდაცვალების თარიღს. მე ვიცი როდისაც დაიწერა ეს წერილი და ამას ვამბობ კიდეც, ნუ მაბრალებ რომ არ ვიცი. პასუხი 5 კომენტარისთვისაზრი იმის შესახებ რომ ეს ასეა, წერია "ქებაი"–ში. ხოლო იმის მტკიცებულება რომ მანამდე ცოცხალი იყო, ჯერ ამაზე კონკრეტულად არ მისაუბრია მხოლოდ ზოგადად ვთქვი რომ ეს არის ლაზარე, ქართული დამწერლობა, ანბანი. ამაზე ვისაუბრებ მაცადე კაცო. ეხლა დავიწყე, მაგრამ ჯერ შენ კითხვებს უნდა ვუპასუხო. პასუხი 6 კომენტარისთვისაზრი "ფაქტიურად არაფრის მტკიცებულება არ გაქვს" ეს შენი სიტყვებია. მე გითხარი მტკიცებულებების შესახებ. ხოლო ის რომ მე–4 საუკუნემდელი დაწერილი წმიდა წერილი არ არის აღმოჩენილი ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს. ახლა უნდა აღმოჩნდეს, რადგან ამის დრო მოვიდა. ხოლო ეს ენა რომ მანამდეც არსებობდა, ამის შესახებ ინფორმაცია იხილე ჩემს წერილში: პასუხი 2 კომენტარისათვის ფარნავაზი მეფობდა (ძვ.წ.356-264წწ.) პასუხი 7 კომენტარისთვისაზრი ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე რაც წერია "ქებაიში" "წელი ათასი ვითარცა ერთი დღე" ხოლო ეს სიტყვები დავით წინაწარმეტყუელს ეკუთვნის რომლის შთამომავალიც იყო იესუ. ერთი გაგებით მართლაც ლაზარე 4 დღე იყო მკვდარი, მეორე გაგებით 4000 წელი. ერთიც არის და მეორეც. ვერც ერთს უარვყობთ და ვერც მეორეს. პასუხი 8 კომენტარისთვისაზრი პოსტებს ნამდვილად ვკითხულობ, აი შენ არ კითხულობ. მოგწონს ესეთი საუბარი? მე არა. არც შენ ალბათ. არ ღირს ამაზე დავა მეგობარო პასუხი 9 კომენტარისთვისაზრი მე რისი იმედი მექნება მოდი ამას ჩემთვის შევინახავ ოკ? ისე სურვილისთვის თუ ამას სურვილს დავარქმევთ მადლობ. ჩემთვის ის მტკიცებულებაც საკმარისია რაც მაქვს. ხოლო ვისთვისაც არ არის საკმარისი იმათთვის ვიძახი, რომ იპოვნიან. პასუხი 10 კომენტარისთვისაზრი ამაზეც ვისაუბრე ზემოთ: სიტყვა "დღესამომდე" არ ნიშნავს მხოლოდ "დღედმდეს" არამედ დღე სამ მდე, ანუ მესამე დღემდე. დანარჩენი ახსნა ზემოთ იხილე მეტი დაზუსტებისათვის.
  12. კიბატონო. რადგანა ასე თვლი შევეცდები ახლა დავწერო. პოსტი ნომერი 5. კითხვა რომელიც დასვა მომხმარებელმა ფსევდონიმით აზრი: დაათ რატომ იყვნენ მიუღებელნი (აპოლოგეტები. შენიშვნა ავტორის მიერ)ამა თუ იმ ქრისტიანული მიმდინარეობისთვის ხომ ვერ დაწერდი, დამაინტერესდა. პასუხი. ჩემი აზრით ისინი მიუღებელნი იყვნენ დოგმატიკის გამო. ჩემი აზრით დოგმა არის ის განმარტებები წმიდა წერილისა, რომელიც მიჩნეულია ჭეშმარიტ განმარტებად წმიდა მამების მიერ.
