Jump to content
Planeta.Ge

დაათ

პლანეტელი
  • პოსტები

    93
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი დაათ

  1. გილოცავ! შენ ათეთმადიდებელი ხარ ჩემი აზრით... გისურვებ წარმატებას.
  2. ...აავსე ის რაც ცარიელია, დაცალე ეს რაც სავსეა და აავსე ის რაც ცარიელია, დაცალე ეს რაც სავსეა და აავსე ის რაც ცარიელია, დაცალე ეს რაც სავსეა და აავსე ის რაც ცარიელია, დაცალე ეს რაც სავსეა და აავსე ის რაც ცარიელია, დაცალე ეს რაც სავსეა და აავსე ის რაც ცარიელია, დაცალე ეს რაც სავსეა .............
  3. სამყაროში რას ვგულისხმობთ გააჩნია. ეს სიტყვა სემანტიკურად აღნიშნავს სამი მყარის კავშირს. ეს სამი მყარი არის მატერია, რომელიც სამ განზომილებაში აღიქმება, ესენია სიგრძე სიგანე და სიმაღლე. აი ასეთ სამყაროს, რაც ამ კატეგორიად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ჩემი აზრით აქვს სასრული. მატერიალურ სამყაროს გააჩნია სასრული. მიუხედავად იმისა რომ კოსმოსში არის , ვაკუუმი, აბსოლუტური ვაკუუმი არსად არ არსებობს. თუნდაც ე.წ. "შავი მატერია" რომელიც კოსმოსშია განფენილი, ყველაზე ვრცელია. ციური სხეულები: პლანეტები, ვარსკულავები, მეტეორები, კომეტები, ასტეროიდები, სუპერ ნოვები, კვაზარები, შავი ხვრელები, მაგნიტარები, პულსარები და სხვ. ეს ყველაფერი მატერიალური გამოვლინებებია. თუნდაც ისეთი ფენომენი რომელიც შავი ხვრელია, მის მხოლოდ მატერიალურ გამოვლინებას აღვიქვამთ, რადგანაც ვხედავთ შედეგებს რასაც შავი ხვრელი იწვევს და ეს შედეგები აისახება სხვადასხვა მატერიალურ ფენომენებზე. ვთქვათ სინათლის შთანთქმა. სინათლეც მატერიააა. მოკლედ მინდა ვთქვა რომ ჩემი აზრით ამ მატერიალურ სამყაროს სფეროს ფორმა აქვს, მიუხედავად წარმოუდგენლად დიდი ზომებისა ის სფეროა და შემოსაზღვრულია ანტიმატერიით. ანუ ისეთი სუბსტანციით რომელიც მატერიის ანტი თვისებებით ხასიათდება. ეს შეიძლება იყოს ის რასაც რელიგია სულიერ სამყაროს უწოდებს. სული, როგროც მას ახასიათებენ ანტიმატერიალური თვისებებისაა, მას ვერ დაჭრი ვერ შექმნი, ვერ დაწვავ, მოკლედ არ ექვემდებარება არანაირ მატერიალურ ზემოქმედებას. კიდევ ერთი მთავარი მომენტი. ეს დროა. სული არც დროს ექვემდებარება. ანუ არ შექმნილა არასდროს, ანუ არ დაწყებულა. ახლა ამ მომენტისათვის ამის წარმოდგენა გვიჭირს რადგანაც, ჩვენს გარშემო ყველაფერი იწყება და მთავრდება, იქმნება და ნადგურდება. სხვათაშორის მე ვამჩნევ ერთ მნიშვნელოვან მსგავსებას მატერიალურსა და სულიერს შორის. მატერია არ იკარგება არამედ მხოლოდ ფორმას იცვლის, ასევე სულიც მარადიულია, მაგრამ თუ მატერია ფორმას იცვლის სული მარადიულად უცვლელი რჩება. ეს ძალიან