  13. სიტყვა "კავშირში" ვგულისხმობ არა ვინეს უარყოფას არამედ ვინმეების მიერ კავშირის ჩამოყალიბებას. კავშირის როგორც ორგანიზაცია ასეთი სახე აქვს დღეს მიღებული. მე ამას ვგულისხმობ. და ეს არის ჩემთვის მიუღებელი. პირუვნულად მე არავის უარვყობ. პირიქით მე პატივს ვცემ ყველას პიროვნულ აზრს, რადგანაც ვაფასებ ადმიანის პიროვნებას, ინდივიდუმს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცაღა აქ ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება იმიტომ რომ სხვა თემაა. ქრისტესა და მოციქულებს შორის არანაირი შეთანხმება არ ყოფილა დადებული, შეთანხმება დადო იუდამ სინედრიონთან, რომლის მიხედვითაც მას უნდა ეჩვენებინა სად იმყოფებოდა იესო.
  14. ჩემს აზრს გეტყვი ხოლო სრული ინფორმაციისათვის შეგიძლია მიმართო საპარტიარქოს, ან კითხვით ან ვინმე გეყოლება ნაცნობი და თხოვე ლიტერრატურა მართლმადიდებლურ დოგმატიკაზე. ყველა მიმდინარეობას თავისი დოგმატიკა აქვს. ჩემი აზრით დოგმა არის ის განმარტებები წმიდა წერილისა, რომელიც მიჩნეულია ჭეშმარიტ განმარტებად წმიდა მამების მიერ. სულ ეს არის ჩემი აზრი.
  15. ქრისტიანული რელიგიის მიხედვით ღმერთი არის პიროვნება. ეს საკითხი ყოველთვის საკამათო იყო რადგანაც ბუდისტურმა რელიგიამ საფუძველი ჩაუყარა ათეიზმს, უფრო სწორად მის საფუძველზე აღმოცენდა ათეიზმი, არადა ბუდა სულ სხვა რამეს იძახდა. ეს არის იმპერსონალიზმის ზენიტი. აღმოსავლეთში იმპერსონალიზმი გავრცელებული იყო ოდითგანვე და ბევრს ასე სჯეროდა რომ ღმერთი არის ყველაფერი, ხოლო როგროც ცალკეული პერსონა, პიროვნება ასეთი სახით იგი არ არსებობს. ეს არის იმპერსონალიზმის და პერსონალიზმის დუელი. მაგრამ ამ დუელში გამარჯვებულად მაინც პერსონალიზმს მივიჩნევ, ერთი მარტივი მიზეზის გამო: იმან ვინც შექმნა პიროვნება, ჩვენი სახით, თვითონ რატომ ვერ შეიძლება რომ იყოს პიროვნება? თუ ეს იმპულსი ჩადო ადამამიანში თვითონ არ დაიტოვა ეს უფლება? ხოლო პიროვნული ღმერთი როგროც მამა წარმოგვიდგება ქრისტიანობაში, როგორც შემქმნელი დამბადებელი. მამა შესაბამისად კაცი. იმან ვინც მამაკაცი და დედაკაცი შექმნა, თავის თავში ამ ორივეს საწყისს ატარებს. კაცი როგორც ენერგიის გამცემი, ხოლო ქალი მიმღებელი, რადგანაც წერია: ". და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად. და მიმღებელმან დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა და ჭამეს." (წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების ებრაელთაგან ბერესით თავი 3) "6. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა." (შესაქმე თავი 3) ახლა ნახეთ რომ სიტყვა "მიმღებელმან" აღარ წერია თანამედროვე თარგმანში, რატომ? ვერ გაიგო მთარგმნელმა და იმიტომ. ამიტომაც ვწერ ხოლმე ჯერ ძველი ქართულით და შემდეგ ახალით, რადგანაც ბერვი რამე შეცვლილია. ზოგადად დედაკაცი განასახიერებს მატერიალურ საწყისს. აქედან მოდის სიტყვა "მატერია". ხოლო მამაკაცის სულიერს. სიტყვაში კაცი, დევს ეს მარცვალი ანუ კა ცის, ანუ ცის. ცა როგროც სულიერი სამყარო ასე მოისაზრება. როდესაც ღმერთი სამყაროს ქმნის იგი გასცემს თავის ენერგიას და ამიტომაც ეწოდება მას მამა. მამაკაცი. ასეა აღქმული.
  16. ასე მინდ ვთქვა: რელიგია განასხვავებს ადამიანს ცხოველისგან, თუმცაღა არამარტო რელიგია მაგრამ დიდწილად. როდესაც ადამიანის ზნეუბა ეცემოდა მოდიოდა მხსნელი რელიგიის მომტანი. მოსეს შემდეგ წარირყუნა ქვეყანა. მოვიდა იესუ ქრისტე და აღადგინა რჯული. მისი სიტყვები ისეთი სიტყვებია, რომ მზის სისტემაში რომ სვაგანაც იყოს სიცოცხლე ყველგან ეგ სიტყვები იქნებოდა ჭეშმარიტი, რადგანაც ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა.
  17. ჩემი აზრით ყველა ენა იცვლება ადამიანთან ერთად. ის რაც ახდენს ადამიანზე გავლენას პირდაპირ გავლენას ახდენს ენაზეც. არის ჟამი ენის სიკუდილისა და არის ჟამი მისი გაცოცხლებისა. როგროც იესუ ამბობს მარცვალზე, რომ მიწაში ჩავარდნისას თუ არ მოკუდა ისე ვერ აღმოცენდება ხედ, და ვერ გამოისხამს ნაყოფს. ქართული ენა როგროც ლაზარე 4000 წელი მკუდარი იყო. იგი რომ არ მომკუდარიყო სხვა ენები ვერ წარმოიშობოდნენ. ხოლო არის ჟამი აღდგინებისა. რამეთუ წერილ არს: "43. და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღატ-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე! " (სახარება იოვანესი თავი 11)
  18. 50 მილიარდი რო გქონდეს უკვე ძაან ცნობილი Fეისი იქნები და მოუნდებათ შენი მილიარდები და 7 რო გაქ, 7 სხვადასხვა დიდ ბანკში შეიტან თითო თითო მილიარდს და ეგ არაფერი 1 მილიარდი ყველას აქვს და არავინ ყურადღებას არ მოგაქცევს, არც დაცვით სიარული მოგიწევს :hamaki:
  19. საქმე რაშია შენ ერთი რამე გეშლება, მე გითხარი რომ არ უარვყობ რომ ბერძნებმა დაწერეს მეთქი მაგრამ ბერძნებამდე ეს 4–მა მოციქულმა დაწერა, მათ შეეძლოთ სხვადასხვა ენებზე საუბარი სულიწმიდის ძალით. შენ კიდევ ვერ გაიგე კარგად მე რას ვამბობ. მე ვამბობ რომ "ქებაი" დაწერილია იოანე მოციქულის მიერ, რომელმაც დაწერა სახარება. აი ამას ვამბობ მე. აბა დაამტკიცონ რომ ეს ასე არ არი. ამ წერილის დამწერის არც ავტორი იციან და არც დრო დაწერისა. ქართული ენა 4000 წლის განმავლობაში მკვდარი იყო. როგროც მიჯაჭვული ამირანი, პრომეთე. ამიტომაც არ არის ცნობილი მე–4 საუკუნემდე წერილები თუნდაც სახარება. უძველესი მე–4 საუკუნით თარიღდება. როგროც წერია მასზე:" 39. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს. 40. ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ? (სახარება იოანესი თავი 11). იგივე თანამედროვე ქართულით ახალი აღთქმა. ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი სტოკჰოლმი 1991 "39. იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ. 40. უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი." (სახარება იოანესი თავი 11) აქ გარკვევით არის ნათქვამი რამდენი ხნის მკუდარი იყო ლაზარე. ყარდა უკვე. ახლა შენ მეუბნები რომ ბერძნულ ენაზეა თარგმნილიო. მე გეუბნები მალე იპოვნიან ავტორის ან ავტორების მიერ, (ვგულისხმობ მოციქულებს მათჰეს და იოვანეს) დაწერილ სახარებას ქართულ ენაზე, თუ უკვე არ აქვთ ნაპოვნი და მალავენ, მაგრამ რომც არ იპოვონ მე ვიცი რომ სიტყვის შინაარსში (სემანტიკაში) ლაზარე შევიდა, რადგანაც ნათქვამია ენაი ესე აღდგება 21–ე საუკუნეში. ბერძნული 24 ასოიანი ანბანია. ჩვენი 24 ასო ქ–ქანია. რომელიც იწერებოდა როგორც ჯვარი(ვგულისხმობ ფონემას) და ასევე სვასტიკა. ახლა მეტყვი რომ ბერძნებმა დაწერეს სახარება? მათ აქედან წაიღეს სიბრძნე. მაგ დროისათვის კულტურული კერა იყო ბერძნული და ლათინური, ამიტომაც დაიწერა მაგ ენებზე, რომ მთლეს მსოფლიოში გავრცელებულიყო.