ზოგადად ჩამოვაყალიბე და თანაც ნაუცბათევად. ახლა რაც შეეხება იმას თუ რისთვის ვარსებობთ. ჩემი აზრით იმისთვის რომ გავთავისუფლდეთ. ანუ ვიყოთ თავისუფალნი ყველაფრისგან. ვიპოვოთ ჭეშმარიტება, რომლითაც კანონზომიერებაშია მოსული ეს ყველაფერი, ვგულისხმობ გამოვლენილ და გამოუვლენელ სუბსტანციებს. მივხვდეთ რა იწვევს ჩვენს სურვილებს. ერთის მხრივ ეს სურვილები რომელიც ჩვენ გაგვაჩნია თითოეულ ადამიანს, შეიძლება შავ ხვრელს შევადარათ, რომლის ამოვსებაც გვინდა ხოლმე სხვადასხვა რაღაცეებით. რატომ ვერ ვავსებთ? რატომ გვიჩნდება ისევ და ისევ? რატომ გვტკივა?? ჩემი აზრით სული ნეტარებისთვისაა გაჩენილითქო ვერ ვიტყვი რადგანაც არასდროს გაჩენილა. ანუ სულის თვისებები ადამიანში გამოიხატა. მას სურს სიამოვნება. სიხარული, სიყვარული და ა.შ. სული იბადება მატერიალურ სამყაროში, რომ გათავისუფლდეს. გადავიდეს ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც ღმრთეობა ქვია. იქნება ეს ათეისტი თუ თეისტი. ღმრთეობაში ვგულისხმობ ყველაფერს იმას რასაც ის იმპულსურად განიცდის საკუთარ არსებაში. სრულყოფილებას, მარადიულობას, ნეტარებას, სიყვარულს. აი ამის უმაღლეს ფორმებს არა წარმავალას, არამედ მარადიულს.
  4. ოეეეეეე! აქ რა მონოპოლია გაქ თუ მარტო შენ შეგიძლია დადო გაღიმებული სმაილიკი და არ აღივიქვათ როგორც იუმორი. ვინ თქვა რო ვხუმრობ... საყანეთია რა... თავისუფალი ფორუმი და ეშმაკმა იცის რას ემსახურება ეს ფსევდოთავისუფლება... სულ კარგად ბრძნანდებოდეთ...
  5. პირველად ვნახე ჲჰვჰ-ელი, რომელმაც წერაკითხვა არ იცის ნორმალურად :givi: :givi:
  6. Nukriko ჩვენ მორწმუნეები ყველაფერს ღმერთს მივაწერთ რაც არ ვიცით. და თქვენ ათეისტები ვის მიაწერთ? კითხვა #1: სად იყავი სანამ დაიბადებოდი? კითხვა #2: სად იქნები სიკვდილის შემდეგ? კითხვა #3: რატომ არ შეგიძლია გააკეთო ის რაც გინდა? (აი მე მაგალითად მინდა არ ვსუნთქავდე მაგრამ მაინც ვცოცხლობდე) კითხვა #4: რა განსხვავებაა მკვდარ და ცოცხალ ადამიანს შორის? ასევე მცენეარე, ცხოველი? კითხვა #5: რატომ ვერ აცოცხლებენ მკვდარს ათეისტი მეცნიერები, და რატომ გააცოცხლა მკვდარი სხვამ? მკვდრები... კითხვა #6: ვინ ხარ შენ? კითხვა #7: რატომ არ დაიბადე ისეთი როგროიც გინდოდა? (მე მაგალითად საერთოდ არ მინდოდა დავბადებულიყავი) კითხვა #8: რატომ დაიბადე საერთოდ? თუ თავისუფალი ხარ ვინმემ გკითხა? იქნებ არ გინდოდა დაბადებულიყავი? გეყოფა კითხვები. მე ამ კითხვებს ღმერთს ვუკავშირებ. და შენ გაეცი პასუხი.
  7. სექტანტური იდეოლოგია ჩემთვის მიუღებელია... და არც ღორებს დავუყრი მარგალიტებს, რომ ფეხებით არ გათელონ და უკან შემოტრიალებისას მეც არ შემჭამონ!