  20. კიბატონო. ორივეს დავწერ "1. რადგანაც მელქისედეკი, მეფე სალემისა, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეთა შემუსვრის შემდეგ შემოქცეულს, და აკურთხა იგი. 2. ხოლო აბრაამმა ყველაფრის მეათედი უწილადა მას, ვისი სახელიც, უწინარეს ყოვლისა, განიმარტება როგორც „სიმართლის მეფე“, შემდეგ კი - „მეფე სალემისა“, ანუ „მშვიდობის მეფე“. 3. უდედმამო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, არამედ, მსგავსად ღვთის ძისა, მღვდლად რჩება უკუნისამდე. 4. მაშ, იხილეთ, რაოდენ დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაამმა თავისი ნადავლის მეათედი უწილადა. 5. ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთ მცნებადა აქვთ, მეათედს კრეფდნენ ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ესენიც აბრაამის წიაღიდან არიან გამოსულნი. 6. იმან კი, ვინც არ არის მათი გვარისა, აბრაამისგან მიიღო მეათედი და აკურთხა აღთქმის მქონე. 7. ხოლო, ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ. 8. აქ მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი, იქ კი - ვისაც აქვს მოწმობა, რომ ცოცხალია. 9. და, ასე ვთქვათ, ლევიმაც, რომელიც იღებს მეათედს, აბრაამის მეშვეობით გასცა მეათედი. 10. ვინაიდან ჯერ კიდევ მამის წიაღში იყო, როცა შეეგება მელქისედეკი. 11. ამრიგად, სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული), რა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებრ აღმდგარიყო სხვა მღვდელი, ნაცვლად იმისა, რომ აარონის წესით წოდებულიყო? 12. ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიც. 13. რადგან ვისზედაც ეს ითქვა, სხვა ტომს ეკუთვნოდა, საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს. 14. ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან, რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დასცდენია მოსეს. 15. და ეს მით უფრო ცხადია, რომ, მელქისედეკის მსგავსად, დგება სხვა მღვდელი, 16. რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით. 17. რადგანაც გვაქვს მოწმობა: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“.(პავლე მოციქულის წერილი ებრაელტა მიმართ თავი 7)
  21. აზრი! ამ თემის #7 პოსტი მაგ კითხვის პასუხად დავწერე. მოკლედ აქაც გეტყვი დოგმატიკის გამო.
  22. გეთანხმები და არ უარვყობ, რომ ბერძნულ ენაზე დაიწერა. არ უარვყობ არამედ ვადასტურებ. მე ვამბობ რომ ქებაი დაიწერა იოანე მახარებლის მიერ, რომელიც იოანე ზოსიმემ გადაწერა. საყოველთაოდ ცნობილია რომ იოანე ზოსიმე გახლდათ გადამწერი. უცნობია თუ ვინ და როდის დაწერა ეს წერილი. ამაზე მოწმობს თვითონ წერილი, ნიშანი 94 , ეს რიცხვი ემთხვევა იოანე მახარებლის გარდაცვალების წელს. ასევე მისი (ანბანი,ლაზარე) განლაგენა 9 სვეტად და 4 მწკრივად. ლაზარეს შესახებ მხოლოდ იოანე მახარებელს უწერია თავის სახარებაში. ცნობილია რომ მოციქულებმა სხვადასხვა ენებზე დაიწყეს საუბარი როდესაც მათზე სულიწმიდა გადმოვიდა. ქართულად არ საუბრობდნენ? ქართულად არ დაწერდნენ სახარებას??? ბერძნებმა მიხედონ თავიანთ ენას და სიტყვის შინაარსს. მე არ გახლავაღ ნაცისტი. ამ კონტექსტში არანაირი შეფარვით არ მაქვს საუბარი რაიმე სახის ნაციზმზე. პირდაპირი მნიშვნელობით ვიძახი. მათ აქედან კოლხეთიდან გაიტანეს სიბრძნე და მერე ბარბაროსებს გვეძახდნენ. ქართული დამწერლობა სცილდება ახალი წელთაღრიცხვის პერიოდს, პირადად მე ვერ დავადგინე მისი წარმოშობის თარიღი. ვერც ვერავინ დაადგინა. ვხელმძღვანელობთ მხოლოდ იქიდა, თუ რა ვიპოვეთ ფრესკებზე წარწერილი, ეკლესიებზე. III IV საუკუნის ხელნაწერებით ახ.წ.აღ. მე უმორჩილესად ვთხოვ ყველა მეცნიერს: გეოლოგებს, ენათმეცნიერებს, თეოლოგებს, ლინგვისტებს. გამოიძიონ, და დადგინონ "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"–ს ავტორი. რადგან დაწერილია: "43. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ!" (იოანეს სახარება თავი 11)
  23. პირველი მღვდელი იყო აარონი, მოსეს ძმა, შემდეგ მისი შვილები. ხოლო ქრისტე არის მღვდელი მელქისედეკის წესით. და თუ რა განსხვავებაა ამაზე ამ წერილში წერია და ნახე. 1. რამეთუ ესე მელქისედეკ, მეფე სალემისაჲ, მღდელი ღმრთისა მაღლისაჲ, რომელი შეემთხჳა აბრაჰამს, მო-რაჲ-ქცეულ იყო იგი მოწყუედისა მისგან მეფეთაჲსა, და აკურთხა იგი, 2. რომელსაცა-იგი ათეული მისცა ყოვლისა მისგან ნაწილად აბრაჰამ, პირველად უკუე ითარგმანების „მეუფე სიმართლისაჲ“, და მერმე - „მეფე სალემისაჲ“, რომელ არს მეუფე მშჳდობისაჲ, 3. უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენელებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღდელად სამარადისოდ. 4. იხილეთ-ღა, რაბამ იყო ესე, რომელსა-იგი ათეულიცა მისცა აბრაჰამ რჩეულთა მათგან მამათმთავარმან. 5. და რომელნი-იგი ლევის ძეთაგანნი მღდელობასა მიიღებენ, მცნებაჲ აქუს ათეულისა მიღებად ერისაგან მსგავსად რჩულისა, ესე იგი არს, ძმათაგან თჳსთა, და გამოსრულთა მათგანღა წელთაგან აბრაჰამისთა. 6. ხოლო ნათესავ-მოუჴსენებელმან მან მათგან ათეული მიიღო აბრაჰამისგან და აკურთხა, რომელსა-იგი აღთქუმანი აქუნდეს. 7. ხოლო თჳნიერ ყოვლისა ცილობისა უმცირესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევის. 8. და აქა რომელნი-იგი მოსწყდებიან კაცნი, ათეულსა მიიღებენ; ხოლო მუნ წამებულ არს, ვითარმედ ცხოველ არს. 9. და, რაჲთა მოკლედ ვთქუათ, აბრაჰამისთჳს და ლევისთჳს, და რომელი ათეულსა მიიღებს, ათეულადვე შეწირულ არს; 10. რამეთუ წელთაღა შინა მამისათა იყო, ოდეს-იგი შეემთხჳა მას მელქისედეკ. 11. რამეთუ, უკუეთუმცა განსრულებაჲ ლევიტელთაგან მღდელობისაჲ იყო, - რამეთუ ერი იგი მას ზედა შჯულ-დებულ არს, - რადღა საჴმარ იყო მერმე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა სხუაჲ აღდგინებად მღდელი და არა წესსა მას ზედა აჰრონისსა თქუმად? 12. რამეთუ ცვალებასა თანა მღდელობისასა ჩანს იძულებით, რამეთუ შჯულისაცა ცვალებაჲ იქმნების, 13. რომელსა ზედა თქუმულ არს ესე: სხჳსა ნათესავსამან დაიპყრა, რომლისაგანი არასადა საკურთხეველსა წარდგომილ იყო. 14. წინაწარ ჩანს, რამეთუ იუდაჲს ნათესავისაგან აღმოგჳბრწყინდა უფალი ჩუენი, რომლისა ნათესავისაჲ მღდელობისათჳს არაჲ აჴსენა მოსე. 15. და უმეტესადღა ცხად არს, უკუეთუ მსგავსად მელქისედეკისა აღდგეს სხუაჲ მღდელთმოძღუარი, 16. რომელი არა შჯულისა მისებრ მცნებისა ჴორციელისა იყოს, არამედ ძალისა მისებრ ცხორებისა წარუვალისა. 17. რამეთუ ეწამების, ვითარმედ: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა."(პავლე მოციქულისა წიგნი ებრაელთა მიმართ თავი 7)
×
×
  • შექმენი...