  8. ყველა კრიტიკა უსაფუძვლოა პირველი წავიკითხე, სადაც წერ რომ შეცდომით ვამბობდი და ახლა გადავაკეთე. მანამდე მე მეწერა რომ ბერძნულ ენაზეა დაწერილი, მაგრამ შენ ეს დააციტირე იმიტომ რომ ინტრიგანი ხარ. შენ გგონია რომ თავისუფალ აზრს აფრქვევ, მაგრამ აზრზე არ ხარ რას ნიშნავს თავისუფლება. კიდევ გიწერია რომ ბევრ რამეში ვერ ვერკვევი. ასეთ ფრაზას წერ ყველა შენი უაზრო კომენტარის შემდეგ, ამის გამო შენთან დიალოგს აღარ ვაგრძელებ. კარგად იყავი. წყნარად დავამთავროთ ეს საუბარი. ეს არის ჩემი ბოლო პოსტი... თემას დახურულად ვაცხადებ... წაშალე თემა
  9. მე ვამბობ რომ ერთ ერთი რამ არის რითიც განსხვავდება... კორექტირებისთვის მადლობას გიხდი... (შეცდომაა - შეურაცყოფა, მართებულია - შეურაცხყოფა)
  10. ბერძნებმა დაწერეს იგულისხმება რომ ბერძნულ ენაზე დაიწერა. ებრაელებმა დაწერეს რას გულისხმობ? წმიდა წერილი დაწერეს მოციქულებმა ალბათ ამას. იმ დორისათვის არ არსებობდა რუსული ენა, არც სახელმწიფო ტონგო. გუჯარათული არსებობდა მანამდეც. ასევე არსებობდა ქართული ენაც. ინტერვიუ რამაზ პატარიძესთან: "კვალი": თქვენ მიიჩნევთ, რომ ქართული დამწერლობის ფესვები ძველ საქართველოში ფარნავაზამდელ ეპოქაში უნდა ვეძებოთ, რა გვაძლევს ამის საფუძველს? რ. პ.: არცერთ ერს არ მოეპოვება ისეთი სრულყოფილი ცნობები საკუთარი დამწერლობის შესახებ, როგორც ჩვენ. ქართულ მატეანეებში ყველაფერია თქმული, ქართული ანბანის შექმნის, შემოღებისა და აღორძინების შესახებ. მემატიანე ამბობს: ,,არა უწიგნონი იყვნენ, ქართველნი უწინარესთა ჟამთა შინა, ვიდრე ფარნავაზამდე, წერდნენ იგინი უხუცესთა წერილითა , იგინი იყვნენ კერპთა მღვდელნი და მემსხვერპლენი ერისანი ღმერთთა მიმართ და წერილნი მათნი არს ესე წერილი ხუცური ჩვენი და წერილნი ხუცური პირველსა ჟამსა ქმნილ არს წერილისაგან ებრაულისა და ქალდეურისა და მსგავსცა არიან წერილითა მათთა ჩვენი ხუცურნი.” აქ ხსენებული ,,პირველი ჟამი” ჩვ. წ. აღ-მდე 444 წელს გულისხმობს, როცა საქართველოში დაიწყო მზის უძრავი წელიწადის კალენდარული ეპოქა. ეს სწორედ ქართული ანბანის შემწეობით მოხდა. რუსული დამწერლობა მოგვიანებით შეიქმა კირილიცა. რაც შეეხება ხმამაღალ განცხადებებს, მე მაქვს უფლება გავაკეთო ხმამაღალი განცხადება და ხმადაბალი განცხადებაც. ხოლო რადგან შენ ამას ხმამაღალ განცხადებას უწოდებ, გეტყვი რომ ჩემი უტყუარი საბუთი ზემოთ მაქვს მოყვანილი და ეს არის "ქებაი"– წერილი. მე სხვა უტყუარი საბუთი არ გამაჩნია. ჩემი მტკიცებულებაც მაქვს ახსნილი როგორ ვამტკიცებ რომ იოანე მახარებლის დაწერილია. და თუ დაინტერესდი შეგეძლო წაგეკითხა. სხვა მტკიცებულება მე არ გამაჩნია. ხოლო თუ გსურს საპირისპირო აზრის გამოთქმა ჩემს მტკიცებულებასთან დაკავშირებით გისმენ. ეს შენ ამბობ რომ არ ვიცი. მე კი ვამბობ რომ არ იციან. მე არ ვამბობ რომ მე არ ვიცი. ჩემი დაწერილი რომ წაგეკითხა ამასაც გაიგებდი. ახლა კი შენსავით მეც მიწევს ერთი და იგივეს გამეორება, მაგრამ ამითი მემგონი არაფერი დაშავდება, ამის გულისათვის არ ღირს გავნაწყენდეთ, არ მეთანხმები?! ქებაიში მოცემული ნიშანი 94 ეს არის თარიღი ამ წერილის დაწერისა. "ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე" ხოლო ეს თარიღი ემთხვევა იოანეს გარდაცვალების თარიღს. მე ვიცი როდისაც დაიწერა ეს წერილი და ამას ვამბობ კიდეც, ნუ მაბრალებ რომ არ ვიცი. იმის შესახებ რომ ეს ასეა, წერია "ქებაი"–ში. ხოლო იმის მტკიცებულება რომ მანამდე ცოცხალი იყო, ჯერ ამაზე კონკრეტულად არ მისაუბრია მხოლოდ ზოგადად ვთქვი რომ ეს არის ლაზარე, ქართული დამწერლობა, ანბანი. ამაზე ვისაუბრებ მაცადე კაცო. ეხლა დავიწყე, მაგრამ ჯერ შენ კითხვებს უნდა ვუპასუხო. "ფაქტიურად არაფრის მტკიცებულება არ გაქვს" ეს შენი სიტყვებია. მე გითხარი მტკიცებულებების შესახებ. ხოლო ის რომ მე–4 საუკუნემდელი დაწერილი წმიდა წერილი არ არის აღმოჩენილი ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს. ახლა უნდა აღმოჩნდეს, რადგან ამის დრო მოვიდა. ხოლო ეს ენა რომ მანამდეც არსებობდა, ამის შესახებ ინფორმაცია იხილე ჩემს წერილში ზემოთ დამატებით კი გავიხსენოთ: ფარნავაზი მეფობდა (ძვ.წ.356-264წწ.) ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე რაც წერია "ქებაიში" "წელი ათასი ვითარცა ერთი დღე" ხოლო ეს სიტყვები დავით წინაწარმეტყუელს ეკუთვნის რომლის შთამომავალიც იყო იესუ. ერთი გაგებით მართლაც ლაზარე 4 დღე იყო მკვდარი, მეორე გაგებით 4000 წელი. ერთიც არის და მეორეც. ვერც ერთს უარვყობთ და ვერც მეორეს. პოსტებს ნამდვილად ვკითხულობ, აი შენ არ კითხულობ. მოგწონს ესეთი საუბარი? მე არა. არც შენ ალბათ. არ ღირს ამაზე დავა მეგობარო მე რისი იმედი მექნება მოდი ამას ჩემთვის შევინახავ ოკ? ისე სურვილისთვის თუ ამას სურვილს დავარქმევთ მადლობ. ჩემთვის ის მტკიცებულებაც საკმარისია რაც მაქვს. ხოლო ვისთვისაც არ არის საკმარისი იმათთვის ვიძახი, რომ იპოვნიან. ამაზეც ვისაუბრე ზემოთ: სიტყვა "დღესამომდე" არ ნიშნავს მხოლოდ "დღედმდეს" არამედ დღე სამ მდე, ანუ მესამე დღემდე. დანარჩენი ახსნა ზემოთ იხილე მეტი დაზუსტებისათვის.
  11. მაგის ნახვა მე არ მჭირდება იმიტომრომ მივხვდი რასაც ამბობ, მაგრამ 8-ვე თავი ნიშნავს იმას რომ სულ რვა თავია და რვავე თავი უნდა მოვნახო. ხოლო სულ 13 თავია, აქედან გამომდინარე 8-ვე თავი არასწორია, რადგანაც კაი თქვათ ჩავთვალოთ რომ 8-ვე კი არა 8 თავი უნდა წავიკითხო, მაგრამ შენ არც ის გიწერია, ამ 13-დან რომელი 8. ახლა რაც შეეხება რა უნდა ვიცოდე და რა არა, ეს მრავალჯერ შეგამჩნიე უკვე და პირში გეტყვი რომ არ მომწონს ასეთი საუბარი შენგან. პირადულ საკითხებს თავი დაანებე ეს არ არის იმის გასარჩევი ადგილი ვინ რა უნდა წაიკითხოს ან ვინ რა უნდა იცოდეს, არაკორექტულ მოწოდებებს შეეშვი, ჯერ თხოვნის სახით მოგმართავ, რადგანაც დიალოგი ასეთი მოწოდებების გარეშეც შეიძლება, თუ არ გააკეთებ ამას, მაშინ მე იძულებული ვიქნები, რომ აღარ გესაუბრო. მემგონი გასაგებად ჩამოვაყალიბე ყველაფერი და ქვეტექსტები და რაღაცეები არ არის საჭირო. ახლა გასწავლი როგორ უნდა დაწერო ის რისი თქმაც გინდა, რომ მერე მე მივხვდე და გავიგო რა გინდა. შენ თუ გინდოდა რომ მიგენიშნებინა ებრაელთა მიმართ წერილის მე-8-ე თავზე, უნდა დაგეწერა ასე: ებრაელთა მე-8-ე თავი. . მე ბევრჯერ მოგწერე რომ იმის მაგივრად რომ რაღაც გაუგებრობის გამო ერთმანეთს არ ვედაოთ, უნდა გავუგოთ ერთმანეთს. მე მოგწერე რომ პავლეს ეპისტოლეს ებრაელთა მიმართ ამას გულისხმობ? რადგანაც ვიცი რომ იქ 13 თავია. შენ იძახი: " დავაკონკრეტე უკვე. ხომ დაგიწერე... თუ არ გაქვს გამოკვლეული, გამოიკვლიე და დარწმუნდები რომ იესომ ახალი შეთანხმება დაუდო თავის მიმდევრებს." ესე ვერ გავუგებთ ერთმანეთს.
  12. მოგწერ გავრისკავ, განა იმიტომ რომ შენ არ გენდობი, რა ვიცი აბა... ძალიან პედანტად ნუ ჩამთვლი, არ მჩვევია, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთვევაა მერე წაშალე რა ეგ წერილი რო მოგწერ კარგი? აქ კი დავწერ მხოლოდ იმას რომ ქალწულობა ეს სულიერი მდგომარეობაა, სულის რანგი თუ შეიძლება ასე ითქვას. უბიწობა, შეურყვნელობა.
  13. 8-ვე თავი რას ნიშნავს იქნებ განგვანათლო? მაგ წერილში ცამეტი თავია. სხვას რომ მოუწოდებ გარკვევით წერისკენ შენ უნდა წერო გარკვევით, საწყენად არ მიიღო
  14. ებრაელთა 8-ვე თავი ეგეთი არაფერი არსებობს, ერთადერთი არსებობს მე რაც დავწერე ესეთი სათაურით და ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება მანიპულირებას შევეშვათ.
  15. ამიტომაც ხშირად მას ანუ ვგულისხმობ აპოკრიფულად მიჩნეულ წერილებს ასაღებენ ეზოთერულ ნაშრომებად, და შესაბამისად ეზოთერია მიუღებელია ქრისტიანობისთვის.
  16. მაგდენი ნაღდად არ ვიცი ქუოთში როგორ ჩავსვა შენს მიერ ციტირებული ჩემი წერილის ნაწილები, ამიტომ სულ 10 კომენტარი გაქვს, მე დავნომრე ათივე . ჯერ წაიკითხე შენი კომენტარები ჩემს წერილზე და მერე ქრონოლოგიურად ჩემი პასუხები. დანომრილი ზუსტადაა.
  17. აპოკრიფოს ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს დაფარული, საიდუმლო.
  18. პავლეს ეპისტოლე ებრაელთა მიმართ ამას გულისხმობ? დააკონკრეტე...
  19. თუ პირდაპირი გაგებით წერია მაშინ მაქვს მოსაზრება, რომელსაც აქ ვერ დავწერ. პირადად გეტყვი ოღონდ ერთი პირობით ... ისე საიდუმლოს შენახვა შეგიძლია?? თუ მომცემ ჭეშმარიტ პირობას რომ არავის ეტყვი გეტყვი თუ რათქმაუნდა დაგაინტერესებს. მაგრამ ეს ჩემი აზრია რის ტქმასაც ვაპირებ და არა სხვისი. არა იმიტომ რომ მეშინია ამის დაწერის, ან მცხვენია, არამედ არ მინდა.
×
×
  • შექმენი...